ძებნის რეზულტატი:

ფუმიო კიშიდა: კურილიის კუნძულები იაპონიას ეკუთვნის

იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ კურილიის კუნძულები იაპონიას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაიას რუსული მედია ავრცელებს. მანამდე, 28 თებერვალს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა ჰიდეკი უიამამ იაპონიის პარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კურილიის კუნძულების სამხრეთ ნაწილის ოკუპაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც რუსული არმიის თავდასხმა უკრაინაზე. ხუთშაბათს, 3 მარტს, ფუმიო კიშიდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქების აქტივების გაყინვის შესახებ, ქვეყნის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო. ადრე იაპონიის ხელისუფლება არ იყენებდა სიტყვა „ოკუპაციას“ კურილიის სამხრეთ ნაწილთან მიმართებით და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ „იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება ამ კუნძულებზე“. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის. იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ

გორის საკრებულოს თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებაზე კარგი წარმოდგენის არ ვარ

უკრაინის ხელისუფლებაზე კარგი წარმოდგენის არ ვარ. საქართველო უამრავ დახმარებას უწევს და "რაღაც თემებით" არიან დაინტერესებულნი, - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ განაცხადა. „ეს ნარატივი, იმის მაგივრად, რომ გაჭირვებულ ხალხს… ხალხს, თორემ,უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, იმიტომ, რომ როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, რაღაც თემებით არიან დაინტერესებულნი. მიხედე იქ, უკრაინაში… 45-მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ ამ დაჟანგებული რუსული არმიისთვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია“, — განაცხადა რაზმაძემ. დავით რაზმაძე ასევე, საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხევითაც გორში სტალინის მუზეუმი უნდა დაიხუროს. „პოლიტიკური პირი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მით უმეტეს, ისეთი ქვეყანა, როგორიც პოლონეთია — ჩვენი მეგობარი და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის, მისი ეკონომიკა სერიოზულ წინსვლას განიცდის. იცით, როგორი თემაა? სტალინის აპოლოგეტი არ არის ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ არსებული მუზეუმი არის ძალიან სერიოზული შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. თან ეს მუზეუმი ექვემდებარება კულტურის სამინისტროს. მე ვფიქრობ, ეს განცხადება [ელჩის] იყო ძალიან არასერიოზული, თან პირდაპირ ეკონომიკაზე იყო დარტყმა, რომ თქვენი შემოსავლები მე არ მაინტერესებს, დახურეთო… სტალინი ვინ იყო, როგორ იყო, თქმა არ არის საჭირო, ყველამ კარგად იცის, მაგრამ დედა რომ მყავდეს რუსი და მითხრან, რომ რაზმაძე, დედაშენი გაუშვი სახლიდან, რაღაც მაგის მსგავსი იყო… ვერ ჯდება ვერფერში“, — განაცხადა რაზმაძემ.  

უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. იტალიური მხარის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, ასევე რომსა და ბაქოს შორის თანამშრომლობის განვითარების გზები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. 28 თებერვალს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო ევროპისთვის თხევადი გაზის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებელ ალჟირს ეწვია, 5 მარტს კი, კატარს ეწვია. გარდა ამისა, 5 მარტს, პრემიერ-მინისტრმა დრაგიმ სატელეფონო საუბარი გამართა კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ-სანისთან. 8 მარტს, ენერგეტიკულმა გიგანტმა, Shell-მა, განაცხადა, რომ რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას შეწყვეტს. რუსეთმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დახუროს თავისი მთავარი გაზსადენი გერმანიაში, თუ დასავლეთი განაგრძობს რუსული ნავთობის აკრძალვას. ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადამ რომ „რუსული ნავთობის უარყოფა გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს გლობალურ ბაზარზე, რაც გამოიწვევს ბარელი ნავთობის ფასის გაორმაგებას და ღირებულების 300 დოლარამდე გაზრდას. 

ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახევ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  მათივე ცნობით, საუბრის მთავარი თემები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო. პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ მიესალმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ევროკომისიას ეთხოვა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილი განაცხადების შესწავლა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის დამატებითი მოტივაცია რეფორმების დღის წესრიგის დასაჩქარებლად და ამ გზაზე საქართველოს ბელგიის სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მხარეებმა, სატელეფონო საუბრისას ყურადღება დაუთმეს უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციები შეეხებათ რუს ოლიგარქებს, პოლიტიკოსებსა და ბელორუსის სამ ბანკს. სანქციების პროექტი ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ სამშაბათს დილით მიიღო და ევროკავშირის ელჩები მას შეხვედრაზე განიხილავენ.  წყაროს თქმით, პროექტის თანხმად, ბელორუსის სამ ბანკი SWIFT-ის საბანკო სისტემიდან გაირიცხება და კიდევ რამდენიმე ოლიგარქს და რუს კანონმდებელს შეიყვანენ „შავ სიაში“. ეს პაკეტი ასევე კრძალავს ევროკავშირიდან საზღვაო აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტს რუსეთში და იძლევა მითითებებს კრიპტოვალუტების მონიტორინგზე, რათა თავიდან იყოს აცილებული მათი გამოყენება ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით, აცხადებენ წყაროები. რუსეთში საზღვაო აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტის აკრძალვა ძირითადად მის გადაზიდვის სექტორს უმიზნებს, აცხადებს Reuters-ის წყარო.  როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა

მეტე ფრედერიკსენი: დანია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის, - ამის შესახებ დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერისკენი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც მეტე ფრედერისკენი აღნიშნავს, დანია და ევროკავშირი დგას აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და სურს საჭირო დახმარების აღმოჩენა. „ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის. დანია და ევროკავშირი ვდგავართ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და გვსურს საჭირო დახმარების აღმოჩენა“, - წერს დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას „ომის დასრულების გზები“ განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მედიაციაში ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. „ვესაუბრე ნაფტალი ბენეტს. მადლობა გადავუხადე ისრაელის მედიაციის ძალისხმევისთვის. განვიხილეთ ომისა და ძალადობის დასრულების გზები“, – წერს ზელენსკი.    

CNN: ჯო ბაიდენი დღეს აშშ-ში რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს აშშ-ში რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ აღნიშნულ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი. ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters

იენს სტოლტენბერგი: ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლატვიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ალიანს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, აქედან გამომდინარე, NATO ერთიანია ამ კრიტიკულ მომენტში საერთო უსაფრთხოების დასაცავად. ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვის ფუნდამენტური უფლების დაცვაში, ხსნიან საზღვრებს ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევის მიზნით.  „ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. არსებობს ძალიან სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციის მცდელობისას ცეცხლის ქვეშ არიან. მშვიდობიანი მოსახლეობისადმი დამიზნება ომის დანაშაულია. ეს სრულიად მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება რეალური ჰუმანიტარული დერეფნები. ჩვენ თვეების განმავლობაში ვაცხადებდით, რომ პრეზიდენტ პუტინს ძვირი დაუჯდება უკრაინის წინააღმდეგ განახლებული აგრესია და ეს არის ზუსტად ის, რის საფასურსაც ახლა იხდის. რუსეთი დაზარალდა მკაცრი და უპრეცედენტო სანქციებით და თითქმის სრულად იზოლირებულია მსოფლიო არენაზე. მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვის ფუნდამენტური უფლების დაცვაში. ხსნიან საზღვრებს ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევის მიზნით. ტანჯვა, რომელსაც ახლა ვხედავთ უკრაინაში, საშინელებაა. ეს ყველა ჩვენგანზე მოქმედებს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ ის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს კიდევ უფრო საშიში, დამღუპველი და კიდევ უფრო მომაკვდინებელი იქნებოდა. სიტუაცია შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს. NATO ერთიანია ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენი საერთო უსაფრთხოების დაცვის საკითხში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ლატვიის პრეზიდენტი: ჩვენ დაცულები ვართ. NATO მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს იცავს

NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით. ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ალიანსის გენერალუდ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლევიტსის თქმით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა აჩვენონ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია და რომ ამ გზით ისინი შეაკავებენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას. „ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ჩვენ დაცულები ვართ. ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყანა ვართ და სხვა მოკავშირეები დაგვიდგებიან გვერდით და დაგვიცავენ. NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით.ზომები, რომლებიც დღეს განვიხილეთ გენერალურ მდივანთან, მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა ვაჩვენოთ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია, მისი წევრი ქვეყნების ყველა ტერიტორია, მათ შორის ლატვიაში. ამ გზით ჩვენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას შევაკავებთ, მას მხოლოდ ძალადობა ესმის, NATO ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ორგანიზაციაა მსოფლიოში“, - განაცხადა ეგილს ლევიტსმა. იენს სტოლტენბერგი: ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ში რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ ამ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი.  

აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს

აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. მისი თქმით, აშშ თავის მოკავშირეებთან კონსულტაციებს აწარმოებს. დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია. ჩვენ ვკრძალავთ რუსული ნავთობისა და გაზის ყველანაირ იმპორტს. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინის „ომის მანქანას“. პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მოსახლეობა მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს, რომ წინ აღვუდგეთ ვლადიმერ პუტინს. შესაძლოა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები არ არიან ისეთ სიტუაციაში, რომ შემოგვიერთდნენ, აშშ აწარმოებს ნავთობს შეერთებულ შტატებშივე, იმაზე დიდი რაოდენობით, ვიდრე ევროკავშირი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია, ეს ნაბიჯი გადავდგათ, როდესაც სხვა ქვეყნებს არ აქვთ ამის საშუალება, მაგრამ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა შევიმუშაოთ გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ რუსული გაზი და ნავთობი ბაზრიდან ჩავხსნათ. ჩვენ ვართ ერთიანი და ვიცით, რომ პუტინზე ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ

იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. ქვეყანამ კიდევ 32 რუსი და ბელორუსი მაღალჩინოსნისა და ოლიგარქის აქტივები გაყინა. ახლად დამატებული სანქციები შეეხება 20 რუსს, მათ შორის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილეებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს და მთავრობასთან მჭიდრო კავშირების მქონე კომპანიების Volga Group-ის, Transneft-ისა და Wagner-ის აღმასრულებლებს. სანქცირებულთა სიაშია ბელორუსის მთავრობის 12 წარმომადგენელი, ასევე, რუსეთის და ბელორუსის ათზე მეტი ორგანიზაცია. იაპონია რუსეთსა და ბელორუსში ნავთობის გადამმუშავებელი ტექნიკის და ზოგადი დანიშნულების ნივთების ექსპორტსაც კრძალავს.  სანქციები ასევე შეეხება ბელორუსის 12  სახელმწიფო მოხელესა და ბიზნესმენს, ასევე, 12 ორგანიზაციას რუსეთსა და ბელორუსში.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად

უკრაინის ენერგეტ მინისტრი ჰერმან გალუშჩენკოს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამო, ბირთვული ომი შესაძლოა, რაკეტების გაშვების გარეშეც დაიწყოს. გალუშჩენკო საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდებს. ჩერნობილისა და ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურების შესახებ საუბრისას, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 24 თებერვლიდან, მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, რომელიც ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად. მისივე განცხადებით, მსოფლიომ დაინახა სასტიკი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა. „ომის შედეგად უკვე დაიღუპა სულ მცირე 38 ბავშვი. ეს შეუძლებელი ჩანდა 21-ე საუკუნის ევროპაში. თუმცა ეს ასეა", - განაცხადა მინისტრმა. გავრცელებული ინფორმაციით, ZNPP რუსული ძალების კონტროლის ქვეშაა 4 მარტიდან, ჩერნობილის ზონა კი, ოკუპანტებმა 24 თებერვალს დაიკავეს. BBC წერს, რომ ელექტროსადგურის ასზე მეტი თანამშრომელი და 200 უკრაინელი მცველი ტყვეობაშია.

ბორის ჯონსონი: უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმა“ გვექნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმას“ აანონსებს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ვიშეგრადის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ასევე არის შეთანხმება იმის შესახებ, რომ საჭიროა, ვაჩვენოთ უკრაინის ხალხს ახლა, რომ რაც არ უნდა მოხდეს,  თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა დაცული და აღდგენილი იქნება, ჩვენ ახლიდან ავაშენებთ უკრაინას და გვექნება მარშალის გეგმა უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ჯონსონმა. მარშალის გეგმა (ინგლ. Marshall Plan), ოფიციალურად ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა (European Recovery Program - ERP) - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ის მიერ შემუშავებული პროგრამა ევროპის აღმშენებლობისთვის.  ნიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად. გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძირითადად, კი უილიამ კლეიტონმა და ჯორჯ კენანმა შეიმუშავეს.

„ჯორჯიან ეარვეისმა“ გადახდის სისტემებში რუსული „Мир“-ი დაამატა

7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში „მასტერქარდისა“ და „ვიზას“ გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა. ამ ინფორმაციას რადი თავისუფლება ავრცელებს. გამოცემის ცნობით, "ჯორჯიან ეარვეისის" საიტზე "მირის" სიმბოლო უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ გამოჩნდა. „მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს [შევუერთდე], სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს, ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს. სამტრედიაში რომ რკინიგზა გააჩერეს, მე ამ სისტემით ვერ ვიმუშავებ”, - უთხრა “ჯორჯიან ეარვეისის” ქართველმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა რადიო თავისუფლებას და განმარტა, რომ თუკი შეუკვეთენ, რუსეთიდან პირდაპირ რეისებზეც არ იტყვის უარს. “Мир”-ი რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთაც მუშაობს, სულ რამდენიმე ქვეყანაში. საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც “Мир”-ი ოფიციალურად გამოიყენება. "Мир"-ზე მუშაობა რუსეთმა 2014 წელს მას მერე დაიწყო, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვისთვის ფინანსური სანქციების დაწესების პერსპექტივებზე დაიწყო მსჯელობა. დღეს, როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო “VISA”-მ და “Mastercard”-მა რუსეთი დატოვეს, "Мир"-ს უკვე გაცემული აქვს 100 მილიონი ბარათი და ფარავს რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონს. "Мир"-ი არ მუშაობს ოკუპირებულ ყირიმში. წყარო - რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს

დიდი ბრიტანეთის ბიზნესის სახელწიფო მდივნის, კვასი კვარტენგის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი აპირებს, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეაჩეროს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი ბაზარს, ბიზნესს და მიწოდების ქსელს საკმარისზე მეტ დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, 8 მარტს, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს ზომები ისე იქნება მიღებული, რომ „არ იმოქმედოს“ გაერთიანებული სამეფოს ბიზნესებზე. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს.

კიევის უნივერსიტეტი: ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენმა ყოფილმა სტუდენტმა ვერ შეიყვარა უკრაინა

კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის „ბიოგრაფიულ ცნობებში არსებული უზუსტობების შესახებ“ ოფიციალურ განცხადებაში მიუთითებს. უნივერსიტეტის განმარტებით, თორნიკე რიჟვაძეს არ აქვს სამეცნიერო ხარისხი, რადგან მან სწავლა შეწყვიტა. „„2015 წელს ჩააბარა ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაში, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების გამო, საკუთარი სურვილით გარიცხეს. ამრიგად, სწავლის ეს პერიოდი არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა. ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ, რომ მან, როგორც ჩვენმა ასპირანტმა, ვერ შეიყვარა უკრაინა“, – წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

McDonalds-ი რუსეთში ყველა ფილიალს ხურავს

„მაკდონალდსი“ რუსეთში თავის ფილიალებს დროებით ხურავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ოფიციალური ცნობით, გასული წლის ბოლოს რუსეთში მაკდონალდსი 847 ლოკაციაზე იყო. „მაკდონალდსმა გადაწყვიტა, დროებით დახუროს ყველა ჩვენი რესტორანი რუსეთში და შეაჩეროს ყველა ოპერაცია რუსეთის ბაზარზე“, -  განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა კრის კემპჩინსკიმ.მისივე თქმით, უკრაინაში ომმა უდანაშაულო ხალხის ტანჯვა გამოიწვია. „აგრესიისა და ძალადობის დაგმობაში დანარჩენ მსოფლიოს ვუერთდებით და ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, - აღნიშნავს კემპჩინსკი.

ჯო ბაიდენი: მოვუწოდებ კონგრესს, დაამტკიცოს $12-მილიარდიანი დახმარების პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ.  „ვაპირებთ, გავაგრძელოთ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ კონგრესს, მიიღოს $12-მილიარდიანი პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერას, ასევე, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს. ამავე თემაზე აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს თეთრმა სახლმა კანონმდებლებს სთხოვა, უკრაინისთვის, $10 მილიარდის ლეტალური და ჰუმანიტარული დახმარება დაამტკიცონ