უცხოეთი

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია უკრაინის NATO-სთან დაახლოებისთვის, პოზიტიურ განვითარებად უნდა იყოს აღქმული საქართველოსთვის - ლუკ კოფი

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაახლოებისთვის, ასევე უნდა იყოს მისასალმებელი და პოზიტიურ განვითარებად აღქმული საქართველოსთვის, რადგან საბოლოო მიზანი უნდა იყოს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაც“, - ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საუბრისას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი კითხვაზე, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, საქართველოს კი მოსაპოვებელი აქვს, NATO-ში გაწევრიანების გზაზეც, მოვლენების მსგავსი განვითარება ხომ არ შეიძლება ვიხილოთ, ლუკ კოფი პასუხობს, რომ ეს არ იქნება იგივე შემთხვევა, რადგან ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების პროცესები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. „ევროკავშირში წევრობისთვის თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ განსხვავებულ კრიტერიუმებს, ეს არის ძალზედ განსაზღვრული“, - აღნიშნავს კოფი. „ეს კარგია თუ ცუდი, უკრაინა და საქართველო ერთმანეთთან დაკავშირებულია. გაფართოების საკითხში ისინი ერთმანეთს შეერწყნენ 15 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. დიდი განსხვავება ისაა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს იგივე დონის ენთუზიაზმი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინააღმდეგი არ ყოფილა, მათ თქვეს, რომ მხარს უჭერენ NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას და ამისთვის გარკვეული მცირე ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ენთუზიაზმს, მაგალითად, იმის შესახებ საქართველოს მთავრობას NATO-ს სამიტიდან რის მიღება სურს, ამ სამიტის საშუალებით რის მიღებას იმედოვნებენ, ამის შესახებ ჩვენ ნამდვილად არაფერი გვსმენია. ვფიქრობ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაახლოებისთვის, ასევე უნდა იყოს მისასალმებელი და პოზიტიურ განვითარებად აღქმული საქართველოსთვის, რადგან საბოლოო მიზანი უნდა იყოს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაც“, - განაცხადა ლუკ კოფიმ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი  

დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები: უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული

დიდ ბრიტანეთს და გერმანიას არ შეუძლიათ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაგზავნა, რადგან ასეთი თვითმფრინავების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, აშშ-ზეა დამოკიდებული. ამის შესახებ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა ბორის პისტორიუსმა და ბენ უოლესმა ბერლინში, მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ გამანადგურებლების სამართავად წვრთნების ჩატარებაში წვლილის შესატანად მზად არიან. მისი თქმით, ამჟამად საუბარია არა თვითმფრინავების მიწოდებაზე, არამედ, „პლატფორმის შექმნაზე“. „გერმანია... არ თამაშობს აქტიურ როლს ასეთ ალიანსში, ასეთ კოალიციაში, რადგან ჩვენ არ გვაქვს არც სასწავლო შესაძლებლობები, არც თვითმფრინავები... ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ბერლინში გადაწყდება, თეთრ სახლში წყდება“. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.    

ალბანეთის პრემიერი: უკრაინის დამსახურებაა ჩვენი დაცულობა

ევროპული ქვეყნები უკრაინის მადლიერნი უნდა იყვნენ იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს ამჟამად უკრაინელი ხალხი ევროპისთვის. ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ალბანეთს არასოდეს ჰქონია ილუზია მოსკოვის რეჟიმის ბუნების ცვლილების შესახებ. „ჩვენი ურთიერთობა მოსკოვთან, უკვე იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღარ არსებობდა. ნუ მთხოვთ, ახსნას როგორ და რატომ, რადგან ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენს მოგზაურობას ისლანდიაში“, - განაცხადა ედი რამამ. რამამ განმარტა, რომ ომის დაწყებიდან პუტინის პოპულარობა ალბანეთში 0,7%-დან 1,2%-მდე მერყეობს.  

გლობალური ტემპერატურა, უახლოეს ხუთ წელიწადში რეკორდულ დონეს მიაღწევს

მეცნიერები გამოვიდნენ გაფრთილებით, რომ მსოფლიოში, უახლოეს ხუთ წელიწადში, ტემპერატურა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს. გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) განცხადებით, 2023-დან 2027 წლამდე იქნება ყველაზე თბილი ხუთწლიანი პერიოდი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.   ორგანიზაციის განმარტებით, ამის 98%-იანი ალბათობა არსეობს.    

წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა, რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მიემხრო რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. რეზოლუციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ძალისხმევისთვის, რათა რუსეთის მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლიმ განაცხადა, რომ რეზოლუციის დამტკიცებამდე კონგრესის წევრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ უკრაინის გენერალური პროკურორისთვის, ანდრეი კოსტინისთვის და უშუალოდ ენახათ რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულები. რეზოლუციაში კონგრესმენები ხაზს უსვამენ რუსეთის მიერ გაეროს ქარტიის დარღვევას და აცხადებენ, რომ „რუსეთის ფედერაციის უპრეცედენტო სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში კრიტიკულ წერტილს მიაღწია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს“.  

შვეიცარია უკრაინელი ოლიგარქის, კონსტანტინ ჟევაგოს კომპანიებს, 100 მილიონ დოლარზე მეტის აქტივებს ართმევს - მედია

შვეიცარიამ უკრაინელი ოლიგარქის, კონსტანტინ ჟევაგოს ანგარიშებიდან, 113 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის აქტივები ამოიღო. თანხები კიევის რაიონულმა სასამართლომ, 2022 წლის 26 ოქტომბერს, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნით დააყადაღა და სწორედ ამის საფუძველზე მიიღო შვეიცარიამ ხსენებული გადაწყვეტილება. ბიურო შვეიცარიული მხარის დახმარებით იღებს ზომებს ჩამორთმეული თანხების გადაცემის მექანიზმის გამოსაყენებლად. საფრანგეთის სასამართლო უკრაინელი მილიარდერის, კონსტანტინ ჟევაგოს ექსტრადირებაზე უარს ამბობს. უკრაინელი მილიარდერი ჟევაგო საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ, რკინის მადნის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ტოვებს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ Poltava Mining-ის ყველა საბანკო ანგარიში გაყინა. Poltava Mining-ი ოლიგარქ კოსტიანტინ ჟევაგოს Ferrexpo-ს ნაწილია. ჟევაგოს 2019 წელს, Finance & Credit Bank-ში 113 მილიონი დოლარის გაფლანგვისა და გათეთრების ბრალდება წაუყენეს. 2021 წელს ის ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში მოხვდა. უკრაინული მედია წერდა, რომ საფრანგეთში დაკავების შემდეგ, უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. Forbes Ukraine-ის ბოლო სიის მიხედვით, ჟევაგო 1,4 მილიარდი დოლარის ქონებით მეხუთე ყველაზე მდიდარი უკრაინელია.   

ანდჯეი დუდა: პოლონეთი მხარს დაუჭერს გეგმებს, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას ისახავს მიზნად

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა დაჩქარდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მივესალმებით ევროსაბჭოს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის შესაბამისობას და მნიშვნელობას, პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ სამოქმედო გეგმას, ისევე, როგორც იმ გეგმებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას.  „პოლონეთმა, როგორც არაერთი აგრესიის მსხვერპლმა, კარგად იცის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მნიშვნელობა ომის დროს ჩადენილი დაშაულებისთვის უკრაინაში. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ომის დანაშაულები, უნდა იყოს დასჯილი სრული მასშტაბით, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება და ვიდრე ყველა მსხვერპლი არ მიიღებს კომპენსაციას ტანჯვისთვის. დუდა: წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ., მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას ჩვენ მივესალმებით ევროპის საბჭოს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის შესაბამისობას და მნიშვნელობას. პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ სამოქმედო გეგმას, ისევე როგორც იმ გეგმებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას. გამოცდილებიდან ვიცით, რომ ევროსაბჭოს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავაჩქაროთ პროგრესი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირისკენ გზაზე“, - განაცხადა ანდჯეი დუდამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთის მთავრობამ Reuters-ს დაუდასტურა, რომ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გაწევას ევროპის მშვიდობის ფონდიდან. სააგენტოს ცნობით, უნგრეთი არ ეთანხმება ფონდიდან თანხების გამოყოფას მხოლოდ უკრაინისთვის, რადგან ეს აფერხებს საკმარისი სახსრების მიმართვას ევროკავშირის ინტერესთა შესაბამის სხვა სფეროებში. მათ შორის კი, ბუდაპეშტი ბალკანეთს და ჩრდილოეთ აფრიკას ასახელებს. უფრო ადრე, 16 მაისს, იტალიურმა სააგენტო ANSA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა, ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი ტრანშის, 500 მილიონი ევროს გამოყოფა დაბლოკა. ევროპის მშვიდობის ფონდს, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აფინანსებენ. ამ ფონდიდან უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით, დაახლოებით, 3.6 მილიარდი ევრო უკვე გაცემულია. უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირის და NATO-ს წევრია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარი განაცხადა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებიც არაერთხელ გააკრიტიკა.  

საფრანგეთი მარიუპოლიდან იძულებით გადაადგილებულების დასახმარებლად, 7 მილიონ ევროს გამოყოფს

საფრანგეთის მთავრობამ 7 მილიონი ევრო გამოყო მარიუპოლის მცხოვრებლებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ქალაქი რუსული ოკუპაციის გამო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. თანხები პროგრამის - „მე ვარ მარიუპოლი“ პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა. შედეგად, დნიპროპეტროვსკის ოლქში, მარიუპოლის მცხოვრებთათვის დამატებით, 333 ბინა იქნება უზრუნველყოფილი.  

უკრაინა ოფიციალურად შეუერთდა NATO-ს კოოპერატიულ კიბერ-თავდაცვის ცენტრს

უკრაინა ოფიციალურად შეუერთდა NATO-ს კოოპერატიულ კიბერ-თავდაცვის ცენტრს.  ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა. „დღეს [16 მარტს] უკრაინის ეროვნული დროშა ოფიციალურად აღიმართა ცენტრის შტაბ-ბინაში, ტალინში, რაც აღნიშნავს უკრაინის ოფიციალურ გაწევრიანებას CCDCOE-ში. მადლობას ვუხდით CCDCOE სპონსორ ქვეყნებს უკრაინის მოწვევისთვის და გამოვხატავთ განსაკუთრებულ მადლობას ესტონეთის მთავრობისადმი, რომელიც კიევის მხარდამჭერი იყო NATO-ს CCDCOE-სკენ მიმავალ გზაზე!”, - ნათქვამია სამიისტროს პოსტში.  

ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ

სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ. "არასოდეს აპირებთ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას", - ჰკითხა მას სენატში გამართულ მოსმენაზე სენატორმა ლინდსი გრემმა. "არასოდეს თქვა - არასოდეს“, - უპასუხა ბლინკენმა. უკრაინა რუსეთს ტერორისტ სახელმწიფოდ მოიხსენიებს მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები საცხოვრებელ კორპუსებსა და ასევე, სხვა დაწესებულებებს ბომბავენ, რასაც მშვიდიბიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. რუსეთმა გასული წლის თებერვალში დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი და დღემდე აგრძელებს სამხედრო აგრესიას.

ბელგია F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების გაწვრთნას გეგმავს

ბელგია მზადაა, უკრაინელ პილოტებს ამერიკულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნები ჩაუტაროს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, F-16 ტიპის თვითმფრინავების საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან, ალექსანდრ დე კროოსა და მარკ რუტესთან შეხვედრებზე განიხილა.„თვის დასაწყისში ჰააგაში გამართულ სამიტზე, F-16-ების საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს განიხილეს. ვთქვით, რომ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია პილოტების მომზადება", - ციტირებს თავის მხრივ, ბელგიური გამოცემა პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას." ჩვენ გვჭირდება საბრძოლო თვითმფრინავები და მადლობას ვუხდით მოკავშირეებს ამ მიმართულებით მუშაობისთვის. კერძოდ, ბელგიამაც დაადასტურა მზადყოფნა პილოტების მომზადებისთვის", - წერს ამასთან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრი ერმაკი სოციალურ ქსელში.  

დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ

გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემერ-მინისტრები, რიში სუნაკი და მარკ რუტე შეთანხმდნენ.     დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.

რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, მაგალითია ტაივანისთვის, თუ როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა უფრო დიდ არმიას - ოსტინი

უკრაინის წინააღმდეგობა რუსული აგრესიისადმი მნიშვნელოვანი გაკვეთილი გახდა ტაივანისთვის, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია, უფრო მცირე ჯარებს წარმატებით დაიცვან თავი უფრო დიდი ძალისგან. უკრაიული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს, 16 მაისს, სენატი მოსმენაზე განაცხადა. „ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილი არის ის, რომ ასიმეტრიული შესაძლებლობებითა და ასიმეტრიული ტაქტიკითა და ტექნიკით, მცირე ძალებს შეუძლიათ, მართლაც კარგი სამუშაო გასწიონ უფრო დიდი ძალებისგან თავის დასაცავად“, - განაცხადა ოსტინმა. უკრაინული მედიის თანახმად, ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ტაივანს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს, როგორც ეს გაკეთდა უკრაინასთან.  

ინდოეთის ოკეანეში ჩინური ნავი ჩაიძირა

ინდოეთის ოკეანეში ჩინური სათევზაო ნავი ჩაიძირა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს. დაკარგულია ეკიპაჟის ყველა, 39 წევრი.  ბორტზე 17 ჩინელი, 17 ინდონეზიელი და 5 ფილიპინელი წევრი იყო. ჩინური მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების განკარგულება გასცა.შემთხვევის ადგილზე ავსტრალიიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ. ჩინეთმა ოპერაციაში დასახმარებლად ორი ხომალდი განათავსა.

გერმანული HENSOLDT-ი კიევს კიდევ ექვს საჰაერო თავდაცვის რადარს მიაწვდის

გერმანული HENSOLDT-ი კიევს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, კიდევ ექვს TRML-4D მაღალი ხარისხის რადარს მიაწვდის. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურში იტყობინება. 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთის ფარგლებში, რადარები უკრაინას მიეწოდება წლის მეორე ნახევარში, მანამდე კი, უკრაინელი ოპერატორებს მოამზადებენ. მწარმოებელს უკრაინისთვის ასეთი ტიპის რამდენიმე რადარი უკვე მიწოდებული აქვს.   

უკრაინამ დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტების გამოყენება დაიწყო - CNN

ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ როდის და რა მიზნებისთვის გამოიყენეს უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტები. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, წერს CNN. რეზნიკოვი დიდი ბრიტანეთიდან რაკეტების მიწოდებაზე: ციკლონი მოძრაობს და თან შტორმები მოაქვს დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას მიაწოდა იარაღი, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს სამიზნეებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. Storm Shadow მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება აშშ-ის მიერ წარმოებულ ATACMS-ის სისტემას, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია, ითხოვს. ასეთ რაკეტებს შეუძლიათ, მიაღწიონ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ კიევი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას დაჰპირდა, რომ არ გამოიყენებდა მათ რუსეთის შიგნით სამიზნეების დასარტყმელად. ამის ნაცვლად, უკრაინა აცხადებს, რომ ის გამოიყენებს შორ დისტანციურ იარაღს ყირიმში და უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამეთაურო ცენტრებზე, მიწოდების ხაზებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავებზე თავდასხმისთვის. შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მიაწოდა ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow, რაც სამხედროებს აძლევს შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას რუსული ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ. CNN-ს დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ Storm Shadow არის შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტა სტელს კონსტრუქციით, ერთობლივად შემუშავებული დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ, რომელიც, როგორც წესი, გაშვებულია ჰაერიდან, მოქმედების რადიუსი - 250 კმ-ზე (155 მილზე) მეტი. დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს შეიძენს კრიტიკულად, Storm Shadow-ს აქვს დიაპაზონი, რომ დაარტყას ღრმად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს აღმოსავლეთ უკრაინაში.  

რუსეთის შეტევითი პოტენციალი ამოწურულია - ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევითი პოტენციალი სრულიად ამოწურულია. მისივე შეფასებით, თავდაცვითი შესაძლებლობები კვლავ ძლიერია. „ის [შეტევითი პოტენციალი] სრულიად ამოწურულია, მათ ახლა დაცვისთვის აქვთ სერიოზული პოტენციალი. ეშელონირებული, სწორი, ძლიერი დაცვა ააშენეს. მაგრამ ეს უკვე ის რუსული არმია აღარ არის, რომელსაც სერიოზული შეტევითი ოპერაციების ჩატარება შეეძლო”, - განაცხადა ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, რუსეთის დაჯგუფება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ქმედებებში იღებს უშუალო მონაწილეობას, სამხედროების დაახლოებით 370 000, ეროვნული გვარდიის 20 000 და გასამხედროებული ფორმირებების 7 000 ადამიანს ითვლის.  

ჩინეთმა უცხოურ საელჩოებს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნების ჩამოხსნისკენ მოუწოდა - მედია

ჩინეთმა უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოუწოდა, არ გამოიყენონ თავიანთი შენობების გარე კედლები „პოლიტიკური პროპაგანდისთვის“, რაც, როგორც ჩანს, გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნებსაც. ამის შესახებ იაპონური სააგენტო Kyodo წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯს ევროპისა და სხვა რეგიონების დიპლომატების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და არცერთმა მათგანმა არ მოხსნა აბრები. Kyodo-ს ერთ-ერთმა რესპონდენტმა  განაცხადა, რომ არ არსებობს გონივრული მიზეზი იმისა, რომ სახელმწიფოს ხელი შეეშალოს თავისი განზრახვების გამოხატვაში. სააგენტოს თანახმად, პეკინში ბევრმა საელჩომ უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნადდაკიდა უკრაინის დროშის შემცველი აბრები და ჩინურ და ინგლისურ ენებზე წარწერები.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 მაისით დათარიღებული შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დაიცვან ჩინეთის კანონები და დადგენილებები, თუმცა პეკინი პატივს სცემს დიპლომატიურ იმუნიტეტს ვენის კონვენციასთან შესაბამისობაში.  

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ 34 პიკაპი გადასცა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს ბოლო სამი კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გადასცა, - RBC-Ukraine-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩო Twitter-ზე წერს. „მობილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინის თავდაცვისუნარიანობისა და სტაბილურობისთვის. უკრაინის უსაფრთხოების ძალების გასაძლიერებლად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული სამი კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გამოყო", - აცხადებენ საელჩოში. 14 მაისს,  გერმანიამ უკრაინისთვის  2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.