ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილი: ჟოზეპ ბორელს საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე ვესაუბრე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. ზურაბიშვილის თქმით, მათი საუბრის თემა, საქართველოს დაჩქარებულ ევროინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა. ,,ვესაუბრე ჟოზეპ ბორელს, საქართველოს დაჩქარებული წესით, ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. მადლობა ბორელს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის", - წერს ზურაბიშვილი. ასევე წაიკითხეთ ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ვაგრძელებთ რეფორმების მხარდაჭერას
მედია: ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტს ვირტუალურად დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 მარტს NATO-ს სამიტს ვიდეოფორმატის რეჟიმში დაესწრება. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივან სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით წერს. „უკრაინა NATO-ს სამიტში აქტიურად ჩაერთვება. სულ მცირე ეს იქნება ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვა. უკრაინის პრეზიდენტი სამიტს ვიდეოფორმატის რეჟიმში დაესწრება. ფორმატის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - განაცხადა ნიკიფოროვმა. ზელენსკის თქმით, ის სამიტის ფარგლებში რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების შეჩერების აუცილებლობაზე ილაპარაკებს. თავის მხრივ ნატოს სამიტის ფორმატზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე დაწერა. „ჩვენ განვიხილავთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ჩვენ მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნატოს თავდაცვის და შეკავების შემდგომ გაძლიერებას“, - წერს სტონტელბერგი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ოლაფ შოლცი: ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული
ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ენერგორესუსრებზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით გერმანიის პოზიცია უცვლელია. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებლები და ამ საკითხზე ყოველდღიურად და ინტენსიურად ვმუშაობთ. ამისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის შექმნა და ახალი შეთანხმების გაფორმება სხვა მომწოდებლებთან. დივერსიფიკაცია თუ სწრაფად მოხდება, ეფექტიც ავტომატურად დადგება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ომმა უკვე აიძულა ევროკავშირი, გადაეხედა ენერგეტიკული პოლიტიკა და ცდილობს რუსეთზე, მის უმსხვილეს ენერგომიმწოდებელზე დამოკიდებულების შემცირებას. ბლოკი აპირებს შეამციროს რუსული გაზის იმპორტი ორი მესამედით მიმდინარე წელს. ასევე წაიკითხეთ ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია - Euractiv უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმის მიმართულებით ყველაზე რთული ქვეყანა გერმანიაა
ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი. „წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ პრეზიდენტების საუბრის შემდეგ, სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად დააფიქსირა სი ძინპინთან საუბრისას ამერიკის პოზიცია და ის შედეგები, რაც სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას მოჰყვება და ვფიქრობ, ისინი ამას ძალიან კარგად იგებენ“, – განაცხადა სალივანმა. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ჯო ბაიდენი: უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხვალ ევროპაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. როგორც ბაიდენი წერს, ამ ვიზიტით ჩვენ ნათლად იტყვიან, რომ დასავლეთი ერთიანია თავისი დემოკრატიის დაცვაში. „ხვალ მივემგზავრები ევროპაში ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან შესახვედრად, ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში თავისი სასტიკი ომი წამოიწყო. ჩემი პირველი გაჩერება ბელგია იქნება, სადაც ნატო-ს მოკავშირეებს, დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების და ევროპის ლიდერებს შევხვდები, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე საფასური დავაკისროთ. შემდეგ გავემგზავრები პოლონეთში, სადაც ორმხრივი შეხვედრა მექნება პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან. ამ ვიზიტით ჩვენ ნათლად ვიტყვით, რომ დასავლეთი ერთიანია ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს“, – აცხადებს ბაიდენი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი: უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $13,6 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
დმიტრი პესკოვმა თქვა, თუ როდის შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება. ანუ, თუ ქვეყნის არსებობას შეექმნება საფრთხე, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კონცეფციის შესაბამისად. ამ ტექსტში სხვა მიზეზები არ არის ნახსენები,"- განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარში, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, მაკრონმა და პუტინმა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს
პენტაგონის პრესსპიკერი: დიმიტრი პესკოვის გაკეთებული განცხადება სახიფათოა
ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას სახიფათოს უწოდებენ პენტაგონში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC BBC-ის ცნობით, პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ეს არ არის ის, როგორც პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა უნდა მოქმედებდეს. ჯონ კირბის თქმით, პენტაგონს ამ დრომდე არ დაუფიქსირებია არაფერი ისეთი, რაც აშშ-ს სტრატეგიული შემაკავებელი პოზიციების შეცვლისკენ უბიძგებს. ასევე წაიკითხეთ: დმიტრი პესკოვმა თქვა, თუ როდის შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი
BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს
პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ BBC წერს. მათივე ცნობით, ასეთი მისიის მზადყოფნაში მოყვანას რამდენიმე კვირა ან შესაძლოა, თვეც დასჭირდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამ. ასევე წაიკითხეთ: Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში
ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ჰუმანიტარული საჭიროებები რეკორდულად მაღალ დონეზეა, კრემლის ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში. სურსათის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირი 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი დაამტკიცა
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი, რომლის ფარგლებში გამოყოფილი 109 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით მოხდება კახეთის რეგიონის დედაქალაქთან და ქვეყნის ავტომაგისტრალთა ქსელთან დაკავშირება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. „ეს არის პროექტი, რომელიც დააჩქარებს კახეთის განვითარებას და გადამწყვეტი იქნება რეგიონის ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური განვითარებისთვის და დიდ გავლენას იქონიებს არა მარტო კახეთის, არამედ მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესზე“, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. ამასთან, მსოფლიო ბანკის ცნობით, კახეთი, როგორც მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და ღვინის წარმოებისა და ექსპორტის ცენტრი, რომელსაც ტურიზმისა და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ამ პროექტის განხორციელების შედეგად სარგებელს მიიღებს ტვირთების გაზრდილი მოძრაობით, ისევე როგორც შედარებით უფრო ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობით დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე. ასევე, მოსალოდნელია, რომ პროექტი წვლილს შეიტანს COVID-19 კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესში, განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში – სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნით და ადგილობრივი მეწარმეებისთვის შემოსავლის გაზრდით.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 030 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 523 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, ბოლო 14 დღის - 6.64% ხოლო 7 დღის - 4.45%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 017 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 604 595-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 681 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 105, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 44, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 81, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 810 საიდანაც, 738 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 387, აჭარაში - 53, იმერეთში - 152. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 205 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 118, აჭარაში - 27, იმერეთში - 33. 22 072 სახლში მკურნალობს.
ოთარ შამუგია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „სამინისტროს თანადაფინანსებით, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების განვითარების არაერთი პროექტი ხორციელდება; გვაქვს კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამებიც, რომელიც ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მააიკე ვან კოლდამმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მებაღეობისა და მერძევეობის მიმართულებით 20 ქართველი ტრენერი გადამზადდა, რომლებიც შემდგომში კვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ ქართველ ფერმერებს და საერთაშორისო პრაქტიკას გააზიარებენ. როგორც ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა, ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი შესრულდა, რაც მნიშვნელოვანი თარიღია. სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 28 მარტიდან ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 28 მარტიდან ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება. „რეისებს კვირაში ერთი სიხშირით ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს. პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებასა და სიხშირეების ზრდაზეავიაკომპანიასთან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს. ასევე, სასიამოვნო სიახლეა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, იტალიაში გამგზავრება უკვე ტურისტული მიზნებითაც შეეძლებათ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF) https://app.euplf.eu/#/, კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერთიფიკატი“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლონეთის პრეზიდენტი: NATO-ს სამიტზე უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს
NATO-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც NATO-უკრაინის და NATO-საქართველოს კომიტეტების სხდომები უნდა ჩატარდეს. „NATO-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს. ეს უნდა იყოს ის ქვეყნები, რომლებმაც უახლოეს მომავალში, ფაქტობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მათთვის დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც განსაკუთრებით საჭირო იქნება უკრაინისთვის, რომელიც ომის შემდეგ აღდგენისთვის დასჭირდება“, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს
მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ შიტრიტი ხელმძღვანელობდა. განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სტუდენტების უკრაინიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის დეტალები განიხილეს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ეხება ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, ქართული მხარე მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ისრაელის მოქალაქე სტუდენტებს, რათა მათ დროულად შეძლონ სწავლის გაგრძელება საქართველოს უნივერსიტეტებში. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულ ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებს, ასევე ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს. შესაბამისად, მათ აქვთ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი. თავის მხრივ, ისრაელის მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. როგორც ნისიმ ბენ შიტრიტმა აღნიშნა, ეს არის თანამშრომლობის კარგი დასაწყისი ებრაელი სტუდენტების საქართველოში სწავლის მიმართულებით, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ნაბიჯით – საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის კუთხით, საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება. „მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მობილობის შესაბამისი პროცედურების დაჩქარებული წესით ადმინისტრირებასა და სტუდენტების დროულ ჩარიცხვას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
პენტაგონი: რუსულ ჯარს უკრაინაში საწვავის მარაგთან და საკვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს
რუსულ საოკუპაციო ჯარს უკრაინაში საკვებისა და საწვავის მარაგები ეწურება, - ამის შესახებ პენტაგონში გამართულ დახურულ ბრიფინგზე უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა. „რუსულ ჯარს მარაგთან და საკვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ეს არის მსხვილი და მასშტაბური ოპერაცია, რომელიც ერთი თვეა მიმდინარეობს, თუმცა მარაგების შევსების პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია. ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი იყინება, იმიტომ რომ ცივი ამინდისთვის აუცილებელი აღჭურვილობა არ აქვთ. მოყივნის გამო მათ ფრონტის წინა ხაზის დატოვება უწევთ. ამას ემატება საწვავისა და საკვების პრობლემა“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხეთ: პენტაგონის პრესსპიკერი: დიმიტრი პესკოვის გაკეთებული განცხადება სახიფათოა
ოლაფ შოლცი: აუცილებელია, წერტილი დაესვას გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხდა, რომ რუსეთის მიმართ ევროპული სანქციები მოკლევადიანი არ უნდა იყოს და მან გრძელვადიანი კონფლიქტის სახე უნდა მიიღოს. მისი თქმით, აუცილებელია წერტილი დაესვას გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე და რაც შეიძლება სწრაფად და ინტენსიურად. „ვფიქრობთ ასევე ინსტრუმენტებზე, რომლებიც ასეთივე ეფექტს იქონიებს აგრესორზე, ამასთან მინიმულური გავლენა ექნება ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, რათა ამ სანქციების ზიდვა შევძლოთ“,- განაცხადა შოლცმა. ასევე წაიკითხეთ: BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს
სერგეი ლავროვი: უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნა ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევს
უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნა ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენი პოლონელი კოლეგები აცხადებენ, რომ ალიანსის სამიტზე უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნაზე ისაუბრებენ. იმედია, მათ ესმით, რაზეა აქ საუბარი. ეს იქნება რუსეთისა და ნატოს შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკება“, - განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრულია და ამ კურსის შეცვლა ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება
საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრული, რა თქმა უნდა, ამ კურსის შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან, დასავლეთთან და იმ ლიდერ სახელმწიფოებთან, რომლებიც ამ შემთხვევაში ფლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ბერკეტებს, რომ შეაჩერონ რუსეთის აგრესია და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი. შესაბამისად, ამ ყველაფრის მიღმა არის რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავად იგონებს თემებს და თავადვე პასუხობს, ასევე მის მიერ კონტროლირებად მედიაში მართავს განხილვებს, სადაც მაგიდის ორივე მხარეს თავად ზის. ჩვენ არ ვაპირებთ, კომენტარები გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პატიმრობაში მყოფ მის ლიდერს, თუ რა იდეები მოსდის და რა განცხადებებს აკეთებს. მიხეილ სააკაშვილი ერთ დღეს ერთ განცხადებას აკეთებს, მეორე დღეს თავისივე განცხადებას უარყოფს, რაც არის უკიდურესად არასერიოზული პოლიტიკური ძალა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.