თეგი: ატომური ელექტროსადგური
გაეროს ბირთვული დამკვირვებელი მზადაა, ჩერნობილში ჩავიდეს
გაეროს ბირთვული დამკვირვებელი ჩერნობილში გამგზავრების ინიციატივით გამოდის. მისი ეს შეთავაზება რუსეთის ძალების მიერ ევროპის უდიდეს ელექტროსადგურ ზაპორიჟიეზე მიტანილ იერიშს მოჰყვა. „როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე, უკრაინას ჩემი წინადადება შევთავაზე“, რაც შეიძლება მალე გავემგზავრები ჩერნობილში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ. გროსიმ განაცხადა, რომ მისი მიზანი იქნება ორივე მხარესთან განიხილოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების საკითხი.
დმიტრო კულება: ჩერნობილში რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას განცხადებით, ჩერნობილში რუსეთის მიერ კონტროლირებადი სადგური დაზიანებულია, მას დიზელის გენერატორს დაუკავშირებენ, რაც უზრუნველყოფს ობიექტის კვებას 48 საათის განმავლობაში. „ამის შემდეგ გამომუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოში გაგრილების სისტემა გაითიშება, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს. 48 საათში, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს. პუტინი უბრალოდ პლანეტას ანადგურებს", - წერს კულება Twitter-ზე. გავრცელებული ცნობებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს დენის მიწოდება შეუწყდ და რადიაციის გაჟონვის საფრთხე გაჩნდა. უკრაინულმა მხარემ ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა. სააგენტოს შეფასებით, სადგურზე უსაფრთოებაზე კრიტიკული გავლენა არ ფიქსირდება. ამავე თემაზე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
უკრენერგოს სპეციალისტებმა კვირას, 13 მარტს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ Facebook-ზე განაცხადა. „უკრენერგოს“ ექსპერტების, ჩვენი ბირთვული სპეციალისტების და ელექტრიკოსების წარმოუდგენელი ძალისხმევის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ელექტროენერგიის აღდგენა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ჩაიგდეს ხელში“, - წერს მინისტრი. გალუშჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელმა სპეციალისტებმა, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს ბირთვული კატასტროფის რისკის თავიდან აცილება, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინის ენერგეტიკული ობიექტია და უკრაინას არავის დახმარება არ სჭირდება უკრაინის ობიექტებზე ელექტროენერგიის მიწოდების ან აღდგენისთვის. „დიახ, ჩვენი ენერგეტიკის სპეციალისტები ნამდვილად გმირები არიან, მაგრამ სამხედრო აგრესიის პირობებში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკომისიას, IAEA, გაეროს, ეუთოს, დაგვეხმარეთ ბირთვული ობიექტების დაცვაში. ახლა უკიდურესად აუცილებელია, რომ მტერმა დატოვოს ატომური ელექტროსადგური და შეიქმნას 30 კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა უკრაინის ატომური ელექტროსადგურების გარშემო“, - განაცხადა გალუშჩენკომ. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა 24 თებერვალს დაიპყრეს. ქარხანა რუსეთის არმიის კონტროლს ექვემდებარება 4 მარტიდან. 10 მარტს IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ გროსისთან შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოითხოვა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები ჩერნობილისა და ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებიდან. ასევე წაიკითხეთ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად
რაზე შეთანხმდნენ უკრაინული და ამერიკული მხარეები ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ შეხვედრაზე
უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციისა და უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებმა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების ესკალაცია განიხილეს. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთ რთულ პირობებში უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ხელახლა დაამყაროს კონტროლი ზაპორიჟიეზე და მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
რადიაციის დონე ზაპოროჟიეში, დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე - IAEA-ს განმარტება
6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გარკვეული ზიანი მიაყენა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს. გაერო კვლავ იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალებას მისცემენ. რაზე შეთანხმდნენ უკრაინული და ამერიკული მხარეები ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ შეხვედრაზე დაზიანებულია ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამი სენსორის მუშაობაზე. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
პოდოლიაკის თქმით, აფეთქებებს ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთსა და ბელორუსში შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები აწყობენ
რიგი აფეთქებები რუსეთის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ დონეცსა და ბელორუსის „ზიაბრივკას“ აეროდრომზე შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დადგმული პროვოკაციების შედეგი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ, შეეცადონ საზოგადოების განწყობის მობილიზებას გარკვეული გზით, რადგან ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს და ბრძოლის სურვილს ბევრი არ გამოთქვამს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ზიაბროვკას“ სამხედრო აეროდრომზე 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან სამხედრო ობიექტზე სულ მცირე 8 აფეთქება დაფიქსირდა. ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. შეგახსენებთ, სამშაბათს ოკუპირებულ ყირიმში რუსულ ავიაბაზაზე აფეთქების შემდეგ, New York Times-მა და Washington Post-მა წყაროებად ანონიმურობის პირობოთ მოიყვანეს ოფიციალური პირები, რომ აფეთქებაზე უკრაინული ძალები არიან პასუხისმგებელნი. კიევის მთავრობამ, თავის მხრივ, უარი ოფიციალურად განაცხადა, დაეზუსტებინა, იდგა თუ არა აფეთქებების უკან. ამასთან, საგულისხმოა, რომ Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.
უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის გამო, ერთ-ერთი ენერგობლოკი გათიშულია
უკრაინის სახელმწიფო კომპანია Energoatom-ის განცხადებით, ოკუპანტების მიერ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიოდულმა დაბომბვამ სადგურის უსაფრთხო მუშაობას სერიოზულ საფრთხე შეუქმნა. ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ავარიულმა დაცვამ იმუშავა და სამი მოქმედი ელექტროსადგურიდან, ერთი ახლა გამორთულია. 14 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, მსოფლიოს ქვეყანებმა, მათ შორის, საქართველომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან. გაერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
უკრაინის დაზვერვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტებისგან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ იუწყება
19 აგვისტოს ოკუპანტები ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას ამზადებენ, აცხადებს უკრაინის სადაზვერვო სააგენტო. „რუსმა დამპყრობლებმა 19 აგვისტოს, მოულოდნელად გამოაცხადეს „დასვენების დღე“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ენერგოდარში, ზაპოროჟიეს რეგიონში და განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, ამზადებდნენ „ტერორისტულ თავდასხმას", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სააგენტომ. მისივე თანახმად, „დამპყრობლებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფართომასშტაბიანი დაბომბვის შემდეგ, შეუძლიათ, „გაზარდონ ფსონები“ და მოაწყონ ნამდვილი ტერორისტული თავდასხმა ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. გარდა ამისა, ეს ყველაფერი დრო შიემთხვევა გაეროს გენერალური მდივნის უკრაინაში ყოფნას“. ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოდება, უკრაინა ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 19 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება და ყველა სხვა თანამშრომელს არ დაუშვებენ. ასევე ცნობილია, რომ Rosatom-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში მუდმივად იმყოფებოდნენ სადგურზე, სასწრაფოდ დატოვეს ობიექტის ტერიტორია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, სავარაუდოდ, მზადდება რეზონანსული პროვოკაცია, რათა რუსეთი დაადანაშაულონ ადამიანის ხელით გამოწვეულ კატასტროფაში. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება დღეს ლვოლში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საერთაშორისი საზოგადოება მოსკოვს მოუწოდებს, გაიყვანოს ძალები ხსენებული ტერიტორიიდან, რადგან მის მიერ განხორციელებული დაბომბვები ბირთვული ავარიის რისკებს ზრდის.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის სარაკეტო ტერორს დავძლევთ, როცა აშშ-სგან NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მივიღებთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა. მან შტატების მიერ გამოყოფილ დახმარებას გაუსვა ხაზი და დახმარების პაკეტში არსებულ კრიტიკულად მნიშვნელოვან იარაღზე მიუთითა. „ჩვენ მოვახერხეთ ყველა საკითხის განხილვა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის დაცვისა და თავისუფლებისთვის. მე მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს და შეერთებული შტატების მთელ ხალხს ჩვენი სახელმწიფოს მაკროფინანსური მხარდაჭერისთვის. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა დაამტკიცა 6 მილიარდი დოლარის პაკეტი: სამი თავდაცვის და სამი ფინანსური დახმარების შესახებ - მსოფლიო ბანკის მეშვეობით, მე განსაკუთრებით ვაფასებ ამ პაკეტში საჰაერო თავდაცვის ჩართვას. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ რუსული სარაკეტო ტერორი დაძლეული იქნება, როდესაც უკრაინა მიიღებს NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან ასევე განიხილა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული ვითარება. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიომ იცოდეს ყველა დეტალი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაციის შესახებ. კერძოდ, დღეს ამის შესახებ დეტალურად ვესაუბრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. საჭიროა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურის სათანადო კონტროლი და სასწრაფოდ IAEA-ს (ატომური ენერგიის საერთაშორისო) სააგენტო წვდომის უზრუნველყოფა. ამის გაკეთება ახლა უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით, თუ ქარი დაიწყებს რადიაციული დაბინძურების გავრცელებას მთელ ევროპაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სურს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას 5 სექტემბრამდე გაეცნოს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მისიისთვის ემზადება და 5 სექტემბრამდე ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მონახულება სურს. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ინსპექტირება ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ექვსი თვის წინ დაიგეგმა, რაც იქნებოდა ზაპორიჟიეს უსაფრთხოების გარემოს პირველი შეფასება ბოლო 16 წლის განმავლობაში. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ ერთობლივმა მისიამ შესაძლოა, მუშაობა უკვე სექტემბერში დაიწყოს. მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში IAEA და გაეროს მუდმივი მისია უნდა შედგებოდეს როგორც ბირთვული ენერგეტიკის სპეციალისტებისგან, ასევე სამხედრო ექსპერტებისგან, გარდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებისა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.
„ენერგოატომი“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ელექტრო ქსელს ხელახლა შეუერთდა და ქვეყნისთვის ელექტროენერგიას აწარმოებს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ატომური ენერგიის წარმომქმნელი კომპანია Energoatom-ის პრესსამსახური იუწყება. „დღეს, 2022 წლის 26 აგვისტოს, 14:04 საათზე, ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორი, რომელიც გუშინ გაჩერდა, ხელახლა დაუკავშირდა ელექტრო ქსელს. ის აძლიერებს სიმძლავრეს“, - ნათქვამია პოსტში. „ზაპოროჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ბირთვული ტექნიკოსები ნამდვილი გმირები არიან! ისინი დაუღალავად და მტკიცედ უზრუნველყოფენ უკრაინისა და მთელი ევროპის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას და თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა მათ სამშობლოს ჰქონდეს ელექტროენერგია", - აღნიშნა Energoatom-მა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალ კვირას არის დაგეგმილი. ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის ლანა ზერკალის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ მისიის განხორციელებას. უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ 25 აგვისტოს განაცხადა, ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა. გვიან ღამით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.
ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების გასაცნობად შევა
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაათვალიერებენ. მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირას ეწვევა. რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა ბირთვული ენერგიის ექსპერტის, ედვინ ლაიმანის განცხადებით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები შეამოწმებენ ყველა საგანგებო სისტემის მდგომარეობას, ასევე შეაფასებენ დიზელის საწვავის მარაგს და მის შესავსებად საჭორო ზომებს. ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ექსპერტები პოლონეთიდან ლიეტუვადან, ჩინეთიდან და სერბეთიდან. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. ასევე ექსპერტები არიან ალბანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, იორდანიიდან, მექსიკიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. საგულისხმოა, რომ ეს ქვეყნები კრემლთან ურთიერთობას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც ინარჩუნებენ. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არ ჩაერთნენ ექსპერტები აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, რადგან რუსეთი ორივე ქვეყანას „უსამართლოდ მიკერძოებულობაში" სდებს ბრალს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.
IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიემგზავრება
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEAE) მისია, რომელიც კიევში გუშინ ჩავიდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა. მისიამ ადგილზე უნდა შეამოწმოს სიტუაცია და შექმნას მუდმივი წარმომადგენლობა იმ ობიექტზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია 4 მარტის შემდეგ. ამის შესახებ IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა მარიანო გროსიმ განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტოს ამოცანაა „შეაფასოს ადგილზე არსებული რეალური ვითარება და დაეხმაროს სიტუაციის სტაბილიზაციას. უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. . შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ მარიანო გროსთან შეხვედრისას გააკეთა. ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა უნდა დატოვონ ქარხანა და უკრაინას დაუბრუნდეს მასზე კონტროლი. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა IAEA-ს მისიის უკრაინაში ჩასვლისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთის ჯარებმა დაიკავეს, შესაბამისად, არსებობს ბირთვული რეაქტორების მუშაობის შეფერხების და ელექტროსადგურების გათიშვის რისკები. IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
IAEA: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი აღდგა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, გაციებისთვის საჭირო სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი აღდგა. „ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი აღდგენილია, რაც უზრუნველყოფს სადგურს გარე ელექტროენერგიით, რომელიც მას სჭირდება რეაქტორის გაგრილებისთვის და უსაფრთხოების სხვა ფუნქციებისთვის“, - წერს IAEA Twitter-ზე. უკრაინის ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორის, უკრენერგოს სარემონტო ეკიპაჟებმა ZNPP-ს მიაწოდეს ელექტროენერგია, რომელიც ქარხნის რეაქტორების უსაფრთხო მუშაობისთვის აუცილებელია. მანამდე, მე-6 ენერგობლოკი ელექტროქსელიდან გაითიშა. მზადება მიმდინარეობდა მისი გაგრილების მიზნით და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსული ძალების კონტროლქვეშ მარტიდან იმყოფება, ოპერირებას უკრაინული პერსონალი უზრუნველყოფს. 6 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებოდნენ, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები დააფიქსირეს. IAEA-ის ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირველ სექტემბერს ჩავიდნენ. მისიის ოთხი წევრი სადგურზე კვირის ბოლომდე დარჩა, მათგან ორი, ობიექტზე მუდმივად იქნება.
IAEA-ს ხელმძღვანელი: რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი გაათავისუფლეს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი იგორ მურაშოვი გაათავისუფლეს. გროსიმ Twitter-ზე დაწერა, რომ მან „მიიღო ინფორმაცია, რომ ბ-ნი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა ოჯახთან". რუსმა სამხედროებმა მურაშოვი 30 სექტემბერს ZNPP-დან ენერგოდარისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მანქანა გააჩერეს და სადგურის დირექტორი თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ კვირას, საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან მურაშოვის დაკავების საკითხი განიხილა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგება აღდგა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტრომომარაგება აღდგა. სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ აღნიშნა, რომ 5 ნოემბრიდან გარე ელექტრომომარაგების ორივე ხაზი აღდგენილია და კვლავ ჩართულია. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის ჯარები მარტის შემდეგ აკონტროლებენ, მაგრამ სადგურს უკრაინელი ინჟინრები მართავენ. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოატომმა“ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვების შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ბოლო ორი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლებიც სადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირანში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იწყება
ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ხუზესტანის პროვინციაში 300 მეგავატი სიმძლავრის ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ირანის ვიცე-პრეზიდენტი და ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოჰამად ესლამი ქალაქ დარჰოვეინში კარუნის ატომური ელექტროსადგურის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრო. ირანული მედიის ცნობით, ელექტროსადგური PWR-ის ტიპის რეაქტორის (წნევით გაგრილებული ბირთვული რეაქტორის) ხარჯზე, (ანუ გამაგრილებლად და მოდერატორად მსუბუქი წყლის გამოყენებით) იმუშავებს. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაახლოებით 8 წელი დასჭირდება, პროექტის ღირებულება $2 მილიარდად არის შეფასებული. ელექტროსადგური 4 პროცენტამდე გამდიდრებულ ურანზე იმუშავებს.
პოლონეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე, ამერიკულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ოთხშაბათს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას, მონაწილეობა მიიღო ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ხელშეკრულების ხელმოწერაში, რაც პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება. შეთანხმება ითვალისწინებს ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობას პოლონეთის პომერანიაში ატომური ელექტროსადგურის პროექტირებასა და მშენებლობაში. პოლონეთის მხრიდან სამუშაოს კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe განახორციელებს, რომელსაც მანამდე შესაბამისი ნებართვა მიეცა. მორავიეცკის თქმით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა პოლონეთს გახდის "ცენტრალური ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების მიმწოდებელს, ისევე როგორც დღეს პოლონეთი უკვე ხდება გაზის კერა - სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებელია გაზის მხრივ." გეგმის მიხედვით, პომერანის ატომური ელექტროსადგური პოლონეთს 23 მილიარდი დოლარი დაუჯდება და საბოლოოდ, ექსპლუატაციაში 2033 წელს შევა. მან ელექტროენერგია 12 მილიონ პოლონურ ოჯახს უნდა მიაწოდოს. პოლონეთი სულ სამი ატომური ელექტროსადგურის შექმნას გეგმავს, რომელიც მთელი ენერგიის დაახლოებით 30%-ს გამოიმუშავებს. პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა მიმდინარე წლის ივლისში გაიცა.
იაპონია მსოფლიოში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს კვლავ აამუშავებს
იაპონიის ბირთვულმა მარეგულირებელმა მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, TEPCO-ს კაშივაზაკი-კარივას სადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასცა. ატომური ელექტოსადგური 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის დროს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მიზეზით გაითიშა. რეგულატორის დასკვნით, TEPCO-ს მზადყოფნა გაუმჯობესდა და გადაწყვიტა მოხსნას დე ფაქტო აკრძალვა. უწყებამ მისი ობიექტების ინსპექტირება 4000 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაატარა.
რეფერენდუმი: ყაზახეთში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას
ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ 6 ოქტომბრის ეროვნული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გამოაცხადა. კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 63,66% იყო, რაც აღემატებოდა საჭირო 50%-ს და შეადგენს 7 820 204 ამომრჩეველს. ყაზახების 71%-ზე მეტმა ხმა მისცა ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურის (NPP) მშენებლობას. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მომხრეები ამბობენ, რომ ელექტროსადგური ხელს შეუწყობს ენერგოდამოუკიდებლობას და დაასრულებს ნახშირზე მომუშავე ენერგეტიკაზე დამოკიდებულებას, ხოლო ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს და საფრთხეს შეუქმნის გარემოს. ყაზახეთის მთავრობის შეფასებით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 12 მილიარდი დოლარი დაჯდება. 29 სექტემბერს ყაზახეთის პოლიციამ მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით დააკავა რეფერენდუმის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე რამდენიმე პირი და მათ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.