ძებნის რეზულტატი:

შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს

19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ „ჟან მონეს დიალოგს“ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს. როგორც ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ის ევროპარლამენტის ინიციატივით ჩაუდგება სათავეში სამუშაო ჯგუფს, რომელიც ქართველ დეპუტატებთან ერთად შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებაში გაწერილი მიზნების მისაღწევად იმუშავებს. „ჟან მონეს დიალოგის“ დაწყება ივნისში იგეგმება. ამასთან ევროდეპუტატი იმედოვნებს, რომ უკვე ივლისში საქართველოში ჩამოვა და ევროპარლამენტის სახელის მოლაპარაკებებს გამართავს. „ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს. ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ევროპარლამენტმა „ჟან მონეს დიალოგის“ მეთოდი პირველად 2016 წელს, უკრაინის რადასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა.

სენატორი ჯინ შაჰინი: სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შევხვდი იმის გასაგებად, როგორ შეუძლია აშშ-ს, უკეთ დაეხმაროს საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერებაში

„სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შევხვდი იმის გასაგებად, როგორ შეუძლია აშშ-ს, უკეთ დაეხმაროს საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერებაში“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტისას სენატორმა ჯინ შაჰინმა Twitter-ზე დაწერა. „ძლიერი, სიცოცხლით სავსე სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის დამაიმედებელი ნიშანია. მადლიერი ვარ, რომ შევხვდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს იმის გასაგებად - თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, უკეთესად დაეხმაროს საქართველოს თავისი ინსტიტუტებისა და მმართველობის სტრუქტურის გაძლიერებაში“, - დაწერა სენატორმა შაჰინმა 3 ივნისს, ტვიტერის საშუალებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ“, - აღნიშნულია სენატორის ტექსტში. რა საკითხები განიხილეს სენატორებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას

დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცა

დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს. ევროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 28 მაისს დაამტკიცა. ანალოგიური გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც მიიღო. 12 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია იტალიაშიც დაიწყო. 12-დან 18 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება საფრანგეთშიც.

ტანზანიაში ქალ დეპუტატს პარლამენტის შენობა ვიწრო შარვლის ტარების გამო დაატოვებინეს

ტანზანიაში დეპუტატი ქალისგან, რომელსაც ვიწრო შარვლის ტარების გამო პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ქალს შენობის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვა, რაც კაცმა დეპუტატებმა მის ,,არასათანადო ჩაცმულობაზე" გაამახვილეს ყურადღება. კაცი დეპუტატები აღნიშნავდნენ, რომ ქალს ,,შესაბამისად არ ეცვა“. „კარგად ჩაიცვი და მოგვიანებით შემოგვიერთდი“, - მიმართა სპიკერმა ქალ დეპუტატს. მანვე აღნიშნა, რომ ეს არ იყო პირველი საჩივარი, რომელიც პარლამენტის წევრის ჩაცმულობასთან დაკავშირებით მიიღო. ტანზანიაში ქალებს შარვლის ტარების უფლება აქვთ, თუმცა ტანსაცმელი ტანზე მომდგარი არ უნდა იყოს.

აზერბაიჯანული მედიის ორი თანამშრომელი ნაღმზე აფეთქებას ემსხვერპლა

აზერბაიჯანის ტელევიზია AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო „აზერტაჯის“ თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ქელბაჯარის რაიონში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ნაღმზე აფეთქდნენ. მომხდარის შედეგად, ორივე მათგანი დაიღუპა. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღეს ავტომობილის მძღოლმა ემინ მამედოვმა და კიდევ ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა.

ჯინ შაჰინი: ჩვენ უნდა ვუთხრათ ვლადიმერ პუტინს, რომ პასუხს აგებს თავისი ქმედებებისთვის

