ძებნის რეზულტატი:

უკრაინული მედია: ხარკოვში რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს

ხარკოვში რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, რუსეთის ფედერაციის 41-ე არმიის გენერალ მაიორი ვიტალი გერასიმოვი ჩეჩნეთის მეორე ომში, სირიის სამხედრო ოპერაციასა და ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ ჟიტომირის ოლქში, ნავთობის საცავებში ცეცხლი გაჩნდა

ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევში ვრჩები და არსად წასვლას არ ვაპირებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში იმყოფება და არსად არ აპირებს წასვლას. „კიევში ვრჩები. არ ვიმალები. არავის მეშინია. რამდენიც სჭირდება ამ ომის მოგებას! ყველანი ადგილზე ვართ. ყველანი ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც საჭიროა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში. ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონი: ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს

თბილისის ისტორიის მუზეუმი და ეთნოგრაფიული მუზეუმი მუზეუმთა ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 მარტის N05/05 ბრძანების საფუძველზე, გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი მუზეუმთა ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა. სამინისტროს ცნობით, ცვლილება მიზნად ისახავს მუზეუმების საქმიანობის უფრო მაღალ სტანდარტზე გადასვლას. ცვლილების თანახმად, მუზეუმთა ჯგუფს გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის დირექტორი უხელმძღვანელებს. შესაბამისად, ამ პოზიციაზე ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა. მოცემული ცვლილების ძალაში შესვლამდე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმთან იყო გაერთიანებული. „2022 წლის 3 მარტის ბრძანების თანახმად, დირექტორს დაევალა, მოცემულ პოზიციაზე დანიშვნიდან 4 თვის ვადაში, სამინისტროს წარმომადგენლის ჩართულობით, სამუზეუმო ექსპონატების აღწერა/დადარების პროცესის წარმართვა, დასრულება და კულტურის მინისტრისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რათა ნათელი იყოს, როგორი ინფრასტრუქტურა და რა ქონება გადაიბარა მუზეუმთა ჯგუფის ახალმა დირექტორმა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 450 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 693 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 798 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 895 PCR ტესტით. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 450 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  

უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დიმიტრი ჟივიცკზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: ხარკოვში რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს

თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში განაგრძობს

თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში განაგრძობს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ივნისის ბოლომდე კონტრაქტი გააფრომა ბოლონიის „ვირტუსთან“.  „სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო მადლიერება ჩვენი კლუბის პრეზიდენტის მასიმო ძანეტის მიმართ, რომელმაც ისეთი ვარსკვლავი მოიწვია, როგორიც თორნიკე შენგელიაა. შენგელიას სხვა გუნდებიც იწვევდნენ, მაგარამ მან საბოლოოდ ჩვენთან თამაში მოისურვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კლუბის მზარდ ავტორიტეტს საერთშორისო დონეზე“, - ტრანსფერის შესახებ განცხადება კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 2009-12 წლებში ბოლონიის „ვირტუსში“ ვიქტორ სანიკიძე გამოდიოდა. სწორედ იქ შეარქვეს მას Air Georgia. ასევე წაიკითხეთ: მედია: თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა

Adidas-ი რუსეთის ტერიტორიაზე გაყიდვებს აჩერებს

Adidas-მა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავის მაღაზიებში გაყიდვებს აჩერებს. გარდა ამისა, აღარ იმუშავებს ცნობილი ბრენდის ოფიციალური რუსული ონლაინ-მაღაზია. ამასთან, კომპანია რუსეთში თავის თანამშრომლებითვის ხელფასის გადახდას გააგრძელებს.  ასევე წაიკითხეთ: ვიდეობლოგების სერვისი TikTok-ი რუსეთში მუშაობას ზღუდავს ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის  

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინმა უნდა შეწყვიტოს ულტიმატუმები და დაიწყოს დიალოგი

"პუტინმა უნდა შეწყვიტოს ულტიმატუმების დაყენება და დაიწყოს დიალოგი", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმზე დათანხმებისთვის, თუმცა, ჩვენ გვაქვს შესაძლო გამოსავალი კრემლის სამ მოთხოვნაზე საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა შეწყვიტოს მოთხოვნების დაყენება და დაიწყოს დიალოგი. ჩემი აზრით, ახლა პუტინი არის მოქცეული საკუთარ საინფორმაციო ვაკუუმში. ის იღებს ინფორმაციას, რომელიც რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევში ვიმყოფები და არსად წასვლას ვაპირებ

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი: უახლოესი ორი თვე პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს

უახლოესი ორი თვე პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს, – ამის შესახებ განცხადება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ გააკეთა. „ხორბალი აუცილებლად შემოვა, ამის გარანტია არის. ფასებმა თუ მერყეობა დაიწყო, იგივე ხორბლის ფასიდან ან ლარის კურსიდან გამომდინარე, მაშინ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრეროგატივა. მათ ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ამ მერყეობის შემთხვევაში, მზად არიან, გარკვეული სუბსიდირების მექანიზმით ჩაერიონ, რათა ეს არ იგრძნოს მოსახლეობამ პურის გაძვირებასთან მიმართებაში. ჩვენ მარაგები გვაქვს, რაც ძალიან გვიცავს. ეს არის უსაფრთხოების ბალიში“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

ბენ უოლესი: ლონდონი პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს ვერ გადასცემს

ლონდონი პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს ვერ გადასცემს, რადგან „მიგ-29“ ტიპის მოიერიშეები არ ჰყავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. „დიდი ბრიტანეთი ვერ მიაწვდის პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვთმფრინავებს, ჩვენ არ გვაქვს ასეთი ტიპის მოიერიშეები, „მიგ-29“ და სხვები. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ეს პოლონეთის გადასაწყვეტია, მხარს დაუჭერს თუ არა უკრაინას“, – განაცხადა ბენ უოლესმა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი უკრაინას $230 მილიონით დაეხმარება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: ქალაქ სუმიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაადასტურეს, რომ ქალაქ სუმიდან დაიწყო მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია. პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ტელეგრამ-არხით ავრცელებს ვიდეოს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქს მისცეს „მწვანე დერეფანი“ და დაიწყო ევაკუაციის პირველი ეტაპი. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

სენატორი მენენდესი აშშ-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა იკისროს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინას გამანადგურებლები გადასცენ

აშშ-ის წამყვანი სენატორი ბობ მენენდესი აშშ-ს მოუწოდებს, რომ პასუხისმგებლობა იკისროს ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინას მათ შეიარაღებაში არსებული რუსული გამანადგურებლები გადასცენ. დემოკრატმა ბობ მენენდესმა, რომელიც სენატის საერთაშორისო კომიტეტს ხელმძღვანელობს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შესაბამისი შინაარსის წერილი გაუგზავნა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს რუსული წარმოების გამანადგურებლების გადაცემისკენ მოუწოდა. საუბარია მიგ-29 და სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებზე, რომელთა მართვა უკრაინელ პილოტებს, სპეციალური მომზადების გარეშე, მარტივად შეუძლიათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოლონეთთან და NATO-ს სხვა წევრ ევროპულ ქვეყნებთან ამ ტიპის რუსული თვითმფრინავების უკრაინისათვის გადაცემის საკითხზე კონსულტაციებს მართავს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 მარტს განაცხადა, ვაშინგტონი მუშაობს იმაზე, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ რუსული წარმოების გამანადგურებლები უკრაინას და ამის სანაცვლოდ, ასევე სწრაფად მიიღონ ამერიკული წარმოების F-16 კლასის თვითმფრინავები. „თეთრი სახლი არ არის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგი, მაგრამ „ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც თვითმფრინავების უბრალოდ გადაადგილება“, - განაცხადა თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმია ევროკავშირის დახმარების ფარგლებში მიიღებს 70 საბრძოლო თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, მიგ-29 და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს ბულგარეთისგან, პოლონეთისგან და სლოვაკეთისგან მიიღებენ. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები პოლონეთის აეროდრომებზე იქნებიან ბაზირებულნი. ენტონი ბლინკენი: NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ

ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის, ისაუბროს, მაგრამ კაპიტულაციას არ აპირებს. ABC News-ის კითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა, შეასრულოს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტისთვის: მაგალითად, უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, ყირიმი აღიაროს რუსეთის ნაწილად და აღიაროს LPR/DPR-ის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, ზელენსკიმ უპასუხა:  ეს ეხება ხალხს, ვინც მე ამირჩია. NATO-სთან დაკავშირებით, მე დავკარგე ინტერესი ამ საკითხის მიმართ მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ NATO არ არის მზად უკრაინის მისაღებად. ალიანსს ეშინია რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირების. უკრაინას არ სურს, იყოს ქვეყანა, რომელიც „დაჩოქილი რაღაცას ითხოვს და ჩვენ არ ვაპირებთ, ვიყოთ ასეთი ქვეყანა, მე არ მინდა, ვიყო ასეთი პრეზიდენტი“. მე ვსაუბრობ უსაფრთხოების გარანტიებზე. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ და ვიპოვოთ კომპრომისი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და არაღიარებულ რესპუბლიკებზე, რომლებსაც არავინ ცნობს რუსეთის ფედერაციის გარდა. ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევში ვრჩები და არსად წასვლას არ ვაპირებ

გაეროს მონაცემებით, უკრაინა 2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა

უკრაინაში ომს გაქცეული ლტოლვილების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა, ამის შესახებ BBC-ს გაეროს კომისარმა განუცხადა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდმა ქვეყნიდან მასობრივ გამოსვლას ევროპაში ლტოლვილთა ყველაზე სწრაფად მზარდი კრიზისი უწოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

სუს-ი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო კონტროლს ექვემდებარება

ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც სუს-ში აცხადებენ, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების ე.წ. მასიური და უკონტროლო შემოდინების შესახებ. მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს

ბრიტანულმა Shell-მა გამოაცხადა, რომ აპირებს, დახუროს თავისი ბენზინგასამართი სადგურები რუსეთში და შეაჩერებს ქვეყნიდან ნავთობის ყველა შესყიდვას უკრაინაში შეჭრის ფონზე. ენერგეტიკულმა გიგანტმა განაცხადა, რომ აპირებს, უარი თქვას რუსულ ენერგეტიკაში ყოველგვარი ჩართულობისგან, მათ შორის გაზის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩათვლით. Shell დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა შაბათ-კვირას, მას შემდეგ, რაც რუსული ნედლი ნავთობი ტვირთი ფასდაკლებით შეიძინა. ამის გამო, კომპანიამ ბოდიში მოიხადა. როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა

დონალდ ტუსკი: სოლიდარობა მოქმედებაშია. პოლონეთმა ორ კვირაში 1.2 მილიონი უკრაინელი მიიღო

"სოლიდარობა მოქმედებაშია. ბრიტანეთმა უკრაინელ ლტოლვილებს 50 ვიზა გასცა, ხოლო პოლონელებმა ორ კვირაში 1.2 მილიონი უკრაინელი მიიღეს", - „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა. „სოლიდარობა მოქმედებაში. ბრიტანეთმა უკრაინელ ლტოლვილებს 50 ვიზა გასცა, ხოლო პოლონელებმა ორ კვირაში 1.2 მილიონი უკრაინელი მიიღეს. „ჩვენ გულუხვები ვართ, როგორც შეგვიძლია, ჩვენ ძალიან, ძალიან გულუხვები ვართ“, - წერს დონალდ ტუსკი. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი უკრაინას $230 მილიონით დაეხმარება  

ზურაბ აზარაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის თურქულ მოდელს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მედიკამენტების თურქული ბაზრის გახსნაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მედიკამენტების ფასის რეგულირების მექანიზმებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი თურქეთის ჯანდაცვის სისტემის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოშიც, სადაც ქართველი პაციენტების თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობის საკითხებს განიხილავენ. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ზურაბ დვალი.

უკრაინა: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შენობები დაბომბეს

"რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შენობები დაბომბეს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობების დაბომბვა და განაცხადა, რომ რუსების ქმედება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ვენის კონვენციებს დიპლომატიური, საკონსულო ურთიერთობების შესახებ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტიკარაძე რექტორის მოადგილის რანგში უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს. კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე 2019-2021 წლებში იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“. 2008-2013 წლებში შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.