პოლიტიკა

ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „თანამდებობა“ დატოვა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“ წასვლას დასთანხმდა. მისი ე.წ. პრესსამსახურის მიერ დღეს, 19 ნოემბერს, გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ „გადადგომა გადაწყვიტა“ „ქვეყანაში სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით.“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პარლამენტი" ბჟანიას განცხადებას დღეს განიხილავს. მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დე ფაქტო ხელისუფლების და ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელიც 18 ნოემბერს, საღამოს დაიწყო და რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანია თანახმაა, „გადადგეს,“ 19 ნოემბერს კი, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქეებმა. თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას. დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა, თუმცა ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს რომ მზადაა, „გადადგეს“, თუმცა ამისთვის პირობას აყენებს  

პრეზიდენტმა საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანა დააანონსა და „კრიზისიდან გამოსვლის გეგმა“ წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ ხმის მიცემის ფარულობის უფლება დარღვეულია და ემიგრანტების საარჩევნო უფლებები უგულვებელყოფილია. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დაირღვა ასევე არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება - რომ საარჩევნო საჩივრები დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს განხილული. მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი, საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობოები და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. „მოვისმინეთ არჩევნების შემაჯამებელი ოქმები, მაგრამ ახლა მინდა, წარმოგიდგინოთ არჩევნების შედეგების ჩემივე შეჯამება, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და როგორც დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რაზეც ალბათ, ცესკოს ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია. ჩემი შემაჯამებელი შეფასება ამ შედეგების არის შემდეგი - პირველ რიგში, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ყველა სამართლის პრინციპებითა და სტანდარტებით, რაც არა ერთ კონვენციაში არის ასახული, გარანტირებული მთავარი უფლებები. ერთი არის ხმის მიცემის ფარულობა და მეორე - ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების ხმის მიცემის უფლებები იყო უგულებელყოფილი. ამასთან ერთად, ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდნენ წინასაარჩევნო, არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება - საარჩევნო საჩივრები დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს მიერ იყოს განხილული. ამავე დროს, არჩევნებს არ აღიარებს თავად პრეზიდენტი, არც ერთი ოპოზიციური პარტია და, მაშასადამე, არცერთი არ ცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ აღიარებს ამ არჩევნებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და აგრძელებს თავის სამართლიან პროტესტს. არ აღიარებს ამ არჩევნებს სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ ამ არჩევნებს სამართლიანი და თავისუფალი უწოდონ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამი კვირა გავიდა და არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაცია. პრეზიდენტის თქმით, პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს უწყობს ხელისუფლების პროპაგანდა. პრეზიდენტის თქმით, დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს. „ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას სერიოზული საფრთხეები ემუქრება, ერთი ასეთი საფრთხე დესტაბილიზაციაა, რომელიც შეიძლება, ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას მოჰყვეს, რასაც ყოველდღიურად როგორც ვხედავთ, ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, ასევე მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების ნაცვლად, იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს, ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით, კარზე გვიდგას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ. ამიტომ, ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისიდან გამოსავლის გზა უნდა ერთად მოვძებნოთ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს შევთავაზე და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს თუნდაც, არსებულმა ხელისუფლებამ, როგორც ერთადერთი, სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი ამ არსებული მდგომარეობიდან,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი „ღრმა კრიზისიდან გამოსავლად ახალ არჩევნებს“ მიიჩნევს. პრეზიდენტი მთავრობას, საერთაშორისო თანამეგობრობას, საზოგადოებას კრიზიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს. პრეზიდენტის თქმით, ახალი არჩევნების ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე: 1) საერთაშორისო გამოძიება; 2) 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რაც გულისხმობს იმას, რომ ვერ შედგება ახალი პარლამენტი. „ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისისგან გამოსავლის გზა ერთად უნდა მოძებნოთ. უნდა შევთავაზო საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს არსებულმა ხელისუფლებამაც, როგორც ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი. გეგმა როგორია, რას ვთავაზობ?! პირველი - ცხადია, ახალი არჩევნები. არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, რომ განმეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს ვადა თავისთავად დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ერთი არის საერთაშორისო გამოძიება. არა იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, რომ არ შედგა არჩევნები და გაყალბდა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც გამოსასწორებელია, თუ გინდა, მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არაგაყალბებული არჩევნები. საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და გზავნილებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო/ოდირის მოთხოვნები. დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით. ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. ყველა ახალ ინსტანციებში არ არის გამორიცხული და სასურველია, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ უშალოდ ჩართულმი. მეორე პუნქტი, 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება. რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება, შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისათვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, ახალ არჩევნებამდე იყოს მაქსიმალურად სტაბილური, ამიტომ, არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ. არავის აქვს დევნის მომენტი. არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის, საზოგადოების ნება არ არის ასახული არჩევნებში და იმ პოლიტიკურ წყობაში, რომელიც მოჰყვება არჩევნებს. ამ გეგმაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, ეს არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი, რამდენადაც ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც არის სტაბილური და მშვიდობიანი იმისათვის, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან რყევების გარეშე გამოვიდეთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ ურჩია, „კარგად დაფიქრდნენ.“ „ეს რაღაც თამაში, რომ მე გავხსნი ახალ პარლამენტს და დავნიშნავ მთავრობასო - ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. იყოს გასული პარლამენტი - 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. მე მგონი, უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა, ეს დავუტოვო საფიქრალად,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილს ხვალ, 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. პრეზიდენტის თქმით, საქმე ეხება კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას - ფარულობა და საყოველთაობა. „ეს იმიტომ არ ხდება, რომ მე მჯერა საკონსტიტუციო სასამართლოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არა ერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ქვეყანაში არც ერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ არაფერი ვცადოთ და არ გამოვცადოთ. ესეც არის ჩემი სარჩელის მიზანი. ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე. როგორი ქვეყანა მინდა და ვისთან ერთად მინდა და საითკენ უნდა წავიდეს. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი. მინდა, ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენ თავს, რომ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდეს რამდენიმე მოსამართლე მაინც, როგორც ერთმა მოსამართლემ გვაჩვენა, რომ შეძლებენ ისინიც, რომ გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში,” - განაცხადა პრეზიდენტმა. ის მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ცხადია, მისი შეუგუებლობა და მისი პროტესტი უნდა გააგრძელოს. „მინდა, მივესალმო ამ საღამოს ადამიანებს, რომლებიც იქ არიან და ალბათ, ღამეც იქნებიან ქუჩაში. სტუდენტებს მინდა პირველ რიგში მივესალმო, რადგან ისინი ნებისმიერ ქვეყანაში არიან პროგრესის ძალა, რომელსაც ქვეყანა მომავლისკენ მიჰყავს. მინდა, გითხართ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე, ჩემი ძალისხმევა არაფერი იქნება, რადგან ეს არის ამ გეგმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. რაც შეიძლება ყველაზე მშვიდობიანი და პოლიტიკურად ძალიან მყიფე პროტესტი არის აუცილებელი. პოლიტიკურ პარტიებს შევხვდი და კიდევ ვაგრძელებ მათთან კონსულტაციებს, რომ გავაგებინო ამ გეგმაში მათი მონაწილეობა აუცილებელია, მე მგონი, ეს კარგად ესმით, რომ სხვა ვარიანტები არც არსებობს, ამაში უნდა ვიყოთ ყველანი ერთიანი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, შემჭიდროებულები. საერთაშორისო პარტნიორებთან, ლიდერებთან პრაქტიკულად ყოველდღიური საუბარი მაქვს ამ თემებზე, მათი მხრიდან ძალიან დიდი მოლოდინია იმის, რომ მხოლოდ ის კი არ ვუთხართ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც საკმაოდ კარგად ესმით, არამედ, როცა არჩევნები გაყალბდა, საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა ყოველთვის არის, რომ რაღაც გზა მოიძიოს, რომლითაც ქვეყანაში კრიზისი გადაწყდება. არავის აქვს სურვილი, რომ ახალი კრიზისი დაიწყოს, ამდენად, ასეთი გეგმა მათთვისაც მისაღებია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს  

თსუ-ს პირველ კორპუსთან, 24-საათიანი აქციის ფარგლებში კარვები გაშალეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქციის ფარგლებში, ოპოზიციამ კარვების გაშლა დაიწყო. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 20:00 საათზე გამოაცხადეს, რომ შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტებოდა ჭავჭავაძის, მელიქიშვილის გამზირები, ვარაზისხევი, რითაც იწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. დემონსტრანტები ჭავჭავაძეზე დარჩენას ორშაბათ საღამომდე აპირებენ. აქციის მონაწილეებს საათში ერთხელ პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ. „მორჩა სეირნობა, სიარული. ჟივილ-ხივილი. ვიბრუნებთ სამშობლოს! ვკეტავთ ყველაფერს. დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი, ვინც მივიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში. და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში! ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. „ვიქნებით აქ და შევქმნით წინააღმდეგობის პირველ წერტილს. 24 საათი ვჩერდებით აქ და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე," მიმართა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილ მოქალაქეებს. მანამდე, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ. ადგილზე ამ დროისთვის, სამი კარავია გაშლილი ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა  

ირაკლი კობახიძე: პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 25 ნოემბერს წარედგინება

„მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად, აქედან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტს წარედგინება როგორც სამთავრობო, ასევე 4-წლიანი პროგრამა. „როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც, 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე ჩვენ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის დასუსტება მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ქვეყანა სწორი გზით განვითარდეს.“ პრემიერის განცხადებით, არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იყო.“  ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს  

ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება შესაძლოა, სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს. ევროკავშირს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს შესახებ მსჯელობას აპირებს და ეს შეთავაზება შესაძლოა, დღესვე განიხილონ. „ცხადია, საქართველოს საკითხი არის ის, რასაც დღეს ყველა განიხილავს. კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. ჩემი შეთავაზებაა, რომ შეჩერდეს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებისკენ მიედინება. ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ანუ ჩვენ ავიღებთ ამ ფულს, 100 მილიონზე მეტს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მათი მხარდაჭერის მიზნით სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში. ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. მიერთების პროცესი შეჩერებულია იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დაუბრუნდება პირვანდელ გზას და პირვანდელ გზასთან დაბრუნებისას ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ გამოვიყენებთ თანხას, რომელიც ამ დრომდე მიემართებოდა ხელისუფლებისკენ, ადამიანებისთვის, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ბედისთვის,“ - განაცხადა ბორელმა მედიასთან. რაც შეეხება არჩევნებს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ცალსახად უნდა იყოს ანგარიშვალდებულება. „ცხადია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გამოძიება. ის რაც მოხდა, სრულად უნდა იქნას შეფასებული. არ შეიძლება თქვა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო ის. ჩვენ საწყისიდანვე ვთხოვდით საქართველოს ხელისუფლებას, გაერკვია ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო საჩივრებთან. ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ცალსახად უნდა იყოს ანგარიშვალდებულება,“ - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, ხოლო 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო იმ პირობით, რომ ქვეყანა 2023 წელს ევროკომისიის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს შეასრულებდა. 2023 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტში გაწერილი 9 ნაბიჯი მოიცავს დეზინფორმაციასთან და უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასთან ბრძოლას, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტას, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, პარლამენტის ზედამხედველობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას, ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის უზრუნველყოფას, ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიანობის ზრდას, დეოლიგარქიზაციასთან მიმართებით სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას. 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია.“ საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიშში (ამონარიდი საქართველოს შესახებ), რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან საკმარისი პოლიტიკური ნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანაში აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. ევროკომისია საქართველოს ურჩევს, პირველ რიგში, ცხრა რეკომენდაციის შესრულებას დაუბრუნდეს (ამონარიდი საქართველოს შესახებ). იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეიცვლის იმ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირში მის ინტეგრაციას და არ მიიღებს რეალურ ზომებს არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკომისია ვერ შეძლებს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხის განხილვას. ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა  

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ წერს სუს-ი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ხაჯარატ ახვლედიანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მახლობლად 2024 წლის 28 თებერვალს დააკავეს, ხოლო გიორგი რომელაშვილი საოკუპაციო ძალებმა, სავარაუდოდ, 2024 წლის 25 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მახლობლად დააკავეს.  

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან, მოითხოვს ცხად და მკაცრ პირობებს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხიინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის სახელით წარდგა. „26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მისცა ხმა ახალი პარლამენტის ასარჩევად. სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე აღინიშნა სერიოზული დარღვევები, რომელთა შესახებ ცნობები გავრცელდა როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღესაც. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და, პირველ ყოვლისა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ევროპარლამენტისადმი და შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაციისადმი, რომელიც წარმოადგენდა ხუთ სხვადასხვა ქვეყანას და ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებიც არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ. თქვენ წარმოადგინეთ კრიტიკული ინფორმაცია დაშინების და ზეწოლით აღსავსე გარემოს შესახებ, რომელიც არჩევნების პროცესში აღინიშნა. მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან. მმართველმა პარტიამ უთანასწორო საასპარეზო პირობებით ისარგებლა. გამოიყენა ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსები, მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია და საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, როდესაც ამბობდა, თითქოს, საქართველო წინ მიიწევდა მის ევროკავშირის გზაზე და განსხვავებული მოსაზრებები ჩაახშო. აღნიშნული ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დანაწევრებული იყო და მსგავსი რესურსები არ გააჩნდა. არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე ათასმა მოქალაქემ მშვიდობიანი დემონსტრაციები გამართა და უკმაყოფილება გამოხატა არჩევნების შედეგებთან და ჩატარებასთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი ევროკავშირის დროშებს აფრიალებდა. როდესაც ვხედავთ ევროპულ დროშებს პროტესტის მონაწილეთა ხელში, ვიცით, რომ ეს არამარტო მათ, არამედ ჩვენც გვეხება,“ აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. მან „ამ გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ ევროკომისიის სახელით, სამ მნიშვნელოვან საკითხს ავუსვა ხაზი.“ პირველი – ივლისიდან მოყოლებული ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას მკაფიო პასუხი გასცა. წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევაჩერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება– 30 მილიონი ევროს ოდენობით ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევროს ოდენობით მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარება. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც ფაქტობრივად შეჩერდა. ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლება მოქმედების კურსს არ შეცვლის. ამავდროულად, გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დამოუკიდებელი მედიისადმი, რომელიც, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ დასაყრდენს წარმოადგენს. მეორე – არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია საჯარო განცხადებებით, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რეაგირება მოეხდინა დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებზე. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა, უკვე დაამატა საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხი 18 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგს. ეს მოგვცემს საშუალებას, განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და პოტენციურ დამატებით ზომებზე შევთანხმდეთ. და ბოლოს, მესამე – ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოხდება მკაფიო და მკაცრი პირობების საფუძველზე, რომლებიც ასევე ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშშია გაწერილი. მთავრობამ ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება რეფორმების დღის წესრიგისადმი, მათ შორის, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი შეასრულოს. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილის რიტორიკა. ეს კონკრეტული ზომები არ გადაიხედება – „უცხოური გავლენის კანონი“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების კანონი“ უნდა გაუქმდეს. ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები ცნობილია და ცხადია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესი,“ - აღნიშნა სხინასმა. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში ავლენს თავის ღრმა ერთგულებას დემოკრატიის, დემოკრატიული ღირებულებებისადმი და სწრაფვას ქვეყნის ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიმართ. ეს მონდომება და მედეგობა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას იმსახურებს. არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის კომპასი ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები იყო. იგივე ღირებულებები, რომელთა გამოხატვაც ადრე მაიდანზე, ვარშავაში, კიშინიოვში, ბუქარესტში ვნახეთ. შესაძლოა, პუტინის მეგობრებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ყოველი ევროპული დროშა თბილისის ქუჩებში, პროტესტის თითოეული მონაწილეს მიერ ამოღებული ხმა ასახავს ჩვენი საზოგადოების მოდელებს; ჩვენს ევროპულ დემოკრატიას; ჩვენს ევროპულ საფუძვლებს; ჩვენს ევროპულ ცხოვრების წესს; ევროპულ კანონის უზენაესობას - იმედის შუქს ჩაგვრის წინააღმდეგ. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო: მაშინ როდესაც ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები ეხება მთავრობის არადემოკრატიულ ქმედებებს, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი გაგრძელდება. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები უდავოა. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება დემოკრატიისადმი, რაც საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით იწყება. გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც კომისიამ ახლახან მიიღო, აჩვენებს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისთვის, მაგრამ ის ცხადად საქართველოს ხელმძღვანელობისგან ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ ვალდებულებების შესრულების ერთგულების მკაფიო ნიშნებს ველოდებით, როგორც სიტყვით, ასევე ქმედებით,“ აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. 13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ ქართველებს არ სურთ იყვნენ „პუტინის ორბიტაში“, შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული. ევროპარლამენტარების ნაწილი, რომელთაგანაც არც ერთი წარმოადგენს ევროპარლამენტის ძირითად ფრაქციებს, აღიარებს "ქართული ოცნების" გამარჯვებას 26 ოქტომბრის არჩევნებში და ევროკავშირის ქმედებებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროკომისიას მოუწოდა, „საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოს დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო “სანიტარული ზონის” შექმნით.“ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” - ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა. ის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად. იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ. დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი, თავი შეიკავა.

რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა. რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხ მომენტში მზადაა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ითანამშრომლოს. „ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა ჩემთვის დიდი პატივია. ეს საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია. მზად ვარ, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს,“ - წერს რასა იუკნევიჩიენე.  

ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს რომ მზადაა, „გადადგეს“, თუმცა ამისთვის პირობას აყენებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს რომ მზადაა, გადადგეს, თუმცა ამისთვის ის პირობას აყენებს. მშობლიურ სოფელ ტამიშში მყოფი ბჟანია „ძალაუფლების დათმობის“ შესახებ თავის მომხრეებს ესაუბრა. „აფხაზეთის კანონიერი პრეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება... მათ ვინც დაიკავა [სამთავრობო შენობები], მათ ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალება, უნდა გაათავისუფლონ შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მე მზად ვარ, დავნიშნო არჩვნები, გადავდგე და მივიღო მონაწილეობა არჩვნებში. ქვეყანას [ამის შემდეგ] ვიცე-პრეზიდენტი მართავს,“ - განუცხადა მან მომხრეებს. ე.წ. ოპოზიციის პროტესტის საპასუხოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტები ორჯერ „გადამდგარან“ ვადამდე ადრე. ეს მოხდა 2014 წელის პირველ ივნისს. მაშინ „თანამდებობა“ დატოვა ალექსანდ ანქვაბმა, როცა კონფლიქტი მოჰყვა ქართველი ეროვნებისთვის მოქალქეებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებას. 2020 წლის 2 იანვარს „გადადგა“ რაულ ხაჯიმბა მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩვების შედეგები. მაშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩვნებში მონაწილეობა ვერ მიიღო ასლან ბჟანიამ. ის და მისი მომხრეები ამტკიცებდნენ რომ ბჟანია ოპონენტებმა მოწამლეს, რომ ე.წ. საპრეზიდენტო ბრძოლაში არ მიეღო მონაწილეობა. ბჟანიამ ე.წ. „არჩევნებში 2020 წელს, ხმების 56.5 % „მიიღო.“ 15 ნოემბერს, ე.წ. პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც ასახავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ჩასვლას თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში. ე.წ. პრესსამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, ბჟანიამ რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი. მანამდე, ბჟანიამ ღამით მხარდამჭერებს მიმართა, რომ „გადადგომას“ არ გეგმავს და ყველას საკადრის პასუხს გასცემს.“ 15 ნოემბერს, ასლან ბჟანიას გადადგომას ათასობით მომიტინგე მოითხოვდა, რომლებიც ე.წ. პარლამენტისა და ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს „ხელისუფლების“ წარმომადგენლები ოპოზიციონერებთან ასლან ბჟანიას გადადგომის გეგმებს ათანხმებდნენ, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ბჟანია მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, თითქოს, მომიტინგეები რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზურ ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლასა და ესკალაციის პროვოცირებაში დასდო ბრალი. ე.წ. ოპოზიცია მოელის, რომ „გაქცეული“ ბჟანია დღეს ისევ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, თუმცა ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ის პოსტზე აღარ უნდა დარჩეს. დაძაბულობამ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ნოემბერს მიაღწია პიკს მას შემდეგ, რაც ადგილობრივები, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების ძალებთან რამდენიმესაათიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები კანონმდებლების მიერ იმ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც რუსი ინვესტორებისთვის შეღავათიანი პირობების მინიჭებას ითვალისწინებს. აფხაზეთის დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს ე.წ. დეპუტატები კანონპროექტის რატიფიცირებას 15 ნოემბრის სხდომაზე გეგმავდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებსა და ე.წ.  უშიშროების ძალებს შორის შუადღისას მომხდარი შეტაკებების ფონზე, სხდომა მომდევნო კვირამდე გადაიდო. სადავო კანონპროექტი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ინვესტიციებისა და მიწის საკუთრების ლეგალიზებას ისახავს მიზნად. როგორ განვითარდა მოვლენები 15 ნოემბერს? მიუხედავად იმისა, რომ სხდომა გადაიდო, აქციის მონაწილეები არ დაიშალნენ, რადგან მათ და ე.წ. უშიშროების ძალებს შორის შეტაკება დაიწყო, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და პლასტმასის ბოთლები დაუშინეს. ე.წ. უშიშროების ძალებმა სახანძრო მანქანით სცადეს საკანონმდებლო ორგანოსთან მისასვლელი გზის გადაკეტვა, თუმცა აქციის მონაწილეებმა შენობის ჭიშკარი და ფანჯრები ჩაამსხვრიეს და მანქანა დააზიანეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ე.წ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს კვამლის ბომბებს ესვრინ, ხოლო აქციის მონაწილეები მათ უკან ისვრიან. 15:30 საათისთვის ვითარება შედარებით მშვიდი იყო, თუმცა ე.წ. პარლამენტის შენობიდან მანამდე გამოსულმა დეპუტატებმა შენობაში დაბრუნება დაიწყეს. ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „მომიტინგეების ქმედებები არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ.“ მათ ოკუოპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია რუსეთთან ურთიერთობების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ე.წ. პარლამენტთან „არა იმიტომ, რომ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, არამედ, იმისთვის, რომ დაიცვან აფხაზეთის ეროვნული ინტერესები, მისი ბუნებრივი რესურსები და სიმდიდრე, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბჟანია პირადი სარგებლისთვის ცდილობდა.“ მოგვიანებით, ვითარება კვლავ დაიძაბა, რადგან აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის ფანჯრის გისოსები ჩამოხსნეს და მინები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც შენობაში შეიჭრნენ. ოფიციალურ თბილისს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე რაიმე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ჟურნალისტის კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ეს არის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა.“ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. პრეზიდენტის „გადადგომის“ მოთხოვნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ხალხს ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს. „ასლან ბჟანია მიმართავს სასოწარკვეთილ მცდელობებს, შეინარჩუნოს ხელისუფლების სურათი და ეჭიდება ფორმალობებს. მისი მმართველობის დრო უკვე დასრულდა. აფხაზეთში დღეს მიმდინარე მოვლენები საზოგადოების კანონზომიერი პასუხია ასლან ბჟანიას მიერ გატარებულ ანტისახალხო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მხოლოდ მისი ნათესავებისა და მასთან დაახლოებული ვიწრო წრის გამდიდრებისკენ. ჩვენი ამოცანაა ბჟანიას გადადგომა და ქვეყანაში ვითარების სტაბილიზება,“ - წერია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ავრცელებენ. მიტინგი 14:00 საათისთვის დაიგეგმა.

ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა

ცესკომ დღეს, 16 ნოემბერს, არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიის წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა, მანამდე კი, მას "შავი ლაქა" უწოდა. სხდომა მცირე ხნით შეწყდა. „სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს, თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება,” - მიმართა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს. გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე თვალახვეული დაბრუნდა. „ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც, ფაქტობრივად, არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია იყო,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა. შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ფაქტთან დაკავშირებით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი "უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის.” დღეს, ცესკოს სხდომის პარალელურად, შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. საპროტესტო მსვლელობისას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან გაიმართა, ჯამში სამი პირია დაკავებული. შსს-ს ცნობით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე, საპატრულო პოლიციიდან ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობა და საპოლიციო მოქმედებებისთვის ხელის შეშლა დაფიქსირდა. საბოლოოდ, ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა და პარლამენტში 89 მანდატი მიიღო. 4 ოპოზიციური სუბიექტიდან ყველაზე მეტი - 19 მანდატი გვარამია-მელიას კოალიციამ მიიღო, "ნაციონალურ მოძრაობას"  - 16, "ძლიერ საქართველოს" - 14, გიორგი გახარიას პარტიას კი - 12 მანდატი აქვს. 26 ოქტომბრის არჩევნებზე 2 111 834 ამომრჩეველი მივიდა, 34 974 ბიულეტენი კი  - გაბათილდა. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. ხელისუფლების კრიტიკოსები პერიოდულად აქციებს მართვენ. პროტესტია რიგ უნივერსიტეტებშიც. საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილეს.

ბორელი: საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევდნენ - მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ჯერ კიდევ ჩაითვალონ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი. კითხვას, არის თუ არა მსგავსება უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ხედავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწაფვიან და არ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა ნამდვილად სურს. „პირველ რიგში, უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ვხედავ. საერთოდ ვერ ვხედავ. ჩვენ ქართველ მმართველებს, საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევდნენ და თუ მათ სურთ, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ, მაშინ უნდა შეცვალონ კანონი, რომელიც მიიღეს; არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები გამოასწორონ და გზას დაუბრუნდნენ. მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ჩაითვალონ. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში საქმე ასე საერთოდ არ არის,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ის აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებით სრულად დაინტერესებულნი არიან. „უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებით სრულად არიან დაინტერესებულები, ისევე როგორც უკრაინული საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების შესახებ აღებული ყველაზე ძლიერი ვალდებულება ან უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიაა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, უკრაინას შევთავაზოთ. საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საქმე სხვაგვარადაა,“ - განუცხადა ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ მედიას. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზას“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევს“ სთავაზობს  

პრემიერი: გვჯერა, შავი ზღვის კაბელები, ასევე, საბორნე მიმოსვლა უზრუნველყოფს ეფექტიან გადაწყვეტილებებს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში

„გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე - Energy: Advancing Climate Mitigation Action - განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისი თქმით, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. „ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ხუთი ე.წ. ოპოზიციონერის დაკავებას ოკუპირებულ სოხუმში დაძაბულობა მოჰყვა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა, გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი ე.წ. ოპოზიციონერი დააკავა. ადგილობრივი სოციალური მედიის არხებით ვრცელდება მწვავე დაპირისპირების კადრები ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობასთან. ესკალაცია, როგორც ჩანს, უკავშირდება ქალაქ გუდაუთაში გამართულ საჯარო დებატებს სადავო საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც რუსული „ინვესტიციების“, ასევე მიწისა და ქონების საკუთრების დაკანონებას ითვალისწინებს. ოკუპირებული რეგიონის ლიდერის ასლან ბჟანიას ოპონენტები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ამ ნაბიჯს და 15 ნოემბერს დიდი აქციაც დააანონსეს. ბჟანია მოსკოვის წინაშე სოხუმის „ვალდებულებების“ შესრულების აუცილებლობის მომხრეა. შეთანხმებების განხორციელებაზე სოხუმის თავშეკავებით გაღიზიანებულმა მოსკოვმა სექტემბერში გამოაცხადა გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონისთვის დაფინანსების შეჩერების თაობაზე. ბოლო ინფორმაციით, ადგილობრივებმა გუდაუთასა და კოდორში ხიდები გადაკეტეს და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.  

საქართველოს საქმეთა რწმუნებული მოლდოვის საგარეო უწყებაში დაიბარეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დაიბარეს. განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. „მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა დამახინჯებული და არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის თემას,” - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 7 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ “თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში.” მოლდოვაში, 3 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა პროდასავლურმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.  

პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი მეომრები ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და სამშობლოს წინაშე მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის, საქართველოს ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრები. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ: ლევან ქეცბაია - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე ბრიგადის საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი (სიცოცხლეში); ბესარიონ მამუკელაშვილი - მაიორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სპეციალური დანიშნულების რაზმის „იუპიტერის“ უფროსი (სიკვდილის შემდეგ); სპარტაკ მარხულია - პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი II საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდნენ: ბადრი ბაღათურია - ლეიტენანტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი; კობა მირზაშვილი - უმცროსი ლეიტენანტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი; მალხაზ გაჩეჩილაძე - პოლკოვნიკი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის I სამმართველოს (ოპერატიული) სპეცდავალებათა ოფიცერი; დაჯილდოების ცერემონია დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში ანგი ხუციშვილი ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე ბაქოში ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრა ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. „მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის. შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში. თავის მხრივ, პრემიერმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. „მონაწილეობას ვიღებთ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. კონფერენციის ფორმატში გვექნება ასევე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. დღეს მოხარული ვარ, რომ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ბატონ ილჰამ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. საუბარი გვქონდა მათ შორის, დარგობრივ თანამშრომლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ყველა თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს იყო ენერგეტიკა და ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, ასევე ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი პარტნიორობა,“ - განაცხადა პრემიერმა. ოთხი დღის წინ კობახიძე უნგრეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობით, პრემიერი სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს, ევროპულ საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსეს შეხვდა. შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "სერიოზული ეჭვები" არსებობს, რაც გამოძიებას საჭიროებს. მიშელი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძესთან გუშინ შეხვედრასაც. "მქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ [ირაკლი კობახიძისთვის] შეხედულებები გამეზიარებინა." „რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ.“ „მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ,“ - აღნიშნა მიშელმა მედიასთან საუბრისას. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ და მკაფიო მესიჯს გააგზავნიან. „შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ევროპელი ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან,“ - განაცხადა მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე. „შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი. მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში. მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ," - განაცხადა თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ. 6 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ერთი დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ესაუბრა.  სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპას უნდა ჰქონდეს "მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა" საქართველოსთან მიმართებით. "მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა და არ მიიღოს დემოკრატიისადმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გამოწვევები," - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას

ევროპელმა დეპუტატებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართეს

ევროპელი დეპუტატები დღეს, 11 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. თბილისში ვიზიტით არიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდა, არ დანებდნენ. "მოხარულები ვართ, რომ ისევ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მადლიერები ვართ თქვენი სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ვიცით, რომ მმართველი პარტია და მთავრობა არაა გახარებული ჩვენი აქ ყოფნით. მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები. ევროპაშია თქვენი ადგილი და თქვენ ეს დაიმსახურეთ. ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს, ჩვენ ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა თუ არა თქვენიქვეყნის პრეზიდენტთან, მამაც ქალთან შეხვედრა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის? ჩარევაა თქვენთან, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა, რომლებიც იბრძვიან ევროპული, დემოკრატიული ღირებულებებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის? აქ საუბარია არა ჩარევაზე, არამედ საერთო მომავალზე გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომაც ვართ აქ. გვინდა მხარი დაგჭიროთ, მე კარგად ვიცი ჩემი ქართველი მეგობრებისგან, რომ თქვენ იმედგაცრუებული და დაღლილი ხართ, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას თქვენდამი," - განაცხადა როთმა. აქციის მონაწილეებს, ასევე მიმართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემაც: "ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი თავისუფლება, დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის! იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის! იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის! იბრძოლეთ იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი! გახსოვდეთ, არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება." პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ აქციაზე გამოსვლისას 2008 წლის 12 აგვისტო გაიხსენა, როდესაც „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან იდგნენ საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით - ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე, ლატვიის პრემიერ-მინისტრი. “მიყვარხარ, საქართველო! მიყვარხარ, თბილოსო! აქ ვიდექი თქვენს დიდებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან და ყოველთვის დიდებულ პრეზიდენტ ლეხ კაჩისკისთან ერთად. აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები თბილისს უახლოვდებოდნენ და თბილისი გადარჩა! საქართველო გადარჩა! საქართველო გადაურჩა რუსულ აგრესიას. მე მქონდა ოცნება, მე მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება, რომ თქვენი ქვეყანა ევროპაში ყოფილიყო, სავსე ყოფილიყავით თავისუფლებით და სიყვარულით. ეს არის ჩემი ქართული ოცნება, თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ! მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს - “Русский военный корабль…” ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო იქნება ევროპაში. არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმების და თავისუფლების მოპარვა. საქართველო იქნება თავისუფალი. მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი!,” - განაცხადა კამინსკიმ. „ჩვენ აქ ვართ, რათა დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე მხარი დაგიჭიროთ,“ - თავის მხრივ, ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველებს დემონსტრაციების კარგი ისტორია აქვთ, შესაბამისად, ყველაფერი, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანონ. „დემოკრატიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდება, დემოკრატიას ხალხი სჭირდება და აქ ბევრ ხალხს ვხედავ. მაგრამ რატომ ჩამოვედი ფინეთიდან თბილისში? სინამდვილეში, ეს თბილისში ჩემი პირველი ვიზიტი არ არის. მე აქ პირველად 1978 წელს ვიმყოფებოდი, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი, საბჭოთა მმართველობის დროს და როცა ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვედი აქ დემონსტრაციები იყო. ხალხი დემონსტრაციას საბჭოთა ენის კანონის წინააღმდეგ მართავდა და 1978 წელს ქართველმა ხალხმა შეძლო, რომ საბჭოთა მთავრობას ენის კანონი უკან გაეტანა, რომ არ ამოქმედებულიყო. ასე რომ, ქართველებო, დემონსტრაციების კარგი ისტორია გაქვთ. ყველაფერი გაქვთ, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანოთ. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე. ჩვენ ვართ ევროპა, თქვენ ევროპა ხართ, ყველანი ევროპა ვართ. არასდროს დანებდეთ ამ გზაზე, საკუთარი თავის გჯეროდეთ, გჯეროდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გჯეროდეთ თავისუფლების და თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველოში დემოკრატია მოვა,“ - განაცხადა იუკა კოპრამ. შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ერიკ ოტოსონმა ქართველ ხალხს მოუწოდა, არასდროს დანებდნენ. „მე შვედეთიდან მოვდივარ, სადაც ხუმრობით ვამბობთ, რომ ორასი წელია, ქვეყანა მშვიდობით იტანჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ცოტათი გულუბრყვილოები ვიყოთ. მაგრამ რეალობა გვიახლოვდება, რეალობა მთლიანად კონტინენტს უახლოვდება. რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი სახე არ აქვს, ტანკებითა და ჭურვებით. მას აქვს სახე, რომელიც უკანა კარიდან შემოდის, რომელსაც თითქმის ვერ ცნობ, ვიდრე გვიანი არ არის. მაგრამ საქართველო გვიანი არ არის, გვიანი არასდროს არ არის. ვიდრე თქვენ დემოკრატიისთვის იბრძვით, გვიანი არასდროს იქნება. როდესაც დემოკრატიისთვის იბრძვით, მაშინ დემოკრატია ცოცხლობს. არასდროს დანებდეთ,“ - განაცხადა ერიკ ოტოსონმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რვა ქვეყნის პარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. მისი თქმით, დელეგაციის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ საარჩევნო პრინციპებს, რადგან ჩართული იყვნენ საარჩევნო აგიტაციაში. „ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს, სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელ პარლამენტარებს არ შეხვდნენ. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დღეს ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. მისი თქმით, ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მეტრები. პრეზიდენტის შეფასებით, „კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან.“ ევროპელი პარლამენტარები ასევე შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც.  

ელჩი დანიგანი: აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს გაუძლებს

საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ election breakfast-ზე. "მე ნამდვილად მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს, ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში,“ - განაცხადა დანიგანმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ მიღებაზე. მისი თქმით, ეს ჰგვრის სიამაყეს, წარმოადგენდეს აშშ-ს საქართველოში. მისი თქმით, სწამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუძლებს პოლიტიკურ ცვლილებებს, პოლიტიკურ განწყობებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატ კამალა ჰარისს ამარცხებს, რესპუბლიკელების „ისტორიული" გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.  

ზელენსკი ტრამპს „შთამბეჭდავ გამარჯვებას“ ულოცავს: გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას ვულოცავ! გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ. ეს ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოტანა შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ამას რეალობად ვაქცევთ,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. უკრაინის პრეზიდენტმა სექტემბერში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და რუსული აგრესიის დასრულების გზები დეტალურად განიხილეს. „ჩვენ მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით. აშშ-ში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, რომ დონალდ ტრამპს პირადად მიულოცოს და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილოს. დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ამ დროისთვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის უკვე საკმარისია. კამალა ჰარისს ამ დროისთვის 224 ხმა აქვს. ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. „ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა მან ოთხშაბათ დილით პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში, სადაც მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. მის გვერდით იდგნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეი.დი. ვენსი, რესპუბლიკელი ლიდერები და ტრამპის ოჯახის წევრები. "ყოველდღე, ყოველი ამოსუნთქვისას, თქვენთვის ვიბრძოლებ," მიმართა ტრამპმა ფლორიდაში შეკრებილ ამომრჩევლებს. რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის სენატში უმრავლესობა მოიპოვა, პარტია ლიდერობს წარმომადგენელთა პალატაშიც.  

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს არჩევებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს არჩევებში გამარჯვებას ულოცავს. ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას. "პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას!" - აღნიშნავს პრემიერი. დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ამ დროისთვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის უკვე საკმარისია. კამალა ჰარისს ამ დროისთვის 224 ხმა აქვს. ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. „ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა მან ოთხშაბათ დილით პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში, სადაც მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. მის გვერდით იდგნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეი.დი. ვენსი, რესპუბლიკელი ლიდერები და ტრამპის ოჯახის წევრები. "ყოველდღე, ყოველი ამოსუნთქვისას, თქვენთვის ვიბრძოლებ," მიმართა ტრამპმა ფლორიდაში შეკრებილ ამომრჩევლებს. რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის სენატში უმრავლესობა მოიპოვა, პარტია ლიდერობს წარმომადგენელთა პალატაშიც.