ძებნის რეზულტატი:
უკრაინას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა და არა მორიგი გაყინული კონფლიქტი - ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ჩართულობა, რათა მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან უკრაინის მშვიდობის ფორმულის მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერა უზრუნველყოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე გააკეთა. „მე ვიცი, რომ ეს რთული სამუშაოა, მაგრამ არსებითად, საბოლოო ჯამში, მთელი მსოფლიო ისარგებლებს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მისია,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება გრძელვადიანი უსაფრთხოება. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს მდგრადი სამხედრო ძალა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას უკრაინა ახლა და შეაჩეროს რუსული აგრესია მომავალში, რათა „ისტორია არ განმეორდეს.“ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის გარდა, აუცილებელია უკრაინის დახმარება საჰაერო თავდაცვისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ასევე მოიცავს კიბერ და კოსმოსურ შესაძლებლობებს. 2022 წლის თებერვლიდან უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებიდან 82 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მიიღო. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყეს, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შსს-ს განცხადებით, „სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.“ სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ევროკავშირის მონიტორინგის მისია განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ადმინისტრაციულ სასაზღვრო“ ხაზზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულად გარდაცვალება. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიური გამოყენების გზით,“ - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.
სუს-ი: ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტექნიკური შეხვედრის გამართვა დაუყონებლივ მოითხოვეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყონებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.“ „აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში,“ - წერს სუს-ი გავრცელებულ განცხადებაში. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ბლინკენი თურქეთში ვიზიტის შემდეგ: ჩვენი მოლაპარაკებები მოიცავდა იმას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ენტონი ბლინკენის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. ენტონი ბლინკენი დღეს ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა. სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა განიხილეს ისრაელ-“ჰამასის“ კონფლიქტი, მათ შორის რეგიონში კონფლიქტის გავრცელების პრევენციის აუცილებლობა. ორივე მხარე შეთანხმდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ღაზის სექტორში მყოფ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კრიტიკულ მნიშვნელობაზე. მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა ხაზი გაუსვეს აშშ-თურქეთის ხანგრძლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეეხნენ NATO-ს მოკავშირეებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების პრიორიტეტებს, მათ შორის შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხებს. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ბლინკენმა შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან, მანამდე ის იმყოფებოდა იორდანიაში, დასავლეთ სანაპიროზე, კვიპროსსა და ერაყში. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჰუმანიტარული პაუზის“ მომხრეა. ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური ტურნე 6 ნოემბერს, თურქეთში ვიზიტით დაასრულა. ბლინკენმა თურქეთში ვიზიტის შემდეგ, მედიასთან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რეგიონში ფოკუსირებული იყო სამ საკითხზე - “როგორ გავაფართოოთ ჰუმანიტარული დახმარება, როგორ შევაჩეროთ კონფლიქტის გავრცელება და ასევე „რისი გაკეთება შეგვიძლია გრძელვადიანი, მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად." ჰუმანიტარული დახმარება: ბლინკენის თქმით, აშშ მუშაობს "ძალიან აგრესიულად" და "ძალიან კონკრეტული გზებით" ღაზის სექტორში დამატებითი დახმარების მისაღებად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამ თვალსაზრისით პროგრესზე მიუთითებს და აცხადებს, რომ დახმარება მნიშვნელოვნად გაფართოვდება „მომდევნო დღეებში." მისი თქმით, აშშ იზიარებს შეშფოთებას ღაზის სექტორში პალესტინელების "საშინელი მსხვერპლის" გამო. მძევლებთან დაკავშირებით, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხზე ფოკუსს ინარჩუნებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ადამიანები სახლში დაბრუნდნენ. ბლინკენის თქმით, აშშ-მ ისრაელს კონკრეტული ნაბიჯები შესთავაზა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესამცირებლად. „ზოგჯერ რაღაც ცუდის არარსებობა შეიძლება, არ იყოს პროგრესის ყველაზე აშკარა მტკიცებულება, მაგრამ ეს ასეა,“ - აღნიშნა ბლინკენმა.
ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად. „6 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული, ადამიანის უფლების მორიგი უმძიმესი დარღვევის ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ასევე, კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს,“ – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.
ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით, ერგნეთში საგანგებო შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას განუცხადა, რომ უმთავრესი მოთხოვნა იყო, მეორე უკანონოდ დაკავებულის, რომელიც ამჟამად იმყოფება ცხინვალში, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა. ანთაძის თქმით, პირველ რიგში უნდა გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე. მისივე განცხადებით, ხელისუფლების პოზიცია კირბალის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი. „ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქე, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი, რაც მოხდა ამას არავითარი ადამიანური გამართლება არ აქვს. ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული ოჯახში. პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთასორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ ოჯახში,“ - განცხადა ანთაძემ. რაც შეეხება გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, საოკუპაციო რეჟიმისგან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე თავს კარგად გრძნობს და მას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს. „მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,“ – განაცხადა ირაკლი ანთაძემ. შეკითხვას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ანთაძემ უპასუხა, რომ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს „ჩვენი თანამოქალაქე.“ „ამ ფაქტს თვითმხილველი არ შესწრებია, მაგრამ მოვლენები განვითარდა იმგვარად, რომ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის ინფორმაცია, რაზეც დაბეჯითებით შეგვიძლია, ვისაუბროთ,“ – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. რა ტერიტორიაზე მოხდა სროლა, ანთაძე ამ შეკითხვას არასწორად მიიჩნევს: “ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და სწორედ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, იქ მყოფი საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას,“ - აღნიშნა ანთაძემ. “ოქროს მოწმე“ „ოქროს მოწმე“ არსებობს და ის იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო პატიმრობაში,“ - განუცხადა ირაკლი ანთაძემ მედიას შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ დეტალების დასადგენად, რაც ნათელს მოჰფენს „ამ უმძიმეს დანაშაულს.“ „მე შემიძლია ოპერირება მხოლოდ დაზუსტებული ფაქტებით. მიმდინარეობს მუშაობა და ვეძებთ ყველა შესაძლო დეტალს, რაც დამატებით ნათელს მოჰფენს ამ უმძიმეს დანაშაულს, რაც მოხდა სოფელ კირბალთან, მაგრამ ამ მომენტისთვის ოქროს მოწმე, რომელზეც დაბეჯითებით შეგვიძლია, ვისაუბროთ, გახლავთ სწორედ ის პიროვნება, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის ოჯახში დაუყოვნებლივი დაბრუნებაც მოვითხოვეთ,“ – აღნიშნა ანთაძემ. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ. სუს-ის წარმომადგენლის განცხადებით, დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ანტიჰუმანური ხასიათი, რაც ზოგადად ოკუპაციას აქვს „დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ანტიჰუმანური ხასიათი, რაც ზოგადად ოკუპაციას აქვს და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნას,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.
ანდრია ჯაღმაიძე: უნდა გავაკეთოთ დასკვნები, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის მახლობლად საქართველოს მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა გასროლით მოკლეს. დღეს კიდევ ერთი უსამართლობის მოწმე გავხდით და უპირველესად ვუსამძიმრებ დაღუპულის ახლობლებს და ყველას ვისაც გული შესტკივა მომხდარის გამო. ეს ის კირბალია, რომლის მახლობლად, ოკუპირებულ ხაზს იქით ლომისის სახელობის ტაძარი რომ მოხვდა (ეს მლეთის ლომისის ტაძარი არ არის). ჯაღმაიძე მლეთაში ჩასვლის შემდეგ: ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს როგორც ამას წინათ განვაცხადე, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზს შიგნით იყო, ამ ტაძარში, ქართველი სასულიერო პირები და მრევლი, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოსალოცად და ტაძრის მოსავლელად შესვლას, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მცდელობით ახერხებდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არის რთული და რისკების შემცველი. საოკუპაციო ხაზის შიგნით ტაძართან, ქართული დროშის აღმართვის საპასუხოდ რუსებმა აჭედეს ტაძრის კარი, აკრძალეს მიმოსვლა, უკიდურესად დაიძაბა ვითარება მოსახლეობასთან, ტაძარი დარჩა მიუხედავი დღეს კი სამწუხაროდ მსხვერპლი გვაქვს. მლეთაში მდებარე ლომისის ტაძარში, ქედზე, ანალოგიური ვითარება გვაქვს, საოკუპაციო ხაზი სამონასტრო კომპლექსს შუაზე კვეთს და ბერი რომელიც ტაძარს უვლის, ხაზს იქით ცხოვრობს მუდმივი, ანალოგიური საფრთხეების ქვეშ. 15 წელია ოკუპაციის შემდეგ გასული და მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები პერიოდულად ამოდიან ახალგორის ბაზიდან, ჩვენ შევძელით ამ ტაძარზე ზრუნვა. დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა დიდ შრომას ეწევიან და რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით ტაძრებს უვლიან და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში. 25-26 ოქტომბერს მომხდარმა ამბებმა და სიუჟეტებმა, რაც მლეთის ტაძარს უკავშირდებოდა, აქაც გაამძაფრა საფრთხეები. მე როგორც ამ ტაძრის მღვდელმსახური, ვალდებული ვარ, მცდელობა არ მოვაკლო, რომ მსგავსი რამ იქ არ მოხდეს და ვფიქრობ, დღეს უნდა გავაკეთოთ დასკვნები, ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი და შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს. ღმერთმა მოიხსენიოს გარდაცვლილი თამაზ გინტური.” შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე
ტოივო კლაარი: ძალიან სერიოზული განვითარებაა, რომელიც ასახავს კონფლიქტის ადამიანურ ფასს
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა. „ძალიან სერიოზული განვითარება, რომელიც ასახავს საქართველოს კონფლიქტის უწყვეტ ადამიანურ ფასს,“ - წერს კლაარი X-ზე და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებას აზიარებს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
უკრაინული მედია: კიევთან აფეთქების შედეგად, ზალუჟნის თანაშემწე დაიღუპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, 39 წლის მაიორი გენარი ჩასტიაკოვი აფეთქების შედეგად დაიღუპა. უკრაინული მედია წერს, რომ ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის თანახმად, კიევის რაიონის სოფელ ჩაიკის “საცხოვრებელ კომპლექსში საბრძოლო მასალის მიმართ უყურადღებო მოპყრობის შედეგად, სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.“ „წინასწარი ინფორმაციით, ყუმბარის აფეთქებას 39 წლის სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. მძიმედ დაშავებულია მისი 13 წლის ვაჟი. ბიჭი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება," - ნათქვამია Facebook-ე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ზალუჟნი Telegram-ზე წერს, რომ ჩასტიაკოვი დაიღუპა "ტრაგიკულ გარემოებებში, თავის დაბადების დღეზე, ოჯახურ წრეში." ზალუჟნის თქმით, აფეთქდა ჩასტიაკოვის მიერ დაბადების დღეზე მიღებული ერთ-ერთი საჩუქარი, რომელიც გენარი ჩასტიაკოვმა შინ მიიტანა. თავისი მრჩევლის და მეგობრის სიკვდილს მა მძიმე დანაკარგი უწოდა.
აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს
აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს. ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით,“ წერს მილერი X-ზე. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კირბალზე: დამწუხრებული ვარ, ვითხოვ მეორე გატაცებულის გათავისუფლებას
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. “დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ახლოს რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ განხორციელებული სასიკვდილო სროლით. ვუსამძიმრებ ოჯახს და საქართველოს ხელისუფლებას. ვითხოვ მეორე გატაცებულის გათავისუფლებას“, - წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
CNN: აშშ ისრაელისთვის 320 მილიონი დოლარის ღირებულების ზუსტი ბომბების აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს
CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატები ისრაელისთვის 320 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზუსტი მართვადი ბომბის აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს. ამერიკული ტელეარხი ამის შესახებ ინფორმირებულ წყროებზე დაყრდნობით წერს. სახელწიფო დეპარტამენტმა კომენტარი არ გააკეთა. Spice Family Gliding Bomb Assemblies-ის ისრაელისთვის გადაცემას კონგრესის შესაბამისმა კომიტეტებმა მხარი რამდენიმე თვის წინ, მანამდე დაუჭირეს, ვიდრე ქვეყანას „ჰამასი“ დაესხმებოდა თავს. უფრო ადრე Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესის ლიდერებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ იარაღის მწარმოებელი კომპანია Rafael USA აღნიშნულ ბომბებს გადასცემს თავის ისრაელელ დედობილ კომპანიას, Rafael Advanced Defense Systems-ს, რათა შემდეგ ის ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენოს.
ევროპარლამენტარები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობენ
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი "ამაზრზენი ინციდენტი" აღარ განმეორდეს. „ტრაგიკული ამბავი კირბალიდან. ამ ამაზრზენ აქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას. მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს,"- წერს ლექსმანი სოციალურ ქსელ X-ზე. „რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს. მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს,“ - წერს თავის მხრივ, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი: რუსო ოკუპანტებო! დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის თქმით, დადგება დრო, როდესაც რუსი ოკუპანტები „ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდიან“. „რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ,რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ - მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?! მოგვკლათ, გაიტაცოთ ჩვენი თანამემამულეები, დაიტაცოთ ჩვენი ტერიტორიები?! რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით?! ერთი რამ იცოდეთ, დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით! „ვინც ქვებს მიათრევს, წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს და ვინც მახვილს აიღებს მახვილითვე დაეცემა,” - წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
დიდი ბრიტანეთის ელჩი: რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. „შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული,“ – წერს ელჩი X-ზე. კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ენტონი ბლინკენი იაპონიაში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში ჩავიდა. შეხვედრაზე ისრაელ-„ჰამასის“ ომს, რუსეთ-უკრაინის ომსა და ჩინეთთან ურთიერთობებს განიხილავენ. ბლინკენი იაპონიაში ვიზიტამდე ახლო აღმოსავლეთს სტუმრობდა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოვიდა. თურქეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების გასაზრდელად. „ვფიქრობ, უახლოეს დღეებში დავინახავთ, რომ დახმარება შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე შეტევის შესახებ იუწყება
ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში აფეთქებები იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „კიევის რეჟიმი“ ცდილობდა, 17 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა „ტერორისტული შეტევა.“ სამინისტროს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიის და ყირიმის თავზე „გაანადგურეს" 9 დრონი, ხოლო 8 „გზად დაიჭირეს.“ რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები კერძო სახლებს დაეცა დასახლებულ პუნქტებში, ორლოვკასა და ანდრეევკაში. რაზვოჟაევის თანახმად, მძიმედ დაიჭრა ერთი ადამიანი. ანექსირებულ ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს. უკრაინა ყირიმს ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
ზელენსკი: ომის დროს არჩევნებზე საუბარი უპასუხისმგებლობაა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის პირობებში საყოველთაო არჩევნების ჩატარებაზე საუბარს "უპასუხისმგებლობა" უწოდა. „ჩვენ ყველას გვესმის, რომ ახლა, ომის დროს, როდესაც ბევრი გამოწვევაა, სრულიად უპასუხისმგებლობა იქნება არჩევნებთან დაკავშირებულ თემებში ჩართვა ასეთი არასერიოზული ფორმით,” - განაცხადა ზელენსკიმ 6 ნოემბერს, თავის ღამის ვიდეომიმართვაში. „უნდა დავინახოთ, რომ ახლა თავდაცვის დროა, ბრძოლის დრო, რომელზეც დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მისი ხალხის ბედი... ვფიქრობ, ასეთ დროს არჩევნები არ არის მართებული," - დასძინა მან. ზელენსკი აცხადებს, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს, თუ 2024 წელს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ომის პირობებში ჩატარდება
პრეზიდენტი ხელმოწერების კამპანიას იწყებს: ხვალ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში
რუსეთის აგრესიაზე პასუხია ის, რომ საქართველო შევა ევროპულ ოჯახში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი. რეალურად, როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში, ჩვენ სხვა პერსპექტივას არ ვუყურებთ და არც გვჯერა. ძალიან გასაკვირია, თუ საქართველოში ვინმეს შეიძლება, სჯეროდეს მომავლის რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე. ვინმეს სჯეროდეს, წავიდეს და რამე ისწავლოს რუსეთში და რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რაღაც მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ევროპაში“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ხვალ, 8 ნოემბერს, 8 საათზე შეკრება დააანონსა. მისი თქმით, ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გეგმავდნენ შეკრებას, თუმცა ღონისძიების არსი მაინც არ შეიცვლება. „ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპნაია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული. ჩვენი საზოგადოება დღეს უნდა იყოს ერთიანი – დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურიობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან რუსეთმა სცადა, კიდევ შეგვიცვალოს დღის ჩვენი წესრიგი. ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი. ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. ხვალ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ თავისი გზა არასოდეს შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც ეკუთვნის საქართველოს – იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი. ხვალამდე, 20:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა