ძებნის რეზულტატი:
უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება?
უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პასუხობს. სტეპანჩუკი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მისი მიწვევა ბუჩასა და ირპინში „შეუფერებლად“ შეაფასა. "პაპუაშვილი შეუძლებლად მიიჩნევს უკრაინაში წასვლას, ვიდრე „უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები სრულად არ გააცნობიერებენ იმ ძლიერ მხარდაჭერას“, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ იჩენს, მხარდაჭერის მაგალითად კი საერთაშორისო არენაზე უკრაინისთვის ხმის მიცემა არის დასახელებული. კიევი აფასებს ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს. მისივე თქმით, უკრაინა აფასებს და ყოველთვის აფასებდა მოძმე ქართველი ხალხისგან მიღებულ გულწრფელ მხარდაჭერას. ერთადერთი, რაც მიუღებელი უსიამოვნების განცდას მიჩენს, არის კითხვა: არის თუ არა მიზანშეწონილი, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება, მწუხარების გაზიარებას, მხარდაჭერის გამოხატვას? ვფიქრობ, მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე. ჩემი აზრით, ამაზე ლაპარაკობდა დიდი შოთა რუსთაველი: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“, – წერს უკრაინის რადას თავმჯდომარე, - წერს სტეფანჩუკი. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ აფასებენ მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას და დღეს, არაერთი ქართველი მებრძოლი უკრაინელებთან ერთად უკრაინას იცავს რუსეთისგან, ისევე, როგორც 2008 წელს უკრაინელები მხარში ედგნენ ქართველებს. სტეფანჩუკის განცხადებით, 2008 წელს, რუსეთთან დაპირისპირების პირველივე დღეებიდან უკრაინა საქართველოს მხარს უჭერდა პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე და საქართველო საკუთარ ცას იცავდა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. როგორც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე წერს, მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს და ყველა, ვინც ამას აკეთებს, მოქმედებს გარემოებების, სინდისის და მოვალეობის გრძნობის მიხედვით. ცნობისთვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი. „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები მიკოლაივი და ხარკოვი დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები მიკოლაივი და ხარკოვი დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. მათივე ცნობით, ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 57-მდე გაიზარდა. ამასთან, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო ერთ დღეში რუსეთის 11 სამიზნე გაანადგურეს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი: NATO ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
NATO არ აღიარებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ „ტვიტერის" გვერდზე განაცხადა. „ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას საქართველოში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარდა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა კოლომინამ. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
სალომე ზურაბიშვილი: ასეთი სახის ომი მიუღებელია, ბუჩა მიუღებელია 21-ე საუკუნეში
ეს ომი არის ის, რამაც დასავლური სამყაროს მობილიზება უნდა გამოიწვიოს, რადგან ეს მიუღებელია 21-ე საუკუნეში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა MSNBS-თან ინტერვიუში განაცხადა. „ასეთი სახის ომი მიუღებელია, ბუჩა მიუღებელია 21-ე საუკუნეში, კრამატორსკი მიუღებელია 21-ე საუკუნეში. ამან უნდა გააერთიანოს ყველა ადამიანი, ვინც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს მსოფლიოში. ეს თქვენი, ჩემი საქმეა და ჩვენ ყველა ერთიანი ვართ ამ ღირებულებების დაცვაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
ჟოზეფ ბორელი: ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას
ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას, ასევე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე უკრაინის შესახებ ისაუბრებენ. „გავხსენით ჩვენი წარმომადგენლობა კიევში. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას, ასევე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. შეხვედრა იქნება გენერალურ პროკურორთან, ბატონ ხანთან. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ყველა სახის დახმარებას როგორც უკრაინელი პროკურორების, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების მიმართ“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
ირაკლი ღარიბაშვილი: არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ
არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში - უბედურება, ტრაგედია ომი. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებას შევუწყოთ ხელი. არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სახელმწიფოს დაცვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება?
დმიტრო კულება: რუსეთმა იცის, რომ იარაღით მომარაგება უკრაინისთვის არსებითია და მთელი ძალის მობილიზებას ახდენს ამ პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად
რუსეთმა იცის, რომ იარაღით მომარაგება უკრაინისთვის არსებითია და მთელი ძალის მობილიზებას ახდენს ამ პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. „რუსეთმა იცის, რომ იარაღით მომარაგება უკრაინისთვის არსებითია და მთელი ძალის მობილიზებას ახდენს ამ პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად. მოსკოვი ამზადებს მასობრივ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიმართული იქნება უცხოური მედიისა და პოლიტიკოსებისკენ. მათმა „ტროლების ქარხანამ" შეიძლება „სპამები" გაგზავნოს მეილებზე და გაავრცელოს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული ხასიათის კომენტარები. არ წამოეგოთ!“- განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
ირაკლი ღარიბაშვილი: 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს
11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ზურაბ აზარაშვილმა შეიმუშავა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და უკვე დღეიდან, 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო და შემდეგ, ბატონი მინისტრი თავად ახსნის ამ ინიციატივის არსს. დღეიდან, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება. მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება, მოქალაქეს შესთავაზოს სამი ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელი წამალი შეიძინოს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, მაგრამ არსებობს ეს პრობლემები და იყო, უნდა ვაღიაროთ, ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან, შესაძლო ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება. ეს დაეხმარება იმ პროცესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ – თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა და ზოგადად, ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ეს არის ჩვენი მოლოდინი და ჩვენს მოქალაქეებს სამართლიანად შესთავაზებენ მედიკამენტებს. მინისტრი აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, დარგის სპეციალისტებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან. ეს ყველაფერი გავლილია მათთან და დიდი იმედი მაქვს, აღნიშნული რეფორმა იქნება ძალიან წარმატებული და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს, მათ კეთილდღეობას წაადგება, მათ ჯიბეზე, მათ დანახარჯებზე აისახება ეს ყველაფერი, ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე. არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს კონკრეტული მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა თვეში 300-400-500 ლარი, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა, 60-70-80%-ით შემცირებულია ფასები, რაც დამერწმუნებით, მართლაც ძალიან კეთილი საქმეა და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მადლობა ვუთხრა ზურას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, ევროპაში, ამერიკაში და პრაქტიკულად ყველგან. „მე თავად მინახავს და ალბათ თქვენ, ვისაც გქონიათ საშუალება, შემთხვევა, როდესაც მედიკამენტებს ყიდულობთ ევროპაში, ამერიკაში, გთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს და თავად ირჩევს მომხმარებელი, რომელი შეიძინოს – ძვირიანი, იაფიანი, ნაკლებად იაფიანი და ა.შ.“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 489 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 743 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 746 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95%, ბოლო 14 დღის - 1.94% ხოლო 7 დღის - 1.65%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 715. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 777 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 107 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 58 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 12, ქვემო ქართლი -5, შიდა ქართლი - 4, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 059 საიდანაც, 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 233, აჭარაში - 26, იმერეთში - 79. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პირი, მათ შორის, თბილისში - 63, აჭარაში - 17, იმერეთში - 8. 2 647 ადამიანი სალში მკურნალობს.
The Times-ი: ფინეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2022 წლის ივნისში გააკეთებს
ფინეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2022 წლის ივნისში გააკეთებს, მის შემდეგ კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ კი შვედეთი გამოაცხადებს. ამის შესახებ The Times-ი წერს. როგორც მედია წერს, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სკანდინავიის ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება იყო მოლაპარაკებების და მრავალი შეხვედრის საგანი გასულ კვირას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დროს, რომელსაც მოწვეული სტუმრების სახით შვედეთი და ფინეთი ესწრებოდნენ. ნეიტრალური სტატუსი მქონე ფინეთისა და შვედეთის ბლოკში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქტიურად განიხილება. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული გეგმები თუ განხორციელდება, ფინეთი გახდება ქვეყანა, რომელსაც NATO-ს წევრებს შორის რუსეთთან ყველაზე გრძელი (1340 კმ) საერთო საზღვარი ექნება.
ჯანდაცვის მინისტრი: დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება ჯერ არ განიხილება
"ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც. ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეებში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს. „რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ძალიან მალე იქნება ეს. ვიმედოვნებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი. დღეისთვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი, კრიტერიუმი, რითაც იზომება პანდემია ქვეყანაში. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე საკმაოდ არის შემცირებული ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი. ვფიქრობ, ამ ტენდენციით, დასასრული შორს არ უნდა იყოს. რაც შეეხება შეზღუდვებს, ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც. ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეებში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ალბათობით, ათობით ათასი ადამიანია მოკლული მარიუპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად
დიდი ალბათობით, ათობით ათასი ადამიანია მოკლული მარიუპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა. „მარიუპოლი განადგურებულია, ათობით ათასი ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსები არ აჩერებენ მათ თავდასხმას. რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასაც და არ გაჩერდება, სანამ იძულებული არ გახდება გაჩერდება. რუსეთმა უკრაინაში ასეულობით საკვანძო ინფრასტრუქტურა გაანადგურა, მათ შორის სულ მცირე 300 ჰოსპიტალი. უკრაინას სჭირდება მეტი დახმარება, თუ ის უნდა გადაურჩეს ომს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინამ სწრაფად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი
"უკრაინამ სწრაფად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ამას პროცედურები შემდგომ უნდა მოჰყვეს", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. „ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეექვსე პაკეტზე ნავთობის ვარიანტით. უკრაინას სწრაფად უნდა მიეცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამას პროცედურები შემდგომში მოჰყვება. უკრაინამ უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა, მაგრამ ახლა ამისთვის უზარმაზარ საფასურს სისხლით იხდის“, - განაცხადა ლანდსბერგისმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ალბათობით, ათობით ათასი ადამიანია მოკლული მარიუპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტი ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში გადასცა. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის: „კითხვარის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ეძლევა ერთი თვის ვადა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზე. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ლოგიკური და ევროკაშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯი, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით“. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ამავე თემაზე ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა
ანალენა ბერბოკი: უკრაინაში ომის დანაშაულების მასობრივი ნიშნებია. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა
"უკრაინაში ომის დანაშაულების მასობრივი ნიშნებია. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ წიაღისეული საწვავის სრული ეტაპობრივი გაუქმება მოხდება, დაწყებული ქვანახშირით, შემდეგ ნავთობითა და გაზით. იმისათვის, რომ ეს ერთობლივად განხორციელდეს ევროკავშირში, ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა წიაღისეული საწვავზე სრულად უარის სათქმელად“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ალბათობით, ათობით ათასი ადამიანია მოკლული მარიუპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
ისრაელის საელჩო: კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია
ისრაელის საელჩო კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ისრაელის საელჩო კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ისრაელი არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ „არჩევნებსა“ თუ „რეფერენდუმებს“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში. ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი იცავს ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს კარლ ჰარცელი: ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
მამუკა მდინარაძე: არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა
არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა დღესვე, ხვალვე, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და დამატებით გამოთქვას სამძიმარი, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა დღესვე, ხვალვე, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და დამატებით გამოთქვას სამძიმარი. პასუხი დღემდე არ მიგვიღია ჩვენი მეგობარი ქვეყნისგან, რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად, თითქოს საქართველო ამ ვითარებაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ოკუპანტ რუსეთთან; რატომ დაგვაბრალეს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია?! რატომ გაიწვიეს ელჩი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა. საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უპრეცედენტო, შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე უჭერს მხარს უკრაინას და ამ ყველაფრის ფონზე რატომ განხორციელდბა დემარში? ამ ყველაფერზე პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია და ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი“, - განმარტა მდინარაძემ. ცნობისთვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი. „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება?
უკრაინის ფოსტა: უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა
უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო უკრაინის სახელმწიფო ფოსტის “Ukrposhta“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. „უკრპოშტის“ მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი - 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით. უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა რამდენიმე კვირის წინ. უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა. უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან, “საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით. ასევე, “საქართველოს ფოსტის” თანამშრომლებმა, უკრაინის სახელმწიფო ფოსტის “Ukrposhta” თანამშრომლებს, სოლიდარობის ნიშნად, გაუგზავნეს ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათი. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოდან უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქცია, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები გააგზავნა“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.
ევროკავშირმა „აეროფლოტი“ და კიდევ 20 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა
ევროკავშირის ფრენების უსაფრთხოების კომიტეტმა 21 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა, რომელთაც ევროზონაში ფრენები შეზღუდული ან აკრძალულ აქვთ. რადგან ეს ავიაგადამზიდავები უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობენ. ამის შეახებ ევროკომისია იუწყება. ამ სიაში მოხვდა ავიაკომპანია „აეროფლოტი“, „რუსეთი“, „პობედა“, S7-ი, Utair-ი, Nordwind-ი, „ავრორა და „იჟავია“. რუსეთის ფედერაციის ავიაგადმზიდავები „შავ სიაში“ მოხვდნენ ევროკომისიის მიერ მარტში მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას აძლევდა რუსულ ავიაკომპანიებს დაერეგისტრირებინათ უფლებები იჯარით უცხოურ თვითმფრინავებზე და გადაეცათ შიდა საფრენოსნო სერტიფიკატები ასეთ თვითმფრინავებზე. ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, ადინა ვალიანმა განაცხადა, რომ ამ ავიაკომპანიების „შავ სიაში“ მოხვედრა არ უკავშირდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს და აღნიშნული ტექნიკური და უსაფრთხოების ზომებითაა ნაკარნახევი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის იჯარით აღებული თვითმფრინავების დათმობა „ავიაციის გარეშე დარჩენას ნიშნავს“. ამავდროულად, მან გააფრთხილა, რომ ეს თვითმფრინავები ვეღარასდროს შეძლებენ ფრენას იმ ქვეყნებში, რომლებიც სანქციებს ახორციელებენ. „იმის გამო, რომ სხვისი ქონება წავიღეთ“ თითქმის 200 თვითმფრინავი ხელმისაწვდომია. ასევე წაიკითხეთ „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა
საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა გამორჩეულად ინტეგრირდეს ევროკავშირში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ისაუბრეს შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შეიძლება, ჰქონდეს. „ბატონ ვარჰეისთან ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ ყველა შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ამ გზაზე. მადლიერი ვარ მისი, რადგან მასთან ძალიან ღია და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მოვისმინეთ მისი ხედვები, რაც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, რათა ეფექტურად შევძლოთ ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობა, რასაც ჰქვია კითხვარის შევსება. რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობის, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენ, ყველა, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამისთვის. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს ევროკავშირში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა