ძებნის რეზულტატი:

კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ მყარდება ლარი

„ეკონომიკამ დაიწყო ზრდა, ინფიცირების რიცხვი შემცირდა, ფინანსური სისტემა კარგად უმკლავდება გამოწვევებს“, - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რამაც მისი აზრით, ლარის გამყარებას შეუწყო ხელი. „რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის მოძრაობას გამყარების მიმართულებით - შეუძლებელია, კონკრეტულად დავასახელოთ რამე მიზეზი, ეს მომავალში უნდა დაგვანახოს საგადამხდელო ბალანსმა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოქვეყნდება და აუცილებელია ეს იმისთვის, რომ ზუსტად, რიცხობრივად შევხედოთ, რამ გამოიწვია აღნიშნული. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, არ ვაკეთებთ ხოლმე ლარის მოკლევადიან მოძრაობაზე კომენტარს და არც ანალიზი უნდა გაკეთდეს; ყოველთვის გრძელვადიანი პერიოდის აღებაა საჭირო, მაგრამ თუ მაინც შევხედავთ მოკლევადიან ვითარებას, არის დადებითი მოლოდინები - ეკონომიკამ დაიწყო ზრდა, ინფიცირების რიცხვი შემცირდა, ფინანსური სისტემა კარგად უმკლავდება გამოწვევებს. ამდენად, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ეხმარება დადებითი მოლოდინების შექმნას, რაც მოქმედებს ლარის კურსზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეკონომისტი: ლარის გამყარების სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინები, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2228 ლარი გახდა. 2020 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ ერთი დოლარის ფასი 3.22 ლარი არ ყოფილა.

ეკონომისტი: ლარის გამყარების მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინები, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს

„ლარის გამყარების მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინების გაჩენა, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს“, - განაცხადა Europetime-თან ინტერვიუში „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა. „მიზეზებზე გადაჭრით საუბარი რთულია, თუმცა სავარაუდოა, რომ მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინების გაჩენა, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს. ასევე, ამ პოზიტიური მოლოდინების გაჩენას შეიძლება, ხელი შეუწყო კომენდანტის საათის გადაწევამ, რაც ცალსახად დადებითად აისახება როგორც ტურიზმზე, ასევე შიდა სარესტორნო ბიზნესზე და ასე შემდეგ. ტურიზმისთვის კომენდანტის საათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არის ასევე გარკვეული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შეიძლება, რომ დადებითაც შეფასდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეა გაცხადებული, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულებს ეხმარებიან იმაში, რომ აიცრან და თუ აიცრებიან, რეკლამირებას გააკეთებენ და ასე შემდეგ, ეს გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა. კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ მყარდება ლარი 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2228 ლარი გახდა. 2020 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ ერთი დოლარის ფასი 3.22 ლარი არ ყოფილა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: მხოლოდ აშშ-ს და ჯო ბაიდენს შეუძლიათ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის შეჩერება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლიათ შეაჩერონ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"- ის გაზსადენის მშენებლობა. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა. "მხოლოდ აშშ-ს და ჯო ბაიდენს შეუძლია "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება. ეს არის ძლიერი იარაღი, რომელიც რუსეთის ხელშია", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სენატორებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ აღნიშნული გაზსადენის ამუშევება უკრაინას წაართმევს სახსრებს, რომლებიც საჭიროა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად, რომელიც დღეს მთელ ევროპას იცავს.

ქალაქი ბრაზილიაში, რომელიც Sinovac-ით ვაქცინაციის შემდეგ პანდემიას ამარცხებს

Sinovac-ით ვაცინაციის შემდეგ, ბრაზილიის 45000-იანი ქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ბრაზილიის ქალაქ სერრანაში, სადაც ყველა აცრეს ექსპერიმენტის ფარგლებში, ახლა მხოლოდ ერთი მძიმე პაციენტია, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული. ექიმების თქმით, 63 წლის ქალმა Sinovac-ით აცრაზე უარი თქვა, რადგან Pfizer-ის ვაქცინას ელოდა. ქალაქში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელსაც „პროექტი S“ უწოდეს, ის ოთხ თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ვაქცინა რეალურ პირობებში გამოსცადეს. საჯაროდ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, პანდემიის კონტროლი შესაძლებელია, თუ მოსახლეობის სამი მეოთხედი Sinovac-ით სრულად არის ვაქცინირებული, განაცხადა სან პაულოს შტატის ბუტანტანის ინსტიტუტის დირექტორმა და კვლევის კოორდინატორმა., რიკარდო პალასიოსმა. სიკვდილიანობა შემცირდა 95% -ით, ჰოსპიტალიზაცია 86% -ით და სიმპტომური შემთხვევები 80% -ით. მსგავსი კვლევა ტარდება ბრაზილიის სხვა ქალაქშიც, ბოტუკატუში, რომლის მოსახლეობა 148,000-ს შეადგენს. მკვლევრები იყენებენ Oxford / AstraZeneca ვაქცინას, რომელიც ადგილობრივი Fiocruz-ის ინსტიტუტის მიერ არის წარმოებული. ბრაზილია პანდემიამ მძიმედ დააზიანა, დაიღუპა თითქმის 463,000 ადამიანი. BBC წერს, რომ ქვეყანა ებრძვის ვაქცინაციის ნელ ტემპს, რაც გამოიწვია ვაქცინების დაგვიანებამ, ხოლო ყოველდღიური სიკვდილიანობისა და შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი მაღალია, ინფექციების აღსაკვეთად კოორდინირებული ღონისძიებების არარსებობის გამო. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ, არაერთხელ დააყენა ეჭვის ქვეშ ვაქცინის ეფექტურობა. მან თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია არ შეიძენდა ჩინურ ვაქცინას. ჯანდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა შეთანხმებას ათობით მილიონი დოზის შესაძენად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ჯანმრთელობის მარეგულირებელმა დაადასტურა მისი გამოყენება. ამ დროისთვის ბრაზილიაში 10.57% სრულად არის ვაქცინირებული. Sinovac-ის ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია პირველ ივნისს მიიღო.

აშშ-მა ბულგარეთის 3 მოქალაქე და მათი 64 კომპანია "შავ სიაში" შეიყვანა

აშშ-მა ბულგარეთის 3 მოქალაქე და მათი 64 კომპანია "შავ სიაში" შეიყვანა, მათ კორუფციაში ედებათ ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა ბიზნესმენსა და ოლიგარქს, ვასილ კრუმოვ ბოჟკოვს, ყოფილ პარლამენტარს, დელიან სლავჩევ პეევსკის და მტავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს, ილკო დიმიტროვ ჟელიაზკოვს. ასევე სანქციები დაეკისრა 64 კომპანიას, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ვასილ კრუმოვ ბოჟკოვი რუსეთის ხელისუფლებისთვის ბულგარეთის მთავრობაზე გავლენის არხის შექმნას ცდილობდა. "კორუფცია არა მხოლოდ ართმევს მოქალაქეებს რესურსებს, არამედ მას შეუძლია, დაანგრიოს ინსტიტუტები, რომლებიც მოქალაქეების დასაცავად არის შექმნილი. მაგნიტსკის გლობალური სასანქციო პროგრამის ფარგლებში მიღებული ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვებრძოლოთ კორუფციას, სადაც არ უნდა იყოს ის", - ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორის, ანდრეა გაკის განცხადებაში. სანქციების პირობების თანახმად, "შავ სიაში" შეყვანილ პირებს და კომპანიებს ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა. ამასთანავე ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ მათთან ურთიერთობა.

იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, ბელარუსის წინააღმდეგ შეთანხმებული სანქციები სრულად განხორციელდეს

მნიშვნელოვანია, ბელარუსის წინააღმდეგ შეთანხმებული სანქციები სრულად განხორციელდეს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურ-მა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოკავშირეთა ნაწილი დამატებით ზომებს განიხილავს. "ძალიან მკაცრი განცხადება გავაკეთეთ. ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებული სანქციები სრულად განხორციელდეს. მე ასევე ვიცი, რომ სხვა მოკავშირეები განიხილავენ, შესაძლებელია თუ არა დამატებითი ნაბიჯები გადადგან. ცხადი უნდა იყოს, რომ როდესაც მინსკის მსგავსი რეჟიმი იქცევა ისე, როგორც მოიქცა, არღვევს ძირითად საერთაშორისო ნორმებს და წესებს, ჩვენ მათ საფასურს გადავახდევინებთ. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს ლიდერები, როდესაც ისინი შეხვდებიან, ამ საკითხს განიხილავენ თუ როგორ უპასუხონ ბელარუსის მიუღებელ ქცევას, ასევე იმსჯელებენ რუსეთის მიმართ რეაგირებაზე. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი და ბელორუსი მჭიდროდ თანამშრომლობენ", - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

საფრანგეთში 12-დან 18 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება

18 ივნისიდან საფრანგეთში 12-დან 18 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ განაცხადა. ინფორმაციას France24 ავრცელებს. მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის მოზრდილი მოსახლეობის 50-მა პროცენტმა უკვე გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა და ამას ქვეყნის ინოკულაციის პროცესში "ნამდვილი გარდამტეხი მომენტი" უწოდა. როგორც გამოცემა წერს, ბოლო პერიოდში ვაქცინების მარაგი ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ვირუსის მწვავე მესამე ტალღას ნელ-ნელა თავი დააღწია, მაკრონის მთავრობას სურს სწრაფად გააფართოვოს ვაქცინის დაფარვის არეალი, რადგან თავიდან აიცილონ ვირუსის იმ ახლი ვარიანტების გავრცელება, რომლებმაც შეიძლება ტრაგიკული შემთხვევები გამოიწვიოს.

კელი დეგნანი: სენატორების ვიზიტი არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულების გამოხატულება

„სენატორების ვიზიტი არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულების გამოხატულება“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განაცხადა. „საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორების შაჰინისა და პორტმანის ვიზიტი, ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს დემოკრატიას და ეს პროცესი გრძელდება. ვიზიტის მთავარი გზავნილი იმის ჩვენებაა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს და ორი ქვეყნის პარტნიორობას. ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს მის დემოკრატიას და ეს გაგრძელდება. კორონავირუსის გამო გარკვეული პაუზა გვქონდა ვიზიტებში და ახლა მათთვის საინტერესოა, როგორ მიმდინაეობს ადგილზე მუშაობა. სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. მათი ინტერესი ძალიან დიდია და როდესაც ისინი დაბრუნდებიან შტატებში, იქაც ინტერესით ელოდებიან მათ. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ექნებათ, შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებს. რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდება განგრძობად რუსული აგრესიაზე, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე, რაც კვლავ რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან საკითხად და იწვევს როგორც საქართველოს, ისე ჩვენს შეშფოთებას. ეს ვიზიტი არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულების გამოხატულება. ვფიქრობ, ისინი დაინტერესებლები არიან, როგორ მუშაობს საქართველო და საქართველოს ერთგულება დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ რამდენად რჩება ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვია

კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს ეწვია. როგორც Europetime-ს აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, სენატორები ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ. ამერიკის საელჩოს განცხადებით, სენატორები საქართველოს ეწვევიან ორპარტიული გზავნილით - შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია. "რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი და ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდოთ პოლიტიკურ ლიდერებს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს სურვილს, მიაღწიონ ევროატლანტიკურ მიზნებს. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა რეალობად იქცეს", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. მისივე თქმით, ამ ორპარტიული ვიზიტის მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, აღადგინოს "ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და დაადასტუროს აშშ-ის გლობალური ლიდერობა დემოკრატიული ღირებულებების ხელშესაწყობად". "მოუთმენლად ველი შეხვედრებს უკრაინისა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს ერთგულებას სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ორივე ეს ქვეყანა რუსეთის მხრიდან მწვავე გამოწვევების წინაშეა და ცდილობს, განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შიდა რეფორმები, რაც ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის გასაღებია“, - აცხადებს რობ პორტმანი. ვიზიტის დროს, სენატორები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს პარლამენტში. როგორც ცნობილია, სენატორები უკრაინის და საქართველოს გარდა ეწვევიან ლიეტუვასაც, სადაც შეხვდებიან ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისს. დავით ზალკალიანი: სენატორების ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით საქართველოში ვიზიტამდე სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები გაავრცელეს

საქართველოში მყოფი სენატორები ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებენ

საქართველოში მყოფი სენატორები ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებენ. ამის შესახებ Europetime-ს აშშ-ის საელჩოში განუცხადეს. კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს დღეს ეწვია. ამერიკის საელჩოს განცხადებით, სენატორები საქართველოს ეწვევიან ორპარტიული გზავნილით - შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია. "რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი და ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდოთ პოლიტიკურ ლიდერებს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს სურვილს, მიაღწიონ ევროატლანტიკურ მიზნებს. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა რეალობად იქცეს", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. მისივე თქმით, ამ ორპარტიული ვიზიტის მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, აღადგინოს "ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და დაადასტუროს აშშ-ის გლობალური ლიდერობა დემოკრატიული ღირებულებების ხელშესაწყობად". "მოუთმენლად ველი შეხვედრებს უკრაინისა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს ერთგულებას სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ორივე ეს ქვეყანა რუსეთის მხრიდან მწვავე გამოწვევების წინაშეა და ცდილობს, განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შიდა რეფორმები, რაც ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის გასაღებია“, - აცხადებს რობ პორტმანი. ვიზიტის დროს, სენატორები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს პარლამენტში. როგორც ცნობილია, სენატორები უკრაინის და საქართველოს გარდა ეწვევიან ლიეტუვასაც, სადაც შეხვდებიან ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისს. ამერიკელი სენატორები საქართველოში ვიზიტამდე, უკრაინაში იმყოფებოდნენ.

BBC: ბელარუსმა თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება დროებით აუკრძალა

ბელარუსმა თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება დროებით აუკრძალა, მათ შორის მათაც, ვინც სხვა ქვეყანაში ბინადრობის უფლებით სარგებლობს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, მათ შორის გამონაკლისია დაშვებული ბელარუსის სახელმწიფო მოხელეებისთვის ოფიციალური ვიზიტებისთვის და სახელმწიფო ტრანსპორტის პერსონალისთვის. სასაზღვრო კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გავრცელება დაასახელა.

დავით ზალკალიანი: სენატორების ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების კუთხით

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში სენატორების ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების კუთხით. "საქართველოში სენატორების ჯიმ შაჰინისა და რობ პორტმანის ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება დროის თვალსაზრისით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების კუთხით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით, ვფიქრობ ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება", - აღნიშნავს ზალკალიანი. საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია დელეგაციამ გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.

გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა

გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა. ამის შესახებ გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ს მოსკოვის მიმართულებით ფრენების გაუქმება მოუწია, რადგან რუსეთის შესაბამისმა უწყებამ ნებართვა დროულად არ გასცა. „საპასუხო პრაქტიკიდან გამომდინარე, ფედერალურმა საავიაციო უწყებამ ასევე არ გასცა შემდგომი ნებართვები რუსული ავიაკომპანიების შესრულებულ ფრენებზე“, - განაცხადა გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა. გერმანული მხარე აცხადებს, რომ როგორც კი რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო Lufthansa-ს ფრენებზე ნებართვას მისცემს, რუსულ თვითმფრინავებს ფრენების განხორციელების უფლება ექნებათ. მანამდე ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლის გამო, რუსეთმა რამდენიმე ევროპულ ავიაკომპანიას რეისების განხორციელების ნებართვა არ მისცა.

სუსი: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს

"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს", - ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. "საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს. თითოეული აქტივობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფასდება ინდივიდუალურად. ყოველი აქტივობის და მისგან გამომდინარე საფრთხის შესახებ ხდება ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით", - განაცხადეს სუს-ში. ოფიციალურად უცნობია, რა კონკრეტულ აქტივობაზეა საუბარი. თუმცა, დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთის სასაფლაოსთან რუსმა ოკუპანტებმა, სამხედრო სწავლების ფარგლებში, რადიოსიხშირეების დაყენება დაიწყეს. ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები. "შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და ჩვენ ბუნებრივია ვგმობთ ნებისმიერ პროვოკაციულ აქტივობას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ჩაერთო საკითხში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამოქმედდა ცხელი ხაზი და შესაბამისი უწყებები ახდენენ რეაგირებას", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე. "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გაგაცნოთ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬ ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოციალურ ქსელ Tweeter-ში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელ სენატორებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამრეკ შჩიგელი შეხვდა, რომელთან ერთადაც ისინი სოფელ ზემო ნიქოზისკენ გაემართნენ. ცნობისთვის, კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს ეწვია. ვიზიტის დროს, სენატორები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს პარლამენტში.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერთავდასხმების საკითხს განიხილავს

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერთავდასხმების საკითხს განიხილავს. „პრეზიდენტი ბაიდენი უდავოდ ფიქრობს, რომ პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის მთავრობას აქვთ როლი ამ თავდასხმების შეჩერებასა და აღკვეთაში. ეს იქნება განხილვის საკითხი, როდესაც ისინი ორ კვირაში შეხვდებიან“, – განაცხადა პრესმიდავნმა. აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება მსოფლიოში ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას, რომელშიც აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფი დაადანაშაულა. გასულ შაბათ-კვირას განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, შეფერხდა კომპანია JBS-ის ოპერაციები აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 833 ადამიანს დაუდასტურდა, 1 205 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 183 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 008 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 833 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 346 983-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.91%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 205 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 330 721-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 853 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარა - 63, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 32, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76. კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც: 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 914, აჭარაში - 361, იმერეთში - 435. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 741 პირი, მათ შორის, თბილისში - 371, აჭარაში - 80, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 15, იმერეთში - 14. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 382 - თბილისში, 233- აჭარაში. 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 811 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 007 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 786 პირი, აჭარაში - 2 320, იმერეთში - 1 490.

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე: ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ

ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხები. „ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ, ამ საკითხზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხებიც. ორივე ქვეყანა ასევე ვართ ძალიან მოტივირებული, რომ ძალიან მალე გავხდეთ NATO-ს სრულფასოვანი წევრები. მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის სამიტზე, მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და წლების მანძილზე, ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ გზაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყო

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული საარჩევნო უბნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაიწყო. კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით გამოვლენილ 20 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს, იგივე პრინციპით შერჩეული 12 პროფესიონალი მთვლელი 2 დღის განმავლობაში დაითვლის. მისივე ინფორმაციით, გადათვლის პროცესი პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარიმართება. გივი მიქანაძემ კომისიის წევრებს საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შემოწმების ინსტრუქციის პროექტი გააცნო. ინსტრუქციის განხილვის შემდეგ, კომისიამ წარმოდგენილი პროექტი დაამტკიცა. ინსტრუქციაში მოცემული პუნქტების დაცვა ბიულეტენების მთვლელებისთვის სავალდებულოა. არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელის დაქირავებას გეგმავს, რომლებიც შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან.