ძებნის რეზულტატი:

რეზნიკოვი დიდი ბრიტანეთიდან რაკეტების მიწოდებაზე: ციკლონი მოძრაობს და თან შტორმები მოაქვს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის რაკეტების მიწოდებაზე. „ამინდის პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია ციკლონი, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან უკრაინისკენ გადაადგილდება და თან შტორმები მოაქვს“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე. ბრიტანეთმა უკრაინას შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტები გადასცა.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოს უმეტეს რეგიონში დღეს წვიმაა მოსალოდნელი. 12 მაისს ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 13 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +20 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +21 ღამის ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. გორში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +12, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა. გურჯაანში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში +20 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.  

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა. ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, რომელიც 15 მაისს დაიწყება, უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს ესტუმრება. ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის - პეკინი „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ კომუნიკაციას იწყებს „ჩინეთის წარმომადგენლების აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტი არის ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამოვლინება, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, რაც სრულყოფილად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა. ზელენსკი სი ძინპინს ესაუბრა ჩინეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. დასავლეთმა და კიევმა განაცხადეს, რომ პეკინის წინადადებებს კონფლიქტის დარეგულირების რეალურ გეგმად ვერ განიხილავენ. ნახსენებია ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა წინადადებებში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.  

პრიგოჟინმა შოიგუ ბახმუტში მიიწვია

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბახმუტში მიიწვია. მიმართვის ტექსტი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა და მიწვევის მიზეზად საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში შოიგუს მრავალწლიანი გამოცდილება დაასახელა. პრიგოჟინის მტკიცებით, „ვაგნერი“ აკონტროლებს ბახმუტის ტერიტორიის 95 პროცენტს და აგრძელებს შეტევას. მისივე თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს ფლანგებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან განლაგებულნი. უკრაინის ძალებმა ბახმუტთან 2 კილომეტრით წინ წაიწიეს. იუწყება თავდაცვის მინისტრის მოადგილე. უკრაინამ პარასკევს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს დონეცკის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბახმუტის გარშემო, რომელიც თვეების განმავლობაში რუსეთთან ბრძოლის ეპიცენტრია. რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ მის დაპყრობას. ქალაქის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია და იქ ომის დაწყებამდე 72 000 ადამიანი ცხოვრობდა. „მტერმა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. ჩვენ ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“, - განაცხაად ჰანა მალიარმა. პრიგოჟინი მანამდე ირწმუნებოდა, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ბახმუტში პოზიციებს 10 მაისის შემდეგ დატოვებდნენ საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო.  

ზურაბ აზარაშვილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა მათ პროგრამულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველი ივნისიდან ინსულინისა და დიაბეტის მართვისთვის საჭირო მასალების - ტესტის ჩხირებისა და სისხლის ასაღები ნემსების 3-თვიანი მარაგები გაიცემა. ამასთან, მისივე თქმით, მშობლები და ბენეფიციარები სახარჯ მასალებსაც ინსულინთან ერთად, იმავე ლოკაციაზე მიიღებენ და სხვადასხვა მისამართზე მისვლა აღარ მოუწევთ. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მარაგები მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე 10 დღით ადრე, ნებისმიერ დროს მიიღონ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მარაგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლა უკვე 60 სააფთიაქო დაწესებულებაში გაიცემა. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, ბენეფიციარებს თბილისსა და რეგიონებში 10 სხვადასხვა დაწესებულება მიაწვდის. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის უწყვეტი მონიტორინგის სისტემაზეც (CGM) ისაუბრეს, რომელიც დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში გაიცემა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ბენეფიციარები Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობებს მიიღებენ, რომლებიც მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. მინისტრის განმარტებით, Medtronic-ის CGM სისტემის გამოსაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, მობილურ ტელეფონებს სამინისტრო თავად შეისყიდის. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მართვის პროგრამის კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბენეფიციართა მშობლებს შორის კომუნიკაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ეკა შარაძე.  

სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ეწვევა

სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ უზბეკური გამოცემა Gazeta uz წერს.  დევიდ ო'სალივანმა ყირგიზეთში ვიზიტისას განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქვეყნების აზრს, რომლებიც მხარს არ უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ისინი გახდნენ პლატფორმა სანქციების გვერდის ავლისთვის“. როგორც ო’სალივანმა აღნიშნა, მას ესმის, რომ ყირგიზეთსა და რუსეთს აქვთ ძლიერი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები და მათ არავინ გაანადგურებს. როგორ აპირებს ევროკავშირი სანქციებისათვის გვერდის ავლის შეჩერებას - ამასთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი 8 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა:  „ბრიუსელში ახლა ყველაზე ხშირად ერთ შეკითხვას სვამენ: რამდენად ეფექტიანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები? ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციების 10 რაუნდი მიიღო, თუმცა ამ ზომებს კრემლის საომარ განწყობაზე გავლენა არ მოუხდენია. შარშან რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 2 პროცენტით შემცირდა, 2023 წელს კი, ის ოდნავ გაიზრდება კიდეც - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით. ბრიუსელში რამდენიმე ოფიციალურ პირს ველაპარაკე, რომლებმაც მითხრეს, რომ სანქციები ეფექტიანად ვერ მუშაობს, რადგან დიდი შვიდეულის გარდა რუსეთის წინააღმდეგ მტკივნეული სანქციები მაინცდამაინც არც არავის დაუწესებია. თუმცა, მათ ასევე იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის სანქციებში კორექტივების შეტანის შემდეგ ისინი გაცილებით უფრო საგრძნობი გახდება. სანქციების ეფექტიანობაზე დებატები ძირითადად კონცენტრირებულია იმაზე, თუ რამდენად იოლად არის შესაძლებელი მათთვის გვერდის ავლა და რა არის გასაკეთებელი, რომ მესამე ქვეყნებმა მათ ხელი არ შეუშალონ. ამრიგად, გასაკვირი არაა, რომ როდესაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მორიგ ზომებს მიიღებს (რომლებსაც ამ კვირის ამბასადორიალზე წარადგენენ), ლაპარაკი იქნება სისტემის უკეთ გამართვაზე, „ხვრელების“ ამოვსებასა და აღსრულების ნაწილის გაძლიერებაზე. მესამე ქვეყნებთან დაკავშირებით ევროკავშირი ასეთი სისტემის მიღებას გეგმავს - შეიქმნება ორსაფეხურიანი მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სანქციების გვერდის არიდებაში მხილებული ქვეყნები ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი ბრიუსელი ამ ქვეყნის კომპანიებსა და ინდივიდებზე სანქციებს დააწესებს. მიიღებს თუ არა ევროკავშირი ამ ინიციატივას, ჯერ უცნობია, თუმცა დევიდ ო’სალივანი, ევროკავშირის ელჩი სანქციების იმპლემენტაციის დარგში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, პირველ რიგში ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში. ის ხშირად აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღში აღმოჩენილია ევროკავშირში წარმოებული 770-მდე ნაწილი. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი აღნიშნავენ, რომ 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში იმგვარი საქონლის იმპორტი, რომლებსაც ორმაგი გამოყენება აქვთ - სამოქალაქოც და სამხედროც. ეს საქონელი, როგორც წესი, გერმანული ან ჰოლანდიურია და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის გავლით ხვდება. ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთთან ერთად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ნაკლებია სასაზღვრო კონტროლი. სავარაუდოა, რომ ბრიუსელი სანქცირებული პროდუქტების სიას კიდევ უფრო გაზრდის და მასში ისეთ საქონელს შეიყვანს, რომელიც თითქოს სამხედრო წარმოებასთან არ არის დაკავშირებული. ლოგიკა ასეთია, რომ მაცივრებიდან, მიკროტალღური ღუმლებიდან და სხვა სამზარეულო ტექნიკიდან ამოღებული მიკროჩიპები რუსეთმა შესაძლოა იარაღში გამოიყენოს. კიდევ ერთი პრობლემაა ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კომუნიკაციის საკითხი. ევროკავშირის სანქციების აღსრულება შეეხებათ არა ევროკავშირის ინსტიტუტებს, არამედ ეროვნულ აღმასრულებლებს. ასე რომ, რა არის დაშვებული და - არა, ხშირად გაურკვეველია, რადგან თავად ქვეყნები შემდეგ ამ ამოცანებს სხვადასხვა ინსტიტუტს შორის ანაწილებენ. მაგალითად - შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს შორის“. „დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც ის მომავალ კვირებსა და თვეებში გეგმავს“, – ნათქვამია თავის მხრივ, ევროკომისიის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ საპასუხო კომენტარში.  

აშშ მზადაა, მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას - ბლინკენი

აშშ მზად არის, მომავალში მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, თუ ქვეყნისგან შესაბამის მოთხოვნას მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა. „რაიმე ხარვეზი, იარაღის დეფიციტი თუ არის, გვეტყვიან და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ შევავსოთ ეს დეფიციტი“, – განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

უკრაინული ძალებისთვის წვრთნების ჩატარების მიზნით, „აბრამსის“ ტანკები გერმანიაში, დაგეგმილზე ადრე გაიგზავნა - მედია

უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებისთვის საჭირო ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკები გერმანიაში, დაგეგმილზე ადრე ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია Sky News-ზე დაყრდნობით იუწყება. Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა - ოსტინი თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა სენატში, სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართული მოსმენის დროს განაცხადა, რომ ამერიკული Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ტანკების მიწოდების დასაჩქარებლად, პროგნოზი ასეთია - შემოდგომის დასაწყისი“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მისი განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ „წვდომა“ Abrams-ის რამდენიმე ტანკზე, რათა დაიწყონ ეკიპაჟების მომზადება იმ ტანკებისთვის, რომლებიც მოგვიანებით ჩამოვლენ. პენტაგონი იმედოვნებს, რომ დაპირებული ტანკების უკრაინაში ჩასვლამდე ეკიპაჟები მზად იქნებიან მათ სამართავად.  

აშშ-ში ბევრ თანამდებობის პირზე ამბობენ, რომ კორუმპირებულია, თუმცა ყველაფერს დამტკიცება უნდა - მურუსიძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ყველაფერს დამტკიცება უნდა, ამტკიცებს ვინმე?- იგივე სტანდარტია ჩვენთანაც, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „უსმენთ ხოლმე ამერიკულ გადაცემებს? თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კორუმპირებულია. ყველაფერს დამტკიცება უნდა. ამერიკაში, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა თანამდებობის პირზე იძახიან, რომ კორუმპირებულებია. ამტკიცებს ვინმე? ვინმე თვლის, რომ კორუმპირებულები არიან? იგივე სტანდარტია ჩვენთანაც“,-აღნიშნავს მურუსიძე. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. დღესვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ცნობისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს.  

ბორელი ევროკავშირის ქვეყნებს, ჩინეთთან ურთიერთობის სტრატეგიის გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზებ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ ჩინეთთან ურთიერთობის სტრატეგიას მსოფლიოში მისი მზარდი გავლენის გამო. შესაბამის ინფორმაციას Financial Times-ი ბორელის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბორელმა წერილი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მისწერა. ბორელის წერილის მიხედვით, ევროკავშირი არ უნდა ესწრაფოდეს „განვითარებადი ქვეყნების მზარდი ძალაუფლების შეფერხებას“. მისი შეფასებით, ბევრი განვითარებადი ქვეყანა ჩინეთს დასავლეთის და, შესაბამისად, ევროპის საპირწონედ მიიჩნევს. „მათი უმრავლესობა უხალისოდ უჭერდა მხარს სანქციებს, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ჩინეთმა გამოიყენა შესაძლებლობა, თავი წარმოაჩინოს „არააგრესიულ ზესახელმწიფოდ“, რომელიც ომებს არ იწყებს ან ზეწოლას არ ახდენს სხვა ქვეყნებზე, რომ მათ სანქციები დააწესონ „მისი მეტოქეების წინააღმდეგ“. „ჩინეთის ამბიციები აშკარად მიმართულია ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ, რომლის ცენტრშიც ჩინეთი იქნება. უკრაინაში რუსეთის დამარცხება ჩინეთის ტრაექტორიას არ შეაფერხებს. ჩინეთი აქედან გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას შეძლებს“, - წერს ბორელი. ჩინეთის მიმართ ახალი პოლიტიკა მომავალ თვეში შემუშავდება და მოსალოდნელია, რომ ახალ სტრატეგიაში მეტი მნიშვნელობა მიენიჭება „კონკურენტის“ სტატუსს. აპრილის ბოლოს, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა  

აზერბაიჯანი HÜRKUŞ-ის თვითმფრინავების შეძენის საკითხზე, თურქეთთთან მოლაპარაკებას აწარმოებს

აზერბაიჯანი და პაკისტანი თურქეთთან, HÜRKUŞ-ის თვითმფრინავების შეძენის საკითხზე დისკუსიებს აწარმოებენ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პრეზიდენტმა ისმაილ დემირმა TGRT Haber-ს განუცხადა. მისი თქმით, თურქეთი უფრო მეგობარ და მოძმე ქვეყნებთან თანამშრომლობას ამჯობინებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს ამ ქვეყნების დამოკიდებულება და გულწრფელობა. ამავდროულად, ამ ქვეყნებს სურთ, იყვნენ პარტნიორები Kaan-თან დაკავშირებულ პროექტებში და შეიძინონ ეს თვითმფრინავი“, - განაცხადა დემირმა.  

თურქეთის პირველი საბრძოლო თვითმფრინავი ექსპლუატაციაში შესაძლოა, 2030 წლამდე შევიდეს

ცნობილია თურქეთის პირველი ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი. თურქეთის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის Kaan-ის ექსპლუატაციაში შესვლა 2030 წელს იგეგმება, მაგრამ ეს შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ისმაილ დემირმა TGRT News-თან ინტერვიუში. აზერბაიჯანი HÜRKUŞ-ის თვითმფრინავების შეძენის საკითხზე, თურქეთთთან მოლაპარაკებას აწარმოებს დემირმა აღნიშნა, რომ Kızılelma უპილოტო საფრენი აპარატიც ვადაზე ადრე შევიდა ექსპლუატაციაში. Kaan თურქეთის პირველი ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავია. მისი სახელწოდება ერდოღანმა პირველ მაისს გამოაცხადა. ერდოღანი: KAAN-ი - მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი თურქულ არმიაში F-16-ებს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს  

რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

„სტრასბურგის სასამართლომ  უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის, საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, – აღნიშნა  რატი ბრეგაძემ. მისი თქმით, „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც დგას ადამიანის უფლების სადარაჯოზე“. ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 11 აპრილს გადააგზავნეს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვლისთვის სასჯელის გადავებასა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ნებისმიერი მისია დაადასტურებს, რომ დემოკრატიაში არავითარი უკუსვლა არაა - ვოლსკი

ნებისმიერი მისია დაადასტურებს, რომ დემოკრატიაში არავითარი უკუსვლა არაა, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინის და ჯიმ რიშის განცხადებას, რომლებიც დემოკრატიული წინსვლის შეჩერებაზე საუბრობენ და სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია შეიქმნას. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნა საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის - სენატორების წერილი ბლინკენს „დემოკრატიაში უკუსვლა, ადამიანის გატყავება და ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ, წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა მათი სალოლიავებელი მიშა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. უამრავი ადამიანი მკვლელებად და მწამებლებად აქციეს, ასეთი მართვა იყო. წინსვლა არ გექნებოდა სამსახურში თუ სადისტი არ იყავი. რაც შეეხება არჩევნებს, ყველა, მათ შორის, ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ითხოვდა, რომ პროპორციული იყოს, არათუ პროპორციული იქნება, ელექტრონულად ჩატარდება. თუკი ვინმემ დაარღვია და გააყალბა, ეს იყო პარალელური დათვლა, რომელიც ჩაატარა ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამი თვის მერე აღიარა, მას მერე რაც რევოლუციამ განვითარება ვერ ჰპოვა, თორემ შეტევა, ცეცხლი, დავი-დარაბა ხომ იყო? (თამარ) ჟვანია აღმოჩნდა მართალი და მტყუანი - პარალელურად დამთვლელი ორგანიზაცია. აი მაშინ შაჰინს თავის მკაცრი განცხადება უნდა გაეკეთებინა და დღესაც მისი განცხადება გაცილებით ავტორიტეტული იქნებოდა. რაც შეეხება მეთვალყურეობის თემას, არჩევნებზე მეთვალყურეობა აუცილებელია იმის მიუხედავად, რომ სულ რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი იყოს მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია, ვერანაირად ვერ შეძლებენ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, სისტემაა ასეთი,"- განაცხადა ვოლსკიმ. სენატორი შაჰინი საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე: ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და გავგზავნით დამკვირვებლებს USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოზე: ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ  

სააკაშვილს რაც სჭირდება, ყველაფერი აქვს - ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილს რაც სჭირდება, ყველაფერი აქვს. მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა „მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ მას მიეწოდოს ყველა ის მომსახურება პენიტენციური დაწესებულებების ფარგლებში, რასაც ის საჭიროებს. ის საჭიროებს მკურნალობას, ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. ის რომ არ იმყოფებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მასთან არ შედიოდეს ექიმი, მას რაიმე სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდეს და ის ვერ იღებდეს, ამაზე ვიქნებით პასუხისმგებელი, მაგრამ მას რაც სჭირდება, აქვს ყველაფერი. მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინს, თითქოს და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას. აი, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მას პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა, ეშიმშილა, კარგად იციან თვითონაც, ვინც მას უქმნის ცრუ მოლოდინებს, თუკი დაიკლებს წონაში, გაიუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იქნება ათასი სხვაგვარი სიმულაცია, ის მოიპოვებს თავისუფლებას. ნახეთ, რომ საქართველოში არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ ცნო მისი სარჩელი და ასევე, სტრასბურგშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებაზე, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე არის ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. მოვუწოდებ როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის მისი გარემოცვა, რომ მაქსიმალურად იზრუნონ იმაზე, რომ ეს ადამიანი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს და ასევე, მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც ეუბნებიან ექიმები. არც ექიმების გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან, სახელმწიფო კი აკეთებს მაქსიმუმს, მას აქვს შექმნილი ყველა პირობა, რომ იყოს ჯანმრთელად და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ბრეგაძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი

სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება. ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა „მე მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს. ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ პუტინის ბრძანებით ციხეში. ქართველებმა მთელს მსოფლიოში და პირველ რიგში, საქართველოში - უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე! მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი საქართველოს თავისუფლებისთვის, მინდა რომ საქართველომაც კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ჩემი, ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის. მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ იქნება მხოლოდ უკრაინის იმედზე“, - აცხადებს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ევროკავშირი შავი ზღვის ინტერნეტკაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ საქართველოსთან კავშირი გააუმჯობესოს და რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს - FT

ევროკავშირი შავი ზღვაში წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ საქართველოსთან კავშირი გააუმჯობესოს და რუსეთზე გამავალ ხაზებზე დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. მისივე თანახმად, 45 მლნ ევროს ღირებულების, 1100 კმ სიგრძის კაბელი, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კავკასიასთან დააკავშირებს. „პროექტის მიზანია, რუსეთზე გამავალი სახმელეთო ბოჭკოვანი კომუნიკაციების ტრანზიტზე რეგიონის დამოკიდებულების შემცირება“, - წერს FT. მისივე თანახმად, 2021 წელს, ევროკავშირი და საქართველო შავი ზღვის ინტერნეტ კაბელის პროექტის აუცილებლობაზე, საქართველოს ციფრული კავშირის გაუმჯობესების მიზნით,  ერთობლივად შეთანხმდნენ. თუმცა, უკრაინის ომმა დამატებითი იმპულსი შესძინა პროექტს. გეგმის შესახებ ინფორმირებული ორი ადამიანის თქმით, ბრიტანული Vodafone იკვლევს შავი ზღვის გასწვრივ საკაბელო მარშრუტის განვითარების შესაძლებლობას. კომპანია იმედოვნებს, რომ კაბელი უკრაინას დააკავშირებს ბულგარეთთან, თურქეთთან და საქართველოსთან, შემდეგ კი, სომხეთამდე, ყაზახეთამდე და აზიის სხვა ქვეყნებამდე მიაღწევს.

დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი იყო - პაპუაშვილი

დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. განცხადებები, დემარშები, რეზოლუციები, რომლებმაც უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები. ერთადერთი რასაც ქართველი ხალხი დღეს მოელის და იმსახურებს, არის ის, რომ მათ, ვინც ეს ზიანი მიაყენეს საქართველოს, იმავე მონდომებით იზრუნონ მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე. ეს იქნებოდა დასტური ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის და პატივისცემისა“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად მრავალწლიან გეგმას ამზადებს - უკრაინული მედია

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ეს უნდა გავაკეთოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. უკრაინა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ არამხოლოდ ომში ყოველდღიურ ბრძოლაში, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „და რუსეთმა უნდა გაიგოს - პუტინმა უნდა გაიგოს - ჩვენ არ დავეცემით. ნუ ელოდებით, რომ დავიღლებით. ჩვენ არ დავიღლებით", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა. მისივე თქმით, მინისტრები განიხილავენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერას და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის იდეას, რომელსაც ასევე მიესალმებიან სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც.  

პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. მიისვე თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. „ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი