ძებნის რეზულტატი:
ოკუპირებული აფხაზეთი პალესტინასთან "დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს" განიხილავს
რუსეთის მიერ ოკურებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს. რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ დე ფაქტო უწყებასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, ამ საკითხზე რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიალოგი მიმდინარეობს. „მინისტრმა აღნიშნა, რომ დიალოგი, მათ შორის, ეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს,“ - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეხვედრის მონაწილეებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. არძინბას თქმით, შეიქმნება ორმხრივი „აფხაზეთ- არაბეთის გაერთიანებული საამიროების“ ბიზნესსაბჭო.
აშშ-ის მისია NATO-ში: 21-ე საუკუნეში დიქტატორს არ უნდა მიეცეს უფლება, დაიპყროს მეზობლის ტერიტორია
21-ე საუკუნეში დიქტატორს არ უნდა მიეცეს უფლება, დაუსჯელობის გარეშე დაიპყროს ან გაყოს მეზობლის ტერიტორია და დაემუქროს თავისუფლებისა და სუვერენული დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებიც ყველასათვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ განცხადებას NATO-ში აშშ-ის მისია ავრცელებს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხალხის ძალისხმევას, დაიცვას თავისი სამშობლო რუსეთის აგრესიისგან,“ ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
ბორელი: რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონოა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი “კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას.“ „ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთი პირის დაკავებას. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, უკანონოა," - წერს ბორელი. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
რა მოთხოვნები დააყენა ქართულმა მხარემ ერგნეთში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, ერგნეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით გამართული საგანგებო შეხვედრაზე, 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა. შეკითხვას, მოითხოვეთ თუ არა დამნაშავის გადმოცემა, ანთაძემ უპასუხა: „ჩვენ მოვითხოვეთ დასჯა და, რა თქმა უნდა, მათი გადმოცემა, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების პასუხი ამაზე ნათელია...რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა არ დაასახელეს მონაცემები დამნაშავეების იდენტიფიკაციის შესახებ, მათ უბრალოდ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც კირბალის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ." ირაკლი ანთაძეს საოკუპაციო ძალებთან ერთად ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა ვერ წარმოუდგენია. მისივე განცხადებით, ამჟამად სოფელ მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ საქართველოს საპოლიციო ძალები. ირაკლი ანთაძის თქმით, ერთადერთი უკუკავშირი, რაც მეორე მხრიდან მიიღეს, იყო ის, რომ აწარმოებენ ე.წ. გამოძიებას და დამნაშავეები დაისჯებიან. სუს-ის წარმომადგენელმა შეხვედრაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლისგან მოისმინა, რომ ინციდენტი მოხდა იქ, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები პერმანენტულად ხელს უშლიან ადგილობრივ მოსახლეობას, რათა მოინახულონ ტაძარი. „ტაძარი, სამწუხაროდ, მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ თქვეს, რომ ეს მოხდა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზუსტი ლოკაციის განსაზღვრა ვერ მოახერხეს, შესაბამისად, სამუშაოები გაგრძელდება, რათა დავადგინოთ ყველა დეტალი," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისივე თქმით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან ცხელი ხაზით შეიტყო, რომ ადგილზე მისულიყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. „სამწუხაროდ, გარდაცვლილი დახვდათ," - აღნიშნა ანთაძემ. თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით დადგება საკითხი, რომ პირი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლა, საქართველოს გადმოეცეს, რათა ქართული კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლეს: „ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, შესაბამისად, ეს შეიძლება, გაკეთდეს მხოლოდ მედიატორის ჩართულობით; იმ მხარის ჩართულობით, რომლის მედიაციითაც გაფორმდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენ სხვა ბერკეტი და ხაზი რუსეთთან ურთიერთობებში არ გვაქვს. ერთადერთი ეს არის ჟენევის ფორმატი და ის შეხვედრები, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე იმართება ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად,” - განაცხადა სამხარაძემ. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „კაგებე"-მ. ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პატრულმა ავტომანქანაში „საზღვრის" ორი დამრღვევი აღმოაჩინა. „დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გასწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დამნაშავეებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანით გადაევლოთ მესაზღვრისთვის და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ,“ - ნათქვამია ე.წ. კაგებე-ს განცხადებაში. დე ფაქტო ვერსიის თანახმად: „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გაფრთხილების მიზნით ისროლეს და კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანის საბურავებს." ამავე ცნობით, სროლის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი, დააკავეს. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ." შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
“საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას“ - რა საკითხები მოხვდა გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის ფოკუსში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ანგარიშში მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შესაძლო სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე ორგანიზაცია „კანვასის“ კადრების გასაჯაროებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ სიუჟეტის წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე, დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები. „როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამ საკითხებს შევეხე, მათ მირჩიეს ზემოთ ნახსენები კადრები მენახა. ასეც მოვიქეცი. ჩემი აზრით, ჩანაწერში არაფერი იყო ისეთი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისცემდა ტრენინგის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს. სამდღიან ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. შეთქმულების მტკიცებულებად გამოქვეყნებული ჩანაწერი 8-წუთიანია და აშკარად დამონტაჟებული. ტრენერს, რომელიც კადრში ჩანს, არც ერთხელ გაუკეთებია რაიმე მინიშნება ან მოწოდება ძალადობაზე. ამ სიუჟეტის, როგორც შეთქმულების მტკიცებულების წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე, დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები და საზოგადოების თვალში მოახდინონ ფუნდამენტური უფლებების დაცვის, როგორც პრაქტიკისა და განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებისა და სტუდენტების დელეგიტიმაცია, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვით ცდილობენ. ამგვარმა ქმედებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ადამიანის უფლებების დამცველებს,“ - განაცხადა ლოლერმა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლოლერი საუბრობს, მაუწყებლობის შესახებ კანონია. გაეროს სპეციალური მომხსენებლის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად და ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნული კანონი უკან გაიხმოს. ლოლერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო არეულობის შესაძლო დაგეგმვის საქმეზე სუს-ის განცხადება ე.წ. „კარვების შესახებ კანონის” სახელით ცნობილი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად გამოიყენა. „პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წაყენებული ბრალდებების შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებმა კრიტიკული გადააზრების გარეშე დაიწყეს საჯარო განცხადებების გაკეთება და ბრალდება გამოიყენეს “კარვების შესახებ კანონის” სახელით ცნობილი იმ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ამ მოვლენების კვალდაკვალ, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა გამოაცხადეს მხარდამჭერების მობილიზაცია ამ დაუსაბუთებელი “კონსპირაციის” სულისჩამდგმელების წინააღმდეგ, რამაც შეიძლება ფიზიკური საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანის უფლებათა დამცველები. ტრენინგის შესახებ ვოდეოჩანაწერის გამოქვეყნებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაორაზროვნად მიანიშნა ტრენინგის ორგანიზატორ ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომ ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამძაფრა შიში, რომელიც საზოგადოებაში 2021 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსმენდა მრავალ უფლებადამცველსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას შესაბამისი რეაგირება მოეხდინა ამ ფაქტზე, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებით, რომელთა შედეგადაც კიდევ უფრო გაფართოვდა სახელმწიფოს უფლებამოსილება თვალთვალსა და მიყურადებასთან დაკავშირებით. ვიზიტის დროს შეხვედრების მონაწილეებმა მრავალი სხვა მაგალითიც გამიზიარეს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დამცველების სტიგმატიზაციასა და მათი საქმიანობის დელიგიტიმაციას ეხება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შეეხებოდა მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და გარემოს დამცველების წინააღმდეგ, მსგავსი შინაარსის განცხადებებს კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტების წინააღმდეგ და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის უკიდურესად შემაშფოთებელ კომენტარს LGBTQI პირების უფლებადამცველებისა და ზოგადად, ქვიარ თემის შესახებ. ქალებს განსაკუთრებით ხშირად იღებენ მიზანში. თბილისში რამდენიმე ადგილას, მათ შორის პარლამენტის შესასვლელთან შევამჩნიე პოსტერები ქალი უფლებადამცველების გამოსახულებით, რომლებსაც “ეკლესიის წინააღმდეგ ჯაშუშობაში” სდებენ ბრალს. როგორ მოხდა, რომ ადამიანებს ნება დართეს ამგვარი პოსტერები გამოეფინათ ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის შენობის წინ, როგორიც პარლამენტია და როგორ მოხდა, რომ ეს პოსტერები დღემდე არ ჩამოუხსნიათ? ასეთი მაგალითები, რომლებიც მე გამაცნეს, მიუთითებს “შინაური მტრების” ნარატივის განვითარებაზე. რასაკვირველია, ეს ნარატივი ცარიელ ადგილას არ აღმოცენებულა,“ - განაცხადა ლოლერმა. გაეროს სპეციალური მომხსენებლის შეფასებით, საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და რომ სახელმწიფო აქტიურად ცდილობს მათი საქმიანობის დისკრედიტაციას და მათი რისკის წინაშე დაყენებას - ეს ფაქტი განგაში ზარები უნდა იყოს ნებისმიერი იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მისი პრიორიტეტია. ლოლერი აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის განმავლობაში შემაშფოთებელი შემთხვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, თუმცა ეს პრობლემები არ არის შეუქცევადი. „როდესაც საქართველოში ჩემი ვიზიტი დავიწყე, გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ მოჩვენებითი ღიაობით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, შენიღბოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის ძირგამომთხრელი სისტემური ძალისხმევა. მე სიამოვნებით მივიღებ გამოწვევას და მოვისმენ საპირისპირო არგუმენტებს ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, ჩემს ამ, საკმაოდ დასაბუთებულ წუხილს იზიარებს მრავალი ის ადამიანი, რომლებთანაც შეხვედრა მქონდა ამ ვიზიტის ფარგლებში და სწორედ ამის გამო, ეს მიგნება ერთ-ერთი ძირითადია ჩემს საწყის ანგარიშში. მრავალი ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი აღნიშნავს, რომ მათი აზრით, სახელმწიფო არ ზრუნავს არც მათი საქმიანობის ხელშეწყობაზე და არც მათი უსაფრთხოების დაცვაზე. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არ არის მათი საქმიანობისთვის ხელშემწყობი გარემო. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და რომ სახელმწიფო აქტიურად ცდილობს მათი საქმიანობის დისკრედიტაციას და მათი რისკის წინაშე დაყენებას. ხელისუფლებისთვის შეიძლება მიუღებელია ის, რომ ადამიანებს აქვთ ამგვარი წუხილის საფუძველი, თუმცა, უდავოა ისიც, რომ ამ განცდას იზიარებს ქვეყნაში მომუშავე ადამიანის უფლებათა მრავალი დამცველი. ეს ფაქტი განგაშის ზარები უნდა იყოს ნებისმიერი იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მისი პრიორიტეტია,“ - განაცადა ლოლერმა. მანვე აღნიშნა, რომ უფლებადამცველებისთვის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას. გაეროს სპეციალური მომხსენებელი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს და მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებასთან თანამშრმლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. „საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას. მალე გახდება ცნობილი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ხოლო ქვეყანა თავის პირველ, სრულად პროპორციულ არჩევნებს მომავალ წელს გამართავს. ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება განსაზღვრავს იმას, თუ რა გზას აირჩევს ქვეყანა ამ მოვლენების წინა პერიოდში. ჩემი ვიზიტის განმავლობაში მოვისმინე შემაშფოთებელი შემთხვევების შესახებ, თუმცა, ეს პრობლემები არ არის შეუქცევადი. ვიზიტისას გამართული მრავალი შეხვედრიდან, იქნებოდა ეს სახელმწიფო სტრუქტურების და მთავრობის წარმომადგენლებთან თუ ადამიანის უფლებათა დამცველებთან, იმედიანად გამოვედი. იგივეს განვიცდი, როდესაც თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებს ვუყურებ. მათი ინტრესის წინ დაყენება და ადამიანების გაძლიერება უფლებების დასაცავად პარალელური პროცესებია. რეპრესიები და მეორე მხარის აუგად მოხსენიება - ეს არის გზა არსაით. მე კვლავაც გავაგრძელებ საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას და ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე 2025 წლის მარტში, ვითანამშრომლებ მთავრობის წარმომადგენლებთან. მაგრამ, უფლებადამცველებისთვის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას. ამისთვის მე მოვუწოდებ ყველა შესაბამის აქტორს, ყურადღება გაამახვილონ მოცემული საწყისი რეკომენდაციების შესრულებაზე. მე სიამოვნებით ჩავერთვები ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული: რუსეთის ჯარები საერთოდ არ უნდა იმყოფებოდნენ დამოუკიდებელი საქართვლოს ტერიტორიაზე
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მათიას ლიუთენბერგი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება. „რუსი სამხედროების მიერ სოფელ კირბალში ქართველი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაციამ შემძრა და შემაშფოთა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. გერმანია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რუსეთის ჯარები საერთოდ არ უნდა იმყოფებოდნენ დამოუკიდებელი საქართვლოს ტერიტორიაზე,“ - წერს ლიუთენბერგი X-ზე. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ." შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
პეტერ ფიშერი: საქართველოს შეუძლია, რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოს შეუძლია, რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. შესაბამისი პოსტი მან X-ზე განათავსა. „გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას. საქართველოს შეუძლია, რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, - წერს პეტერ ფიშერი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული: რუსეთის ჯარები საერთოდ არ უნდა იმყოფებოდნენ დამოუკიდებელი საქართვლოს ტერიტორიაზე ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ." შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ესტონეთი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს
ესტონეთის საგარეო უწყება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება. „კატეგორიულად ვგმობთ საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მომხდარ ფატალურ ინციდენტს - საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს!“- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ." შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი: თამაზ გინტურის ავტომობილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას და ჯერჯერობით მანქანამდე ვერ მივედით
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, თამაზ გინტურის ავტომობილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას და ჯერჯერობით მანქანამდე არ მისულან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვალერი თელიამ სოფელ კირბალში განუცხადა. „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური აუცილებლად გაავრცელებს. გამოკითხულია ძალიან ბევრი მოწმე,“ - განაცხადა ვალერი თელიამ. კითხვას, არის თუ არა რაიმე სიახლე რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ლევან დოთიაშვილთან დაკავშირებით, თელიამ უპასუხა, რომ „ჯერჯერობით არაფერი“. მან, ასევე, უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმად, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მანქანა დაცხრილულია. „ჯერჯერობით ჩვენ მანქანამდე არ მივსულვართ, მანქანა დგას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორც კი გვექნება ავტომანქანასთან მისვლის, დათვალიერების საშუალება, ამის შემდეგ მოგახსენებთ. გამოძიება მიმდინარეობს და ძალიან მალე დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ,“ - განაცხადა ვალერი თელიამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ." შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
მილიარდერ უსმანოვის კომპანიამ ქართული ბანკების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-მ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკისა და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ ორი სარჩელით სასამართლოს მიმართა. სარჩელები ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა, შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება. ინფორმაციას სააგენტო BMG- ავრცელებს. სამთო და მეტალურგიული ჰოლდინგი „Металлоинвест“ რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-ს მილიარდერი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი ფლობს. იურისტი და MKD Law-ს პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილი განმარტავს, რომ ამ საქმეებში MKD Law ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ შვეიცარიულ კომპანია „Металлоинвест“ წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე მილიონი ევრო სწორედ “ლიბერთი ბანკში” აქვს განთავსებული. სანქციების გამო უსმანოვს ფინანსებთან წვდომა შეზღუდული აქვს. იურისტის თქმით, ამ მოქმედებისთვის სამართლებრივი ბაზა არ იყო საკმარისი. კომპანია MKD Law-ს განცხადებით, სასამართლოში სარჩელი უკვე შევიდა, თუმცა პროცესი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, უსმანოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს - დასავლეთის ქვეყნები მას კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქად მიიჩნევენ და აგრესიის დაფინანსებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ. სანქციების გამო დაყადაღებულია უსმანოვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ასევე იახტა Dilbar, რომელიც ბიზნესმენთან დაკავშირებული სტრუქტურებს ეკუთვნის. თავად უსმანოვს ომზე საჯაროდ არ უსაუბრია, მან ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები სასამართლოში გაასაჩივრა. გამოცემა Forbes-ი მის ქონებას 14,5 მილიარდ დოლარად აფასებს. ცნობისთვის, MKD LAW საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინააღმდეგ საქმეში.
დანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას “კატეგორიულად გმობს“
დანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას კატეგორიულად გმობს. „კატეგორიულად ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას. მოვუწოდებთ დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს,“ წერია დანიის საგარეო უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
საფრანგეთის ელჩი: შეწყდეს რუსეთის უკანონო ყოფნა აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში"
საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს. „ვგმობ რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. მოვუწოდებ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო ყოფნის დასრულებისკენ,“ - წერს საფრანგეთის ელჩი. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
კვლევა: მსოფლიოში ადამიანების 85%-ს ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის გავრცელება აწუხებს
გლობალური გამოკითხვის თანახმად, ადამიანების 85%-ზე მეტს აწუხებს დეზინფორმაციის გავლენა და 87%-ს მიაჩნია, რომ მან უკვე დააზარალა მათი ქვეყნის პოლიტიკა. UNESCO-ს გენერალური დირექტორის ოდრი ოზულაის თქმით, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გაძლიერებული გავრცელების ახლანდელი დინამიკა დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ერთიანობას, მშვიდობასა და სტაბილურობას. გამოკითხვა ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარდა 16 ქვეყანაში, სადაც მომავალ წელს არჩევნები უნდა გაიმართოს და მასში 2.5 მილიარდმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა ადასტურებს, რომ ხალხი განსაკუთრებით წუხს არჩევნებზე დეზინფორმაციული კამპანიის გავლენის გამო. 56% ინფორმაციას სოციალური ქსელებით იღებს, 44% - ტელევიზიიდან, 29 % - ონლაინ მედიის ვებგვერდებიდან. Ipsos-მა 8000 ადამიანი გამოკითხა, მათ შორის ავსტრიაში, ხორვატიაში, აშშ-ში, ალჟირში, მექსიკაში, განასა და ინდოეთში. რესპოდენტების 68%-ის თქმით, მცდარი ინფორმაცია ყველაზე მეტად გავრცელებულია სოციალური მედიის პლატფორმებში, 38%-ის თქმით კი, სასაუბრო აპლიკაციებში. გამოკითხვაში მონაწილეთა 67%-ის თქმით, მათ სოციალურ მედიაში უნახავთ ან წაუკითხავთ სიძულვილის ენის შემცველი შინაარსი. 88% მიიჩნევს, რომ რეგულატორებმა და თავად სოციალურმა პლატფორმებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯებით უნდა იმუშონ. გაერომ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად გეგმის შემუშავება უკვე დააანონსა.
F-16-ის ტიპის ხუთი საბრძოლო თვითმფრინავი, უკრაინის მხარდასაჭერად, რუმინეთისკენ მიემართება
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ F-16-ის ტიპის ხუთი საბრძოლო თვითმფრინავი ახლა რუმინეთში, ევროპის სასწავლო ცენტრისკენ (EFTC) მიემართება. თვითმფრინავი უკრაინელი პილოტების მომზადებისთვის არის განკუთვნილი. რუტე: დაპირებული F-16-ები რუმინეთში, უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად 2 კვირაში იქნებიან ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული თვითმფრინავების მიწოდების მიზნით, მოკავშირეების ძალისხმევას ხელმძღვანელობენ. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნიდერლანდები უახლოეს კვირებში გადასცემს რუმინეთს F-16-ებს, რათა პილოტებმა სწავლების დაწყება შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ F-16-ის შესყიდვისა და სწავლების ტემპი გაიზარდა, სავარაუდოა, რომ პირველი უკრაინელი მფრინავები, რომლებიც F-16-ის ტიპის რეაქტიულ გამანადგურებლებზე წვრთნას გაივლიან, 2024 წლის ზაფხულამდე მზად არ იქნებიან. მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ, უკრაინა ნიდერლანდისგან 42, ხოლო დანიისგან 19 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიიღებს. დანიამ აგვისტოს ბოლოს დაიწყო F-16-ზე რვა უკრაინელი მფრინავის მომზადება სკრიდსტრუპის საჰაერო ბაზაზე. ამავე ბაზაზე წვრთნას გადის ასევე 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც თვითმფრინავების მომსახურება და მათი ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფა დაეკისრებათ.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი დსთ-ს წევრი ქვეყნების შეკრებას არ დაესწრება
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი არ მიიღებს მონაწილეობას დსთ-ს წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნების მორიგ შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში, 8 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს პრეს-მდივანმა ტატევიკ პეტროსიანმა განაცხადა. „სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი არ წავა მოსკოვში და არ მიიღებს მონაწილეობას დსთ-ს წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნების მომავალ შეხვედრაში, რომელიც 8 ნოემბერს, რუსეთის დედაქალაქში გაიმართება,“ - განაცხადა ტატევიკ პეტროსიანმა. მიზეზები დაკონკრეტებული არ არის. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ. 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა. 2 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრას დემონსტრაციულ ანტირუსული ნაბიჯი უწოდა. „სომხეთის ხელმძღვანელობა ანგრევს მოსკოვსა და ერევანს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს. ჩვენ ამ შეხვედრას ოფიციალური ერევნის დემონსტრაციულ ანტირუსულ ჟესტად განვიხილავთ,“ - განაცხადა ზახაროვამ. კიევში სომხეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და ვლადიმერ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის შეხვედრა მალტაში გაიმართა, რომლის დროსაც, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ერმაკმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ანა ჰაკობიანს სექტემბრის დასაწყისში კიევში გამართულ სამიტში მონაწილეობისა და უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა დაადასტურა უკრაინული მხარის ვალდებულება, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის საკითხებში. მანამდე მედია წერდა, რომ უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას სომხეთი პირველად შეუერთდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
გერმანია ლიეტუვაში ორ სატანკო ბატალიონს განათავსებს
გერმანია ლიეტუვაში ორ სატანკო ბატალიონს განალაგებს. ბატალიონი ლიეტუვაში აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ გადაინაცვლებს. 203-ე ჯავშანსატანკო ბატალიონი და 122-ე ჯავშანტრანსპორტიორი ბატალიონს ლიეტუვაში გადაიყვანენ. გარდა სარდლობისა და დამხმარე ელემენტებისა, ბრიგადა შედგება სამი საბრძოლო ბატალიონისგან. მესამე ბატალიონი შედგება გერმანიაში განლაგებული ქვედანაყოფებისგან, რომლებსაც სხვა ქვეყნები, კერძოდ, ნიდერლანდები და ნორვეგია გააძლიერებენ. თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვაში ჩასული გერმანული ბრიგადის ჯარისკაცები განთავსდებიან ობიექტებზე, რომლებიც ამჟამად სამ ქალაქში შენდება. ცნობილია, როდის დაიწყებს გერმანია ლიეტუვაში ჯარისკაცების მუდმივად განლაგებას ახალი ბრიგადა, რომელიც დაახლოებით 4000 ადამიანსისგან შედგება, 2025 წლის დასაწყისისთვის უნდა განლაგდეს. გერმანიამ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში ორი თვის წინ იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ მაშინ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
პრეზიდენტი ევროპელ დიპლომატებს: არ შეიძლება, საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე, რადგან ყოველდღიურად, ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ქართველ ხალხს ცხოვრება
შეხვედრა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, კირბალში მომხდარ ფაქტზე საუბრით დაიწყო. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები არ იცვლება და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროპა და ევროპული მომავალი, ასეთ რთულ ვითარებაში. პრეზიდენტის განცხადებით, ევროკომისიის ხვალინდელი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ. არ შეიძლება, საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე, რადგან ყოველდღიურად, ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ქართველ ხალხს ცხოვრება. „ევროპას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, ვიკრიბებით ხვალ, რომ საზოგადოების ყველა წევრმა საკუთარი ნება გამოხატოს,” - აღნიშნა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეები აპირებენ, შეაჩერონ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება
NATO-ს მოკავშირეები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების დატოვების შესახებ. „მოკავშირეები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება დატოვოს და მის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მიზნებს. რუსეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ ქმედებების სერიაში, რომელიც სისტემატურად ძირს უთხრის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ალიანსის განცხადებით, რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებულ წესებს. „რუსეთი აგრძელებს იარაღის კონტროლის უგულებელყოფის დემონსტრირებას და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებულ წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი აღიარებს ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ქვაკუთხედის როლს, არამდგრადი იქნება სიტუაცია, როდესაც მოკავშირე სახელმწიფოები იცავენ ხელშეკრულებას, ხოლო რუსეთი - არა. აქედან გამომდინარე, მოკავშირე მონაწილე სახელმწიფოები აპირებენ, შეაჩერონ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მათი უფლებების შესაბამისად. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც სრულად უჭერს მხარს NATO-ს ყველა მოკავშირე,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ალიანსში აცხადებენ, რომ მოკავშირეები ადასტურებენ მუდმივ ვალდებულებას, შეამცირონ სამხედრო რისკი და თავიდან აიცილონ არასწორი აღქმა და კონფლიქტები. „მოკავშირეები იწვევენ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ ამ ვალდებულებას და ამ პრინციპებს, შეუერთდნენ ჩვენს ძალისხმევას, რათა ასევე წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკურ სივრცეში პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის გაზრდაში. მოკავშირეები გააგრძელებენ კონსულტაციებს და შეაფასებენ უსაფრთხოების არსებული ვითარების შედეგებს და მის გავლენას ნატოს უსაფრთხოებაზე. მოკავშირეები ასევე გამოიყენებენ NATO-ს, როგორც პლატფორმას დისკუსიისა და მჭიდრო კონსულტაციებისთვის შეიარაღების კონტროლის საკითხებზე," - ნათქვამია დოკუმენტში. შეგახსენებთ, რუსეთმა, დღეს, საბოლოოდ დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცედურა. მანამდე, შესაბამის კანონს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.
ელჩი: ისრაელი რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს
ისრაელის ელჩის ჰადას მეიცადი რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას გმობს. „ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტუნის მკვლელობას და მოუწოდებს დაკავებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილი გათავისუფლებისკენ. ღრმა მწუხარებით ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
მოკლული თამაზ გინტურის ძმა: ეძებდნენ, როგორც 2008 წლის ომის მონაწილეს
მოკლული თამაზ გინტურის ძმა მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. „ჩემი ძმა გარდაცვლილი მშობლების საფლავზე იყო. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქ ასვლა, ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა, უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო. 2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9 კაცი იყო და 9 კაცს ორი კაცი როგორ გაუსწორდებოდა. 9 ავტომატიანს, ხელით ხომ ვერ გაუსწორდებოდნენ," - განუცხადა ნიკოლოზ გინტურმა მედიის წამრომადგენლებს. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა