თეგი: მოლაპარაკებები
Reuters: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინა-ბელორუსის საზღვართან უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. დღეს უკრაინის დელეგაცია, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო. შეხვედრის ამსახველი ფოტო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა ფოტო გაავრცელა. დავიწყეთ საუბარი რუსეთის წარმომადგენლებთან. დღის წესრიგის ძირითადი საკითხები: 1. ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა 2. ზავი 3. ჰუმანიტარული დერეფნები დანგრეული ან მუდმივად დაბომბული სოფლებიდან/ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ამის შესახებ მიხეილ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს. შეგახსენებთ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს, დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
პოდოლიაკი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ: შედეგები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სიტუაციას, ჯერჯერობით არ არის
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა იმით, რომ ჰუმანიტარული დერეფნების მიმართულებით, ლოგისტიკის საკითხებში გარკვეული პოზიტიური განვითარება არსებობს. მისი თქმით, „ინტენსიური კონსულტაციები გაგრძელდება საბაზისო პოლიტიკურ საკითხებზე - ცეცხლის შეწყვეტასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით". „დღემდე არ არის რაიმე შედეგი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სიტუაციას. მიუხედავად ამისა, კონსულტაციები, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გაგრძელდება და შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. მან შეხვედრის დაწყებამდე ვიდეომიმართვაც გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. 3 მარტს, მეორე რაუნდის დროს, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის ერთობლივ მცდელობასა და ამ მიზნით, ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა უკრაინული მხარე მუდმივად აცხადებს, რომ რუსეთი მაინც განაგრძობს მათი ტერიტორიების დაბომბვას და არღვევს შეთანხმებას. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართულმა რუსმა დიპლომატმა კი განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება და მათი ხელმძღვანელობის მითითებები არ შეასრულეს. „უკრაინულმა მხარემ იმის პირობა მოგვცა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები ამუშავდება. გარდა ამისა, გაგრძელდა დისკუსია სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც რთულად მიმდინარეობს და ნაადრევია რაღაც პოზიტიურზე საუბარი. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ აქ წერილობითი დოკუმენტების დიდი კრებულით მოვედით. ჩვენ კონკრეტული პროექტები, დოკუმენტები და შეთავაზებები შევადგინეთ. იმედი გვქონდა, რომ იმ პუნქტებზე, რაზეც თითქოს, პრინციპულად უკვე ორივე მხარეს ვთანხმდებოდით, შეგვეძლო, თუნდაც პროტოკოლის ფარგლებში მოგვეწერა ხელი, თუმცა უკრაინულმა მხარემ ყველა ეს დოკუმენტი გამოსაკვლევად წაიღო. ადგილზე მათ დოკუმენტებს ხელი არ მოაწერეს და თქვეს, რომ, სავარაუდოდ, ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაზე დავუბრუნდებით. სიმართლე გითხრათ, მოლაპარაკებებმა ჩვენი მოლოდინები არ გაამართლა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ შეხვედრაზე უფრო საგრძნობ ნაბიჯს გადავდგამთ წინ - მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა მესამე რაუნდის შემდეგ.
დიმიტრი პესკოვი: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. ცნობა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. „მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან შედარებით, მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“, - აცხადებს რუსეთის დელეგაციის წევრი, ლეონიდ სლუცკი. ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით. ასევე წაიკითხეთ: Reuters: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ამასთან, მოლაპარაკებების დაწყებამდე მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მათი პოზიციები უცვლელია – მშვიდობა, ცეცხლის შეწყვეტა და ყველა რუსი ჯარისკაცის უკრაინიდან გაყვანა. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი პესკოვი: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 21 მარტსაა დაგეგმილი
უკრაინისა და რუსეთის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ექსპერტთა ჯგუფების დონეზე ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა. გარდა ამისა, გამოცემა წყაროზე დაყრნობით წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკების გამართვა 21 მარტს იგეგმება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთში, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი იმყოფება თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე "დოლმაბაჰჩეს" სასახლეში, სადაც უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "როა-ნოვოსტი" იუწყება. მათივე ცნობით, აბრამოვიჩი გაესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ, ან დალიონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ ან დალიონ, ასევე თავი შეიკავონ საგნების ზედაპირზე ხელის შეხებისგან. „ვურჩევ ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე მიდის, არ ჭამონ ან არ დალიონ რამე. ასევე სასურველია, თავი შეიკავონ ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისგან. ყველა ეს ისტორია ვიღაცამ სადღაც რაღაც მოისმინა, ახლა ბევრი ამგვარი რამე ვრცელდება, რადგან ყველას სწყურია ახალი ამბები, სენსაციები“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: WSJ: აბრამოვიჩსა და მასთან შეხვედრაზე მყოფ უკრაინის დელეგაციის წევრებს სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთში, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი იმყოფება თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე "დოლმაბაჰჩეს" სასახლეში, სადაც უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "როა-ნოვოსტი" იუწყება. მათივე ცნობით, აბრამოვიჩი გაესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ ერდოანს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი: რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში
რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა. „თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში“, - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა. უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები და ის ქვეყნები დაასახელა, ვისაც ასეთ გარანტორებად განიხილავენ. ამასთან, უკრაინამ რუსეთს წარუდგინა თავისი წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის ომის დასრულებას. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს. როგორც ცნობილია, უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტურ მექანიზმს. ეს შესაძლოა ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს („ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია“). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, მაშინ გარანტორი ქვეყნები მართავენ კონსულტაციებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი კანონით ვალდებულნი არიან უკრაინას დახმარება გაუწიონ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
ბარბარა ვუდვორდი: დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს
დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა. როგორც BBC წერს, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. „დიიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. მოხარულები ვიქნებით ეს როლი შევასრულოთ, თუ უკრაინის ხელისუფლება ამას გვთხოვს“,- განაცხადა ვუდვორდმა. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ
დავით არახამიას განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დღეს ონლაინ რეჟიმში განახლდება
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დღეს ონლაინ რეჟიმში განახლდება. „იმედი ვიქონიოთ, რომ ქვეყნების პრეზიდენტები შეხვდებიან. ამავდროულად, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ასეთი შეხვედრა არ შედგეს რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე,“- აღნიშნა დავით არახამიამ. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი: რუსეთთან მოლაპარაკების პროცესმა კონსტრუქციული დიალოგის ნიშნები შეიძინა
რუსეთთან მოლაპარაკების პროცესმა კონსტრუქციული დიალოგის ნიშნები შეიძინა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. ინფორმაციაც უკრაინული მედია ავრცელებს. „თუ რუსეთი იწყებდა ულტიმატუმების ენით, ახლა არის დიალოგი, რთული, მაგრამ დიალოგი“, – განაცხადა ერმაკმა. ამასთან, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დღეს ონლაინ რეჟიმში განახლდება. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. პოდოლიაკის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი ონლაინ რეჟიმში წარიმართება. „მოლაპარაკებები გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში, სამუშაო ჯგუფების ჩართულობით“,- აღნიშნა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა, საპასუხო ზომების სახით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა „შავ სიაში“ შეიყვანა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. ამასთან, ჯო ბაიდენის განცხადებით, ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი: უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროექტი ჯერ მზად არ არის
"უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროექტი ჯერ მზად არ არის", - ამის შესახებ „ინტერფაქსთან“ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინისკიმ განაცხადა. მედინსკის განმარტებით, ის მოლაპარაკების დრაფტისა და უფრო მაღალ დონეზე შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით დავით არახამიას მიერ გამოთქმულ ოპტიმიზმს არ იზიარებს. „შეთანხმების პროექტისა და მაღალ დონეზე შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით არახამიას ოპტიმიზმს სამწუხაროდ არ ვიზიარებ. ჩვენ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. და მე ვხედავ, რომ უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო უწყებები ძალიან ჩამორჩებიან იმ შეთანხმებების რეალიზების პროცესშიც კი, რომლებიც უკვე მიღწეულია პოლიტიკურ დონეზე“, - განაცხადა მდინსკიმ. ასევე წაიკითხეთ: დავით არახამია: უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამით შექმნას საკუთარი უკრაინული NATO ცნობისთვის, პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
ემანუელ მაკრონი: სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული
"სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული ან დამცირებული, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში 1918 წელს", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული ან დამცირებული, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში 1918 წელს. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების და დისკუსიის პირობებს თავად მხარეები დაადგენენ. მაგრამ ეს არ მოხდება რომელიმე მხარის იგნორირებით, გამორიცხვით ან ერთ-ერთი მხარის დამცირებით, რადგან ევროპამ არ შეასრულა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დადებული პირობა და არც 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რადგანაც 1918 წელს ჩვენ ისინი დავამცირეთ“, – განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შეჩერებულია
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს. ამის შესახებ „უკრაინა24“ იუწყება. სერგეი ლავროვი: რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მზადაა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის პირობები შექმნას ”რუსეთის ფედერაციაში, ომის 82 დღის განმავლობაში, ჯერ ვერ გაიგეს, რომ მთლიანობაში უკრაინაში სიტუაცია არ არის ისეთი, როგორიც თავიდანვე ფიქრობდნენ. ისინი კვლავ ცხოვრობენ სამყაროში, სადაც თითქოს არის უკრაინული ნაციზმი,“ - განაცხადა მან ტელემარათონის დროს. „თუმცა შესაძლოა [მოლაპარაკების პროცესი] აღდგეს, ვფიქრობ მოდერატორი იქნება ვოლოდიმირ ზელენსკი“, - თქვა პოდოლიაკმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამავლების გარეშე მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ კიევი პრაქტიკულად გამოვიდა მოსკოვთან მოლაპარაკებებიდან. 6 აპრილს სერგეი ლავროვმა განაცახდა, რომ კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თეირანი, რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას სთავაზობს
ირანის ისლამური რესპუბლიკა რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას სთავაზობს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან "უკრაინაში სიტუაციის პოლიტიკურ გადაწყვეტას და მოლაპარაკებებს ვუჭერთ მხარს. გასულ კვირას, მე ვუთხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომ ირანი მზადაა, ორივე მხარისთვის პლატფორმა გახდეს", - ციტირებს ირანული სააგენტო მინისტრის სიტყვებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლგა სტეფანშინა: რუსეთმა მოლაპარაკებების განახლება შემოგვთავაზა. ჩვენ უარი ვთქვით
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო დღეებში უკრაინას მოლაპარაკებების განახლების წინადადებით მიმართეს. კიევმა უარი თქვა. ამის შესახებ უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს სტეფანიშინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც სამხედრო მიზნებს მიაღწევს. მისი თქმით, კიევს ახლა უფრო მეტი ბერკეტი აქვს ვიდრე მოსკოვს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს პოლიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ დროებით ოკუპირებული დონბასი და ყირიმი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდება. მან ევროპას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
ერდოღანის პრესმდივანი: შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რაღაც მომენტში განახლდეს
თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებას შესაძლებლად მიიჩნევს. მისი თქმით, მოსალოდნელი იყო მოლაპარაკებების პროცესის შეჩერება. თუმცა, „მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, რაღაც მომენტში განახლდება“. „საკითხავია, როდის დავუბრუნდებით ამას და რა ზარალი იქნება მანამდე?“ - თქვა აცხადებს კალინი. როგორც კალინმა აღნიშნა, მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობისას უკრაინის გარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პუნქტია. „როგორც ჩვენ გვესმის, ვლადიმერ პუტინს სურს დადოს ახალი დიდი გარიგება დასავლეთთან. ამის ნაწილი, უეჭველია, ეხება უკრაინას. მაგრამ უფრო დიდი საკითხი ნამდვილად არის შეთანხმება რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის", - აღნიშნა ერდოღანის პრესმდივანმა.
რუსეთს მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე ახსენდება, როცა მისი ჯარები მარცხდებიან - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადებას, მორიგ „კვამლის საბურველსა“ და „გადაჯგუფების იმიტაციას“ უწოდებს. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ Facebook-ზე დაწერა. „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, „კვამლის მორიგი საბურველია“. რუსეთის ოფიციალურს პირებს მოლაპარაკებები მაშინ ახსენდებათ, როდესაც რუსული ჯარები ბრძოლის ველზე მარცხდებიან. მოსკოვი არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის აღდგენით“, - განაცხადა ნიკოლენკომ. ხერსონიდან გასვლის შემდეგ, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ აცხადებს მისივე თქმით, „დიალოგისთვის მზადყოფნის იმიტირებით, რუსეთი ცდილობს მოიგოს დრო ქვედანაყოფების გადაჯგუფებისთვის, ახლად მობილიზებულთა წვრთნების, იარაღის ნაკლებობისა და ლოგისტიკის ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რათა შემდეგ განახლებული ენერგიით მიმართოს აგრესიის ახალ ტალღებს“. „ჩვენ ეს უკვე გავიარეთ 2014-2015 წლებში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის რეგიონში, ოთხ სამხედრო ადმინისტრაციას ქმნის 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.
რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი იყო და რჩება ღია უკრაინასთან დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე. ამის შესახებ რუსული მედია წერს. უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ „მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო პოზიცია - ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, წინაპირობების გარეშე. ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის, კიევმა, დასავლელი კურატორების ბრძანებით, შეწყვიტა დიალოგი, რომელიც, ზოგადად, წინ მიიწევდა, ვითარდებოდა, ახლა ეს ყველაფერი წარსულშია. რა იქნება შემდეგ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა რიაბკოვმა. ხერსონიდან გასვლის შემდეგ, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ აცხადებს რუსმა დიპლომატმა ასევე უპასუხა კითხვას, მზადაა, თუ, არა მოსკოვი დიალოგის გასამართად შეერთებულ შტატებთან უკრაინის საკითხზე. მისი აზრით, „თუ კიევს შესაბამისი დედაქალაქებიდან შეუკვეთეს, მაშინ ასეთი დიალოგის შანსები ალბათ გაიზრდება“. „მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს და დიალოგი წინაპირობების გარეშე უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა რიაბკოვმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 განაცხადა, რომ დაასრულა ჯარების გაყვანა უკრაინის სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან. ბრძოლის ველზე არსებულ სურათს ბრიტანული BBC აღწერს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მთავარი ხიდი, რომელსაც რუსული ჯარი ევაკუაციისთვის იყენებდა, განადგურდა. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა, ზოგიერთი რუსული წყარო ამტკიცებს, რომ ისინი თავად დაანგრიეს, გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ. რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონიდან გასვლა დაასრულა უკრაინული მედია: ანტონოვის ხიდი, რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს იმავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ათობით ქალაქი და სოფელი დაიბრუნენს და ქალაქ ხერსონისკენ, წინ მიიწევენ. ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთმა თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიპყრო. Unian: ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს მისი დაკარგვა კრემლისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჩავუშოღლუს თქმით, უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება რთულია
„სულ უფრო რთული ხდება მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მონისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში, ასპენის ინსტიტუტისა და გერმანული მარშალის ფონდის ფორუმზე რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ალტერნატიული გამოსავალი არ არსებობს. გარდა ამისა, ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ არსებული ვითარების დაგმობა „პრობლემის მოგვარებას არ შეუწყობს ხელს“. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიყოთ შემოქმედებითები სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს თურქეთი“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ჩავუშოღლუმ გაიხსენა, რომ თურქეთმა მოაწყო მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ანკარაში მარტში და ასევე შუამავალია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში, რომელიც ივლისში დაიწყო.
მევლუთ ჩავუშოღლუ: იმედი მაქვს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირობების ორგანიზებისთვის, უფრო ნათელი სურათი გვექნება
„აუცილებელია დავარწმუნოთ ზოგიერთი ჩვენი მოკავშირე, რომელიც ომის გაგრძელების მომხრეა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ჩავუშოღლუმ აღიარა, რომ ამის გაკეთება ახლა უფრო რთული იქნება, ვიდრე მარტში, როდესაც უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ანტალიასა და სტამბულში შეხვდნენ. „დღეს უფრო რთული იქნება, რადგან შეიქმნა ახალი პირობები. რუსეთი წამოაყენებს საკუთარ პირობებს, უკრაინა არ მიიღებს მათ, მაგრამ თურქეთი გააგრძელებს თავის ძალისხმევას საკითხის გადაჭრისთვის“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ომი დიპლომატიის გამოყენებით უნდა დასრულდეს. მინისტრმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა პრაგმატულ პოზიციას იკავებს ამ საკითხის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით, რასაც კონკრეტული შედეგები მოაქვს. „იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე გვექნება უფრო ნათელი სურათი მოლაპარაკებების პირობების ორგანიზების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ყველაზე ცუდი მშვიდობა ომს სჯობს. ამის მაგალითად ის „მარცვლეულის შეთანხმებასა“ და ტყვეთა გაცვლას ასახელებს.
თეთრი სახლი: რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება ზელენსკიმ უნდა მიიღოს
თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ, CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს და არა შეერთებულმა შტატებმა. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ომი დასრულდეს, დღეს თუ არა წლის ბოლომდე მაინს. მაგრამ რასაც ვხედავთ ჰაერში და უკრაინის მიწაზე მისვლა დასკვნამდე, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდება, რთულია“, - განაცხადა კირბიმ. „ორივე მხარე კვლავ იბრძვის დონბასში, განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები ბახმუტში და მის გარშემო [...] რუსეთის ჯარებმა დაიკავეს თავდაცვითი პოზიციები სამხრეთით და უკრაინელები წინსვლას ცდილობენ“, - განაცხადა კირბომ. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ბრძოლა შენელდება, მაგრამ არ შეჩერდება. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აზერბაიჯანი: სომხეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ თვის ბოლომდე გაიმართება
ამ თვის ბოლომდე სომხეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე „პირველი დღიდან აზერბაიჯანული მხარე იყო სამშვიდობო შეთანხმების ინიციატორი", - განაცხადა მინისტრმა. „აზერბაიჯანის ღიაობა დიალოგისთვის კიდევ ერთხელ მოწმობს თანამშრომლობის პირობებში საკითხების გადაწყვეტის მხარდაჭერას. აზერბაიჯანმა ეს მიდგომა ადრეც აჩვენა. გზის მშენებლობისას, რომელიც ლაჩინის გზის ალტერნატივაა. კონტაქტები დამყარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელთა მოთხოვნებიც გავითვალისწინეთ“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ენტონი ბლინკენს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. ბლინკენის თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის. „აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ორივე მინისტრმა გამოხატა მადლიერება ამერიკულ მხარის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.
ასტანა მოლაპარაკებებს აწარმოებს 362 უცხოურ კომპანიასთან, რომლებიც მზად არიან, დატოვონ რუსეთის ფედერაცია
62 უცხოური კომპანია, რომლებმაც გეოპოლიტიკური ვითარების გამო რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესხებ განაცხადეს, მზად არიან, ყაზახეთი ალტერნატიულ პლატფორმად განიხილონ. ყაზახეთი, რუსეთიდან გასული 250 დასავლური კომპანიის რელოკაციაზე მუშაობს 2022 წლის მარტიდან ყაზახეთი 362 მსხვილ კომპანიასთან მათი ბიზნესის რესპუბლიკაში გადატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალმას აიდაროვმა. ყაზახეთი უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზას“ შემოიღებს „რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მოქმედებების დაწყებისა და სანქციების გამოცხადების დღიდან ჩვენ გამოვავლინეთ 362 კომპანია, რომლებმაც ღია წყაროებით განაცხადეს, რომ ტოვებენ ან ამცირებენ თავიანთ საქმიანობას რუსეთის ბაზარზე. 362-ვე არის უცხოური კომპანია, რომლებიც მუშაობენ რუსეთში და წარმოადგინეს ინტერესი. მარტიდან ჩვენ მივმართეთ ამ ბრენდების მშობელ კომპანიებს ყაზახეთში გადასვლის წინადადებით. დღემდე 62-მა კომპანიამ გაგვცა დადებითი პასუხი, რომ მზად არიან განიხილონ ყაზახეთი, როგორც ალტერნატიული პლათფორმა", - აღნიშნა ალმას აიდაროვმა. მინისტრის მოადგილემ დააზუსტა, რომ 62 კომპანიიდან 21-მა პროექტი უკვე გადატანა ყაზახეთში. მათ შორისაა ავსტრალიური კომპანია Fortescue, ამერიკული Honeywell, რომელიც აწარმოებს ელექტრონულ კონტროლისა და ავტომატიზაციის სისტემებს, TikTok-მა ასევე გახსნა რეგიონალური ოფისი ყაზახეთში, inDriver-მა თავისი ოფისი ყაზახეთში გადაიტანა, ფრანგულმა Alstom-მა სერვის ცენტრები ყაზახეთში გახსნა. აიდაროვმა აღნიშნა, რომ მიზნობრივი კომპანიების სია იზრდება: „ზოგიერთი მათგანი მაშინვე უარს ამბობს ან ამბობს, რომ მოვლენებს თვალყურს ადევნებს“.