თეგი: მარცვლეული
უკრაინა მარცვლეულის საგაზაფხულო თესვას იწყებს
უკრაინა მარცვლეულის საგაზაფხულო თესვას უახლოეს დღეებში დაიწყებს და მარაგში აქვს საკმარისი მარცვლეული. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ტარას ვისოცკის განცხადებით, მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობას საკმარისი პური ჰქონდეს. ტარას ვისოცკი აცხადებს, რომ ქვეყანას, რომელიც წელიწადში 8 მილიონ ტონა ხორბალს მოიხმარს, 6 მილიონი ტონა მარაგი აქვს. მარაგებში ასევე შედის 15 მილიონი ტონა სიმინდი და მზესუმზირის ზეთის ხუთწლიანი მარაგი.
უკრაინის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი: უკრაინაში მარცვლეულის მოცულობა რამდენიმე ასეულ ათას ტონამდე შემცირდა
უკრაინის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი მიკოლა სოლსკის თქმით, ქვეყნის მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა დღითიდღე უარესდება და გაუმჯობესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ომი დასრულდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისი თქმით, მოცულობა ახლა რამდენიმე ასეულ ათას ტონამდე შემცირდა. "ზემოქმედება გლობალურ ბაზრებზე არის პირდაპირი, დრამატული და დიდი და ის გრძელდება. დღითიდღე ვითარება უფრო და უფრო გართულდება“, - განაცხადა მიკოლა სოლსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს
ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა
ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი მიიღო, მიზანი კლაიპედას პორტიდან პროდუქტის შემდგომი გადაზიდვაა. ამის შესახებ სარკინიგზო კომპანია LTG-მ განაცხადა. რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინული პორტების ბლოკირების შემდეგ, დაახლოებით 25 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტირება ვერ ხერხდება, რაც საკვებზე ფასების ზრდას იწვევს. „ჩვენ, უკრაინიდან დღეში თითო მატარებელს ველით, დაახლოებით, 1,500 ტონამდე მარცვლეულითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, რომლის ექსპორტის კლაიპედას პორტით საშაულებით მოხდება“, - განაცხადა LTG-ის სპიკერმა მანტას დუბაუსკასმა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად
მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ რუსეთმა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება მოითხოვა რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. BBC-ის ცნობით, შესაბამისი განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო გამოვიდა. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც გემებს უკრაინიდან უსაფრთხო მარშრუტის საშუალებას მისცემს, თუ სანქციები მოიხსნება. აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ, უკრაინის პორტებში ფაქტობრივად, ყველა საზღვაო ვაჭრობა შეაჩერა. რუსეთი ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო კრიზისს. უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს უზრუნველყოფს, რომელთა დიდი უმრავლესობა ქვეყანას შავი ზღვის პორტებიდან ტოვებს. პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას WFP-ი (მსოფლიო სასურსათო პროგრამა უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია) აცხადებს, რომ უკრაინის ომმა გამოიწვია ფასების ზრდა, ეს საფრთხეს უქმნის რეგიონს, რადგან რამდენიმე ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული მარცვლეულის იმპორტზე. ამასთან, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, რომლებიც საკვების მნიშვნელოვანი რაოდენობის იმპორტს ახდენენ, განსაკუთრებით დაზარალდებიან საზღვაო ტვირთზე ხარჯების გაზრდის გამო. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ხელახლა გახსნას უკრაინის პორტები ექსპორტისთვის, რათა არ დაუშვას ბავშვების შიმშილი მთელ მსოფლიოში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე უკრაინა მსოფლიოში სიმინდის მეოთხე და ხორბლის მეხუთე ექსპორტიორი ქვეყანა იყო. ხორბლით გლობალური ვაჭრობის თითქმის 30% მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზე მოდის. 19 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ პირველ რიგში აუცილებელია რუსეთის ექსპორტზე სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა და რომ რუსეთზე დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის ნორმალურ თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის საკვები პროდუქტების, ხორბლისა და სასუქების ჩათვლით. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის ელჩის განცხადებით, თურქეთი უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს
უკრაინის ელჩის განცხადებით, თურქეთი უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს. ელჩმა ვასილ ბოდნარმა აღნიშნა, რომ კიევი თურქეთთან და ინტერპოლთან თანამშრომლობს, რათა დადგინდეს, ვინ არის ჩართული მარცვლეულის გადაზიდვაში, რომელიც თურქეთის მიერ კონტროლირებად წყლებში გადის. ანკარაში უკრაინის საელჩომ მოგვიანებით განაცხადა, რომ შემდეგი გემები მონაწილეობდნენ მოპარული მარცვლეულის გადაზიდვაში: Nadezhda, Finikia, Sormivskiy, Vera, Mikhail Nenashev. თურქეთის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. თურქული მედიის ცნობით, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გამოტანის მიზნით, „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა. როგორც მედია წერს, საგზაო რუკის შექმნა, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან თურქული მხარის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა. მანამდე მარცვლეულის დერეფნის საკითხი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის და უკრაინის პრეზიდნტებს შორის სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თურქეთის პრეზიდენტთან საუბარში პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინის პორტებიდან თურქ პარტნიორებთან კოორდინირებულად, საქონლის შეუფერხებელ საზღვაო ტრანზიტს, [მათ შორის მარცვლეულს] ხელი შეუწყოს. უკრაინა გაეროს ხელმძღვანელობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის „საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 22 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს, რუსეთის მიერ არის შეჩერებული, რაც გამოიხატება შავი ზღვისა და აზოვის ზღვების გავლით ძირითადი საექსპორტო გზების ბლოკადაში. კრემლმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ დაბლოკა მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან და დასავლეთი დაადანაშაულა ქმედებებში, რამაც მისივე მტკიცებით, ეს კრიზისი გამოიწვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: უკრაინა და მისი მოკავშირეები ეძებენ გზებს ქვეყნიდან 22 მილიონი ტონა მარცვლეულის გასატანად
თუ რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირებას გააგრძელებს, მსოფლიოს სურსათის კრიტიკული დეფიციტი ემუქრება, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად "რუსეთის საზღვაო ფლოტი ახლა აკონტროლებს ძირითად სატრანსპორტო მარშრუტებს შავ ზღვაში, ბლოკავს უკრაინულ ტვირთებს და საფრთხეს უქმნის ათობით მილიონ ადამიანს, რომლებიც უკრაინის მარცვლეულზე არიან დამოკიდებულები. უკრაინა და მისი მოკავშირეები ეძებენ გზებს ქვეყნიდან 22 მილიონი ტონა მარცვლეულის გასატანად მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი დაიპყრო", - განაცხადა კუბრაკოვმა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ზელენსკი: უკრაინა არ არის მზად, განიხილოს მარცვლეულის ექსპორტი ბელორუსის გავლით
უკრაინა არ აპირებს, განიხილოს მარცვლეულის ექსპორტი ბელორუსის გავლით. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა. „ეს ღია ინფორმაციაა. შემოგვთავაზეს ბელორუსის რკინიგზით გავლა. ჩვენ გვესმის, რატომ შემოგვთავაზეს ეს. ჩვენ მზად არ ვართ, ვიმუშაოთ ამ ფორმატში და დავეხმაროთ ჩვენს „მეგობრულ მეზობლებს", - განუცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს. ომამდე უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა. ბორელი: მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლიზ ტრასი: უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, თუ მარცვლეულის კრიზისი არ მოგვარდება, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები ვიხილოთ
მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა განაცხადა. „ძალიან მკაფიოა, რომ უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, კომერციული ხომალდებისთვის უნდა იყოს უსაფრთხო გასასვლელი. გაერთიანებული სამეფო ჩვენს გამოცდილებას გთავაზობთ ყველა ამ ფრონტზე, რომ ვიყოთ დარწმუნებული, გვაქვს შესაბამისი ზომები, რათა მარცვლეული უსაფრთხოდ გავიდეს, მაგრამ ეს საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს. პუტინი შიმშილს იარაღად იყენებს. დაბლოკა უკრაინის პორტები და აფერხებს 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს მთელს მსოფლიოში და აიძულებს მსოფლიოს გამოსასყიდი გადაიხადოს. კომერციულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო გასასვლელი, რათა შეძლონ უკრაინის პორტების დატოვება და უკრაინის პორტები დაცული უნდა იყოს რუსეთის თავდასხმებისგან,“- განაცხადა ლიზ ტრასმა. თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე, რუსეთთან პროგრესს მიაღწია შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ლუკაშენკო: ბელორუსი მარცვლეულის ექსპორტზე გატანას არ გეგმავს
ბელორუსი არ გეგმავს მარცვლეულის ექსპორტზე გატანას. - ამის შესახებ დღეს, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სამინისტროებთან და მხარის გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს ლუკაშენკოს განცხადებით, 2022 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში კარგ მოსავალს ელიან. „წელიწადი არაა ცუდი. რუსეთში კარგ მოსავალს ელიან. უკრაინაც ალბათ მოახერხებს რამის მიღებას. ჩვენთან კი, თუ უხამსად არ მოვიქცევით, იმდენ პურს მივიღებთ, რამდენიც გვჭირდება ადამიანებისა და ცხოველებისთვის. რა თქმა უნდა, ხორბალს და სხვა კულტურებს ექსპორტზე არ გავატანთ, თუმცა შეგვიძლია. რაფსის გარდა, ექსპორტზე შეგვიძლია გავიტანოთ სელის სამრეწველო კულტურები. საკმარისი კარტოფილი გვაქვს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
თურქეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი, „ჟიბეკ ჟოლი“, თურქეთის პორტიდან გათავისუფლდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარემ მარცვლეულის ქურდობის მტკიცებულება წარადგინა. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიტუაციის გასარკვევად თურქეთის ელჩს დაიბარებს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ Twitter-ზე დაწერა. უკრაინის ელჩის თქმით, თურქეთმა რუსული სატვირთო გემი დააკავა, რომელსაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა „ვწუხვართ, რომ მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს „ჟიბეკ ჯოლის“ კარასუს პორტის დატოვების უფლება მიეცათ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლებისთვის სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულება იყო წარდგენილი. თურქეთის ელჩი კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება მიწვეული“, - წერს ნიკოლენკო. უკრაინული მედიის ცნობით, თურქეთმა, კვირის დასაწყისში თავის პორტში, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავა. ამის შემდეგ თურქულმა და უკრაინულმა მხარეებმა გემის შესაძლო დაკავების შესახებ კონსულტაციები გამართეს. უკრაინამ ასევე სთხოვა თურქეთს, დახმარება გაუწიოს რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი სამი გემის შემოწმებაში, რომლებსაც შესაძლოა ასევე მოპარული მარცვლეული გადაჰქონდეთ.
უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ 3 გემი გავიდა
თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის ინფორმაციით, დღეს უკრაინის პორტებიდან, მარცვლეულით დატვირთული კიდევ სამი გემი გავიდა. დღეს დილიდან, ოდესის და ჩერნომორსკის პორტებიდან გავიდა საერთო ჯამში, 58 ათას ტონაზე მეტი სიმინდით დატვირთული გემები: Navistar, Polarnet, Rojen. გემებმა ტვირთი ირლანდიაში, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში უნდა ჩაიტანონ. მანამდე გემები სტამბოლში გაჩერდებიან, სადაც მათ გაეროს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები შეამოწმებენ. უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა. 3 აგვისტოს, გემი სტამბოლში შეამოწმა საკოორდინაციო ცენტრმა და ამის შემდეგ დანიშნულების ადგილის - ლიბანისკენ გაემგზავრა, სადაც 26 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდი მიაქვს. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
დმიტრო კულება: თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა
რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ „შიმშილის თამაშებს“ არ ვთამაშობთ. თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ „შიმშილის თამაშებს“ არ ვთამაშობთ. თუ იგი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა“, - განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა. ამასთან, სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ჩორნომორსკის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის გამგზავრება გადაიდო
ჩორნომორსკის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის გამგზავრება გადაიდო. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მიზეზი, უამინდობაა. ორი გემი, რომლებმაც გუშინ გაიარეს ინსპექტირება, ახლა უკრაინის მიმართულებით მიცურავს. უკრაინის პორტებში დატვირთვის სამუშაო მიმდინარეობს. უკრაინის პორტებიდან ერთ კვირაში 350 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთული ათი გემი გავიდა 10 აგვისტოს მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა თორმეტმა გემმა უკრაინის პორტები დატოვა და ახლა შვიდი ქვეყნისკენ მიემართება. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.
აფრიკაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ჩავიდა
ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ, აფრიკაში უკრაინიდან მარცვლეულის პირველი პარტია ჩავიდა. გემი ჯიბუტის პორტშია. მარცვლეული ლიბანის დროშით მცურავმა Brave Commander-მა ჩაიტანა. გემის ბორტზე 23,000 ტონა ხორბალია, რომელიც შემდგომ ეთიოპიაში უნდა გადაზიდონ. ანტონიო გუტერეში: შავი ზღვის პორტების განბლოკვის შემდეგ, სურსათის ბაზრები სტაბილიზაციას იწყებენ შავი ზღვიდან ჯიბუტიმდე ტვირთის ჩატანას ორი კვირა დასჭირდა. დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება ხორბლის შეფუთვასა და ეთიოპიაში ტრანსპორტირებას, სადაც სასურსათო დახმარება (გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად) 20 მილიონ ადამიანს ესაჭიროება. უკრაინის პორტებიდან ერთ კვირაში 350 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთული ათი გემი გავიდა მარცვლეულის გადაზიდვის საფასური გაერომ გადაიხადა, რადგან ხორბლის მარაგი ლტოლვილების, კონფლიქტებისა და გვალვის შედეგად დევნილთა დასახმარებლად შემცირდა. უკრაინის ომამდე გაეროს სასურსათო პროგრამა, სასურსათო დახმარების 3/4 უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა. აფრიკაში, ჯიბუტში 900 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ აქ კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი პორტი მდებარეობს. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ეთიოპიამ უკრაინული მარცვლეულის პირველი პარტია მიიღო
ეთიოპიამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ხორბლის პირველი პარტია მიიღო. პუტინი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით იმუქრება გაეროს ინფორმაციით, ეთიოპიაში 20 000 ტონაზე მეტი უკრაინული ხორბლის ჩატანა, ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, ეთიოპიაში 7 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. უკრაინიდან ქვეყანაში შემოტანილი მარცვლეული ერთი თვის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს გამოკვებავს. ეთიოპიაში, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად გვალვაა. სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში 28,6 ათასი ტონა უკრაინული მარცვლეული აფრიკის კიდევ ერთ ქვეყანას - სომალის გადაეცემა.
AP: რუსეთმა სულ მცირე 530 მილიონი დოლარის უკრაინული მარცვლეული მოიპარა
Associated Press-ისა და PBS-ის ერთობლივი გამოძიების თანახმად, რუსეთმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ოპერაცია ჩაატარა, რათა უკრაინული მარცვლეული მოეპარა. საუბარია სულ მცირე, 530 მილიონი დოლარის მარცვლეულზე. უკრაინული მედია წერს, რომ AP-მა და PBS-მა სატელიტური გამოსახულება და საზღვაო რადიოს მონაცემები გამოიყენეს. გამოძიების ინფორმაციით, „მასობრივ კონტრაბანდის ოპერაციაში“ ჩართულები არიან სახელმწიფო კომპანიები და ბიზნესმენები რუსეთსა და სირიაში. ზოგიერთ მათგანს უკვე ემუქრება ეკონომიკური სანქციები აშშ-სა და ევროკავშირისგან. კიევმა და მოსკოვმა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებებს 22 ივლისს მოაწერეს ხელი.
ბლინკენი რუსეთის გადაწყვეტილებაზე: ეს არის განცხადება, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაეროს შუამავლობით გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლით, მოსკოვი ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებას ცდილობს. „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მარცვლეულის კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს აფერხებს, არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში საკვებისთვის მეტი უნდა გადაიხადონ, ან იშიმშილონ“, - განაცხადა ბლინკენმა Reuters-ის ცნობით. ზელენსკის თქმით, რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
გაეროს მონაცემებით, ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა. „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფართოების გავლენით", - განაცხადა ტორერომ. „შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებამ“ გავლენა მოახდინა სურსათის ფასების შემცირებაზე, უწყვეტი მიწოდების გამო“, - თქვა FAO-ს წარმომადგენელმა. „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ შეთანხმება კიდევ 120 დღით გაგრძელდა“, - აღნიშნა FAO-ს წარმომადგენელმა. 22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას. პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. 29 ოქტომბერს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის მხრიდან „ტერორისტული თავდასხმა“ დაასახელეს. გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს. გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება. 2 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს. 14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მარცვლეულის დერეფნის გაფართოება შეუძლია.
ევროკავშირი მზადაა, უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ექსპორტზე „სოლიდარობის გზებით“ გაიტანოს
ევროკავშირი მზადაა, უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო საქონელი ექსპოერტზე „სოლიდარობის გზებით“ გაიტანოს. Skynews-ის ცნობით, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ თითქმის ყველაფრის ექსპორტისთვის. ეს არის თვეში დაახლოებით 4 მილიონი ტონა ზეთის თესლი და მარცვლეული - ჩვენ მივაღწიეთ ამ მოცულობას გასული წლის ნოემბერში," - განაცხადა იანუშ ვოიჩეჩოვსკიმ. ვიდრე რუსეთი გამოვიდოდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან, უკრაინის ექსპორტის 60% იგზავნებოდა სოლიდარობის გზებით, ხოლო 40% შავი ზღვის გავლით. „სოლიდარობის მარშრუტით“ შესაძლებელია, რომ საქონელი უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნების გავლით გაიტანონ, სარკინიგზო, საავტომობილო გზებისა ან შიდა წყლის საშუალებით.
ევროკომისიამ უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგო გააუქმა
ევროკომისიამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაახანგრძლივა. ამასთან, ევროკომისია უკრაინისგან გარკვეული ზომების დაცვას ითხოვს. ევროკომისია აღნიშნავს, რომ რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებისგან შეიკავებს თავს იქამდე, ვიდრე უკრაინის მიერ მიღებული ზომები ძალაში იქნება და სრულიად იმუშავებს. „არსებულ ზომებს ვადა დღეს გასდის. უკრაინა დათანხმდა 30 დღის განმავლობაში ნებისმიერი სამართლებრივი ზომა მიიღოს (მათ შორის, მაგალითად, საექსპორტო ლიცენზირების სისტემა) მარცვლეულის მოზღვავებისთვის თავის ასარიდებლად. მანამდე უკრაინამ 2023 წლის 16 სექტემბრიდან სურსათის 4 ჯგუფის ექსპორტის კონტროლზე ეფექტიანი ზომები უნდა მიიღოს, რათა მეზობელ წევრ ქვეყნებში ნებისმიერი საბაზრო ცვლილებები აღკვეთოს,” - ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. ამასთან, ევროკომისია და უკრაინა ვითარების გააკონტროლებენ, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაუთვალისწინებელ სიტუაციებზეც მოახდინონ რეაგირება. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას და მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. „ეს არის ნამდვილი ერთიანობისა და ნდობის მაგალითი უკრაინასა და ევროკავშირს შორის. ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მუშაობს და შეთანხმებები სრულდება," - განაცხადა ზელენსკიმ ფონ დერ ლეიენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. ცნობისთვის, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აკრძალვას ცალმხრივად გააგრძელებენ.
პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულისთვის სატრანზიტო დერეფნები მოამზადა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანdჯეი დუდამ განაცხადა, რომ მსოფლიო პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ. „ჩვენი ფერმერების მუშაობის წყალობით, პოლონეთი თვიკმარია. ჩვენ არ გვჭირდება მარცვლეული უკრაინიდან. ომის დროს მათი შესანიშნავი მოსავლიდან ძალიან ცოტა მიდიოდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები, რომლის წყალობითაც უკრაინულმა მარცვლეულმა შეიძლება გაიაროს პოლონეთის ტერიტორიაზე და გავიდეს იქ, სადაც საჭირო იქნება ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდა სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, უკრაინიდან პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის ძალაში დატოვებას. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი მაქსიმალურად დიდი იყოს. ევროკომისიამ უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგო გააუქმა