ძებნის რეზულტატი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 846 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 225 PCR ტესტით.

თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს, „პაქსლოვიდს“ პაციენტი ოჯახის ექიმის დანიშნულების შედეგად მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „პაქსლოვიდს“ პაციენტი ოჯახის ექიმის დანიშნულების შედეგად მიიღებს. როგორც გაბუნია განმარტავს, მედიკამენტი აფთიაქში არ გაიყიდება, მის დისტრიბუციას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. „კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ უკვე ქვეყანაშია. ის პაციენტისთვის უფასოა. აფთიაქში არ გაიყიდება, მის დისტრიბუციას სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ქვედანაყოფის საშუალებით. ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმი, რომელიც საჭიროდ ჩათვლის, რომ პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ინფორმაციას გადასცემს იმ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტის მიტანას. შემდეგ ოჯახის ექიმი გააგრძელებს მეთვალყურეობას“, - აღნიშნავს გაბუნია.

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა

საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 30 წელი და ეს 30 წელი არის ასევე ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, დაწყებული პირველი წლიდან, ამერიკა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. „რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო როლის და ფუნქციის აღიარებაში მართლაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და აღსანიშნავია, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ეს თანამშრომლობა ყოველწლიურად ღრმავდებოდა, თვისობრივად ახალ დონეზე ადიოდა, წელს გვაქვს უპრეცედენტოდ უმაღლესი ნიშნული ამ სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის. აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ჩარჩო ფორმატი, რომელიც გახლავთ ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც მოიცავს ჩვენი თანამშრომლობის ოთხ ძირითად მიმართულებას, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განზომილება, დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობა და ხალხთა შორის ურთიერთობა. ამ ოთხივე მიმართულებით მართლაც ხელშესახები პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას

ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას, რის შედეგადაც უარყოფილი იქნება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის გახსნისას განაცხადა. „ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, ქიმიური აგენტის გავრცელების საშიშროების რისკი შესაძლოა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებსაც შეეხოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა

ლატვიის პრეზიდენტი: ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს

ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი აცხადებს, რომ ბრიუსელში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მოკავშირეებს ორი მთავარი ამოცანა აქვთ, რაც უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე შეთანხმებას და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას გულისხმობს. „დღეს ჩვენ ორი მთავარი ამოცანა გვაქვს: პირველი, შევთანხმდეთ შეძლებისდაგვარად მასშტაბურ დახმარებაზე უკრაინისთვის. მეორე არის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვახერხებთ ამ ორ ამოცანასთან გამკლავებას. ჩვენ ვისაუბრებთ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე, რადგან ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. ესაა ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამაზე შევთანხმდებით“, – განაცხადა ეგილს ლევიტსმა. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას

გადახდის სისტემა Western Union-ი დღეიდან რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს

გადახდის სისტემა Western Union-ი დღეიდან რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, 24 მარტამდე რუსეთიდან სხვა ქვეყნებში გაგზავნილი გაუცემელი გზავნილები მომხმარებლებისთვის სხვა ქვეყნებში ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი. ხოლო, რაც შეეხება რუსეთში გაგზავნილ ფულს, 2022 წლის 24 მარტამდე გაუცემელი გზავნილები გამგზავნს დაუბრუნდება.

ჟოზეფ ბორელი: ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აქვს ინტერესი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში. მისივე თქმით, ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს. „ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს. რაც მას უნდა, ტერიტორიის ოკუპაციაა. მას სურს ალყაში მოაქციოს მოლდოვას საზღვრამდე სანაპირო ზოლი და უკრაინის ზღვისგან იზოლირება მოახდინოს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: ლატვიის პრეზიდენტი: ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, „კრედიტ სუისთან“ სასამართლო დავა მოიგო

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, „კრედიტ სუისთან“ შვეიცარიის ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად ხანგრძლივი ბრძოლა მოიგო - სტატიას Financial Times აქვეყნებს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს. „Credit Suisse-მა ადრე აიღო რეზერვები ამ საკითხთან დაკავშირებით და აპირებს განახორციელოს ყველა არსებული სამართლებრივი ქმედება“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. იანვარში ბანკმა განაცხადა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიიღო SFr436mn (469 მილიონი აშშ დოლარი) უზრუნველყოფა, რათა დაფაროს სასამართლო პროცესები, მაგრამ დაამატა, რომ ეს ძირითადად დაკავშირებულია მის საინვესტიციო საბანკო ბიზნესთან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ბორის ჯონსონი: ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია

ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია, - ამის შესახებ ბორის ჯონსონმა განაცხადა.   „ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია. ლომი, ეს უკრაინელი ხალხია, მან კი გამოხატა მათი ნება და დაუმორჩილებლობის გრძნობა“, - განაცხადა ჯონსონმა.   ასევე წაიკითხეთ:   ჟოზეფ ბორელი: ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს

იენს სტოლტენბერგი: ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ

ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ,- აღნიშნულის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განუცხადა. “დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მნიშვნელობას, რომლებიც ერთად დგანან ამ კრიზისის წინაშე,”- განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას

კელი დეგნანი: არ გვინდა, რომ რუსეთისთვის საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" სანქციებისთვის თავის ასარიდებლად

"არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" სანქციებისთვის თავის ასარიდებლად", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.   "NATO არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსი და უკრაინაც და საქართველოც იზიარებენ ამ ღირებულებებს - თავისუფლებისადმი ერთგულებას, ადამიანის უფლებებისადმი, სუვერენიტეტისადმი, ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას. საქართველოსნაირმა ქვეყანამ, რომელსაც 2008 წლის შეჭრის გამოცდილება აქვს და რომლის ტერიტორიის 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ, ეს კარგად იცის. როგორც უკვე ვთქვი, ახლა არის აუცილებელი რეფორმების განხორციელებისა და იმ ნაბიჯების გადადგმის დრო, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს მაქსიმალურ სამხედრო მზადყოფნას და აშშ თანამშრომლობს საქართველოსთან ნატოსკენ ნაბიჯების გადასადგმელად. ეს არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა საქართველოსთვის. დასაკარგავი დრო არ არის. არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" სანქციებისთვის თავის ასარიდებლად", - განაცხადა კელი დეგნანმა.

უსტიციის მინისტრი: 2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. „სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ ახორციელებდა. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ აღნიშნული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად.“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კეტლერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კეტლერს შეხვდა.   საუბარი შეეხო NATO -საქართველოს თანამშრომლობას და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.   შეხვედრაზე აღინიშნა, რომ NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მნიშვნელოვანია პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.   შეხვედრას ნატოს სადაზვერვო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კაუპო როსინი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრნენ.

დმიტრო კულება: თუ EU-ს ქვეყანა გაზს რუბლში იყიდის, ეს უკრაინელების მოკვლაში რუსეთის დახმარება იქნება

„თუ ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყანა პუტინის შეურაცხმყოფელ მოთხოვნას ნავთობისა და გაზისთვის რუბლით გადახდის შესახებ თავს დაუხრის, ეს ცალი ხელით უკრაინის დახმარება, მეორე ხელით კი უკრაინელების მკვლელობაში რუსების დახმარება იქნება,“ - ამის შესახებ დმიტრო კულებამ განაცხადა. "მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, რომ ჭკვიანური და პასუხისმგებლობიანი არჩევანი გააკეთონ", - განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ

ვოლოდიმირ ზელენსკი: აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი NATO-ს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში ვიდეოფორმატის რეჟიმში მონაწილეობს. დღეს მან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და განაცხადა, რომ  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უმაღლესი სტანდარტი აჩვენეს:  „გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში"  - მიმართა ზელენსკიმ NATO-ს სამიტის მონაწილეებს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  NATO-მ უნდა აჩვენოს თუ რის გაკეთება შეუძლია ალიანსს. „გვაჩვენეთ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი გაერთიანებაა. მსოფლიო და უკრაინა ელოდება რეალურ ქმედებებსა და უსაფრთხოების გარანტიებს,“- განაცხადა ზელენსკიმ.  ბრიუსელში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.   ასევე წაიკითხეთ  ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა ომის დასრულება, უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა იენს სტოლტენბერგი: ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ  NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს       

სალომე ზურაბიშვილი: NATO-საქართველოს სწავლებაში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მეტყველებს რეგიონში საქართველოს როლზე

საქართველოსთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ის ფაქტი, რომ ევროპაში NATO-საქართველოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი ამ სწავლებაში წარმოდგენილია, როგორც სწავლების დამკვეთი, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალები, მისი მეთაურის მოადგილის სახით – ამ სამეთაურო-საშტაბო სწავლების ხელმძღვანელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „NATO-საქართველოს სწავლება 2022“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მეათე დღეა, მიმდინარეობს ნატო-საქართველოს სწავლება, რომელიც ხვალ დასრულდება. ჩვენი რეგიონისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის და პირველ რიგში, საქართველოსთვის, ამ ურთულეს პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის უწყვეტი განვითარება, მისი მდგრადობის გაძლიერება და NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. „ვიცით, რომ დღეს ერთი თვე სრულდება უკრაინაში იმ ომის დაწყებიდან, რომელსაც ასე მედგრად დაუდგა წინ უკრაინა და ვიცით, რომ გუშინ კონტრიერიში წარმატებულად დასრულდა. ვიცით, რომ დღეს ტარდება ბრიუსელში NATO-ს წევრების სამიტი, რომლებიც სწორედ იმაზე მსჯელობენ, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები და ეს ჩვენც გვეხება. საქართველოსთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ის ფაქტი, რომ ევროპაში NATO-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი ამ სწავლებაში წარმოდგენილია, როგორც სწავლების დამკვეთი, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალები, მისი მეთაურის მოადგილის სახით – ამ სამეთაურო-საშტაბო სწავლების ხელმძღვანელია. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, როდესაც მეორედ ჩატარდა NATO-საქართველოს სწავლება, საქართველო იყო ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის პირველი ქვეყანა, რომელსაც ნატო-ს ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვისა და ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულება დაეკისრა. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება და აღიარება იმ სანდო და საიმედო პარტნიორობისა, რომელიც საქართველომ მრავალჯერ დაუდასტურა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. აღსანიშნავია, რომ ალიანსის წევრმა და პარტნიორმა 20-მა ქვეყანამ და 560-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა ამ სწავლებაში. რუსეთის მრავალგზის მუქარაზე ეს თავისთავად პასუხია. მინდა, მათ ყველას მადლობა მოვახსენო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, სწავლების პროცესში NATO-ს სხვადასხვა სააგენტოსა და ცენტრის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია, აქტიური ჩართულობა ნათლად მეტყველებს საქართველოს როლზე რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების პროცესში. „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის სხვადასხვა ინიციატივებს შორის კიბერუსაფრთხოება და სტრატეგიული კომუნიკაციები იყო მიმდინარე სწავლების ძირითადი მიმართულებები. ამ სფეროებში საქართველოს შესაძლებლობების განვითარება კრიტიკულად აუცილებელია დღეს არსებულ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მინდა, „NATO-საქართველოს სწავლება 2022“-ის უკლებლივ ყველა მონაწილეს, ჩვენს პარტნიორებს, ნატო-ს პარტნიორებს მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელით იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. მადლობას მოგახსენებთ მტკიცე ერთიანობისთვის, რომელსაც ევრ ოპისა და რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ავლენთ.საამაყოა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ურთულეს ამ პროცესში და ამ ურთულეს პერიოდში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ  NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება 20-25 მარტს ჩატარდება

ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი 

ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა.  ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა. ახალი სანქცეიების ფარგლებში გაფართოებულ სიაში არიან ოლიგარქები: ევგენი შვიდლერი - (მილიარდერი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი); ოლეგ ტინკოვი - Tinkoff Bank-ის დამფუძნებელია და მისი ქონება $3.5 მილიარდს აღწევს. სანქციებს სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, ჰერმან გრეფი; ოლეგ აქსიუტინი - Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დიდიერ კასიმირო - Rosneft-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; ზელიკო რუნიე - Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნავთობის, გაზისა და ოფშორული ბიზნესის განვითარების მიმართულებით. სანქციების ქვეშ მოექცა გალინა დანილჩენკო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მელიტოპოლის მერად დანიშნა. ასევე სიაშია პოლინა კოვალევა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გერი. ცნობისათვის NATO-ს საგანგებო სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით  „უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი.  აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის 24 მარტს აპირებს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას. სახელმწიფო უშიშროების სფეროში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 22 მარტს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები არაა მიმართული მხოლოდ „ახალი სანქციების შემოღებასთან, არამედ სანქციებისთვის თავის არიდების აღკვეთის ერთობლივი ძალისხმევის უზრუნველყოფისკენ“. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან შესახვედრად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად და ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე სასაუბროდ, მაგრამ არა ულტიმატუმების შესასრულებლად. „ამ შეხვედრისთვის ახლაც მზად ვარ, რის შესახებაც საჯაროდაც განვაცხადე. ჩვენ, ყველას გვჭირდება მშვიდობა. მზად ვართ, განვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტის პირობები, მშვიდობის პირობები, მაგრამ არ ვარ მზად, შევასრულოთ ულტიმატუმები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: თუ EU-ს ქვეყანა გაზს რუბლში იყიდის, ეს უკრაინელების მოკვლაში რუსეთის დახმარება იქნება

BBC : უკრაინის არმიამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი გაანადგურა

უკრაინის არმიამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „ორსკი“ გაანადგურა. ამის შესახებ BBC წერს. ასევე ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობა. სარდლობის ინფორმაციით, მტრის სადესანტო ხომალდი რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში, აზოვის ზღვაში განადგურდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.   

ჯო ბაიდენი: უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. „NATO-ს ლიდერები დღეს ბრიუსელში შევიკრიბეთ უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად და მათი თავდაცვის უფლების დასაცავად“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა