თეგი: საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მიეცა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 215 000 ლარის ღირებულების მუსიკალური აპარატურის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ უსაფუძვლოდ წარმოშობილ დღგ-ს ზედმეტობას, 32 796 ლარის ოდენობით. „გამოძიების პროცესში დროულად და ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სრულადაა ანაზღაურებული ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„თელმიკოს“ მიერ დარიცხული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთვება

„თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებული საკითხის გარშემო მოსახლეობას უმოკლეს ვადებში გაეცეს არგუმენტირებული პასუხი. „ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენი თანამოქალაქეები არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს იღებენ, რაც დამატებითი სპეკულაციების საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და განმარტა, რომ სემეკ-ის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელმიკოს“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სრული სურათის დასადგენად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ გამოძიების შედეგი. თუ დარღვევა არ აღმოჩნდა, ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტი. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში ინახავდა 5422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ზემოხსენებული უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 24 389,60 ლარს.გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის კონტრაბანდის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისაგან თავის არიდების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ერთ-ერთი ჯგუფის წევრის მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით, სარეალიზაციოდ შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2 620 გრამი ოქროსა და 6 189 გრამი ვერცხლისგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 429 111 ლარს შეადგენს. გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოტანილი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო თბილისში, ვაგზლის მოედანზე განთავსებულ ე.წ „ოქროს ბირჟის“ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.  

საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდის საქმეზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, თავისივე მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, შეეცადა სარეალიზაციოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 26 644 ლარის საერთო საბაჟო ღირებულების მედიკამენტი და კომპიუტერული ტექნიკა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.  

საგამოძიებო სამსახურში აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი შედგა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამუშაო ვიზიტით აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალურ საქმეთა გამოძიების ოფისისა და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებსა და ამერიკელ კოლეგებს შორის შეხვედრა გაიმართა. სტუმრები დეტალურად გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უწყების მიერ გამოვლენილი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სტატისტიკას. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, გაგრძელდეს თანამშრომლობა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის მიზნით. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ყალბი ფულადი ერთეულების გამორჩევის ტექნიკის საკითხებში ტრენინგი გამართეს. მათ გამომძიებლებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და დეტალურად განიხილეს ყალბი ფულის ბანკნოტების ტექნიკური მახასიათებლები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები და ტრენინგები ხელს შეუწყობს საქართველოს აშშ-სთან, როგორც მის სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.  

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს

ბათუმში, თურქი ბიზნესმენის, კომპანია „მეტრო სითის“ დირექტორის გალიფ ოზთურქის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე. მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.   გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულია საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლის შედეგების შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებულ ჯამში 640 763 ლარის ღირებულების ხის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი ლეგალიზაციის მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე. „ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მათ უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის რეალიზაცია მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე და მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი. ამასთანავე, ბრალდებულები, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 500 000 ლარის გადახდას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახური: დაკავებულია მედდა, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვაქცინირებულად აფიქსირებდა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში დაკავებული სამედიცინო დაწესებულების მედდა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც, პირადი სარგებლის სახით, იღებდა მათგან გარკვეულ თანხას. უწყების ცნობით, დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის - 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები. „წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგამოძიებო სამსახური: დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის დახმარებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს 309 576 ლარის ღირებულების 2 256 მ2 მოცულობის ორი მიწის ნაკვეთი. "ბრალდებულების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა ასევე ყალბი დოკუმენტაცია, დამატებით 6 217 მ2 მოცულობის 5 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად. ტარდება შესაბამისი პროცედურები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

„მთავარი არხის" თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„მთავარი არხის“ თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის" თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მთავარი არხის" თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„მთავარი არხის“ თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის" თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მთავარი არხის" თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„მთავარი არხის“ თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის" თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციისას დააკავეს. მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატის ინფორმაციით, გოგაშვილს დაზიანებები აღენიშნება. საქართველოს პროკურატურამ იოსებ გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე წარუდგინა. წყარო - IPN  

საგამოძიებო სამსახური: ქართულ ხორბალს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ყიდულობდნენ და როგორც რუსულს, ისე ჰყიდდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის განმავლობაში, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ ქართული წარმოშობის ხორბლის შეძენას, რის შემდეგაც, აღნიშნულ საქონელს რეალიზაცია უკეთდებოდა როგორც რუსული წარმოშობის ხორბალი, რა გზითაც შემძენი კომპანიები იღებდნენ დღგ-ს ყალბ ჩათვლებს. „დადგენილია, რომ აღნიშნული ოპერაციების შედეგად, კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს 310 714 ლარის ოდენობის დღგ-ს ჩათვლა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგად, დღგ-ს აღნიშნული ყალბი ჩათვლები სრულად იქნა გაუქმებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამი პირი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით, საკუთრებაში მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 4 318 მ2 მოცულობის 4 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 656 295 ლარს შეადგენს. გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დააყადაღეს. მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 051 446 ლარის გადახდას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.  

სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს ინახავდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში 38 115 ლარის ღირებულების 8 470 კოლოფი უაქციზო სიგარეტია ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში,  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი სამართალდამცველი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი სამართალდამცავი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიების შედეგად, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გამოავლინა, რის შედეგადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, ზესტაფონში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე გ.მ. დააკავეს. დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მოქალაქე გ.მ.-ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი. რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის მეორე ფაქტს, 2022 წლის 31 ივლისს, ბათუმში საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ - ინსპექტორების მიერ წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გ.გ.. პატრულ - ინსპექტორმა დაკავებული პირი განათავსა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში და თავად დაუჯდა მარჯვენა მხრიდან. დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები დანაშაულში მხილებული სამართალდამცავების დაკავების თაობაზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას, ორივე სამართალდამცავი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რომელიც მუშაობდა აჭარის რეგიონში მდებარე ორ სასწავლო დაწესებულებაში ბუღალტრის თანამდებობაზე, სახელფასო უწყისების მანიპულირებით, ხელოვნურად იზრდიდა მისაღები ხელფასის ოდენობას, რა გზითაც, იგი 2019-2021 წლებში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 41 543 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოყვანილ იქნა მსუბუქი ავტომანქანები, საიდანაც შემდგომში, 46 ერთეული ავტომანქანა თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გადაფორმდა. ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, ბრალდებულების მიერ, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილი და რეალიზებული იქნა ნაწილებად. "დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული სამეწარმეო საქმიანობას შესაბამისი სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა, ხოლო მეორე ბრალდებული გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით, მიღებული შემოსავლების სრულ დეკლარირებას არ ახდენდა. დადგენილია, რომ ბრალდებულების უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამში მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიადგა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2, 185-ე მუხლის მე-3, 192-ე მუხლის პირველი და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებენ ღონისძიებებს ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, TOYOTA-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ავტომანქანის ძრავის აალების დაბალხარისხიან სანთლებს ფუთავდა TOYOTA-ს მუყაოს კოლოფებში, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა მის მფლობელობაში არსებულ, ქალაქ თბილისში მდებარე ავტონაწილების სავაჭრო ობიექტიდან. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საერთო ჯამში 611 ერთეული TOYOTA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული აალების სანთელი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თბილისში, პირი ყალბ 100-ლარიან კუპიურებს ამზადებდა და რეალიზაციას სავაჭრო ქსელში ახდენდა - საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებული თბილისში, საცხოვრებელ სახლში ყალბ 100-ლარიან კუპიურებს ამზადებდა, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც თბილისის სავაჭრო ქსელში ახდენდა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, საცხოვრებელ სახლში ამზადებდა ყალბ 100-ლარიან კუპიურებს, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა თბილისის სავაჭრო ქსელში. დადგენილია არაერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც ბრალდებულის მიერ გასაღებულ იქნა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 800 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესის დარღვევის ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის სამკაულების და ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ლიბანის მოქალაქემ, ბათუმის აეროპორტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა დაახლოებით 11 კილოგრამი ვერცხლისა და მარგალიტისგან დამზადებული სამკაულები, ხოლო მეორე შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლოს გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, ავტომობილში მოწყობილი სამალავით, სარეალიზაციოდ შემოტანილ იქნა 217 გრამის ოდენობის ოქროს ნაკეთობები. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური საბაჟო ღირებულება შეადგენს 42 383 ლარს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ა.უ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (53 ცალი) აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 58 093,14 ლარი შეადგინა. ამასთან, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.  

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2021 წელს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საკუთრებაში დაირეგისტრირეს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 9 100 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც შეადგენს 426 958 ლარს. "ასევე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დამატებით 1 650 640 ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362 - ე და 180 – ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 9 წლამდე ვადით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 6 არადეკლარირებული მობილური ტელეფონი ეჭვის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 17 802, 39 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.  

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“, გამოავლინეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონლის შემოტანის ორი ფაქტი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა 15 762 ლარის ღირებულების 12 დასახელების მედიკამენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან, მალულად გადმოიტანა დაახლოებით 56 000 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მიმდინარე წლის ოქტომბერში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი, ამ ვიდეო და ფოტომასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 157 პრიმა, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა“, - წერია ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტრო: თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი" სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ვერცხლი (საერთო წონა 8500 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13670.42 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, საქონლის საბაჟო ღირებულების 100 %-ის ოდენობა, 13 670,42 ლარი შეეფარდა.  

საგამოძიებო სამსახური: მოქალაქეს 27 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი ჰქონდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. "მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის მოქალაქის ს.მ.-ს კუთვნილი ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (საერთო რაოდენობა 27 ცალი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 643 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.  

ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი მეწარმე სუბიექტი და ბუღალტერი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020-2022 წლებში, ბრალდებულები, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ფეხმძიმე ქალებთან, ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში, რის შემდეგაც, მომზადდა ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, შეცდომაში იყო შეყვანილი სსიპ სოციალურ მომსახურეობის სააგენტო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საწარმოებში თითქოსდა დასაქმებული 82 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება ჯამში 82 000 ლარის ოდენობით, რაც შემდგომში გაინაწილეს ურთიერთშორის. „ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დეკრეტული შვებულების თანხების დაუფლებასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.  

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სადაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ერთ შემთხვევაში, არალეგალურად მიმდინარეობდა სამაგიდო აზარტული თამაშები, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი. „დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო დაახლოებით 350 000 ლარი. აღნიშნული ქმედება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

კლინიკა „ვივამედში" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა

უნდა გავარკვიოთ პოზიცია და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, რომელ საექსპერტო დაწესებულებას მივმართავთ, - კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „როგორც ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩაუტარდეს შესაბამისი ნიმუშების აღება, ჩაუტარდეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ პოზიცია და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, რომელ საექსპერტო დაწესებულებას მივმართავთ. დღეს პოზიციის და შესაბამისი ნიმუშების აღების მიზნით მოვედით. შესაბამისი ნიმუშის აღების მერე უნდა გადაწყდეს ექსპერტიზის ჩატარება“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი ადამიანი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს კომპანიის დირექტორი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, 2016-2019 წლებში სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 1 199 261 ლარის გადახდას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა ნოემბერში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოავლინეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის სახით 27 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 13 პირი დააკავეს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 44 841 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 220 000 ლარს აღემატება. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: ქრთამის მიცემის და აღების ფაქტზე ორი პირია დაკავებული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი რეგიონალური ქვედანაყოფის სპეციალისტი კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებთან, რომელთაგანაც, სამსახურებრივი მფარველობისა და დარღვევებზე რეაგირების განუხორცილებლობის სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდულობით, იღებდა შესაბამის თანხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადასტურდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი რ.ხ. მფარველობას უწევდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მ.ნ.-ს, რომელმაც რ.ხ.-ს გაწეული მფარველობის სანაცვლოდ, ორჯერ, პირად ანგარიშზე ჩაურიცხა შესაბამისი თანხა. ხოლო, ერთ შემთხვევაში - ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არ შეადგინა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის სანაცვლოდაც ერთ-ერთი მეწარმისგან მიიღო სამშენებლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რ.ხ. ინფორმაციას აწვდიდა მეწარმეებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების გადაადგილებისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების ფაქტების დაფარვის მიზნით.შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ორივე ბრალდებული დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 338-ე და 339-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ნოემბერს, ქ. თბილისში, ალ. პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი რ.წ. და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი დ.ქ, რა დროსაც ისინი ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ე.კ-ს ჩაწერას. ბრალდებული ე.კ. ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, დაძრა იგი და განზრახ დააჯახა მის წინ მდგომ ჟურნალისტ რ.წ-ს ფეხების არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მსუბუქი სახის დაზიანება მიიღო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და მოიპოვა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, 2022 წლის 20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო. ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს. „აღნიშნულის ნაცვლად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა, შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მეორე ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით ორი წლამდე ვადით.  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მორიგი ფაქტი გახსნა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1977 წელს დაბადებული ვ.ყ., მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალბატონს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა. „მას შემდეგ რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული შანტაჟის და შურისძიების მიზნით, სოციალურ ქსელ facebook-ზე სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით ზემოაღნიშნული ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა, რითაც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის 13 იანვარს დაკავებული იქნა ბრალდებული ვ.ყ. ზემოაღნიშნულ პირს, საქართველოს პროკურატურამ, 2023 წლის 15 იანვარს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“.  

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 6 პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაშია მიცემული, მათგან 6 პირი დააკავეს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2022 წლის დეკემბერში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 6 პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 18 052 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 90 000 ლარს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის განმავლობაში ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 326 საქმეზე, დანაშაულში მხილებულ იქნა 308 პირი, ჯამში ამოღებულია დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების 587 655 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად, დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი უცხოური პირადობის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ტურისტული მომსახურების ოფისი გააჩნდა, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირის მეშვეობით, ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს. „ბრალდებული პირები მხილებულ იქნენ ერთ-ერთ მოქალაქეზე 800 ევროს სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის გასაღების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღმოჩენილ იქნა უცხო ქვეყნების ათეულობით მოქალაქის ყალბი პასპორტების, ასევე ქართული მართვის მოწმობების ელექტრონული ვერსიები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე - 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვა დამნაშავე პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ქ. თბილისში, სატვირთო მანქანაში, ინახავდა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელების, ჯამში 241 639 ლარის ღირებულების 54 918 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით. ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ - საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „2023 წლის 31 იანვარს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოქალაქე მ.ნ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებისთანავე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნა ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული მ. ნ., რომელმაც განმარტა, რომ ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მისი გადაყვანის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გადაუდებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. „კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა, რა მიზნითაც ექსპერტის მიერ დაკავებული პირის შემოწმება მოხდა. სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოწოდების მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის ამოღება და მ.ნ.-ს დაკავების ადგილზე არსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, მ.ნ.-სთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის ყველა თანამშრომელი მოწმის სახით გამოიკითხება“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. უწყებაში აცხადებენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.  

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თავისივე კომპანიების სახელზე შექმნეს ჯამში 346 367 ლარის ყალბი აქტივი, საიდანაც 337 144 ლარის ყალბი აქტივი სრულად იქნა გამოყენებული ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ხოლო, 9 223 ლარის ფიქტიური აქტივი ბრალდებულების მიერ იქნა თაღლითური გზით დაუფლებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა, იანვარში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 9 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის იანვარში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 20 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 9 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 83 697 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 410 000 ლარს აღემატება. „აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ყალბი დიპლომის, სერტიფიკატების, უცხო ქვეყნის მართვის მოწმობების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ - საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელსაც ქ. თბილისში გააჩნდა ბეჭდვითი და სარეკლამო მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამზადებდა და ასაღებდა ფულადი გზავნილების შესახებ ყალბ ამონაწერებს. ბრალდებული დაკავებულ იქნა ერთ-ერთ მოქალაქეზე ყალბი საბანკო ამონაწერის გასაღების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებების პროცესში აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით დამზადებული ყალბი დოკუმენტები, მათ შორის ყალბი დიპლომი, სერტიფიკატები, უცხო ქვეყნის მართვის ყალბი მოწმობები და პარკირების საშვები. ასევე, ამოღებულ იქნა ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სახელმწიფო უწყებების, კერძო ორგანიზაციებისა და საბანკო დაწესებულების ყალბი ბეჭდები",- ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.  

კომპანიის ხელმძღვანელმა ყალბი დოკუმენტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 707 449 აშშ დოლარი გამოსძალა - საგამოძოებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე მ. მ. დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.მ, რომელიც იყო უძრავი ქონების რეალიზაციით დაკავებული ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, საქართველოში ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორს შეუთანხმდა, რომ გაუწევდა მას მომსახურებას კონკრეტული მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვების მოპოვებაში და შესაბამისი თანხმლები დოკუმენტების მომზადებაში, რის შემდეგაც, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ხსენებული მომსახურების თითქოსდა შესრულებისათვის ბრალდებულმა სხვა პირთა დახმარებით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები – არქიტექტურული და საინჟინრო კომუნიკაციების პროექტები, გეოლოგიური დასკვნები, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა დამკვეთის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 707 449 აშშ დოლარის ოდენობით. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიება გრძელდება აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია11 800 ლარის ოდენობის 118-ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.  

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გულგრილობისა და პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს, რომელთაგანაც ორი - კომპანიის დირექტორი და მისი თანამშრომელია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის განადგურება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, უნდა განეხორციელებინა ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას. უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორი, თავისსავე თანამშრომელთან ერთად, აყალბებდა, ფიქტიურად ადგენდა საქონლის განადგურებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც, პერიოდულად, სხვადასხვა მოქალაქის მეშვეობით, ახდენდნენ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას. ქალაქ თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, დოკუმენტურად განადგურებულად დაფიქსირებული, 5 241 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 22 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200, 220-ე, 220-ე პრიმა და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.  

თბილისში ოჯახის გამოსახლებისას უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიმართ. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში. 23 თებერვალს, სახლის ახალი მესაკუთრის, კერძო კრედიტორის, ლია წიკლაურის მოთხოვნით აღსრულების პოლიციამ გიგაურების ოჯახი გამოასახლა. ლაშა გიგაური და მისი ოჯახი თბილისში, არდაზიანის 2 ნომერში, 2015 წლიდან ცხოვრობდა. 

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო ონლაინ კაზინოები გამოავლინა და პასუხისგებაში უცხოეთის სამი მოქალაქე მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინ გათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი. „დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით, თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100 000 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზეს დახმარება საქართველოში არსებული ცენტრებიდან მანქანების შეძენაში და მიწოდებაში. „სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ბრალდებულებმა გააყალბეს ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებული ინვოისები, სადაც შეიტანეს ყალბი მონაცემები, თითქოსდა ავტოცენტრებიდან შეძენილ იქნა დამკვეთისათვის სასურველი ძვირადღირებული ავტომანქანები, ცენტრების ანგარიშებზე გადაარიცხინეს გარკვეული თანხები, რომლითაც, ნაცვლად უცხოური კომპანიების მიერ დაკვეთილი ავტომანქანებისა, შეძენილ იქნა ბრალდებულებისათვის სასურველი ავტომანქანები, რომლებიც შემდგომ მათ მიერ გასხვისდა სხვადასხვა პირზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ უცხოურ კომპანიებზე მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 4 163 332 ლარს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. მათივე ცნობით, გამოძიების პროცესში, დაყადაღებულ იქნა კომპანიის და ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 180-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.  

2 მარტის აქციაზე პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, განაცხადა, რომ 2 მარტის აქციაზე პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.   „2023 წლის 3 მარტს, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 2 მარტს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.   საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული მუხლებით სამართალდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს. ყველა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. აქციაზე დაკავებულებიდან 7 პირი გათავისუფლებულია. ადმინისტრაციულ პატიმრობაში ამ დრომდე 29 ადამიანი რჩება. დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. შეგახსენებთ, დაკავებულთა შორის იყვნენ ონლაინ მედიის ჟურნალისტები, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პარლამენტთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, აჭარის რეგიონში სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 286 241 მ3 ინერტული მასალა, რომლის რეალიზაციის შედეგად, ჯამში მიიღო 431 916 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი. გარდა აღნიშნულისა ბრალდებული, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 316 653 ლარის გადახდას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.  

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის და სამეგრელოს რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი. დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო ჯამში დაახლოებით 300 000 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

სარეცხი ფხვნილის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები, სადაც ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების “PERSIL”-ს, “ARIEL”-ს, „ABC”-ს, “TIDE”-ს, „BINGO”-ს, “OMO”-ს, „AMO”-ს და “SAVEX“-ს სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების გზით. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა მოცულობის, საერთო ჯამში 1 386 პაკეტი კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომელთა საბაზრო ღირებულება 44 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით, გამოკითხულია, 91 მოქალაქე, მათ შორის 19 ჟურნალისტი - საგამოძიებო სამსახური

გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 91 მოქალაქე, მათ შორის 19 ჟურნალისტი, - სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში 7 სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან ჯამში 123 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მყისიერად დაიწყო. გამოძიება ცალკე ეპიზოდად მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 8 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოძიების შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს მასმედიით გავრცელებული ვიდეოკადრების მონიტორინგის შედეგად სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა პირის მიმართ განხორციელებული ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებიც. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყო. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 91 მოქალაქე (მათ შორის 19 ჟურნალისტი). მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 7 სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები; მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალის შესაძლო გადამეტების საკითხის შესწავლის და ასევე გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სამართალდამცავების იდენტიფიცირების და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერები, ასევე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტიდან, შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-დან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებული სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან (საერთო ჯამში 37 ობიექტიდან) გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია 7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს 3 000-ზე მეტ საათს, რომლის შესწავლაც და საგამოძიებო ჯგუფის მიერ მათი საგამოძიებო წესით დათვალიერება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ზემოხსენებულისა, მოპოვებულია სასამართლოს განჩინებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან და სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-დან, გამოძიებისთვის საინტერესო (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების, ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტომანქანების ბორტის ვიდეორეგისტრატორების და პატრულ ინსპექტორთა სამხრე კამერების ჩანაწერები) სამეთვალყურეო და სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე, რომელიც გადაგზავნილია აღნიშნულ დაწესებულებებში და მიმდინარეობს ჩანაწერების მომზადება. ასევე, მოპოვებულია სასამართლოს განჩინებები 7 ტელეკომპანიიდან აქციის მიმდინარეობისას გადაღებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვის ნებართვის თაობაზე; კერძო პირთაგან გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერების გამოთხოვისა და სხვა ობიექტების ამოღების თაობაზე, რომლებიც ასევე არის შესრულების პროცესში. ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერების და მასალების საპროცესო წესით სისხლის სამართლის საქმეში დამაგრების შემდეგ, საგამოძიებო ჯგუფი მოახდენს მათ დეტალურ შესწავლას და დათვალიერებას. ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებით გამოირკვა, რომ შემთხვევის ადგილზე განთავსებული საჯარო დაწესებულების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობა (DVR) ტექნიკურად იყო დაზიანებული და მასზე წვდომა ტექნიკური მიზეზების გამო იყო შეუძლებელი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურიდან ამოღებული იქნა აღნიშნული ჩამწერი მოწყობილობა, რომელზეც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, მოწყობილობის დაზიანების მიზეზების დადგენის, მასში არსებული ჩანაწერების მოპოვების (მათ შორის, აღდგენის გზით) და გამოძიებისთვის საინტერესო სხვა გარემოებების დასადგენად; შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვინაობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამართალდამცველების გამოკითხვა. მოწმეთა ბაზის შექმნის და დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით: სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, ვინც 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (აქციასთან დაკავშირებით) ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას; სასამართლოს განჩინების საფუძველზე სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ მიმდინარეობს იმ პირთა სამედიცინო ბარათების ამოღება, ვისაც 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა. კერძო კლინიკებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციის თაობაზე, რომელთაც 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. მათ შორის სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაენიშნათ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს (პირადი წარდგენით) და ნიკა მოსიაშვილს (სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე). სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება აქციაზე დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების დადგენა, დაზუსტების მიზნით ორჯერ გამოიკითხა ზაზა ბიღიაშვილი; სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ზაზა ბიღიაშვილის მიმართ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, ობიექტური შემოწმების მიზნით, ექსპერტის წინაშე პირადად იქნა წარდგენილი და შემოწმებული იგი; სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო ინტერნეტ-გვერდიდან მოპოვებული და სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერება, რათა დაიდენტიფიცირდეს და დადგინდეს კონკრეტული გარემოებები, რა ვითარებაშიც ზაზა ბიღიაშვილმა მიიღო დაზიანებები. გამოძიების მიერ გამოკითხული არიან სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ის თანამშრომლები, რომლებიც 2023 წლის 8 მარტს სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე გამოცხადდნენ; სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ და სამოქალაქო კლინიკიდან ამოღებულია ზაზა ბიღიაშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც გადაეგზავნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნული საქმეების გამოძიებას ღიად და გამჭვირვალედ აწარმოებს. სამსახური 2023 წლის 7-9 მარტს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც უთითებენ სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებების დარღვევის თაობაზე, აძლევს სისხლის სამართლის საქმეებთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას. ასევე, მოქალაქეებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს მიმდინარე გამოძიების თაობაზე, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების და დანაშაულში მხილებული პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში სამსახური გაატარებს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ღონისძიებებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ“,-აღნიშნულია განცხადებაში.  

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, სხვადასხვა პირზე საქონლის შეძენისას გასაღებულ იქნა ჯამში 2 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხდა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება და დაკავება. გამოძიების პროცესში ერთ-ერთი ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 1 800 ევროს ოდენობის ცხზრა ცალი ყალბი კუპიურა და ერთი ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით  7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 2 პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხის მასალის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებით ტრანსპორტირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, მეწარმე სუბიექტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ამხილეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხის მასალის რეალიზაცია, წინასწარი შეცნობით შეიძინა უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა. რომლის ტრანსპორტირებაც განახორციელა სასაქონლო ზედნადებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ხსენებული მეწარმისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, არ განახორციელა ტვირთის შემოწმების შესაბამისი პროცედურები და არ აღკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის გადაზიდვის ფაქტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186 – ე, 210-ე და 332 -ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ქ. თელავსა და ქ. ზუგდიდში რეგიონალური სამმართველოები გაიხსნა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, სამართალდამცველების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ არაერთ მნიშვნელოვან დანაშაულებს იძიებს. ობიექტური, სწრაფი და ეფექტური გამოძიების წარმოება სამსახურისგან სათანადო მობილობას, საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ფუნქციების შეუფერხებელ განხორციელებას მოითხოვს. სწორედ ამ ამოცანების შესრულების მიზნით, სამსახურმა ახალი ოფისები კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გახსნა. ახალი რეგიონული სამმართველოების ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ოფისი უზრუნველყოფილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვისა და ამოცნობის ოთახებით. ასევე, დაგეგმილია ბავშვზე მორგებული არასრულწლოვთა სივრცეების მოწყობა და ტელეხიდის სისტემების დამონტაჟება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სამსახურის სხვადასხვა რეგიონში მყოფ თანამშრომლებს, მაღალი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დისტანციურ სამუშაო შეხვედრებს დაესწრონ ან/და ჩაატარონ. ახალი ოფისების დამატების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტ მოქალაქეს გავუწიოთ სათანადო დახმარება. სამსახური აქტიურად აგრძელებს ინსტიტუციური გაფართოების პროცესს, მომდევნო წელს შემდეგი რეგიონალური სამმართველო ქ. რუსთავში ამოქმედდება“, – ნათქვამია ანგარიშში.  

პირი, რომელმაც ორსულები სამსახურში ფიქტიურად გააფორმა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა, პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში ორსულ ქალებთან შევიდა და გააფორმა ფიქტიურად მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში ისინი, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქოსდა საწარმოებში დასაქმებული 237 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 237 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა განაწილებულ იქნა ბრალდებულსა და ორსულ ქალებს შორის. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა პირთა ჯგუფი, რომელიც ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას კანონდარღვევით ეწეოდა

საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა შვიდი პირი, რომელიც ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას კანონდარღვევით ეწეოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში დაახლოებით 200 000 ლარის ზიანი. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, პასუხისგებაში შვიდი პირი მიეცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ხის მასალის თითქოსდა რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში დაახლოებით 200 000 ლარის ზიანი. გამოძიების ამ ეტაპზე, ზიანის დაფარვის სახით, ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებულია 70 000 ლარი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მიყენებული ზიანის სრულად დაფარვის უზრუნველსაყოფად. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.  

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტები გამოავლინეს - საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, გულგრილობისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, პასუხიგებაში ოთხი პირი მიეცა, რომელთაგან დაკავებულ იქნა ერთი მეწარმე სუბიექტი. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-სა და კახეთის რეგიონში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კოოპერატივს შორის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო აფინანსებდა კოოპერატივის მიერ ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარის შეძენას, რისთვისაც მას გადაეცა თანხა 500 000 ლარის ოდენობით. „ბრალდებულმა - კოოპერატივის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, სხვა კომპანიის ხელმძღვანელების გულგრილობის შედეგად, გამოიყენა აღნიშნული კომპანიის სახელი და გააყალბა ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის მეშვეობით, მოიპოვა ყალბი დასკვნა ინვენტარის თითქოსდა ობიექტზე განთავსების თაობაზე. შემდგომ, ბრალდებულმა აღნიშნული ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა სოფლის განვითარების სააგენტოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, რა გზითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ გაცემულ თანადაფინანსების თანხას - 500 000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე, 2201 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

„სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტები გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენის მიზნით. უწყების ცნობით, მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი გამოვლინდა. „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ ჰქონდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სს კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების, ქონების თაღლითურად დაუფლების მცდელობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე, 350 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3 500 000 ლარს. ამასთან, ბრალდებული შეეცადა ამავე გზით დაუფლებოდა სიღნაღის რაიონში მდებარე იმავე კომპანიის კუთვნილ 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულებაც შეადგენს დაახლოებით 1 000 000 ლარს, თუმცა აღნიშნული ვერ მოიყვანა სისრულეში მათზე გავრცელებული ყადაღის გამო. „საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ მიწის ნაკვეთებს, რათა ბრალდებულსა და მასთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს არ მისცემოდათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთების განკარგვის შესაძლებლობა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, (19)180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახური „კაზინო აჭარაში“ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „კაზინო აჭარაში“ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე, დანაშაული კი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე 3 პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამი პირი ამხილეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს რეგიონში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს დახმარების სახით აგრო ბარათებზე საშუალოდ ურიცხავდა 100-დან 1 500 ლარის ოდენობის შესაბამის ქულას. დანაშაულში მხილებული პირები თავის მხრივ წარმოადგენდნენ მეწარმეებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროგრამაში და ევალებოდათ სახელმწიფოს მიერ ფერმერებისთვის გადაცემულ აგრო ბარათებზე დარიცხული ქულების სანაცვლოდ, მოქალაქეებზე მოეხდინათ შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის რეალიზაცია. ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული მეწარმეები, ადგენდნენ ყალბ საანგარიშსწორებო დოკუმენტებს საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რის შემდეგაც მოქალაქეებს ხელზე აძლევდნენ ბარათზე არსებული ქულების ღირებულების დაახლოებით 70-80 %-ს, ხოლო სახელმწიფოსგან მოტყუებით იღებდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აგრო ბარათებით თითქოსდა რეალიზებული საქონლის ღირებულების 100 %-ს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენისა და სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. შესაბამის ინფორმაციას უწყება ავრცელებს. „საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, - წერია ინფორმაციაში.  მიშა მშვილდაძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა  

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 4 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეში, თბილისში, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი რ.დ., რომელმაც უწყების ცნობითვე, „2023 წლის 11 მაისს, თბილისში, შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ მოქალაქეს.“ „კერძოდ, იარაღი ჩაარტყა თავის არეში, ასევე, ძირს დაგდებულ მსხვერპლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კვლავ განაგრძო მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც მსხვერპლს თავის მიდამოში მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები.“ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის და მუქარისთვის წარუდგინა ბრალდება. დანაშაულში მხილებულია და დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ. ს., რომელიც უწყების ცნობით, „ყოფილ მეუღლეს, 2017-2023 წლებში გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. აგრეთვე, 2023 წლის მაისში მას სიცოხლის მოსპობით დაემუქრა.“ საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ყ., რომელმაც უწყების ცნობით, „2023 წლის 4 აპრილს, თბილისში, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მსხვერპლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ვ. გ., რომელმაც უწყების ცნობით, 2023 წლის 16 მარტს, თბილისში, „ურთიერთშელაპარაკების დროს, მსხვერპლს ცემის შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა.“ გარდა აღნიშნულისა, ვ. გ., 2023 წლის 17 მაისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ნაცნობ ქალბატონს და დააზიანა დაზარალებულის ავტომანქანა. „საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მუქარისთვის და ნივთის დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად აგრძელებს არასათანადო მოპყრობის და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, რომლის შედეგების და მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად ძალადობრივ დანაშაულსა და არასათანადო მოპყრობაში 40 სამართალდამცავია მხილებული,“ - აცხადებს საგამოძიებოს სამსახური.  

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, მოქალაქე ლაშა ჟღენტის დაკავების თაობაზე, საგამოძიებო სამსახური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.  „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და საქმეში არსებულ მასალებს არ მიეცეს დამახინჯებული ინტერპრეტირება და არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასაჯაროოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს გააკეთებს ლაშა ჟღენტის უფლებების და ინტერესების დასაცავად, რა მიზნითაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო პროცესი, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს,“ - წერია განცხადებაში. მანამდე გავრცელებულ განცხადებაში უწყება უთითებდა,რომ 2023 წლის 21 ივლისს, ლაშა ჟღენტის დედის, მოქალაქე ხათუნა გამცემლიძის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი შვილების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას ეხებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. „გამოძიების დაწყებიდან დღემდე, შემჭიდროვებულ ვადებში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, მათ შორის, ინციდენტის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები მოიპოვა და ფაქტის შემსწრე ნეიტრალური მოწმეები გამოკითხა. კერძოდ, საქმეზე დაკავების ადგილზე მყოფი, ინციდენტის შემსწრე 6 პირი გამოიკითხა, რომლებმაც მიუთითეს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ფაქტი არ დაუნახავთ. საქმეზე მოპოვებულ იქნა კერძო ოსპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 21 წლის ლაშა ჟღენტის დაკავების თაობაზე მიმდინარე გამოძიების შესახებბიექტის და დაკავების ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები. ჩანაწერების დათვალიერებით დადგინდა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მოძრავ 3 მამაკაცს პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ და საუბრის შემდგომ ერთ-ერთი მათგანის ზედაპირულ შემოწმებას იწყებენ. აღნიშნული მამაკაცი პოლიციელებს შემოწმების სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევს და მათ წინააღმდეგობას უწევს, რის შემდეგაც სამართალდამცველები მის დაკავებას იწყებენ და ავტომანქანისკენ მიჰყავთ. პოლიციელებს დაკავებულის გადაყვანასა და ავტომანქანის დაძვრაში ხელს უშლის ადგილზე მოსული ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც პოლიციელებთან ფიზიკურ კონტაქტში შედის. მოქალაქეების შეჩერებიდან დაახლოებით 7-8 წუთში პოლიციის ავტომანქანა შემთხვევის ადგილს ტოვებს. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება. გამოძიების მიერ გამოიკითხა ლაშა ჟღენტის დაკავების მონაწილე და დაკავების ადგილზე მყოფი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს 4 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ გოგებაშვილის ქუჩა N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ახალგაზრდა მამაკაცი შეაჩერეს და მათ ვინაობა ჰკითხეს. ერთ-ერთი მათგანის - ლაშა ჟღენტის ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მისივე თანხმობით, მასთან საპოლიციო ღონისძიების - ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების ჩატარება დაიწყეს. დათვალიერების პროცესში ლაშა ჟღენტმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის საფუძველზეც მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით დაიწყეს. ლაშა ჟღენტის დაკავებისას და ავტომანქანაში ჩასმისას მისი თანმხლები პირები, ასევე, შემდგომში ადგილზე მოსული ლ. ჟღენტის ბებია - გულნაზი ჟღენტი წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს. მათ შორის, გულნაზი ჟღენტი დაჯდა პოლიციის ავტომანქანის საჭესთან და არ აძლევდა მათ ადგილიდან დაკავებული პირის წაყვანის შესაძლებლობას. პოლიციელების თქმით, საბოლოოდ, გამოყენებული პროპორციული ღონისძიებების შედეგად, მოახერხეს ლაშა ჟღენტის ბადრაგირება პოლიციის სამმართველოს შენობაში. პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ დაკავებული ან/და სხვა პირის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვა სახის უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“, ლაშა და ლუკა ჟღენტებს ჩაუტარდათ სამედიცინო ექსპერტიზა, ექსპერტთან პირადად წარდგენის გზით. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნები მიღებული არ არის; სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა ასევე დაკავებულის ბებიას გულნაზი ჟღენტს, რომელიც ასევე მონაწილეობდა დაკავების ინციდენტში და რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მან გამოძიებას განუმარტა, რომ იგი პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა და დაკავებული ლაშა ჟღენტის წაყვანის საშუალებას არ აძლევდა. გულნაზი ჟღენტმა მიუთითა, რომ მის მიერ პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიიღო. ზემოხსენებული მტკიცებულებები, რომელიც ამ დროისთვის არის მოპოვებული, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. გამოძიების პროცესში პოტენციური მსხვერპლის ჩართულობის, მისი ინფორმირებულობის და გამოძიების გამჭვირვალობის მიზნით, ლაშა ჟღენტს და მისი ოჯახის წევრებს გამოძიების პირველივე დღეებიდან საქმის მასალებთან სრული წვდომის უფლება მიეცათ. გამოძიების შედეგების თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. მედიასაშუალებებს კი მოვუწოდებთ, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, აცხადებდა საგამოძიებო სამსახური.

სპეციალური საგამოძოები სამსახური გამოიძიებს, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას ბათუმის ნავსადგურში

სპეციალური საგამოძოები სამსახური გამოიძიებს, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას ბათუმის ნავსადგურში. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 31 ივლისს, ქ. ბათუმში, ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები დაედო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს,“ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 4 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში, თბილისსა და აჭარაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, 4 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილეს. მათგან 3-ს პროკურატურამ ბრალდება წარედგინა, ერთი კი ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის დააკავეს. „დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ., რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ა., რომელიც მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი მეუღლეს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებული დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ. რომელმაც 2023 წლის 2 ივლისს, ქ. გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ჭ, რომელმაც 2022 წლის ნოემბრის თვეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა," - ნათქვამია განცხადებაში.  

თბილისში სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინეს

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ სავარაუდო დანაშაულებრივი "ქოლ-ცენტრი" გამოავლინა. შესაბამის ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ თაღლითური „ქოლ-ცენტრების" გამოვლენის მიზნით, აქტიურად აგრძელებს მუშაობას. უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი "ქოლ-ცენტრი", რომელიც ოფისში დასაქმებული 20-ამდე თანამშრომლის მეშვეობით საეჭვო საქმიანობას ახორციელებდა. ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით გრძელდება, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ბრილიანტების კონტრაბანდის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 46 029 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა ზომისა და ხარისხის დაწახნაგებული არადეკლარირებული ბრილიანტის ქვები და ოქროს ბეჭედი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

გამომძიებლის თქმით, ნიკა მელია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია, უარს აცხადებს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს ჰქონდა, თუ არა ადგილი მის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი ლუხოშვილმა განუცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში შეხვდა დაკავებულ ნიკა მელიას იმ მიზნით, რომ ჩატარებულიყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, თუმცა მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. „შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის გაატაროს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები და მიღოს გადაწყვეტილებები. უშუალოდ, როდესაც მე დაკავებულ პირს შევხვდი ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში პირადად მე არ შემიმჩნევია სხეულის დაზიანება. თუმცა, თუ დაკავებული პირი ისურვებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას, საგამოძიებო ორგანო მზად არის გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები რომ განგვეხორციელებინა, ამ მიზნით შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ მან ინფორმაციის მოწოდებაზე და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის მიუხედავად, თუ ნიკანორ მელიას მხრიდან ინფორმაციის მოწოდება მოხდება შესაბამისი რეაგირება განხორციელდება,“ - განაცხადა ირაკლი ლუხოშვილმა. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, ნიკა მელიას დაზიანებები აღენიშნება, ტანსაცმელი შემოხეული აქვს და ორივე მაჯის არეში შეშუპება - პოლიციელზე თავდასხმა არცერთი დაკავებულის მხრიდან არ იკვეთება. როგორც ადვოკატი განმარტავს, სამივე დაკავებული პირი უარყოფს რაიმე სახის ძალადობის განხორციელებას პოლიციის თანამშრომლებზე. მისვე თქმით, უბრალოდ მოხდა სიტუაციის ესკალაცია და იყო ემოციური ფონი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათი რწმუნებული გლდანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა მელიამ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა, რაზეც სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს "დაუყოვნებლივ აცნობა და სწრაფ რეაგირებას ელოდება." პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა  

სახელმწიფოს კუთვნილი 330 097 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე მხილებულია 4 პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უწყების დაკვეთით, ტენდერში გამარჯვების შედეგად, ბრალდებულის მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიას, სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველეყო. 2021-2022 წლების პერიოდში, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტები ე.წ. ფორმა N2-ები შეადგინა, რომლებშიც გაზრდილი იქნა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რა გზითაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 330 097 ლარს. „გამოძიების პროცესში, ასევე, დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულების ხარისხსა და მოცულობაზე კონტროლის მიზნით, დამკვეთმა სპეციალისტები დაიქირავა, რომლებმაც თავის მხრივ, კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან არსებულ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება არ განახორციელეს, რითაც მას საშუალება მიეცა უკანონოდ დაუფლებოდა სახელმწიფო თანხებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 182-ე, 220-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გამსაღებელთა ჯგუფი გამოავლინეს - საგამოძიებო სამსახური

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში 29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა გაასაღეს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან, დამატებით ამოღებულ იქნა 2-ცალი 100-დოლარიანი და 1-ცალი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახური: დაკავებულია კაცი, რომელიც ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 1978 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მუქარის ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ი.მ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 თებერვალს, ბრალდებული აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლის მიმართ მუქარას. მიმდინარე წლის მარტში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, იგი მეუღლეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა როგორც უშუალოდ, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებით. დაზარალებულს ყველა შემთხვევაში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა. სამხედრო პოლიციელს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი გამოავლინა, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში, უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია ხდებოდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პირები მართავდნენ. გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან ხუთი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მისი ლეგალიზაცია მოახდინეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობის ან იარაღის გამოყენებით და 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კითხვას, გამოჰკითხეს თუ არა სამართალდამცავები შესაძლო გადამეტებაზე, უწყებაში განაცხადეს, რომ „თავის კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო საპროცესო მოქმედებას ატარებს.“ „ყველა შემოსული საჩივარი და შეტყობინება განიხილება და გვაქვს შესაბამისი რეაგირება. გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“ - ამბობენ უწყებაში. 16 აპრილს პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ხელკეტები. შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზემიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

საგამოძებო სამსახური: „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის გაშუქებისას „იმედის“ ჟურნალისტებს „მონებს“ უწოდებდნენ და ცდილობდნენ, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს კამერას შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები დაეფიქსირებინა. კანონპროექტს, რომელსაც რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები რუსულ კანონად და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ გარემოებად მიიჩნევენ, „იმედი“ „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ უწოდებს. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს,“ წერს უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში.  

"ატლანტიკური საბჭო" საქართველოში თავისი თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე მეტ სიცხადეს ელის

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭო" თავისი ქართველი თანამშრომლების ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების ჩხრეკაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოვლენების ამგვარი განვითარება ღრმად შემაშფოთებელია. "ატლანტიკური საბჭო" საქართველოს ხელისუფლებისგან საქმეში მეტი სიცხადის შეტანას ითხოვს. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია თავისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩამორთმეული ტექნიკის დაბრუნებას ელის. „24 ოქტომბერს, დილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები თბილისში, საქართველოში რეიდი ჩაატარეს “ატლანტიკური საბჭოს” ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის [DFR Lab] ორი თანამშრომლის სახლში და მათი ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია მოახდინეს. ისინი არ დაუკავებიათ და საქართველოს ხელისუფლებას მათთვის ბრალი არ წაუყენებია. “ატლანტიკური საბჭო” ღრმად შეშფოთებულია ამ მოვლენით და საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მისი ზეგავლენით ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე. ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, ჩართულები არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ მუშაობაში, რომლის მიზანია დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც ძირს უთხრის მათ ონლაინ სივრცეებში, მათ შორის კვლევებში, რომლებიც უკავშირდება უცხო გავლენების ძალისხმევებს, მარგინალიზებული ჯგუფების სამიზნეში ამოღებას და სხვა ზიანს. გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფენ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დაცულობას, დააბრუნებენ მათ საკუთრებას, და საშუალებას მისცემენ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიაში მათი წვლილის შეტანა. “ატლანტიკური საბჭო” დიდი ხნის განმავლობაში არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს და ტრანსატლანტიკურ საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების მისი მისწრაფებების მხარდამჭერი. "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორია” აქვეყნებს კვლევებს, რომლებიც ხაზს უსვამს დისკურსისა და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს. „ატლანტიკური საბჭო” გააგრძელებს საქართველოში თავის მუშაობას საკუთარი მისიის სულისკვეთებისთვის, რომ გლობალურ მომავალს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მივცეთ ფორმა. გავაგრძელებთ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტის გრამ ბრუკის სახელით ავრცელებს. ის პასუხისმგებელია ორგანიზაციის ტექნოლოგიურ პროგრამებსა და სტრატეგიებზე და ამავე დროს არის ხელმძღვანელი იმ პროგრამისა (Digital Forensic Research Lab (DFRLab), რომლისთვისაც ქართველი მკვლევრები მუშაობენ. "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევრების სახლების გარდა, 24 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა კიდევ ერთ კომპანიაში. საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყება ე.წ. ქოლცენტრების საქმის ძიების ფარგლებში ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. ამერიკული ორგანიზაციის მკვლევრებსა და „ქოლცენტრების“ საქმეს შორის კავშირზე სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.