ძებნის რეზულტატი:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ოფიციალურ პირებს თხოვნით მიმართა, რომ რუსულ საქონელზე სავაჭრო ემბარგო დააწესონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ოფიციალურ პირებს თხოვნით მიმართა, რომ რუსულ საქონელზე სავაჭრო ემბარგო დააწესონ. "მე მადლობელი ვარ თქვენი სახელმწიფოს პრინციპული პოზიციისთვის და უკრაინის რეალური დახმარებისთვის. თქვენ აზიის ქვეყნებს შორის პირველი იყავით, ვინც რეალურად დაიწყო რუსეთზე ზეწოლა მშვიდობის აღსადგენად, ვინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა და მე მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ეს". - თქვა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

კახა კალაძე: ძალიან უხერხულია ნეიტრალიტეტზე საუბარი, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ძალიან უხერხულია ნეიტრალიტეტზე საუბარი, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ​„სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები დამაზიანებელია და ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - აცხადებს კალაძე. ასევე წაიკითხეთ: არჩილ თალაკვაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრულია და ამ კურსის შეცვლა ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება

პოლონეთი ქვეყნიდან 45 რუსი დიპლომატის გაძევებას აპირებს - მედია

პოლონეთის კონტრდაზვერვამ შეადგინა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 45 რუსი დიპლომატის სია, რომელთა ქვეყნიდან გაძევების რეკომენდაცია პოლონეთის სპეცსამსახურებმა გასცეს, - ამის შესახებ რუსული მედია პორტალ Onet.pl-ზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას შესაძლოა დიპლომატების გაძევება მოსთხოვონ. თუ ეს განხორციელდა, ეს იქნება დიპლომატების ყველაზე დიდი გაძევება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ისტორიაში.რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა დაადასტურა ელჩის გამოძახება პოლონეთის საგარეო უწყებაში, მაგრამ უარი თქვა პოლონეთის სპეცსამსახურების მოთხოვნის თაობაზე კომენტარის გაკეთებაზე.  პოლონეთში რუსეთის საელჩოს ვებგვერზე არსებული მონაცემებით ქვეყანაში დიპლომატიური ხაზით 100 ადამიანი იმყოფება. ამ სიაში არიან დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები. ამასთან პოლონეთში რუსეთის სამი საკონსულო მუშაობს - კრაკოვში, პოზნანსა და გდანსკში.  არის მოლოდინი, რომ დიპლომატების გაძევების თაობაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ოფიციალურ ინფორმაციას დღეს გაავრცელებს. ასევე წაიკითხეთ Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა

იტალიის პრემიერმა ჩინეთს მოუწოდა, უკრაინაში მშვიდობის დამყარების საერთაშორისო ძალისხმევას შეუერთდეს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ჩინეთს მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს რუსეთს უკრაინაში შეჭრის ფონზე და უკრაინაში მშვიდობის დამყარების საერთაშორისო ძალისხმევას შეუერთდეს. "რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, არ არის დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასრულების საშუალებას მისცემს", - განაცხადა იტალიის პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: იტალიის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

გერმანიის კანცლერი: ომი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მომავალსაც ანგრევს

რუსული ძალები უკრაინაში წინ წაწევას ვერ ახერხებენ, მიუხედავად ქალაქებზე განხორციელებული მძიმე თავდასხმებისა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. „პუტინის თავდასხმა შეჩერებულია, მიუხედავად იმ ნგრევისა, რომელიც მას ყოველდღიურად მოაქვს. რუსეთის ლიდერმა სიმართლე უნდა მოისმინოს, ომი შეწყვიტოს და დიპლომატიური გამოსავალი მოძებნოს. ომი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მომავალსაც ანგრევს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი: აუცილებელია, წერტილი დაესვას გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება

აშშ-ის სანქციები ახალი პაკეტი რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტატეზე გავრცელდება. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.  ახალი სანქციები საჯარო 24 მარტს გახდება, ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის მეორე დღეს.  გამოცემის ცნობით, სანქციები ევროკავშირთან კორდინაციის საფუძველზე შემუშავდა.  შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბოლოს რუსი დეპუტატების წინააღმდეგ სანქციები 11 მარტს გამოსცა. მაშინ სანქციების ქვეშ მხოლოდ 12 დეპუტატი მოექცა.  ამასთან, ევროკავშირის სანქციების სიაში რუსეთის დუმის 351 წევრია, რომელთაც უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ჩატარებას ხმა მისცა.   ცნობილია, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში 450 წევრია, ხოლო ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში 170.  24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.   ასევე წაიკითხეთ  იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა

საქართველოში ვიზიტით დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იმყოფება. დღეს დევიდ კატლერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა NATO-ს წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული საფრთხეები და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება განიხილეს.მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატის მნიშვნელობა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები. აღსანიშნავია, რომ ხვალ დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უწყებათშორისი ჯგუფის წევრებს შეხვდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იაპონურმა კომპანია Sharp-მა რუსეთში ტექნიკის მიწოდება შეაჩრეა

იაპონურმა კომპანია Sharp-მა უკრაინაში ომის გამო რუსეთში ტექნიკის მიწოდება შეაჩერა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.  „Sharp Group-ი აჩერებს რუსეთის ბაზარზე ტექნიკის მიწოდებას. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს“, - აცხადებენ კომპანიაში.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. მათ შორის ელექტრონიკის სექტორში -  LG Electronics, Samsung, Dell. 22 მარტს იაპონურმა IT- კორპორაცია NEC -მა რუსეთის ბაზარზე ინვესტიციების შეჩერებისა და ახალშეკვეთბის შეჩერების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ლვოვიდან პოლონეთში გაემგზავრებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ლვოვიდან პოლონეთში გაემგზავრებიან. „სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების პროცესს. დღეს ქ. რივნოდან ქ. ლვოვის მიმართულებით ორგანიზებულად მოხდა ქ. მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, საიდანაც ისინი უკვე პოლონეთის მიმართულებით, კერძოდ ქ. ვარშავაში გაემგზავრებიან. მიუხედავად სირთულეებისა საქართველოს საელჩო უკრაინაში მუდმივად ინარჩუნებდა კავშირს მარიუპოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა აღნიშნულ ჯგუფთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდება უკრაინის ტერიტორიიდან, კერძოდ ლვოვიდან და ოდესიდან საქართველოს 60 მოქალაქის გადაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, საიდანაც ისინი გამოემგზავრებიან საქართველოში. „უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრების ორგანიზება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სახელმწიფომ უზრუნველყო 2 000-ზე მეტი მოქალაქის სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნება. ასევე, როგორც ცნობილია, სახელმწიფო უზრუნველყოფს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ინფორმაციით, საქართველოში 20 000-მდე უკრაინელი იმყოფება

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოში 20 000-მდე უკრაინელი იმყოფება. ,,თქვენ იცით, რომ საქართველოში იმყოფებიან უკრაინელები, მათი რაოდენობა თითქმის 20 000-ია, ეს ციფრი ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი. უკვე 58 ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში და 50 ბავშვის მშობელმა შეიტანა განაცხადი მათი ბავშვების სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვის შესახებ“, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

Bloomberg: ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა და რუსეთიდან გაემგზავრა

რუსმა პოლიტიკოსმა და ეკონომისტმა, „როსნანოს“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ანატოლი ჩუბაისმა, მდგრადი განვითარების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან წავიდა. ამის შესახებ  Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.   მოგვიანებით ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა პესკოვმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩუბაისმა თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. „წავიდა ქვეყნიდან თუ არა ეს მისი საქმეა“, - აღნიშნა პესკოვმა.  ანატოლი ჩუბაისის ძმამ იგორ ჩუბაისმა RBK-ს უთხრა, რომ მან არაფერი იცოდა ძმის გადადგომისა და რუსეთიდან წასვლის შესახებ. Forbes-ის ჟურნალისტებმა შეძლეს დაკავშირება  ანატოლი ჩუბაისთან თუმცა მან არ უპასუხა კითხვას, დატოვა თუ არა რუსეთი.  RBK-ს წყაროების ვერსიით ჩუბაისი მეუღლესთან ერთად სტამბოლში გაემგზავრა და მალე დაბრუნდება რუსეთში. შემდეგ კი გავრცელა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ჩუბაისი სტამბოლში ბანკომატთან დგას. 

შარლ მიშელი: ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს

ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. „ძალიან რთულია, რადგან ჩვენ დარწმუნებული არ ვართ რუსეთის ხელისუფლების გულწრფელობაში. გულუბრყვილოები არ ვართ, ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ, თავს დაესხნენ სამხედროებს, რათა გააძლიერონ მათი პოზიციები მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს“, – განაცხადა მიშელმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი: ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში

ჟოზეფ ბორელმა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის რეგიონული შედეგების განსახილველად სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს. ჟოზეფ ბორელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ უზარმაზარი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ევროპის უსაფრთხოება სერიოზულად დააზიანა და საერთაშორისო პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს სრულად არღვევს. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ

იენს სტოლტენბერგი: პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში 

NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ამ კრიზისს უპასუხეს, მათ ძლიერად გამოხატეს დახმარება უკრაინის მიმართ, ხოლო რუსეთს მოუწია უპრეცედენტო ფასის გადახდა, - ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბბინაში სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში და ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში  „NATO-მ  იმოქმედა სწრაფად და იყო ერთიანი. ახლა ალიანსის 100 ათასობით ჯარისკაცია მობილიზებული NATO-ს გარშემო. 100 ათასი ამერიკელი სამხედროა ევროპაში. 40 ათასი ჯარისკაცი კი NATO-ს და ევროპის აღმოსავლეთ ნაწილშია. ისინი გამაგრებული არიან საზღვაო და საჰაერო ძალებით, როგორც ხმელთაშუა ზღვაში ისე ევროპის ჩრდილოეთით. ხვალინდელ სამიტზე კიდევ უფრო ბევრ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ლიდერები კიდევ უფრო მკაფიოდ გამოთქვამენ თავიანთ აზრს“- განაცხადა სტოლტენბერგმა. 24-25 მარტს ბრიუსელში NATO-ს სამიტი ჩატარდება. 

ჟოზეპ ბორელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის რეგიონალური შედეგების განსახილველად სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. "უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უკრაინაზე თავდასხმის კონტექსტში და დაარწმუნა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ევროკავშირი მზად არის გაააქტიუროს საქართველოსთან თანამშრომლობა მისი მედეგობის გასაძლიერებლად. უმაღლესმა წარმომადგენელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ უზარმაზარი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ევროპის უსაფრთხოება სერიოზულად დააზიანა და საერთაშორისო პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს სრულად არღვევს. მათ რეგიონის უსაფრთხოებაზე ამ მოვლენების ზეგავლენა და ასევე რუსეთის აგრესიის მიერ პროვოცირებული უარყოფითი ეკონომიკური შედეგები განიხილეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე, ჟოზეპ ბორელთან საუბრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.  ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: ჟოზეპ ბორელს საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე ვესაუბრე

ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ

"რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. უცხოური მედია ავრცელებს, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს ანაზღაურება რუსულ ეროვნულ ვალუტაში მოუწევთ. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს

იენს სტოლტენბერგი: NАТО-ს სამიტზე ალიანსის წევრები ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ოთხი ახალი საბძოლო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდებიან 

НАТО-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდებიან.  „პირველი ნაბიჯი იქნება ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განლაგება ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ახალი საბრძოლო ჯგუფებით და არსებული ძალებით ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, NАТО-ს ეყოლება რვა მრავალეროვნული დაჯგუფება ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. „მე ველი, რომ ლიდერები შეთანხმდებიან NАТО-ს პოზიციების გაძლიერებაზე ყველა სფეროში. ასევე ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ NАТО-ს ლიდერები სამიტზე შეთანხმდებიან უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდებაზე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დასაცავად. 24-25 მარტს ბრიუსელში NATO-ს სამიტი ჩატარდება.  ასევე წაიკითხეთ  იენს სტოლტენბერგი: პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში 

ომის დაწყებიდან 1 თვეში უკრაინიდან წასული ლტოლვილების რაოდენობამ უკვე 3.6 მილიონს გადააჭარბა

ომის დაწყებიდან 1 თვეში უკრაინიდან წასული ლტოლვილების რაოდენობამ უკვე 3.6 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ გაეროში განაცხადეს. მათივე ცნობით, ლტოლვითა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის მონაცემებით, 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილი არასრულწლოვანია. ცნობისთვის, ყველაზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ამ დროისთვის პოლონეთმა მიიღო. ასევე წაიკითხეთ: BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს

იენს სტოლტენბერგი: NATO-მ საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს

NATO-მ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ორგანიზაციის საგანგებო სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ასევე ვიმედოვნებ, რომ შევთანხმდებით, გავააქტიუროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი. მისი თქმით, ნატო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. „თუმცა, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ომი არ გადაიზრდება ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტში, რაც კიდევ უფრო დიდ მსხვერპლსა და განადგურებას მოიტანს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი გავიდა ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტიდან. „ისინი ისევ და ისევ არღვევენ მას. მათ მკაფიოდ დაარღვიეს ის 2014-ში, როდესაც უკანონოდ განახორციელეს ყირიმის ანექსია და დაიწყეს დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. დაარღვიეს, როდესაც 2008-ში საქართველოში შევიდნენ, და რა თქმა უნდა, ახლა უკრაინაში შეჭრა არის ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტის უხეში დარღვევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 24-25 მარტს ბრიუსელში NATO-ს სამიტი ჩატარდება.  ასევე წაიკითხეთ  იენს სტოლტენბერგი: NАТО-ს სამიტზე ალიანსის წევრები ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ოთხი ახალი საბძოლო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდებიან  იენს სტოლტენბერგი: პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში 

ბელორუსმა 12 უკრაინელი დიპლომატი გააძევა და ბრესტში საკონსულო დახურა - მედია

ბელორუსმა 12 უკრაინელი დიპლომატი გააძევა და ბრესტში უკრაინის საკონსულო დახურა. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანატოლი გლაზმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  ბელორუსი დიპლომატების გაძევების მიზეზად ასახელებს ბოლო წლებში უკრაინის  მხრიდან თითქოს ბელორუსის შიდა საქმეებში ჩარევას, განხოეციელებულ „ავიაბლოკადას“ და ბელორუსის დიპლომატების მიმართ უხეშ მოპყრობას როცა ისინი უკრაინას მოლდოვის გავლით ტოვებდნენ. „აქედან გამომდინარე, ბელორუსმა  თავის ტერიტორიაზე უკრაინელი დიპლომატების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნაბიჯი მიმართულია უკრაინის წარმომადგენლობის ზოგიერთი თანამშრომლის არადიპლომატიური საქმიანობის შეწყვეტისკენ, მათ ქვეყანა 72 საათში უნდა დატოვონ", - განაცხადა გლაზმა. ამ დროისთვის ბელორუსში უკრაინის საელჩოში 5 დიპლომატი რჩება.   19 მარტს ბელარუსმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს. ბელარუსის ელჩმა იგორ სოკოლმა განაცხადა, რომ დიპლომატებს უკრაინაში "მუშაობის გაუსაძლისი პირობები" ჰქონდათ. ასევე წაიკითხეთ უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა  CNN: ბელორუსი შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს ლუკაშენკო: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება  პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა  რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters