თეგი: პიტერ სტანო
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა. ევროკავშირი Europetime-თან აფიქსირებს პოზიციას, რომ „განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“. ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 10 აპრილსა და 8 მაისს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ გაიმართა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ისინი ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, - განუცხადა Europetime-ს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. ცნობისთვის, 9 მაისს გავრცელებული განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე.
პიტერ სტანო: საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ
ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, საქართველო შესასრულებელ 12 პუნქტთან დაკავშირებით ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში მიიღებს. 2023 წლის შემოდგომისთვის კი უკვე, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეფასდება. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას „საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ. ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას სთხოვა, ჩაერთო უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი ძირითადად ქვეყნდება შემოდგომით, ყოველ წლიურად, მომზადების პერიოდი კი გაზაფხულზე იწყება. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ პროცედურული მიზეზებით მიმდინარე წლის გაფართოების პაკეტში ამ სამი ქვეყნის მოხვედრა შეუძლებელია. თუმცა, რაც ჩვენ დამატებით აღვნიშნეთ არის, რომ კომისია გამოაქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშს ამ წლის დეკემბერში, რომელიც ზუსტად იმ პრიორიტეტებს შეეხება, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა. შესაბამისად, საქართველო მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდნენ და იმავეს ველით საქართველოსგანაც, რომ აჩვენებს შედეგებს ყველა იმ პუნქტზე, რომელზეც ვალდებულებები აიღო და რომლებიც საჭიროა პროცესების გასაგრძელებლად. საქართველო მიიღებს ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში, 2023 წლის შემოდგომისთვის კი უკვე ანგარიშს, გაფართოების პაკეტის ფარგლებში", - განაცხადა სტანომ. 13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა წარადგინა. დისკუსიას მოჰყვა ევროკომისიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე (ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 რეკომენდაციის) არა 2022 წელს, არამედ, 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
ევროკავშირი კარლ ჰარცელს მხარდაჭერას უცხადებს
ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო Twitter-ზე წერს. კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას „საქართველო: ევროკავშირის დღის წესრიგით გათვალისიწინებული რეფორმების განხორციელება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა, საკუთარი შეუსრულებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის საჭიროებას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებისთვის", - წერს პიტერ სტანო. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.
პიტერ სტანო: ლუკაშენკოს ეს „ვიზიტი“ არის მტრული ჟესტი საქართველოს მიმართ
„ევროკავშირი თვლის, რომ ეს „ვიზიტი“ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მტრული ჟესტია საქართველოს მიმართ," - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ „რუსეთვი2“-ს განიუცხადა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პიტერ სტანო: საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო Twitter-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. „ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო შემაშფოთებელ ცნობებს. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - წერს პიტერ სტანო სოციალურ ქსელში. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პიტერ სტანოს თქმით, მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და 12 პრიორიტეტიდან ორი დაარღვია
ევროკავშირის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ 12 პრიორიტეტიდან ორი დაარღვია. ამის შესახებ სტანომ განაცხადა, როდესაც ისრაელის სასამართლო რეფორმასთან პარალელებზე დაუსვეს შეკითხვა. სტანოს თქმით, აქედან გამომდინარე აშკარაა, თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაქცია „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე. „როდესაც ჩვენ რეაქცია გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე“ საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა - ევროკავშირმა ამას უპასუხა მათი განაცხადის აღიარებით, განსაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა იყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიისა და განხილვის ნაწილი. მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ამ 12 პრიორიტეტიდან ორი. ვფიქრობ, აშკარაა, თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება“, - განაცხადა პიტერ სტანომ. ცნობისთვის, ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობს ქვეყნის ისტორიაში. დემონსტრაციაში 500 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. რატომ ჰქონდა ევროკავშირს საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე რეაგირება და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სასამართლო რეფორმაზე. ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა პიტერ სტანომ. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე... ჩვენ არ ვერთვებით მიმდინარე დისკუსიებში, რომლებიც ჯერ არ დასრულებულა“, - განაცხადა პიტერ სტანომ. შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში, პირველ მარტს განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდა სულ მცირე 2 პუნქტს ეწინააღმდეგებოდა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
პიტერ სტანოს კომენტარი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერი პიტერ სტანო Europetime-ს ესაუბრა. ჩვენ დავინტერესდით, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით, აშშ-სთან პარტნიორობის კონტექსტში. „ამჟამად არ არსებობს ევროკავშირის სანქციების რეჟიმი საქართველოს მიმართ. აშშ-ის სანქციებში მოხსენიებულ ადამიანებთან დაკავშირებით, არც სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სანქციების დაწესების შესახებ სხვების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ევროკავშირს აქვს საკუთარი საკანონმდებლო ჩარჩო სანქციების მიღებისთვის, რომლებიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, ყოველთვის კონსენსუსის საფუძველზე განიხილება და თანხმდება“, - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
პიტერ სტანო: ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების ძალისხმევას
ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ძალისხმევას, ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ Europetime-ს განუცხადა. პიტერ სტანო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ნაწილია იმ 12 პრიორიტეტისა, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრა. „ჩვენთვის ცნობილია აშშ-ის გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ოთხი ქართველი პირის შესახებ. საკუთარი პოლიტიკის შესახებ კომენტარის გაკეთება, აშშ-ის გადასაწყვეტია და მართლაც, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ეს უკვე გააკეთეს. მართლმსაჯულების რეფორმა ნაწილია იმ 12 პრიორიტეტისა, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრა. ველით, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს სასამართლო სისტემას, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთლიან სასამართლო სისტემის ინსტიტუციურ ჯაჭვში, და საფუძვლიან რეფორმას გაატარებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის, სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების ძალისხმევას“, - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს. ევროკავშირის სპიკერის თქმით, ამჟამად არ არსებობს ევროკავშირის სანქციების რეჟიმი საქართველოს მიმართ. აშშ-ის სანქციებში მოხსენიებულ ადამიანებთან დაკავშირებით, არც სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. მისივე განმარტებით, ევროკავშირს აქვს საკუთარი საკანონმდებლო ჩარჩო სანქციების მიღებისთვის, რომლებიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, ყოველთვის კონსენსუსის საფუძველზე განიხილება და თანხმდება“. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი ოფიციალური განმარტება 6 აპრილს გააკეთა. ისაუბრეს, თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა უწყება სანქცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. „ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადეს უწყებაში. როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ შემდგომი დემოკრატიული მმართველობა. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7031 (c) წესის მოქმედებები, რომლის საფუძველზეც 4 ქართველ მოსამართლეს სავიზო აკრძალვა დაუწესდა, ამის ძლიერი სიგნალია. „ზოგადად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს მიმდინარე სამართალწარმოებაზე. 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031 (c) წესის მოქმედებები ძლიერი სიგნალია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა და შემდგომი დემოკრატიული მმართველობა“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს. მისივე თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში ხელი შეუწყოს. „ჩვენ მზად ვართ, ენდემური (სისტემური, რედ.)კორუფციის დაძლევისა და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობის გზით, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრული ეკონომიკური და დემოკრატიული პოტენციალის რეალიზებაში“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყება. სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031 (c) წესის საფუძველზე დაუწესდათ შესაბამისი ზომები. კერძოდ, 7031(c) წესი ითვალისწინებს, რომ უცხოური მთავრობების თანამდებობის პირებს, რომელთა მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაში მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატებში შესვლის უფლება არ ექნებათ. ეს წესი გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. ასევე წაიკითხეთ: უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს
პიტერ სტანო: აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მკაფიო ევროპული მისწრაფებები აქვს
Europetime-თან საუბრისას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერი პიტერ სტანო, საქართველოში ევროკავშირისადმი მხარდაჭერის გაზრდის შესახებ უახლესი კვლევის შედეგებს აფასებს. სტანოს შეფასებით, უახლოესი კვლევა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო მისწრაფების კიდევ ერთი დადასტურებაა. სტანომ Europetime-თან საუბრისას, ასევე შეჯამა 24 აპრილს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. „ბოლო გამოკითხვა მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რაც მანამდეც აშკარა იყო - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მკაფიო ევროპული მისწრაფებები. გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლუქსემბურგში განიხილეს (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად) ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, მაგრამ ასევე განიხილეს ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების გაძლიერების აუცილებლობა და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს მნიშვნელოვანი მუშაობა რეფორმებზე; პრიორიტეტების შესრულების პროცესში პოზიტიური სიგნალები გაუგზავნოს ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი იქნება“, - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე წაიკითხეთ: რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება
საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას - პიტერ სტანო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის თქმით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. „მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა პიტერ სტანომ 11 მაისს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. „მინდა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც შეარჩია რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით. რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეემსუბუქებინა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ, ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია
„ეს ნაბიჯი შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის და ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის სფეროში შესაბამისობის ვალდებულების თვალსაზრისით, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა საქართველოს გადაწყვეტილების შესახებ, აღადგინოს პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასულ კვირას ავიამიმოსვლის აკრძალვა გააუქმა. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს „წუხილს გამოვთქვამთ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე საქართველოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა გასულ კვირას ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნა გადაწყვიტა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან რუსეთის ტერიტორიის თავზე. ეს ნაბიჯი შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის და ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის სფეროში შესაბამისობის ვალდებულების თვალსაზრისით, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. სამწუხაროდ, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა შარშანაც დაბალი 44%-დან, წელს ამდროინდელი მონაცემებით, კიდევ უფრო, 31%-მდე დაიწია. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სერიოზული შეშფოთება გამოხატა რუსეთის თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პიტერ სტანომ. პიტერ სტანომ 11 მაისს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. „მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა პიტერ სტანომ. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის თქმით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საქართველოს გადაწყვეტილების გამო, აღადგინოს პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასულ კვირას ავიამიმოსვლის აკრძალვა გააუქმა. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველო-ევროკავშირის გზაზე. „წუხილს გამოვთქვამთ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე საქართველოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა გასულ კვირას ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნა გადაწყვიტა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან რუსეთის ტერიტორიის თავზე. ეს ნაბიჯი შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის და ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის სფეროში შესაბამისობის ვალდებულების თვალსაზრისით, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. სამწუხაროდ, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელი შარშანაც დაბალი 44%-დან, წელს ამდროინდელი მონაცემებით, კიდევ უფრო, 31%-მდე დაიწია. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სერიოზული შეშფოთება გამოხატა რუსეთის თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პიტერ სტანომ. პიტერ სტანომ 11 მაისს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. „მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა პიტერ სტანომ. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს - სტანო
ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერის პეტერ სტანოს განცხადებით, "საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს.“ აუცილებელია მთელი ძალისხმევის მიმართვა, რათა საქართველოს მოსახლეობამ ევროვაკშირში ინტერგაციიის პროცესიდან სარგებელი მიიღოს, ასე უპასუხა სტანომ რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვას, განიხლება თუ არა საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირი გაწვერიანების საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. სტანოს პასუხში არაფერია ნათქვამი, შესაძლო დაშვებაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი მოლდოვა და საქართველო განიხილებიან დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვით ან მის გარეშე. სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და „განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას გააქტიუროს დიალოგი ოკუპიებულ სეპარატისტულ რეგიონებთან აფხაზთთან და სამხეთ ოსეთთან.“ „აუცილებელია მეტი შესაძლებლობის მიცემა დეიზოლაციისთვის და კონტაქტები საზოგადოებებს შორის, მეტად სტრუქტურირებული კონტაქტების გამოყენებით ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით“. სტანოს განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვისაც. „ჩვენ კვლავინდებურად დარწმუნებული ვართ, რომ დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება და კანონის უზენაესობა საქართველოს გახდის უფრო მიმზიდველს ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებში. სარგებელი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იძლევა, აუცილებელია გახდეს უფრო ცნობადი და მიმზიდველი. შერიგებისა და რუსეთისამი მუდმივი მოწოდებით, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება, ეს არის გზა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის,“ - ნათქვამია სტანოს წერილობით პასუხში. მანამდე რუსულ გამოცემა იზვესტიამ გამოაქვეყნა პეტერ სტანოს კომენტარი. გამოცემა წერდა, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწვერიანების შესაძლებლობას „აფხაზეთის“, „სამხრეთ ოსეთისა“ და დნესტრისპირეთის გარეშე.
პიტერ სტანო: ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში
ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს. ბლოკი ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებას გეგმავს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ ხედვაზე, შავი ზღვაში პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ. როგორ თანამშრომლობს ევროკავშირი აშშ-სთან, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მიმართულებით. ცნობილია, რომ აშშ მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე, რათა შავი ზღვა გახდეს უფრო მჭიდრო ზონა ეკონომიკური ჩართულობისთვის. რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით ევროკავშირს, ამ საკითხით დაინტერესდა Europetime და შესაბამისი შეკითხვით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს, პიტერ სტანოს მიმართა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა Europetime-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში. „ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში - როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით რეგიონს ამ ომის უფრო ფართო შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ ბევრი ფორუმის ფარგლებში, მათ შორის, ევროკავშირი-აშშ უსაფრთხოებისა და თავდაცვის დიალოგის ფორმატში, გაეროს, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში და ა.შ. ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში, რათა: (1) გაზარდონ კოორდინაცია პარტნიორებთან; (2) გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები; (3) გააძლიერონ ენერგეტიკული უსაფრთხოება; (4) მხარი დაუჭირონ დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების ძალისხმევას, მათ შორის, ცრუ ნარატივებთან და რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად პროპაგანდასთან ბრძოლას, ჩვენი საერთო ღირებულებების შესაბამისად; (5) მხარი დაუჭირონ პარტნიორებს რეგიონში, რათა გააძლიერონ მათი მედეგობა მზარდი ჰიბრიდული და კიბერ გამოწვევების მიმართ,“ აღნიშნავს პიტერ სტანო. ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს
სტანო მედვედევზე: მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია
ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეუძლია. „როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ ყურადღებას და მარადიული მეორე ნომერი არიან. თუმცა სასიამოვნოა, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ [მედვედევი], საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის სახელმწიფოს იმ მილიარდებით, რომლებსაც ტყუილად ხარჯავს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში, რეალურად ჰქონდეს სოციალურ დახმარებასა და ხალხისთვის ჯანდაცვაში ინვესტირების შესაძლებლობა,” - განაცხადა სტანომ. ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო სხდომა ახსენა, რომელზეც ევროკავშირმა მკაფიო მზადყოფნა დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე. „[შეხვედრაზე] ძალიან ნათალი გახადეს, რომ სრულიად მზად ვართ, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა აგრესიისგან მის კანონიერ დაცვაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის სამწუხარო ნიშნულს ვუახლოვდებით. უმაღლესი წარმომადგენელი [ჯოზეფ ბორელი], წევრი სახელმწიფოები ყველაფერ შესაძლებელს აკეთებენ, რათა, როგორ უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, უზრუნველვყოთ უკრაინისთვის მეტი და უფრო სწრაფი [დახმარება], იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება - საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და ა.შ., რათა უკრაინამ საბოლოო ჯამში შეძლოს აგრესორთან ეს ომი მოიგოს,” - განაცხადა სტანომ. სტანოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს.
სტანო: პუტინი ერს ატყუებს, ერი რკინის მუშტისა და სტალინის სტილის რეპრესიების ქვეშ ცხოვრობს
ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი საკუთარი ერის მოტყუებას აგრძელებს „ეს გამოსვლა რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში უნდა იყოა განხილული. ეს ხელახლა არჩევისთვის პუტინის ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს,“ - განაცხადა პიტერ სტანომ. როგორც სტანომ აღნიშნა, პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარა სრულიად მიუღებელი და შეუსაბამოა. „ეს სიცრუის გავრცელების კიდევ ერთი შესაძლებლობაა. იგი საკუთარი ერის მოტყუებასა და საზღვარგარეთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს. პუტინი ერს ატყუებს, ერი რკინის მუშტისა და სტალინის სტილის რეპრესიების ქვეშ ცხოვრობს, არმია კატასტროფულ მდგომარეობაშია, ეკონომიკა იშლება, ქვეყნის მიმართ ნდობა მთლიანად განადგურებულია და მის მიერ უკრაინის განადგურების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა,“ - აღნიშნა სტანომ.
ევროკავშირი შეშფოთებულია ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებულია ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ. სტანოს თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. „სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოს 2023 წლის ანგარიშისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაციაა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ასევე არის იმ ცხრა საფეხურის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის მიერ წარდგენილ ევროკავშირის გაფართოების კომუნიკეშია ჩამოთვლილი. ეს დადასტურებულია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, რომლებმაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაუწიეს. სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს ექსტრაორდინარული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც წამყვან თანამდებობებზე არიან. კერძოდ, კერძოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის. ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები სასამართლო სისტემის მთლიანობის შემოწმების პოტენციურ სისტემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ევროკავშირი რჩება აქტიურ დიალოგში ხელისუფლებასთან და მზად არის, საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გზაზე წინსვლას,“ – წერია განცხადებაში. 19 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ე.წ. ვეტინგის თემა დახურულია“, რომ ის შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპებთან. ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას. ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში „ვეტინგი“ არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ეს არ არის სტანდარტული პროცესი და მას ქვეყნები გამოიყენებენ მაშინ, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, გამეფებულია კორუფცია და კლანური მმართველობა, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სისტემა კი თავისი თავის გაჯანსაღებას ვერ ახერხებს. „ვეტინგს“ საქართველოში ეწინააღმდეგებიან სახელისუფლებო პარტიაც და სასამართლო ხელისუფლების ძირითადი ნაწილიც.
„შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯარო დაპირებას“ - ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი იხსენებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხრიდან გასულ წელს დადებულ საჯარო დაპირებას მსგავსი კანონმდებლობის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი რეაქციების მიუხედავად, ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ განიხილება. „საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იყოს გამოყენებული. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს,“ წერია განცხადებაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
„მთავრობას ავუხსნით, რა არის არასწორი ამ კანონში და რა იქნება მისი ნეგატიური შედეგი“ - პიტერ სტანო
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს არის კანონი, რომელსაც, საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციის საწინააღმდეგოდ შეუძლია, იმოქმედოს.“ მან უპასუხა მედიის შეკითხვას, რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირი იმ ფონზე, როცა აღნიშნული კანონპროექტი თბილისში პროტესტის ფონზე განიხილება. კერძოდ, იგეგმება თუ არა რაიმე ევროკავშირის მხრიდან, რათა საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი გაიწვიოს. „ის, რაც ამ კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ, იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადება, რომლებიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ზედამხედველობას უწევენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხს მხარს ვუჭერთ. ჩემი აზრით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება - წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროპული ღირებებულებების ერთგულებასა და ევროკავშირთან დაახლოების მკაფიო სურვილს და არა დაშორების, რასაც ამ კანონის მიღება აჩვენებს. უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს დაშორებას ნიშნავს ქვეყნის მიერ დასახული მიზნიდან, რასაც ევროკავშირთან დაახლოება წარმოადგენს. აღნიშნული საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე განიხილეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ისაუბრა. ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, ევროპულ მოლოდინებს არ შეესაბამება და ამ კანონმა, მისი საბოლოოდ მიღების შემთხევაში, შეიძლება, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს წინააღმდეგობა გაუწიოს. ჩვენ ინტერაქციაში ვართ პარტნიორებთან, მთავრობასთან და პარლამენტის წევრებთან, რათა მათ ავუხსნათ, თუ რა არის არასწორი ამ კანონში და რა იქნება ამ კანონის ნეგატიური შედეგები. ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, რა შედეგი ექნება საქართველოს დასახულ მიზანზე, რომ ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს. იცით, რომ შემოდგომაზე ევროკომისია გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ანგარიშს ამზადებს. ეს ყველაფერი ანგარიშში აისახება და როგორც სხვა ნებისმიერი კანდიდატი სახელმწიფოს შემთხვევაში, თუ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არის ან პირიქით უკუსვლაა, ეს მოქმედებს საერთო მიდგომასა და სახელმწიფოს პროგრესზე, რომ მიაღწიოს მთავრობისა და ხალხის მიერ დასახულ პრიორიტეტებს, რათა ევროკავშირს დაუახლოვდეს,“ - განაცხადა პიტერ სტანომ.
სტანო: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ისევ იმედოვნებენ, საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება. „ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, არის ევროკავშირისკენ ქვეყნის გზისა და ევროპული მომავლის მიმართ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მართლაც შთამბეჭდავი ერთგულება და ჩვენ ნამდვილად მოველით, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს ხელისუფლება ასახავს ამ სურვილს და დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი საკუთარი მოსახლეობის ამ მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების და მედიის მუშაკების მიმართ. ეს არის სასტიკი ქმედებები და ეს სასტიკი ქმედებები ჩვენ ვნახეთ გუშინ ღამითაც და მკაცრად ვგმობთ მას,“ - აღნიშნა პიტერ სტანომ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა.„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ხალხის მიერ პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და მოველით, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან,“ - აღნიშნა პიტერ სტანომ. რაც შეეხება სანქციებს, მისი განმარტებით, ეს არ არის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გადასაწყვეტი, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ წევრი სახელმწიფოები, როდესაც ისინი მიაღწევენ კონსენსუსს, რომ სხვა არაფერი მოიტანს სასურველ შედეგს. „ჩვენ ჯერ აქ არ ვართ, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, კანდიდატი ქვეყანაა და ისევ ვიმედოვნებთ, ველით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაბრუნდნენ ევროპულ გზაზე და შეასრულონ ყველა ვალდებულება, რაც მათ ნებაყოფლობით აიღეს, როდესაც თავიანთი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მოითხოვეს,“ - აღნიშნა პიტერ სტანომ. სტანომ უპასუხა შეკითხვას, ევროპარლამენტარების მიერ ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც ისინი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს სთხოვენ, მოამზადონ სანქციები საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს. ცნობისთვის, 10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მცდარი განცხადებებისგან
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები.“ ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პეტერ სტანო ავრცელებს. ევროკავშირი ასევე ღრმად არის შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირი გამოხატავს წუხილს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით მომხდარი შემთხვევების გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებების გამოყენებისგან, რომელმაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაცია შეიძლება, მეტად გაამწვავოს. ევროკავშირი ასევე ღრმად არის შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მცდარი განცხადებებისგან, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმართულ განცხადებულ მისწრაფებებს არ შეესაბამება და ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის. მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ,“ წერია განცხადებაში.
ევროკავშირი საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს
“უცხოური გავლენის” კანონის ძალაში შესვლის ფონზე, ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა. სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური “სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”, ხოლო სადავო კანონის ძალაში შესვლა, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე “უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.” მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტების საქართველო ოფიციალურ პირებთან - “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული.” “[საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ,” - განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
პიტერ სტანო: რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის
Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები კი, ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ასე უპასუხა სტანომ Eropetime-ის შეკითხვას, რა ეტაპზეა შავი ზღვის სინერგიის ანგარიში. როგორც ცნობილია, ევროკავშირსა და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ შავი ზღვის რეგიონში. და როგორ ხედავს ევროკავშირი საქართველოს როლს ამ მიმართულებით? „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო იყო აქტიური მონაწილე „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო. სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი ევროკავშირის ჩართულობისთვის რეგიონში. „ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო. რა არის „შავი ზღვის სინერგია ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ასევე წაიკითხეთ: „შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში
სტანო: ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება შესაძლებელი გახდება
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ, 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან, ვიდრე ამ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა თავად არ დაიწყეს ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება. მას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, კერძოდ, მოლდოვასთან და საქართველოსთნ მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ. „ჩვენი დახმარება საქართველოსადმი ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობასთან, ბოლო დრომდე, ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე. მაგრამ, შემდეგ მოხდა დიდი ცვლილება საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული მიმართულება მიიღო, რაც წელს საგარეო საქმეთა საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ საბჭოზე რამდენჯერმე განიხილეს. საქართველოში არ გვყავს მისია, რომელიც ამ ქვეყანაში ჩარევებისადმი და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში მედეგობის გაზრდაზე იმუშავებდა, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ოფიციალური პირებისგან მოდის, მთავრობის წევრებისგან. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სხვა მისიის გამოყენებით, ვგულისხმობ, მონიტორინგის მისიას, რომელიც მუშაობს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაციის გარშემო, ვგულისხმობ, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს. ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება, თუ დაგეგმილი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და შესაბამისობაში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებთან,“ - განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.“ ევროპულმა საბჭო დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ამასთანავე, აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.“ ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა. 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა.