ძებნის რეზულტატი:
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ 2028-შიც აპირებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ „ქართული ოცნება“ არამარტო 2024 წლის არჩევნების მოგებას, არამედ, 2028-შიც აპირებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. „რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არავითარი სამართლებრივი არგუმენტი – პირდაპირ თქვა, სირცხვილია, სამარცხვინოა. უზრდელობაა, როცა არგუმენტების გარეშე ასეთი ეპითეტებით მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და მან თქვა, რომ ეს ინსტიტუტი აღარ ჰყავს ქვეყანას. ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. რით განსხვავდება ის სალომე სამადაშვილისგან ან ლევან ხაბეიშვილისგან? არაფრით, არც გუბაზ სანიკიძისგან განსხვავდება. თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში, არც მოსაწყლების და არც იმედის საფუძველი აქვს, რადგან ერთი – იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და მეორე – „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. პრეზიდენტი საკონსტიტუციოს დასკვნაზე: ყველა მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა
თავდაცვის მინსიტრი: თანამედროვე ომის ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებისა და დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. „თანამედროვე ომის ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ამ მიმართულებების გაძლიერების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გავატარეთ და ვგეგმავთ უახლოეს მომავალში შესყიდული და შემოტანილი მრავალფუნქციური სარადარო სისტემების შეძენას. ასევე, გაფორმებულია ხელშეკრულებები რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემების შეძენაზე,“ - განცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ძალებს ეფექტიანი და საკმარისი უპილოტო საფრენი აპარატები და ანტიდრონული საშუალებები გააჩნდეს. მინისტრმა დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების პროექტზეც ისაუბრა. „ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური პროექტია დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ პოლონურ კომპანიასთან ერთად შევქმენით ერთობლივი საწარმო. ჩვენ მივყვებით გეგმა-გრაფიკს, რაც დავისახეთ მიზნად. წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ გვექნება ეროვნული წარმოების დრონები, შექმნილი „დელტას“ მიერ, „დელტა-ვებეს“ ბაზაზე. დამატებით მინდა გითხრათ, რომ დრონების ეროვნული წარმოების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ წამყვანი ქვეყნების მწარმოებლებიდან მაღალტექნოლოგიური საშუალებების შეძენას,“ - განაცხადა მინისტრმა. თავდაცვის მინისტრმა საინჟინრო საშუალებების გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გერმანული გრანტისა და ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დახმარების ფარგლებში, დაწყებულია ღონისძიებები მსუბუქი, მაღალი გამავლობის, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შეძენაზე.
თავდაცვის მინისტრი: აშშ-სთან თანამშრომლობა ყოველწლიურად იზრდება და ძლიერდება
საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთნ მჭიდრო, მრავალმხრივ, განგრძობით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურდღება. მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ურთიერთნდობასა და ერთობლივ ღირებულებებს ეფუძნება. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის მხრიდან გაწეული პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერა მიმოიხილა, ახლო მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა. „ეს არის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებასა და წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების წესრიგის ერთგულებას ემყარება. გასულ წელს, აშშ-დან დაახლოებით 68 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება მივიღეთ. წელსაც ანალოგიურ დახმარებას მივიღებთ. ეს ტენდენცია და ზოგადად, გრანტის სახით დაფინანსების ტენდენცია არის მზარდი, იმდენად მზარდი, რომ რამდენიმე მათგანი, მაგ. EPF, გერმანიის გრანტები, რომელიც უპრეცედენტოა, აქამდე არ ყოფილა და ბოლო რამდენიმე წელია, რაც აღნიშნული დახმარებები მივიღეთ“. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სფეროს კონკრეტული მიმართულებებიც დაასახელა, რომელთა განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში აშშ არის ჩართული: „ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ეროვნული გვარდიის შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია; აქტიურად გრძელდება კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით თანამშრომლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით.“
2024 წლიდან ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდა იგეგმება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტარებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2024 წლიდან იგეგმება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდა. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალებისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღებად დაუთმო თავდაცვის მოხალისეების ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს უწყობს მოხალისეების ჩართულობას საერთაშორისო, უწყებათაშორისი და თავდაცვის ძალების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში. ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ უწყებას გათვალისწინებული აქვს მოხალისეთა ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინსტიტუციურად ინტეგრაცია. „ჩვენ ამ პროცესს გავხდით უფრო კონტროლირებადს, არ შეიძლება, არსებობდეს რაიმე სახის სამხედრო ან სამხედროსთან დაახლოებული ორგანიზაციები, რომელიც არ იქნება სახელმწიფო უწყების მიერ გაკონტროლებული. ეს საკითხი იქნება დარეგულირებული,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა - ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედრო ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენა-მოდერნიზება უკვე დასრულებულია. „ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების კუთხით. გასულ წლებში, განახლდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც განვაგრძობთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ავიაცია ფაქტობრივად, იყო დაუკომპლექტებელი. ჩვენ, სულ რაღაც ოთხ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ დღეს ჩვენს ავიაციას უკვე გამართულ მდგომარეობაში ჰყავს “SU–25”-ები, UH-1H ტიპის შვეულმფრენები, ასევე MI- 8, MTV და “MI–24”-ის ტიპის შვეულმფრენები. ჩვენ ასევე დავიწყეთ სასწავლო-საბრძოლო L39 თვითმფრინავების და AN-2-ების, ასევე სასწავლო თვითმფრინავების აღდგენა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრი: უსაფრთხოების ანბანია, რომ გამოწვევები ცვალებადია - დღეს ქვეყნისთვის მტერი შეიძლება, ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მტერი
დღეს შეიძლება ქვეყნისთვის მტერი ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მტერი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც „გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას კითხვას უპასუხა თავდაცვის კოდექსზე. ბურჭულაძის თქმით, გარდა იმისა, რომ გამოწვევები მუდმივად იცვლება, სამართლებრივადაც გაუმართლებელია კოდექსში იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის მტერი. „კოდექსი ვის წინააღმდეგ მივიღეთ? - უსაფრთხოების ანბანი არის ზოგადად ის, რომ გამოწვევები იცვლება. დღეს შეიძლება ერთი ქვეყანა იყოს მტერი, ხვალ მეორე ქვეყანა გახდება. შესაბამისად, კოდექსის დონის დოკუმენტში, მტერი ვინ არის, იმის განსაზღვრა, ჩემი აზრით, სამართლებრივადაც გაუმართლებელია. სხვა ქვეყნების დოქტრინებშიც ნაკლებად გვხვდება, რომ განსაზღვრული იყოს კონკრეტული ქვეყანა. თუ ვინმეს უწერია ევროპის ქვეყანას, რომ რუსეთი არის მტერი ქვეყანა, დღემდე აქვთ სავაჭრო ურთიერთობა მათთან, ჩვენც გვაქვს მათ შორის გარკვეულწილად და კოდექსის დონეზე ასეთი დამოკიდებულებები არ ისაზღვრება ზოგადად. ანბანი უსაფრთხოების არის ის, რომ გამოწვევები არის ცვალებადი. დღეს შეიძლება ქვეყნისთვის მტერი ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მტერი,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.
შოლცი ისრაელშია
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკვე ისრაელშია. შოლცს აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი დახვდა. ისრაელში ყოფნისას შოლცი ქვეყნის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. „ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას," - განაცხადა კოენმა. ვიზიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერი ბერლინში იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა. შოლცმა ირანი და ჰეზბოლა გააფრთხილა, რომ ისრაელი-ჰამასის ომში არ ჩაერთონ. მისი თქმით, გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ, გერმანიის მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი არ გამწვავდეს და ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების წვდომისთვის მოქალაქეების ტანჯვის შესამსუბუქებლად,“ - აღნიშნა შოლცმა. გერმანიის კანცლერის თქმით, „ჰამასი“ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირები არიან
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირები არიან. ხსენებული განცხადებით თავდაცვის მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლის შესაბამის კითხვას უპასუხა. „პირადად ჩემთვის გმირები არიან. როდესაც ადამიანი იცავს ისეთ ღირებულებას, რომელსაც პატივს ვცემ, ის ჩემთვის გმირია. მათ შორის, 10%-იც კი რომ იყოს იმ განწყობით, ამით ჩემი ქვეყნის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა ყველას პატივს ვცემ,“ - განაცხადა ბურჭულაძემ, რომლის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ამასთან, რადიო თავისუფლების ცნობით, მინისტრმა უპასუხა დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის შეკითხვას, რატომ არ კრძალავენ უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ძმათა სასაფლაოზე. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც სცდება თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას. „ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე ეს საკითხი და პატივით ვკრძალავთ მათ... თხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა მათი ოჯახის წევრებისგან, ვთვლით, რომ შევასრულეთ და არცერთი შემთხვევა არ დაგვიტოვებია სამხედრო პატივით დაკრძალვის გარეშე," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამხედრო პატივით კრძალავენ.
ჯუანშერ ბურჭულაძე ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: ოკუპაციის გაგრძელებაა
თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში სამხედრო ბაზის განთავსების გეგმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. მისი თქმით, ეს ფაქტი უკვე გაპროტესტებულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და სხვა თეორიულად არსებული ყველა მექანიზმიც იქნება გამოყენებული. „ოჩამჩირე, რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არ გაჩერებულა 90-იან წლებში, არ შეჩერებულა 2008 წელს. ჩვენ ვაპროტესტებთ ყველა უკანონო ქმედებას და, რა თქმა უნდა, ეს ქმედებაც იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული უკანონო ქმედება, რასაც ჩვენ გავაპროტესტებთ და გავაპროტესტეთ უკვე. ამის გარდა, რა მექანიზმიც არსებობს თეორიულად ყველაფერს გამოვიყენებთ,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ფაშინიანი ევროპარლამენტში: სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას
დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან და და დაარეგულიროს ურთიერთობები ამ ქვეყანასთან. ფაშინიანის თქმით, ერევანი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, რომელიც ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპებს ასახავს, და ასევე მოიაზრებს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას, რომლებიც ქვეყნების სუვერენიტეტზე იქნება დაფუძნებული. კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე მზად არის მეღრის რკინიგზა გახსნას, მაგრამ არა როგორც ექსტერიტორიალური დერეფანი. ფაშინიანმა ამავე გამოსვლაში განაცხადა, რომ სომხეთისა და მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, მოკავშირეები არ დაეხმარნენ. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ე.წ. დერეფნის საკითხი შეიძლება, სომხეთზე ახალი თავდასხმისა და ტერიტორიების დაპყრობის საბაბი გახადოს. მან ევროპარლამენტარებს რეგიონში მშვიდობის დამყარებაში დახმარება სთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი მზად არის, ევროკავშირთან ახლოს იყოს “იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს.” თავის გამოსვლაში ფაშინიანმა აზერბაიჯანის „ანტიტერორისტული ოპერაციის“ შედეგები ეთნიკურ წმენდად შეაფასა. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება სომხეთის 1016 მოქალაქე.
აშშ უკრაინის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მოდერნიზებისთვის თითქმის $700 მილიონს გამოყოფს
აშშ უკრაინას თითქმის 700 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს ქვეყნის ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და მოდერნიზებისთვის. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. განცხადება უკრაინაში ეკონომიკის აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან პენი პრიცკერთან მოლაპარაკების შემდეგ გაკეთდა. ის უკრაინაში 16 ოქტომბერს ჩავიდა. თანხები მოხმარდება უკრაინის რკინიგზის, პორტების, საგუშაგოების და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პირობების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, კუბრაკოვმა აღნიშნა, რომ მან პრიცკერთან სხვა საკითხებიც განიხილა, მათ შორის მოახლოებული ზამთრისთვის მზადება და რუსეთისგან მოსალოდნელი თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. უფრო ადრე პრიცკერი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა პენი პრიცკერი უკრანის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეწარმომადგენლად 14 სექტემბერს დანიშნა. თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინის ენერგეტიკული სისტემისთვის 522 მილიონი დოლარი გამოყო. თანხები მოხმარდება ენერგეტიკული აღჭურვილობის შეძენასა და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის დაცავას, რომელიც ზამთრის პერიოდში, რუსეთის თავდასხმის მთავარი სამიზნეა უკრაინაში
პრეზიდენტის ორი გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი 5 ოქტომბერს დაამტკიცა შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს: „საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს.“ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის საკითხზე განმარტება ბოლოს 26 სექტემბერს გაავრცელა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. 19 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. მანამდე, ასევე 19 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.“ იუსტიციის სამინისტროს 20 სექტემბრის განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. დასკვნა პრეზიდენტს გადაეგზავნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება 22 სექტემბერსაც გაავრცელა, რითაც განმარტავდა, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს.
ზელენსკი უკრაინის მიერ ATACMS-ის რაკეტების გამოყენებას ადასტურებს
პრეზიდენტმა ვზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და განაცხადა, რომ ATACMS-ის რაკეტებმა ბრძოლის ველზე ეფექტიანობა დაამტკიცეს. „მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისთვის! და დღეს განსაკუთრებული მადლობა შეერთებულ შტატებს. ჩვენი შეთანხმებები პრეზიდენტ ბაიდენთან, სრულდება.“ ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. აშშ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გზავნის - მედია უკრაინამ უკვე იყენებს Storm Shadow-სა და SCALP-ის შორი მანძილის რაკეტებს და ახლა იმედოვნებდა, რომ ATACMS-სა და გერმანულ Taurus-საც მიიღებდა. „რესპუბლიკელი" სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემები Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
აზერბაიჯანი თურქეთთან ერთობლივ ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ერთობლივი ტაქტიკური წვრთნების ჩატარება 23-25 ოქტომბერს რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, მათ შორის ქალაქ ბაქოს, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისა და გათავისუფლებული ტერიტორიების ჩათვლით,” - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავისთვის მიძღვნილ ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილე თურქი სამხედრო მოსამსახურეები და ავიაცია უკვე ჩავიდა აზერბაიჯანში.
საფრანგეთი „საქართველოს მთავრობისგან რეფორმების განხორციელებაზე კონცეტრირებას ელის“
საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებას ავრცელებს. საელჩო ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობასა და თანმიმდევრულობას უსვამს ხაზს. საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებასა და ძალისხმევის კონცენტრირებას რეფორმების განხორციელებაზე, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან არის დაკავშირებული. „საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთავრობის მხარდაჭერით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ. ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, ევროკომისიის მიერ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან,“ - ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტი საკონსტიტუციოს დასკვნაზე: ყველა მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა
მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, 300-მდე ადამიანი დაიღუპა მანამდე, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ათობით გარდაცვლილის შესახებ იუწყებოდა დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკული მედია ავრცელებს როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს, ისე ისრაელის მხარის პოზიციას. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსხვერპლი ისრაელის მიერ დაბომბვას მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში ალ-აჰლის არაბული ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 200-დან 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევებში რჩება. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელი ჰოსპიტლის დაბომბვას იძიებს. „ბევრი ავიადარტყმაა, ბევრი წარუმატებელი რაკეტაა, და „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ბევრი ცრუ ცნობა,” - განაცხადა ჰაგარიმ. პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. მომხდარის შესახებ წერს BBC-იც. ბრიტანული მაუწყებელი იტყობინება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გამოაქვეყნა. „დაზვერვა მრავალი წყაროდან მიუთითებს იმაზე, რომ „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა,” – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ აბასმა ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა – მედია
ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. აბასი იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ეგვიპტის პრეზიდენტ, აბდელ ფატაჰ ელ-სისისაც უნდა შეხვედროდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ საერთაშორისო მედიის ცნობით, მომხდარს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა
ნეთანიაჰუ: საავადმყოფოს ღაზის ბარბაროსმა ტერორისტებმა დაარტყეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტებს დააკისრა. „მთელმა მსოფლიომ იცოდეს: ღაზის ბარბაროსმა ტერორისტებმა დაარტყეს ღაზის საავადმყოფოს, არა ისრაელის თავდაცვის ძალებმა. ისინი, ვინც დაუნდობლად ხოცავენ ჩვენს შვილებს, საკუთარ ბავშვებსაც კლავენ,“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ აბასმა ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა – მედია 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
თელ-ავივიდან გამგზავრების წინ, სარაკეტო თავდასხმის გამო, ოლაფ შოლცს აეროპორტიდან თავშესაფარში გადასვლა მოუწია
თელ-ავივში სარაკეტო განგაშის გამო, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს აეროპორტიდან ევაკუაცია მოუწია. იმ დროს, როცა შოლცი ეგვიპტეში გასამგზავრებლად ემზადებოდა, თავშესაფარში გადაიყვანეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შოლცმა თავად იხილა ორი რაკეტის ჩამოგდების პროცესი. ცნობისთვის, ისრაელში ვიზიტის დროს სხვა ლიდერებსაც მოუწიათ ბომბსაფარში გადასვლა. 16 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის თადაცვის კაბინეტის წევრებთან ერთად, ხუთი წუთის განმავლობაში თავშესაფარში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, იორდანიაში მისი ვიზიტი გაუქმდა
„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანს აღარ ეწვევა. როგორც მანამდე მედია იუწყებოდა, იორდანიის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა. აბასმა ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. Reuters-ი წერს, რომ ბაიდენი ისრაელში მკაცრი შეკითხვებითაც ჩადის, რაც ღაზის სექტორში, საავადმყოფოზე თავდასხმას უკავშირდება. სააგენტოს ცნობით, ისრაელში შეხვედრების შემდეგ ბაიდენი იორდანიაში გამგზავრებას და არაბ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ ეს ვიზიტი გაუქმდა საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ, რომელშიც პალესტინელი ოფიციალური პირები ისრაელს ადანაშაულებენ, ხოლო მომხდარში ისრაელი პალესტინის „ისლამურ ჯიჰადს“ სდებს ბრალს. ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მოკლული და დატყვევებული ადამიანების ოჯახის წევრებსაც. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ საერთაშორისო მედიის ცნობით, მომხდარს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.