ძებნის რეზულტატი:
რუსეთმა ბორის ჯონსონი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები შავ სიაში შეიყვანა
რუსეთმა ბორის ჯონსონი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მათივე ცნობით, აკრძალვის მთავარ მიზეზად რუსეთი ქვეყნის მიმართ ბრიტანეთის „მტრულ“ პოლიტიკას ასახელებს. მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი, ასევე ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი, თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და სხვები. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
შალვა პაპუაშვილი: ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად, რომ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს
ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად, ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, - ამის შესახებ Twitter-ზე წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად კიევში იმყოფება. „ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები უკრაინელების გვერდით ვდგავართ“, - წერს პაპუაშვილი. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება
ირინა ვერესჩუკი: რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა
რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ნახევარი ქალები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერესჩუკი ავრცელებს. მისივე თქმით, ტყვეობაშია ასევე, დაახლოებით, 700 სამხედრო პირია. „რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ნახევარი ქალები არიან. ჩვენ გვყავს 700-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვე და მათ თითქმის ამდენივე ჰყავთ. მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან თავინთ ქმრებსა და ცოლებს, უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით, ჩვენ მათ სიას მუდმივად ვაძლევთ, თუმცა სხვა საკითხია, რომ მტრული მხარე არ თანხმდება ყველას გათავისუფლებაზე, არამედ ათავისუფლებენ მხოლოდ ნაწილს და მხოლოდ მათ, ვისაც თვლიან საჭიროდ. ეს მუდმივი ბრძოლაა ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ ამას თავს არ მივანებებთ,“- განაცხადა ვერესჩუკმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე, 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძე ავრცელებს. „ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია რუბეჟნოიში გაწმენდის დროს“,- წერს ვანო ნადირაძე. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში უკვე 7 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
Moody's: რუსეთს მაისის დასაწყისში დეფოლტი ემუქრება
საერთაშორისო რეიტინგების სააგენტო Moody's-ის ცნობით, რუსეთმა დოლარის ობლიგაციები რუბლით დაფარა, რაც პირველადი კონტრაქტებით არ იყო გათვალისწინებული. „რუსეთმა ორი ობლიგაცია რომელთა დაფარვის ვადა 2022 და 2042 წლებში იწურებოდა დოლარის ნაცვლად რუბლში დაფარა, რაც შეთანხმების პირობებისა და პირველადი კონტრაქტების ცვლილებას ნიშნავს. Moody's-ის თანახმად, ეს უკვე დეფოლტია თუ ვითარება 4 მაისამდე არ შეიცვლება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. ამასთან, ობლიგაციების კონტრაქტები აშშ დოლარის გარდა, სხვა ვალუტით გადაფარვას არ ითვალისწინებს . რუსეთმა 2018 წელს ობლიგაციები რუბლის ოფციით გამოუშვა, თუმცა ეს არ ეხება „რუსეთი 2022“-ისა და „რუსეთი 2042“ -ის ბონდებს. ობლიგაცია არის მთავრობების, კომპანიების, ბანკების, კომუნალური და სხვა მსხვილი პირების მიერ გაცემული ფიქსირებული საპროცენტო ფინანსური აქტივი. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამომშვები იურიდიული პირის, ანუ ემიტენტის სასესხო ვალდებულებაა. ობლიგაციის მფლობელი, იგივე ინვესტორი იღებს მასზე მითითებულ ნომინალურ ღირებულებას, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. ასევე – სარგებელს, დადგენილი პერიოდულობით. ობლიგაციის გამოშვებით ემიტენტი იღებს ვალს, რომელსაც, როგორც წესი, კუპონების გაცემით და ობლიგაციის დაფარვის მომენტში სრული თანხის დაბრუნებით ფარავს. დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ- ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს. დეფოლტი შეიძლება გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად ტერმინი დეფოლტი სწორედ ქვეყანასთან მიმართებით გვხვდება. ადამიანის ან კომპანიის მიერ ვალის ვერგადახდისას უფრო ტერმინ „ბანკროტს“, იმავე გაკოტრებულს იყენებენ. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა S&P: რუსეთმა შიდა ვალზე დეფოლტი გამოაცხადა S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა
სენაკში, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა
11-14 აპრილს, სენაკში, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა. წვრთნებს უძღვებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიის მწვრთნელები, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) უფროსი ინსტრუქტორის მეთვალყურეობით. ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს სამეკავშირეო ოფისი ავრცელებს. ჩატარებულმა წვრთნებმა გააძლიერა როგორც ეროვნული გვარდიის როლი სამოქალაქო დაცვაში, ასევე საქართველოს საგანგებო სიტუაციების სისტემა. წვრთნები მიმდინარეობდა თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2021 წელს ეროვნული გვარდიის მეთაურსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს შორის გაფორმდა. „სიმულაციებმა მონაწილეებს საშუალება მისცა გაეუმჯობესებინათ თითოეული ორგანიზაციის შესაძლებლობები და გამოეჩინათ პოტენციური დაბრკოლებები საერთო მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა DEMA-ს უფროსმა ინსტრუქტორმა, უფროსმა ლეიტენანტმა დევიდ ჯონ დიკერმა. ამასთან, აღნიშნული წვრთნები ერთ-ერთია იმ მრავალ ღონისძიებათაგან, რომელიც ტარდება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში, დანიის ხელმძღვანელობით.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკა კიდევ უფრო შემცირდება
საერთაშორის სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა აცხადებს, რომ 2022-2023 წლებში მსოფლიო ეკონომიკა კიდევ უფრო შემცირდება, ვიდრე ეს მანამდე იყო პროგნოზირებული. მისი თქმით, ეკონომიკის შემცირება შეეხება 143 ქვეყანას, რას მსოფლიო შიდა პროდუქტის 86%-ია. „მსოფლიო ეკონომიკის შემცირების მთავარი ფაქტორია რუსეთ-უკრაინის ომი, ინფლაცია, ფინანსური შეზღუდვები, ჩინეთში კარანტინის ხელმეორედ შემოღება და შეფერხება პროდუქტების გლობალურ მოწოდებაში“, - აღნიშნა გეორგიევამ. მისი თქმით 2022 წლის იანვარში სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4,4%-მდე შეამცირა. „მას შემდეგ პერსპექტივები კიდევ უფრო გაუარესდა, ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომის გამო“, - აცხადებს გეორგიევა. სავალუტო ფონდის დირექტორის ინფორმაციით, სსფ-ს პროგნოზით, ქვეყნების უმეტესობაში ეკონომიკის ზრდის დადებითი დინამიკა შენარჩუნდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ Moody's: რუსეთს მაისის დასაწყისში დეფოლტი ემუქრება
რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა
მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს. „მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიღებით, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, რასაც ჩვენი ერები ელოდება ჩვენგან. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად, რომ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს
უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ინფორმაციით, დაღუპულები არიან: ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და არკადი კასრაძე. ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი. ცნობისთვის, უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, გავიზიაროთ მათი ტკივილი და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უკრაინელი ხალხის არჩევანს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად მასპინძლობისთვის. „ჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩემი კოლეგა რუსლან სტეფანჩუკისადმი, რომელიც მასპინძლობს ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას უმაღლეს რადაში, მიუხედავად მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვებისა. ჩვენ ვსტუმრობთ მეგობრებს მოძმე უკრაინაში, რათა დავადასტუროთ ჩვენი ძლიერი და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხი ძალიან ახლოა ერთმანეთთან. ჩვენი კულტურა, ისტორია, მეგობრობა არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაერთიანებს. ეს არის ის, რასაც ორივე – უკრაინაც და საქართველოც აფასებს. ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, მივუსამძიმროთ და გავიზიაროთ მათი ტკივილი ვინც იტანჯებოდა და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით. სიტყვებით ვერ აღწერ იმ სურათებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ შორიდან და ახლა გვექნება საშუალება, ჩვენი თვალითაც ვნახოთ. ვგულისხმობ სურათებს ბუჩადან, ირპენიდან, ბოროდიანკადან, კრამატორსკიდან. ამ სისასტიკის შესახებ მთელმა მსოფლიო შეიტყო. თუმცა, არის კიდევ ბევრი ქალაქი, რომელსაც იგივე ბედი ეწია და ბევრი ისტორია ჯერ ცნობილი არ არის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და პატივი სცეს უკრაინელი ხალხის არჩევანს. ჩვენ, ქართველებს ამ ყველაფრის ყურებისას გვახსენდება ჩვენი საკუთარი "ბუჩები" 1990-იან წლებსა და 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქებიც დაინგრა,“- აღნიშნა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა
შალვა პაპუაშვილი: უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინელ კოლეგასთან, რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ვესტუმრე ჩემს ძვირფას კოლეგა რუსლან სტეფანჩუკს გმირ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და გავიზიაროთ ტკივილი. უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი“, - წერს პაპუაშვილი Twitter-ზე შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, გავიზიაროთ მათი ტკივილი და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით
იტალია რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს
იტალიის ხელისუფლება 17 აპრილიდან რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს. შეზღუდვა ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. იტალიის პორტების ადმინისტრაციამ უკვე მოამზადა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც კვირას, რუსული გემებისთვის პორტები უნდა დაიხუროს. შეზღუდვა ეხება იმ გემებსაც, რომლებმაც დროშა 24 თებერვლის შემდეგ შეცვალეს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რუსულმა გემებმა, რომლებიც ახლა იტალიის პორტებში დგანან, ეს ტერიტორია კომერციული საქმიანობის დასრულებისთანავე უნდა დატოვონ. გამონაკლისი დაწესდება იმ გემებისთვის, რომელთაც ავარიული გაჩერება სჭირდებათ. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: მარიუპოლის დამცველების განადგურებამ, შესაძლოა, რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილი დაუსვას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მარიუპოლის დამცველების განადგურების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილი დაესვას. ამის შესახებ მან „უკრაინსკაია პრავდას“ რუსეთთან ბუჩისა და ბოროდიანკის მოვლენების შემდეგ რუსეთთან ჩიხში შესული მოლაპარაკებების შეფასებისას განუცხადა. „მარიუპოლი - ეს შესაძლოა, იქცეს ათ ბოროდიანკად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების განადგურების შემთხვევაში, შესაძლოა ყველა მოლაპარაკებებს წერტილი დაესვას. ეს ყრუ კედელია...იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ჩვენი ადამიანებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 12 აპრილს, შტაინმაიერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაუშვას. "ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა", - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინის პრეზიდენტი: რუსეთისთვის მარიუპოლი არის მედალი, რომელიც უნდათ მკერდზე ჩამოიკიდონ მარიუპოლის მერი: ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა
Reuters: ბრიტანეთი ევროპას უფრო მეტ გაზს მიაწვდის
ბრიტანეთი, შესაძლოა ევროპისთვის გაზის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ამის შესახებ Reuters წერს. კომპანია National Grid ბრიტანეთიდან ევროპის მიმართულებით აპრილიდან სექტემბრამდე, გაზის ექსპორტის ზრდას ელოდება, რადგან ზამთრის დადგომამდე ევროპა გაზსაცავებში მარაგის შევსებას იწყებს. არის მოლოდინი, რომ წელს ევროპისთვის თხევადი გაზის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. National Grid-ში მიაჩნიათ, რომ თხევადი გაზის ტრანზიტი ზაფხულში 6,4 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 5,1 მილიარდი კუბური მეტრი იყო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო
სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა
ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს, ყოფილი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა -სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ 12 აპრილს კონსპირაციულ ბინაზე დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილები ოლიგარქს რომლის ქონება რამდენიმე მილიარდ უკრაინულ ჰრივნას შეადგენს, არ ექნება გირაოს გადახდის უფლება. უკრაინის საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, ლვოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია 26 ავტომობილი, 23 სახლი, 32 ბინა, მიწის 30 ნაკვეთი და სხვა ქონება. ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, მედვედჩუკის სახლი კიევში გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც 620 მლნ. მედვედჩუკი უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს. ასევე წაიკითხეთ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღეს BBC: კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში „ლუკოლის“ მთავარი აქციონერი და პუტინის შვილის ნათლია მედვედჩუკი მოხვდა
შალვა პაპუაშვილი: წარმოუდგენელია, არ შეგაძრწუნოს იმ განსაცდელმა, რომლის წინაშე უკრაინელი ხალხი დგას. შეუძლებელია, რამე ახსნა, მიზეზი ან განმარტება ჰქონდეს რუსეთის აგრესიას
წარმოუდგენელია, ადამიანი ხედავდეს იმას, რაც დღეს უკრაინაში, მის ქალაქებსა და სოფლებში ხდება და არ შეგაძრწუნოს იმ განსაცდელმა, რომლის წინაშე უკრაინელი ხალხი დგას! შეუძლებელია, რაიმე ახსნა, რაიმე მიზეზი, რაიმე განმარტება ჰქონდეს რუსეთის აგრესიას, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპინში ჩასვლის შემდეგ Facebook-ზე დაწერა. „ომის გამართლება შეუძლებელია, მითუმეტეს ომის, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ! ეს საშინელება უნდა დასრულდეს! ეს ტკივილი კიდევ უფრო მძიმე საყურებელია ჩვენთვის, ქართველებისთვის, ვინც საკუთარ თავზე 1990-იან წლებში და 2008 წელს არაერთხელ გამოვცადეთ ომის საშინელება. უკრაინელებო, საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და პირადად მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და როგორც რიგითი ადამიანი, თქვენს გვერდით ვდგავართ. აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით, სიმტკიცით, გაუტეხელობით. თქვენს გმირულ თავგანწირვას მომავალ თაობებს მოუყვებიან. განსაცდელი დროებითია. თქვენს მშვენიერ ქვეყანაში მშვიდობა მალე აუცილებლად დაისადგურებს, ვინაიდან სიმართლე თქვენს მხარესაა. დიდება და მშვიდობა უკრაინას!“, - წერს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, გავიზიაროთ მათი ტკივილი და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით შალვა პაპუაშვილი: უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი
უკრაინელებმა პაპი ფრანცისკე "ჯვრის გზის" მსვლელობის გამო გააკრიტიკეს
15 აპრილს, რომში, კოლოსეუმში პაპმა ფრანცისკემ „ჯვრის გზის“ მსვლელობა ჩაატარა, რომლის დროსაც რუს და უკრაინელ ქალებს ჯვარი ერთად ეჭირათ. შერიგების ნაჩქარევ ჟესტს უკრაინელები "გაუგებარსა" და "არაადეკვატურს" უწოდებენ. მსვლელობა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანში უკრაინის ელჩის ანდრეი იურაშას კრიტიკის მიუხედავად მაინც ჩატარდა. „ქალები იტალიაში 20 წელია ცხოვრობენ და ერთად მუშაობენ პალიატიური დახმარების განყოფილებაში, სადაც ის პაციენტები გადაჰყავთ, ვისაც არაფერი აღარ ეშველებათ“, - განაცხადეს „რადიო ვატიკანში“. პანდემიის გამო, უკვე ორი წელია, ცერემონია Via Crucis არ ჩატარებულა. წელს, მონაწილეებს შორის იყვნენ მისიონერების ოჯახის წევრებიც. ღონისძიებას რომში 10 000 მომლოცველი ესწრებოდა. 10 აპრილს რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში სააღდგომო შერიგების მოწოდებით გამოვიდა. „გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება. მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელახლა დატენოთ შეიარაღება და ისევ ბრძოლა დაიწყოთ. არა. შერიგდით, რომ მიხვიდეთ მშვიდობამდე ნამდვილი მოლაპარაკებებით და ასევე, იყავით მზად გარკვეულ მსხვერპლზეც ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რომის პაპმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ რომის პაპი: სასტიკი და უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“ რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს
ირაკლი ღარიბაშვილი: დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი, რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს, ყველაფერი გავაკეთე, გადმოსვენებიდან, მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვის ჩათვლით
კიდევ ერთხელ გირჩევთ, დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, დაღუპულთა გადმოსვენებიდან, სამხედრო პატივით მათი დაკრძალვის ჩათვლით. „რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებიდან, დამთავრებული მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
რუმინეთი რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს
რუმინეთი 17 აპრილიდან რუსული დროშის ქვეშ მცურავი ან რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული გემებისთვის პორტებს დახურავს. გამონაკლისია დაშვებული გემებისთვის, რომლითაც ჰუმანიტარული ტვირთი, ან სამედიცინო დახმარების პროდუქცია გადააქვთ. რუსული გემებისთვის საკუთარი პორტების დახურვის შესახებ უკვე განაცხადა იტალიამ. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ
Bloomberg: რომან აბრამოვიჩი კიევში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პროცესის განახლების მიზნით ჩავიდა
ევროკავშირისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი კიევშია. აბრამოვიჩის მიზანია რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესის განახლება. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. ინფორმირებულმა წყარომ Bloomberg-ს აცნობა, რომ აბრამოვიჩი კიევში შეეცადა უკკრაინულ მხარესთან რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის განახლებაზე შეთანხმებას. მედიის ცნობით, რუსი ოლიგარქი სავარაუდოდ, უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში არიან ჩართულნი. ამასთან, წყაროს ცნობით, აბრამოვიჩმა უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესის აღდგენის გზებზე ისაუბრა. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც მედიამ კიევის ოლქში ბუჩაში დაღუპული ადამიანის ცხედრების ფოტომასალა გაასაჯაროვა. აბრამოვიჩის სპიკერმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ის კიევში არ იმყოფება და ოლიგარქის ვიზიტზე კომენტარს არ გააკეთებს. ასევე, აბრამოვიჩის ვიზიტზე კომენტარი გამოცემასთან არ გააკეთეს არც უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მიხაილო პოდოლიაკმა და არც კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს 16 აპრილს განუცხადა, რომ აბრამოვიჩი არ არის ნეიტრალური მხარე და მოლაპარაკებებში რუსი ოლიგარქისა და უკრაინის დელეგაციის ინტერესები არ ემთხვევა. თუმცა უკრაინის დელეგაცია იმედოვნებს, რომ შესაძლოა, აბრამოვიჩი საკითხის დიპლომატიურ დარეგულირებაში დაეხმაროთ. რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი 29 მარტს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა. მანამდე Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში. WSJ-ცნობით, კი ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა - Financial Times რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია