ძებნის რეზულტატი:

ჯო ბაიდენი ისრაელში: აღშფოთებული ვარ ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების გამო, ჩანს, ეს სხვამ გააკეთა და არა თქვენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიომ უნდა იცოდეს, სად დგას დღეს შეერთებული შტატები. მან ამის შესახებ თელ-ავივში განაცხადა. ბაიდენმა ღაზის სექტორის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე ისაუბრა. „ძალიან დამწუხრებული და აღშფოთებული ვარ გუშინ, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო. იმის საფუძველზე კი, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა და არა თქვენ,“ - განუცხადა მან ნეთანიაჰუს. ბაიდენი ისრაელს მხარდაჭერა გამუცხადა. „მე დღეს აქ ყოფნა მარტივი მიზეზის გამო მსურდა, მინდა ისრაელის მოსახლეობამ და მსოფლიომ იცოდეს, თუ სად დგას ამერიკის შეერთებული შტატები. მე პირადად მსურდა აქ ჩამოსვლა და ამის ნათლად დაფიქსირება“, - აღნიშნა  ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა, ასევე, აღნიშნა, რომ „ჰამასთან“ შედარებით ე.წ. ისლამური სახელმწიფოც კი უფრო რაციონალურად მოქმედებდა და რომ „ჰამასი არ წარმოადგენს ყველა პალესტინელს და „ჰამასმა“ მათ მხოლოდ ტანჯვა მოუტანა.“ „ისრაელს ისეთი ღირებულებები აქვს, როგორიც აშშ-სა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, ამიტომ მსოფლიო გვიყურებს და ცდილობს გაიგოს, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ,“ - განაცხადა შეხვედრის ბოლოს ჯო ბაიდენმა. ნეთანიაჰუმ ბაიდენს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა: ისრაელი აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.  

პუტინის თქმით, რუსეთი თვითმფრინავებით შავი ზღვის საჰაერო სივრცის ნეიტრალური ზონის პატრულირებას იწყებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაგამანდგურებლები შავი ზღვის ნეიტრალურ ზონაში საჰაერო სივრცის მუდმივ პატრულირებას დაიწყებენ. მან პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ავიაგამანადგურებლები შეიარაღებული იქნებიან „კინჟალის„ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით. პუტინი ამტკიცებს, რომ ეს არ არის მუქარა. „ჩემი განკარგულებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები იწყებენ შავი ზღვის თავზე საჰაერო სივრცის ნეიტრალურ ზონაში მუდმივ პატრულირებას. ჩვენი თვითმფრინავები, МиГ-31-ები შეიარაღებული იქნება კინჟალის კომპლექსებით." შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალშვი შეიჭრა და დღემდე აგრძელემს ომს. ამ ფონზე მაღალი რისკის ზონაა შავი ზღვა. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, „რუსეთს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას შავი ზღვის რეგიონში მის სახიფათო და ესკალაციურ ქმედებებზე. ამასთან, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება. „რუსეთის ქმედებები ასევე ქმნის მნიშვნელოვან რისკებს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის, რომელსაც NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას. მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი ყოველგვარი აგრესიისგან,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO და მოკავშირეები აძლიერებენ მჭიდრო მონიტორინგსა და მეთვალყურეობას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის საპატრულო და უპილოტო თვითმფრინავებით. „გასული წლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ, NATO-მ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა რეგიონში, მათ შორის ორი ახალი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის მეშვეობით ბულგარეთსა და რუმინეთში,“ - ნათქვამი იყო ალიანსის მიერ ივლისში გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, შავი ზღვის რეგიონი მოიცავს NATO-ს სამ წევრს. უკრაინა და საქართველო კი ალიანსის ახლო პარტნიორები არიან. აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. NATO კი შავი ზღვის თავზე დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით. 

სურსათის ეროვნული სააგენტო: ნამცხვარ „დონატში“ ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობით, იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება სავანის სკოლის ბუფეტში. „შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023 წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი. ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების - ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა - 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი - 2000 კწე/გ-ში).   ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით. შედეგების შესახებ სააგენტო დამატებით აცნობებს საზოგადოებას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

შოლცმა ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო

გერმანიის კანცლერმა ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო და პირობა დადო, რომ ებრაელებს დაიცავს.  პოლიციის ცნობით, ბერლინის ცენტრში დაუდგენელმა პირებმა აალებადი სითხით სავსე ორი ბოთლი სინაგოგას ესროლეს. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება. აღსანიშნავია, რომ ისრაელის და „ჰამასის“ დაპირისპირების ფონზე ქვეყანაში ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტური ინციდენტები გახშირდა.  

თავდასხმის საფრთხის გამო საფრანგეთის 6 აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. საუბარია სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცის, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებზე. აეროპორტებიდან რამდენიმემ ანონიმური შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ მიიღო, ზოგან კი, ეჭვი მიტოვებული ბარგის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია.  ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ISIS-თან დაკავშირებულმა პირმა ჩრდილოეთ ქალაქ არასში მასწავლებლის დანით დაჭრა. ამის შემდეგ, ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაციის გამო, ლუვრის მუზეუმსა და ვერსალის სასახლეში ევაკუაცია გამოცხადდა.  

აშშ-მ უკრაინაში Abrams-ის ტიპის 31 ტანკი გაგზავნა

უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო ყველა დაპირებული ტანკი მიიღო. აშშ-მ უკრაინაში Abrams-ის ტიპის 31 ტანკი გაგზავნა. კიევმა ასევე მიიღო საბრძოლო მასალა და ტანკების სათადარიგო ნაწილები. ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შესაძლოა, Abrams-ებს ბრძოლის ველზე განლაგებამდე გარკვეული დრო დასჭირდეს, რადგან სამხედროებმა უნდა გადაწყვიტონ, სად და როდის გამოიყენონ ტანკები ბრძლოლის ველზე. Abrams-ის ტიპის პირველი ტანკები უკრაინას სექტემბერში გადაეცა.  

ომბუდსმენმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების სამართლებრივი შეფასება სთხოვა

სახალხო დამცველმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა. „18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა. წერილში საქართველოს სახალხო დამცველმა მიუთითა რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განცხადება 2023 წლის 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად აქვს განხილული კანონპროექტის არსი და ის ზიანი, რაც მისი დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება მიადგეს შეკრება-მანიფესტაციის უფლების კონსტიტუციურ სტანდარტს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. პრეზიდენტმა 17 ოქტომბერს  ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს.“ როგორ აფასებს ომბუდსმენი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი 5 ოქტომბერს დაამტკიცა.  

ყაზახეთის პრეზიდენტი: შუა დერეფანს შეუძლია, ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების დრო გაანახევროს

ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებით, შუა დერეფანს შეუძლია, გაანახევროს ტრანსპორტირების დრო ჩინეთიდან ევროპაში. ეს განცხადება ყასიმ ჟომართ თოყაევმა ჩინეთში, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფორუმზე გააკეთა. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი მრავალი სახელმწიფოსთვის თანამშრომლობის პროექტად ჩამოყალიბდა. ეს სატრანსპორტო არტერია, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას, შეიძლება, გახდეს „ერთი სარტყელისა და ერთი გზის ინიციატივის“ ერთგვარი კონტინენტური ხიდი, რომელიც გაანახევრებს ტვირთის გადაზიდვის დროს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს,“ - განაცხადა თოყაევმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

ერთი წინააღმდეგი - 86 წინააღმდეგი - გადაწყვეტილება არ არის მიღებული - ასე დასრულდა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვა. გაიმართა ფარული კენჭისყრა. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა შესაბამისი რაოდენობა - 100 დეპუტატი არ დაუჭერს მხარს, საკითხი მოხსნილად ითვლება და თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია. პრეზიდენტმა პარლამენტში მისი იმპიჩმენტის განხილვაზე მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა: დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.  

ირაკლი კობახიძე: იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურას „ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა.“ დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი იქნება არა საქართველოს, არამედ, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს სურათი, რაც საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში იხილა, იმ ალიანსის ლუსტრაციაა, „რაც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის.“ „იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ეს არის ის, რომ დადგინდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა, რასაც ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი და, კიდევ ერთხელ, ვიხილეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა, ორივე შედეგი მნიშვნელოვანი იყო. პარლამენტის წევრების უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად, დღეიდან ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი. მე არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. მას აქვს ასეთი დავალება, სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც ბუნებრივია ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული. ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება, რეაგირება. სალომე ზურაბიშვილი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად. ის და რადიკალური ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდნენ ე.წ. კარწინკაზე. სინამდვილეში ეს სურათი, რაც საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში იხილა, იმ ალიანსის ლუსტრაციაა, რაც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა.  

აშშ-მ „ჰამასის“ 10 წევრს სანქციები დაუწესა

აშშ აცხადებს, რომ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, „ჰამასის“ ოპერატორებსა და ფინანსურ შუამავლებს სანქციები დაუწესა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-მ „ჰამასის“ 10 წევრს სანქციები დაუწესა, მათ შორის ერთ-ერთი, მთავარი მეთაურია. ახალი სანქციების სამიზნეები არიან პირები, რომლებიც ცხოვრობენ ღაზაში და სხვაგან, მათ შორის სუდანში, თურქეთში, ალჟირსა და კატარში. „ჩვენ გავაგრძელებთ გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ „ჰამასის“ ტერორისტებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა შეაგროვონ და გამოიყენონ თანხები სისასტიკის განსახორციელებლად და ისრაელის მოსახლეობის დასატერორებლად,“ - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ევროდეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით კონსტიტუცია დაარღვია. წერილით, რომელსაც ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და მირიამ ლექსმანი აწერენ ხელს, საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რათა მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობა შეისწავლოს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად მათი განცხადებებისა, ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს არ უჭერენ. მთავრობა და მმართველი პარტია თავიანთი ქვეყნის შანსების, წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, საბოტაჟს ახდენენ და მათი უნდობლობა უნდა გამოცხადდეს. იმპიჩმენტის ინიციატივა „ქართული ოცნების“ კარგად მომზადებული შეტევაა საქართველოს პრეზიდენტზე, მისი ძლიერი პროევროპული პოზიციის გამო,“ - წერენ ევროპარლამენტარები. ევროპარლამენტარები წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად განცხადებებისა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს არ უჭერენ.  

შსს-მ არასრულწლოვნის მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა. ხსენებული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს კლინიკამ შეატყობინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველოს მყარი საფუძვლები აქვს, მაგრამ სჭირდება რეფორმების გაძლიერება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად

მსოფლიო ბანკმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება გამოაქვეყნა. შესაბამის ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. ანგარიში სახელწოდებით „საქართველო: რეფორმების იმპულსის შესანარჩუნებლად“ წარმოგვიდგენს ყოვლისმომცველ ანალიზს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც საჭიროა სიღარიბის დაძლევისა და საერთო კეთილდღეობის ამაღლების მიმართულებით პროგრესის დასაჩქარებლად. სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება საქართველოსთვის მკაფიო პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ესენია: განათლების ხარისხის გაძლიერება, მიწით სარგებლობის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და შოკებისადმი მედეგობის ამაღლება. სხვა მნიშვნელოვანი სფეროებიდან აღსანიშნავია შრომითი რესურსების ჩართულობის ზრდა, დაფინანსებასთან წვდომის გაძლიერება, დიგიტალიზაცია, ინოვაცია, ენერგოეფექტურობაში ინვესტირება, განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერა და კანონებისა და რეგულაციების აღსრულების და პროგნოზირებადობის გაუმჯობესება. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის როლანდ პრაისის განცხადებით, მყარი საფუძვლების მიუხედავად, საქართველოს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად რეფორმების გაძლიერება სჭირდება. „საქართველოს მყარი საფუძვლები აქვს, მაგრამ სჭირდება რეფორმების გაძლიერება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ისეთი გლობალური ტენდენციების ფონზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება თუ დიგიტალიზაცია და ასევე ავტომატიზაცია. სისტემატურ დიაგნოსტიკურ კვლევაში გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ყურადღების გამახვილება ქვეყანას დაეხმარება სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიაზე დარჩენაში და ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნაში,“ - განაცხადა როლანდ პრაისმა. ანგარიშის თანახმად, სწრაფად ცვალებად საგარეო პირობებში, საქართველომ მდგრადობა გამოავლინა, რაც მნიშვნელოვანწილად ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შედეგია. თუმცა, დიაგნოსტიკური კვლევა მიუთითებს, რომ სიღარიბის შემცირების პროცესი უკანასკნელ წლებში შენელდა და ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ფირმების დონეზე განხორციელებული მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ მთლიანი ფაქტორული პროდუქტიულობა ბიზნესის დონეზე უცვლელია ბოლო წლებში, რაც სავარაუდოდ აფერხებს დასაქმების შესაძლებლობებს. „საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელებაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ბიზნესგარემოს ოპტიმიზაციისთვის და საჯარო ფინანსების გასაძლიერებლად. საქართველოს მთავრობა აპირებს შემდგომი რეფორმების განხორციელების გაგრძელებას ჩვენი ამბიციური მიზნების მისაღწევად კლიმატისა და ენერგეტიკის, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და მაღალი სტანდარტის მმართველობის მიმართულებით,“ - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ბუნებრივი კაპიტალის დეგრადაცია განიცადა, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის არარსებობით და არაეფექტიანი მიწათსარგებლობით. ასევე, საქართველო ჯერჯერობით ვერ ახერხებს ეკონომიკური ზრდის გამიჯვნას ნახშირბადის ემისიებისგან. კვლევა მომზადდა საქართველოს მთავრობის, ისევე როგორც კერძო სექტორის, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე. „წინა სისტემატურმა დიაგნოსტიკურმა კვლევამ სახელწოდებით „საქართველო: რეფორმატორიდან შემსრულებლამდე“, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, საფუძველი მოამზადა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან და ინკლუზიურობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესასწავლად. 2023 წლის სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება ამ საფუძველს ემყარება და ყურადღებას ამახვილებს ცვალებად მეგატენდენციებზე, რომლებიც მდგრადობაზე მეტ ფოკუსირებას მოითხოვს. ის მომზადდა ქვეყანასთან პარტნიორობის ჩარჩოს (CPF) შემუშავებამდე, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ წევრი ქვეყნების ჩართულობისთვის და მათი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად გამოიყენება. საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის განახლებული ჩარჩო 2024 წელს გამოქვეყნდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 მომხრე, 4 წინააღმდეგი მიიღო. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას. „2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ასახული იყო თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ცვლილება იმისთვის, რომ საქართველოს პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ნაწილში მონაწილეობა გაეგრძელებინა. ანალოგიური ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდანაც გამომდინარეობდა, რომელთა შესრულებაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების მიღებით, ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მე-7 პუნქტი შესრულდება. „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. ცვლილებების თანახმად,  დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ კანონის 55(2)  მუხლის (რომელიც კრძალავს სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებას) დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომუნიკაციების კომისიაში. ცვლილებების თანახმად, „თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი“. განმარტებით ბარათში წერია, რომ მედიამომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც დაარღვევენ 55(2) მუხლის მოთხოვნებს და მიიღებენ გაფრთხილებას, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება. 17 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, მედიის ადვოკატირების კოალიციამ შეშფოთება გამოხატა მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების  კონცენტრაციის გამო და აღნიშნა, რომ ეს ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. „წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად  ლეგიტიმური საფუძველი აქვს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. კოალიციამ აღნიშნა, რომ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს  შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმი, თუმცა მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეთავაზება არ განიხილა. „მსგავს მოდელზე საუბრობდნენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონტექსტის გამო ეფექტიანი თანარეგულაციის შემოღების მომხრენი იყვნენ“, – აცხადებს კოალიცია. კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ „მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივა აუდიოვიზულაური მედიამომსახურების შესახებ.“  

აშშ: ისრაელი არ არის პასუხისმგებელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქებაზე

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ ისრაელი არ არის პასუხისმგებელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში, სამშაბათს, 17 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებაზე. CNN-ის ცნობით, NSC-ის სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის შეფასება ზედმიწევნით ანალიზსა და ღია წყაროებს ეფუძნება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ინფორმაციის შეგროვებას, ჩვენი ამჟამინდელი შეფასება, რომელიც სურათების გაანალიზების შედეგად და ღია წყაროებით ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავაკეთეთ, არის ის, რომ ისრაელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი არ არის,“ - განაცხადა ედრიენ უოტსონმა. ამასთან, ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მიერ შეგროვებული თავდაპირველი მტკიცებულების თანახმად, საავადმყოფოზე თავდასხმა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალები: მტკიცებულება ადასტურებს, რომ ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების უკან ისრაელი არ დგას ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ბაიდენის გზავნილები ისრაელიდან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თელ-ავივში ვიზიტის დროს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პალესტინელების დიდი უმრავლესობა არ არის „ჰამასი.“ „ჰამასი არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. „ჰამასი“ უდანაშაულო ადამიანებს, უდანაშაულო ოჯახებს ღაზის სექტორში, ცოცხალ ფარად იყენებს, პალესტინელი ხალხიც ძალიან იტანჯება," - აღნიშნა ბაიდენმა. მან მწუხარება გამოთქვა ღაზის სექტოში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „მე ვწუხვარ, მე ნამდვილად ვწუხვარ იმ ოჯახების გამო, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ ამ ტრაგედიის დროს," - აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა თელ-ავივში გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპს. „ჩვენ უნდა განვაგრძოთ გზა მშვიდობისკენ. ჩვენ უნდა განვაგრძოთ სწრაფვა იმისკენ, რომ ისრაელმა და პალესტინელმა ხალხმა შეძლონ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად ცხოვრება.“ ბაიდენმა აქვე აღნიშნა, რომ ისრაელი თანახმაა, ღაზის სექტორში ეგვიპტიდან მიმავალი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს და აშშ ამ მიზნით ეგვიპტესთან, გაეროსთან და მის სააგენტოებთან მჭიდროდ მუშაობს. „ღაზის მოსახლეობას სჭირდება საკვები, წყალი, მედიკამენტები, თავშესაფარი,“ - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა. „დღეს მე ვთხოვე ისრაელის კაბინეტს, რომელსაც ამ დილით გარკვეული დროით შევხვდი, დათანხმებულიყო ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩატარდება ინსპექტირება და რომ დახმარება უნდა მიეწოდოს მშვიდობიან მოსახლეობას და არა „ჰამასს“, - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელზე 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა. „მსოფლიო მაშინ უყურებდა და არაფერს აკეთებდა... ჩვენ ასე არ მოვიქცევით არც დღეს, არც ხვალ, არც არასდროს. ჩემთვის, როგორც ამერიკის პრეზიდენტისთვის, არ არსებობს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ყველა მძევლის გათავისუფლება და უსაფრთხო დაბრუნებაა”, - აღნიშნა ბაიდენმა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, „ჰამასმა“ ჩაიდინა სისასტიკეები, რომლებიც გვახსენებს ISIS-ს. „თქვენ მარტო არ ხართ,“ - მიმართა მან ისრაელის ხალხს. აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში დღეს ჩავიდა.

ფხენიანის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ცნობების ფონზე, ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან გამართავს. ლავროვის ორდღიან ვიზიტამდე ერთი თვით ადრე, რუსეთში იმყოფებოდა კიმ ჩენ ინი, რომელმაც პუტინი ფხენიანში მიიწვია. განიხილეს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები უკრაინის წინააღმდეგ. რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვი ფხენიანს პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს გააცნობს. შესაძლოა, განიხილონ პუტინის პოტენციური ვიზიტიც ჩრდილოეთ კორეაში. ლავროვი ბოლოს ჩრდილოეთ კორეას 2018 წელს სტუმრობდა. თეთრმა სახლმა 13 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1000-ზე მეტი კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა.  

ლევან დავითაშვილი: ტრანსკასპიური დერეფანი ეფექტიანი გზაა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური დერეფნის ხარისხი, ტრანსკასპიური კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, შესაბამისად, ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა ინტერვიუ მისცა ჩინეთის ტელევიზიას, რომლის დროსაც რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე, ტრანსკასპიური დერეფნის როლსა და საჭიროებაზე არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. „ტრანსკასპიური დერეფანი დააკავშირებს ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ ევროკავშირს. საქართველოს გავლით ტვირთი შეიძლება, წავიდეს თურქეთში ან პირდაპირ ევროპის ქალაქებში. ეს არის ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად. „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა“ მასშტაბური ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ინიციატივაა, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე ქვეყნებმა თავიანთი ინფრასტრუქტურა განავითარონ. ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ნათლად ვხედავთ ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ზრდას,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ისრაელში ზელენსკის შესაძლო ვიზიტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ იტალიურ გამოცემა la Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში ვიზიტზე უარი არ განუცხადეს, არამედ, თარიღების შეთანხმება სთხოვეს. „თავს უარყოფილად არ ვგრძნობთ. მათთან [ისრაელთან] ვიზიტი „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ეგრევე განვიხილეთ, და მათ გვითხრეს, რომ დალოდება მოგვიწევს. მაშინ თელ-ავივში არცერთ უცხო ლიდერს არ ელოდნენ. ახლა ფაზა შეიცვალა,“ - განაცხადა კულებამ. ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკის ვიზიტზე უარი განუცხადეს. უკრანის პრეზიდენტს რომ ისრაელში ჩასვლას სურს, ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერდა.