თეგი: ფილიპინები

ფილიპინებზე, არჩევნებში დიქტატორ ფერდინანდ მარკოსის შვილი ლიდერობს

ფილიპინელი დიქტატორის ფერდინანდ მარკოსის შვილი, მარკოს უმცროსი, მეტსახელად ბონგბონგი, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით, საარჩევნო ხმების დათვლის არაოფიციალური შედეგების, კონფიდენციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ბიულეტენების 2/3-ის დათვლის შემდეგ მარკოს-უმცროსი ხმების რაოდენობით თითქმის ორჯერ უგებს თავის უახლოეს კონკურენტ ლენი რობრედოს, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია. BBC-ის ცნობით, ოფიციალური მონაცემები, რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება. ბონგბონგ მარკოსი პრეზიდენტობის კანდიდატად იმავე პარტიამ დაასახელა, რომლიც კანდიდატიც მოქმედი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე იყო. ის ცნობილია, ნარკოტიკების წიინააღმდეგ კამპანიით, რომლის დროსაც რამდენიმე ათასი ადამიანი სასამართლოს განაჩენის გარეშე მოკლეს. დუტერტეს გოგო მარკოსთან ერთად კენჭს იყრის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. 64 წლის მარკოსს რეალური პოლიტიკური პლატფორმა არ წარუდგენია. თუმცა მის გაპრეზიდენტებას დუტერტეს მომხრეები ელიან, რადგან მისი „მკაცრი ხელი“ მომხრეებში პოპულარული აღმოჩნდა და ხელისუფლების კონსოლიდაცია სწრაფად შეძლო. ფერდინანდ მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტი 1965-1986 წლებში იყო. მისი მმართველობის უმატეს ნაწილში, ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია მოქმედებდა. მისი მმართველობის დროს ფილიპინებზე ხშირად ხდებოდა დისიდენტებისა და ოპოზიციონერების მკვლელობები და გატაცებები. ამასთან, ცნობილია, რომ მარკოსების ოჯახმა ფილიპინების სახელმწიფო ხაზინიდან მილიარდობით დოლარი გაიტაცა.

ფილიპინებზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინების კუნძულ ლუზონზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შენობების დაზიანება და მეწყერი გამოიწვია. ამასთან, როგორც ცნობილია, მიწისძვრის ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ მანილაშიც.  

ფილიპინები სანქციების საფრთხის გამო, რუსულ ვერტმფრენებს აღარ ყიდულობს

ფილიპინების მთავრობამ, აშშ-ის შესაძლო სანქციების შიშის გამო 16 რუსული Mi-17-ის ვერტმფრენების შესყიდვაზე უარი თქვა.  ფილიპინების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დელფინ ლორენზანამ მედიას განუცხადა, რომ პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ვადის დასრულებამდე 30 ივნისს, რუსეთთან დადებული ვერტმფრენების შესყიდვის ხელშეკრულება გააუქმა.  „ჩვენ შესაძლოა შევჯახებოდით სანქციებს”, - განაცხადა ლორენზანამ.   

ენტონი ბლინკენი: აშშ დაიცავს ფილიპინებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავდასხმის შემთხვევაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაარწმუნა ფილიპინები, რომ შეერთებული შტატები დაიცავს მას სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე თავდასხმის შემთხვევაში. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მისივე თქმით, ფილიპინები შეერთებული შტატების შეუცვლელი მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირეა. „შეიარაღებული თავდასხმა ფილიპინების შეიარაღებულ ძალებზე, საზოგადოებრივ გემებსა და თვითმფრინავებზე გამოიწვევს აშშ-ის ორმხრივი თავდაცვის ვალდებულებების ამოქმედებას, რომლებსაც ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.

რუსეთთან $227,35 მილიონიანი გარიგების გაუქმების შემდეგ, ფილიპინები შვეულმფრენების შესაძენად მოლაპარაკებებს აშშ-სთან მართავს

ფილიპინებმა რუსეთთან $227,35 მილიონიანი გარიგება გააუქმა და შვეულმფრენების შეძენას აშშ-სან გეგმავს. ვაშინგტონში მანილის ელჩის განმარტებით, რუსეთთან შეთანხმების გაუქმების მიზზეზი სანქციების თავიდან აცილებაა.  Reuters-ის ცნობით, ივნისში, პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ექვსწლიანი ვადის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფილიპინებმა 16 რუსული სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენის მი-17 შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება აშშ-ის სანქციების შიშის გამო გააუქმა. ენტონი ბლინკენი: აშშ დაიცავს ფილიპინებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო გარიგებების გარდა, ფილიპინებს, ახალი პრეზიდენტის პირობებში ასევე სურს, გააღრმაოს ეკონომიკური თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, მათ შორის წარმოების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და სუფთა ენერგიის სფეროებში, მოდულარული ბირთვული ენერგიის ჩათვლით.  

ფილიპინებს ქარიშხალი „ნალგა“ დაატყდა თავს, დაიღუპა სულ მცირე, 45 ადამიანი

ფილიპინების სამხრეთ პროვინციებს ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი „ნალგა“ დაატყდა თავს. BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილთა რიცხვმა 45-ს გადააჭარბა. უამინდობას ყველაზე დიდი მსხვერპლი მაგინდანაოს პროვინციაში, მინდანაოს კუნძულზე მოჰყვა. დაიტბორა ქალაქი კოტაბატო და მისი მიმდებარე ტერიტორიები.  

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონიამ ფილიპინებზე F15 ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონიამ ფილიპინებზე ორი F15 ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა.  ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რომელიმე იაპონური გამანადგურებელი თვითმფრინავი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრ ქვეყანაში გაიზავნა, განაცხადა იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა (ASDF). „ჩვენ ხელს შევუწყობთ ურთიერთგაგებას PAF-თან (ფილიპინების საჰაერო ძალებთან) განვავითარებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას“, - აღნიშნულია იაპონური მხარის განცხადებაში. მოიერიშე თვითმფრინავები კლარკის საავიაციო ბაზაზე დაეშვნენ. F15 ტიპის თვითმფრინავებს საწვავის შემავსებელი თვითმფრინავი და სატრანსპორტო თვითმფრინავი ასევე ახლავს თან. იაპონია ფილიპინებს საჰაერო სათვალთვალო სარადარო სისტემებსაც გადასცემს. აზია-წყნარ ოკეანეში გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილების ფონზე, რეგიონის ქვეყნები ატარებენ ერთობლივ წვრთნებს, რადგან აშშ ჩინეთთან მიმართებით, შეკავების პოლიტიკას აჩქარებს.

ფილიპინებზე წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფილიპინებზე წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი დაკარგულად ითვლება. როგორც რისკებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, წყალდიდობამ ქვეყნის 10 რეგიონში 583,4 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა. 67 ქალაქსა და 71 მუნიციპალიტეტში სასწავლო დაწესებულებებში მუშაობა შეწყდა. 22 დასახლებაში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. მთავრობამ უკვე გამოყო 48,2 მილიონი პესო (865,800 აშშ დოლარი) დახმარებისთვის.  

ფილიპინების საბაჟო სამსახურმა $310,000-ის ღირებულების კონტრაბანდული თეთრი ხახვი ამოიღო

CNN: ფილიპინებზე ხახვი ისე გაძვირდა, რომ ქვეყანაში კონტრაბანდულად შეაქვთ ხახვი თითქმის ყველა ფილიპინური კერძის მთავარი ინგრედიენტია. მაგრამ ახლა ის თითქმის სამჯერ მეტი ღირს, ვიდრე ქათამი, იტყობინება CNN. ქვეყნის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, წითელი და თეთრი ხახვი 600 ფილიპინურ პესოდ იყიდება ($11) მაშინ, როდესაც 220 პესო თითო კილოგრამი ქათამი ღირს. ერთი კილო ხახვის ფასი დღიურ მინიმალურ ხელფასს აჭარბებს. ფასები მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ წელს, ფილიპინებს ტაიფუნების ტალღამ გადაუარა, რამაც ათობით მილიარდი პესოს ღირებულების მოსავალი დააზიანა. ფილიპინების სტატისტიკური სამსახურის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანამ ინფლაციის ზრდა განიცადა, სამომხმარებლო ფასები დეკემბერში 8.1 პროცენტით გაიზარდა და 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ფი ლიპინების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საბაჟო სამსახურმა 23 დეკემბერს, ტანსაცმლის ტვირთში დამალული $310,000 ღირებულების თეთრი ხახვი ამოიღეს. ორი დღით ადრე, ასევე ამოიღეს ჩინეთიდან შესული $364,000 ღირებულების წითელი ხახვი, რომელიც ყუთებში იყო ჩაფლული.  

აშშ და ფილიპინები ყველაზე მასშტაბურ ერთობლივ წვრთნებს იწყებენ - BBC

აშშ და ფილიპინები ატარებენ ყველაზე დიდ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ერთი დღის შემდეგ, რაც ჩინეთმა დაასრულა ფართომასშტაბიანი წვრთნები ტაივანის გარშემო. ორკვირიანი სწავლების დროს, მანევრები ჩატარდება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჯარისკაცები სამიზნე ხომალდის აფეთქებაზე იმუშავებენ. BBC-ს ცნობით, ამერიკული წვრთნები ადრე იყო დაგეგმილი. ფილიპინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წვრთნები აჩვენებს მათ ერთგულებას მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. გასულ თვეში ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ მათი ყოველწლიური წვრთნები ფილიპინებთან ერთად, იქნება ყველაზე დიდი ერთობლივი სწავლება და მასში ჩაერთვება 17000-ზე მეტი ჯარისკაცი, მათ შორის 12000 - აშშ-დან. თებერვალში აშშ-სა და ფილიპინებს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც ფილიპინურ კუნძულებზე, ჩინეთთან სადავო წყლებთან ახლოს ოთხი ახალი სამხედრო ბაზა შეიქმნება. მათგან სამი ტაივანის სიახლოვეს განთავსდება. ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ვაშინგტონისა და მანილისს სამხედრო თანამშრომლობა ტერიტორიულ დავაში არ უნდა ჩაერიოს.  

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ფილიპინებზე 13800-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

სულ მცირე 13,800 ადამიანია ევაკუირებული ფილიპინებზე, მაიონის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, რომელიც 11 ივნისს დაიწყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით 500 000 აშშ დოლარი გამოყო ევაკუაციისთვის. ჰუმანიტარული დახმარების, წყლის, საკვებისა და პირველადი საჭიროებების მომარაგების ჩათვლით. მაიონის ვულკანი ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება ფილიპინებზე. მაიონი ბოლოს 2018 წლის იანვარში ამოიფრქვა.  

ფილიპინები ჩინეთს მის გემებზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ფილიპინები ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის გემებზე წყლის ჭავლით თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ CNN წერს. „ფილიპინების სანაპირო დაცვა (PCG) მკაცრად გმობს ჩინეთის სანაპირო დაცვის (CCG) სახიფათო მანევრებს და წყლის ჭავლის უკანონო გამოყენებას PCG-ის გემების წინააღმდეგ,“ - წერს სანაპირო დაცვა განცხადებაში.  CNN  წერს, რომ ფილიპინების სანაპირო დაცვის გემები თან ახლდნენ გემებს, რომლებიც საზღვაო ქვეითთა ​​გარნიზონისთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადავო არქიპელაგის მახლობლად მდებარე კუნძულზე მარაგის მიწოდებას ცდილობდნენ.  ჩინეთმა საპასუხოდ განცხადებით, ფილიპინები მისი წყლების ხელყოფაში დაადანაშაულა და საკუთარ ქმედებებს კანონის შესაბამისი უწოდა. „ჩინეთის სანაპირო დაცვამ კანონის შესაბამისად ჩაატარა აუცილებელი კონტროლი და აღკვეთა ფილიპინების გემებით უკანონო სამშენებლო მასალების გადაზიდვა. მოვუწოდებთ ფილიპინურ მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამ საზღვაო ზონაში კანონდამრღვევი ქმედებები," - აღნიშნა ჩინეთის სანაპირო დაცვის სპიკერმა, გან იუმ. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფილიპინების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მოუწოდა ჩინეთს, პატივი სცეს ნავიგაციის თავისუფლებას. ავსტრალიამ, იაპონიამ და გერმანიამ ჩინეთის ქმედებებს „საშიში“ და „დესტაბილიზაციის გამომწვევი“ უწოდეს. ცნობისთვის, ზემოთ აღნიშნული კუნძული მანილის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაშია, რომელსაც ჩინეთი „რენაის რიფს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის მისი სუვერენული ტერიტორიაა.  

იაპონიამ, აშშ-მ, ავსტრალიამ და ფილიპინებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს

იაპონიამ, აშშ-მ, ავსტრალიამ და ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები გამართეს. სწავლებაში მონაწილეობდნენ იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების უდიდესი გამანადგურებელი Izumo და გამანადგურებელი Samidare. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი იაპონური ხომალდი მანილის პორტში პარასკევიდან, მომავალ ხუთშაბათამდე გაჩერდება. სწავლებაში ასევე ჩართულები იყვნენ აშშ-ის საზღვაო ძალების ზღვისპირა საბრძოლო ხომალდი Mobile, ავსტრალიის ამფიბიური თავდასხმის გემი Canberra, ფრეგატი Anzac და F-35A-ს ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები. ასევე - ფილიპინების საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი Davao Del Sur-ი. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლების მიზანია „თანამშრომლობის გაძლიერება თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.“ იაპონიის, აშშ-ის, ავსტრალიისა და ფილიპინების თავდაცვის მინისტრები ივნისში სინგაპურში პირველად შეხვდნენ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამ თვის დასაწყისში ფილიპინებმა ჩინეთის სანაპირო დაცვა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის გემებზე წყლის ჭავლით თავდასხმაში დაადანაშაულა.  

ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერი გაარღვია

ფილიპინების ხელისუფლება პირობას დებს, რომ ჩინეთს ფილიპინელი მეთევზეებისთვის სახრეთ ჩინეთის ზღვაში სათევზაო ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვის საშუალებას არ მისცემს. Reuters-ის ცნობით, ეს კომენტარი ფილიპინების მიერ სკარბოროს შელფთან ჩინეთის აღმართული 300 მეტრის სიგრძის მცურავი ბარიერის გარღვევას მოჰყვა.  ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერმა განმარტა, რომ ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერები ფილიპინურ სათევზაო ნავებს შელფთან მისვლის საშუალებას არ აძლევს და თევზაობას აფერხებს. თავის მხრივ, ჩინეთმა ფილიპინები პროვოკაციაში დაადანაშაულა. „მათ შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააბრუნონ მცურავი ბარიერი, კიდევ ერთხელ გააკეთონ საშიში მანევრები,“ განუცხადა ფილიპინების სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა კომოდორმა ჯეი CNN Philippines-ს. ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ფილიპინელი ხალხი უკან არ დაიხევს და ჩვენ კვლავ ვაპირებთ, თანმიმდევრულად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ყოფნის შესანარჩუნებლად,“ - განმარტა სპიკერმა.  ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთობები მიმდიბარე წელს განსაკუთრებით დაიძაბა, რადგან ახალი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი, რომელმაც ბარიერის გარღვევის უფლება დაუშვა, ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები მოკავშირე შეერთებულ შტატებთან. ასეთი მცდელობები მოიცავდა აშშ-ის სამხედროებისთვის ფილიპინების ბაზებზე გაფართოებული წვდომის უფლების მინიჭებას ამ ნაბიჯს ჩინეთი აკრიტიკებდა და მას პროვოკაციულს უწოდებდა. ფილიპინებმა 2016 წელს დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიას სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტეს ნაწილზე საფუძველი არ ჰქონდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჩინეთი არ აღიარებს გადაწყვეტილებას. 

აშშ-მ და ფილიპინებმა პარტნიორებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყეს

აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, აშშ-მა და ფილიპინებმა პარტნიორებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. „საზღვაო სასწავლო აქტივობა „Sama Sama 2023” არის აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის საზღვაო წვრთნების მეშვიდე და უდიდესი ეტაპი, რომელშიც მონაწილეები ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და მალაიზიიდან შეუერთდებიან აშშ-სა და ფილიპინებს,“ - აღნიშნულია აშშ-ის საზღვაო ძალების პრესრელიზში. „ტაგალურ ენაზე „Sama Sama" არის ფრაზა, რომელიც ნიშნავს „ერთად" და არ არსებობს უკეთესი ფრაზა ამ წვრთნების სულის აღსაწერად," - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა, შონ ლუისმა. წვრთნები მანილასა და პეკინს შორის იმ დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიულ დავებს უკავშირდება. ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერი გაარღვია  

ფილიპინები ჩინეთს მის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს

ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი ჩინური საბრძოლო ხომალდი სამხრეთ ჩინეთის ზღვის იმ ნაწილში შეიჭრა, რომელსაც ფილიპინები საკუთარ ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს. განცხადებას ავრცელებს ოფიციალური პეკინიც. მისი მიხედვით, წყლები, სადაც ჩინური ხომალდები გადაადგილდებიან ჩინეთს ეკუთვნის და მათ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ დაურღვევიათ. კუნძული ჰუანგიანი და მისი აკვატორია ჩინეთისა და ფილიპინების მუდმივი დავის საგანია. კუნძულზე ოფიციალურმა პეკინმა კონტროლი 2012 წელს დაამყარა, რასაც ფილიპინები უკანონოს უწოდებს. ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერი გაარღვია  

ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში, ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება განაახლეს

ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება დაიწყეს. ინფორმაციას ფილიპინების პრეზიდენტი, ფერდინანდ მარკოს უმცროსი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, პატრულირება კუნძულ მავულისზე, ფილიპინების ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში დაიწყება, რომელიც ტაივანიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. „ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა საზღვაო და საჰაერო პატრულირების დროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ხალხისთვის უფრო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს,“ - წერს ფერდინანდ მარკოს უმცროსი Twitter-ის გვერდზე.  

ფილიპინების საგარეო უწყებამ ჩინეთის ელჩს დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადა

ფილიპინებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მწვავდება. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამ ქვეყნების გემებს შორის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაძაბული დაპირისპირების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის ელჩი გამოიძახეს. ფილიპინებისა და ჩინურ ნავებს შორის შეჯახებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ფილიპინურმა მხარემ პეკინს დიპლომატიური პროტესტი გადასცა. უწყებაში განაცხადეს, რომ ჩინეთის ელჩი ფილიპინებში შესაძლოა, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდეს. ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთობები მიმდიბარე წელს განსაკუთრებით დაიძაბა, რადგან ახალი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი, რომელმაც ბარიერის გარღვევის უფლება დაუშვა, ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები მოკავშირე შეერთებულ შტატებთან. ასეთი მცდელობები მოიცავდა აშშ-ის სამხედროებისთვის ფილიპინების ბაზებზე გაფართოებული წვდომის უფლების მინიჭებას ამ ნაბიჯს ჩინეთი აკრიტიკებდა და მას პროვოკაციულს უწოდებდა. ფილიპინებმა 2016 წელს დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიას სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტეს ნაწილზე საფუძველი არ ჰქონდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჩინეთი არ აღიარებს გადაწყვეტილებას.   

აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ

აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ. შესაბამის ინფორმაციას ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი არსენიო ანდოლონგი ავრცელებს. ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ერთდღიანი საზღვაო წვრთნები ხვალ გაიმართება. მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები შეიარაღებული ძალების ტაქტიკას, დოქტრინას, ტექნიკასა და პროცედურების თავსებადობას გააძლიერებს. საზღვაო წვრთნების ფარგლებში საკომუნიკაციო მოქმედებები და სათვალთვალო მანევრები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩატარდება.