უცხოეთი

ქემერონის შემდეგ, ტრამპს პოლონეთის პრეზიდენტი შეხვდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, Trump Tower-ში უმასპინძლა. დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს, თუმცა დეტალები არ გასაჯაროებულა. „მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად ოთხი შესანიშნავი წელი გავატარეთ. ჩვენ პოლონეთს მხარს ბოლომდე ვუჭერთ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ანჯეი დუდასთან შეხვედრისას. ტრამპის კამპანიამ მცირე ინფორმაცია გაავრცელა შეხვედრის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ მათ განიხილეს დუდას წინადადება NATO-ს ქვეყნებისთვის, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე - პოზიცია, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე გაასაჯაროვა გასულ თვეში Washington Post-ის სტატიაში. სტატიაში დუდა ამბობდა, რომ „რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები და აგრესიული რევიზიონიზმი უბიძგებს მოსკოვს NATO-სთან პირდაპირი დაპირისპირებისკენ“ და რომ NATO მზად უნდა იყოს საფრთხესთან გასამკლავებლად. ტრამპის კამპანიამ გაასაჯაროვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ქემერონთან შეხვედრაზე განიხილა  

ცნობილია, როდის უყრის კენჭს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის დახმარებას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის დახმარების პაკეტის გარშემო კენჭისყრას 20 აპრილს ჩაატარებს. განაცხადა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს, ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მას მერე, რაც დახმარება სენატმა დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 60,80 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინაში კონფლიქტთან გამკლავების და რუსეთის შეჭრის გამო რეგიონული პარტნიორების დახმარებისთვის. აქედან 23.2 მილიარდი დოლარი გამოყენებული იქნება აშშ-სგან იარაღის, მარაგებისა და აღჭურვილობის შესავსებად. კანონპროექტი ითვალისწინებს ისრაელისთვის მხარდაჭერისთვის 26.38 მილიარდი დოლარის გამოყოფას. ის უნდა მოხმარდეს ბოლოდროინდელი თავდასხმების საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ხარჯების დაფარვასაც. ხოლო ინდოეთ-წყნარი ოკეანის კანონპროექტი შეიცავს 8,12 მილიარდ დოლარს. რამდენიმეკვირიანი გაურკვევლობის შემდეგ იმასთან დაკავშირებით, მისცემენ თუ არა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები წევრებს დახმარებაზე კენჭისყრის საშუალებას, ჯონსონმა 15 აპრილს განაცხადა, რომ გადაწყვიტა სენატის 95 მილიარდიანი კანონპროექტის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა. ხოლო 17 აპრილს, ხარჯების გეგმის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ძლიერი ზეწოლის შემდეგ, ჯონსონმა დაიწყო კანონპროექტების ტექსტის გამოქვეყნება, საბოლოო მიღებაზე კენჭისყრა კი, მოეწყობა 20 აპრილს, საღამოს, რათა დრო იყოს დებატებისა და შესწორებების შეტანისთვის. სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, დახმარების შესახებ კანონპროექტი თებერვალში მიიღო, სოლიდური 70%-იანი ორპარტიული უმრავლესობით, ხოლო პაკეტის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ის ასეთივე პროპორციით გავიდოდა წარმომადგენელთა პალატაში, ჯონსონს კენჭისყრის ნება რომ დაერთო. ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს - ქემერონი კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რუსულ სამხედრო აეროდრომზე დარტყმა დაადასტურა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა ანექსირებულ ყირიმის ქალაქ ჯანკოიში, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო აეროდრომზე ზუსტი დარტყმისთვის. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანკოის აეროდრომზე აფეთქებები 17 აპრილს, გამთენიისას მოხდა. ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადლობას უხდის ყველას, ვინც ამზადებს რუსეთის არმიის ტექნიკის და საბრძოლო ინფრასტრუქტურის განადგურების უმნიშვნელოვანეს სპეცოპერაციებს, რადგან ოკუპანტის ყოველი დანაკარგი უკრაინის ძალაა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოპერაციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის. რუსული წყაროების თანახმად, ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე - უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ აეროდრომზე შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, გეოლოკაციური კადრები ადასტურებს, რომ ჯანკოის აეროდრომზე აფეთქებები იყო. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენები რუსეთის არმიას აძლევს უპირატესობას როგორც შეტევის, ისე თავდაცვისთვის, განსაკუთრებით უკრაინის სამხრეთში. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ჯანკოიში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე დრონებით იერიში არაერთხელ მიიტანეს. ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში აფეთქებები იყო, გაჩნდა ხანძარი - მედია  

გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის ახალ ინიციატივა წამოიწყო

გერმანიამ უკრაინისთვის უფრო კრიტიკულად საჭირო საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ახალი ინიციატივა წამოიწყო. იტყობინება Tagesschau 17 აპრილს, გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების სპიკერებზე დაყრდნობით. ბერლინმა ევროკავშირისა და NATO-ს პარტნიორებს უკვე მიმართა, რადგან რუსეთის გაძლიერებული საჰაერო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე კვლავ ხაზს უსვამს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემების მზარდ დეფიციტს. 17 აპრილის დილით, ქალაქ ჩერნიგოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი მიმართავენ ევროკავშირს, NATO-ს და მესამე მხარის ქვეყნებს ახალი ინიციატივით, რომელიც ასევე განიხილება დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ამ კვირაში. უკრაინას საბრძოლო მასალის დეფიციტს ემუქრება, რადგან აშშ-ის მნიშვნელოვანი დაფინანსება რესპუბლიკელებმა კონგრესში თვეების განმავლობაში დაბლოკეს და ევროკავშირი ვერ ახერხებს საბრძოლო მასალის დროულად მიწოდებას. „გერმანიის ინიციატივა პასუხობს უკრაინაში არსებული ვითარების ცვალებად ბუნებას,“ განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიფინგზე და დასძინა, რომ არაერთმა ქვეყანამ გამოხატა თავისი ინტერესი. „ეს არ მოხდებოდა, თუ უკრაინა მიიღებდა საკმარის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება Patrio-ის 25 სისტემა რათა დაიცვას მთელი ქვეყანა რუსეთის თავდასხმებისგან. გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ, უკრაინის მეორე უმსხვილესი სამხედრო დონორია.  

კრემლი ადასტურებს, რომ „რუსეთის სამშვიდობო ძალებმა“ მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან გასვლა დაიწყეს

კრემლმა გამოაცხადა 17 აპრილს, რომ "რუსეთის სამშვიდობო ძალებმა" დაიწყეს მთიანი ყარაბაღის დატოვება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა კონტროლი თავისი რეგიონზე. მიმდინარე კვირაში აზერბაიჯანის მედია წერდა, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს პოზიციების დატოვება, რომელიც 2020 წელს დაიკავეს ერევანსა და ბაქოს შორის მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ზავის შედეგად. რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა შესაბამის შეკითხვას უპასუხა, რომ „კი, ეს სიმართლეა“, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. რუსეთმა „სამშვიდობო ძალები“ - ორი ათასი სამხედრო, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ექვსკვირიანი ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმების ჩარჩოებში განათავსა. 2020 წლის ომის შედეგად აზერბაიჯანმა რეგიონის და მიმდებარე არეალების დაკავება მოახერხა. ბაქომ ტერიტორიის დაკავება შარშან, სექტემბერში ელვისებური იერიშით დაასრულა, რასაც მოჰყვა კრიზისი - მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თითქმის მთლიანად გასვლა სომხეთში რეპრესიების შიშით. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად, სადაც უმრავლესობას სომხური მოსახლეობა წარმოადგენდა და თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მას სეპარატისტული ძალები მართავდნენ. კონფლიქტმა რუსეთს და სომხეთს შორის კავშირები დაარღვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ ერევანმა დე ფაქტო შეაჩერა მონაწილეობა მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ თავდაცვის ალიანსში - „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (CSTO), მან არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთი იმის გამო, რომ „მხარი არ დაუჭირა მის ქვეყანას აზერბაიჯანის აგრესიისას.“ ერევანი ასევე შეუერთდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსკოვის სურვილის საწინააღმდეგოდ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ერევანი ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ ის სომხეთში ჩავა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ მოლაპარაკებას უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების გარშემო. ორი ქვეყნის საზღვრისპირა ჯარებს შორის შეტაკებების შესახებ ცნობები ხშირია.  

დანია უკრაინას $313 მილიონის სამხედრო დახმარებას უგზავნის

დანიის თავდაცვის სამინისტრომ 16 აპრილს, უკრაინისთვის 313 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ეს დანიის მიერ სამხედრო დახმარების მე-17 მიწოდებაა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. კოპენჰაგენმა უკრაინას მარტში 336 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი მიაწოდა. უახლესი დახმარების პაკეტიდან თანხები დაიხარჯება უკრაინის საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაზე, ასევე თვითმფრინავებზე და რაკეტების ნაწილების წარმოებაზე ნიდერლანდებთან და ჩეხეთთან თანამშრომლობით. „თანხის ნაწილი, 200 მილიონი კრონა (28,4 მილიონი აშშ დოლარი), პირდაპირ მოხმარდება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებას იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად და გადაცემისთვის, ნათქვამია განცხადებაში.  დანიამ, კიევის ერთ-ერთმა მთავარმა მხარდამჭერმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, ახლახან გადაწყვიტა, გამოყოს 5,8 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც გახდა რუსული ფართომასშტაბიანი თავდასხმების სამიზნე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW Kiel) მონაცემებით, რომელიც აკონტროლებს უკრაინის საერთაშორისო დახმარებას, დანია არის მეოთხე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი კიევისთვის. დანია არის მეორე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი მშპ-ს პროცენტული (მშპ-ს 2,3%-ით) მაჩვენებლით.  

Rheinmetall-ი ლიეტუვაში საბრძოლო მასალის წარმოების ქარხანას ააშენებს

ლიეტუვამ ხელი მოაწერა განზრახვის წერილს გერმანულ Rheinmetall-თან, რათა ბალტიისპირეთის ქვეყანაში საბრძოლო მასალის ქარხნის აშენება დაიწყოს, იუწყება Reuters. ლიეტუვის ეკონომიკის მინისტრმა ოსრინე არმონაიტემ განაცხადა, რომ ქარხანა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია ბალტიისპირეთის ქვეყანაში. დეტალური საინვესტიციო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ახლა გაიმართება. „ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციას, რომელიც გამოიმუშავებს შემოსავალს და დაგვეხმარება უზრუნველვყოთ, ავტონომია შეიარაღების შეძენისას,“ - ამბობს მინისტრი. მანამდე ლიეტუვის სეიმმა დაუჭირა მხარი კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რაც საშუალებას მისცემს მსხვილ თავდაცვის კომპანიებს, რომ ქვეყანაში უფრო სწრაფად დაიწყონ პროექტების განვითარება. ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა ოშრინ არმონაიტემ განაცხადა, რომ კანონში ცვლილებები ხელს შეუწყობს Rheinmetall-ის შესვლას ქვეყანაში და ლიეტვაა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა თავდაცვის ინდუსტრიისთვის. მანამდე Rheinmetall-მა გამოაცხადა, რომ ლიეტუვაში ქარხნის აშენებას 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის აპირებს.  

რუმინეთი უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად, კიდევ სამ F-16-ს მიიღებს

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუმინეთი ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებისგან, უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის კიდევ სამ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს თავის ჰოლანდიელ კოლეგასთან, საავიაციო ბაზაზე გამართავს. გასული წლის ნოემბერში გახსნა F-16-ების ევროპული სასწავლო ცენტრი ფატესტის 86-ე საჰაერო ბაზაზე გახსნა. იმ დროს ითქვა, რომ ავიაბაზა გამოიყენებოდა რუმინელი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მოსამზადებლად. რუმინეთსა და ნიდერლანდებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ბაზა უზრუნველყო საწვრთნელ მიზნებისთვის, ნიდერლანდებმა მიაწოდა მოიერიშე თვითმფრინავები, ხოლო Lockheed Martin-მა უზრუნველყო ინსტრუქტორები და ტექნიკური მომსახურება. ნიდერლანდები და დანია კოორდინაციას უწევენ ევროპულ ძალისხმევას უკრაინას F-16-ების მოპოვებაში დასახმარებლად. გასულ წელს უკრაინის მოკავშირეებმა საავიაციო კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც უკრაინას თანამედროვე F-16-ების საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწოდებდა. კოალიციას ნიდერლანდები და დანია ხელმძღვანელობდნენ.  

ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, აშშ და ევროკავშირი თეირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებენ

ისრაელზე თეირანის თავდასხმის საპასუხოდ, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციების გასაფართოებლად მოემზადება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ის მხარს უჭერს წინადადებას და დიპლომატები იმუშავებენ მასზე უახლოეს დღეებში, რათა მინისტრებმა კვლავ განიხილონ ის ორშაბათს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ასევე დააყენა ირანის დომინანტური სამხედრო ძალის, რევოლუციის გვარდიის კორპუსის სანქციების დაწესების საკითხი, თუმცა ჯოზეფ ბორელმა კვლავ დააფიქსირა ევროკავშირის პოზიცია, რომ კორპუსი შეიძლება მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელდეს, თუ ევროკავშირი აღმოაჩენს, რომ ჯგუფი ტერორისტულ საქმიანობაშია ჩართული. თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, უახლოეს მომავალში, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. „ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი კოორდინაციაშია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის „დიდ შვიდეულთან“ და კონგრესის ლიდერებთან, ყოვლისმომცველი პასუხის გასაცემად. უახლოეს დღეებში, შეერთებული შტატები დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, მისი სარაკეტო და უპილოტო პროგრამის ჩათვლით, ასევე ახალ სანქციებს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის და ირანის თავდაცვის სამინისტროს მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ,“ - განაცხადა სალივანმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორებიც უახლოეს მომავალში დააწესებენ. მანამდე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გამოიყენებს სანქციებს „ირანის რეჟიმის საზიანო და დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობის აღსაკვეთად.“  

ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში აფეთქებები იყო, გაჩნდა ხანძარი - მედია

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ძლიერი ხანძარი ჯანკოის სამხედრო აეროდრომის რაიონში გაჩნდა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაში მხოლოდ აფეთქებების შემდეგ გამოცხადდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ჯანკოიში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დრონებით არაერთი იერიში მიიტანეს. ჯანკოი ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარეობს. რუსული წყაროების თანახმად, ქალაქის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე, უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები. უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ ანექსირებულია 2014 წლიდან.  

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი, ანა ბოიონი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზია ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებების განხორციელება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს. ელჩი პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო.  „პრეზიდენტმა მაკრონმა გამოხატა სინანული აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე განმარტავს თავის განზრახვებს", - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, რაზე არის საუბარი. ბაქო აქტიურად აკრიტიკებს პარიზს სომხეთის მხარდაჭერისთვის, ასევე აზერბაიჯანის მიმართ მის მკაცრ რიტორიკას მთიან ყარაბაღში ქმედებებთან დაკავშირებით. დეკემბრის ბოლოს ქვეყნებმა ერთმანეთის ორ-ორი დიპლომატი გააძევეს.  

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა მთლიანმა საბიუჯეტო დახმარებამ დაახლოებით, 23 მილიარდ დოლარს მიაღწია

აშშ უკრაინას დაახლოებით 23 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარებას უწევს რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, იუწყება Ukrinform. „2022 წლის 24 თებერვლიდან შეერთებული შტატების მთლიანმა საბიუჯეტო დახმარებამ მიაღწია დაახლოებით 23 მილიარდ დოლარს. მოზიდული თანხები მნიშვნელოვანი წვლილი გახდა ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის. ამჟამად პრიორიტეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა აგრესორთან წარმატებით დასაპირისპირებლად საჭირო რესურსებით, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს სასიცოცხლო სოციალური და ჰუმანიტარული სერვისებით მომარაგება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სგან დახმარების შენარჩუნება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.   

ოლიმპიაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აანთეს

16 აპრილს საბერძნეთის ანტიკურ ქალაქ ოლიმპიაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აანთეს. ოლიმპიადა 26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქში დაიწყება. ამ სიმბოლური აქტით დაიწყო ჩირაღდნის ესტაფეტა საბერძნეთსა და საფრანგეთში. ესტაფეტა დასრულდება პარიზში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, სადაც ოლიმპიური თამაშების ცეცხლს აანთებენ. პარიზი ოლიმპიადას 1900 და 1924 წლების შემდეგ მესამედ უმასპინძლებს.  

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას დაეთანხმა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა გასცა. შესაბამის ინფორმაციას მოლდოვის გამოცემა NewsMaker საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ახლა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა მიიღოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური გადაწყვეტილება PAS პარტიის დეპუტატების მოთხოვნას მოყვა, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 20 ოქტომბერი ჰქონდათ აღნიშნული. თუ მოლდოვის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ ქვეყნის კონსტიტუციაში რამდენიმე შესწორება იქნება შეტანილი. კერძოდ, კონსტიტუციის პრეამბულაში მოლდოვის ევროპული იდენტობისა და ევროპული გზის უცვლელობის შესახებ ჩანაწერი გაჩნდება. ასევე, კონსტიტუციაში ცალკე მუხლი გაჩნდება “ევროპული ინტეგრაცია.” მასში აღნიშნული იქნება, რომ მოლდოვა უერთდება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებს და აქტებს, რომლებიც ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებების გადახედვას ითვალისწინებენ.  

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ფრანგული კანონი არ არის - ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის. მისი განცხადებით, „საქართველოს, ცხადია, შეუძლია, მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. „საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს. როგორც საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში მივესალმებით. ეს კარგად მოგეხსენებათ. როგორც საქართველოს მეგობრები, - ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს, - საქართველოს ვეუბნებით, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. და [მიიღებს თუ არა] საქართველოს გადასაწყვეტია,“ - განუცხადა ელჩმა გასრიმ 16 აპრილს ჟურნალისტებს გორში სტუმრობისას რადიო თავისუფლებიც ცნობით. 14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობდა. 15 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

Reuters: უკრაინამ რუსეთთან და თურქეთთან ხელი არ მოაწერა შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ შეთანხმებას

უკრაინამ ბოლო მომენტში თქვა უარი შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ რუსეთთან და თურქეთთან შეთანხმების გაფორმებაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო "როიტერსი". ამ წყაროების მიხედვით, რუსეთი და უკრაინა თურქეთის შუამავლობით უკვე ორი თვეა აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა მიეღწიათ შავ ზღვაში საქონლის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის შეთანხმებისთვის. კიევს შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება არ სურდა, მაგრამ დათანხმდა, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ერდოანს, ამის თაობაზე გამოეცხადებინა 30 მარტს, წინა დღეს ადგილობრივი არჩევნებისა, რომელზეც ერდოანის პარტია მეორე ადგილზე გავიდა. Reuters-ს აქვს შეთანხმების ასლი. დოკუმენტში ჩამოთვლილი პირობების თანახმად, მოსკოვი და კიევი პირობას დებდნენ, რომ უზრუნველყოფდნენ შავ ზღვაში სავაჭრო გემების უსაფრთხოებას და კისრულობდნენ ვალდებულებას, რომ არ გაუხსნიდნენ ცეცხლს, არ დააკავებდნენ და არ ჩაატარებდნენ ჩხრეკას, თუ გემები ცარიელია ან გაცხადებული აქვთ გემბანზე არასამხედრო ტვირთის არსებობის შესახებ. შავ ზღვაში მდებარეობს მარცვლეულის, სასუქებისა და ნავთობის ექსპორტირების მთავარი მარშრუტები როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. 2023 წლის ივლისში რუსეთმა, დასავლეთის ქვეყნების მიერ შეთანხმებების შეუსრულებლობის მომიზეზებით, დატოვა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც მანამდე ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გაგრძელდა. 2024 წლის თებერვალში უკრაინამ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა შავი ზღვის საზღვაო დერეფნის დაცვას. სრულმასშტაბიანი ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უკრაინის არმიამ გაანადგურა მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებისა, რომლებსაც შეეძლოთ საფრთხეს შეექმნათ სავაჭრო დერეფნის ფუნქციონირებისთვის.

პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად, „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დანიელ კოლეგასთან, მეტე ფრედერიკსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს. „მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პოლონეთის წინადადებას, ევროპის ცის პოტენციური სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვის მიზნით ეფექტური „რკინის გუმბათის“ შექმნის პროექტს შეუერთდეს, დადებითად გამოეხმაურა,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა „საშიშ ზონაში“ იმყოფება. „არ არსებობს იმის მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს ევროპას ასეთი სარაკეტო თავდაცვის ფარი“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. „რკინის გუმბათი“ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის სახელწოდებაა. ზელენსკიმ მოკავშირეებს მიმართა, უკრაინა ისრაელის მსგავსად დაიცვან  

სი ძინპინმა გერმანიის კანცლერს უმასპინძლა - რაზე გამახვილდა ყურადღება პეკინში

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში 12 აპრილს, სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ის ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს უკვე შეხვდა. ოლაფ შოლცი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც. შეხვედრის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო ღრმავდება. თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია და ჩინეთი ტექნოლოგიის სფეროებში მოწინავე ქვეყნები არიან და მათ შორის მხოლოდ სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. გერმანიის კანცლერის რანგში ეს მისი მეორე ვიზიტია ჩინეთში. შოლცს თან ახლავს სამი მინისტრი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის საკითხებზე. დელეგაციაში შედიან წამყვანი გერმანული კომპანიების, კერძოდ, Siemens-ის, BMW-ს, Mercedes-Benz-ის წარმომადგენლები. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, შოლცის ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც გერმანია და მისი დასავლელი მოკავშირეები უპირისპირდებიან ჩინეთს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, ვაჭრობის, ტაივანის, ადამიანის უფლებებისა და მისი კავშირების შესახებ რუსეთთან. გერმანიის დელეგაციამ სი ძინპინთან შეხვედრას „კარგი“ უწოდა. მასთან შეხვედრის წინ, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი საფრთხეს უქმნის "მთელ საერთაშორისო წესრიგს." ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე გერმანიის კანცლერმა ბირთვული ესკალაციის საფრთხეზეც ისაუბრა. „ნათელია, ჩვენ ორივემ ნათლად განვაცხადეთ ჩვენს ბოლო შეხვედრებზე აქ, პეკინში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას საფრთხეც კი არ უნდა შეექმნას. მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო, თუ როგორ შეგვიძლია, მეტი წვლილი შევიტანოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში,“ - აღნიშნა შოლცმა. შოლცის ვიზიტის წინ ვაშინგტონმა ჩინეთი დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღების სექტორის გაძლიერებულ მხარდაჭერაში. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამბობს, რომ ორმხრივი კავშირები გერმანიასთან, სტაბილურად განვითარდება იმ პირობით, რომ ორივე სახელმწიფო პატივს სცემს ერთმანეთის განსხვავებებს და ისინი ეძებენ „საერთო ნიადაგს.“ „ჩვენ უნდა შევხედოთ და განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველი გზით გრძელვადიანი და სტრატეგიული პერსპექტივიდან,” - განუცხადა მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. ბერლინმა გასულ წელს წამოიწყო „რისკებისგან თავის დაღწევის“ სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის ზედმეტად მჭიდრო კავშირის შეჩერებას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან. „ვიდრე ორივე მხარე დაიცავს ურთიერთპატივისცემას, ეძებს საერთო ენას და ინარჩუნებს განსხვავებებს, ურთიერთობს და სწავლობს ერთმანეთისგან და მიაღწევს მომგებიან თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება,“ განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმ გერმანიიც კანცლერს. თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას შორის კონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი და გააფრთხილა ჩინეთის ხელმძღვანელობა ავტოინდუსტრიაში პროტექციონისტულ პოზიციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჩინური წარმოების მანქანები მისასალმებელია გერმანულ ბაზარზე იქამდე, ვიდრე კონკურენცია "სამართლიანი" იქნება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ არ იყოს დემპინგი, რომ არ იყოს ჭარბი წარმოება, რომ საავტორო უფლებები არ ირღვეოდეს,“ - ასეთია შოლცის პოზიცია. მან მოუწოდა ჩინეთს, შექმნას თანაბარი პირობები ვაჭრობისთვის. გერმანიის მთავრობა და გერმანული ბიზნესი ასევე უფრთხილდებიან ტაივანთან დაკავშირებით რაიმე პოტენციურ სამომავლო კონფლიქტს. შოლცის ვიზიტი დღეს დასრულდა.  

სპიკერმა ჯონსონმა ისრაელის და უკრაინის დახმარება ერთმანეთისგან გამიჯნა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თანაპარტიელ რესპუბლიკელებს ისრაელის, უკრაინის და ტაივანის დახმარების და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ ოთხი დამოუკიდებელი კანონპროექტი წარუდგინა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, სპიკერმა ჯონსონმა რესპუბლიკელებს ოთხი კანონპროექტი 15 აპრილს წარუდგინა დახურულ შეხვედრაზე, რომელიც კონგრესის შენობაში გაიმართა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო აკვირდება, შეძლებს თუ არა აშშ მოკავშირეების და საკუთარი ინტერესების დაცვას და ამას აუცილებლად გააკეთებენ. კანონპროექტები დღეს, 16 აპრილს, უნდა გამოქვეყნდეს. წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრა ამ კვირაში გაიმართება. მაიკ ჯონსონის ინფორმაციით, კანონპროექტებით გათვალისწინებულია დაახლოებით იმდენივე დაფინანსება, როგორც ეს სენატმა განსაზღვრა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სახსრების ნაწილს კრედიტის სახე ექნება. კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატას, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, ამ კანონპროექტისთვის კენჭი არ უყრია კონსერვატორი კონგრესმენების წინააღმდეგობის გამო. ისინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტას უკავშირებენ მექსიკის საზღვრიდან მიგრაციის შესაჩერებლად გაცილებით მკაცრი ზომების მიღებას, ვიდრე ამას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს. ისრაელის დახმარების საკითხი წარმომადგენელთა პალატაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 13-14 აპრილს ირანმა ისრაელს დრონებით და რაკეტებით შეუტია.  

ზელენსკიმ მოკავშირეებს მიმართა, უკრაინა ისრაელის მსგავსად დაიცვან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებს იგივე „ერთობის“კენ მოუწოდებს, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაშია.  ზელენსკიმ მოუწოდა მოკავშირეებს, გამოავლინონ იგივე „ერთობა“ უკრაინის მიმართ, როგორც ისრაელის შემთხვევაში, რომელმაც ირანის თავდასხმა დასავლეთის მხარდაჭერით მოიგერია. უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ მანვე აღბნიშნა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა, ტერორისგან დასაცავად რამდენად ეფექტიანია ერთიანობა, თუკი საკმარისი პოლიტიკური ნება არსებობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისრაელზე ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად ერთად და მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედეს ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იორდანიამ. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი არ არის NATO-ს წევრი და მის დასაცავად საჭირო არ გახდა ალიანსის წესდებით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის მსგავსი მუხლის გამოყენება, არც არავინ აღმოჩნდა ომში ჩათრეული და მხოლოდ ადამიანების სიცოცხლე დაიცვეს. ზელენსკის განცხადებით, „შაჰედის“ ტიპის დრონებს უკრაინის საჰაერო სივრცეშიც ისეთივე ხმა აქვთ, როგორც ახლო აღმოსავლეთში და ბალისტიკური რაკეტებიც ერთნაირად მოქმედებენ, ამიტომ ტერორი ყველგან ერთნაირად უნდა დამარცხდეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპის ცა დიდი ხნის დაცული იქნებოდა, უკრაინას პარტნიორებისგან რომ ჰქონდეს ისრაელის მსგავსი, სრული დახმარება დრონების და რაკეტების ჩამოსაგდებად. თეთრ სახლში 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელ ჯონ კირბის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ აშშ მოკავშირეებთან ერთად ისრაელს დაეხმარა ირანული დრონების განადგურებაში, რატომ არ შეიძლება, იგივე გაკეთდეს უკრაინაში. კირბიმ უპასუხა, რომ ეს სხვადასხვა კონფლიქტი, სხვადასხვა საჰაერო სივრცე და საფრთხის სხვადასხვა სურათია. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვება. კირბის განცხადებით, უკრაინას ეხმარებიან იარაღით, რომელიც საჰაერო სივრცის დასაცავად სჭირდება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროცესი დღეს შეჩერებულია დამატებითი დაფინანსების არარსებობის გამო. თეთრი სახლი კვლავ მოუწოდებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, მხარი დაუჭიროს სენატის მიერ თებერვალში დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად.