უცხოეთი
შანხაის პოლიცია: ჩინელი მილიარდელი მოწამლეს და გარდაიცვალა
შანხაის პოლიციის თქმით, ჩინელი მილიარდელი, რომელიც შობას გარდაიცვალა, მოწამლეს. განცხადებაში მთავარ ეჭვმიტანილად მითითებულია ლინის ერთ-ერთი კოლეგა, რომლის სახელს პოლიცია არ ასაჯაროებს. არსებობდა ვარაუდი, რომ ლინი ჩაის საშუალებით მოწამლეს. 39 წლის ლინ ცი იყო თამაშების შემქმნელი, Yoozoo- ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც „Game of Thrones: Winter Is Coming“ სტრატეგიული თამაშით იყო ცნობილი.
ჩინეთში უხანიდან ვირუსის გავრცელების გაშუქების გამო, ჟურნალისტი დააკავეს
დამოუკიდებელი ჟურნალისტს, რომელიც უხანიდან ვირუსის გავრცელების საკითხს აშუქებდა, ჩინეთის, შანხაის სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ყოფილი ადვოკატი, ჩანგ ცსანი უხანში თებერვალში ჩავიდა, პანდემიისა და მისი შემაკავებელი ზომების გასაშუქებლად. ამ პერიოდში ჩინეთის კომუნისტური მთავრობა, უკვე აქტიურად აკავებდა მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისთვის. ჟურნალისტი რამდენიმე თვეში უხანიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით ის შანხაიში იპოვეს, სადაც მას 27 დეკემბერს, პოლიციამ ბრალი - „ ჩხუბის დაწყებისა და პროვოკაციული საქმიანობის“ ბრალდებით წაუყენა. ამ მუხლით აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ჩინეთში ხშირად აკავებენ. ცსანი არის პირველი სამოქალაქო ჟურნალისტი, რომელიც გაასამართლეს კორონავირუსის პანდემიის შესახებ რეპორტაჟში მონაწილეობისთვის.
აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს
აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი დღეს მოაწერა, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. აშშ-ის საბიუჯეტო კანონში აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ. კანონში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, აშშ-ის საბიუჯეტო თანხები არ უნდა დაიხარჯოს არც ერთი ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დროულად უნდა გამოაქვეყნოს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ნებისმიერი ასეთი ცენტრალური მთავრობების სია. აშშ-ის ბიუჯეტის კანონში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა შესაძლოა, უარი თქვას აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული დახმარების შეზღუდვაზე, თუკი ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. კანონში წერია, რომ სახაზინო დეპარტამენტის ინსტრუქციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელმა დირექტორებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ისეთ პროგრამებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.
დონალდ ტრამპმა კორონავირუსის დახმარების პაკეტს და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი მოაწერა
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის შემსუბუქების პაკეტს და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი მოაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კანონპროექტზე ხელის მოწერაზე უარის თქმისა და რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა მიიღო დამხარების პაკეტი, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს 600 დოლარით დაეხმარება. კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად ბიუჯეტში 900 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. ეს არის 2.3 ტრილიონი დოლარის ხარჯვითი პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 1.4 ტრილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური მთავრობის ხარჯებს. მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობდა დახმარების პაკეტზე ხელმოწერაზე, რადგან არ სურდა მოსახლეობისთვის ნაკლები თანხა გამოეყო მთავრობას. მისი თქმით, დახმარების პაკეტი უნდა მოიცავდეს 2000 დოლარიან ფინანსურ დახმარებას, 600 დოლარის ნაცვლად.
ჩინეთში თავმდამსხმელმა ცივი იარაღით 7 ადამიანი მოკლა
თავმდამსხმელმა ცივი იარაღის გამოყენებით, მინიმუმ შვიდი ადამიანი მოკლა ჩინეთის ჩრდილო - აღმოსავლეთით. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს. ასევე, თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა ლიაონინგის პროვინციაში, ქალაქ კაიუანში. როგორც კაიუანის მუნიციპალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს განცხადებაშია ნათვქამი, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი. თავდასხმის მოტივი და საქმის დეტალები უცნობია. თუმცა, გავრცელებული ინფრომაციით, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი პოლიციელია. საქმეს პოლიცია იძიებს.
დღეიდან იაპონიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლა ეკრძალებათ
დღეიდან იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, Covid-19-ის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებით, ქვეყანაში შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მას შემდეგ აეკრძალათ, რაც ქვეყანაში დაფიქსირდა Covid-19 ახალი შტამის რამდენიმე შემთხვევა. გავრცელებული იმფრომაციით, აკრძალვა იაპონიის მოქალაქეებსა და ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონე პირებს არ ეხებათ, თუმცა მათთვის 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა იქნება აუცილებელი. შეზღუდვა ძალაში მომავალი წლის იანვრის ბოლომდე დარჩება. იაპონიაში Covid-19-ის ახალი შტამი ბრიტანეთიდან ჩასულ ორ მოქალქეს დაუდასტურდა.
ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტი, ჰემილტონ მოურანი არის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ბრაზილიაში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტუდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერთ-ერთი პირველი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო იყო. ქვეყნის პირველი პირი ივლისში დაინფიცირდა და მალევე გამოჯანმრთელდა. ჰემილტონ მოურანის თქმით, ის იზოლაციას ჟაბურუში, თავის ოფიციალურ რეზიდენციაში გაივლის. ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსის 18,479 ახალი შემთხვევა და 344 გარდაცვალება დაფიქსირდა.
აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი 63 წლის კაცია
პოლიციამ გამოიძია აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე ბანაკის აფეთქების ფაქტი, რომლის შედეგად, შობა დღეს ნეშვილში სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამართალდამცავების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ადამიანის ნეშტის დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ის 63 წლის ენტონი ქუინ უორნერს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ნეშვილის მკვიდრი იყო და ერთ-ერთი კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში მუშაობდა. ცნობისთვის, ტენესის შტატში, ქალაქ ნეშვილის ცენტრში, 25 დეკემბერს, ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე ფურგონის ტიპის ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ათობით შენობა დაზიანდა. მაშინ სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ აფეთქება წინასწარგანზრახული იყო.
კვიპროსის სასწავლო ფრენის დროს ბრიტანული სამხედრო დრონი ჩამოვარდა
დიდი ბრიტანეთის, სამხედრო ტიპის დრონი, რომელსაც ამჟავამად ქვეყანა სუეცის არხის მონიტორინგისთვის იყენებს, კვიპროსში სასწავლო ფრენების დროს ჩამოვარდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. კრიტიკოსების თქმით, უპილოტო თვითმფრინავს არ ჰქონდა უნარი ცუდ ამინდში მუშაობის და მათი თქმით, ის 2014 წლიდან, 2018 წლამდე თითქმის ხუთჯერ ჩამოვარდა. სამხედრო უპილოტო ხომალდების პროგრამაში ბრიტანეთის მთავრობამ დაახლოებით 1 მილიარდი ფუნტი დახარჯა, თუმცა დრონი, ისევე როგორც სამხედრო პროგრამა მრავალი კრიტიკის სამიზნე აღმოჩნდა. დანიშნულება შეცვლილ დრონს, უკვე სასაზღვრო კონტროლისთვის იყენებენ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „Drone Wars Uk”-ის (დრონების ომი; დიდი ბრიტანეთი) დამაარსებლის ქრის კოულის თქმით, სულ მალე მთავრობამ სამხედრო დრონებს საშინაო პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებს.
ბოსტონელი ექიმი, რომელსაც ვაქცინის შემდეგ ალერგია განუვითარდა, საავადმყოფოდან გაწერეს
ექიმი ჰოსეინ სადაზეჰის თქმით, მას Moderna-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მძიმე ალერგიული შეტევა განუვითარდა. ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს. ალერგიული რეაქცია Moderna-ს პრეპარატზე არის პირველი შემთხვევა, რომელიც ამერიკული წარმოების ვაქცინამ გამოიწვია. ამ დრომდე ფედერალური საგამოძიებო სააგენტოები, ანაფელაქსიური შოკის ექვს შემთხვევას იძიებენ, აქედან ხუთი Pfizer-BioNTech –ის პრეპარატს უკავშირდება. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებმა განიხილეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც ეხებოდა Pfizer–ის ზოგიერთ შემთხვევას, მაგრამ არ დაუდგენიათ, ვაქცინის ნივთიერებამ გამოიწვია თუ არა ალერგიული რეაქციები. ბრიტანეთში რამდენიმე ჯანდაცვის მუშაკმა ანაფილაქსია განიცადა ამ თვის დასაწყისში Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ. Moderna-სთან დაკავშირებულ ალერგიულ შეტევაზე ასევე დაიწყო გამოძიება. ექიმი ჰოსეინ სადაზეჰის თქმით, ის ამჩნევდა, რომ ალერგია უვითარდებოდა პრეპარატზე და მას ნებართვა მისცეს გამოეყენებინა საკუთარი „Epipen“-ი (ალერგიის საწინააღმდეგო ინექცია გადაუდებელ სიტუაციისთვის). ექიმი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გასინჯეს, გამოკვლევები ჩაუტარეს და მალევე გაწერეს, ის თავს კარგად გრძნობს. აშშ-ში ვაქცინაცია თითქმის ორი კვირაა რაც მიმდინარეობს.
ბრიტანეთმა 1000-ზე მეტი სამხედრო გაგზავნა დოვერის პორტში ჩარჩენილი მძღოლებისთვის კოვიდტესტის ჩასატარებლად
1,000 ბრიტანელი ჯარისკაცი, საშობაო დღეებს ბრიტანეთის საპორტო ქალაქ დოვერში გაატარებს, რათა სატვირთო მანქანების მძღოლებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარონ. პორტში, ჯარისკაცების დამატებითი რაოდენობის ჩასვლამდე უკვე იყო 300 სამხედრო, რომლებიც აღნიშნული დავალებისთვის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალურად გაგზავნა. სამხედრო მოსამსახურეების ჩარევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამის გამო ქვეყანასთან მიმოსვლა რამდენიმე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ გააუქმა. მათ შორის საფრანგეთმაც, რომელსაც გაერთიანებული სამეფო სწორედ დოვერის პორტით უკავშირდება. საფრანგეთის მთავრობამ რამდენიმე დღეში გააუქმა გადაწყვეტილება და სატვირთოს მძღოლებს ქვეყანაში შესვლის ნებართვა მისცა, თუ მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებოდათ.
ნეთანიაჰუმ მაროკოს მეფე ისრაელში მიიწვია
ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, მაროკოს დელეგაცია ისრაელში ჩავა, რათა ორივე მხარემ, ახლად დალაგებულ ურთიერთობებზე მოლაპარაკებები განაგრძონ. ნეთანიაჰუმ მოჰამედ VI- ს ესაუბრა, მან მაროკოს მეფე ქვეყანაში მიიწვია. პრემიერის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ მაროკოს დელეგაცია თელ-ავივში ჩავა, რათა მოლაპარაკებები ბოლომდე მიიყვანონ. Reuters-ის სააგენტო ეცადა, მაროკოს მთავრობის სპიკერთან დაკავშირებას, თუმცა მათი თქმით, კომენტარის გაკეთება ვერ მოხერხდა. დიპლომატიურმა წყარომ, რომელიც ანონიმურობას მოითხოვს, განაცხადა, რომ დელეგაციის შეხვედრის დრო და შემადგენლობა ჯერ არ არის განსაზღვრული. . პალესტინისგან განსხვავებით, მაროკო არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინისა და სუდანის მაგალითზე,ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების გეგმავს. პალესტინა აღნიშნულ ინიციატივას ღალატად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისრაელი პირველ რიგში ვალდებულია, მათი ტერიტორიული მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ვიდრე სხვა არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზირებას ეცდება.
საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ვაქცინაციას დღეს დაიწყებენ
სლოვაკეთმა და უნგრეთმა კოლეგებს დაასწრეს და ვაქცინაცია ესპანეთსა და საფრანგეთზე ერთი დღით ადრე დაიწყეს. გერმანიამაც გადაწყვიტა ვაქცინაცია, ოფიციალურ თარიღამდე ერთი დღით ადრე დაეწყო და შაბათს მოხუცთა თავშესაფრის რამდენიმე ბენეფიციარი აცრა. უნგრეთმა Pfizer-BioNTech- ით ვაქცინაცია დედაქალაქიდანვე დაიწყო. სლოვაკეთში, პირველმა ვაქცინა ინფექციონისტმა და მთავრობის პანდემიის კომისიის წევრმა მიიღო, შემდეგ კი მისი კოლეგები აიცრნენ. საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, პორტუგალია და ესპანეთი კვირას დაიწყებენ მასობრივ ვაქცინაციას, პრეპარატს ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკები მიიღებენ. ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს გერმანიასა და სლოვაკეთში.
საბჭოთა ჯაშუში, ორმაგი აგენტი, ჯორჯ ბლეიკი გარდაიცვალა
რუსული მედიის ცნობით, ჯორჯ ბლეიკი, MI6- ის ყოფილი ოფიცერი და ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში, ორმაგი აგენტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბჭოთა ჯაშუში 9 წლის განმავლობაში ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურიდან საბჭო კავშირს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა. 1960 წელს ბლეიკი დააპატიმრეს ლონდონში, მაგრამ 1966 წელს პატიმრობას თავი დააღწია და რუსეთში გაიქცა. მისი გარდაცვალება, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) პრეს ბიუროს ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა დაადასტურა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით ბლეიკი „განსაკუთრებული გამბედაობის პროფესიონალი“ იყო. ჯორჯ ბლეიკის მიერ გადაცემულმა ინფორმაციამ გამოიწვია ბრიტანეთის, MI6-ის 40 აგენტის გამოაშკარავება.
ესპანეთსა და შვედეთში Covid-19-ის ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა
ესპანეთსა და შვედეთში Covid-19-ის ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გავრცელებული ინფრომაციით, ერთ-ერთი დაინფიცირებული ესპანეთში ბრიტანეთიდან ჩავიდა, დანარჩენი სამი დაინფიცირებული კი მისი ოჯახის წევრები არიან. ოთხივე პირი სიმპტომების გამოვლინების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს, კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა შვედეთშიც. შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი დაუფიქსირდა მოგზაურს, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა ბიფორსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოგზაური იზოლირებული იყო და მისგან გადადების სხვა შემთხვევა არ გამოვლენილა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. თითოეული შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას უკავშირდება.
ბრიტანეთმა ევროკავშირთან Brexit-ის შემდგომი სავაჭრო გარიგების ტექსტი გამოაქვეყნა
ბრიტანეთმა ევროკავშირთან Brexit-ის შემდგომი სავაჭრო ხელშეკრულების ტექსტი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც ცნობილია, ტექსტი მოიცავს 1,246 გვერდიან სავაჭრო დოკუმენტს, აგრეთვე ბირთვული ენერგიის შესახებ შეთანხმებებზე საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას, სამოქალაქო ბირთვული ენერგიის შესახებ ინფორმაციას და მთელ რიგ ერთობლივი დეკლარაციების სერიას. ტექსტში ასევე მოცემულია მრავალი დეტალური დანართი, მათ შორის თევზით, ღვინით ვაჭრობის, მედიკამენტების, ქიმიკატების წარმოშობისა და უსაფრთხოების შესახებ. გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას ორი დღის წინ, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მიაღწიეს. დიდ ბრიტანეთსა და ევრობლოკს შორის "ბრექსითის" თაობაზე შეთანხმება 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ეს არის თარიღი, როდესაც ბრიტანეთი ასრულებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს და შესაბამისად, ამ თარიღის შემდეგ ის აღარ იქნება ევროკავშირის სავაჭრო კანონებზე დამოკიდებული.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს სამშვიდობოები მოკლეს
გაეროს სამი სამშვიდობო დაიღუპა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (CAR), როცა მთავრობასა და აჯანყებულ ძალებს შორის დაძაბულობა დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გაეროში განაცხადეს, დაუდგენელმა მებრძოლებმა ორი შეტევა განახორციელეს. დაშავდა კიდევ ორი სამშვიდობო. გაეროს სამშვიდობო ძალები განლაგებულები იყვნენ ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ ძალადობის ჩასახშობად. ცენტრალური აფრიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფაუსტინ არქანე ტუადერამ მისი წინამორბედი, ფრანსუა ბოზიზე ამბოხებულ ჯგუფებთან ერთად გადატრიალების წამოწყებაში დაადანაშაულა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი: ისრაელი, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც პანდემიას დაძლევს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ისრაელი, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც პანდემიას დაძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს. „მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, ვაქცინაციის გასაოცარი კამპანიის და მეორე მხრივ, ლოკდაუნის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, კორონავირუსის პანდემია დავძლიოთ და ჩვენ, სავარაუდოდ, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გავხდებით, რომელიც პანდემიას დაძლევს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. როგორც ცნობილია, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელში 27 დეკემბრიდან ლოკდაუნი ამოქმედდება. გამკაცრებული რეგულაციების თანახმად, მოქალაქეებს გადაადგილება სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში შეეძლებათ, თუ საქმე კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებას ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებას არ ეხება.
ელისაბედ მეორის საშობა მიმართვა: შენ არ ხარ მარტო
დედოფალი ელისაბედ მეორე თავის საშობა მიმართვაში ცდილობს დაარწმუნოს ისინი, ვინც შობას მეგობრებისა და ოჯახის წევრების გაერეშე ხვდებიან, რომ მარტო არ არიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დედოფლის თქმით, ის, რაც საშობაოდ ყველას სურს უბრალოდ ჩახუტება და ხელის ჩაჭიდებაა, მაგრამ ყველაზე ბნელ ღამეებშიც არის განთიადის იმედი. ”რა თქმა უნდა, ბევრისთვის, წელიწადის ეს დრო მწუხარებით იქნება სავსე - ზოგი წუხს იმისთვის, რომ საყვარელი ადაიანები დაკარგა. ზოგი წუხს, რომ უსაფრხოების მიზნით, მოშორებულები არიან მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ყველას საშობაოდ რაც სურს, არის უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდება. თუ თქვენ მათ შორის ხართ, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ."- აღნიშნა დედოფალმა. 94 წლის დედოფალი საშობაო სიტყვაში პანდემიის საკითხსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად გაჭირვებისა, "პანდემიამ დაგვაახლოვა".
უგანდის ტბაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა
უგანდის ტბაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ საინფორმაციოზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს. უბედური შემთხვევა ალბერტის ტბაზე, უგანდასა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე, მოხდა. ძლიერი ქარის შედეგად გემი, რომელზეც ხალხი იმყოფებოდა, ტბაში ჩაიძირა. აშრაფ ორომოს თქმით, ბორტზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა, დაახლოებით 21 ადამიანი გადარჩენა მოხერხდა. საზღვაო ოფიცრის თქმით, ტბაზე უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების წესების დართვევა და ამინდის სწრაფი ცვლილება გახდა.