ძებნის რეზულტატი:
უკრაინის ომბუდსმენი: ბუჩაში ხალხს თვალებს უწვავდნენ, სხეულის ნაწილებს კვეთდნენ, ბავშვებს აწამებდნენ
„ბუჩაში ადამიანებს ამოუწვეს თვალები, მოაჭრეს სხეულის ნაწილები, აწამებდნენ სიკვდილამდე ზრდასრულებს და ბავშვებს. ამის შესახებ უკრაინის ობუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ Facebook-ზე დაწერა. „ქალაქ ბუჩაში, იაბლუნსკაიას ქუჩაზე რაშისტებმა საწამებელი პალატა მოაწყვეს. გადარჩენილების ინფორმაციით, აქ იყო კადიროველების შტაბი. ისინი ადამიანებს ხვრეტდნენ, თავალებს უწვავდნენ, სხეულის ნაწილებს აჭრიდნენ, სიკვდილამდე აწამდებდნენ არამხოლოდ ზრდასრულებს, არამედ ბავშვებსაც. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დორისათვის ბუჩაში დაიღუპა 360 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 10 ბავშვია“, - წერს დენისოვა. უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, კიევის ოლქის სოფელ მაკაროვში იპოვეს სიკვდილით დასჯილი 132 ადამიანი - ადგილზე დახვდათ საერთო საფლავი, ასევე დაღუპულთა დაუმარხავი ცხედრები. ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. Europetime-ს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „უკრაინაში საქართველოს საელჩო საქმის კურსშია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან. დაიწყება შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მანამდე, უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ბერიაშვილი, რატიანი და გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს - ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება. ასევე წაიკითხეთ გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით.. უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მონაწილე მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ლელა ვეფხვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ჯილდოსთვის. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ სითბოსთვის, ყველა ადამიანს. მე ყოველთვის ვგრძნობ, ადამიანებისგან გაღებულ სითბოს, სიყვარულს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, ჩემს საყვარელ პრეზიდენტს და მინდა, ვუთხრა, რომ ვეცდები, ეს ჯილდო ვატარო ღირსეულად და ვიყო, ისეთი შვილი, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, როგორსაც იმსახურებს ეს დალოცვილი და მადლიანი ქვეყანა“, – განაცხადა ლელა ვეფხვაძემ. 9 აპრილთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა მიღება გამართა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ასევე წაიკითხეთ პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით 15 მსჯავრდებული შეიწყალა
ბორის ჯონსონი: ვმუშაობთ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ მხარეებმა ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე ილაპარაკეს. „უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად, დღეს კიევში ჩემს მეგობარ ზელენსკის შევხვდი. ვმუშაობთ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას უკრაინისადმი რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ“, - დაწერა ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში. ბორის ჯონსონი დღეს კიევში მოულოდნელად ჩავიდა. ბრიტანეთი გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები აშშ-ს და ევროკავშირის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა დაუწესა. 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით $130 მილიონის სამხედრო დახმარებას გაგზავნის. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ბორის ჯონსონი: ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მესამედ გაცვალეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაპირისპირებულმა მხარეებმა ტყვეები მესამედ გაცვალეს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. „პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს გამნხორციელდა ტყვეების მესამედ გაცვლა. სახლში დაბრუნდა ჩვენი 12 სამხედრო, რომელთაგანაც ერთი ოფიცერი ქალია“,- განაცხადა ვერეშჩუკმა. მისი თქმით ასევე გაათავისუფლეს 14 სამოქალაქო პირი, აქედან 9 ქალია. ჯამში უკრაინულ მხარეს 26 ტყვე გადმოეცა. მანამდე მხარეებმა ტყვეები 23 მარტს და 1-ელ აპრილს გაცვალეს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
უკრაინამ რუსეთს სრული ემბარგო დაუწესა
უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთთან ვაჭრობაზე ემბარგო დააწესა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა განაცახდა. „შემოღებულია ემბარგო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. აკრძალულია იმპორტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან“, - განაცხადა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა. ამასთან დღეს გამართულ სხდომაზე ხელისუფლებამ ბელორუსთან და რუსეთთან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააუქმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
კარლ ჰარცელი: 1989 წელს საქართველო გმირულად წინ აღუდგა საბჭოთა შეიარაღებული ძალების სისასტიკეს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებას ავრცელებს. „9 აპრილს საქართველო საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლების დღეს აღნიშნავს. 1989 წელს საქართველო გმირულად წინ აღუდგა საბჭოთა შეიარაღებული ძალების სისასტიკეს. ქვეყანა ცრემლით ხვდება ამ დღეს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის საელჩო: რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა
ზელენსკი: მზადდება გადამწყვეტი ბრძოლა აღმოსავლეთით
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ემზადებიან ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით მნიშვნელოვანი ბრძოლებისთვის. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრძოლების ფონზე მზადაა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები გამართოს. „უკრაინა ყოველთვის ამბობდა, რომ მზად არის მოლაპარაკებისთვის და ყოველთვის მოძებნის გზებს, ომის დასასრულებლად. პარალელურად, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ მზადებას მნიშვნელოვანი, როგორც ამბობენ, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით. ჩემთვის რთულია და არ მინდა ჩემს თავზე ავიღო პასუხისმგებლობა პროგნოზებთან დაკავშირებით. მე შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა ჩემი სახელმწიფოს დაცვასა და ბრძოლაზე, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვავლენთ", - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთითა და სამხრეთით გრძელდება საოკუპაციო ძალების თავმოყრა. მტერი დიდი რაოდენობით ჯარის, ტექნიკისა და შეიარაღებული ადამიანების მობილზებას ახდენს, რომლებიც აპირებენ უკრაინის ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილის ოკუპაციას. "ეს იქნება მძიმე ბრძოლა, ჩვენ გჯერა ჩვენი ბრძოლის, ჩვენი გამარჯვების. ამიტომ მზად ვართ ვიბრძოლოთ და პარალელურად მოვძებნოთ ესა თუ ის გზა დიპლომატიაში, რომელიც შეძლებს ამ ომის დასრულებას", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ზრდის სამხედრო კონტინგენტს და დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით განაგრძობს ძალების გადაჯგუფებას
ალიევი: სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის აზერბაიჯანის შეთავაზებულ 5 პირობას დათანხმდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. ალიევის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 9 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოსტკონფლიქტური ვითარებისა და ბრიუსელში 6 აპრილს გამართული მოლაპარაკებების შესახებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუს კოლეგას აცნობა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანული მხარის 5 პირობა მიიღო. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი გასულ კვირას ბრიუსელში შეხვდნენ. 26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
ბერლუსკონი: პუტინით იმედგაცრუებული ვარ
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქცევით იმედგაცრუებულია. „არ შემიძლია და არ მსურს დამალვა, რომ იმედგაცრუებული ვარ ვლადიმერ პუტინის ქცევით, რომელმაც თავის თავზე უმძიმესი პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოს წინაშე. მე ის 20 წლის წინ გავიცანი. ის ყოველთვის საღი აზრის მატარებელი ადამიანი მეგონა, დემოკრატიის ადამიანი, მსოფლიოს ადამიანი“- აღნიშნა ბერლუსკონიმ. ბერლუსკონიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას „ომის დანაშაულებისთვის“, რომელიც ბუჩაში ჩაიდინა და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე „დამნაშავეები სასამართლოს უნდა გადასცეს.“ 85 წლის ბერლუსკონი სიტყვით გამოვიდა პარტიულ ღონისძიებაზე „წინ იტალია“. სილვიო ბერლუსკონი და ვლადიმერ პუტინი მეგობრებად ითვლებოდნენ. ისინი ხშირად ხვდებოდნენ, მას შემდეგაც, რაც ბერლუსკონის სახელმწიფო თანამდებობა აღარ ეკავა. ბერლუსკონი რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთებას კანონიერად მიიჩნევდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მედია: იტალიაში მილიარდერ ალექსეი მორდაშოვს €105 მილიონად შეფასებულ ქონებაზე წვდომა შეეზღუდა
ევროკავშირის საელჩო კიევში მუშაობას ანახლებს
ევროკავშირის საელჩო კიევში მუშაობას ანახლებს. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, მატი მაასიკასმა დაადასტურა. „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კიევში“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი: უკრაინაში, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, ერთ დღეში 4 553 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინაში, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, 4 553 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. "მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან ზაპოროჟიემდე 3 425 ადამიანი ჩავიდა. ასევე, წარმატებით განხორციელდა 529 მოქალაქის მელიტოპოლიდან ევაკუაცია", - განაცხადა უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი იცავს. ცნობისთვის, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 10 აპრილს ჩატარების შესახებ დე ფაქტო პარლამენტმა გადაწყვეტილება 21 იანვარს მიიღო. ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციამ კანდიდატების რეგისტრაცია 15 მარტს დაასრულა. ამასთან, კენჭისყრაში მონაწილეობენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, „დეპუტატი“ გარი მულდაროვი და ყოფილი „დეპუტატი“ დიმიტრი ტასოევი.
იენს სტოლტენბერგი: რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის
რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას, - ინფორმაციას The Telegraph-ი ნატოს გენერალურ მდივანზე, იენს სტოლტენბერგზე დაყრდნობით ავრცელებს. "ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას, ნატოს გრძელვადიან ადაპტაციას. NATO, რუსეთის მომავალ აგრესიასთან დაპირისპირების მიზნით, საზღვარზე ჯარის მუდმივად განთავსების გეგმაზე მუშაობს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
ოლენა ზელენსკა: ომმა ყველა გააერთიანა, ეს იყო ტირანის საბედისწერო შეცდომა. პირველ რიგში, ჩვენ უკრაინელები ვართ...
უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ბრიტანულ ჟურნალ Vogue-ს ინტერვიუ მისცა. სადაც იხსენებს, თუ რა გააკეთა ომის დაწყების დღეს. ამავდროულად მოგვითხრობს, როგორ ცხოვრობს ხალხი უკრაინის ქალაქებში ბლოკადის დროს და მოითხოვს უკრაინის თავზე ცის დახურვას. ოლენა ზელენსკა: - იმ დღეს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. საღამოს ბავშვები სკოლიდან ბრუნდებოდნენ, ჩვეული საოჯახო საქმეებისთვის ვემზადებოდი. დაძაბულები ვიყავით, ყველგან საუბრობდნენ უკრაინაში რუსეთის მხრიდან შესაძლო შემოჭრაზე, მაგრამ ბოლო წუთამდე შეუძლებელი იყო რომ ეს მოხდებოდა... 21 საუკუნეში? თანამედროვე სამყაროში? დილის 4-დან 5 საათამდე პერიოდში რაღაც ხმამ გამაღვიძა. მაშინვე ვერ მივხვდი, რომ ეს აფეთქების ხმა იყო. ჩემი ქმარი საწოლში არ იწვა, მაშინვე ავდექი და დავინახე, უკვე ჩაცმული იყო, ჩვეულებისამბერ კოსტიუმში (და იმ დღეს უკანასკნელად ვნახე მე ის პიჯაკსა და თეთრ პერანგში). „დაიწყო“, - სულ ეს იყო რაც მან თქვა. „რა ვუყოთ ბავშვებს?“ „მოიცადე, მე შეგატყობინებ. ყოველი შემთხვევისთვის შეაგროვეთ აუცილებელი ნივთები და საბუთები“, - მითხრა მან და სახლიდან გავიდა. ბავშვებისთვის არაფრის ახსნა აღარ იყო საჭირო, ისინი ყველაფერს ხედავენ, ისე როგორც ყველა ბავშვი უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რაც ბავშვებმა უნდა ნახონ - მაგრამ ბავშვები ხომ ძალიან გულწრფელები და პატიოსნები არიან, მათ ვერაფერს დაუმალავთ. ამიტომ, საუკეთესო სტრატეგია სიმართლის თქმაა. შევეცადე მათ კითხვებზე მეპასუხა. ომმა ყველა გააერთიანა. ეს იყო ტირანის საბედისწერო შეცდომა, რომელიც თავს დაგვესხა. პირველ რიგში, ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ. მას ჩვენი გაყოფა, დანგრევა, შიდა დაპირისპირების პროვოცირება უნდოდა, მაგრამ უკრაინელებისთვის ამის გაკეთება შეუძლებელია. როდესაც ერთ-ერთ ჩვენგანს აწამებენ, აუპატიურებენ, ან კლავენ, ვგრძნობთ, რომ ყველას გვაწამებენ, გვაუპატიურებენ, გვკლავენ. სწორედ ეს პირადი ბრაზი და ტკივილია, რომელიც მყისიერად გვიბიძგებს მოქმედებისკენ, აგრესიის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისკენ, კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენი თავისუფლების დაცვის წყურვილს. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია: ჯარისკაცები იარაღით ხელში, მასწავლებლები აგრძელებენ სწავლებას, ექიმები ატარებენ ურთულეს ოპერაციებს თავდასხმის ქვეშ. ყველა მოხალისე გახდა, მხატვრები, რესტავრატორები, - რადგან ბარბაროსები ჩვენი ქვეყნის დაპყრობას ცდილობენ. მე დავინახე, რომ ამ ყველაფერმა ჩვენს შვილებში ყველაზე ღრმა, პატრიოტული გრძნობები გამოიწვია. ისინი პატრიოტებად და სამშობლოს დამცველებად გაიზრდებიან. ომის დაწყების პირველ დღეებში ემოცეიბისთვის დრო არ იყო, საჭირო იყო ბავშვებზე და მათ ემოციურ მდგომარეობაზე მეზრუნა. ვცდილობდი თავდაჯერებული ვყოფილიყავი, ენერგიული, ღიმილიანი, ამეხსნა მათთვის, რომ სარდაფში ჩასვლა აუცილებელია და ამ დროს არ შეიძლება სინათლის ანთება. მეკითხებოდნენ, „როდის ვნახავთ მამას?“ „მალე...“ თავიდან ვიმედოვნებდი, რომ ჩვენ შევძლებდით მის გვერდით ყოფნას, მაგრამ პრეზიდენტის ოფისი სამხედრო დაწესებულებად გადაიქცა და ჩვენ იქ ყოფნა აგვეკრძალა. გვიბრძანეს და უსაფრთხო ადგილას გადაგვიყვანეს, თუ შესაძლებელია ახლა უკრაინაში ახლა სადმე უსაფრთხო ადგილი იყოს. მას შემდეგ ვოლოდიმირს ტელეფონით ვუკავშირდებით. უამრავი ისტორიის მოყოლა შემიძლია. მაგალითად, კიევის რეგიონის დეოკუპაციის შემდეგ გავიგეთ ბუჩაში დარჩენილი ექიმის, ირინა იაზოვას ამბავი, რომელმაც მეზობლები და უცნობები გადაარჩინა. მისი გამბედაობის ამბავი მეზობლებმა გვიამბეს. მოგიყვებით კიევში მცხოვრები დედის, ოლგას შესახებ, რომელიც ორი თვის შვილს გადაეფარა, როდესაც ბომბი მათ კორპუსს დაეცა. ჩერნიგოვის ბავშვთა სახლის მასწავლებელი ნატალია, რომელიც სარდაფში 30 ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, აჭმევდა და უვლიდა მათ, შემდეგ კი იპოვა მანქანა და ცეცხლის ქვეშ თუმცა მაინც შეძლო ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. პირველივე დღეებიდან, როდესაც რუსულმა რაკეტებმა დაიწყეს სხვადასხვა ქალაქებისა და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა, ცხადი გახდა, რომ რუსეთი არ ზოგავდა მშვიდობიან მოსახლეობას. ათასობით ქალს მოუწია მშობიარობა თავშესაფრებში, რადგან ჩვენ დავინახეთ, რა შეიძლება დაემართოს სამშობიარო სახლებს - მსგავსი, რაც მოხდა მარიუპოლში. ახლა, როდესაც ზოგიერთი ქალაქი გათავისუფლდა რუსული არმიისგან, ჩვენ მეტი ვიცით იმის შესახებ, თუ რის წინაშე დგანან უკრაინელი ქალები: სრული დაუცველობა, ძალადობის საფრთხე. ამ მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს. და რამდენი ქალი დარჩა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ხერსონში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში? ახლობლებსაც კი ვერ უყვებიან რა ხდება, რადგან იქ არანაირი კავშირი არ არსებობს. ათიათასობით ბავშვიანი ქალი ახლა დანგრეულ მარიუპოლში იმყოფება. წარმოიდგინეთ, რა კოშმარს განიცდიან, იძულებულები არიან, ცეცხლის ქვეშ ეძებონ საკვები უკვე ერთი თვეა, რადგან ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებენ. დაახლოებით ოთხი მილიონი ქალი და ბავშვი გადავიდა სხვა ქვეყნებში. მიგრანტად ყოფნა რთულია როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად - იმიტომ რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ. ოკუპირებული, დანგრეული მარიუპოლი ჩვენი ტკივილია. კიევის რეგიონი საშინელება გახდა - ეს ვნახეთ, როდესაც რუსული არმიამ უკან დაიხია. მსოფლიომ შეიტყო ბუჩას შესახებ - მაგრამ იგივე საშინელება შეიძლება ნახოთ რეგიონის ათეულობით სოფელსა და ქალაქში. ქუჩაში ხალხს კლავენ. სამხედროებს კი არა - მშვიდობიანი მოქალაქეებს. საფლავები სათამაშო მოედნების მახლობლად. ამას ვერ აღვწერ...
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 854 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 991 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 863 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.67%, ბოლო 14 დღის - 1.99% ხოლო 7 დღის - 1.73%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 434. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 771 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 65 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 18, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 11, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 239 საიდანაც, 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 230, აჭარაში - 24, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 63, აჭარაში - 16, იმერეთში - 8. 2 827 ადამიანი სახლში მკურნალობს.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 177 ბავშვი ემსხვერპლა
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 177 ბავშვი ემსხვერპლა და სულ მცირე, 336 ბავშვი დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. UNIAN-ის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები დასაზუსტებელია, რადგან რუსეთის შეიარაღებული მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა და საბრძოლო მოქმედებების არეალში ინფორმაციით გამოკვლევა კვლავ მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება
მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. იმერეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით სამედიცინო დახმარების საგნები, მედიკამენტები, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორები და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებია შეძენილი. გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით, შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები ტკბილეული და ტანსაცმელი. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი. პრემიერის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ტვირთი უკვე გაიგზავნა, ხოლო მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან 50 ტონაზე მეტი ტვირთი შეგროვდა, მათ შორის 40 ტონა იმერეთის რეგიონიდან გაიგზავნება.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც ქვეყნის 48 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას და არჩევანს 12 კანდიდატს შორის გააკეთებს. წინასწარი კვლევების თანახმად, საარჩევნო ბრძოლას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს - ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი, რომელიც მაკრონმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა. ცნობისთვის, საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი ვადით ირჩევენ.
უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები უკვე მესამედ გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები უკვე მესამედ გაცვალეს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა განაცხადა. „პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, ტყვეების გაცვლა გაიმართა. სახლში ბრუნდება ჩვენი 12 ჯარისკაცი. ასევე 14 სამოქალაქო პირი“, - აღნიშნა ვერეშუკმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა