ძებნის რეზულტატი:

NATO-ს გენერალური მდივანი: ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი ურყევია

NATO-ს გენერალური მდივანი ადაჟის ბანაკში, კანადის მრავალეროვნულ საბრძოლო ჯგუფს, პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარიშთან, კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად ეწვია. ლიდერები NATO-ს სამხედრო ჯგუფს შეხვდნენ. „ჩვენი აქ ყოფნა, ერთიანობისა და ერთიანი გადაწყვეტილების შესახებ მკაფიო გზავნილია: ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი ურყევია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა. NATP-ს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მე-5 მუხლში მოცემულია კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოზე. არსებულ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. მე-5 მუხლი NATO-ს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს.

ვიქტორია ნულანდი: აშშ-ის ელჩებს აქვთ ინსტრუქცია, რომ სანქციებთან დაკავშირებით, მასპინძელ ქვეყნებთან იმუშაონ

პოლიტიკურ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვიქტორია ნულანდს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. ნულანდმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე რიგ შეკითხვებს უპასუხა და ასევე ისაუბრა სანქციებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატების საელჩოებს აქვთ ინსტრუქციები, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ. ნულანდმა ამ თემაზე შესაბამის შეკითხვას უპასუხა. „თითოეულ ელჩს აქვს ინსტრუქცია, იმუშაოს მასპინძელ ქვეყნებთან, რათა შეეცადონ, მათი სანქციები შეესაბამებოდეს აშშ-ის, ევროკავშირისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს, იმ მასშტაბით, რამდენადაც ეს ამ ქვეყნებს შეუძლიათ და რამდენადაც სურთ რუსეთის დაგმობა“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ცხადია, რომ რუსეთი წააგებს ამ ომს და ეს მხოლოდ დროის საკითხია". ნულანდმა დაამატა, რომ უკრაინას თავდაცვის საკითხში, აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეებისგან მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება. გარდა ამისა, მზარდი ჰუმანიტარული კრიზისი იყო კიდევ ერთი თემა, რომელიც მთელი მოსმენის განმავლობაში განიხილებოდა.  ასევე წაიკითხეთ ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა  

დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი მილიარდერის სტატუსს კარგავს

დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე, რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა. მისი ქონება ხუთ მილიარდზე მეტით, 800 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ოლეგ ტინკოვის თქმით, ის არასდროს ყოფილა ოლიგარქი, რადგან ბიზნესი ნულიდან დაიწყო, ამიტომ, ჟურნალისტებს სთხოვა, ასე აღარ მოიხსენიონ. Forbes-ის ცნობით ტინკოვის სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია Capital One-თან და Tinkoff Bank-თან, რომლის საბაზრო ღირებულება 23 მილიარდი დოლარიდან ერთ მილიარდ დოლარამდე დაეცა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ, Tinkoff-ის აქციების ფასი 90%-ზე მეტით დაეცა. „ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობენ. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - წერს ტინკოვი, რომელსაც 2020 წელს ლეიკემია დაუდგინდა“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე  

უკრაინამ გერმანიის კანცლერს ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება სთხოვა

უკრაინამ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებისთვის დახმარება სთხოვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა. იგორ ჟოვკვას განცხადებით, შეხვედრაზე ბევრი ასპექტის განხილვა იქნებოდა შესაძლებელი.  

ოლაფ შოლცი: უკრაინას ყველა ტიპის თავდაცვითი მასალა გადავეცით და იარაღი გავაგზავნეთ

გერმანია რა თქმა უნდა, არ გაგზავნის სამხედრო თვითმფრინავებს უკრაინაში, განაცხადა ოთხშაბათს კანცლერმა ოლაფ შოლცმა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უარყო პოლონეთის შეთავაზება მისი რუსული წარმოების MiG-29 თვითმფრინავების გერმანიაში აშშ-ის ბაზაზე გადაცემის შესახებ. „ჩვენ მივაწოდეთ ყველა ტიპის თავდაცვის მასალა და გავაგზავნეთ იარაღი, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა განვიხილოთ, რას ვაკეთებთ კონკრეტულად და რა თქმა უნდა, სამხედრო თვითმფრინავები არ არის ამის ნაწილი“, - განაცხადა შოლცმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.   კითხვაზე, იყო თუ არა გერმანია კატეგორიული წინააღმდეგი რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის, შოლცის თქმით, ის რამდენიმე თვეა, მუშაობს წიაღისეული საწვავის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებაზე. „ბევრი ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ასევე წაიკითხეთ დმიტრო კულება გერმანიას: ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს

CIA-ს დირექტორი უკრაინაში საშინელი „მომავალი რამდენიმე კვირის“ შესახებ საუბრობს

CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი უკრაინაში საშინელი „მომავალი რამდენიმე კვირის“ შესახებ საუბრობს. აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა გლობალური საფრთხეების შესახებ ყოველწლიურ მოსმენაზე განაცხადა, რომ რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში 2000-4000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. „პუტინს გადაწყვეტილი აქვს დომინირება და კონტროლი უკრაინაში, რათა ჩამოაყალიბოს თავისი კურსი. ის ამას აკეთებს წყენისა და ამბიციების აალებადი კომბინაციით მრავალი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ბერნსმა. ბერნსის თქმით, პუტინი „სამხედრო ოპერაციების“ ესკალაციას აპირებს. „ვფიქრობ, პუტინი ახლა გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. ის, სავარაუდოდ, გაორმაგებული ძალებით შეეცდება, გაანადგუროს უკრაინელი სამხედროები. პუტინი თავის ომს ოთხ ცრუ ვარაუდზე აყალიბებდა: მას სჯეროდა, რომ უკრაინა სუსტი იყო, სჯეროდა, რომ ევროპა განადგურდა და არ მოახდენდა ძლიერ რეაგირებას, ფიქრობდა, რომ რუსეთის ეკონომიკა მზად იყო, გაეძლო სანქციებისთვის და თვლიდა, რომ რუსეთის არმია მოდერნიზებული იყო და ეფექტიანად იბრძოდა“. „პუტინი ყველა ამ მიმართულებით შეცდა”, - განაცხადა ბერნსმა, რომელიც 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო აშშ-ის ელჩი რუსეთში. CIA-ს დირექტორი აცხადებს, რომ ახლა მოელის პუტინის „სამხედრო ოპერაციების“ ესკალაციას, ხოლო უკრაინელები გააგრძელებენ სასტიკ წინააღმდეგობას. სავარაუდო შედეგი, მისი თქმით, არის უკრაინის ქალაქების, მათ შორის დედაქალაქის, კიევის კონტროლისთვის ბრძოლის „საშინელი მომდევნო რამდენიმე კვირა". იმავდროულად, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ პუტინის გრძელვადიანი გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია. „ამ ეტაპზე გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა რუსეთი  გეგმის განხორციელებას უკრაინის მთელი ან უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდების მიზნით, რაც, ჩვენი შეფასებით, მეტ რესურსს მოითხოვს“, - განაცხადა ჰეინსმა. „თუ ისინი გეგმის მაქსიმუმს განახორციელებენ, „ჩვენი შეფასებით, რუსებისთვის განსაკუთრებით რთული იქნება უკრაინის ტერიტორიის დაკავება, კონტროლი და კიევში „მდგრადი პრორუსული რეჟიმის დასმა“, - დაამატა ჰეინსმა. ბერნსი მას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, პუტინს არ აქვს განსაზღვრული გეგმა, თუ რას გააკეთებს, თუ რუსული ძალები უკრაინას გააკონტროლებენ. „გამოწვევა, რომელსაც ის აწყდება, და ეს არის ყველაზე დიდი კითხვა, მას არ აქვს საბოლოო, მყარი ფინალური ფაზა უკრაინელების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობის ფონზე“,- განაცხადა უილიამ ბერნსმა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა

დავით ზალკალიანმა ან ლინდესთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა,დავით ზალკალიანმა შვედ კოლეგასთან ან ლინდესთან სატელეფონო საუბარი გამართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა უკრაინაში რუსეთის აგრესია, ევროპის უსაფრთხოებასთან და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და შვედეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ჩართულობა საერთაშორისო ძალისხმევაში. აღინიშნა საქართველოსა და შვედეთის მთავრობების მიერ გაწეული საქმიანობა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კუთხით. „შვედურმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინისადმი გამოხატული თანადგომისადმი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ამ ფონზე ხაზი გაესვა რეგიონში ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მეტი ჩართულობის აუცილებლობას. დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში წევრობაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაციას, უკვე მიღწეულ პროგრესს ამ გზაზე და სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და თანმიმდევრულად განხორციელებას“, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე, 9 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ვიორელ მოშანუსთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემო და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. „ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებას და აღინიშნა ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის აუცილებლობა. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას, ხაზი გაესვა ფორმატის ეფექტიანად გამოყენებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის საჭიროებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის შეხვედრების რეგულარულად გამართვის აუცილებლობაზე. შეხვედრის დასასრულს, ვიორელ მოშანუმ დაადასტურა, რომ ის როგორც სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ძალისხმევას არ დაიშურებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობისთვის“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის. „ცას დასაცავად საუკეთესო გზა საჰაერო სისტემაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის”, - განაცხადა ლიზ ტრასმა ამერიკელ კოლეგასთან, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკოფერენციაზე. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი არ ისწრაფვის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებისკენ, რადგან ეს NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირ კონფრონტაციას გამოიწვევს. დიდ ბრიტანეთს სურს რუსეთი SWIFT-დან სრულად გაირიცხოს და G7-ის ყველა ქვეყანამ დაასრულოს რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენება. „ასე რომ, ჩვენ უნდა წავიდეთ უფრო შორს და სწრაფად ჩვენი რეაგირების საკითხში. ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სანქციები“, - განაცხადა ტრასმა. თავის მხრივ, თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავს ნაბიჯებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 3615 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გადასცა - დახმარების ნაწილი კი, გზაშია.

მედიის ცნობით, დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი როკის გვირაბთან მდებარე საგუშაგოზე მორიგეობის დროს გარდაიცვალა

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რეჟიმის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი როკის გვირაბთან მდებარე საგუშაგოზე მორიგეობის დროს გარდაიცვალა, ამის შესახებ ოსურ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ სერგეი ბიტიევმა განუცხადა. როგორც ბიტიევი აცხადებს, წინასწარი ვერსიით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, თვითმკვლელობა იყოს. სხვა დეტალებზე ის არ საუბრობს.

რუსეთმა უკრაიაში „სამხედრო ოპერაციაში“ წვევამდელების მონაწილეობის ფაქტი აღიარა - Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს აღიარა, რომ ზოგიერთი წვევამდელი უკრაინასთან ომში მონაწილეობდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო RIA-მ დაწერა, რომ „პუტინმა უბრძანა სამხედრო პროკურორებს, გამოეძიებინათ საქმე და დაესაჯათ ის თანამდებობის პირები, რომლებიც არ დაემორჩილნენ მის მითითებებს, რომ „სამხედრო ოპერაციაში“ წვევამდელების მონაწილეობა გამოერიცხათ“. „სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო ოპერაციაში“ ჩვენ რამდენიმე წვევამდელის ყოფნის ფაქტი აღმოვაჩინეთ. პრაქტიკულად, ყველა ასეთი ჯარისკაცი უკვე გაყვანილია“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და პირობას დებს, რომ მსგავს ფაქტს მომავალში თავიდან აიცილებს. მანამდე, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ უკრაინაში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები და ოფიცრები გაგზავნეს.  

სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ

სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ. როგორც ცნობილია, დიპლომატები უკვე თურქეთში იმყოფებიან. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თავშეკავებული მოლოდინი აქვს, თუმცა შეხვედრიდან, მაქსიმალური შედეგის მიღებას შეეცდება.  ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: სერგეი ლავროვი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე ჩაფრინდება და დმიტრო კულებას შეხვდება  

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1 500-მდე მოქალაქეს გაუწია დახმარება

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინიდან და მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან, საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს საკონსულო დაწესებულებებმა სამშობლოში დამატებით საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მათ შორის, გრძელდება ლვოვიდან ვარშავაში მოქალაქეთა ორგანიზებული გადაყვანა. ავტობუსის სპეციალური რეისები 12 მარტის ჩათვლით ყოველდღე ხორციელდება. ამ დროისთვის სპეციალური რეისით 400-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეები ორგანიზებულად ტოვებენ ოდესას. ასევე, ხდება მათი გადაადგილების უზრუნველყოფა მოლდოვა-რუმინეთის, იქიდან კი საქართველოს მიმართულებით. შეგახსენებთ, უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე, საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უკრაინასა და მოსაზღვრე სახელმწიფოებში ახორციელებენ მოქალაქეთა გადაყვანას უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში და შემდგომ მათ საქართველოში გამომგზავრებას. ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 1500-მდე მოქალაქე. მთავრობის დავალებით, საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები. მათ დაევალათ საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა და სამშობლოში გამომგზავრების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-ის 2022 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტი საქართველოს მხარდასაჭერ ფორმულირებებს შეიცავს

აშშ-ის სენატის აპროპრიაციის კომიტეტმა გაასაჯაროვა აშშ-ის მთავარი საბიუჯეტო კანონის – 2022 ფისკალური წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტი, რომელსაც კონგრესი უახლოეს დღეებში უყრის კენჭს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი კვლავ შეიცავს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ფორმულირებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. „გარდა ამისა, შენარჩუნებულია საქართველოსთვის დაფინანსების უმაღლესი ნიშნული – 132 მილიონ დოლარზე მეტი (132, 025 000), რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკურ, მზაობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული კანონპროექტი 2017 წლიდან მოიცავს ცალკე ფორმულირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. „აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სენატის მხრიდან, ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომელიც ადასტურებს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონპროექტი „რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ ფარგლებში ითვალისწინებს არანაკლებ 295 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. ნათელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ს საკანონმდებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ოტმარ კარასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან, ვიტოლდ ვაშჩიკოვკისთან, ურმას პაეტთან და ჟელიანა ზოვკოსთან, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერთან, ასევე, ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა კომიტეტის წევრებთან. „შეხვედრებისას საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი მძიმე ვითრება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და თანამშრომლობის გზები მათთან გამკლავების კონტექსტში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადის შემდგომი ნაბიჯები. ქართულმა მხარემ, ასოცირებული პარტნიორების მიმართ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და ევროპული მხრიდან მკაფიო გზავნილების აუცილებლობას ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პარტნიორების მხარდაჭერისა და მათთან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 405 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%, ბოლო 14 დღის - 17.68% ხოლო 7 დღის - 15.09%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 294 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 578 178-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 96, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 166, კახეთი - 169, მცხეთა-მთიანეთი - 45, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 211 საიდანაც, 1 889 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 826, აჭარაში - 149, იმერეთში - 354. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 249, აჭარაში - 68, იმერეთში - 95. 35 322 ადამიანის სახლში მკურნალობს.

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მივიდა

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მივიდა. რეგლამენტის გათვალისწინებით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები პარლამენტის ნდობის ჯგუფს ინფორმაციას საიდუმლო შესყიდვებისა და საიდუმლო პროგრამების შესახებ აცნობენ. როგორც ცნობილია, შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება.

BBC: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის დასახმარებლად 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების პაკეტი დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის დასახმარებლად 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების პაკეტი დაამტკიცა. BBC ინფორმაციით, აღნიშნული თანხა უკრაინას ომის შედეგებთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი: უკრაინას ყველა ტიპის თავდაცვითი მასალა გადავეცით და იარაღი გავაგზავნეთ ისტორიაში პირველად, იაპონიამ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა

BBC: უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს. მათივე ცნობით, დაშავებულია 17 ადამიანი.  ასევე წაიკითხეთ: რუსეთმა უკრაიაში „სამხედრო ოპერაციაში“ წვევამდელების მონაწილეობის ფაქტი აღიარა - Reuters

პოლიციამ თბილისში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.გ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 მარტს, თბილისში, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 3 პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას დაცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

რუსეთი ევროპის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, რუსეთისადმი არამეგობრული ქვეყნები, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში(CMCE), აგრძელებენ ევროპის საბჭოს და ევროპის საერთო ჰუმანიტარულ-სამართლებრივი სივრცის განადგურების ხაზს. დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობებით რუსეთის გარეშე“, – ვკითხულობთ განცხადებაში. რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს შეუჩერეს. უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო.