თეგი: ენერგეტიკა
ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა
ევროკავშირმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ევროკომისია სავარაუდოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე. „ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. წარმოდგენილ გეგმას ხუთშაბათს, საფრანგეთში საგანგებო სამიტზე განიხილავენ. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.
ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირის ენერგოსისტემის ნაწილი გახდა
უკრაინა მიუერთდა სისტემა ENTSO-E-ს და ევროკავშირის ენერგოსისტემის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „უკრაინისა და ევროპის ენერგოსისტემების გაერთიანება დასრულდა. ახლა ჩვენი ელექტროენერგია მიედინება ევროპაში, ხოლო ევროპიდან უკრაინაში. მადლობა ევროკავშირის წევრებს, პირადად ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კარდი სიმსონს და ყველას, ვისი დახმარებითაც გვაქვს ერთიანი ენერგოსისტემა,“- წერს ზელენსკი. აქვე წაიკითხეთ ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა
ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის ფარგლებში, პირველი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა
პაკისტანის პროვინცია პენჯაბში ექსპლუატაციაში პირველი ჰიდროელექტროსადგური „კატორი“ შევიდა. პროექტი ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის ფარგლებში განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰესი, ჩინურმა კომპანიამ ააშენა და მისი სიმძლავრე 720 მეგავატია. ჰიდროელექტროსადგურის პოტენცალი, ელექტროენერგიაზე 5 მილიონი ადამიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის მიზანია, ჩინეთის სინცზიან-უიგურსკის ავტონომიური რაიონი პაკისტანის პორტებთან „გვადართან“ და „ყარაჩთან“ დააკავშიროს, რომლებიც არაბეთის ზღვაზე გადიან. მედიის ცნობით, პროექტი არის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთ გზა“ ფლაგმანი. პროექტის ფარგლებში შენდება ავტომაგისტრალი, ელექტროსადგური, პორტები და თავისუფალი ეკონომიკური ზონები. პროექტის მიზანია, პაკისტანი საკვანძო ლოგისტიკურ ბაზად იქცეს და მსოფლიოს ჩინური პროდუქცია მიაწოდოს.
ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ
ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ განაცხადა. იუწყება Azernews-ი. აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს ზრდის გრასიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი შეთანხმება იქნება ბრიუსელის ერთ-ერთი ნაბიჯი გაზის კრიზისის დასაძლევად. მემორანდუმს ხელი მოეწერება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ბაქოში ვიზიტის დროს. რიგაში გამართულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სიმსონმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმების მიხედვით, ტრანსადრიატიკის გაზსადენით ევროპაში გასატანი გაზის მოცულობა გაორმაგდება. „ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა და დღესაც გრძელდება სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
აზერბაიჯანის დღის წესრიგშია ევროპაში ენერგომომარაგების გაზრდის საკითხი - SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი
აზერბაიჯანის ენერგეტიკულ სექტორში აუცილებელია უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რადგან ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშია ევროპაში ენერგომომარაგების გაზრდის საკითხი. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა ქანან ნაჯაფოვმა ADA უნივერსიტეტში ბაქოს მე-16 საზაფხულო ენერგეტიკული სკოლის გახსნაზე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა „ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებებია მეტი ინვესტორების მოზიდვა და, რა თქმა უნდა, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება“, - განაცხადა ნაჯაფოვმა. მისი თქმით, აზერბაიჯანის დღის წესრიგში ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების გაზრდის საკითხი შედის. ამასთან აზერბაიჯანი უკვე არის ენერგორესურსების საიმედო მიმწოდებელი და ამ თვალსაზრისით დიდი პერსპექტივებია. ბაქოს მე-16 ენერგეტიკული საზაფხულო სკოლა ADA-ს უნივერსიტეტის განვითარებისა და დიპლომატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR), bp Azerbaijan, Kolin, Masdar და TotalEnergies-ის პარტნიორობით დაარსდა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება - სერბეთის ექსპრეზიდენტი
აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. ამის შესახებ სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა Trend-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. აზერბაიჯანის დღის წესრიგშია ევროპაში ენერგომომარაგების გაზრდის საკითხი - SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა „დღეს აზერბაიჯანი ხდება ბევრად უფრო ღირებული ენერგეტიკული პარტნიორი. TANAP-ისა და TAP-ის მშენებლობით აზერბაიჯანი მომავალში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, - განაცხადა ტადიჩმა. ექს-პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სერბეთს აზერბაიჯანთან გაზის შესახებ შეთანხმება ჯერ არ გაუფორმებია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რომ სერბეთი უახლოეს წლებში შეძლებს აზერბაიჯანული გაზის მიღებას. „ჩემი პრეზიდენტობის დროს ბულგარეთთან ინტერკონექტორის აშენების შეთავაზება და მოხარული ვარ, რომ სერბეთი საბოლოოდ უახლოვდება ამ პროექტის განხორციელებას. ეს არის როგორც ევროპის ქვეყნების, ასევე აზერბაიჯანის ინტერესი. აზერბაიჯანი შეძლებს თავისი გაზის მიწოდებას არა მხოლოდ იტალიისთვის, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში“, - თქვა ტადიჩმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს ხელი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში 18 ივლისს ჩავიდა. „ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა და დღესაც გრძელდება სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და სამხრეთ გაზის დერეფანი ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს
Theguardian-ი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრზე, პეტრ ფიალაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები, ევროკავშირის მიერ რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ მოწვეულ საგანგებო სხდომაზე შეიკრიბებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ევროპის ენერგობაზარზე მოთამაშე ვეღარ იქნება „ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მოთხოვნით გაიმართება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების სხდომა, რათა განვიხილოთ სპეციფიკური საგანგებო ზომები ენერგოსექტორში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – წერს პეტრ ფიალა Twitter-ზე „გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთია. ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ ისინი ახლა რუსეთთან „ენერგეტიკულ ომში“ არიან.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ პიკის საათებში ენერგორესურსების მოხმარება შეამცირონ
ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ პიკის საათებში ენერგორესურსების მოხმარება შეამცირონ. ამის შესახებ დღეს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა მისი თქმით, ევროკომისია ევროკავშირის ყველა ქვეყანას განუსაზღვრავს მიზნებს, თუ როგორ უნდა შეძლონ პიკის საათის დროს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია კომპანიებისთვის, რომლებიც დაბალი თვითღირებულების ელექტროენერგიას აწარმოებენ, სპეციალურ ზღვარს დაადგენს. ამის გარდა, ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მალე მზად იქნება წინადადება რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ. „რუსეთი აქტიურად მანიპულირებს გაზის ბაზრებზე არსებული ვითარებით“.
ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის სექტორში, მომდევნო 3 წლის განმავლობაში $3 მლრდის ინვესტიციას ელოდება
საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ჩამოთვლილი პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. „მეორე საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება. მოგეხსენებათ, რომ მითუმეტეს ამ ომმა რაც მიმდინარეობს უკრაინაში და კრიზისმა გამოაჩინა კიდევ ერთხელ სირთულეები, რომელიც ქვეყნებსა და სახელმწიფოებს აქვთ, ესაა ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც ეხლა წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ არის შეთანხმებული, გავლილი და ამას სულ რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური სახე მიეცემა. ე.ი. ჩვენ რას ვგულისხმობთ ახალი შეთავაზებით, ახალი სქემით - მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები, ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე არის გაცემული მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი - ბუნდოვანი იყო ასე ვთქვათ ახალი პროექტების ბედიც და ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე, ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი - სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, ის 800 მგვტ, რომელზეც მე ვთქვი უკვე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა „ნამახვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“. ანუ ჯამურად მხოლოდ ამ 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. მინიმუმ შეიძლება ითქვას რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორეს მხრივ კი ვაცხადებ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. ასევე მინდა ვთქვა, რომ მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, 10 პროცენტით ვზრდით უკვე ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას, ბუნებრივია, ეს მოხმარება იზრდება და ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა, ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი, ძვირფასო მეგობრებო და მინდა ვთქვა რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მითუმეტეს ეს არის განახლებადი ენერგია, სუფთა ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა, რომ იტყვიან და ამას რა თქმა უნდა, სჭირდება მეტი მხარდაჭერა,“- განაცხადა პრემიერმა.
დიდი ბრიტანეთი, უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს $5,8 მილიონს გამოუყოფს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ დღეს, უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის, დაფინანსების პირველი ტრანშის გამოყოფის შესახებ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კლევერლიმ, დღეს, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრთან ჰერმან გალუშჩენკოსთან და ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნოს დირექტორის მოადგილესთან დირკ ბუშლესთან შეთანხმება გააფორმა. ლონდონის მიერ გამოყოფილი 10 მილიონიდან უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში, პირველი 5 მილიონი ფუნტი (5,8 მილიონი აშშ დოლარი) გადაირიცხება. „ეს ფინანსური მხარდაჭერა, რუსული თავდასხმების ფონზე, ხელს შეუწყობს კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებას, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ოჯახებისთვისა და ობიექტებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში $769 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს
საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში სულ მცირე 769 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აბდულაზიზ ბინ სალმან ალ საუდმა განაცხადა, იუწყება ტელეარხი Al-Sharq-ი. სამეფოში ენერგეტიკის სექტორში მიზნობრივი პროექტების ღირებულება, რომლებიც 2030 წლამდე განხორციელდება, სწორედ 769 მილიარდი დოლარს შეადგენს. ალ საუდის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება აპირებს, გაზარდოს ნავთობპროდუქტების ტევადობა ჯუბაილში, იანბუსა და რას ალ-ხაირში. ასევე იგეგმება რას ალ-ხაირში ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ახალი პორტის აშენება იგეგმება.
„უკრენერგომ“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
„უკრენერგომ“ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში სისტემური ავარიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, ასეთი რეჟიმი მაშინ ცხადდება, როცა კომპანიას არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მომხმარებელთა მინიმუმ 50% ელექტროენეგია მიაწოდოს. Ukrenergo ამბობს, რომ დღეს, რუსეთის ძალების მიერ, უკრაინაზე განხორციელებულმა მასიურმა სარაკეტო თავდასხმამ სისტემური ავარია გამოიწვია, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის საკმარისი ენერგიის გამომუშავებას ან განაწილებას. დაზიანებულია თბოელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, მთავარი ელექტრო ქვესადგურები, აცხადებენ კომპანიაში. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო თავდასხმის დროს დაზიანდა.
ირაკლი ღარიბაშვილი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა
ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო მისივე თქმით, ენერგეტიკა ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. „რაც შეეხება ენერგეტიკას, ენერგეტიკა ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ და მეტი ძალისხმევა ჩავდოთ ამ მიმართულებით, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ. ბოლო 5 წელი თითქმის გაჩერებული იყო ინვესტიციები ამ სფეროში, ამ დარგში. ჩემი დავალებით, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ IMF-თან და შევთანხმდით, რომ ახალ სქემას ავამოქმედებთ, ეს უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჯამში ჩვენ 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს და ამის შემდეგ, ამას გარდა, 800 მეგავატი, რომელიც უკვე გაფორმებული იყო და მათზე იყო გაცემული ე.წ. BPA, ანუ გარანტირებული შესყიდვის შეთანხმებები, ეს 800 მეგავატიც გაეშვება. აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით ჯამში, მინიმუმ 2-3 წელიწადში, 2300 მეგავატამდე, დაახლოებით, სიმძლავრის ჰესებზე არის საუბარი. ეს არის 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. აქ შედის როგორც ჰიდრო, ასევე მზის, ქარის ენერგიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლლობისთვის. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას განვუმარტო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ენერგოდამოუკიდებლლობისთვის. მით უმეტეს, ჩვენ ახლა ვუყურებთ რა ხდება ევროპაში - ენერგოკრიზისი, ფასების მატება. საშუალო ფასი ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიის შეადგენს 20 ცენტს ევროპის ქვეყნებში. გერმანიაში 80 ცენტიც კი დაფიქსირდა ზაფხულის თვეში, ზოგგან 50-60 და საშუალო არის 20 ცენტი. ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ გვჭირდება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გავიმეორო, აღვნიშნო, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, დავამტკიცეთ ახალი სქემა და მით უმეტეს, ახლა განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც ჩვენ წარმატებული ნაბიჯი გადავდგით, მოგეხსენებათ რომ რამდენიმე კვირის წინ მე ვიმყოფებოდი ბულგარეთში, სადაც ჩვენ ისტორიულ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა, ჩვენ მიერ მიტანილი ინიციატივა ევროკავშირში, ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან. ჩვენ რუმინეთთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც შეუერთდა აზერბაიჯანი, უნგრეთი და სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ევროკავშირის მხრიდან. მოგეხსენებათ რომ ქალბატონი ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ბუქარესტში და საზეიმოდ ჩვენ აღვნიშნეთ დაწყება და სულ მალე, რამდენიმე თვეში დასრულდება ე.წ. კვლევები, ფიზიბილითი და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ სამუშაოებზე გადავალთ. ეს რას მოუტანს ქვეყანას, ეს შეიძლება ითქვას მეორე ბაქო-ჯეიჰანი- თბილისის პროექტია შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარანტირებული რეალიზაცი იის საშუალება ელექტრო ენერგიის , ეს არის პირდაპირი დაკავშირება ჩვენი ენერგოსტიტემის ევროკავშირის ბაზართან, ევროკავშირის ებერგოსისტემასთან და რა თქმა უნდა ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დაახლოებით 2-3 მილიარდი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი და ამ პროექტს განვახორციელებთ ჩვენ ყველანი ერთად, ის ქვეყნები რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ მემორანდუმს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ აუცილებელია რომ საქართველოს ჰქონდეს შესაბამისი გამომუშავება ელექტროენერგიის. ამიტომ გვჭირდება გენერაციის ობიექტების განვითარება აშენება როგორც ქარის, მზის ჰიდროელექტროსადგურების, ასევე თბოსადგურების, რომ ჩვენი წილი ელექტროენერგია გავყიდოთ ევროკავშირში, რაც ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და საბოლოო ჯამში ჩვენს ხალხზე აისახება ეს სიკეთე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მით უმეტეს იმ ფონზე როცა ეკონომიკის ზრდა წინ უსწრებს გენერაციის გამომუშავებას ამიტომ აუცილებელი არის რომ ეს პროპორციები პირიქით შევატრიალოთ. ეს გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას ეს ზოგადად ასე არის მიჩნეული“, - განაცხადა პრემიერმა. ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
უკრაინა და იტალია ენერგეტიკის სფეროში ახალ ორმხრივ თანამშრომლობას დაიწყებენ
უკრაინა და იტალია გეგმავენ ახალი ორმხრივი ენერგეტიკული პარტნიორობის დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პროცესში თანამედროვე პროექტების განხორციელებას. ეს საკითხები განიხილეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოსა და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრ პიჩეტო ფრატინის ონლაინ შეხვედრის დროს, იუწყება Ukrinform-ი. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ იტალიის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებისთვის, რომელიც 10 მილიონი ევროს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს, როდესაც რუსეთი არ წყვეტს თავის ბარბაროსულ ქმედებებს და სამ თვეზე მეტია, ბომბავს უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა გალუშჩენკომ. თავის მხრივ, პიჩეტო ფრატინმა განაცხადა, რომ იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის ომის შემდგომი აღდგენისას.
გერმანია ყაზახეთის „მწვანე“ ენერგიის ბაზარზე შესვლას გეგმავს
გერმანია ყაზახეთთან, მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს. ამის შესახებ Trend-ს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სპიკერმა რობერტ სევერინმა განუცხადა. „ექსპერტები აცხადებენ, რომ ყაზახეთში მწვანე წყალბადის, ასევე ქარის ენერგიის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობებია. მზის რადიაციული ენერგიის დონე და სხვა ფაქტორები ასევე უზრუნველყოფს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების წარმატებულად განვითარებას ", - თქვა სევერინმა. მისი თქმით, 2022 წლის 7 ნოემბერს ყაზახეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებებს კრიტიკული ნედლეულისა და წყალბადის სფეროში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების შესახებ. ამასთან, ქვეყნებს შორის პირველი პროექტები უკვე დაწყებულია. „მაგალითად, SVEWIND, განახლებადი ენერგიის კომპანიების კერძო ჯგუფი გერმანიიდან, გეგმავს პირველ ფართომასშტაბიან პროექტს დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში, მანგისტაუში. საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2022 წლის ოქტომბერში“, - განაცხადა სპიკერმა. მან დასძინა, რომ გერმანია-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია. გერმანული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ყაზახეთის ეკონომიკაში 25 პროცენტით გაიზარდა და 2021 წელს $320 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გერმანიიდან ყაზახეთში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანმა ღირებულებამ კი, წინა 17 წლის განმავლობაში 5 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ქალები, მაგრამ უფრო მეტად სწორედ ენერგეტიკაში - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კონფერენცია „ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“ გახსნა და „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა“ და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებული კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართა. „ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, გიმასპინძლოთ აქ, ორბელიანების სასახლეში, თქვენ, ქალ სპეციალისტებს, ექსპერტებს, პროფესიონალებს, სტუდენტებს. ენერგეტიკა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მომავლის დარგია და ქალთა ძალიან აქტიური ჩართულობა, ამ მომავლის დარგში, მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ქალები, მაგრამ უფრო მეტად სწორედ ამ დარგში გვჭირდება, რადგანაც ეს სპეციალობები ნელ-ნელა დავკარგეთ. იწყება ისეთი პერიოდი და ეპოქა, როცა უფრო მეტი პროფესიონალიზმი იქნება საჭირო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონისათვის, ამას ხაზგასმა არც სჭირდება რამდენად მნიშვნელოვანია დღეს და მნიშვნელოვანი იქნება ეს ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის. ჩვენი ევროპასთან კავშირების იმ გზაზე, რომელზეც ვდგავართ და საითკენაც მივდივართ. გვჭირდება ძალიან ბევრი წარმატებული ქალი და ყველა მიმართულებით ნამდვილი პროფესიონალები. აქვე მინდა, ორბელიანების სასახლის დანიშნულებასაც გავუსვა ხაზი. სწორედ აქ უნდა გაიმართოს ასეთი შეხვედრები და ეს ადგილი უნდა იყოს, რათა ერთად გაიაზროთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი და ამ ჩვენს მომავალში თქვენი ჩართულობა. მინდა, გისურვოთ წარმატებული დღე და გისურვოთ წარმატებული მომავალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა. კონფერენცია მიზნად ისახავს ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალიზებას, მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების, სიახლეებისა და შესაძლებლობების გაცნობას, ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით ენერგეტიკის დარგში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღებ მამაკაცებში ცნობიერების ამაღლებას. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: პრეზიდენტის ფიგურა ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ევროპულ ღირებულებებს, მათ შორის გენდერულ თანასწორობასა და თანაბარ შესაძლებლობებს. საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც აქტიურად და თანმიმდევრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ არჩევანს და ასევე, არის განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდამჭერი, შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ თემის აქტუალიზაციას საზოგადოებაში და ესოდენ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ენერგეტიკის დარგში პირველ ნაბიჯებს დგამენ.
ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნა ტარიფების ზრდაზე არ იმოქმედებს - ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნა ტარიფების ზრდაზე არ იმოქმედებს. „ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის სამი თვით გადავადების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ბაზრის ოპერატორების მოსმენა, რომელიც გაიმართა გასულ კვირას. მოვუსმინეთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, კომერციული ბაზრის ოპერატორს, მოვუსმინეთ ბირჟას. მნიშვნელოვანია, რომ გაცემული დავალებების აბსოლუტური უმეტესობა არის შესრულებული, გარდა ძალიან მცირე ტექნიკური ტესტირება და სისტემების სინქრონიზაციისა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და კომერციული ოპერატორის მიერ“, – განაცხადა ნარმანიამ.
დანიამ და შვედეთმა გაზმომარაგების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
დანიამ და შვედეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც გაზის დეფიციტის შემთხვევაში, ურთიერთდახმარებას გულისხმობს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზის დეფიციტის ან შეფერხების შემთხვევაში, დანია დაეხმარება შვედ მომხმარებლებს, მათ შორის, დაახლოებით, 30,000 ოჯახს, საავადმყოფოებსა და საგანგებო სამსახურებს. „შეთანხმება, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, ასახავს იმ დიდ სამუშაოს და თანამშრომლობას, რომელიც შევასულეთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - განაცხადა დანიის ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორმა, კრისტოფერ ბოტცავმა. მისივე თქმით, „ევროკავშირის ან სკანდინავიის რეგიონის არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, ენერგომომარაგების კრიზისი მხოლოდ თავად გადაჭრას“.
ყირგიზეთმა ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ყირგიზეთმა ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები გადაჭრას. მდინარე ნარინის აუზში წყლის დაბალი შედინებისა და ელექტროენერგიის სწრაფად მზარდი მოხმარების ფონზე, ყირგიზეთი გამომუშავებული სიმძლავრის დეფიციტს განიცდის. პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ყირგიზეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის შესახებ“, რომელიც 2023 წლის პირველი აგვისტოდან შევა ძალაში და 2026 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება ქვეყანაში მზარდი ენერგიის მოთხოვნის ფონზე, გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად და სიმძლავრის ნაკლებობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად მიიღეს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს შეუწყობს სტრატეგიებისა და ქმედებების შემუშავებას და სამომავლოდ, მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შენარჩუნებას. ყირგიზეთის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან მაისამდე ყირგიზეთში სულ 6,486 მილიარდი კილოვატსათი (კვტ/სთ) ელექტროენერგია გამომუშავდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,3 პროცენტით მეტია.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: თურქეთი კავკასიაში ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას გაზრდის
თურქეთი გაზრდის ენერგეტიკულ თანამშრომლობას კავკასიაში, ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს შეამცირებს თურქეთის დამოკიდებულებას უცხოურ ენერგეტიკაზე. „მეზობელი ტერიტორიები, მათ შორის კავკასია, მდიდარია ნავთობით. ჩვენ ამასაც გავითვალისწინებთ. მომავალში ერთ-ერთი მთავარი მიზანია ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება,“ - განაცხადა ბაირაქტარმა.
ბაქოში ენერგეტიკის კვირეულს ამერიკელი მაღალჩინოსანი დაესწრება - მედია
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მრავალმხრივი ენერგეტიკული დიპლომატიის საკითხებში უფროსი მრჩეველი ჰარი კამიანი ენერგეტიკის კვირეულზე დასასწრებად ბაქოს ეწვევა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია Trend სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. ბაქოSi ენერგეტიკის კვირეული 4 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით გაიმართება - წარმოდგენილი იქნება სამი ღონისძიება - კასპიის ნავთობისა და გაზის 29-ე საერთაშორისო გამოფენა; კასპიის საერთაშორისო ენერგეტიკისა და მწვანე ენერგიის მე-12 გამოფენა; ბაქოს 29-ე ენერგეტიკული ფორუმი. ბაქოს ენერგეტიკის კვირეული ტრადიციულად, ენერგეტიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მხარდაჭერით იმართება. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ღონისძიებაზე როგორც წესი წარმოდგენილნი არიან აშშ, გერმანია, ავსტრია, ბელორუსი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ალჟირი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, ესპანეთი, ისრაელი, შვედეთი, შვეიცარია, იტალია, კანადა, ქუვეითი, ყაზახეთი, უნგრეთი ღონისძიებაზე წარმოდგენილია მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია, უზბეკეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, ტაილანდი, თურქეთი და იაპონია. ამ ღონისძიების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.