ძებნის რეზულტატი:
დენის შმიგალი: უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაეროს რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსეთის უკანონო ფორმირებების გაყვანას, ასევე დევნილთა სტატუსს
უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაერო-ს რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსეთის უკანონო ფორმირებების გაყვანას, ასევე დევნილთა სტატუსს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოსი და ძალიან ვაფასებთ მის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარებას და დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობას. იმედი გვაქვს, აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციისკენ. ჩემი მხრივ, მინდა, დავადასტურო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბატონ პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებების დროს მე დავადასტურე, რომ უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას, ასევე საქართველოს ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
დავით ზალკალიანი : საქართველო მხარს უჭერს ყირიმთან მიმართებით დაწესებულ სანქციებს
საქართველო მხარს უჭერს ყირიმთან მიმართებით დაწესებულ სანქციებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ. „ყირიმის სანქციებთან მიმართებაში ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინის და იცით თქვენ, რომ საქართველო მხარს უჭერს ამ სანქციებს, რომელიც ყირიმთან მიმართებაშია დაწესებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე გვაქვს ერთობლივი ტაქტიკური მონახაზებიც, გეგმაც, როგორ უნდა ვიმოქმედოთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოგეხსენებათ, მაგალითს მოგიყვანთ, საქართველოსთან მიმართებაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც იყო ძალიან მკაფიო. ასეთი მძლავრი და მკაფიო დეფინიციები და შეფასებები არც ერთ წინამდებარე დოკუმენტში არ ყოფილა. ამ მიმართულებით, ჩვენი რეზოლუციების ურთიერთმხარდაჭერა გაგრძელდება ყველა ფორმატში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით თანამშრომლობა იქნება ისევე, როგორც ყირიმის პლატფორმაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანი.
მარეკ შჩიგელი: ამერიკელ სენატორებს გავაცანი საქართველოში ბორდერიზაციასთან დაკავშირებული გასაჭირი, რომელსაც მოსახლეობა აწყდება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელმა ამერიკელი სენატორებს ბორდერიზაციასთან დაკავშირებული საკითხები საოკუპაციო ხაზთან გააცნო. მისი თქმით, ევროკავშირი აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას მათი მისიის მიმართ. „პატივი მქონდა მემასპინძლა ამერიკელი სენატორებისთვის ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანისთვის. გავაცანი მათ ბორდერიზაციასთან დაკავშირებული გასაჭირი, რომელსაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება `ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე`. ამ გასაჭირს ამძაფრებს COVID19-ის პანდემია. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას და დაფასებას, რომელსაც აშშ იჩენს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ შესრულებული სამუშაოსადმი“, - განაცხადა მარეკ შჩიგელმა. ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი, რომლებიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ, ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან დღეს ჩავიდნენ.
ელისაბედ მეორე ჯო ბაიდენს შეხვდება
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უინძორის სასახლეში 13 ივნისს შეხვდება. ამის შესახებ სამეფო ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. "2021 წლის 13 ივნისს, კვირას, დედოფალი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს უინძორის სასახლეში შეხვდება", - წერია განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ეკომიგრანტებისგან ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000 ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხას. 2021 წლის მარტში, მან წალკის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ მოქალაქეს გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო ამავე წლის მაისში ადიგენის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ - 2 000 ლარი.იდენტიფიცირებულია სხვა შემთხვევებიც, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - აღნიშნულია სუსის ინფორმაციაში.
აშშ-მა ბელარუსის ცხრა სახელმწიფო საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის ნებართვა გააუქმა
აშშ-მა ბელარუსის ცხრა სახელმწიფო საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე განაცხადა. "მოქმედებას შედეგები მოჰყვება. ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების უგულებელყოფის შედეგად, აშშ-მა ბელარუსის ცხრა სახელმწიფო საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის ნებართვა გააუქმა. რეჟიმის რეპრესიული ტაქტიკის ესკალაცია უპასუხოდ არ დარჩება“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს
საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. „სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. დენის შმიგალი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ ფორმატში უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრა ასევე გაიმართა გაფართოებულ ფორმატშიც, რომლის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდა.
დენის შმიგალი: ევროკავშირი და NATO უკრაინისა და საქართველოს საერთო მიზანია
"ევროკავშირი და NATO უკრაინისა და საქართველოს საერთო მიზანია", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე წერს. "ევროკავშირი და NATO უკრაინისა და საქართველოს საერთო მიზანია. ამ მიზნისკენ ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ. ამ გზებზე ვისაუბრე სპიკერთან, კახა კუჭავასთან. მადლიერი ვარ მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდაჭერისთვის, უკრაინელი და ქართველი ხალხების სასარგებლოდ", - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტით მიიწვია. დენის შმიგალი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
3 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქინა ჯამში 155 538-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 37 780 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 6 347-მა ადამიანმა გაიკეთა.
ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა
ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკითხვის ფრაგმენტების ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერში ჟურნალისტი აცხადებს, რომ ოპოზიციის მოწოდებები ქუჩის პროტესტებისადმი საჭირო არ არის. „ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია. როდესაც ვილნიუსში ვიყავი, ღიად ვთქვი, რომ ქუჩის პროტესტები საჭირო არ არის. ჩვენ სულ მცირე უნდა დაველოდოთ ეკონომიკური ვითარების გამწვავებას, როდესაც ხალხი ქუჩაში წვნიანის ჯამის მოთხოვნით გავა“, – ამბობს პროტასევიჩი ვიდეოჩანაწერში. სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ბელარუსი იყენებდა სავარაუდოდ იძულებით მოპოვებული აღიარების ვიდეოს დაკავებების გასამართლებლად და ოპოზიცის მხარდამჭერი დემონსტრაციების შეჩერების მცდელობისთვის. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
იტალიაში 12 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია დაიწყო
დღეიდან იტალიაში 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. "ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ჩვენი ვაქცინაციის კამპანია ამ რთული სეზონის გასავლელად", - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ სპერანზამ. "მშვენიერი დღეა. ეს არის შესანიშნავი სიგნალი პანდემიის შეცვლისთვის. ასევე, რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს ყველა სახის ... საქმიანობა", - განაცხადა ნეაპოლის მერმა. შეგახსენებთ, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტომ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება გასულ კვირაში დაამტკიცა. ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთში, ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 35 სახელმწიფოდან საქართველოს 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. "საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს ორგანიზაციის მიზნების დასახვასა და შემდგომ წარმატებით განხორციელებაში, ასევე უზრუნველყოს მისი ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება. საქართველო თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით", - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტიან მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.
ბულგარეთი ვაქცინის 150 000 დოზას ბალკანეთის სახელმწიფოებს გაუზიარებს
ბულგარეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 150 000 დოზას ბალკანეთის სახელმწიფოებს გაუზიარებს. ამის შესახებ ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა სტოიჩო კაცაროვმა განაცხადა. ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბულგარეთს ევრკავშირის მასშტაბით აცრილთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა ჰყავს, თუმცა ქვეყანა დათანმხდა ევროკავშირისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 13 მილიონი დოზის მიღებას და შეუძლია მეზობელ ქვეყანებს გაუზიაროს. "იდეა არის ვაქცინის 150,000 დოზის განაწილება ჩვენს მეზობელ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ სოფიამ მიიღო თხოვნები ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან და ბოსნიიდან.
კონგრესის დელეგაციის წევრებმა და ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოს შტატიდან რობ პორტმანი.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო იმ მიღწევებს, რაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა სფეროს მოიცავს. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. სენატორებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმების ერთგულია და მისი განხორციელებისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტი წარმოადგენს ორპარტიულ გზავნილს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად.შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, სენატორ შაჰინის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში ემი ინგლიში, სენატორ პორტმანის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში ტეილორ ქლოზენი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
"დავიხსნათ ბავშვები ტყვეობიდან" , "სად არიან ბავშვები", "ანაფორა იმუნიტეტი არ არის" - ამ ლოზუნგებით საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას ბავშვთა უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სახელმწიფომ დახუროს ნინოწმინდის პანსიონის ტიპის ბავშვთა სახლები და დაიხსნან ბავშვები ძალადობრივი გარემოდან, სასწრაფოდ გამოიძიოს პანსიონთან დაკავშირებული დანაშაულებები და შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში. ამასთანავე ისინი მოზარდების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადანაწილებას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადება გაავრცელა. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე.
ირაკლი ღარიბაშვილი: სენატორების საქართველოში ვიზიტი აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია
სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა. "სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ატლანტის ოკეანის იქიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. სენატორებთან განვიხილეთ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა", - აღნიშნავს მთავრობის მეთაური. კონგრესის დელეგაციის წევრებმა და ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
სენატორი რობ პორტმანი: აშშ ამაყად დგას საქართველოს გვერდით
„აშშ ამაყად დგას საქართველოს გვერდით“, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი Twitter-ზე წერს. სენატორი ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ვიზიტს ეხმაურება. „დღეს ჩემი თვალით დავინახე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე უკანონო ოკუპაცია. შთამაგონებელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა, რომელიც რუსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციასა და 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას დოკუმენტურად აღწერს. აშშ ამაყად დგას საქართველოს გვერდით“, - დაწერა სენატორმა Twitter-ზე. სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
სენატორი ჯინ შაჰინი: მივესალმებით საქართველოს არჩევანს, მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და NATO-ს
„მივესალმებით საქართველოს არჩევანს, მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და NATO-ს“, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა თბილისი მარიოტში გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს გამართულ შეხვედრებზე ერთმნიშვნელოვანად გაჟღერდა, რომ საქართველო თავის მომავალს ხედავს დასავლეთში და დასავლეთთან ერთად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირის წევრად. „ეს არის პირველი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პოსტკოვიდურ გარემოში. ეს ვიზიტი ჩვენ საქართველოში განვახორციელეთ იმის გამო, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს და საქართველოსთან პარტნიორობას. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს და პარლამენტის სხვა წევრებს. საღამოს შევხვდებით ოპოზიციის წარმომადგენლებს. შუადღისას შევხვდით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს. ერთ-ერთი, რაც ყველა შეხვედრის დროს გვესმის, არის ის რომ საქართველო თავის მომავალს ხედავს დასავლეთში და დასავლეთთან ერთად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირის წევრად. ჩვენ მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც შედგა უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე და იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს და რეფორმების შემდგომ განხორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მივესალმებით საქართველოს არჩევანს, მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და NATO-ს. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, გავსულიყავით და უშუალოდ გვენახა ადმინისტრაციული საზღვარი. ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსის ჯარი და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. გავეცანით იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება, მიიღინ ჯანდაცვის მომსახურება და განათლება", - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა. როგორც სენატორმა აღნიშნა, რუსეთის მცდელობა აშკარაა, რომ დააშინოს მის მეზობლად მდებარე სახელმწიფოები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა, აირჩიეს დასავლეთისკენ სვლა, რომელიც ამ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს სთავაზობს უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია შესთავაზოს. „სწორედ ამიტომ ვუჭერთ საქართველოს მხარს, საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის და მეტად შეძლონ თავიანთი უფლებების გამოვლენა. აშშ კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
აშშ საქართველოს ვაქცინებს მიაწვდის
ამერიკის შეეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს მიაწვდის. ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შაჰინმა აღნიშნა, თეთრმა სახლმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა. „გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.