ძებნის რეზულტატი:
ბაიდენის ვიზიტის დასრულების შემდეგ, ისრაელში საჰაერო განგაში ჩაირთო
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თვითმფრინავმა თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტი დატოვა. ბაიდენის გამგზავრებისთანავე ისრაელში საჰაერო განგაში ჩაირთო. სირენების ხმა ისმოდა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში. ბაიდენის გზავნილები ისრაელიდან
გერმანიამ მოლდოვას Piranha-ს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები გადასცა
მოლდოვის არმიამ გერმანიის ფედერალური მთავრობისგან კიდევ ორი Piranhaს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო. ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ტექნიკა ქვეყანაში 17 ოქტომბერს ჩავიდა. როგორც არმიის შესაძლებლობების მოდერნიზაციის მიზნის მიღწევისა და დახმარება კიშინიოვს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანულ მხარეს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდა. ხელშეკრულება მოლდოვის თავდაცვის მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. სამი ასეთი ჯავშანტრანსპორტიორი მოლდოვამ იავარში მიიღო. გერმანია მოლდოვას სულ 19 Piranhaს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს.
პარლამენტი 19 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს
პარლამენტი 19 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს. უწყების ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები, პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები. სუს-ის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ საოკუპაციო ძალების მხრიდან ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა მიმდინარეობდა. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით და რუსეთის ფედერაციაზე ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულებით გამოვლინდა. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირის უკანონო დაკავება მოხდა. ანგარიშს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.
საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ვიზიტი იგეგმება
ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის ენერგეტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეთიუ ბალდვინს შეხვდა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა. შეხვედრის შესახებ პოსტში ელჩი ასევე წერს, რომ საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ვიზიტი იგეგმება. ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ცნობით, იგეგმება ენერგეტიკის სფეროში მაღალი დონის დიალოგის დაწყება.
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების მასიური, უპრეცედენტო პაკეტი „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ ისრაელში ჩასვლამდე წარუდგინა მტკიცებულება, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების უკან პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ დგას. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი და აშშ „ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ მძევლების გათავისუფლება ყველა შესაძლო საშუალებით“. ნეთანიაჰუს თქმით, მან ბაიდენს განუცხადა, რომ წითელ ჯვარს ტყვეები მონახულების საშუალება უნდა მიეცეს და ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი ტერიტორიიდან შესვლის საშუალებას არ მისცემს, ვიდრე ტყვეები არ გათავისუფლდებიან. ამავე გამოსვლაში მან აშშ-სთან შეთანხმებულ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა. „ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების „მასიური, უპრეცედენტო პაკეტი“ „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მან ხაზი გაუსვა, რომ ომის დროს ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ისრაელში. „ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობაზე, რომელიც შეცვლის ბალანსს ყველა ფრონტზე და დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში,“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ბაიდენის გზავნილები ისრაელიდან ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს
ჩინეთი შუა დერეფნის განვითარებაში აქტიურად ჩაერთვება - სი ძინპინი
ჩინეთი „სარტყელი და გზის ინიციატივის მხარდასაჭერად, მრავალგანზომილებიან დაკავშირებადობის ქსელს შექმნის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა 18 ოქტომბერს, პეკინში, საერთაშორისო თანამშრომლობის მესამე ფორუმის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სი ძინპინის ერთ-ერთი ინიციატივა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარებაში ჩინეთის აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ყაზახეთის პრეზიდენტმა, რომელიც ასევე ჩინეთში იმყოფება, ღონისძიების გახსნისას განაცხადა, რომ ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების შესახებ ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ორი სამთავრობათაშორისო შეთანხმება გაფორმდა. ყასიმ ჟომართ თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი მზადაა, გახდეს საიმედო ჰაბი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებისთვის, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ სატრანსპორტო მომსახურებას როგორც მგზავრებისთვის, ასევე, ტვირთისთვის. ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებით, შუა დერეფანს შეუძლია, ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების დრო გაანახევროს. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი მრავალი სახელმწიფოსთვის თანამშრომლობის პროექტად ჩამოყალიბდა. ეს სატრანსპორტო არტერია, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას, შეიძლება, გახდეს „ერთი სარტყელისა და ერთი გზის ინიციატივის“ ერთგვარი კონტინენტური ხიდი, რომელიც გაანახევრებს ტვირთის გადაზიდვის დროს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს,“ - განაცხადა თოყაევმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან უნდა იყოს აცილებული - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია თავიდან უნდა იყოს აცილებული. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება და რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა პრინციპული საკითხია. ყველა მხარემ უნდა იზრუნოს მშვიდობიან მოსახლეობაზე - ქალებსა და ბავშვებზე, რომლებიც აღმოჩნდებიან საომარი მოქმედებების და დაბომბვის შუაგულში. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სცენარი იქნება, მსხვერპლის რიცხვი თუ გაიზრდება. აუცილებელია ასეთი სცენარის თავიდან აცილება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან 18 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ, იონას გარ სტორესთან განიხილა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში ჩადის. BBC-ის ცნობით, რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა. „რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ,“ - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლი უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს ეწვევა.
ეგვიპტემ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ განაცხადა
ეგვიპტემ, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის მიზნით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ განაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია, თავდაპირველად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაავრცელა, მოგვიანებით კი, ცნობა ეგვიპტის ხელისუფლებამაც დაადასტურა. „ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზის სექტორში, რაფაჰის ტერმინალის გავლით, ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე,“ - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, აჰმედ ფაჰმიმ. მისი თქმით, დახმარებას კოორდინაციას გაუწევენ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ჯგუფებთან ერთად, გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ. ცნობისათვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანის რაფაჰის გამშვები პუნქტით ღაზაში შესვლას დასთანხმდა. ისრაელში ვიზიტისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელი თანახმაა, ღაზის სექტორში ეგვიპტიდან მიმავალი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს და აშშ ამ მიზნით ეგვიპტესთან, გაეროსთან და მის სააგენტოებთან მჭიდროდ მუშაობს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელ-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებული აქციის მონაწილეებმა ვაშინგტონში, კონგრესის შენობაში შეაღწიეს, დაკავებულია პროტესტის ასობით მონაწილე
აშშ-ის კაპიტოლიუმის კომპლექსსა და მის გარეთ ასობით ადამიანი შეიკრიბა. ვაშინგტონში, კონგრესის ერთ-ერთ შენობაში, ქენონის როტონდაში დემონსტრანტებმა შეაღწიეს. ისინი სკანდირებდნენ - „ახლავე შეწყდეს ცეცხლი.“ ამერიკული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დასრულებას მოითხოვდნენ. კაპიტოლიუმის პოლიციამ, წესრიგის აღსადგენად, დასახმარებლად სამართალდამცველები მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოიძახა, მათ შორის ვაშინგტონის მეტროპოლიტენის პოლიცია და ვირჯინიის ოფიცრები. New York Times-ის ცნობით, აქციის ორგანიზატორი იყო ორი ებრაული ჯგუფი. ერთ-ერთმა მათგანმა, ორგანიზიამ - „ებრაელთა ხმა მშვიდობისთვის“, რომლის წევრებიც თავს ანტისიონისტ ებრაელებს უწოდებენ, Twitter-ზე დაწერა, რომ მოითხოვენ, შეწყდეს პალესტინელი ხალხის გენოციდი, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობა.“ პროტესტის მონაწილეთა შორის იყო 25 რაბინი. New York Times-ის ინფორმაიით, ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის დროს 300-მდე ადამიანი დააკავეს. კაპიტოლიუმის პრესსპიკერის თქმით, აქციის მონაწილეთა უმეტესობა კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრაციის გამართვისთვის დააკავეს. კონგრესის შენობებში დემონსტრაციები დაუშვებელია. BBC-ის ცნობით, მემარცხენე ორგანიზაციის 200-მდე წევრმა, რომლებიც საკუთარ თავს ანტისიონისტებს უწოდებენ, აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთ შენობაში ისრაელის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. ბრიტანეული მედიის თანახმად, რესპუბლიკელი კონგრესმენი მათთან ისრაელის დროშით გამოვიდა.
სერგეი შამბას თქმით, აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია. „ჩვენ (რუსეთთან - რედ.) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა, ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი,“ - განაცხადა შამბამ. რუსული მედიის ცნობით, შამბა ამბობს, რომ რუსული ენის წყალობით, “აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიცნო.“ „უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ ასევე აითვისა მრავალი ტრადიცია და ზოგიერთი კულტურული მომენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გავლენა იქონია რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს მრავალი ეროვნების ჩამოყალიბებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის - მწერლების, მხატვრების და სხვა მრავალი ადამიანის ყურადღებას,“ - აღნიშნა შამბამ. შეგახსენებთ, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
ტაივანი ჩინეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის საჰაერო ძალების 13-მა თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია და ტაივანის თავდაცვის ზონაში უნებართვოდ შეიჭრა. უწყების თანახმად, ჩინეთის საჰაერო ძალები საბრძოლო ვერტმფრენებსა და დრონებს მოიცავდა. ჩინური მხარის ინფორმაციით, ისინი „გეგმურ საბრძოლო წვრთნებს ახორციელებენ და ტაივანის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.“ ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 1070 პირი დაბრუნდა - ქვეყნების ჩამონათვალი
ბოლო სამ თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1070 პირზე გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სამ თვეში რეადმისიის სულ 1074 განცხადებაა განხილული, საიდანაც 1070-ზე თანხმობა გაიცა, 4-ზე კი - უარი. ყველაზე მეტი - 696 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. სიაში არიან საფრანგეთი (136), შვეიცარია (48); საბერძნეთი (33); ესპანეთის (26); პოლონეთი (30); იტალია (21); ჰოლანდია (15); ავსტრია (13). საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის პირველ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საქართველოში ბრუნდებიან. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო. გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს
საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 632.7 მლნ. აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა სომხეთი – 601.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 511.8 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 861.2 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 1 399.4 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 364.3 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 566.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 438.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 193.5 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 282.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 816.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 392.4 მლნ. აშშ დოლარით.
მეცნიერებმა ჟღალი თმის წარმომავლობა დაადგინეს
ირლანდიის კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის პალეონტოლოგებმა მეცნიერთა საერთაშორისო გუნდთან ერთად, ჟღალი თმის წარმომავლობა დაადგინეს. მათ დაათვალიერეს ბაყაყის ნამარხები, რომლებიც დაახლოებით 10 მილიონი წლით თარიღდება და აღმოაჩინეს, რომ ისინი შეიცავდნენ ფეომელანინს - პიგმენტს, რომელსაც წითური თმაც შეიცავს. ექიმმა ტიფანი სლეიტერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, განაცხადა, რომ ეს „აღმოჩენა ძალიან ამაღელვებელია, რადგან ის პალეონტოლოგებს საშუალებას მისცემს, მელანინის სხვადასხვა პიგმენტი ბევრ სხვა ნამარხშიც აღმოაჩინონ.“
ისრაელის ცნობით, მძევლად აყვანილი ბებია და 12 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს - BBC
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი ორი მძევალი გარდაცვლილი იპოვეს. 80 წლის კარმელა დანი და მისი 12 წლის შვილიშვილი ნოია დანი კიბუც ნირ ოზში აიყვანეს ტყვედ. ისრაელმა მანამდე განაცხადა, რომ სულ მცირე 199 მძევალია ღაზის სექტორში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
შოლცი: როცა პუტინი სამოქალაქო მსხვერპლზე აფრთხილებს ყველას, ამაზე მეტად ცინიკური არაფერია
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს ცინიკური უწოდა. „აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება, იყოს მსხვერპლი, სამოქალაქო მსხვერპლი. ამაზე მეტად ცინიკური არაფერია,“ - განაცხადა შოლცმა. დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასი“ პუტინის განცხადებას მიესალმა
საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფება
საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟილვინას ტომკუსი იმყოფება. თავდაცვის უწყებაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ლიეტუველ სტუმარს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჟილვინას ტომკუსმა 500 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური ელექტროსადგური (მზის ენერგიის პანელები) დაათვალიერა, რომელიც სამხედრო ბაზაზე ლიეტუვის მხარდაჭერით დამონტაჟდა. თავდაცვის უწყებამ პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს, მათ შორისაა, სამინისტროს მხრიდან პროექტირება, მონტაჟი, რომელიც „დელტა მშენებელმა“ შეასრულა, აუდიტორიული კვლევის ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. დარჩენილი თანხა კი, სააქციო საზოგადოებამ „ვიასოლის ენერგია“ გაიღო. მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი დაზოგავს უწყების ბიუჯეტის თანხებს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა დიდ ქვედანაყოფებშიც იგეგმება. ცნობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი შეხვდა. ლელა ჩიქოვანმა ლიეტუველ კოლეგას მტკიცე პოლიტიკური და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში ლიეტუვის მხარდაჭერას. შეხვედრას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრა და თავდაცვის ატაშე დონატას რუპშუსი დაესწრნენ.
ისრაელის თავდასხმის შედეგად "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს პირველი ქალი წევრი დაიღუპა - The Times of Israel
The Times of Israel "ჰამასთან" დაკავშირებულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა ჯამილა ალ-შანტი. ის "ჰამასის" თანადამფუძნებლის, აზიზ ალ-რანტისის ქვრივი და პირველი ქალია, რომელიც "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს წევრად აირჩიეს. ალ-შანტი 2021 წელს აირჩიეს "ჰამასის" პოლიტიკურ ბიუროში, გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოში. მისი ქმარი, აზიზ ალ-რანტისი 2004 წელს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა პალესტინელების პატივსაცემად, რომლებიც „ღაზის სექტორში ბოლო თავდასხმის დროს დაიღუპნენ.“ „როგორც თურქეთი, ჩვენ ვგრძნობთ იმ დიდ ტკივილს, რომელსაც განიცდიან ჩვენი პალესტინელი ძმები. ჩვენი პატივისცემის ნიშნად, ათასობით მოწამის მიმართ, რომელთა უმეტესობა ბავშვები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ჩვენს ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული,“ - წერს ერდოღანი Twitter-ზე. აშშ: ისრაელი არ არის პასუხისმგებელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქებაზე შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალები: მტკიცებულება ადასტურებს, რომ ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების უკან ისრაელი არ დგას ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.