ძებნის რეზულტატი:
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ასოციაციის პრეზიდენტად კენჭისყრით კახა კალაძე აირჩიეს
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნულ ასამბლეაზე ასოციაციის პრეზიდენტად კენჭისყრით თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, ღონისძიების ნაწილი საწესდებო საკითხებზე მსჯელობას დაეთმო, რაც ასოციაციის პრეზიდენტის, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს არჩევასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) წესდებაში შესატან ცვლილებებს გულისხმობს.
ფრიდონ ინჯია: ხომ არ დადგა დრო, „Мир“-ის სისტემას შევუერთდეთ?
„ხომ არ დადგა დრო, „Мир“-ის სისტემას შევუერთდეთ?“, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა „ევროპელი სოციალისტებიდან", ფრიდონ ინჯიამ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება, ხორბლის და საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა, სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა, „Мир“-ის სისტემას შევუერთდეთ? და ამით ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება, ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ეროვნული ბანკი: კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები „Мир“-თან არ თანამშრომლობენ
ეროვნული ბანკის განცეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია "Мир"-თან არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს. ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია "Мир"-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს. „რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე
„თქვენ არ უსმენთ ჩემს განცხადებებს, არ ესწრებით მთავრობის სხდომებს?“ - მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, თბილისის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა. კახა კალაძის განცხადებით, ყოველდღიურად აკეთებს უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს, რაზეც მედიას აქვს სრული წვდომა. „მე არაერთი განცხადება გავაკეთე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და საომარი მოქმედებების წარმოება, რაც ეწინააღმდეგება ყველანაირ სამართლებრივ პრინციპებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. „საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად გარკვეული პიროვნებების თუ პოლიტიკური პარტიების მცდელობებისა, შემოიტანონ დაძაბულობა, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში, ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
თორნიკე რიჟვაძე: ,,მოიცალეს” ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მისი „საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებაზე“ საუბრობს და ოპონენტებს მის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. მისი კომენტარი 8 მარტს, კიევის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა. „რიგმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა, ფსევდოპატრიოტულმა პოლიტიკურმა ძალებმა და „ნაცმოძრაობის“ სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, საქართველოში მშვიდობის და ევროპული საგარეო კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ,,მოიცალეს” ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის. რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას! კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას და თანაგრძნობას უკრაინელი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში და კონკრეტული ნაბიჯებით ვცდილობთ მათ მხარდაჭერას, ყველაფერს ვაკეთებთ აჭარაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მასპინძლობისთვის! რაც შეეხება ჩემს აკადემიურ მიღწევებს და კიევის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხს. ყველა ოფიციალური ინფორმაცია, რაც განთავსებულია აჭარის მთავრობის შესაბამის პორტალებზე და ჩემთან დაკავშირებულ საჯარო წყაროებში შეესაბამება სრულ სიმართლეს! 2015 წელს ჩავაბარე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, 2017 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი; შეგნებულად თავს ვიკავებ ცალკეული ორგანიზაციების განცხადებებზე რომელთაც არ აქვთ იურიდიული მნიშვნელობა. P.S. განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?! მე იქეთ მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?!“, - წერს თორნიკე რიჟვაძე.
ჯოზეფ ბორელი: პუტინს ეგონა, მისი არმია უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა
პუტინს ეგონა, მისი არმია უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა და მარიონეტულ მთავრობას დასვამდა, თუმცა ეს ყველაფერი ასე არ წავა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "მშვიდობის მისაღწევად მრავალი მხარის თანხმობა გჭირდება, თუმცა ომის საწარმოებლად მხოლოდ ერთიც კმარა. ახლა ჩვენს წინაშეა ომი, რადგან პუტინს გააჩნია ისტორიის სრულიად განსხვავებული ხედვა ჩვენგან. სწორედ ამიტომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ცდება“, – განაცხადა ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: პუტინი კიევის აღებას 2 დღეში გეგმავდა
დმიტრო კულება გერმანიას: ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ
Die Welt-თან ინტერვიუში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანიას მოუწოდა, სიმართლეს გაუსწოროს თვალი, მისცეს უკრაინას იარაღი, დაეხმაროს მას ცის დაცვის უზრუნველყოფაში, ხელი შეუწყოს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას. კულებამ შეახსენა გერმანიას, რომ „უკრაინამ პრევენციული სანქციები, მათ შორის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან მიმართებით, სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე მოითხოვა, მაგრამ ტრაგიკულია, რომ გადაწყვეტილებები დაგვიანებით მიიღეს“. შეიძლება, გეჩვენებათ, რომ საგმირო საქმე ჩაიდინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებით, მაგრამ ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ. ასევე წაიკითხეთ ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა
ნდობის ჯგუფის წევრებმა ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, რომელმაც უწყების საქმიანობის საიდუმლო ნაწილის შესახებ 2021 წლის ანგარიშზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებებზე, სტრატეგიული მილსადენის დაცვასა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზეც გაამახვილა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი უმნიშვნელოვანესი მანდატიდან გამომდინარე, საქმიანობს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მართლწესრიგის უზრუნველყოფა, დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო საზღვრის მართვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. სამინისტრო თავისი ფუნქციებით სხვადასხვა სფეროში და ჩვენს მოქალაქეებთან ყოველდღიური, მჭიდრო კონტაქტით, საზოგადოებრივი სერვისის ყველაზე დიდი მიმწოდებელია ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ინტერესების გათვალისწინებით, სამინისტროს ამოცანების ეფექტიანი შესრულების მიზნით, უწყების საქმიანობის გარკვეული ნაწილი არ არის საჯარო და ის დახურულია. სწორედ ამ ნაწილზე გვქონდა დღეს საუბარი. ეს ეხება სფეროებს, როგორებიცაა: სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და საიდუმლო შესყიდვები“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ასევე წაიკითხეთ: პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $39 570 000 მილიონი გაყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციიით, 9 მარტს გამართულ აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოიტანეს 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრად უფასურდება. 24 თებერვალს, ერთი დოლარი 3,003 ლარი ღირდა, 8 მარტის მონაცემებით, ერთი დოლარი 3,3991 ლარი ღირს.
ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურორ გიორგი ქობულაძის განცადებით, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. ქობულაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა. ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედვარდსი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.
უკრაინაში წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება
უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა ეს გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად
NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრას გამართავენ
NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ამერიკის ევროპული სარდლობის მიერ შექმნილ ლეგალური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია და კომიტეტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი ამერიკის ევროპული სარდლობის მიერ შექმნილ სპეციალურ, ლეგალურ ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომიტეტის და ლეგალური ჯგუფის წევრებმა თავდაცვის კოდექსის რედაქციული ნაწილი და ის მიმართულებები განიხილეს, რომლებიც თავდაცვის ძალების და თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების მექანიზმებს მოიცავს. "თავდაცვის კოდექსის მოსამზადებლად, საქართველოსთვის აშშ-ის ევროპის სარდლობის სპეციალური ლეგალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი თავდაცვის კოდექსის შემუშავების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში კომიტეტის მოსაზრებები სპეციალური ჯგუფის შეხედულებებს ემთხვეოდა. უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად აღნიშნული კოდექსის პროექტი წარედგინება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს, ძალიან ახლოს დგას ამერიკის თავდაცვის კანონთან და თანხვედრაშია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის კანონებთან. საქართველოს თავდაცვის კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მისი თავდაცვის უნარიანობის ამაღლების და ასევე მისი ინსტიტუციონალური განვითარებისათვის“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება. „დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
დმიტრო კულება: ჩერნობილში რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას განცხადებით, ჩერნობილში რუსეთის მიერ კონტროლირებადი სადგური დაზიანებულია, მას დიზელის გენერატორს დაუკავშირებენ, რაც უზრუნველყოფს ობიექტის კვებას 48 საათის განმავლობაში. „ამის შემდეგ გამომუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოში გაგრილების სისტემა გაითიშება, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს. 48 საათში, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს. პუტინი უბრალოდ პლანეტას ანადგურებს", - წერს კულება Twitter-ზე. გავრცელებული ცნობებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს დენის მიწოდება შეუწყდ და რადიაციის გაჟონვის საფრთხე გაჩნდა. უკრაინულმა მხარემ ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა. სააგენტოს შეფასებით, სადგურზე უსაფრთოებაზე კრიტიკული გავლენა არ ფიქსირდება. ამავე თემაზე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტშიც გაგრძელდება
200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ. „იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ შეესაბამება, სოციალური სააგენტო „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 15 22-ზე ან ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge. ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა
ევროკავშირი სანქციების შავ სიაში რუსი ოლიგარქებისა და დეპუტატების დამატებას დაეთანხმა. საერთაშორისო მედიის ცნობით, კრიპტოაქტივები და საზღვაო სექტორი სანქციების სამიზნეა. ევროკავშირი ასევე დაეთანხმა SWIFT-დან სამი ბელორუსული ბანკის გარიცხვას. „ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. უფრო კონრეტულად, სანქცირებულთა სიაშია პუტინთან დაახლოებული 14 რუსი ოლიგარქი და რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის 146 წევრი. მათი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, როდესაც სანქციები ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდება. ევროკავშირი ცდილობს, გააძლიეროს ზეწოლა კრემლზე და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მზად არიან, დააწესონ დამატებითი სანქციები, ვიდრე რუსეთი ომს არ დაასრულებს. თუმცა ბლოკი ჯერჯერობით ვერ იზიარებს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რუსული ნავთობის და გაზის შეწყვეტის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ წევრი ქვეყნები არიან დამოკიდებულნი მისი აღმოსავლელი მეზობლის ენერგიაზე. 8 მარტს, ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. „ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. წარმოდგენილ გეგმას ხუთშაბათს, საფრანგეთში საგანგებო სამიტზე განიხილავენ. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.
Georgian-airways-მა გადახდის სისტემებიდან რუსული "Мир”-ი ამოიღო
Georgian-airways-მა გადახდის სისტემებიდან ამოიღო რუსული "Мир”-ი და მათ საიტზე გადახდა კვლავ მხოლოდ "ვიზითა" და "მასტერქარდით" არის შესაძლებელი. ამასთან, ცვლილებას წინ უძღოდა კომპანიის განცხადება, რომელშიც "საქართველოს ავიახაზები" ირწმუნებოდა, რომ მათ ბილეთებს ესპანური კომპანია ყიდდა და არ ჰქონდათ ამ კომპანიაზე "არანაირი ზეგავლენის მოხდენის" შესაძლებლობა. ცნობისთვის, "Мир“ რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთაც მუშაობს, სულ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამავე თემაზე „ჯორჯიან ეარვეისმა“ გადახდის სისტემებში რუსული „Мир“-ი დაამატა ასევე წაიკითხეთ ისრაელის ავიაკომპანია განმარტავს, რომ კომპანიამ რუსული Mir-ის მეშვეობით გადახდები 28 თებერვალს შეაჩერა დმიტრო კულება: ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს, ეს ამორალურია
"ლელო" და "ლეიბორისტული პარტია" ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს
ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების დროს საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დაფინანსება დაკარგა. აღსანიშნავია, რომ "ლელო" და "ლეიბორისტული პარტია" დაფინანსებას ვეღარ მიიღებს. ცნობისთვის, პირველი თებერვლიდან ამოქმედდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარტია კარგავს ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუ ამ პარტიის სიით არჩეული დეპუტატების ნახევარს ვადამდე შეუჩერდება დეპუტატის მანდატი.
ისრაელის პრეზიდენტი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთში ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ჰერცოგი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თურქული მედია წერს, რომ მრავალი წლის შემდეგ, ისრაელის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება.