ძებნის რეზულტატი:
კაპიტან ამერიკას პირველი კომიქსი აუქციონზე $3,12 მილიონად გაიყიდა
კაპიტან ამერიკას პირველი კომიქსი, რომელიც 1941 წლით თარიღდება, 7 აპრილს აუქციონზე $3,12 მილიონად გაიყიდა. ამის შესახებ Forbes USA აუქციონის სახლ Heritage Auctions-ზე დაყრდნობით წერს. კომიქსის ავტორები არიან მწერალი და მხატვარი ჯო საიმონი და ჯეკ კიბრი. კომიქსის ყდაზე გამოსახულია სუპერგმირი, რომელიც ადოლფ ჰიტლერს სახეში ურტყამს. კაპიტან ამერიკა კომპანია Marvel Comics-ის პერსონაჟია და ის მწერალმა ჯო საიმონმა და მხატვარმა ჯეკ კირბიმ შექმნეს.
Bloomberg: ილონ მასკის კომპანიამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი კერძო ეკიპაჟი გაუშვა
მილიარდერი ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების პირველი კერძო ეკიპაჟი გაუშვა. მოგზაურობა 10 დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ Bloomberg წერს. ეკიპაჟი 4 ადამიანისგან შედგება: ყოფილი კოსმონავტი მაიკლ ლოპეს-ალეგრია, და კიდევ 3 ფინანსისტი აშშ-დან, კანადიდან და ისრაელიდან. თითოეულმა მათგანმა ბილეთში $55 მილიონი გადაიხადა. ინფორმაცია Bloomberg-ს Axiom-ის თანადამფუძნებელმა კიმ გაფარიანმა დაუდასტურა. მოგზაურობის პროგრამა მოიცავს კომერციულ ღონისძიებებს, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებსა და სამზარეულოს, რომელიც ესპანელ-ამერიკელმა შეფ-მზარეულებმა შექმნეს და რესტორატორმა ხოსე ანდერსონმა. ეკიპაჟს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი და გერმანელი ასტრონავტები დახვდებიან. ასევე 3 რუსი კოსმონავტი, მიუხედავად იმისა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან თანამშრომლობა შეწყვიტა. Bloomberg წერს, რომ კოსმოსურ სადგურზე პირველი კერძო ეკიპაჟის გაგზავნა NASA-სთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის უკვე თანამშრომლობს Orbital Reef-სთან, Blue Origin Starlab-თან და Nanoracks-თან დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტაზე ინდუსტრიული პარკების შესაქმნელად, რათა კერძო კოსმოსური ფრენების რაოდენობა გაზარდოს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს
9 აპრილისადმი თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ზუსტად 33 წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებით გაერთიანებულ ქართველ ხალხს ავტორიტარული რეჟიმის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა. მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც 21 ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი. „ეს მსხვერპლი ამაო არ ყოფილა. ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 9 აპრილი ჩვენთვის ტრაგიკული თარიღია, როდესაც კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მამულიშვილთა ნათელ ხსოვნას; ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, რომ დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. ამავდროულად, ეს არის ქართველთა ერთობის, იმ ფასეულობათა საბოლოოდ გამარჯვების დღე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდა ჩვენს დიდ ისტორიას. გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს,“- ნათქვამია განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
აშშ-ის საელჩო: რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. როგორც 9 აპრილის 33 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან რუსეთის მიერ წინასწარგანზრახულ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ვინაიდან ხალხს კარგად ახსოვს გატეხილი პირობების, ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან. „ამის გამოა, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე, აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მასპინძლობს და გვერდში უდგას უკრაინელ ლტოლვილებს. სამწუხაროდ, რუსული არმიის სისასტიკე საუკუნეებს ითვლის და აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის სასტიკი ქმედება მწარე მოგონებად სამუდამოდ დარჩება. თუმცა, რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1989 წლის 9 აპრილიდან 33 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კონსტანტინ კოჩეტოვი. 7 აპრილს, 21 საათზე საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად. 8 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ეგორ ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით. პოლიტბიუროს სხდომას არ ესწრებოდნენ ლონდონიდან ახალდაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი. შემდგომში გორბაჩოვი ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა პოლიტბიუროს გადაწყვეტილების შესახებ. გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. ოპერაციის ხელმძღვანელებად დაინიშნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი და კონსტანტინ კოჩეტოვი. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერაციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან. 8 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი. როდიონოვმა, კოჩეტოვმა და პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის დაშლის ზოგადი გეგმა. 8 აპრილს ჩატარებულ პარტიულ სხდომაზე პატიაშვილმა უარყო კომპარტიის ზოგიერთი წევრის მოწოდებები მომიტინგეებთან მოლაპარაკებისკენ, ასევე უარი ტქვა მოსკოვიდან შევარდნაძისა და გიორგი რაზუმოვსკის, რომელიც პარტიულ კადრებს განაგებდა, თბილისში ჩასვლაზე. 8 აპრილს გაიმართა საქართველოს სსრ-ის თავდაცვის საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ როდიონოვი და კოჩეტოვი. სხდომის ჩანაწერი არ არსებობს. შეტევის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე შედგა სატელეფონო საუბარი პატიაშვილსა და როდიონოვს შორის, სადაც როდიონოვმა დაარწმუნა პატიაშვილი, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ. 9 აპრილს გამთენიისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიმართა რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, გააფრთხილა ისინი მოსალოდნელი ძალადობის შესახებ და დაშლისკენ მოუწოდა. მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. დილის 4 საათზე დაიწყო მიტინგის დარბევა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ლენინის მოედანიდან და ძერჟინსკის ქუჩიდან დაძრულმა ჯავშანტრანსპორტიორებმა და ტანკებმა. ჯარისკაცები შეიარაღებულნი იყვნენ სასანგრე ბარებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით. ქლოროპიკრინის ბაზაზე დამზადებული აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია მრავალი სასიკვდილო შედეგი. საქართველოს უზენაესი საბჭოს საგამოძიებო კომისიამ ძალის გამოყენება უკანონოდ მიიჩნია და პასუხისმგებლობა დააკისრა თავდაცვის მინისტრს, გენერალ იაზოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის უფროს ვიქტორ ჩებრიკოვს და პარტიის ცკ-ში სოფლის მეურნეობის მდივანს ეგორ ლიგაჩოვს, ასევე საქართველოს სსრ-ის პარტიულ ხელმძღვანელობას. კომისიის დაკსვნით ოპერაცია იყო სადამსჯელო, რადგან არსებობდა ალტერნატიული ზომების გამოყენების შესაძლებლობა. 9 აპრილის მოვლენების შესასწავლად კომისია იყო შექმნილი ასევე სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა კრების მიერ ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. სობჩაკის კომისიის მოხსენებასა და საბჭოთა სამხედრო პროკურატურის ანგარიშებში არ იყო პასუხი გაცემული ბევრ კითხვაზე, არ იყო ნახსენები გორბაჩოვის როლი და არ იყო გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირები. საბჭოთა პრესა „კრასნაია ზვეზდა“ და „ლენინსკოე ზნამია“ დამახინჯებით აშუქებდა მომხდარს. არავინ მიცემულა პასუხისგებაში. 15 აპრილს ჩატარდა მსხვერპლთა მასობრივი დაკრძალვა, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. მთავრობის სახლის წინ კიბეები გადაიქცა თაყვანისცემის ადგილას, სადაც აღიმართა დროებითი მემორიალი. 9 აპრილი უკვდავყოფილ იქნა ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით. 33 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით 15 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ. შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო დარტყმა რუსულმა ჯარმა მიიტანა
პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო დარტყმა რუსულმა ჯარმა მიიტანა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პენტაგონის მაღალჩინოსანმა განუცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯერა რუსული მხარის, რომლებმაც თქვეს, რომ ეს მათ არ ჩაუდენიათ. თავდაპირველად მათ წარმატებული სარაკეტო დარტყმის შესახებ განაცხადეს, უარყოფა კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დარტყმის შედეგები გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, კრამატორსკზე შეტევისთვის რუსეთი მე-18 მოტომსროლელ დივიზიას გამოიყენებს, რომელიც 2021 წელს ჩამოყალიბდა. კრამატორსკი აღმოსავლეთ უკრაინის მთავარი სარკინიგზო კვანძია. ჩვენ ვხედავთ ქვედანაყოფებისა გადაადგილებას და ძალის გამოყენებას ამ ზონაში“, - აცხადებს პენტაგონის მაღალჩინოსანი. 8 აპრილს ავიადარტყმის დროს კრამატორსკის სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდნენ. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 52 ადამიანი, 109 კი დაშავდა. ასევე წაიკითხეთ ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს
COVID-19-ით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 341 შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 081 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 341 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 322-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.07% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.73%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 445 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 009-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 770 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 341 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 186 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 18, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 517 საიდანაც, 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 234, აჭარაში - 21, იმერეთში - 84. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 103 პირი, მათ შორის, თბილისში - 65, აჭარაში - 15, იმერეთში - 11.439 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 240, აჭარაში - 23, იმერეთში - 85. 3 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
BBC: კრემლმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ხელმძღვანელი შეცვალა
რუსეთმა უკრაინაში „სპეციალური საომარი ოპერაციის“ ხელმძღვანელი შეცვალა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, „სპეცოპერაციას“ რუსეთის არმიის გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე სირიაში იბრძოდა. BBC-ის წყაროს ცნობით, რუსეთის სხვადასხვა დანაყოფებს შორის სუსტი კოორდინაციაა და დვორნიკოვს სამხედროებს შორის უკეთესი კავშირის უზრუნველყოფა მოუწევს. „ამ კონკრეტულ მეთაურს აქვს სირიაში სამხედრო ოპერაციების ჩატარების დიდი გამოცდილება. ამიტომ არის მოლოდინი, რომ ომის მართვის პროცესი გაუმჯობესდება“, - განუცხადა BBC-ს წყარომ. ალექსანდრე დვორნიკოვი რუსი სამხედროების დაჯგუფებას სირიაში 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ივლისამდე ხელმძღვანელობდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა პესკოვმა აღიარა, რომ რუსულ არმიას უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს
უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ზრდის სამხედრო კონტინგენტს და დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით განაგრძობს ძალების გადაჯგუფებას
რუსული არმია განაგრძობს ძალების გადაჯგუფებას უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დასამყარებლად. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით უკრაინის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში შვიდი შეტევა მოიგერია, ცხრა ტანკი, შვიდი ჯავშანტექნიკა და მტრის ხუთი მანქანა განადგურდა. „რუსული მხარის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია რუბიჟნეს, ნიჟნეს, პოპასნაიასა და ნოვობახმუტოვკას დასახლებებზე კონტროლისა და ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. კიევის ცნობით, 24 თებერვლიდან 9 აპრილის ჩათვლით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე დაკარგეს 705 ტანკი, 1895 ჯავშანტექნიკა, 335 საარტილერიო სისტემა, 108 MLRS, 55 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 151 თვითმფრინავი, 136 შვეულმფრენი და საავტომობილო ტექნიკა. 1363, გემები / ნავები - 7, ტანკები საწვავით და საპოხი მასალებით - 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 112, სპეციალური აღჭურვილობა - 25, OTRK / TRK გამშვები - 4. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა პესკოვმა აღიარა, რომ რუსულ არმიას უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს
კლინტონის განცხადებით, მან ელცინსა და პუტინს რუსეთის NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა
აშშ-ის 42-ე პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა The Atlantic- თან განაცხადა, მისი პრეზიდენტობის ვადაში მან რუსეთის პირველ პრეზიდენტ ბორის ელცინს და შემდგომ მის შემცვლელ ვლადიმერ პუტინს რუსეთის NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა. კლინტონი ყვება, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთს დახმარებოდა 21-ე საუკუნის „უდიდესი დემოკრატია“ გამხდარიყო. მისი თქმით აშშ-მ რუსეთის ფედერაციას გამოუყო $1,6 მილიარდი ბერლინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჯარის გასაყვანად „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში. ასევე რუსეთი „დიდ შვიდეულის“ ქვეყნების გაერთიანებაში მიიწვია. „მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ღია ვინახავთ NATO-ს კარებს რუსეთის შესვლისთვის, რაც მე ელცინს და შემდეგ მის მემკვიდრეს ვლადიმირ პუტინს ვუთხარი“, - თქვა კლინტონმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ცრუ ბრალდებებს უწოდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის იზოლაციას ცდილობდა, - განაცახადა კლინტონმა. კლინტონის განცხადებით, ის ელცინს 18-ჯერ შეხვდა, ხოლო პუტინს 5-ჯერ. „მოსაზრებები, რომ ჩვენ ვახდენდით რუსეთის იგნორირებასა და იზოლაციას, სიცრუეა. დიახ, NATO ფართოვდებოდა რუსეთის პოზიციის მიუხედავად, მაგრამ ალიანსის გაფართოება არ უკავშირდებოდა მხოლოდ აშშ-ს და რუსეთის ურთიერთობას“, - აღნიშნა კლინტონმა. 2017 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან შესთავაზა ბილ კლინტონს ეფიქრა რუსეთის NATO-ში გაწევრიანებაზე. პუტინის თქმით, კლინტონმა უპასუხა: „კარგი, მე არ ვარ წინააღმდეგი”, რის შემდეგაც, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ”მთელი ამერიკული დელეგაცია განერვიულდა”. 2022 წლის თებერვალში პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი შეთავაზება კლინტონთან 2000 წელს მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა და აშშ-ს პრეზიდენტის რეაქცია „ძალიან თავშეკავებული იყო“. 1949 წელს ჩამოყალიბებული NATO-ს არსებობის მანძილზე რუსეთმა სამჯერ სცადა სამხედრო ალიანსში გაწევრიანება. 1954 წელს მოსკოვმა შესთავაზა საბჭოთა კავშირის მიღებას NATO-ში. 1990-იან წლებში ბორის ელცინმა ასევე შესთავაზა რუსეთს ალიანსში გაწევრიანება. 2000 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პუტინმა ეს საკითხი კლინტონთან მოლაპარაკების დროს დააყენა.
S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა
S&P Global Ratings-მა "შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსკოვი საგარეო ვალის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებით გადახდას ვეღარ შეძლებს. უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთს საგარეო დეფოლტის საფრთხე პირველად ემუქრება მას შემდეგ, რაც მან გასულ კვირაში ევრობონდების პროცენტი რუბლში გადაიხადა, კონტრაქტით კი დოლარის ვალუტა იყო გათვალისწინებული. "ამჟამად, ჩვენ არ ველით, რომ ინვესტორები, ან მთავრობა 30-დღიან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში რუბლის გადახდების დოლარში კონვერტირებას შეძლებენ." - ნათქვამია S&P-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება, რაც თავისთავად შეაფერხებს მოსკოვის ტექნიკურ შესაძლებლობას, გადაიხადოს უცხოური ვალი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალუტაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ევრობონდების პროცენტი რუბლში გადაიხადა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს
ცნობილია როდის მიიღებს საქართველო ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებულ კითხვარს
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს 11 აპრილს გადაეცემა. ამის შესახებ ვარჰეიმ Twitter-ზე დაწერა. „ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო", - წერს ვარჰეი. უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 აპრილს განაცხადა. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს საქართველო მომავალ კვირაში მიიღებს. 2022 წლის 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ „ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ვალერი ჩეჩელაშვილი: „ასოცირების ტრიოს“ მემორანდუმის ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში განხორციელება ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს თენგიზ ფხალაძე: „ასოცირებული ტრიოს“ გზავნილია, რომ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ეს არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
სალომე ზურაბიშვილი: 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ესაა გამარჯვების მაგალითი. ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ,,დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იმავე იდეებისთვის, იმავე თავისუფლებისთვის, იმავე დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მაგალითია ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი. ეს არის იმის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის. ჩვენ ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით. ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს რუსეთია. ეს უნდა ვიცოდეთ, არ დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარულები. უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულის, ტრადიციების და ასევე ამ ადამიანების ღირსნი, ვინც აქ, 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალთან. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ასევე წაიკითხეთ პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით 15 მსჯავრდებული შეიწყალა
ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსეთის სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. როგორ ჩაანაცვლებს რუსულ ქვანახშირს? ამ თემაზე Eurotime მიმოხილვას გთავაზობთ. ექსპერტების შეფასებით, რუსული ქვანახშირის ჩანაცვლება ევროკავშირისთვის საკმაოდ ძვირი იქნება. 2021 წელს რუსეთიდან ევროკავშირში ქვანახშირის ექსპორტმა 69 მილიონი ტონა შეადგინა. აქედან გერმანიაზე 22,3 მილიონი ტონა მოდის. ევროკავშირის სანქციები რუსეთისთვის - ორი მხარე ვინაიდან ევროკავშირის ქვანახშირის იმპორტის დიდი წილი რუსეთზე მოდის, რომელიც მსოფლიოში ქვანახშირის სიდიდით მესამე ექსპორტიორია, ბლოკს შესაძლოა ძვირი დაუჯდეს სანქციების შემდეგ მიწოდების დეფიციტის შევსება. „ევროპელ მომხმარებლებს მოუწევთ მოემზადონ ელექტროენერგიის მაღალი ფასებისთვის ამ წლის განმავლობაში, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტი ქვანახშირზე დამოკიდებულ ქვეყნებში მთელ კონტინენტზე გავრცელდება კარგად დაკავშირებული ელექტრო ქსელების მეშვეობით“, - ნათქვამია Rystad Energy-ის შენიშვნაში. Rystad Energy-ის ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის ხელმძღვანელის კარლოს ტორეს დიასის თქმით, ევროკავშირის უახლესი სანქციები „ორლესული მახვილია“. „რუსული ქვანახშირის ექსპორტი წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდ ევროს შეადგენს და ევროპის ენერგეტიკულ ბალანსში რუსული ნედლეულის მარტივი და ეკვივალენტური ჩანაცვლება არ არსებობს. ევროპელი მომხმარებლები, მსხვილი კომპანიებიდან დაწყებული, ოჯახებით დამთავრებული, უნდა ელოდონ მაღალ ფასებს 2022 წლის ბოლომდე, რადგან ქვანახშირი და გაზი საჭიროა კონტინენტის ელექტროენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,” - თქვა მან. რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა ნედლეულის ფასების ზრდისა და შეზღუდული მიწოდების ფონზე API2 Rotterdam Coal Futures მონაცემებით, ევროპული ქვანახშირის ფასების საორიენტაციო მაჩვენებელმა, მაისის კონტრაქტებში ტონაზე $300-ს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალია ბოლო სამ კვირაში სანქციების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. Rystad Energy-მის შეფასებით, შეზღუდული ბაზრის გამო, საკმაოდ რთულია ქვანახშირის მიწოდების ალტერნატიული წყაროების პოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელ მომხმარებლებს მოუწევთ მეტი გადაიხადონ თავიანთი პორტებისთვის მოქნილი მიწოდების წყაროების მოსაზიდად. „საზღვაო თერმული ქვანახშირის მომწოდებლებმა უკვე ამოწურეს თავი ექსპორტის მოცულობების თვალსაზრისით. ამიტომ რუსეთში დეფიციტის შესავსებად ნახშირის რეალური დეფიციტია. აშშ შეიძლება იყოს ქვანახშირის პოტენციური ექსპორტიორი ევროპაში, მაგრამ არა საჭირო რაოდენობით„- ნათქვამია Rystad Energy ანგარიშში. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს „Coal 2021“ ანგარიშის მიხედვით, ქვანახშირის მსოფლიო მოპოვება ვერ ეწევა 2021 წლის მოთხოვნებს, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, რაც გამოიწვევს მარაგების შემცირებასა და ფასების ზრდას. ქვანახშირის მთლიანმა გლობალურმა წარმოებამ 2020 წელს - 7,560 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო 2021 წელს - 7 889 მილიონი ტონა. ჩინეთში ქვანახშირის წარმოება 2021 წელს შეადგენდა 3 925 მილიონ ტონას, ინდოეთში 793 მილიონ ტონას, ინდონეზიაში 576 მილიონ ტონას და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის ავსტრალიაში 470 მილიონ ტონას. აშშ-ში ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 528 მილიონი ტონაა, რუსეთში 429 მილიონი ტონა, ხოლო 329 მილიონი ტონა ევროკავშირზე მოდის. „Coal 2021“ ანგარიშის მიხედვით ქვანახშირის წარმოება რუსეთში 2024 წელს 445 მილიონ ტონს მიაღწევს, 2024 წლისთვის მოსალოდნელია მოპოვების 44 მილიონი ტონით შემცირება. აშშ-ს და ევროკავშირში მოპოვება 82 მილიონი ტონით შემცირდება. ევროკომისიის ვებგვერდის მიხედვით, ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტის 45%-ი რუსეთზე მოდის. თუმცა, ბრიუსელში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Bruegel-ის ანალიზის მიხედვით, დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს თერმული ნახშირის იმპორტზე, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ევროკავშირის მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირი ელექტროენერგიის დაახლოებით 15%-ს ნახშირისგან გამოიმუშავებს. ევროკავშირში ქვანახშირის მოპოვების კლების ტენდენცია კლიმატის დაცვასა და უსაფრთხოებას უკავშირდება. რუსული ქვანახშირის იმპორტის ზრდა ევროკავშირის ბაზარზე გარკვეულწილად ამ ფაქტორმაც გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და აშშ ევროკავშირში 1990-იან წლებში ქვანახშირის მსხვილი იპორტიორები იყვნენ, რუსეთმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ამ სეგმენტში დეფიციტის შესავსებად. მონაცემები, რომელიც გამოცემა Anadolu-მ IEA-დან ( ენერგეტიკის ინფორმაციის მართვის ადმინისტრაცია, აშშ) მიიღო აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთმა ევროკავშირში 262 მილიონი ტონა ქვანახშირის იმპორტი განახორციელა, ზრდა 7%-ია. ვინ არიან რუსული ქვანახშირის მსხვილი იმპორტიორები 2022 წლის 3 თვის მონაცემები: ჩინეთი - 62,8 მილიონი ტონა; ევროკავშირი - 69 მილიონი ტონა; გერმანია - 22,3 მილიონი ტონა; ნიდერლანდები - 15,8 მილიონი ტონა; პოლონეთი - 9,1 მილიონი ტონა; იტალია - 5,9 მილიონი ტონა; ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების კუთხით IEA-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ინდონეზიას ქვანახშირის ექსპორტის მიმართულებით ყველზე მაღალი პოტენციალი აქვს. მოპოვებამ 2021 წელს 440 მილიონი ტონა შეადგინა. მეორეა ავსტრალია 376 მილიონი ტონა. ექსპერტების შეფასებით, 2024 წლისთვის ინდონეზიაში ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელი 415 მილიონ ტონამდე დაეცემა, ხოლო ავსტალიაში ექსპორტი376 მილიონი ტონიდან 288 მილიონამდე შემცირდება. აშშ-ს საექსპორტო სიმძლავრე (ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე მეოთხე მოთამაშეა) 2021 წელს 80 მილიონი ტონა იყო. 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 57 მილიონამდე შემცირდება. ასევე დაეცემა სამხრეთ აფრიკისა და კოლუმბიის საექსპორტო სიმძლავრე 63 მილიონი ტონიდან -54 მილიონამდე; კოლუმბია (72 მილიონი ტონიდან -58 მილიონამდე). ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარზე რუსული ქვანახშირის წილი მაღალია, მისი ჩანაცვლება მაინც შესაძლებელია. „აღსანიშნავია, რომ გერმანიის „ქვანახშირის იმპორტიორთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ რუსული ქვანახშირი რამდენიმე თვეში ჩანაცვლდება. თუმცა, გაურკვეველია, რა სახის ქვანახშირის ბუფერს უზრუნველყოფს ევროკავშირში გარდამავალ ეტაპზე. პორტები რუსეთის იმპორტს დაახლოებით სამი კვირა დაფარავს, მაგრამ ელექტროსადგურების საწყობებში მეტი ნედლეული უნდა დარჩეს“, - ნათქვამია IEA-ს ანალიზში.
უკრაინის პირველი ლედი: ომმა ეგრევე გააერთიანა პირადი და საზოგადო, ალბათ ეგაა ტირანის ფატალური შეცდომა, რომ ჩვენ ჯერ უკრაინელები ვართ და მერე სხვა დანარჩენი
უკრაინის პირველი ლედი, ელენა ზელენსკაია ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში ომის პირველ დღეებს იხსენებს, ჰყვება, როგორ ცხოვრობს ბლოკადაში მყოფი უკრაინული ქალაქების მოსახლეობა და მოუწოდებს, რომ უკრაინის ცა დახურონ. „ომმა ეგრევე გააერთიანა პირადი და საზოგადო. ალბათ სწორედ ესაა ტირანის ფატალური შეცდომა, რომელიც ჩვენ გვიტევს. ჩვენ ჯერ უკრაინელები ვართ და მერე სხვა დანარჩენი. მას [კრემლს] უნდოდა ჩვენი გაყოფა, დაჩეხა, შიდა კონფრონტაციის პროვოცირება, მაგრამ ამის გაკეთება უკრაინელებთან შეუძლებელია. როცა ჩვენ გვაწამებენ, ძალადობენ ან გვკლავენ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ყველას გვაწამებენ, ყველაზე ძალადობენ ან კლავენ. ჩვენ არ გვჭირდება პროპაგანდა იმისთვის, რომ გვქონდეს მოქალაქეობრივი ცნობიერება, იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ. ეს ბრაზი და ტკივილი მომენტალურად ააქტიურებს მოქმედების წყურვილს, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ აგრესიას, დავიცვათ მშვიდობა. ყველა ისე აკეთებს ამას, როგორც შეუძლიათ. ყველა გახდა მოხალისე - მსახიობები, რესტორატორები, სტილისტები, ვიდრე ბარბაროსები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დაპყრობას. მე ვნახე თუ როგორ იღვიძებს ჩვენს ბავშვებში პატრიოტული გრძნობა. [ეს აქვთ] არა მხოლოდ ჩემს ბავშვებს, არამედ უკრაინის ყველა ბავშვს. ისინი გაიზრდებიან პატრიოტებად და თავისი ქვეყნის დამცველებად“, - აცხადებს ელენა ზელენსკაია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი: წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი
ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი. 9 აპრილი ამის დასტურია, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა და ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდევაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლის ეზოში მიღება გამართა. მისივე თქმით, 9 აპრილი საქართველოსთვის კიდევ სხვაგვარი მაგალითია, ეს ქვეყნის უახლესი ისტორიის ის პერიოდია, როცა საზოგადოება შეკრული და ერთიანი იყო. „სწორედ დღეს, საჭიროა, რომ დავუბრუნდეთ ჩვენი ერთიანობის საფუძვლებს, ვუპასუხოთ საზოგადოებაში არსებული ეროვნული თანხმობის მოთხოვნას არა მხოლოდ მოწოდებებით და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, არამედ ქმედებით. ამ პროცესმა უნდა მიგვიყვანოს თანხმობის ერთობლივ დოკუმენტამდე, რომელმაც უნდა ასახოს ჩვენი საერთო ხედვა და საერთო ნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საზოგადოება უკვე თანხმდება ყველაზე მთავარზე – ერთიანი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების არჩევანში. „ჩვენ ერთიანები ვართ ევროინტეგრაციის გზის არჩევანში. ერთიანები ვართ კანონის უზენაესობის არჩევანში. დღეს ასევე ერთიანები ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში. ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული, რომ სხვამ ვერ შეძლოს ჩვენი მანიპულირება, ჩვენი პროვოკაციაში ჩათრევა და ჩვენს მიერ არჩეული გზიდან გადახვევა. ჩვენ თუ ჩვენს თავში ვიქნებით დარწმუნებულნი, გაერთიანებულნი ჩვენი მთავარი პრინციპების ირგვლივ და შევძლებთ, რომ არსებული გამოწვევების წინაშე ერთიანი, სახელმწიფოებრივი პოზიცია გვქონდეს და ბოლომდე დავიცვათ, ეს იქნება 9 აპრილის კიდევ ერთი გამარჯვება. 9 აპრილის მაგალითი სწორედ ამას გვასწავლის, რომ მხოლოდ ერთიანობით, ერთსულოვნებით და ერთიანი მომავლის ხედვით შეუძლია საქართველოს გაუძლოს ამ საუკუნის გამოწვევებს, როგორც გაუძლო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი. 9 აპრილი ამის დასტურია, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა და ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდევაც. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გამოცდილებიდან. ჩვენ გვასუსტებს მხოლოდ შიდა დაპირისპირება, უთანხმოება კი მტერს უხსნის გზას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება. ეს ეხება ასევე ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, რომლებთანაც ბოლოს და ბოლოს საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ასევე წაიკითხეთ პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით 15 მსჯავრდებული შეიწყალა
ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ ხვდება
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაშია და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ ხვდება. ამის შესახებ ფოტომასალას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ დროისთვის ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შესახებ მეტი დეტალი არაა ცნობილი. ბრიტანეთი გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები აშშ-ს და ევროკავშირის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა დაუწესა. 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით $130 მილიონის სამხედრო დახმარებას გაგზავნის. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ბორის ჯონსონი: ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია
ზელენსკი ფოტოებზე: ეს ორი სხვადასხვა ადამიანია, არ ვიცი, დავუბრუნდები თუ არა პირველს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Bild-თან ინტერვიუში ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოკოლაჟს გამოეხმაურა. ზელენსკის პირველი ფოტო უკრაინაში ომის დაწყებამდეა გადაღებული, მეორე კი - ბუჩაში, ომის დაწყებიდან 41-ე დღეს. ზელენსკის თქმით, „ეს ორი სხვადასხვა ადამიანია" და არაა დარწმუნებული, რომ შეძლებს დაუბრუნდეს პირველს. "ცვლილებები ქვეყნისთვის სასარგებლოა. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ დავუბრუნდები ამ ადამიანს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ბიბილოვი: საბჭოთა კავშირის აღდგენას მხარს დავუჭერ, მადლობა ღმერთს, რომ სსრკ-ში ვცხოვრობდი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს საბჭოთა კავშირის აღდგენას. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბიბილოვმა აღიარა, რომ "1930-იან წლებში სერიოზული ექსცესები" იყო, მაგრამ, მისი განმარტებით, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ "მისი მოქალაქეებისთვის", არამედ მთელი მსოფლიოსთვის. "ეჭვგარეშეა, რომ მე მის აღდგენას მხარს დავუჭერ. მადლობა ღმერთს, რომ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი. მე ვხედავდი ერთმანეთის მიმართ მაშინდელ დამოკიდებულებას, მაშინ ეროვნებებს არ განვარჩევდით. ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი". - თქვა ბიბილოვმა. ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.