ძებნის რეზულტატი:
8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა
პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 8 ექიმს, 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განისაზღვრა, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. სულ 2021 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, პროფესიული განვითარების საბჭომ 54 საკითხი განიხილა და 93 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა. პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროთი სარგებლობისას გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება
15 ივნისიდან ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 50 თეთრით განისაზღვრება. „ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, თუმცა, რეაბილიტაციის შემდეგ, 20 აპრილიდან ემსახურება თბილისის მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ სტუდენტებისთვის ჩვენ ის გავხადეთ უფასო. დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ სხვა მგზავრებისთვის 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და აღნიშნული საბაგირო 15 ივნისიდან ჩაერთოს გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც მგზავრობს მეტროთი, ავტობუსით ან მიკროავტობუსით, 90 წუთის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, უფასოდ გამოიყენოს ეს საბაგირო. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ საბაგიროთი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვტილებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კუჭავამ და ლატვიის ელჩმა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული და სრულყოფილი იმპლემენტაციის საკითხზე იმსჯელეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული და სრულყოფილი იმპლემენტაციისა და საქართველოში თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე. პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის
ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტი აირჩია
ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად 87 ხმით იცხაკ ჰერცოგი აირჩია. ისრაელის მოქმედ პრეზიდენტს, რუვენ რივლინს საპრეზიდენტო მანდატი 9 ივლისს ეწურება. არჩეული პრეზიდენტის მამა ხაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში ისრაელის მე-6 პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, 4 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 4 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ამერიკელმა სენატორებმა აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს. როგორც ცნობილია, სენატორები ჯინ შაჰინი, კრის მერფი და რობ პორტმანმა ტიხანოვსკაიას ვილნიუსში შეხვდნენ. სენატორებთან შეხვედრაზე სვეტლანა ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ Ryanair-ის გატაცებული თვითმფრინავი იმის შეხსენებაა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის ტერორი ყველას ეხება. „სენატორებმა სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს. მათ ასევე განიხილეს სვეტლანა ტიხანოვსკაიას „დიდი შვიდეულის“ სამიტში შესაძლო მონაწილეობა“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
სალომე ზურაბიშვილი იცხაკ ჰერცოგს ისრაელის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იცხაკ ჰერცოგს ისრაელის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. შესაბამისი პოსტი სალომე ზურაბიშვილის Twitter-ზე გამოქვეყნდა. „ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ ქართველი ხალხის სახელით, ისრაელის ერთ-ერთი უძველესი მეგობრის სახელით. თქვენ და თქვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას. დაე, ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი. ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად 87 ხმით იცხაკ ჰერცოგი აირჩია.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს, 2-4 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 3 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. "უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
კელი დეგნანი: ვფიქრობ, სენატორებს აინტერესებთ, ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ საქართველოს ერთგულება რამდენად რჩება ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს
„საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორების შაჰინისა და პორტმანის ვიზიტი, ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს დემოკრატიას და ეს პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განაცხადა. „ვიზიტის მთავარი გზავნილი იმის ჩვენებაა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს და ორი ქვეყნის პარტნიორობას. ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს მის დემოკრატიას და ეს გაგრძელდება. კორონავირუსის გამო გარკვეული პაუზა გვქონდა ვიზიტებში და ახლა მათთვის საინტერესოა, როგორ მიმდინაეობს ადგილზე მუშაობა. სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. მათი ინტერესი ძალიან დიდია და როდესაც ისინი დაბრუნდებიან შტატებში, იქაც ინტერესით ელოდებიან მათ. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ექნებათ, შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებს. რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდება განგრძობად რუსული აგრესიაზე, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე, რაც კვლავ რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან საკითხად და იწვევს როგორც საქართველოს, ისე ჩვენს შეშფოთებას. ეს ვიზიტი არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულების გამოხატულება. ვფიქრობ, ისინი დაინტერესებლები არიან, როგორ მუშაობს საქართველო და საქართველოს ერთგულება დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ რამდენად რჩება ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს“, - განაცხადა კელი დეგნანმა. დღეს კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვევა
ივანე ჩხაიძე: სავსებით შესაძლებელია, ბევრმა კომპანიამ გამოაცხადოს, რომ ვაქცინის მესამე დოზაც აუცილებელია, რაც ძალიან კარგი იქნება
საქართველოში 1 000 სრულად ვაქცინირებულში კორონავირუსით მსუბუქად 2 დაინფიცირდა - ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ მეტყველებს. ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ Astrazeneca-ს ვაქცინის შემთხვევაში 86%-87%-ია მისი დაცვის მაჩვენებელი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს Astrazeneca-ს ვაქცინის მორე დოზის გაკეთების შემდეგაც. ,,შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი კორონავირუსის ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ დაინფიცირდეს, ეს საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ვაქცინების ეფექტურობასთან. ყველაზე მაღალეფექტური ვაქცინა, რომელიც დღეს საქართველოშია, ეს არის Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც 95%-იანი ეფექტურობა გააჩნია, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ 100 ვაქცინირებული ადამიანიდან შეიძლება 5 დაინფიცირდეს. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. არამარტო კორონავირუსის საწინაღმდეგო, არამედ ზოგადად არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც აცრის შემდეგ 100%-იანი დაცვა შეუძლია. ასეთი ვაქცინა არ არსებობს, ასე რომ, ჩვენ, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვიკეთებთ, მთავარი მიზანი არაა ის, რომ ეს ადამიანიანები ინფიცირებისგან დავიცვათ, არამედ, ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ადამიანებში დაავადება განვითარდეს მსუბუქად, არ დასჭირდეთ საავადმყოფოში გადაყვანა და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს ლეტალური გამოსავლისგან. ყველა ის ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, ჯანმოს მიერ ავტორიზებული, ყველა შემთხვევაში დაფიქსირებულია, რამდენ პროცენტში იძლევიან ისინი ლეტალური გამოსავლისგან თავის დაცვის საშუალებას და ყველა შემთხვევაში წერია, რომ 100%-ით. ასე რომ, საერთოდ არ წარმოადგენს ფაქტს, ვაქცინის და ვაქცინაციის პროცესის სადისკრედიტაციოს ის, რომ ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაემართა. მინისტრს დაემართა ვირუსი ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, მან ვერ მოასწრო მეორე დოზის გაკეთება, რაც ნიშნავს, რომ მას არ ჰქონია სრული დაცვა, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, ვინაიდან სრული დაცვისთვის თქვენ გჭირდებათ ორჯერადად ვაქცინაცია. Astrazeneca-ს ვაქცინის შემთხვევაში 86%-87%-ია მისი დაცვის მაჩვენებელი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს Astrazeneca-ს ვაქცინის მორე დოზის გაკეთების შემდეგაც. ყველაზე მთავარია რა ფორმით იქნება ქალბატონ ეკასთან კორონავირუსი, იქნება თუ არა მძიმე ფორმით, აუცილებელი იქნება თუ არა მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ა.შ. ასე რომ, პირიქით, დღეს ჩვენ ზუსტი ციფრი გვაქვს, რამდენ ადამიანს დაემართა კორონავირუსის ორჯერადად აცრის შემდეგ, ასეთი მაჩვენებელი საქართველოში 0.2% - 0.3% ანუ 1 000 ვაქცინირებულიდან შეიძლება 2 დაემართოს, ისიც მსუბუქ ფორმებში. მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ მეტყველებს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არ სჯერა ვაქცინის ეფექტურობის, ეს ციფრი უნდა მოვუყვანოთ. 1 000 ვაქცინირებულში 2 ადამიანს დაემართა მსუბუქ ფორმაში - ასე რომ, აქ ის ფაქტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ თვალსაზრისით არამხოლოდ ინფიცირების, არამედ მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალური შედეგის თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაც არის კიდევ ვაქცინაციის ჩატარების კიდევ ერთი მთავარი მოტივი. რატომ ვაკეთებთ ორჯერადად ვაქცინაციას? ვაკეთებთ იმიტომ, რომ პირველი ვაქცინაცია არ იძლევა საკმარის დაცვას. მეორე აცრის აუცილებლობა და Pfizer-ის შემთხვევაში იცით, რომ მან გამოაცხადა, რომ მესამე დოზასაც გააკეთებს იმიტომ, რომ უფრო მეტად გაზარდოს იმუნიტეტი. ორჯერადაც ვაქცინაცია დღეისათვის აუცილებელია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრმა კომპანიამ გამოაცხადოს, რომ მესამე დოზაც არის აუცილებელი, რაც იქნება ძალიან კარგი, ვინაიდან მესამე დოზის შემდეგ თქვენ კიდევ უფრო მაღალ იმუნიტეტს მიიღებთ და კიდევ უფრო მეტ დაცვას ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ივანე ჩხაიძე Europetime-თან განმარტავს, როდის დასრულდება პანდემია და როდის შეიძლება დაუბრუნდეს ქვეყანა ჩვეულ ცხოვრების რიტმს, რაც პანდემიამდე იყო. ,,ჩვენ შეგვიძლია საქართველოში კორონავირუსის პანდემია ძალიან სწრაფად დავასრულოთ, თუ მოსახლეობის 70% ავცრით წლის ბოლოსთვის, მაშინ შეგვიძლია გამოვაცხადოთ, როგორც ისრაელმა გამოაცხადა. ისრაელმა გამოაცხადა, რომ მისი მოსახლეობის 60%-ია აცრილი და ქვეყანაში პანდემია ფაქტობრივად დამარცხებულია, ინფიცირების შემთხვევები ერთეულებია, ლეტალობის შემთხვევები არ აქვს, მოსახლეობას ნიღბის ტარების ვალდებულება არ აქვს - ეს არის პანდემიის დასრულება. იქ ვაქცინირებულთა რაოდენობამ 60%-ს გადააჭარბა. თუ ჩვენ 60% და 70%-ს გადავაჭარბეთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პანდემია დასრულდება, თავისით არაფერი არ დასრულდება, ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი ვაქცინაციის მაჩვენებლით, ეს არის მთავარი. თუ ჩვენ დავრჩით საქართველოში 30%-40%-50%-ზე, პანდემია გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ეს მიღწეული, შეიძლება დასჭირდეს ერთი წელი, ორი წელი, არავინ არ იცის, მაგრამ ეს არის მთავარი. ვიდრე არ იქნება 60%-ი ვაქცინირებული, პანდემიის დასრულებაზე, ინფიცირების ახალ შემთხვევებსა და ლეტალობაზე ლაპარაკი იქნება სრულიად ზედმეტი. პირბადის ტარების ვალდებულება გვექნება, ვიდრე არ ავცრით მოსახლეობის 60%-ს. მისი ტარების ვალდებულება შეიძლება მოიხსნას ეტაპობრივად, ჯერ ღია სივრცეში, შემდეგ დახურულ სივრცეში. ჯერჯერობით, შესაძლებელია უახლოესი თვეებს განმავლობაში, თუ ჩვენ მივაღწევთ ვაქცინაციის ცოტა უფრო მაღალ პროცენტს (დღეს ჩვენ გვაქვს 3,5%) არ არის საკმარისი, რომ პირბადეების მოხსნის რეკომენდაცია გავცეთ. პირბადის მოხსნის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ვაქცინირებულების რაოდენობასთან", - ამბობს ივანე ჩხაიძე.
კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მისასალმებელია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს, თუმცა იმედგაცრუებულია, რომ პარტიამ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს. „კარგია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში. ყველა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას, უზრუნველყოფენ იმას, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იქნება კანონმდებლობაში და შემდეგ იქნება დანერგილი. მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეალური ცვლილებები, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან“, - განაცხადა კელი დეგნანი. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, თუმცა დოკუმენტზე ხელს არ აწერს.
ირაკლი კოვზანაძე სებ-ის პრეზიდენტს: ლარის კურსი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა
ვისი მუშაობის შედეგია 2020 წლის 2.4%-იანი ინფლაცია - სებ-ის, საქსტატის თუ მთავრობის? - ამ კითხვით მიმართა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომელიც დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა. „ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას და მიზანს ფასების სტაბილურობა წარმოადგენს. ანუ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი ინფლაციაზე (მთავრობას კი პასუხისმგებლობა ეკისრება ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე და ა.შ.). საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ინფლაციამ შეადგინა 2.4%, თუმცა მთელი 2020 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა იყო. ინფლაციამ პიკს აპრილში მიაღწია და 6.9 % შეადგინა, ხოლო საშუალო წლიური 5.2 % იყო. წლის ბოლოს, დეკემბერში ინფლაცია მკვეთრად 2.4%-მდე შემცირდა, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო იმით, რომ საქსტატმა მოქმედი მეთოდიკის საფუძველზე, ინფლაციის მაჩვენებელი შემცირა ზამთრის თვეებში მთავრობის მიერ მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირების ნაწილით, ეს კი 1.9 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. (მე არ ვეხები ეხლა ეს მეთოდიკა რამდენად სწორეა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამის ირგვლივ). სხვანაირად, რომ ვთქვა - რომ არა მთავრობის მხრიდან კომუნალური ხარჯების სუბსიდირება და შემდეგ მეთოდიკაში მისი გამოკლება, ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენ გვექნებოდა, დაახლოებით, 5.2-5.3% ანუ ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით მეტი. ჩემი კითხვაა - ვისი მუშაობის შედეგია 2020 წლის 2.4%-იანი ინფლაცია - ეროვნული ბანკის (რომლის ძირითად ამოცანასაც სწორედ ინფლაციის მართვა წარმოადგენს) თუ მთავრობის, თუ საქსტატის, რომელმაც 1.9 პროცენტული პუნქტი გამოაკლო?“, - ჰკითხა ირაკლი კოვზანაძემ კობა გვენეტაძეს. თავის მხრივ, სებ-ის პრეზიდენტმა კი შემდეგი პასუხი გასცა: „კომუნალურების სუბსიდირების საჭიროების მიზეზი იყო პანდემია, რომელიც როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში იყო, მაგრამ სუბსიდირება შეუძლებელი იქნებოდა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს რომ არ ემუშავა და არ მოეზიდა ის ძალიან დახმარება, რომელიც პანდემიის დაწყებიდან მალევე მიიღო; შემდეგ კი კომუნალური გადასახადების სუბსიდირება და მერე ინფლაციიდან მომდინარე ტვირთის შემსუბუქება შეძლო, რადგან ხალხმა იმ პროდუქტში უფრო ნაკელბი გადაიხადა და ინფლაციის პრინციპიც გათვლაში ამ დანახარჯის შესვლაა“. „არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია - ლარი არის ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ამის დასტურად საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული ბანკის ორგანულ კანონი მოიყვანა. „ფულის ემისია ეროვნული ბანკის ექსკლუზიური ფუნქციაა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება კი ეროვნული ბანკის ფუნქციაა. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ამ ფუნქციების განხორციელებაში და არავის აქვს უფლება ჩაერიოს მის საქმიანობაში. წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას? ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას? - მაღალი დოლარიზაციის და მაღალი იმპორტდამოკიდებულობის პირობებში ლარის 1%-ით ან 10%-ით გაუფასურება რა ოდენობით გადაეცემა ფასების ზრდას და რა ზომით აისახება მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებზე?“, - ჰკითხა კოვზანაძემ გვენეტაძეს და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გათვლები ეროვნულ ბანკს ექნება.
კელი დეგნანი შუქრუთის მცხოვრებლების პრობლემაზე: ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან
ამერიკის საელჩოს ადამიანების უფლებათა დაცვის ოფიცერი შუქრუთის პროტესტის მინაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ელჩმა დეგნანმა განუცხადა. „საელჩოს ადამიანების უფლებათა დაცვის ოფიცერი გუშინ შეხვდა, მოისმინა მათი წუხილი. მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ შედგეს შეხვედრა სახალხო დამცველთან და ეს ადამიანები დაუკავშირდნენ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. საელჩოს როლი ამ შემთხვევაში არის დამაკავშირებლის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს და მათი პრობლემები გადაიჭრას“, - აცხადებს კელი დეგნანი. შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი „ჯორჯიან მანგანეზს“ კომპენსაციებს სთხოვს. კომპანია აცხადებს, რომ მზადაა, აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოსახლეობას ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციები გადაუხადოს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული საარჩევნო უბნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლა 3 ივნისს დაიწყება
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული საარჩევნო უბნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლა 3 ივნისს, 10.00 საათიდან დაიწყება. კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით გამოვლენილ 20 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს, იგივე პრინციპით შერჩეული 12 პროფესიონალი მთვლელი 2 დღის განმავლობაში დაითვლის. მისივე ინფორმაციით, გადათვლის პროცესი პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარიმართება. გივი მიქანაძემ კომისიის წევრებს საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შემოწმების ინსტრუქციის პროექტი გააცნო. ინსტრუქციის განხილვის შემდეგ, კომისიამ წარმოდგენილი პროექტი დაამტკიცა. ინსტრუქციაში მოცემული პუნქტების დაცვა ბიულეტენების მთვლელებისთვის სავალდებულოა. არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელის დაქირავებას გეგმავს, რომლებიც შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან.
ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღის პიკი გადავლილია
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. "მთლიანად მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც ეპიდსიტუაცია თანდათან მშვიდდება. საქართველოშიც ეს ტენდენცია მიყვება ევროპულ ტენდენციას... შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია. დღეს, ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდეცნია გაუმჯობესებისკენ, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მითუმეტეს რომ, მოგეხსენებათ, პირველი ივნისიდან შეზღუდვები მოიხსნა. ქვეყანაში გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან. ამიტომ აუცილებელია ყველა ის რეკომენდაცია, რაც სახელმწიფომ შეიმუშავა, ძალიან მკაცრად იყოს დაცული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 2 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 954 ადამიანს დაუდასტურდა, 896 გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 ინფიცირებული გარდაიცვალა. ჯანმო: კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მეხუთე კვირაა, მცირდება
ივანე ჩხაიძე: პირბადის ტარების ვალდებულება გვექნება, ვიდრე არ ავცრით მოსახლეობის 60%-ს
პირბადის ტარების ვალდებულება გვექნება, ვიდრე არ ავცრით მოსახლეობის 60%-ს - ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა. ჩხაიძე განმარტავს, როდის დასრულდება პანდემია და როდის შეიძლება დაუბრუნდეს ქვეყანა ჩვეულ ცხოვრების რიტმს, რაც პანდემიამდე იყო. ,,ჩვენ შეგვიძლია საქართველოში კორონავირუსის პანდემია ძალიან სწრაფად დავასრულოთ, თუ მოსახლეობის 70% ავცრით წლის ბოლოსთვის, მაშინ შეგვიძლია გამოვაცხადოთ, როგორც ისრაელმა გამოაცხადა. ისრაელმა გამოაცხადა, რომ მისი მოსახლეობის 60%-ია აცრილი და ქვეყანაში პანდემია ფაქტობრივად დამარცხებულია, ინფიცირების შემთხვევები ერთეულებია, ლეტალობის შემთხვევები არ აქვს, მოსახლეობას ნიღბის ტარების ვალდებულება არ აქვს - ეს არის პანდემიის დასრულება. იქ ვაქცინირებულთა რაოდენობამ 60%-ს გადააჭარბა. თუ ჩვენ 60% და 70%-ს გადავაჭარბეთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პანდემია დასრულდება, თავისით არაფერი არ დასრულდება, ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი ვაქცინაციის მაჩვენებლით, ეს არის მთავარი. თუ ჩვენ დავრჩით საქართველოში 30%-40%-50%-ზე, პანდემია გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ეს მიღწეული, შეიძლება დასჭირდეს ერთი წელი, ორი წელი, არავინ არ იცის, მაგრამ ეს არის მთავარი. ვიდრე არ იქნება 60%-ი ვაქცინირებული, პანდემიის დასრულებაზე, ინფიცირების ახალ შემთხვევებსა და ლეტალობაზე ლაპარაკი იქნება სრულიად ზედმეტი. პირბადის ტარების ვალდებულება გვექნება, ვიდრე არ ავცრით მოსახლეობის 60%-ს. მისი ტარების ვალდებულება შეიძლება მოიხსნას ეტაპობრივად, ჯერ ღია სივრცეში, შემდეგ დახურულ სივრცეში. ჯერჯერობით, შესაძლებელია უახლოესი თვეებს განმავლობაში, თუ ჩვენ მივაღწევთ ვაქცინაციის ცოტა უფრო მაღალ პროცენტს (დღეს ჩვენ გვაქვს 3,5%) არ არის საკმარისი, რომ პირბადეების მოხსნის რეკომენდაცია გავცეთ. პირბადის მოხსნის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ვაქცინირებულების რაოდენობასთან", - ამბობს ივანე ჩხაიძე. ივანე ჩხაიძე: სავსებით შესაძლებელია, ბევრმა კომპანიამ გამოაცხადოს, რომ ვაქცინის მესამე დოზაც აუცილებელია, რაც ძალიან კარგი იქნება
საქართველოში 1 000 სრულად ვაქცინირებულში კორონავირუსით მსუბუქად 2 დაინფიცირდა
საქართველოში 1 000 სრულად ვაქცინირებულში კორონავირუსით მსუბუქად 2 დაინფიცირდა - ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ მეტყველებს. ,,შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი კორონავირუსის ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ დაინფიცირდეს, ეს საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ვაქცინების ეფექტურობასთან. ყველაზე მაღალეფექტური ვაქცინა, რომელიც დღეს საქართველოშია, ეს არის Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც 95%-იანი ეფექტურობა გააჩნია, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ 100 ვაქცინირებული ადამიანიდან შეიძლება 5 დაინფიცირდეს. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. არამარტო კორონავირუსის საწინაღმდეგო, არამედ ზოგადად არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც აცრის შემდეგ 100%-იანი დაცვა შეუძლია. ასეთი ვაქცინა არ არსებობს, ასე რომ, ჩვენ, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვიკეთებთ, მთავარი მიზანი არაა ის, რომ ეს ადამიანიანები ინფიცირებისგან დავიცვათ, არამედ, ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ადამიანებში დაავადება განვითარდეს მსუბუქად, არ დასჭირდეთ საავადმყოფოში გადაყვანა და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს ლეტალური გამოსავლისგან. ყველა ის ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, ჯანმოს მიერ ავტორიზებული, ყველა შემთხვევაში დაფიქსირებულია, რამდენ პროცენტში იძლევიან ისინი ლეტალური გამოსავლისგან თავის დაცვის საშუალებას და ყველა შემთხვევაში წერია, რომ 100%-ით. ასე რომ, საერთოდ არ წარმოადგენს ფაქტს, ვაქცინის და ვაქცინაციის პროცესის სადისკრედიტაციოს ის, რომ ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაემართა. მინისტრს დაემართა ვირუსი ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, მან ვერ მოასწრო მეორე დოზის გაკეთება, რაც ნიშნავს, რომ მას არ ჰქონია სრული დაცვა, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, ვინაიდან სრული დაცვისთვის თქვენ გჭირდებათ ორჯერადად ვაქცინაცია. Astrazeneca-ს ვაქცინის შემთხვევაში 86%-87%-ია მისი დაცვის მაჩვენებელი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს Astrazeneca-ს ვაქცინის მორე დოზის გაკეთების შემდეგაც. ყველაზე მთავარია რა ფორმით იქნება ქალბატონ ეკასთან კორონავირუსი, იქნება თუ არა მძიმე ფორმით, აუცილებელი იქნება თუ არა მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ა.შ. ასე რომ, პირიქით, დღეს ჩვენ ზუსტი ციფრი გვაქვს, რამდენ ადამიანს დაემართა კორონავირუსის ორჯერადად აცრის შემდეგ, ასეთი მაჩვენებელი საქართველოში 0.2% - 0.3% ანუ 1 000 ვაქცინირებულიდან შეიძლება 2 დაემართოს, ისიც მსუბუქ ფორმებში. მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ მეტყველებს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არ სჯერა ვაქცინის ეფექტურობის, ეს ციფრი უნდა მოვუყვანოთ. 1 000 ვაქცინირებულში 2 ადამიანს დაემართა მსუბუქ ფორმაში - ასე რომ, აქ ის ფაქტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ თვალსაზრისით არამხოლოდ ინფიცირების, არამედ მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალური შედეგის თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაც არის კიდევ ვაქცინაციის ჩატარების კიდევ ერთი მთავარი მოტივი. რატომ ვაკეთებთ ორჯერადად ვაქცინაციას? ვაკეთებთ იმიტომ, რომ პირველი ვაქცინაცია არ იძლევა საკმარის დაცვას. მეორე აცრის აუცილებლობა და Pfizer-ის შემთხვევაში იცით, რომ მან გამოაცხადა, რომ მესამე დოზასაც გააკეთებს იმიტომ, რომ უფრო მეტად გაზარდოს იმუნიტეტი. ორჯერადაც ვაქცინაცია დღეისათვის აუცილებელია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრმა კომპანიამ გამოაცხადოს, რომ მესამე დოზაც არის აუცილებელი, რაც იქნება ძალიან კარგი, ვინაიდან მესამე დოზის შემდეგ თქვენ კიდევ უფრო მაღალ იმუნიტეტს მიიღებთ და კიდევ უფრო მეტ დაცვას ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ივანე ჩხაიძე: სავსებით შესაძლებელია, ბევრმა კომპანიამ გამოაცხადოს, რომ ვაქცინის მესამე დოზაც აუცილებელია, რაც ძალიან კარგი იქნება ივანე ჩხაიძე: პირბადის ტარების ვალდებულება გვექნება, ვიდრე არ ავცრით მოსახლეობის 60%-ს
როდის მიიღებს საქართველო Sinopharm-ის, Novavax-ის, Pfizer-ისა და Jhonson & Jhonson-ის ვაქცინებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განმარტა თუ როდის როდის მიიღებს საქართველო Sinopharm-ის, Novavax-ის, Pfizer-ისა და Jhonson & Jhonson-ის ვაქცინებს. მისი თქმით Sinopharm-ის ვაქცინებს საქართველო ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ კვირაში მიიღებს, ხოლო Novavax-ის, Pfizer-ისა და Jhonson & Jhonson-ის ვაქცინების მიღება მესამე კვარტალში იგეგმება. "მოსალოდნელია და ეს დაზუსტებულია კიდეც, რომ ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ კვირაში დაახლოებით ნახევარ მილიონ Sinopharm-ს მიიღებს ქვეყანა. მესამე კვარტალში განსაზღვრულია Pfizer-ის მილიონი დოზის მიღება და ასევე, დაახლოებით, მესამე კვარტალში Covax-მაც დაადასტურა 700 ათასი Novavax-ის მოწოდება. ასევე, მესამე კვარტალში დაადასტურეს Jhonson & Jhonson-ის ვაქცინის 130 ათასამდე დოზის მოწოდებაც. მესამე კვარტალში გვექნება ვაქცინების დიდი მარაგი. ამიტომ მესამე კვარტალში უკვე განსაზღვრულია ინტენსიური, მასობრივი აცრები", - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე განცხადებით, მესამე კვარტალში ქვეყანა ემზადება, დღეში 15-16 ათასამდე ადამიანი აცრას. "დღეს 130-მდე დაწესებულებაა ჩართული აცრებში, მაგრამ ეს კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს", - აღნიშნა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.
ივანე ჩხაიძე: შეგვიძლია საქართველოში კორონავირუსის პანდემია ძალიან სწრაფად დავასრულოთ, ისრაელმა პანდემია ფაქტობრივად დაამარცხა
შეგვიძლია საქართველოში კორონავირუსის პანდემია ძალიან სწრაფად დავასრულოთ, ისრაელმა პანდემია ფაქტობრივად დაამარცხა - ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა. ,,ჩვენ შეგვიძლია საქართველოში კორონავირუსის პანდემია ძალიან სწრაფად დავასრულოთ, თუ მოსახლეობის 70% ავცრით წლის ბოლოსთვის, მაშინ შეგვიძლია გამოვაცხადოთ, როგორც ისრაელმა გამოაცხადა. ისრაელმა გამოაცხადა, რომ მისი მოსახლეობის 60%-ია აცრილი და ქვეყანაში პანდემია ფაქტობრივად დამარცხებულია, ინფიცირების შემთხვევები ერთეულებია, ლეტალობის შემთხვევები არ აქვს, მოსახლეობას ნიღბის ტარების ვალდებულება არ აქვს - ეს არის პანდემიის დასრულება. იქ ვაქცინირებულთა რაოდენობამ 60%-ს გადააჭარბა. თუ ჩვენ 60% და 70%-ს გადავაჭარბეთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პანდემია დასრულდება, თავისით არაფერი არ დასრულდება, ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი ვაქცინაციის მაჩვენებლით, ეს არის მთავარი. თუ ჩვენ დავრჩით საქართველოში 30%-40%-50%-ზე, პანდემია გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ეს მიღწეული, შეიძლება დასჭირდეს ერთი წელი, ორი წელი, არავინ არ იცის, მაგრამ ეს არის მთავარი. ვიდრე არ იქნება 60%-ი ვაქცინირებული, პანდემიის დასრულებაზე, ინფიცირების ახალ შემთხვევებსა და ლეტალობაზე ლაპარაკი იქნება სრულიად ზედმეტი. პირბადის ტარების ვალდებულება გვექნება, ვიდრე არ ავცრით მოსახლეობის 60%-ს. მისი ტარების ვალდებულება შეიძლება მოიხსნას ეტაპობრივად, ჯერ ღია სივრცეში, შემდეგ დახურულ სივრცეში. ჯერჯერობით, შესაძლებელია უახლოესი თვეებს განმავლობაში, თუ ჩვენ მივაღწევთ ვაქცინაციის ცოტა უფრო მაღალ პროცენტს (დღეს ჩვენ გვაქვს 3,5%) არ არის საკმარისი, რომ პირბადეების მოხსნის რეკომენდაცია გავცეთ. პირბადის მოხსნის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ვაქცინირებულების რაოდენობასთან", - ამბობს ივანე ჩხაიძე.
„ლოკდაუნის“ დროს ყველა სამსახური დაკეტილი იყო, სებ-ი მუშაობდა - კობა გვენეტაძე პრემიებზე
რატომ მიიღეს ეროვნული ბანკის თანამშორმლებმა კრიზისულ პერიოდში პრემიები. ამ საკითხზე განმარტების გაკეთება კობა გვენეტაძეს პარლამენტში მოუწია, როდესაც პარლამეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი შეკითხვა დაუსვეს. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნულ ბანკს 530 თანამშრომელი ჰყავს და მას როგორც სებ-ის პრეზიდენტს პრემია არასდროს აუღია. მისი თქმით, ბოლო წლებში ეროვნული ბანკის ფუნქციები გაიზარდა და ამასთან, პანდემიის პერიოდში თანამშრომლები დაუღალავად შრომობოდნენ. მანვე აღნიშნა, რომ ეს ანაზღაურება ურთულესი წლის განმავლობაში დაუღალავი და ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად მიიღეს და მას როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლება არ ჰქონდა, ეს არ დაეფასებინა. „როდესაც კოვიდი დაიწყო, ეროვნულ ბანკს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა, სხვა ყველასგან განსხვავებული, ალბათ ჯანდაცვას ჰქონდა კიდევ ასეთი ფუნქცია და ჩვენ. ქვეყანაში ნაღდი ფულის მიწოდება 24 საათის განმავლობაში არ უნდა გაჩერებულიყო და ეს არ არის მარტივი, როდესაც ლოკდაუნი ცხადდება. მეორე - სისტემას გამართულად უნდა ემუშავა, ყოველი გადახდის უკან ეროვნული ბანკი და ის სისტემა დგას, რომელსაც ეროვნული ბანკი უვლის. ამავე დროს, ფინანსურ სისტემას უნდა ემუშავა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში უნდა გვემუშავა, რასაც ვაკეთებდით კიდეც. „ლოკდაუნის“ დროს, როდესაც ყველა სამსახური დაკეტილი იყო, სებ-ი მუშაობას აგრძელებდა“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა. ირაკლი კოვზანაძე სებ-ის პრეზიდენტს: ლარის კურსი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა