ძებნის რეზულტატი:
საქართველოში 26-28 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
საქართველოში 26-28 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ სამუშაო ვიზიტით ჩამოვა. შესაბამის ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზბიგნევ რაუ შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი და გამოწვევები, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.
ჩვენი თანამშრომლები უკვე იმყოფებიან კაიროში, საიდანაც მოხდება მათი საქართველოში ჩამოყვანა - „მაივეი ეარლაინსი“
ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები, რომელთა სუდანის საზღვრიდან ტრანსპორტირებაც განხორციელდა, ამჟამად კაიროში იმყოფებიან, საიდანაც მოხდება მათი საქართველოში ჩამოყვანა. „გვსურს, გაგიზიაროთ ბოლო სიახლეები ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის შესახებ. დღეს ისინი უკვე იმყოფებიან კაიროში, სადაც დაისვენებენ და შემდეგ მოხდება მათი ჩამოყვანა საქართველოში. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო სუდანის საზღვრიდან კაირომდე ჩვენი თანამშრომლების ტრანსპორტირება საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანხლებით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თურქეთში საქართველოს კონსულს, ბატონ კონსტანტინე კოტარიას, რომელიც უწყვეტად უკავშირდებოდა ავიაკომპანიის მენეჯმენტს და აწვდიდა ყველა საჭირო ინფორმაციას. ასევე, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის პროცესში და ყველა იმ ადამიანს, ვინც თანაუგრძნობდა და მხარს უჭერდა ჩვენს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
უკრაინის საელჩო მოლდოვაში, დროშებთან დაკავშირებულ ინციდენტს სწავლობს
უკრაინის საელჩო მოლდოვის რესპუბლიკაში, საფუძვლიანად იკვლევს კიშინიოვში ორ საჯარო ღონისძიებაზე უკრაინის დროშებთან დაკავშირებულ ინციდენტებს და პირობას დებს, რომ გადამწყვეტ რეაქციას მოახდენს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოსადმი უპატივცემულობის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში. 16 აპრილს, კიშინიოვმა WDSF PD მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. უკრაინელი მოცეკვავეების თქმით, ჩემპიონატის ორგანიზატორებმა და მოლდოვის სპორტული ცეკვის ფედერაციამ აუკრძალეს მათ საინაუგურაციო ცერემონიაზე უკრაინის დროშის წაღება. 22 აპრილს, რუსი მხატვარი ივან ალექსეევი, რომელმაც დაგმო კრემლის აგრესიული ომი და დატოვა რუსეთი, კიშინოვში ღონისძიება გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე დაქირავებულმა დაცვის თანამშრომლებმა დამსწრეებს „უხეშად“ წაართვეს უკრაინის დროშები.
ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს შეხვდა
საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს შეხვდა. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს. ამასთან, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ზელენსკი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს არ მივცეთ შანსი, ატომური ელექტროსადგურები შანტაჟისთვის გამოიყენოს
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეცნიერო და უსაფრთხოების საწარმოები შარშან რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლების შემდეგ უკვე დაუბრუნდნენ ნორმალურ ფუნქციონირებას, თუმცა აუცილებელია, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ბირთვული ენერგია შანტაჟისთვის. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. მისი თქმით, 37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ უზარმაზარი კვალი დატოვა მთელ მსოფლიოში. რადიაციის გაჟონვამ ერთ დროს მყუდრო და განვითარებული ტერიტორია აკრძალულ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 30 კილომეტრიანი ზონა სახიფათო ადგილად რჩება რადიაციის მაღალი კონცენტრაციით. „ოცდაჩვიდმეტი წლის წინ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიამ უზარმაზარი კვალი დატოვა მთელ მსოფლიოში. რადიაციის გაჟონვამ ოდესღაც მყუდრო და განვითარებული ტერიტორია აკრძალულ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 30 კილომეტრიანი ზონა საშიშ ადგილად რჩება რადიაციის მაღალი კონცენტრაციით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ გაიხსენა, რომ გასულ წელს ოკუპანტებმა არამხოლოდ ატომური ელექტროსადგური წაართვეს, არამედ, კვლავ საფრთხე შეუქმნეს მთელ მსოფლიოს. „გათავისუფლებიდან უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, ჩორნობილის ზონაში სამეცნიერო და უსაფრთხოების საწარმოები უკვე ნორმალურ მუშაობას დაუბრუნდნენ", - განაცხადა ზელენსკიმ. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს არ მივცეთ შანსი, გამოიყენოს ატომური ელექტროსადგურები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
საგარეო უწყება პოლონელი მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოში 26-28 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, ზბიგნევ რაუს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.
ზელენსკი სი ძინპინს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. თავის მხრივ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინისა და ჩინეთის ლიდერებს შორის საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. „ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს ლიდერებს შორის პირველი მოლაპარაკება იყო. უფრო ადრე, სი ძინპინი მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა.
ესტონეთმა 1000 უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა
ესტონეთის თავდაცვის ძალების ინსტრუქტორებმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 1000 უკრაინელი სამხედრო მოამზადეს. ესტონეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მარტ ვენლამ განაცხადა, რომ სწავლების შედეგებზე გამოხმაურება დადებითია. მისივე ინფორმაციით, სნაიპერებს ესტონეთშიც ამზადებენ. უკრაინელების ტრენინგს ნაწილობრივ ესტონეთის ბიუჯეტი აფინანსებს, ნაწილობრივ კი, ევროკავშირი. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყანა გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას და აპირებს, ორჯერ მეტი სპეციალისტის მომზადებას, ვიდრე 2022 წელს, რაც დაახლოებით 3000 სამხედროს შეადგენს.
ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის - პეკინი „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ კომუნიკაციას იწყებს
ჩინეთი მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს გაგზავნის უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, რათა ჰქონდეს სიღრმისეული კომუნიკაცია ყველა მხარესთან უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებასთან დაკავშირებით. ზელენსკი სი ძინპინს ესაუბრა ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა 26 აპრილს სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. პეკინი სხვა ქვეყნების ჩამონათვალს არ აზუსტებს. ევროპის მწვავე რეაქციის შემდეგ, პეკინმა უარყო ჩინეთის ელჩის კომენტარები, რომელმაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა პეკინი კიევთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას აპირებს. „ჩინეთი თანმიმდევრული და მკაფიოა თავის სურვილში, განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასთან. ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს ურთიერთპატივისცემისა და გულწრფელობის ტრადიცია და განავითაროს ჩინეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა“, - განაცხადა სპიკერმა. მისივე განმარტებით, უკრაინის კრიზისში ჩინეთი მშვიდობის მხარეზეა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა. „ჩინეთს არ შეუქმნია კრიზისი უკრაინაში და არ არის კრიზისის მონაწილე. როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და პასუხისმგებელი მთავარი ძალა, ჩინეთი არ იქნება ჩუმად, ცეცხლზე ნავთს არ დაასხამს და მით უმეტეს, ისარგებლებს შექმნილი სიტუაციით. აშკარად ჩანს, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ერთადერთი რეალური გზაა“, - აღნიშნა PRC-ის წარმომადგენელმა. ჩინეთი თვლის, რომ აუცილებელია, გამოიყენოს შესაძლებლობა და შეიქმნას ხელსაყრელი პირობები კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის. „არსებობს იმედი, რომ ყველა მხარე სერიოზულად დაფიქრდება უკრაინის კრიზისზე და ერთობლივად გამოიკვლევს გზებს დიალოგის გზით ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩინეთი გაუგზავნის ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს ევრაზიის საკითხებში უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ყველა მხარესთან სიღრმისეული კომუნიკაციისთვის, უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ“, - განაცხადა სპიკერმა. ჩინეთის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ პეკინი გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. ზელენსკისთან საუბარში სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, მოლაპარაკებები ერთადერთი გამოსავალია კრიზისიდან.
მელონი: ახლა უკრაინაში ფულის ჩადება არა რისკი, არამედ, ინვესტიციაა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ფულის ახლა ჩადება არ არის რისკი, არამედ, შორსმჭვრეტელი ინვესტიცია. ამის შესახებ მან რომში, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად პრესისთვის ერთობლივი განცხადების დროს განაცხადა. მელონის შეფასებით, „უკრაინის რეკონსტრუქცია მთელი ევროპის საქმეა“. „მე მინდა, ვუთხრა მეწარმეებს, რომლებსაც აქ უკვე შევხვდი და უკვე ვესაუბრე ამის შესახებ: მჯერა, რომ დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი. არის ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი ინვესტიცია, რომელიც დღეს შეიძლება, განხორციელდეს“, - განაცხადა მელონიმ.
მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ცნობილია, რომ სიმაღლეში ზრდა შეუძლია - ჩხაიძე
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ცნობილია, რომ მას შეუძლია სიმაღლეში ზრდა, თუმცა სხვა ზეგავლენა შესწავლილი არ არის. „თუ ჩვენ რისკებზე ვსაუბრობთ, ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და მსოფლიოში არსებობს, ეყრდნობა იმ კვლევას, სადაც შესწავლილი იყო 121 ბავშვი და მათი ზეგავლენა სიმაღლეში ზრდაზე. სხვა ზეგავლენა ამ პრეპარატის, რომელიმე გართულების თავიდან აცილების ან რომელიმე სასიცოცხლო სხვა ფუნქციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ამ კვლევის არც მიზანი ყოფილა და ეს ინფორმაციაც არ არსებობს. ერთადერთი, რაც ჩვენ ამ პრეპარატზე ვიცით, მწარმოებლის მიერ ჩატარებულო კვლევაა, რაც მიუთითებს იმას, რომ ამ პრეპარატს შეუძლია სიმაღლეში ზრდის უზრუნველყოფა. რაც შეეხება კითხვებს, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის, რა ხდება მომდევნო წლების განმავლობაში, არის თუ არა გართულების რისკი, არის თუ არა შორს მიმავალი შედეგები შესწავლილი კვლევის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია არ არსებობს. ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით გვაქვს ჩვენ ეს ინფორმაცია. შესაბამისად, ერთი რამ ცხადია-ამ პრეპარატს არ აქვს ზეგავლენა იმ გართულებებზე, რაც ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის. ვგულისხმობ ხერხემლის დეფორმაციას, ვგულისხმობ სხვა ცვლილებებს, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა, ამ პრეპარატის ზეგავლენა გართულებებთან დაკავშირებით არ არსებობს. ჯერჯერობით, ამ პრეპარატის შორს მიმავალი შედეგები ცნობილი არ არის, როგორც დადებითი, ისე ნეგატიური. არავინ იცის, რა მოხდება 2-3 წლის გამოყენების შემთხვევაში, გრძელდება თუ არა იმავე მოცულობით ზრდა, თუ ეს არის პირველი წლის შედეგი. ძირითადი პოზიცია, რაც ქვეყნებს აქვთ, სწორედ აქედან გამომდინარეობს, არ ვიცით ამ პრეპარატის შორს მიმავალი შედეგები. ჯერჯერობით, ამ კითხვაზე პასუხი არა მხოლოდ საქართველოში, არსად არ არსებობს. სწორედ ამიტომ დამატებითი კვლევებია საჭირო იმისთვის, რომ ნათელი გახდეს ამ პრეპარატის საბოლოო ეფექტურობა და უსაფრთხოება",-განაცხადა ჩხაიძემ.
Boeing-მა ბელორუსში შვილობილი კომპანიის ლიკვიდაცია მოახდინა
Boeing-ის შვილობილი კომპანია Boeing BLR LLC ბელორუსში ლიკვიდირებულია. გადაწყვეტილება Boeing BLR-ის მფლობელებმა, ჰოლანდიაში რეგისტრირებულმა Boeing Europe-მა და Boeing Netherlands-მა მიიღეს. შპს Boeing BLR ბელორუსში 2020 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებდა. 2022 წლის იანვარში შპს Boeing BLR მოხვდა იმ კომპანიების სიაში, რომელთა აქციები ბელორუსის მთავრობის გადაწყვეტილებით, კონტრსანქციების ფარგლებში დაბლოკილია. უცხოელ ინვესტორებს ეკრძალებათ საკუთარი ბიზნესის გაყიდვა ან აქტივების გატანა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5046 ლარი იყო. "შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7661 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7618 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება - გაბუნია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ქართულ პროტოკოლში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას, განსაზღვრული იქნება მედიკამენტის გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ცნობილია, რომ სიმაღლეში ზრდა შეუძლია - ჩხაიძე „სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან, პროტოკოლი ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბონ. პროტოკოლი იქნება ბევრი მიმართულებით – ჩამოყალიბებული იქნება სრულყოფილი მართვის სქემა, მათ შორის განისაზღვრება მედიკამენტის ადგილი და გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. შემდეგ საბჭო და სამუშაო ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ მედიკამენტის ადმინისტრირების შესახებ. პროცესი მიმდინარეობს და, ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად ჩვენც მეტი სიცხადე გვექნება, რა გზას მივმართოთ უშუალოდ მედიკამენტთან დაკავშირებით. ამავე დროს, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მრავლობითი საჭიროებები, რაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ, უნდა შეფასდეს დღესვე და მოხდეს ამ საჭიროებების დაკმაყოფილება, იქნება ეს ჩვენს ქვეყანაში თუ უცხოეთში. შეხვედრა დათმობილი იყო პროფესიული წრეებისთვის და ტექნიკური საკითხები იყო განხილული, მათ შორის მედიკამენტის ანაზღაურების მექანიზმები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
იტალია ხელს შეუწყობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარებას - მელონი
იტალია დაეხმარება უკრაინას რაც შეიძლება მალე შეასრულოს ევროკავშირში მისი სრული წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები და დააჩქაროს მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის ევროპულ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ოთხშაბათს, 26 აპრილს, რომში უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენთანაა; რომ უკრაინა სულ უფრო მეტად შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს. ჩვენ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაჩქარდეს გაწევრიანების პროცესი. ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ძალისხმევას, რომელსაც ახორციელებს კიევის მთავრობა ომის მიუხედავად, რათა რაც შეიძლება მალე მივუახლოვდეთ ევროკომისიის მიერ გაწევრიანების პროცესში დასახულ მიზნებს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებების დაჩქარებას“, - განაცხადა მელონიმ. მელონიმ ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა უკრაინაში ფულის ჩადება არა რისკი, არამედ, ინვესტიციაა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 43 ქართველის მებრძოლია დაღუპული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
Leopard 2-ის ტექნიკური ცენტრი პოლონეთში მაისში დაიწყებს ფუნქციონირებას
ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკების ტექნიკური ცენტრი პოლონეთში ფუნქციონირებას მომავალი თვიდან დაიწყებს. ტანკები Bumar Labedy SA-ს ქარხანაში შეკეთდება. კომპანია Leopard 2A4 ტანკების მომსახურებას და შეკეთებას 20 წელია, ემსახურება. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ Leopard 2-ის ტიპის ტანკების ბაზის შექმნა გლივიცეში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მისივე განმარტებით, პოლონეთში Leopard 2-ის მთავარი საბრძოლო ტანკების ტექნიკური და სარემონტო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას, გასულ პარასკევს, მან, მისმა უკრაინელმა და გერმანელმა კოლეგებმა რამშტეინში, გერმანიაში მოაწერეს ხელი. 23 აპრილს ესპანეთმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 6 ტანკი გაუგზავნა და კიდევ 4 ლეოპარდ 2-ს შეკეთების შემდეგ რაც შეიძლება მალე მიაწვდის კიევს. დანია და ნიდერლანდები უკრაინას 14 ტანკის გაგზავნას დაჰპირდნენ. მათი მიწოდება 2024 წლის დასაწყისში იგეგმება.
პრეზიდენტი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდა. ინორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მინისტრისაგან მოისმინა ინფორმაცია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობისა და სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ. 25 აპრილს სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ვიდრე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს ყველა სხვა სერვისი მიეწოდებათ. ამის შესახებ 26 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ აქონდროპლაზიასა და მედიკამენტ “ვოსორიტიდის” თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ხელისუფლებამ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პირველი, იშვიათ დაავადებებზე მათ საბჭო შექმნეს, რომელსაც ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზი და კლინიკურ გამოყენებაზე და კომპენსაციაზე გადაწყვეტილების მიღება ევალება. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ის, რომ მთავრობამ [მედიკამენტის] მწარმოებელთან მოლაპარაკებების ინიცირება მოახდინა, მაგრამ ეს კონფიდენციალური მოლაპარაკებებია, ამიტომ არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ის, რა შედეგი ექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოლაპარაკებები ინიცირებულია. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი შეიძლება იყოს, მაგრამ ხელისუფლება, საბჭო და ექსპერტები არ აპირებენ მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ლოდინს. დღეს მოვისმინეთ, რომ ექსპერტებმა უკვე დაიწყეს ასეთი მკურნალობისთვის კლინიკურ პროტოკოლზე მუშაობა. ვიდრე პროტოკოლი და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სამინისტრომ, მთავრობამ, პარლამენტმა ვალდებულება აიღო, რომ ამ ბავშვებს ყველა სხვა საჭირო სერვისი მიეწოდებათ. ეს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სხვა პროცედურებსაც ეხება, მათ შორის სხვა ქვეყნებში- ევროკავშირში, აშშ-ში, იაპონიაში. მაგალითად, ქირურგიულ პროცედურებს, ჰორმონალურ პროცედურებს. გადაწყდა, რომ ბავშვები კომპლექსურად იქნებიან გამოკვლეული და მათ ამ გართულებებისთვის პროცედურებს შესთავაზებენ”, - განაცხადა დომენტემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი მშობლები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის წამლის შემოტანას ითხოვენ. აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება]. იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას. პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე კომენტარი გააკეთა
ტყვეთა გაცვლის შედეგად კიევმა 44 უკრაინელი დაიბრუნა
მორიგი გაცვლის გზით, 42 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდნენ უკრაინაში რუსული ტყვეობიდან, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა 26 აპრილს. უკრაინელ სამხედრო ტყვეებს შორის იყვნენ ჯარისკაცები, საზღვაო ძალების პერსონალი, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიელები. მათ შორის იყო 36 რიგითი და სერჟანტი, ასევე ექვსი ოფიცერი. ისინი მონაწილეობდნენ მარიუპოლის დაცვაში, მათ შორის აზოვსტალის ქარხანაში და იბრძოდნენ რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ხერსონის ოლქსა და აღმოსავლეთში. 10 აპრილს ტყვეთა გაცვლისას 100 უკრაინელი გაათავისუფლეს. ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცის თქმით, 2000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა სახლში რუსული ტყვეობიდან.
კვიპროსში, რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)
კვიპროსში, რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის შენობაში ხანძარი იყო. რუსული მედიის ცნობით, მიყენებული ზარალი დიდია: დაიწვა სახურავი და მასალები. ზარალი ჯერ კიდევ არ არის შეფასებული. ხანძარი ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.