ძებნის რეზულტატი:

ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ლიეტუვა არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ცხინვალის უკანონო ოკუპაციის პირობებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ლიეტუვა არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციის პირობებში, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი იცავს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 10 აპრილს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. "მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას. საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ამასთან, არანაირი სამართლებრივი შედეგის მომცემი არ იქნება ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რომელიც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ უკანონო ნაბიჯზე", - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის წარმართვისთვის ახალი გენერალი დანიშნა

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის წარმართვისთვის ახალი მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა ჯარმა კიევის აღების გეგმა ვერ შეასრულა. ამასთან, BBC-ს ინფორმაციით, დვორნიკოვი სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაური იყო.  ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ხარკოვის მერის თქმით, რუსი ოკუპანტები ქალაქში ბომბებს პარაშუტებით ყრიან

უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ქალაქში ბომბებს პარაშუტებით ყრიან, - ინფორმაციასუკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ასეთ ბომბებს არ მიუახლოვდნენ. „ხარკოვი ახალი ტიპის ბომბებით იბომბება. რუსი აგრესორი მათ პარაშუტით აგდებს. გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეთ ასეთ პარაშუტებს და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ მათ შესახებ მაშველებს", - აცხადებს ქალაქის მერი. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

მედია: ავსტრია კიევში საკუთარ დიპლომატებს უახლოეს მომავალში დააბრუნებს

ავსტრია კიევში საკუთარ დიპლომატებს უახლოეს მომავალში დააბრუნებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. „ვინაიდან კიევის ირგვლივ ვითარება გარკვეულწილად დასტაბილურდა, ავსტრიის საელჩოს გუნდი განაახლებს მუშაობას უკრაინის დედაქალაქში“, - განაცხადა ნეჰამერმა და დასძინა, რომ ეს „ამ ძალიან რთულ დროს უკრაინის მიმართ ავსტრიის სრული მხარდაჭერის ნიშანია“. შეგახსენებთ, კიევში ელჩი ევროკავშირმა უკვე დააბრუნა, საელჩოს მუშაობის განახლებას გეგმავს იტალიაც. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

საქართველოს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა. ვიზიტი 10-14 აპრილს არის­ დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარალამენტის ვებგვერდზე არის განთავსებული. ევროპარლამენტარები განიხილავენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) მუშაობას, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაძლო შედეგებს ქვეყნისთვის. ევროპარლამენტარები, შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და თავდაცვის მინისტრს. "ამ ვიზიტით ევროპარლამენტს სურს გამოხატოს თავისი სოლიდარობა და ხაზი გაუსვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

ეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები” და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი”, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი ომი უკრაინაში და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და მათი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. „მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ასობით ათასი გამოდევნილი პირი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ხოლო ადგილზე გრძელდება დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით“, – ნათქვამია განცხადეებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

მეუფე იაკობი: ყოველთვის მხარში ვედექით და მხარში დავუდგებით უკრაინას, მაგრამ ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს

"ყოველთვის მხარში ვედექით და მხარში დავუდგებით უკრაინას, მაგრამ ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს ხოლმე", - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. ამასთან, მიტროპოლიტმა ქადაგებისას შერიგებაზეც ისაუბრა. “სანამ ცივილიზაციის სათავეში მყოფი ქვეყნები არ შეთანხმდებიან მეორე ცივილიზაციასთან, რომელიც ძალის გამოყენებაზეა, მანამდე სამწუხაროდ, თავი არ მოვიტყუოთ, ეს ომი არ დამთავრდება. ღმერთმა ინებოს, რომ მსხვერპლი ნაკლები იყოს და ომი მალე დამთავრდეს. ჩვენ უნდა ვილოცოთ", - განაცხადა მიტროპოლიტმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

რომის პაპი: გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში სააღდგომო შერიგების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ მან კვირას, ბზობის დღესასწაულის მსახურებაზე განაცხადა. „გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება. მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელახლა დატენოთ შეიარაღება და ისევ ბრძოლა დაიწყოთ. არა. შერიგდით, რომ მიხვიდეთ მშვიდობამდე ნამდვილი მოლაპარაკებებით და ასევე იყავით მზად გარკვეულ მსხვერპლზეც ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რომის პაპმა. რომის პაპმა აქამდეც არაერთხელ მოუწოდა მხარეებს ომის შეწყვეტისკენ. 2 აპრილს მან ასევე განაცხადა, რომ განიხილება მისი უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობაც.

ვოლოდიმირ ზელენსკი ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: განვიხილეთ ანტირუსული სანქციების და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხები

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხედრო დანაშაულის ყველა ჩამდენი უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. ასევე, განვიხილეთ ანტირუსული სანქციები და უკრაინის თავდაცვის დახმარების და ფინანსური მხარდაჭერის საკითხი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

კარლ ჰარცელი: ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“,- აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

ბორის ჯონსონმა პოლონეთიდან კიევში მატარებლით გამგზავრებისას უკრაინის რკინიგზის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პოლონეთიდან კიევში მატარებლით გამგზავრებისას უკრაინის რკინიგზის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ჯონსონმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მატარებელში არის გადაღებული. ამასთან, ბრიტანეთის ლიდერმა უკრაინელები, როგორც „რკინის ხალხი“, ისე მოიხსენია. „მივემგზავრები უკრაინის რკინიგზის ფანტასტიკური მატარებლით, რომელიც პოლონეთიდან კიევში მიდის”, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ილია მეორე: ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი

გილოცავთ დღევანდელ დღეს. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჯვარი გეწეროთ, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღასრულა. წირვის შემდეგ პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს და მარიამ მეგვიპტელის კვირა მიულოცა, ამასთან წირვას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. „ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ დღევანდელ დღეს. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჯვარი გეწეროთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენ გულითადად მივესალმებით ჩვენს პრეზიდენტს, რომელიც ესწრებოდა წირვას. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!", - აღნიშნა ილია მეორემ.

ოლექსი არესტოვიჩი: რუსეთი სწრაფად, ყოველდღე კარგავს ავიაციას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცხრა ოპერატიული მიმართულება ორამდე შეამცირეს, მარიუპოლისა და დონბასის ჩრდილოეთის მიმართულებით. „შაბათს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა წინ წასვლა ვერ მოახერხეს. რუსეთი სწრაფად კარგავს ავიაციას. და მას კარგავს ყოველდღე. რუსულმა სამხედრო ხომალდებმა შავი ზღვის აკვატორიაში, დაიწყეს საბორტო ნომრების გადაღებვა. ასე ცდილობენ ისინი დამალონ დანაკარგები“, - განაცხადა ბრიფინგზე ალექსი არესტოვიჩმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინა 4,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

"ომის დაწყებიდან უკრაინა 4,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა", - ამის შესახებ მონაცემებს ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველაზე მეტი 2,6 მილიონი უკრაინელი პოლონეთში გადავიდა. უკრაინელთა დიდი რაოდენობა ასევე რუმინეთში, უნგრეთში, მოლდოვაში, რუსეთში, სლოვაკეთსა და ბელარუსში გადავიდნენ. ასევე წაიკითხეთ: ალექსი არესტოვიჩი: რუსეთი სწრაფად, ყოველდღე კარგავს ავიაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

დმიტრო კულება: გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს

გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას თქმით, უკრაინა NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთთან ომი არ მოხდებოდა. „2008 წელს გერმანიისა და საფრანგეთის მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომა, რომლებმაც უკუაგდეს შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების ძალისხმევა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, არის ის, რის საფასურსაც ჩვენ ვიხდით“, - თქვა კულებამ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. France 24-ის ცნობით, ეგზიტპოლის მიხედვით, ემანუელ მაკრონს 28.5%-იანი მხარდაჭერა აქვს, მარინ ლე პენს ამომრჩეველთა 23.6%-მა დაუჭირა მხარი. 20,3% ულტრამემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა მიიღო. 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 65% შეადგინა, რაც 2002 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება. საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.

გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომ ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა

12-13 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე - 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.  

უკრაინელი დედა: ჩემი უფროსი ქალიშვილი და ქმარი მოკლეს, მე კი 1 წლის შვილთან ერთად ტყვეობაში 24 დღე გავატარე

ვიქტორია კოვალენკო უკრაინელი ქალია, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა უფროსი ქალიშვილი და ქმარი მოუკლეს. BBC-სთან ინტერვიუში ჰყვება, რომ გადატანილი ტრაგედიის შემდეგ ახლა 1 წლის ვარვარაზე ფიქრობს, უმცროს ქალიშვილზე, რომელთან ერთადაც ერთი თვე იყო ტყვედ. მისივე თქმით, იმ დღის საშინელება არასოდეს დაავიწყდება. როგორც კოვალენკო იხსენებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ცხრა დღე იყო გასული როდესაც ოჯახმა ჩერნიგოვოდან გაქცევა ქვეყნის ჩრდილოეთით გადაწყვიტა, რადგან პეტროს და ვიქტორიას შვილების დაცვა სურდათ. ქალს 12 წლის ვერონიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ვარვარა კი ერთი წლის იყო. ქალაქიდან გასვლის შემდეგ ერთ-ერთი სოფლის მახლობლად გზა გადაკეტილი დახვდათ. მეუღლე სიტუაციის გასარკვევად გადავიდა და სწორედ ამ დროს ესროლეს მანქანას.  „ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა ვერონიკამ ტირილი დაიწყო, რადგან თავი შუშაზე გამეჭრა და სისხლი მომდიოდა. ხელები ამიკანკალდა, მისი დამშვიდება ვცადე. ის მანქანიდან გადმოვიდა და მეც გავყევი. გადმოსვლისას დავინახე, როგორ დაეცა. როდესაც შევხედე თავი აღარ ჰქონდა", - აცხადებს BBC-ის რესპონდენტი. მისივე თქმით, მანქანას რუსული ჭურვი ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა. „ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, ჩემი პატარა ქალიშვილს ხელში მეჭირა და მის უსაფრთხოებაზე ვფიქრობდი". პეტრო აღარ უნახავს, ​​მაგრამ მისი დუმილით მიხვდა რომ რომ ქმარიც გარდაცვლილი იყო. დამწვარი მანქანიდან გაიქცა. შემდეგი 24 საათი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა. საბოლოოდ კი ვარვარასთან ერთად გაჩერებულ მანქანაში იპოვა თავშესაფარი. მალე სროლა დაიწყო და იქვე მდებარე პატარა შენობაში შეაფარა თავი. მეორე დღეს ისინი რუსულმა ჯარმა პატრულირებისას იპოვეს, ტყვედ აიყვანეს და სოფელში წაიყვანეს. დედა-შვილმა მომდევნო 24 დღე სარდაფში, საშინელ პირობებში  გაატარეს. ვიქტორია უყურებდა, როგორ იღუპებოდნენ ადამიანები მის ირგვლივ, რადგან არ უტარდებოდათ სამედიცინო დახმარება. ოთახში 40 ადამიანი იყო. ვიქტორია ამბობს, მცირე ადგილი ჰქონდათ გადაადგილებისთვის ან სიარულისთვის. სინათლე არ იყო, ამიტომ სანთლებსა და სანთებელებს იყენებდნენ. ხალხს სუნთქვა უჭირდა. ადამიანების უმეტესობას ტუალეტში გასვლის უფლებაც არ ჰქონდათ. ვიქტორიამ ოკუპანტებს სთხოვა სკოლაში მიეტანათ პეტროსა და ვერონიკას ცხედრები, რათა დაესაფლავებინა ისინი. ქალს ახსოვს ცხედრების ჩამოსვენების დღე. „12 მარტი იყო, დამირეკეს და მითხრეს, წავიდეთ და ნახავ, სად დავასაფლავებთო. ტყეში დაკრძალეს, ორ საფლავში, ერთი დიდი და მეორე უფრო პატარა ყუთი ესვენა. ადგილზე დავრჩით და მიწის მიყრა დავიწყეთ, უცებ დაბომბვა დაიწყო. ისევ გავიქეცით, ეს საშინელება იყო. „საშუალება რომ მოეცათ ისე ვესროდი პუტინს, რომ ხელი არ ამიკანკალდებოდა“ - ამბობს ვიქტორია ინტერვიუში. პეტროსა და ვერონიკას საფლავები ახლა ორი ხის პატარა ჯვრითაა მონიშნული.