ამერიკელი სენატორების განცხადებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა გააფრთხილოს მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი, რომ ის პასუხს აგებს შეერთებული შტატების მიმართ განხორციელებული ქმედებებისთვის. სამმა სენატორმა კრის მერფიმ (დემოკრატი-კონექტიკუტი), რობ პორტმანმა (რესპუბლიკელი-ოჰაიო) და ჯინ შაჰინმა (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი) რადიო თავისუფლებას კიევში განუცხადეს, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს აქვთ სფეროები, რომელშიც ისინი თანხმდებიან, როგორიცაა „ახალი სტარტის ხელშეკრულება“ და დენუკლეარიზაციის მცდელობები, მაგრამ ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს უნდა აღნიშნოს, რომ მისი დივერსიული ქმედებები აშშ-ის წინააღმდეგ არ დარჩება შეუმჩნეველი. „ჩვენ უნდა ვუთხრათ ვლადიმერ პუტინს, რომ პასუხს აგებს თავისი ქმედებებისთვის. პუტინი იყო ძალიან აგრესიული აშშ-ის მიმართ, თავის მცდელობებში, ჩარეულიყო აშშ-ის არჩევნებში“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. თავის მხრივ, კრის მერფიმ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენმა პუტინთან პირისპირ ისაუბროს რუსეთის მცდელობებზე, შეარყიოს ამერიკული დემოკრატია. კონგრესის ორპარტიულმა დელეგაციამ, რომელიც საქართველოში ვიზიტამდე, კიევში იმყოფებოდა, უკრაინას მოუწოდა, გააგრძელოს რეფორმები დემოკრატიის განმტკიცების მიზნით და სოლიდარობა გამოუცხადა ქვეყანას რუსეთის აგრესიის გამო. პორტმანმა აღნიშნა, რომ რუსეთის მუდმივი შეჭრა უკრაინაში ნიშნავს, რომ პუტინს პირდაპირ უნდა მოეთხოვოს პასუხი, რადგან უკრაინას მიეცეს უფლება, იყოს სუვერენული სახელმწიფო. რობ პორტმანმა უკრაინის მცდელობებზე, გაწევრიანდეს NATO-ში, განაცხადა, რომ კიევი განაგრძობს აშშ-ის მხარდაჭერას იმ რეფორმების განსახორციელებლად, რაც საჭიროა იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინა იცავს დასავლურ ღირებულებებს. ინტერვიუს დროს საუბარი ასევე შეეხო „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტს. სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მის შესაჩერებლად უნდა იმოქმედოს. „კონგრესში ბევრი სანქციის შესახებ ინიციატივა არსებობს, თუმცა გაუგებარია, როდის მივიღებთ მათ. მაგრამ მე ვაპირებ ყველაფერი გავაკეთო, რომ შევეცადო მილსადენის ეს პროექტი შევაჩერო“, - აღნიშნა შაჰინმა. სენატორები უკრაინის და საქართველოს გარდა ლიეტუვაშიც იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისს. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს საქართველოში ვიზიტამდე ამერიკელი სენატორები უკრაინაში იმყოფებიან ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერთავდასხმების საკითხს განიხილავს

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

4 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა ჯამში 161 947-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 40 811 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 6 409 ადამიანმა გაიკეთა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი შეიქმნა

კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმირებისთვის ახალი პორტალი https://datacov.moh.gov.ge/ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ. "https://datacov.moh.gov.ge/-ზე ასევე შესაძლებელია ნახოთ პაციენტების სტატუსი და შემთხვევები მკურნალობის ფორმის მიხედვით. ასევე, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან. პორტალზე განთავსებულ Covid-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.სტატისტიკური მონაცემები ყოველ 24 საათში განახლდება", - ნათქვამია განცხადებაში.

თამარ გაბუნია: უახლოეს მომავალში დავასახელებთ თარიღს, როდის ჩამოვა Pfizer-ის მილიონზე მეტი დოზა

„პირველი ეტაპი Pfizer-თან მოლაპარაკებების დასრულებულია, ვმუშაობთ მეორე ეტაპზე და მალე გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას კონკრეტული დეტალები გავაცნოთ. დავასახელებთ იმ თარიღს, როდის ჩამოვა Pfizer-ის მილიონზე მეტი დოზა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ასევე მიდის მუშაობა Sinopharm-თან, Sinovac-თან დამატებითი დოზების მობილიზაციაზე და კოვაქსის პლატფორმიდან Johnson&Johnson-სა და novax-ზე. ,,novax-ის შემოსვლის პერიოდს სექტემბრიდან ასახელებს კოვაქსის პლატფორმა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, ამისი ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების და პროგრამაში ჩართვის საკითხი. ის დაწესებულებები, რომლებიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა სრულად. დღეს Sinovac-ის დოზებიც არის თბილისში საკმარისი, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება, რიგის დაჯავშნა, რადგანაც არ არის შესაბამისი ადგილები, შესაბამისად, ეს დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. საქართველო Pfizer-ისგან 1 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს როდის შემოვა Pfizer-ის მილიონი დოზა ვაქცინა ეკატერინე ტიკარაძე: Pfizer-ის ახალი დოზები ზაფხულში შემოვა ეკატერინე ტიკარაძე: მილიონი დოზა Pfizer-ი აღარ არის სიზმარი, თარიღები ზუსტდება ამირან გამყრელიძე: ივნისში საქართველოში Pfizer-ის ლიმიტირებული დოზები შემოვა როდის მიიღებს საქართველო Sinopharm-ის, Novavax-ის, Pfizer-ისა და Jhonson & Jhonson-ის ვაქცინებს

Reuters-ი: ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის სივრცეში ფრენა აეკრძალათ

ევროკავშირის ელჩებმა მიიღეს გეგმა, რომელიც ბელარუსის თვითმფრინავებს ევროკავშირის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში ფრენას და ევროკავშირის აეროპორტებში დაჯდომას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამ დიპლომატზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის გადაწყვეტილება ბელარუსის წინააღმდეგ დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებების ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია 23 მაისს Ryanair- ის თვითმფრინავის იძულებით დაჯდომასთან. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში ცენტრალური ევროპული დროით 00:00-დან შევა. ამასთან, ევროკავშირმა ევროპულ ავიაკომპანიებს ბელარუსის თავზე ფრენების განხორციელებისგან თავის შეკავება ურჩია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო აკრძალვას. ბელარუსული გადამზიდავი Belavia ახორციელებს ფრენებს, რომლებიც ბელარუსს ევროპის 20 აეროპორტთან, მათ შორის ჰელსინკის, ამსტერდამის, მილანის, ვარშავის, ფრანკფურტის, ბერლინის, მიუნხენის, პარიზის, რომისა და ვენის აეროპორტებთან აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. Reuters-ი: ევროკავშირი ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიასა და ავიაციის სამსახურის მაღალჩინოსნებს სანქციებს დაუწესებს ICAO Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს ექსკლუზივი: რა შემთხვევაში უჭერს მხარს ICAO საჰაერო სივრცის დაბლოკვას და გამოძიების დაწყებას - ბელარუსის მაგალითი რომელმა ქვეყნებმა და ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო

ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკელები“ დატოვა

ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, ამის შესახებ მან Europetime-ს განუცხადა. ლევან ბერძენიშვილი პარტიის დატოვების მიზეზად პარლამენტში შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის შექმნას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ეს დაკომპლექტება არ მოსწონს. როგორც Europetime-თან საუბრისას ბერძენიშვილმა აღნიშნა, ის არ უჭერს მხარს ამ ფრაქციის შექმნას. „ფრაქციის არცერთი წევრი არ მომწონს. მე არ ვიცი, რა არის ფრაქციის პოლიტიკური მიზანი და გეგმები“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. მისვე თქმით, ის არ აპირებს რომელიმე სხვა პარტიას შეუერთდეს. „ფაქტობრივად, დიდი ხანია, პოლიტიკიდან წასული ვარ, არ ვარ აქტიური. მე ვარ პედაგოგი, 40 წელია, ვასწავლი და ამ საქმეს ვაკეთებ. ახლა პოლიტიკური გეგმები არ მაქვს. სხვა პარტიაში შემსვლელი არ ვარ. ერთ პარტიაში ვიყავი 43 წელი. პოლიტიკურ სფეროში არ ვიქნები" , - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. პარლამენტში ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა, რომელშიც რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძეც შედის. თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

სავარაუდოდ ივლისიდან, მოქალაქეები ცოცხალ რიგშიც აიცრებიან

სავარაუდოდ ივლისიდან, როდესაც მასობრივი მასობრივი ვაქცინაცია უნდა დაიწყოს, აცრის გაკეთება როგორც რეგისტრაციით, ასევე ცოცხალი რიგითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. თამარ გაბუნიას განმარტებით, მასობრივი ვაქცინაციისას მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო მეტად გაფართოება. „დღეს მოთხოვნა ვაქცინებზე მაღალია, თუმცა მოთხოვნა მაღალია მოსახლეობის 30%-ის მხრიდან. ეს ყველაფერი გასავლელი გვაქვს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. „ვფიქრობ, ორივე მოდელის გამოყენება. გარდა იმისა, რომ მოქალაქეს შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა პორტალთან ან ინტერნეტთან მუშაობის უნარი, შესაძლებელი უნდა იყოს ვაქცინაციის ცენტრებში მისვლა და უბრალოდ აცრა, რომ ვაქცინა ყველა მოქალაქემ მალე გაიკეთოს. რეგისტრაციის პორტალის მიზანი არის ის, რომ ვაქცინაცია ორგანიზებული სახით ჩატარდეს, თუმცა დღეს, პრიორიტეტული ჯგუფების ორგანიზებულად აცრის შემთხვევები გვაქვს, როცა ადამიანები რიგში დგებიან, მიდიან და იცრებიან. ეს ორგანიზაცული საკითხია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: Gilead-ისგან დონაციის სახით Remdesivir-ს დამატებით მივიღებთ

Gilead-ისგან დონაციის სახით Remdesivir-ს დამატებით მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ეს მედიკამენტი დაახლოებით 1000 პაციენტზე გათვლილი. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კლინიკებს სხვა მედიკამენტების მარაგის თვალსაზრისით პრობლემა არ აქვთ. მისივე განმარტებით, მუშაობა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ თუ რაიმე დამატებითი შესაძლებლობა იქნება უახლოეს პერიოდში მედიკამენტების კუთხით, საქართველოშიც იყოს ხელმისაწვდომი. „მიმდინარეობს მუშაობა Gilead-თან. იცით, რომ საქართველოს პროგრამა იყენებს Remdesivir-ს, რაც ემყარება აშშ-ის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს და ასევე, ამერიკულ „გაიდლაინებს“. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია Remdesivir-სთვის არ არის, მისი გამოყენების გამოცდილება ჩვენ, ინდივიდუალურ შემთხვევებში პოზიტიური გვაქვს. ვფიქრობ, ამის შესახებ კლინიკური ჯგუფი მოკლე ხანში გააკეთებს თავის დასკვნას. „გილიადისგან“ დონაციის სახით მივიღებთ დამატებით Remdesivir-ს, ასევე მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე მწარმოებელთან მონოკლონური ანტისხეულების მიღებასთან დაკავშირებით. ის შესაძლებლობები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში შესაძლოა კლინიკური შემთხვევების მარვისთვის არსებობდეს, საქართველშიც არის, თუმცა შემთხვევების ლეტალური გამოსავლით დასრულება ძალიან საყურადღებოა და ამას სამინისტრო მიმდინარე რეჟიმში სწავლობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტაჯიკეთის საზღვართან ყირგიზეთის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ტაჯიკეთის საზღვართან ყირგიზეთის საჰაერო თავდაცვის ძალების კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა (GKNB). გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 15 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სპეცრაზმი და ეკიპაჟის წევრები. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არიან დაჭრილები, რომლებმაც საჭირო სამედიცინო დახმარება უკვე მიიღეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი.

ლარი გამყარებას განაგრძობს

ლარი გამყარების დოლართან და ევროსთანაც გამყარდა. კურსის ცვლილებამ 7.33 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარია. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 11.5 თეთრით გამყარდა, მისი ფასი ხვალ 3.7276 ლარი იქნება. კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ მყარდება ლარი ეკონომისტი: ლარის გამყარების მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინები, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას კახეთში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს, დელეგაციასთან ერთად, კახეთში უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტის არაფორმალური ნაწილი წინანდალში გაიმართა. სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძების მომზადების პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა. დელეგაციის პატივსაცემად ქართული და უკრაინული ტრადიციული ცეკვები შესრულდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 2 ივნისს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და დენის შმიგალმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. დენის შმიგალმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემოროლი გვირგვინით შეამკო.

იენს სტოლტენბერგი NATO-ს სამიტის მოსალოდნელ გზავნილებზე საქართველოსთვის

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ 14 ივნისს, ბრიუსელის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, პრაქტიკულ მხარდაჭერასაც დააფიქსირებენ. სტოლტენბერგმა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, ალიანსმა ამ ორ პარტნიორთან განაგრძოს მუშაობა, რაც ყველა მხარისთვის კარგია. ,,ვიმედოვნებ, რომ როდესაც NATO-ს ლიდერები, სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები 14 ივნისს ბრიუსელში შეხვდებიან, კიდევ ერთხელ გაიმეორებენ თავიან მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ასევე ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც NATO-ს ძალიან ახლობელ და ძალიან ღირებულ პარტნიორებს. ასევე ვიმედოვნებ, რომ ისინი მკაფიოდ დააფიქსირებენ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერასაც. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ამ ორ მნიშვნელოვან პარტნიორთან ერთად მუშაობა, იმიტომ, რომ ეს კარგია ყველა ჩვენგანისთვის, NATO-სთვის და როდესაც რუსეთი ცდილობს, დაარღვიოს მათი ტერიტორიული მთლიანობა, დააშინოს ისინი, ალიანსი აჩვენებს, რომ NATO-ს მოკავშირეები ამ ორი ქვეყნის პარტნიორები არიან და მზად ვართ, ორივე მათგანს ძლიერი მხარდაჭერა გავუწიოთ. ასე რომ, მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ეტაპობრივად შევძელით ჩვენი პარტნიორობის გაღრმავება და განმტკიცება საქართველოსა და უკრაინასთან. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასევე იქნება მკაფიო მესიჯი სამიტისგან, რომელიც ორი კვირაში გაიმართება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 2021 წელს NATO სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ NATO-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები უკრაინას და საქართველოს ხელშესახებ შედეგს მოუტანს სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მოთხოვნაა, რომ NATO-ს სამიტმა გაითვალისწინოს საქართველოს და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: შემდეგი ნაბიჯი უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება უნდა იყოს, 2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია ლუკ კოფი: NATO-ს თითოეული სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ის გარეშე რჩება, რუსეთის პროპაგანდისთვის გამარჯვებაა

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. უკრაინელი კოლეგა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 2 ივნისს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და დენის შმიგალმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. დენის შმიგალმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემოროლი გვირგვინით შეამკო. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე: ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს კოლეგასთან გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო დენის შმიგალი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია უკრაინის პრემიერი: ჩემი ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დენის შმიგალი: მე დაინტერესებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები თანმიმდევრობით განვითარდეს უკრაინის პრემიერი: რუსეთი შავი ზღვის რეგიონში ქმედებებით აიძულებს უკრაინასა და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში დენის შმიგალი: მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის დენის შმიგალი: საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინელი ხალხის სახელით მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება შმიგალმა და ღარიბაშვილმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითები განიხილეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტით მიიწვია უკრაინის პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ილია მეორეს ესტუმრა

საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შემოდის

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ავიაგადამზიდველი ფრენებს დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 4 ივლისიდან, შემდეგი განრიგით განხორციელდება: • დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფი, 4 ივლისიდან ყოველ კვირას, ხოლო 21 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) - ყოველ ოთხშაბათს და კვირას. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა დღეს, მიმდინარე წლის 4 ივნისს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

უფლებადამცველი ორგანიზაცია: ინტერვიუ, რომელშიც ჟურნალისტი პროტასევიჩი ბრალს აღიარებს, ზეწოლის ქვეშ ჩაიწერა

„ეს არის პროპაგანდა, რომელსაც სიმართლის საფუძველი არ აქვს“, - ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინტერვიუ, რომელშიც „ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ბრალს აღიარებს“, ზეწოლის ქვეშ ჩაიწერა. მისივე ცნობით, სპეცსამსახურებმა რომან პროტასევიჩი აიძულეს, ბრალი ეღიარებინა, რადგან მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არასერიოზულია. თავის მხრივ, ანალოგიურს აცხადებს ჟურნალისტის ოჯახი. ჟურნალისტის ოჯახი აცხადებს, რომ პროტასევიჩი აიძულეს, ტელევიზიით მიეცა აღიარებითი „ჩვენება“. Reuters-ი: ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის სივრცეში ფრენა აეკრძალათ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. მინსკში დაკავებული ჟურნალისტის ვიდეომიმართვა გავრცელდა ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.