ძებნის რეზულტატი:
ბლინკენი თურქეთს დღეს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთს ეწვევა. ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება ბლინკენი თურქეთში, თუმცა ცნობილია ის, რომ ვიზიტი ხვალ შუადღემდე გაგრძელდება. ბლინკენის თურქეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, შაბათს, თურქეთმა ისრაელიდან ელჩი, საკირ ოზქან ტორუნლარი გაიწვია იმის გამო, რომ ქვეყანამ „ჰამასთან“ ომში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს.
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი განათავსა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის დამრყტმელი ჯგუფი ჩავიდა. მოიერიშე ჯგუფში, რომელსაც მეთაურობს Carrier Strike Group (CSG) 2, შედის: ფლაგმანი ავიამზიდი - USS Dwight D. Eisenhower (CVN 69), მართვადი რაკეტების კრეისერი USS Philippine Sea (CG 58), მართვადი რაკეტების გამანადგურებელი USS Mason (DDG 87) და სხვა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა 900 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ განაცხადა. მანამდე, 22 ოქტომბერს აშშ-მ დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი განლაგებისთვის მზადყოფნაში მოიყვანა. 25 ოქტომბერს პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის გემთსაშენზე იერიში მიიტანა
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელებმა ოკუპირებულ ქერჩში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდზე - „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გადამზიდზე - წარმატებული დარტყმა განახორციელეს. მანამდე მან განაცხადა, რომ ელოდებოდა ინფორმაციის დადასტურებას ქერჩის „ზალივის“ გემთმშენებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე წარმატებული დარტყმის განხორციელების შესახებ, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი, „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გადამზიდი იყო განთავსებული.
ჰამბურგის აეროპორტი კვლავ დახურულია
ჰამბურგის აეროპორტი კვლავ დახურულია. მანამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებულმა კაცმა ავტომობილით ჯებირი გაარღვია, ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. გასროლის ფაქტი პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ არავინ დაშავებულა. მანქანა 35 წლის კაცთან და 4 წლის ბავშვთან ერთად, თვითმფრინავის ქვეშ იყო გაჩერებული, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-ის ცნობით. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 20:00 საათზე მოხდა. „ოპერაცია გრძელდება. ჩვენი მომლაპარაკებლები კონტაქტში არიან მანქანაში მყოფ პირთან," - წერია პოლიციის X გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. Reuters-ი წერს, რომ პოლიცია არ ადასტურებს მათ ადრინდელ განცხადებებს, რომ კაცი შეიარაღებული იყო და მან ჰაერში გაისროლა.
უკრაინა რუსული ელექტრონული საომარი სისტემის განადგურების შესახებ იუწყება
ტავრიის ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსული ელექტრონული საომარი სისტემა ("Pole-21") გაანადგურეს. მან დეტალები არ დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ სისტემა „სატელიტური სანავიგაციო არხების ჩასახშობად არის შემუშავებული.“ მაისში CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო თვეებში რუსეთი ბლოკავს აშშ-ის მიერ მიწოდებულ საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS), რომლებსაც უკრაინის არმია იყენებს. ამერიკული ტელეარხი აღნიშნავდა, რომ რუსული ძალები ელექტრონულ ჩამკეტ სისტემას იყენებენ, რის გამოც რაკეტა მიზანს სცდება.
მოლდოვაში ადგილობრივი არჩევნები ილან შორთან დაკავშირებული პრორუსული პარტიის კანდიდატების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს
მოლდოვაში 5 ნოემბერს ადგილობრივი ხელისუფლების საყოველთაო არჩევნები იმართება. კენჭისყრისას 900-მდე ქალაქების მერებისა და სოფლის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, ასევე ადგილობრივი (ქალაქის, რაიონის, სოფლის) საბჭოების 11-ათასზე მეტ დეპუტატს ირჩევენ. არჩევნებში 40-მდე პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომისიამ, ადგილობრივ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, პრორუს ოლიგარქ ილან შორთან დაკავშირებულ პარტია „შანსის“ კანდიდატებს რეგისტრაცია გაუუქმა. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. პარტიამ - „შანსი“ ჩაანაცვლა პარტია - “შორი“, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა მანამდე აუკრძალეს. დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა კი განაცხადა, რომ პარტია ამომრჩევლების მოსყიდვას ეწევა და რუსეთიდან ფულს იღებს. ბრიფინგზე რესიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის საფუძველზე და ჰიბრიდული ომის კონტექსტში, რომელსაც რუსეთი მოლდოვაში აწარმოებს. „გამოვლენილია ქმედებები საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ორგანიზებული ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს ილან შორი პოლიტიკური პარტია "შანსის" მეშვეობით,“ - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა. პარტია „შანსის“ ლიდერმა ალექსეი ლუნგუმ ამ გადაწყვეტილებას მის პარტიაზე თავდასხმა უწოდა, ხოლო ილან შორმა აღნიშნა, რომ ფული მისი კანონიერი ბიზნესიდან არის მიღებული და არა რუსეთიდან. 2022 წლის ოქტომბერში აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს, ილან შორსა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკს სანქციები დაუწესა მოქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან, მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან, რასაც კრემლი უჭერდა მხარს. აშშ-ის მასშტაბით გაიყინა მათი აქტივები. 2022 წლის დეკემბერში მოლდოველ ოლიგარქებს იმავე ტიპის სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. მოლდოვაში პარტია „შორის“ იდეური მხარდამჭერები არიან კომუნისტები და სოციალისტები, რომლებსაც პარლამენტში 30-ზე მეტი მანდატი აქვთ. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული პარტია აკრძალა, მაგრამ 3 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ „შორის“ წევრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მომავალ თვეში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მოლდოვის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრორუსული პარტიის - „შორის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავდა. 2 ნოემბერს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა. ასევე გაეცანით: მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის
ნეთანიაჰუმ საქმიანობა შეუჩერა მინისტრს, რომელმაც ღაზის სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს საქმიანობა განუსაზღვრელი დროით შეუჩერა. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფდა მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორის წინააღმდეგ ბირთვული ბომბის გამოყენება შესაძლებელია. „ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები მოწყვეტილია რეალობას. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ზიანის მიყენება უდანაშაულო ადამიანებისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას გამარჯვებამდე,“ - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში. მემკვიდრეობის მინისტრის განცხადება ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის უნდა გადადგეს.„რადიკალების არსებობა მთავრობაში საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და ომის მიზნებს, რომელიც „ჰამასის“ დამარცხებას და ყველა მძევლის დაბრუნებას ითვალისწინებს. ნეთანიაჰუმ ამიჩაი ელიაჰუ თანამდებობიდან დღეს დილითვე უნდა გაათავისუფლოს,“ - განაცხადა იაირ ლაპიდმა. ელიაჰუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდება "ერთ-ერთი ვარიანტია და რომ „მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზაში არ არსებობს."მინისტრმა განმარტა, რომ მისი განცხადება "მეტაფორული" იყო.
ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს, შეათანხმოს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა წლის ბოლომდე. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისთვის მან მოლაპარაკებები სენატორებთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებთანაც გამართა. კითხვას, შეძლებს თუ არა ევროკავშირი დაეხმაროს უკრაინას, თუ აშშ-ის დახმარება 2024 წელს შემცირდება, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ომის პირველივე დღიდან უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი იყო და ეს მისი სუვერენული გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები და ამერიკულ მხარეს აცობა ევროკავშირის გეგმების შესახებ. „მე შევთავაზე ევროპულ საბჭოს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე შევთანხმდეთ. ჩვენ მათ ავუხსენით, რას ვაკეთებთ და რატომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს ფინანსური სტაბილურობა," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 3 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა.
უნგრეთის პრეზიდენტი სოლიდარობის ნიშნად ისრაელს ეწვია
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი ისრაელს ეწვივა. უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ისრაელში "სოლიდარობის ვიზიტით“ ჩავიდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს. ახლა შეხვედრას ვმართავ ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგთან, რის შემდეგაც შევხვდები “ჰამასის“ მიერ დაკავებული უნგრელი მძევლების ოჯახებს," - განაცხადა ნოვაკმა. უნგრეთის პრეზიდენტამდე სოლიდარობის გამოსახატავად ისრაელს ეწვივნენ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, ასევე აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
მეუფე შიო: გარეგნული სიმდიდრე მარადიული ცხოვრებისთვის არაფერს ნიშნავს, უმთავრესია შინაგანი თვისებები
„გარეგნული სიმდიდრე, რისკენაც უმეტესწილად მიისწრაფვის დღეს ადამიანი, მარადიული ცხოვრებისთვის არაფერს ნიშნავს, არამედ, უმთავრესია ის შინაგანი თვისებები, რომლებსაც მოვიპოვებთ ჩვენს ცხოვრებაში, ეს შინაგანი სიმდიდრე და სულის მშვენიერება. სწორედ ეს მიგვყვება ჩვენ მარადიულ ცხოვრებაში,“ ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 22-ე კვირას, წმინდა იაკობ მოციქულის ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა. მისი სიტყვებით, „ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს ამ ცხოვრების განმავლობაში, არის მოთმინება და სიმდაბლე.“ „ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს ამ ცხოვრების განმავლობაში, არის სწორედ მოთმინება და სიმდაბლე. რაც მხოლოდ და მხოლოდ მოიზიდავს სულიწმიდის მადლს ადამიანის სულზე. თუ ამას დაემატება სიყვარული და გულმოწყალება, სწორედ ამაში მდგომარეობს სულის გადარჩენა,“ - აღნიშნა მეუფე შიომ.
ყაზახეთმა ჩინურ კომპანიებს მოუწოდა, უფრო აქტიურად გამოიყენონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ჩინურ სატრანსპორტო კომპანიებსა და ლოგისტიკის ოპერატორებს მოუწოდა, ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერების ტრანსპორტირებისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი უფრო აქტიურად გამოიყენონ. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ამ წინადადებით შანხაიში, ჩინეთის მე-6 საერთაშორისო გამოფენის (CIIF) გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გამოვიდა. სმილოვმა აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი საქონლის ტრანსპორტირების დროს თითქმის გაანახევრებს. „ამჟამად, ჩინეთიდან ევროპაში სახმელეთო სატრანზიტო მიმოსვლის დაახლოებით 85% ყაზახეთის გავლით ხდება. ქალაქ სიანსა და ფოთის პორტში ყაზახური ტერმინალების მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. დაგეგმილია მე-3 სარკინიგზო გამშვები პუნქტის აშენება ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარზე, ასევე, შავ ზღვაზე საპორტო ობიექტების გაფართოება შუა დერეფნის გასწვრივ,“ აღნიშნა სმაილოვმა. მან ჩინეთის სატრანსპორტო კომპანიებს მიიწვია, მონაწილეობა მიიღონ ჩამოთვლილ პროექტებში და ასევე მიიწვია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ოპერატორები, რომ აქტიურად გამოიყენონ ყაზახეთში არსებული ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს მონაწილეობით შეიქმნა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პალესტინის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრაზე, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისა და პირველადი საჭიროების სერვისების განახლების მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება დაადასტურა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი თქმით, ბლინკენმა და აბასმა დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღდგენის მცდელობები განიხილეს, მათ შორის "პალესტინელების წინააღმდეგ ექსტრემისტული ძალადობის შეჩერების და დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობა.“ მეთიუ მილერის განცხადებით, ბლინკენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის ღირსების და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანაბარი ზომების განხორციელების მიმართ ერთგული რჩება. ენტონი ბლინკენმა ასევე გამოხატა აშშ-ის ვალდებულება, იმუშაოს „პალესტინის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზების მიზნით.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ბლინკენი დღეს თურქეთში ჩავა. მანამდე ის ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პალესტინის წარმომადგენლებს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორ ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2-10 ნოემბერს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, იორდანიის დედაქალაქ ამანს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულს და ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელის ეწვევა.
ჰამბურგის აეროპორტში ინციდენტი ეჭვმიტანილის დაკავებით დასრულდა
ჰამბურგის აეროპორტის ინციდენტი დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციის თქმით, კაცი, რომელიც აეროპორტში მანქანით, შვილთან ერთად შეიჭრა, დაკავებულია. ის პოლიციას ჩაბარდა. ტერიტორიიდან ბავშვიც უვნებლად გამოიყვანეს. ინციდენტმა აეროპორტში ფრენების შეფერხება გამოიწვია. აეროპორტში განაცხადეს, რომ კვირას დაგეგმილი იყო 286 ფრენა დაახლოებით 34 500 მგზავრით. მანქანა 35 წლის კაცთან და 4 წლის ბავშვთან ერთად, თვითმფრინავის ქვეშ იყო გაჩერებული, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-ის ცნობით. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ კაცთან მოლაპარაკებები თარჯიმნის მეშვეობით, თურქულ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა უცნობია, რა კავშირი აქვს მას ამ ქვეყანასთან. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სავარაუდოდ, სამეურვეო დავას უკავშირდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაცმა ჰაერში ორჯერ გაისროლა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ჰამბურგის აეროპორტი კვლავ დახურულია
რომის პაპი: ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება
რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე საუბრისას მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ვაგრძელებ ფიქრს პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” - აღნიშნა რომის პაპმა. მას იმედი აქვს, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება მოხდეს.
უკრაინა წინსვლისთვის ახალ სამხედრო სტრატეგიას განიხილავს
უკრაინა განიხილავს თავის სამხედრო სტრატეგიის შეცვლას, რომ "უფრო სწრაფად წავიდეს წინ." უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა NBC News– ს განუცხადა. ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფრონტზე ჩიხური ვითარება არ შექმნილა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეტევა ნელია იმის გამო, რომ „რუსეთი აკონტროლებს ცას.“ ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, ჩემზე ზეწოლას არავინ ცდილობს ზელენსკის თქმით, წარმატებული შეტევითი ოპერაციებისთვის საჭიროა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე F-16 გამანადგურებლები. უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ფრონტი შარშანაც სტატიკური იყო, მაგრამ შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში გარღვევა მოახდინეს. ზელენსკის თქმით, ფრონტზე ვითარება ჩიხში არ შესულა: უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას და დათმობებს არ აპირებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ ევროპის ემპიონატზე ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ), ილია სულამანიძემ (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალის გზაზე ყველა მეტოქეს აჯობეს. საჩემპიონო ბრძოლაში კი ოთხივე დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მეცხრე ადგილზე გავიდა.
უკრაინაში, 128-ე ბრიგადის სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
128-ე ბრიგადის სამხედროების დაღუპვის საქმეზე უკრაინამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ტრაგედის თავიდან აცილება შეიძლებოდა. დასავლეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, დაჯილდოების ცერემონიის დროს, 20-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამჟამად არ არის დადასტურებული. „თავდაცვის მინისტრმა (რუსტემ) უმეროვმა მითხრა იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია ყველა იმ გარემოების გასარკვევად, რაც მოხდა, კონკრეტულად, ვინ რა ბრძანებები გასცა,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან პირობა დადო, რომ შეიარაღებულ ძალებში ცვლილებებს განახორციელებს დაუდევრობის, საბჭოთა კავშირის ეპოქის პრაქტიკის და ბიუროკრატიის მოსაგვარებლად. ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვების მისაღწევად. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა სამხედროების დაჯილდოების დროს თავდასხმა განახორციელეს.
თურქეთში დემონსტრანტებმა ინჯირლიკის ავიაბაზაზე შეჭრა სცადეს
თურქეთის პოლიციამ, ქალაქ ადანის მახლობლად, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ინჯირლიკის ავიაბაზის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ, ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. თურქული ტელეარხი NTV იუწყება, რომ ჯგუფმა, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელისა და აშშ-ის მოქმედებების წინააღმდეგ გამოდის, ავიაბაზის დახურვა მოითხოვა. წყაროს ცნობით, აქციის ზოგიერთი მონაწილე ადანაში სტამბოლიდან ჩავიდა, მათ სხვა ქალაქებიდანაც შეუერთდნენ. ინჯირლიკის ავიაბაზა, რომელსაც საერთაშორისო კოალიცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებს, ასევე მოიცავს აშშ-ის ძალებს. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელს ომის დანაშაულში ადანაშაულებს. 4 ნოემბერს ანკარამ ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. ცნობისთვის, ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მისი „სამიზნე მხოლოდ „ჰამასია“, რომელიც მოსახლეობას ფარად იყენებს.“
აშშ-ის მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი განთავსდა. CNN ცენტრალური სარდლობის ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავი პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა. ამერიკული ტელეარხის ცნობით, შეერთებული შტატები იშვიათად აკეთებს განცხადებას ბალისტიკური და მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავების მოძრაობასა თუ ოპერაციებზე. ეს შემთხვევა კი, რეგიონში ირანისა და მისი მარიონეტების მიმართ, შეკავების მკაფიო გზავნილია. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის დამრყტმელი ჯგუფიც ჩავიდა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
გაერო: ღაზის სექტორში გაეროს 88 თანამშრომელი დაიღუპა
გაეროს ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დამცველი გაერთიანებების ერთობლივი განცხადებით, ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 88 თანამშრომელი დაიღუპა, რაც ერთი კონფლიქტის დროს დაფიქსირებული ყველაზე დიდი დანაკარგია. განცხადების ხელმომწერები ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან. „ვიმეორებთ ჩვენს თხოვნას, რომ მხარეებმა პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მძევლად მყოფი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ. მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავადმყოფოები, თავშესაფრები და სკოლები, დაცული უნდა იყოს. გვჭირდება ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. გავიდა 30 დღე. ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს ახლავე უნდა შეწყდეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. დოკუმენტს ხელს აწერენ: გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორი კეტრინ რასელი და სხვები.