ძებნის რეზულტატი:

ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ადგილზე უკვე მივიდნენ სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება. მათ თურქი კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუ მასპინძლობს. ამასთან, მხარეებს შორის შეხვედრას თურქეთის პირველი დიპლომატიც ესწრება. ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ

შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰაიდი გრაუს შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვისა და 2009 წლიდან შვეიცარიის მიერ შუამავლის მანდატის შესრულებისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში.  

დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა

დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით

ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრა დასრულდა. როგორც დმიტრო კულებამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ, დმიტრო კულებას თქმით, ლავროვმა ქალაქ მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობის პირობაც ვერ დადო. „ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ რუსეთი ახლა არ არის იმ პოზიციაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დააწესოს. მათ სურთ, უკრაინა ჩაბარდეს, ეს ის არ არის, რასაც ისინი მიიღებენ. უკრაინა არის ძლიერი, უკრაინა იბრძვის, უკრაინამ ჩაშალა რუსეთის თავდაპირველი გეგმები. ჩვენ მზად ვართ, ვეძებოთ დაბალანსებული დიპლომატიური გამოსავალი, რათა დავასრულოთ ეს ომი, თუმცა ჩვენ არ დავნებდებით“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

სერგეი ლავროვი: გვინდა, რომ მოლაპარაკებები ბელორუსში გაგრძელდეს

გვინდა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ბელორუსში, რათა შევთანხმდეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც უკრაინის კრიზისის განმუხტვაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან შეხვედრის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენს კოლეგებს შევახსენებთ, რომ ბელორუსში მიმდინარე მოლაპარაკებების რაუნდზე რუსულმა მხარემ წარმოადგინა კონკრეტული იდეები იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების თვალსაზრისით, უკრაინულმა მხარემ ეს დოკუმენტები კიევში წაიღო და დაგვარწმუნა, რომ მალე პასუხს მოგვცემდნენ. ჩვენ გვინდა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ბელორუსში, რათა შევთანხმდეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც უკრაინის კრიზისის განმუხტვაში დაგვეხმარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ევროპულ კონტინენტზე იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესი იყოს მხედველობაში მიღებული“, – განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით

სერგეი ლავროვი: დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა გვინდა, რომელიც რუსულ ენასა და კულტურას არ აკრძალავს

ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, რომ რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას და არც სხვა ქვეყნებზე თავდასხმას გეგმავს. „ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, რომელიც რუსულ ენასა და კულტურას არ აკრძალავს. დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა რომ ალტერნატივა არ აქვს ბელარუსის მოლაპარაკების ფორმატს.  კრიზისიდან გამოსავალი უნდა იყოს მისაღები ევროპის კონტინენტზე ყველა ქვეყნისთვის. სამხედრო ოპერაციაზე ანგარიშს აკეთებს თავდაცვის სამინისტრო. ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის“, – განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი: გვინდა, რომ მოლაპარაკებები ბელორუსში გაგრძელდეს

უკრაინული მედია: კიევის ოლქში, რუსეთის არმიის სატანკო პოლკის მეთაური მოკლეს

კიევის ოლქში, ბროვარის რაიონში საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის არმიის სატანკო პოლკის მეთაური, ანდრეი ზახაროვი მოკლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, რუსები იძულებულები გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ და თავდაცვაზე გადასულიყვნენ. ასევე წაიკითხეთ: რუსეთმა უკრაიაში „სამხედრო ოპერაციაში“ წვევამდელების მონაწილეობის ფაქტი აღიარა - Reuters

დმიტრო კულება: მზად ვარ, სერგეი ლავროვს კვლავ შევხვდე

მზად ვარ, სერგეი ლავროვს კვლავ შევხვდე მოცემულ ფორმატში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყველაზე ტრაგიკული სიტუაცია ამჟამად გახლავთ ქალაქ მარიუპოლში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ბომბავენ ჰაერიდან, რომელსაც ასევე ურტყამს საარტილერიო ცეცხლი. მე მოვედი აქ ჰუმანიტარული მიზნებით, რათა გამოვსულიყავი შეხვედრიდან, რომ მომხდარიყო ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობა შიგნით და პლუს გარეთ. ანუ მარიუპოლიდან რომ გამოგვეყვანა მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ, დატოვონ ეს შიშისა და ბრძოლის ტერიტორია, ჰუმანიტარული დერეფანი გაგვეხსნა მარიუპოლში, რათა შეგვეტანა ჰუმანიტარული დახმარება ამ ქალაქში. თუ სახელმწიფოს, რომელიც თავს გვესხმის, ომის გაჩერება არ უნდა, ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით

თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან ვიორელ მოშანუსთან და გაეროს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ურთულესი მდგომარეობა, მისი გავლენა გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. "როგორც ეუთოს, ასევე გაეროს წარმომადგენელთან საუბრისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, კონფლიქტით დაზარებული ადამიანების მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების - ირაკლი ბებუას, მამუკა ჩხიკვაძის, კახაბერ ნათაძის, ვალერი კანიაშვილის, ზაზა მეგრელიშვილის და თამაზ გოგიჩაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ასევე, განსაკუთრებით ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ტელევიზიამ ახსენა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვა, მაგრამ სიმართლე არ უთქვამს

„რუსულმა ტელევიზიამ ახსენა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვა, მაგრამ სიმართლე არ უთქვამს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში აღნიშნა. „რუსებს მოატყუეს, რომ საავადმყოფოში პაციენტები არ იყვნენ, ხოლო სამშობიაროში ქალები და ბავშვები არ ყოფილან. ისინი თავდაჯერებულად იტყუებოდნენ, როგორც ყოველთვის. მინდა, მათ ერთი რამ ვუთხრა: თქვენ ისევე მოგიწევთ პასუხისგება, როგორც მათ, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებებს გასცემს", - განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: BBC: უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

მევლუთ ჩავუშოღლუ: ომს არ ჰყავს გამარჯვებული, დამარცხებულები კი, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან

ომს არ ჰყავს გამარჯვებული, დამარცხებულები კი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, ანტალიაში, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შეხვედრა, განსაკუთრებით ლიდერების დონეზე, დღის წესრიგში დადგა. უკრაინული მხარე, ზელენსკი მზად არის ასეთი შეხვედრისთვის. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მრავალი ელემენტია, მათ შორის ნეიტრალიტეტი. ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა განიხილება. თქვენ იცით, რომ ასეთ შემთხვევაში უკრაინას სურს, რომ ზოგიერთი ქვეყანა იყოს აქ გარანტი. ერთ-ერთი მათგანი თურქეთია", - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: მზად ვარ, სერგეი ლავროვს კვლავ შევხვდე

მევლუთ ჩავუშოღლუ: ერთი შეხვედრიდან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ

უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თურქეთში გამართულმა შეხვედრამ რაიმე შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მაინც „მნიშვნელოვანი დასაწყისია“. ამის შესახებ BBC წერს. თურქულ ტელეარხ Haberturk-ის ცნობით, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „სასწაულებს არ უნდა ველოდოთ ერთი შეხვედრიდან. სერგეი ლავროვი: დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა გვინდა, რომელიც რუსულ ენასა და კულტურას არ აკრძალავს დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს სერგეი ლავროვი: გვინდა, რომ მოლაპარაკებები ბელორუსში გაგრძელდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება

ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ სასურსათო მარაგებთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ არის. მოვუწოდო მათ, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს. ამით ისინი აძვირებენ პროდუქციას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ხანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება. „მესმის, რომ გარკვეულწილად მათ მოლოდინები აქვთ, მაგრამ პროდუქციის დეფიციტზე ნამდვილად არ არის საუბარი. სასაწყობო მეურნეობები, ტვირთი გზაში, დადებული ხელშეკრულებები – ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყნის ცალსახა და წარმატებულ მომარაგებას. ის ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც შეიქმნა გუშინ დიდი პანიკის გამო, დღეს აღმოფხვრილია. დღევანდელი ემოციური ფონი შენარჩუნებულია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით სანახევროდაც არა. ვფიქრობ, ეს ხვალ და ზეგ საერთოდ გადაივლის და მიხვდებიან ადამიანები, რომ იყიდეს ტომრებით ფქვილი, მაგრამ რად უნდათ არ იციან, ტომრებით შაქარი, რად უნდათ არ იციან", - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს

იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა

იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა შეაჩერა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ Shell-ი და BP ასევე შეაჩერებენ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 8 მარტს განაცხადა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. ამავე თემაზე ნავთობის გიგანტი, იტალიური Eni „ცისფერი ნაკადის“ პროექტიდან გასვლით, რუსულ „გაზპრომთან“ თანამშრომლობას წყვეტს აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს

დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გართულებული უსაფრთხოების გარემო, გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე და დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი. „აღინიშნა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და საქართველოსადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა იმ შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, რაც რეგიონში მიმდინარე პროცესებს შეიძლება, მოჰყვეს საქართველოსთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში, ჩეხეთის მხარემ დააფიქსირა, რომ კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რასთან გამკლავებაც უწევს საქართველოს და გამოხატა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი. საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირში წარდგენილი გაწევრიანების განაცხადის თაობაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მოელის პარტნიორთა მხარდაჭერას ამ მიმართებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. მათივე ცნობით, მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, განაგრძონ ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება.

თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვმა შესაძლოა „ცრუ დროშის“ ოპერაციასაც მიმართოს და ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენების „საბაბი“ შექმნას. „ახლა, როდესაც რუსეთმა გამოთქვა ეს ცრუ პრეტენზიები და ჩინეთმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა ამ პროპაგანდას, ჩვენ ყველამ თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი უკრაინაში, ან შექმნას „ცრუ დროშის“ ოპერაცია მათი გამოყენებით”, - აცხადებს ჯენ ფსაკი.  

უკრაინის სახალხო დამცველი: რუსეთის აგრესიას 71 ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთის აგრესიას 71 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 100-ზე მეტი ბავშვი კი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. ამასთან, დენისოვამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს თხოვნით მიმართა, რომ დაუყოვნებლივ ჩაკეტონ უკრაინის ცა. ასევე წაიკითხეთ: BBC: უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

გივიკო აბდუშელიშვილი: პატრიოტიზმი ასევე არის პროფესიონალიზმი, მთავარი, სწორი ღირებულების მხარეს ყოფნისთვის მუდმივი მზადყოფნაა

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. ამავე დროს, მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ წყვეტენ რუსეთთან საქმიან ურთიერთობებს. რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველომ უკვე გაიარა 2008 წელს და დღემდე მცოცავი ოკუპაციის პირობებში უწევს ცხოვრება. რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე, რომელიც დღემდე მიტაცებული აქვს რუსეთს. განსაკუთრებულია ახალგაზრდების აქტიურობა და პროტესტი რუსეთის მიმართ, უკრაინის დახმარების სურვილით გაერთიანებულები, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, სხვადასხვა პლატფორმიდან თავიანთ პოზიციას ღიად აფიქსირებენ. გივიკო აბდუშელიშვილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობს. ის 16 წლისაა, მან გადაწყვიტა, თავის წვლილი შეეტანა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოქალაქეების დახმარების საქმეში. ამრიგად, ქართველმა გივიკო აბდუშელიშვილმა და უკრაინელმა არსენ ნასიკოვსკიმ გადაწყვიტეს, შეექმნათ ვებგვერდი და გაეყიდათ საკუთარი ტანსაცმელი, შემოსული თანხა კი, უკრაინელებისთვის დახმარების ფონდში გადაერიცხათ. „ჩვენი მისია მარტივია - ჩვენ ვეხმარებით უკრაინას საკუთარი ტანსაცმლის გაყიდვით და მოგების შემოწირულობით. თითოეული ჩვენი ნივთი შეიცავს ჰეშთეგს (#). ჩვენ ვიყენებთ სოციალურ მედიას, რათა ხელი შევუწყოთ მშვიდობის გზავნილის გავრცელებას. ჩვენ ვსწავლობთ ნიუ-იორკის უმაღლეს სასწავლებელში და გამუდმებით განვიცდით წუხილსა და შიშს უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო. ამიტომაც დავიწყეთ ეს პროექტი. შეიძინეთ ჩვენი ტანსაცმელი და დაეხმარეთ უკრაინას", - ამბობს გივიკო თავის გზავნილში. მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გზავნილის და მშვიდობის მესიჯის გავრცელება რადგან, ეს საინფორმაციო ომიცაა. მათ მიერ გამოყენებული ჰეშთეგი კი იძლევა საშუალებას, უფრო ნახვადი და გავრცელებადი იყოს უკრაინის პრობლემის შესახებ. გივიკო აბდუშელიშვილმა ასევე ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც ის საუბრობს შექმნილ ვითარებაზე და ასევე სანქციების უფრო ეფექტიანად გატარების გზებზე. ,,მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა უკვე დააწესა დამატებითი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. თუმცა, როგორც ჩემი ტვიტერის გვერდზე აღვნიშნე, რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა შემოიღოს და დააკანონოს კრიპტოვალუტით გადახდის მეთოდები, რომელთა თვალყურის დევნება შეუძლებელია როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში. ბ-მა ბორის ჯონსონმა, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატმა და წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას, ამიტომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პრეზიდენტ პუტინს, სერგეი ლავროვს, 5 რუსულ ბანკს, პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ასზე მეტ კომპანიასა და ოლიგარქს რუსეთსა და ბელორუსიაში. პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ აღნიშნა, და მე ჩემი ტვიტერის გვერდზე გამოვაქვეყნე, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ გზას. მათ სურთ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის სხვა მსოფლიო ლიდერებიც იგივე პოზიციას უნდა იზიარებდნენ".   გივიკო აბდუშელიშვილი საქართველოში დიპლომატების ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა გივი აბდუშელიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი იყო უზბეკეთში და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი. გივიკოს მიზანია, მიიღოს ამერიკული განათლება და დაბრუნდეს საქართველოში. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მისი სურვილია, ქვეყანას თავის პროფესიით დაეხმაროს განვითარებასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში. ფიქრობს თუ არა დიპლომატობაზე? ამაზე ეღიმება. „ჯერ ადრეა საუბარი.. მთავარია, იყო კარგი მოქალაქე, კარგი პროფესიონალი სადაც ხარ და რაზეც მუშაობ, რადგან პროფესიონალიზმი პატრიოტიზმია. „წინ გრძელი გზაა სწავლის და რაც მთავარია მუდმივად უნდა გქონდეს მზადყოფნა სწორი ღირებულებების მხარეს ყოფნის“, - ამბობს გივიკო.

ოლაფ შოლცი თურქეთს ეწვევა

გერმანიის კანცლერი თურქეთს 14 მარტს ეწვევა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს. ოლაფ შოლცი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ პროცესებს განიხილავენ. ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ის 2021 დეკემბერში გერმანიის კანცლერად აირჩიეს.      

სენატორები ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის MIG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხზე აკრიტიკებენ

„დემოკრატი“ და რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ „უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხზე დაუყოვნებლივ არ იმოქმედა“. „გაუგებარია, შუა გზაში რატომ ვდგავართ", - განუცხადა CNN-ს დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა. რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ საკითხის გარშემო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი პრეზიდენტმა უნდა იკისროს. „ხელისუფლების პირველი შტო ამასთან დაკავშირებით, თითქმის ერთსულოვანია. არ ვიცი, აქ ვინ არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ მეორე შტოში დაყოფა შემაშფოთებელია. ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქმეა. მან ნაბიჯი უნდა გადადგას და საკითხის ირგვლივ გააერთიანოს“, – განაცხადა სენატორმა რიშმა CNN-თან. მან პენტაგონის პოზიციას, რომ თვითმფრინავების გადაცემა ესკალაციას გამოიწვევდა, აბსურდი უწოდა. „ვართმევთ იახტებს, ვილებს, უკრაინელებს ყველა იმ იარაღს, რაც შეგვიძლია რომ მივცეთ. სისულელეა იმის თქმა, რომ ეს მათ გააღიზიანებთ“, – განაცხადა რიშმა. თავის მხრივ, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რობ პორტმანმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ უნდა წყვეტდეს, თუ როგორი იქნება უკრაინის სამხედრო სტრატეგია. „ადმინისტრაციამ უბრალოდ გვითხრა, რომ ფიქრობენ, უკრაინას სხვა რაღაცები უფრო მეტად სჭირდება, რაც ბრძოლის ველზე უფრო ეფექტიანი იქნება. თეორიულად, ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების მთავრობა წყვეტს, რა სამხედრო სტრატეგია უნდა ჰქონდეს უკრაინას. უკრაინას სურს თვითმფრინავები. მათ მიიღეს გადაწყვეტილება".  აშშ ამ ეტაპზე უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას მხარს არ უჭერს. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ 10 მარტს განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს განუცხადა, რომ აშშ მხარს არ უჭერს ამ ეტაპზე MiG-29-ის გადაცემას უკრაინის საჰაერო ძალებისთვის. „თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის საჰაერო ძალებისთვის დამატებითი გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემას“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო საშუალება იარაღისა და თავდაცვის სისტემების მიწოდებაა, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ რუსული აგრესიის დასამარცხებლად. კერძოდ, კირბიმ იგულისხმა ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. ასევე, პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, დაზვერვის შეფასების მიხედვით, MiG-29-ის უკრაინაში გადაცემა შეიძლება, შეცდომით ჩაითვალოს ესკალაციად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მნიშვნელოვანი რეაქცია და NATO-სთან სამხედრო ესკალაციის პერსპექტივები გაზარდოს. ამავე თემაზე პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს