ძებნის რეზულტატი:

ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა

ჩინეთი არაა მზად რომ რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას მხარი დაუჭიროს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა განაცხადა.  მისი თქმით,  G20-მა მომავალშიც უნდა ითანამშრომლოს საერთო პრობლემების გადაჭრის საკითხებში, როგორიცაა პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა და რუსეთი ამ ჯგუფის მნიშვნელოვანი წევრია.  "არც ერთ ცალკეულ წევრს არ ხელეწიფება სხვა ქვეყნის გარიცხვა. "დიდმა ოცეულმა" უნდა გააძლიეროს ერთიანობა და თანამშრომლობა", - თქვა სპიკერმა. პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, პეტრ ნოვაკის განცხადებით, ვარშავამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს შესთავაზა, რუსეთი „დიდი ოცეულის“ ფორმატიდან გარიცხონ და ამ შეთავაზებას „დადებითი გამოხმაურება“ მოჰყვა. ამერიკული მხარე ამ საკითხზე ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებს. ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ფორმატში სწორედ პოლონეთმა უნდა დაიკავოს, რომელმაც კომუნისტური ქვეყნიდან ღია ეკონომიკისკენ „30-წლიანი გარდამავალი პერიოდი წარმატებით დაასრულა“. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი „დიდი რვიანის“ ქვეყნების ფორმატიდან გარიცხეს. „დიდი ოცეული“ გაცილებით უფრო ფართო ჯგუფია, რომელშიც ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილიაც შედიან, ამიტომ რუსეთის გარიცხვა უფრო რთული იქნება. ასევე წაიკითხეთ  Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა

საფრანგეთის მთავრობის სპიკერი: რუსი ოლიგარქების $800 მილიონის აქტივები დაყადაღდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი გაბრიელ ატალი ავრცელებს, იუწყება CNN.  „ეს სანქციები რუსეთში იგრძნეს, სადაც ეკონომიკა მერყეობს. რუბლი კოლაფსს განიცდის, ბირჟები დიდწილად დახურულია და ცენტრალური ბანკი ძლიერად დაზარალდა“, – განაცხადა გაბრიელ ატალმა. ევროკავშირის მიერ მარტის დასაწყისში დაწესებული სანქციები 160 რუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსზე ვრცელდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს    

Bloomberg: ევროკავშირი უკრაინას საიდუმლო ინფორმაციას გაუზიარებს

ევროკავშირმა უკრაინასთან დაამტკიცა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბლოკი კიევს საიდუმლო ინფორმაციას გაუზიარებს, მათ შორის სატელიტურ ფოტოებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.  „შეთანხმება შესაძლოა ძალაში ერთი წელი იყოს ან მომავალში გაგრძელდეს, ამასთან გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულები არიან ევროკავშირის ელჩები “- აცნობა წყარომ გამოცემას.  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 28 თებერვალს განაცხადა., რომ უკრაინის დასახმარებლად მიმდინარეობს რესურსების მობილიზება, რათა დაეხმარონ უკრაინას გეოსივრცითი მონაცემების ანალიზში. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ  Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით € 500 მილიონს გამოუყოფს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

რუსეთიდან უცხოური ბიზნესკომპანიების გასვლის გამო 96 865-მა მოქალაქემ სამსახური დაკარგა

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის ბაზრიდან უცხოური ბიზნესკომპანიების გასვლის შედეგად, რუსეთის 95 865 მოქალაქე უმუშევარია. ამის შესახებ რუსული მედია პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერ გალინა კარელოვაზე დაყრდნობით წერს.  იმ ადამიანებმა ვინც სამსახური დაკარგა ძირითადად მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, სამარასა და კალუჟის ოლქში ცხოვრობენ.  ამასთან 36 765-მა ორგანიზაციამ სადაც 8,4 მილიონი მოქალაქე მიშაობს, რეჟიმის ცვლილების შესახებ განაცხადეს.  პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ზომები უნდა მიიღოს.  მანამდე გამოცემა Forbes წერდა, რომ რუსეთში 200 ათას ადამიანს ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შემდეგ უმუშევრობა ემუქრება.  უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ამ ბაზარზე ბიზნესის შეჩერებისა ან დატოვების შესახებ განაცხადეს.  ასევე წაიკითხეთ    Forbes: რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად სამსახურს 200 ათასი ადამიანი  დაკარგავს    ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა

სტივენ კინგმა რუსეთში ახალი წიგნების გამოცემაზე უარი თქვა

სტივენ კინგმა, რომლის წიგნებიც რუსეთში საკმად კარგად იყიდება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გამომცემლობებთან დადებულ ყველა კონტრაქტი ოფიციალურად გააუქმა. ამის შესახებ რუსული მედია მის აგენტზე დაყრდნობით წერს.  მწერლის ახალი რომანები რუსეთში აღარ გამოიცემა. 5 მარტს Twitter-ში სტივენ კინგმა დაწერა, რუსეთში საკუთარი კონტრაქტების გაყიდვას გეგმავდა.  2016 წელს რუსეტში სტივენ კინგის წიგნის 6,7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ყველაზე გაყიდვადი რომანი იყო „ის“. 6 წელიწადში რუსეთში ამ რომანის 393 ეგზემპლარი გაიყიდა.  მანამდე რუსეთში კონცერტები გააუქმა ბიორკმა, იგი პოპმა,Twenty One Pilots, The Killers-მა და სხვებმა.  სტივენ კინგს მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვს წიგნების 350 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილი: მთავარი მოვლენები ახლა უკრაინაში ხდება, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია, მსოფლიომ შეხედოს საქართველოს და მოლდოვას

ვფიქრობ, მსოფლიომ უკვე ყველაფერი იცის, თუკი რამე უნდა იცოდეს ვლადიმერ პუტინზე. მანამდე თუკი არ იცოდნენ და არ ესმოდათ 2008 წელს საქართველოში ომის დროს და 2014 წელს ყირიმში შეჭრისას, ახლა ვფიქრობ, უკვე ყველამ გაიაზრა ეს ინსტინქტი, რუსეთის ეს ძველი ტენდენცია იმპერიალიზმის გაფართოების, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მართალია მთავარი მოვლენები ახლა უკრაინაში ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, პარტნიორებს საქართველო და მოლდოვა ახსოვდეთ. „იქნება თუ არა საქართველო მომდევნო, ეს რთული შეკითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ პირველი ვიყავით და ვიმედოვნებ, რომ აღარ განმეორდება, თუმცა დარწმუნებით ვერავინ იტყვის. ასევე ვერავინ იტყვის, თუ რა რეაქცია ექნება რუსეთს დამარცხების შემთხვევაში. არავინ იცის, რა რეაქცია იქნება ნახევრად გამარჯვებისა და ნახევრად დამარცხების შემთხვევაში. ჩვენ უკვე ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს. ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი სამხედრო ბაზაა, რა თქმა უნდა, ძალიან მოწყვლადები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ შეხედოს საქართველოს, მოლდოვას. რა თქმა უნდა, ცენტრშია უკრაინა, სადაც მთავარი მოვლენები ხდება, მაგრამ ამავდროულად ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს სამიტზე, ევროკავშირის მოლაპარაკებებზე არ დაგვივიწყებენ. ეს არის ბრიუსელში ჩემი ვიზიტის მიზეზი, რათა ვესაუბრო პარტნიორებს, რომ საქართველო ახსოვდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.   

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს. ამის შესახებ businessformula წერს.  კაკაურიძის განმარტებით, წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება. „პანდემიის შოკიდან გამომდინარე, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. შესაძლოა, ასწლეული გავიდეს და მსგავსი სიმძიმის შოკი მსოფლიო ეკონომიკას არ ჰქონდეს. ამას დაემატა რეგიონული შოკი, რაც ჩვენს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. საუბარია, რომ პოტენციურად დაახლოებით მილიარდი დოლარი დააკლდება ქვეყნის ეკონომიკას. ყველას კარგად ესმის ეს როგორ უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და ბიუჯეტის შემოსავლებზე. რა თქმა უნდა, 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება ძალიან რთული, ალბათ, შეუძლებელიც. ტურიზმის აღდგენა იმ ტემპით, რაც გათვლილი გვქონდა ვერ მოხდება და ვერც ექსპორტის იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება. საბაზისო სცენართან მიმართებაში ორივე მაჩვენებელი შემცირდება“,- განაცხადა კაკაურიძემ.  ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მთავრობა სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად აქტიურად მუშაობს. მისი განმარტებით, გავლენების შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოლოდინებია მსოფლიო ეკონომიკაში და როგორ შეიცვლება გლობალური ეკონომიკის ტენდენციები.  გიორგი კაკაურიძის განცხადებით, იმისთვის რომ 2023 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 3%-იან დეფიციტზე ჩამოვიდეს, ხარჯები ბევრი მიმართულებით შემცირდება.  შეგახსენებთ, მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა. 

მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა

პოლიტიკოსი, 1997-2001 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ nypost ოჯახზე დაყრდნობით წერს.  ოლბრაიტი იყო პრეზიდენტი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა და პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი აშშ-ში.  იგი მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, უბიძგებდა ალიანსს ჩარეულიყო ბალკანეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, ცდილობდა შეემცირებინა ბირთვული იარაღის გავრცელება და მხარს უჭერდა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას მთელს მსოფლიოში. ოლბრაიტი ასევე იყო გაეროს, ეროვნული პოლიტიკის ცენტრისა და პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. მადლენ ოლბრაიტი 2012 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მშვიდობის საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა. 

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის €1 მილიარდს გამოუყოფს

ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას „ევროპის მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში რუსეთის აგრესიის ფონზე სამხედრო დახმარება გაუორმაგოს. კერძოდ, უკრაინა €500 მილიონის ნაცვლად €1 მილიარდს მიიღებს.  „არაპროვოცირებული და დაუსაბუთებელი აგრესია რუსეთის მხრიდან უკრაინასთან მიმართებით, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდების პრინციპებს. საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას. რუსეთსა და მისი მოკავშრე ბელორუსს ეკისრებს სრული პასუხისმგებლობა აგრესიულ ომზე და დამნაშავეები დაისჯებიან ჩადენილი დანაშაულისთვის. ასევე მშვიდობიან მოქალაქეებზე და ობიეტებზე თავდასხმებისთვის“, - ნათქვამია  ევროსაბჭოს ვებგვერზე გავრცელებულ განცხადებაში.  ევროკავშირი ითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. შეიარაღებული ძალები და ტექნიკა  გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან. ასევე პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტესა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინას სამხედეო დახმარების ფარგლებში € 500 მილიონს გამოუყოფდა.  ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ

რუსეთში ერთი თვეა სეიფებზე, იარაღსა და საბრძოლო მასალაზე მოთხოვნა გაიზარდა 

სეიფების შესყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 21-27 თებერვლის კვირაში, იტყობინება ონლაინ ჰიპერმარკეტი VseInstrumenty.ru. 14 თებერვლიდან 20 თებერვლის კვირასთან შედარებით, სეიფების შესყიდვები 34%-36%-ით გაიზარდა. 28 თებერვლიდან 6 მარტამდე ზრდამ 20% შეადგინა. ამასთან, 7 მარტიდან 14 მარტამდე - მოთხოვნა შემცირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  HardSafe-ი, უსაფრთხოების მაღაზია იტყობინება, რომ “მოთხოვნა გაიზარდა 100%-ით” როგორც იარაღზე, ასევე სეიფებზე, ხოლო სხვადასხვა მომწოდებლების სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები 10-დან 60%-მდეა აწეული.  სეიფებზე მოთხოვნის ზრდის მიზეზებს შორის სახელდება ვალუტის კურსის ცვლილება და რუსების ხელში ნაღდი ფულის რაოდენობის ზრდა. ამასთან, იმპორტირებული იარაღის გაძვირების მოლოდინის გამო მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს ადგილობრივი წარმოების იარაღის შეძენა. ბაზრის ზოგიერთი მონაწილე თვლის, რომ მოთხოვნის დინამიკის მკვეთრი ზრდა დროებითი მოვლენაა. 

ზურაბიშვილი: იქნება თუ არა საქართველო რუსეთის შემდეგი სამიზნე? იმედი მაქვს, არა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რთულია პროგნოზირება როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა იმედი აქვს რომ საქართველო რუსეთის სამიზნე შემდეგი სამიზნე არ იქნება.  „ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის მხოლოდ ამ ქვეყნით არ შემოიფარგლება. იქნება თუ არა შემდეგი სამიზნე საქართველო? ეს რთული შეკითხვაა. იმედი მაქვს, რომ არა. თუმცა, ჩვენ პირველები ვიყავით და ვიმედოვნებ, რომ იგივე აღარ განმეორდება. საქართველო უკვე არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და წართმეულ ტერიტორიებზე მათი ორი სამხედრო ბაზა გვაქვს. მაგრამ, არავინ იცის, თუ როგორი იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი. მნიშვნელოვანია ჩვენი დაახლოება ნატოსთან და ევროკავშირთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.    ასევე წაიკითხეთ  სალომე ზურაბიშვილი: მთავარი მოვლენები ახლა უკრაინაში ხდება, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია, მსოფლიომ შეხედოს საქართველოს და მოლდოვას  

აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ  უკრაინაში რუსეთის სამხედრობმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს

აშშ-ის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ჯარებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 23 მარტს განაცხადა. „დღეს შემიძლია გამოვაცხადო, რომ ამჟამად ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით აშშ-ის მთავრობამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარების წევრებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში,“ - თქვა ბლინკენმა. „ჩვენი შეფასება ემყარება ხელმისაწვდომი საჯარო და სადაზვერვო ინფორმაციის გულდასმით შესწავლას. როგორც ნებისმიერი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში, საბოლოოდ სასამართლოა პასუხისმგებელი კონკრეტულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენისთვის,“- ბლინკინმა.  აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 16 მარტს ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა, რამაც მოსკოვის რისხვა გამოიწვია.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა  დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. დაღუპულ ქართველი მებრძოლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები დახვდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილზე მოქალაქეებმა ჯაჭვი გააკეთეს, მათ თან ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები და სანთლები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა.  შეგახსენებთ, ქართველი ჯარისკაცები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი, უკრაინა-რუსეთის ომში, უცხოელ მოხალისეთა რაზმში, უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. ჯარისკაცები, რუსული ძალების მიერ დაბომბვებს შეეწირნენ.

WSJ: აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შექმნა სამუშაო დოკუმენტი სანქციათა პაკეტის შესახებ

"მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შექმნა სამუშაო დოკუმენტი სანქციათა პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო გავრცელდებოდა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის" მფლობელზე რომან აბრამოვიჩიზე", - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ამის მიზეზი იყო ის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრის დროს, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისგან თავის შეკავება ურჩია, რომელმაც შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში. ამის შესახებ Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა. თეთრი სახლის ლიდერის კუთვნილი ბორტი ნომერი პირველი, ბრიუსელის აეროპორტში, ადგილობრივი დროით, 21 საათზე დაეშვა. ბაიდენი ნატოსა და "დიდი შვიდეულის" ქვეყნების სამიტებს დაესწრება. ამას გარდა, როგორც ცნობილია, ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციების გამოცხადებასაც გეგმავს. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს

კიევის მერი: ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავებული კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს

ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავებული კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალები კვლავ ცდილობენ ჩერნიგოვის დაკავებას. ჩერნიგოვის მერის განცხადებით, ქალაქის სასაფლაო დაღუპულთა დასაკრძალად საკმარისი არ იქნება, როს გამოც მიცვალებულებს ძველ სასაფლაოზე კრძალავენ. ხარკოვის მერის თქმით, ქალაქში განადგურებულია ათასამდე საცხოვრებელი სახლი. ასევე წაიკითხეთ: კიევის მერი: კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა

ევროკავშირი და NATO-ს ორი სამიტი დღეს ბრიუსელში გაიმართება

ევროკავშირი და NATO-ს ორი სამიტი დღეს ბრიუსელში გაიმართება. ბრიუსელში ორგანიზაციის ლიდერები კრაინაზე მსჯელობას NATO-ს საგანგებო სამიტზე დაიწყებენ. სამიტიდან რუსეთს უმკაცრესი გზავნილი უნდა გაუგზავნონ და უკრაინის მიმართ პარტნიორებმა მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა

თელავში, ორსართულიანი საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ჩამოინგრა მეორე სართულის ჭერი და ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთმა წევრმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.  აფეთქების შედეგად ქუჩაზე მდგარი მანქანაც დაზიანდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, ვლადიმერ პუტინთან დიალოგი გააგრძელოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, გააგრძელოს დიალოგი ვლადიმერ პუტინთან და რომ საფრანგეთი და ევროპა ყველაფერს გააკეთებენ, რათა უკრაინაში ომი შეაჩერონ. „არსებობს გაურკვევლობა. მზად ვარ გავაგრძელო დიალოგი ვლადიმე რპუტინთან“, - განუცხადა ემანუელ მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი და NATO-ს ორი სამიტი დღეს ბრიუსელში გაიმართება

რუსული RBK-ს ცნობით, ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე შტორმის გამო ავარია მოხდა

რუსული RBK-ს ცნობით, ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე შტორმის გამო მოხდა ავარია, რომელმაც “კრიტიკული დაზიანება” გამოიწვია. მათივე ცნობით,“კასპიის მილსადენის კონსორციუმმა” ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერა.რუსული პირველი არხის თანახმად, ავარია 21 მარტის ღამით არსებულმა შტორმმა გამოიწვია. დაზიანება მილსადენის მოტივტივე მონაკვეთზე მოხდა, რომლითაც უშუალოდ ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ტანკერების შევსება ხდება.