ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს კოლეგასთან გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო

„უკრაინას და საქართველოს აქვთ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები, დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო შეშფოთება გამოხატა. „მე მოხარული ვარ, რომ ბატონი დენის შმიგალი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა და ამას ადასტურებს ჩვენი დღევანდელი ვიზიტიც. უკრაინას და საქართველოს აქვთ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები და ჩვენ დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია საერთო გამოწვევები და პრობლემა, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან რა თქმა უნდა, გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მე მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დენის შმიგალი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია

„დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია“ - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებითა და ფაქტებით. შმიგალის განცხადებით, უკრაინა-საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობები ემყარება პირველ რიგში უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. ,,ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ეს ორმაგად სასიამოვნოა. უკრაინელი ხალხის სახელით, ქართველს ხალხს, მე მინდა ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა. ძვირფასო მეგობრებო, რთული გლობალარი გამოწვევების პერიოდია, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება კორონავირუსსს. ჩემი ვიზიტი საქართველოში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობები ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენი ქვეყნების ბიზნესისათვის და მოქალაქეებისათვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორობით. დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ემყარება პირველ რიგში ერთობლივ მიზნებს უკრაინისა და საქართველოსი ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირში და NATO-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა, ეს არის მხოლოდ დროის საკითხი. საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამისათვის ყველა საჭირო კრიტერიუმებს მიაღწიონ", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის

უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორი ქვეყნის მთავარი ამოცანაა, რომ გაორმაგდეს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და უკრაინას შორის. „ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება. უკრაინა არის საქართველოს ერთერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის და ჩვენ დღეს დავისახეთ ამოცანა, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან და ყოველთვის მოხარული ვიქნებით მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თმით, არსებობს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ კიდევ ურო მეტად გაძლიერდეს ქვეყნებს შორის არსებული ისედაც ძლიერი ურთიერთობები. „ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა შევაჯამო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, ყველა ძალიან ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ კიდევ ურო მეტად გავაძლიეროთ ჩვენს შორის არსებული ისედაც ძალიან ძლიერი ურთიერთობები და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა. კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს ჩამობრძანებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინის პრემიერი: ჩემი ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

„უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორობით“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შმიგალის განცხადებით, უკრაინა-საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობები ემყარება პირველ რიგში უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ემყარება პირველ რიგში ერთობლივ მიზნებს უკრაინისა და საქართველოსი ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირში და NATO-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა, ეს არის მხოლოდ დროის საკითხი. საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამისათვის ყველა საჭირო კრიტერიუმებს მიაღწიონ", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა. ,,ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ეს ორმაგად სასიამოვნოა. უკრაინელი ხალხის სახელით, ქართველს ხალხს, მე მინდა ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა. ძვირფასო მეგობრებო, რთული გლობალარი გამოწვევების პერიოდია, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება კორონავირუსსს. ჩემი ვიზიტი საქართველოში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობები ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენი ქვეყნების ბიზნესისათვის და მოქალაქეებისათვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორობით“, - აღნიშნა შმიგელმა.

დენის შმიგალი: მე დაინტერესებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები თანმიმდევრობით განვითარდეს

„როგორც მთავრობის მეთაური, მე დაინტერესებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები თანმიმდევრობით განვითარდეს, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, - ამის შესახებ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინის პრემიერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებები, იქნება იმპულსი ორმხრივი სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის, ერთობლივი საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ-ლოგისტიკური პროექტების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს კოორდინაციის გაძლიერებას ტურიზმისა და კორონავირუსთან ბრძოლის სფეროში. „ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეთანხმება იმის შესახებ, რომ აღიარებული ოყოს დოკუმენტები ვაქცინაციის შესახებ, ორმხრივი აღიარება მაქსიმალურად გაამარტივებს საზღვრის კვეთას ჩვენი მოქალაქეების მიერ, რომლებიც დიდი სიამოვნებით მოინახულებენ ჩვენს ქვეყნებს. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიურად იმოქმედა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკაზე და ჩვენი საქონელბრუნვა 2020 წელს 15.6%-ით შემცირდა, მაგრამ პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, მე მინდა აღვნიშნო, რომ ისევ გაიზარდა 4%-ით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამ ნეგატიური ტენდენციების გადალახვის მიზნით, შევთანხმდით, რომ წლის ბოლოს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-უკრაინული მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის მე-10 სხდომას და ასევე, უახლოეს მომავალში, გაიმართება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფის სხდომები. უკრაინასა და საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტული პოტენციალი და ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან დიდ ყურადღებას გავამახვილებთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივ განვითარებაზე და ასევე, სატვირთო გადაზიდვებზე ჩვენი ქვეყნების შავი ზღვის პორტებს შორის“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის პრემიერი: რუსეთი შავი ზღვის რეგიონში ქმედებებით აიძულებს უკრაინასა და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციაზე“, - ამის შესახებ თბილისში მყოფმა უკრაინის პრემიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, NATO-ს ქვეყნების ჩართულობით. „რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, NATO-ს ქვეყნების ჩართულობით. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოსი და ძალიან ვაფასებთ მის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარების და ასევე დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობის კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციაზე. ჩემი მხრივ, მინდა დავადასტურო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბატონ პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების დროს მე დავადასტურე, რომ უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას და ასევე საქართველოს ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსს“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.

დენის შმიგალი: მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის

„მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ“- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ძვირფასო მეგობრებო, უკრაინას და საქართველოს აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია, მჭიდრო კულტურული კავშირები და ხალხებს შორის კონტაქტები. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, არის ჩვენი მწერალი, პოეტი ქალბატონი ლესია უკრაინკა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ლესია უკრაინკას ახალი მუზეუმ- ბიბლიოთეკის შენობის მშენებლობა სურამში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ მიღწეული შეთანხმებები რეალიზებული იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს არამხოლოდ გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მე მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

დენის შმიგალი: ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება

ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შედგა შეთანხმება, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ მწვანე ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის განვითარებას. „მოლაპარაკებების დროს, ბატონ პრემიერ-მინისტრთან გამოვხატე დაინტერესება საინვესტიციო თანამშრომლობის უფრო აქტიური განვითარების კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, ასევე ერთობლივი საწარმოების განვითარებაზე და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესზე. ორივე ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო იყო სახელმწიფო კერძო პარტნიორობის პროექტების დანერგვის მიმართულება, კერძოდ, საზღვაო სექტორში ავიაციაში და საგზაო სფეროში. ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეს არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ე.წ მწვანე ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის განვითარებას. ამას ხელს შეუწყობს ურთიერთგაგების მემორანდუმი ჩვენს პროფილურ უწყებებს შორის. ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი ერთობლივი მიდგომების შემუშავებისთვის, რომლებიც მიმართულია აღდგენითი ენერგიის ბაზრების განვითარებაზე. მზად ვართ, რომ განვიხილოთ ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობა, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სუამის ფარგლებში, სადაც ჩვენ გვავს მსგავსი პოზიციები და მიდგომები ამ ორგანიზაციების შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

შმიგალმა და ღარიბაშვილმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისში ვიზიტით მყოფ უკრაინელ კოლეგას შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის განსაკუთრებულ მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის პოზიცია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგულების მიმართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის საერთო გამოწვევას - რუსეთის მხრიან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპაციის მძიმე შედეგებს შეეხო. საქართველოს პრემიერ მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ფართოვდება და სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გასაზრდელად, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება. ასევე, ხაზი გაესვა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და უკრაინას თანამშრომლობას. მხარეების შეფასებით, გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და სუამის ფორმატებში თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და ურთიერთმხარდაჭერის კარგი შესაძლებლობაა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ - უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ოლეკსანდრ ტკაჩენკო, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ოლენა კოტლიაროვა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი; ხოლო, საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე.

დენის შმიგალი: საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინელი ხალხის სახელით მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება

„საქართველოს გაუმარჯოს! ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, უკრაინელი ხალხის სახელით მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქციული ატმოსფეროსთვის, რომლითაც დახვდნენ უკრაინულ დელეგაციას თბილისში. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა და ეს ორმაგად სასიამოვნოა. უკრაინელი ხალხის სახელით მე მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება. საქართველოს გაუმარჯოს! ძვირფასო მეგობრებო, აი ამ რთული, გლობალური გამოწვევების პირობებში, რომელიც პირველ რიგში კორონავირუსს უკავშირდება, ჩემი ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვენს ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი ქვეყნების ბიზნესისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით. დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის პირველ რიგში ემყარება უკრაინის და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და NATO-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი მხრიდან, საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიაღწიონ ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

ქართულ-უკრაინული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეათე სხდომა წლის ბოლოს გაიმართება

შევთანხმდით, რომ წლის ბოლოს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-უკრაინული მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის მეათე სხდომას, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ასევე უახლოეს მომავალში გაიმართება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფის სხდომები. ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას და საქართველოს მნიშვნელოვანი ტრანზიტული პოტენციალი აქვს, რის გამოც მომავალში საერთაშორისო-სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივ განვითარებაზე გაამახვილებენ ყურადღებას. „სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიურად იმოქმედა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკაზე. ჩვენი საქონელბრუნვა 2020 წელს 15.6 პროცენტით შემცირდა. მაგრამ პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, მინდა, აღვნიშნო, რომ ისევ გაიზარდა ოთხი პროცენტით და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნეგატიური ტენდენციების გადალახვის მიზნით, შევთანხმდით, რომ წლის ბოლოს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-უკრაინული მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის მეათე სხდომას. ასევე, უახლოეს მომავალში გაიმართება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფის სხდომები. უკრაინას და საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტული პოტენციალი. ამიტომ ჩვენც შევთანხმდით, რომ დიდ ყურადღებას გავამახვილებთ საერთაშორისო-სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივ განვითარებაზე. პრემიერთან მოლაპარაკებებისას გამოვხატე დაინტერესება საინვესტიციო თნამშრომლობის უფრო აქტიური განვითარების. ვისაუბრეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის კუთხით ინევსტიციების მოზიდვის გზებზე, ერთობლივი საწარმოების განვითარებაზე, ასევე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესზე. ორივე ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო იყო სახელმწიფო, კერძო პარტნიორობის პროექტების დანერგვის მიმართულება. კერძოდ, საზღვაო სექტორში, ავიაციასა და საგზაო მეურნეობაში. ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ეგრეთ წოდებული მწვანე ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას. რა თქმა უნდა, ამას ხელს შეუწყობს ურთიერთგაგების მემორანდუმი ჩვენს პროფილურ უწყებებს შორის. ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი ერთობლივი მიდგომების შემუშავების, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყნებში აღდგენითი ენერგიის ბაზრების განვითარებაზე. მზად ვართ, განვიხილოთ ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობა, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სუამის ფარგლებში, სადაც ჩვენ გვაქვს მსგავსი პოზიციები და მიდგომები ამ ორგანიზაციების შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

დენის შმიგალი: „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ხაზს უსვამს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ამბიციებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები

ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი ხაზს უსვამს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ამბიციებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები და უფრო ეფექტურად მოემზადონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რამდენიმე კვირის წინ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შექმნეს „ასოცირებული ტრიო“, რომელიც, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და მათ ამბიციებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები და მეორე მხრივ, იძლევა საშუალებას, უფრო ეფექტურად მოემზადონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტისთვის. კერძოდ, ეს არის რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილება“, – განაცხადა დენის შმიგალმა. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი 17 მაისს გააფორმეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ, გვიან ღამით ეწვია. დენის შმიგალი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს. უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და უკრაინა ძალიან მოტივირებული ვართ, რომ ძალიან მალე გავხდეთ NATO-ს სრულფასოვანი წევრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ, ამ საკითხზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის საკითხებიც. ორივე ქვეყანა ასევე ვართ ძალიან მოტივირებული, რომ ძალიან მალე გავხდეთ NATO-ს სრულფასოვანი წევრები. მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის სამიტზე, მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები და წლების მანძილზე, ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ გზაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ილია მეორეს ესტუმრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა. „შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ. კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრები დალოცა და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა PACE-ს თანამომხსენებლებთან შეხვედრაზე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ რეფორმაზე ისაუბრეს

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. დეპუტატებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილ სასამართლო რეფორმას, აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის, თუ როგორ განვითარდება მომავალში პოლიტიკური პროცესები და აქვს მნიშვნელობა იმისთვისაც თუ რამდენად შეასრულებს საქართველო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ დემოკრატიულ ვალდებულებებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. „მიუხედავად შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი კონკრეტული შეთანხმებისა, მაინც მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ახალი წევრების დანიშვნა, ისევე როგორც ხელისუფლება აპირებს ყველას შეეხოს ამნისტია, მაშინ როდესაც შეთანხმებით გათვალისწინებული იყო მხოლოდ პოლიტიზირებული საქმეები“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. შეხვედრისას პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყანაში არსებულ მედია გარემოზე. „ნინოწმინდის ბავშვთა სახლის პრობლემა ეს არის საკითხი, რომელიც ნომერ პირველი პრობლემა უნდა იყოს დღეს, ყველა პარტნიორთან სასაუბროდ. განსაკუთრებით, იმ პარტნიორებთან, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს ახდენენ. დღეს ჩვენ გვაქვს პანსიონები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან დავით ბაქრაძე, ხათუნა სამნიძე და ზურაბ ჯაფარიძე მონაწილეობდნენ

ისრაელის ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა

ისრაელის ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა. შეთანხმების შესახებ ოპოზიციური ცენტრისტული პარტიის ლიდერმა იაირ ლაპიდმა პრეზიდენტს რუვენ რივლინს ვადის ამოწურვამდე 35 წუთით ადრე აცნობა. „პატივი მაქვს, გაცნობოთ, რომ მთავრობის ფომირებაში წარმატებას მივაღწიეთ“, – ნათქვამია პრეზიდენტისთვის ლაპიდის მიერ გაგზავნილ ელექტრნულ წერილში. სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუვენ რივლინმა ოპოზიციის ლიდერს შეთანხმების მიღწევა ტელეფონით მიულოცა. ლაპიდის მთავარი პარტნიორი ნაციონალისტი ნაფტალი ბენეტია, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი როტაციის პრინციპით პირველმა უნდა დაიკავოს. ორ წელიწადში კი პრემიერის თანამდებობაზე ის იაირ ლაპიდმა უნდა შეცვალოს. კოალიციური მთავრობის შემადგენლობა ქნესეთმა უნდა დაამტკიცოს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტით მიიწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტით მიიწვია. შეხვედრაზე, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგნელები ესწრებოდნენ, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და ასევე სამმხრივი საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის გააქტიურებას გაესვა ხაზი. იმსჯელეს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღინიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კახა კუჭავამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და იმ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ისაუბრეს უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ უკრაინა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს. აღინიშნა პოსტპანდემიურ პერიოდში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენისა და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და მნიშვნელობა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 11 ივნისს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის, 11 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. ,,პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 11 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება. აღნიშნული კატეგორიებია: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი); სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები, ასევე, რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისათვის, საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობები - ფორმა 100, ფორმა 50) ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: 2021registracia@gmail.com ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე - 2021registracia@gmail.com მიიღება სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები. კერძოდ: ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია. ყველა სხვა ზემოთხსენებული სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად. მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 18 ივნისს, 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. ამასთან, მშობლებმა რეგისტრაციის გავლისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.ელექტრონულად დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს.რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები - დაბადების მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი (ბიომეტრიული), ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის ასლი უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში" , - აღნიშნულია განცხადებაში.

ოსტატების რეესტრისთვის კანდიდატებს სპეციალური კომისია შეარჩევს

ოსტატების რეესტრისთვის კანდიდატების შესარჩევად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომისიის შემადგენლობაში არიან: ტარიელ კიპაროიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), მერაბ ბოჭოიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), გოგოთურ მირსიაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნიკოლოზ ზაზუნიშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნოდარ მინდორაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), სპარტაკ ჯვარიძე (სამუშაოთა მწარმოებელი, რესტავრატორი), გიორგი ციციშვილი (არქიტექტორი), დავით ჯინჭარაძე (არქიტექტორი) და ლაშა შარტავა (არქიტექტორი). როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ ექნებათ კანდიდატებს შანსი, რომ მოხვდნენ ოსტატების რეესტრში და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში დასაქმდნენ, ან დასაქმებამდე კვალიფიკაციის კურსები გაიარონ. ამ ეტაპისთვის სამინისტროში შემოსულია 70 განაცხადი. ოსტატების რეესტრში დასარეგისტრირებლად განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 ივნისია, ხოლო გასაუბრება კანდიდატებთან მომდევნო კვირაში დაიწყება. შეგახსენებთ, ოსტატების რეესტრის შექმნის მიზნით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს განაცხადების მიღებას შემდეგ პროფესიებში: - ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი); - ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი. - კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი); - სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები) - მჭედელ-ზეინკალი; - მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი. რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს 15 ივნისამდე კიდევ აქვთ შესაძლებლობა მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები. გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში, მან თან უნდა იქონიოს შესრულებულ სამუშაოთა ფოტო და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვიდეომასალა. გასაუბრების შედეგად, კომისია ან გასცემს კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების რეკომენდაციას, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) უზრუნველყოფს კულტურის სამინისტრო. დასაქმებული ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გაგზავნილი პირებისაგან შედგება ოსტატთა რეესტრი. საბოლოო ჯამში, რეესტრში აღრიცხული ოსტატები მიიღებენ დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - სერტიფიკატს. გათვალისწინებულია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები. "აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში კულტურულ მემკვიდრეობის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც ახალშექმნილი სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადჰყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამის სამწუხარო მაგალითია გელათის სამონასტრო კომპლექსიც, რომლის გადახურვის პროექტი 2008 წელს შედგა და, მას შემდეგ, ხარვეზებით წარმოებულმა სამუშაოებმა ძეგლის დაზიანება გამოიწვია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პარლამენტში ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა

„სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე ერთიანდებიან და საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან. ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ერქმევა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. „დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი გაერთიანების მთავარი საფუძველი არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა მოაწერა ხელი, აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ საპარლამენტო მუშაობისას გამოიყენებს ყველა ბერკეტს დოკუმენტის სრულად შესასრულებლად“, – განაცხადა სამნიძემ. მისივე თქმით, ახალი ფრაქცია შეიქმნა სწორედ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე. „ამან მოგვცა საშუალება, გავერთიანდეთ ერთი მიზნის ირგვლივ. სახელიც ამ ფრაქციის შესაბამისად შევარჩიეთ. ფრაქციაში გაერთიანებული არიან სამი პოლიტიკური პარტია – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები, გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველიც, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ფრაქციის აპარატს კი სერგო ჩიხლაძე. ახალი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება პაატა მანჯგალაძე.