ძებნის რეზულტატი:
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 115 ახალი შემთხვევა აღირიცხა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 289 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 729 PCR ტესტით. კოპანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 044-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის - 1.49% ხოლო 7 დღის - 1.23%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 272 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 956-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 792 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 59 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 18, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 270 საიდანაც, 340 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 186, აჭარაში - 19, იმერეთში - 77. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12, იმერეთში - 5. 1 930 ადამიანი სახლში მკურნალობს.
უკრაინამ აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო
თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების მორიგი პარტია უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკრაინას აქამდეც აწვდიდა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებს და სტინგრებს - ანტისაზენიტო რაკეტებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა - CNN
რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში შევიდა
როგორ ცდილობენ, გაექცნენ დასავლეთის სანქციებს რუსი ოლიგარქები, ამ თემაზე სააგენტო Reuters-ი სტატიას აქვეყნებს. ბრიტანული მედია წერს, რომ რუსი ოლიგარქ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში, კერძოდ, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, კურორტ გოიჩეკთან ახლოს მდებარე ყურეში შევიდა. დერიპასკას, რუსული ალუმინის გიგანტის Rusal-ის (RUAL.MM) დამფუძნებელს, სანქციები შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა დაუწესეს. მანამდე ის მშვიდობის მოწოდებით გამოდიოდა. Reuters-ის ინფორმაციით, კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ მყოფი 73-მეტრიანი იახტა გიოჩეკის ყურეში რჩება. „NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და შუამავალია კონფლიქტში. მან მხარი დაუჭირა კიევს, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს, მათ შორის რუსი მილიარდერების წინააღმდეგ ზომებს. ანკარა დიდწილად ეყრდნობა რუსულ ენერგეტიკულ იმპორტს და ტურისტებს. ის იქცა უსაფრთხო თავშესაფარად სანქციებისგან გაქცეული რუსებისთვის და ბევრმა ინვესტიციაც ჩადო ამ ქვეყანაში. პარასკევს, უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უკრაინა მუშაობს თურქეთთან მეტი მხარდაჭერისთვის, ესმის თუმცა არ არის კმაყოფილი მოსკოვთან ანკარის პარალელური კავშირებით“, - წერს Reuters-ი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში
რუსეთის ოფიციალური პირის თქმით, უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მერიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსი გენერალი მოკლეს. ამავე ცნობით, შაბათს, სანქტ-პეტერბურგის მერი, ალექსანდრე ბეგლოვი სერაფიმოვსკოეს სასაფლაოზე დაესწრო დაკრძალვას. „დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ნამდვილ გმირს. ვლადიმერ პეტროვიჩ ფროლოვი გმირულად დაიღუპა უკრაინელ ნაციონალისტებთან ბრძოლაში. მან სიცოცხლე გასწირა, რომ დონბასში ქალებმა და ბავშვებმა ბომბების აფეთქბის ხმა აღარასდროს გაიგონ“, - განაცხადა ალექსანდრე ბეგლოვმა. მან ფროლოვს „ნამდვილი პატრიოტი უწოდა“. ასევე წაიკითხეთ მიხაილო პოდოლიაკი: ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 6 რუსი გენერალი მოკლეს მედია: უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის რუსი კაპიტანი მოკლეს, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა
ბორის ჯონსონი: ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის, შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ ვაცნობე. ბრიტანეთი არ შეჩერდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ჰპირდება. სამხედრო დახმარების შესახებ ჯონსონი პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა. „დღეს შუადღისას ვაცნობე ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის, შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც უკრაინას უახლოეს დღეებში გავუწევთ. დიდი ბრიტანეთი არ შეჩერდება, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო რესურსები, დაიცვან თავიანთი ქვეყანა რუსული იერიშისგან. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, - აღნიშნულია ბორის ჯონსონის Facebook პოსტში. დიდი ბრიტანეთი უკრაინას აქტიურად უჭერს. 9 აპრილს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ჯონსონი პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შემდეგ, ჯონსონის ოფისმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაცია რუსეთის მიზნებზე უკრაინაში
რუსეთს სურს, აიძულოს უკრაინა, უარი თქვას ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, რათა განამტკიცოს მისი რეგიონული დომინანტობა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის უახლეს ინფორმაციაშია ნათქვამი. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის გადანაწილებას ბელორუსიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, მათ შორის ხარკოვისა და სევერდონეცკის სიახლოვეს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს
პრინცი ჰარი: მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის გარშემო
სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ ჰააგაში, Invictus Games-ის გახსნის ღონისძიებაზე, უკრაინელი მოასპარეზეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის გარშემო. „თქვენ იცით, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. მსოფლიო გაერთიანებულია თქვენ გარშემო და მაინც, თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ. თქვენ განაცხადეთ, რომ შემოუერთდით ამ გლობალურ სცენას შემოუერთდით არა უბრალოდ იმისთვის, რომ თქვენი ძალა გეჩვენებინათ, არამედ, გეთქვათ სიმართლე იმის შესახებ, რაც ხდება თქვენს ქვეყანაში“, - მიმართა პრინცმა ჰარიმ უკრაინელებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტების მიერ განადგურებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის შესახებ გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა დანგრეული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის შესახებ გამოაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროების განკუთვნილ დახმარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდება. „პირველ ეტაპზე დროებითი საცხოვრებელი უნდა მიეცეთ დევნილებს, მათ, ვისაც სახლები ომმა დაუნგრია. დროებითი - ვიდრე არ აღვადგენთ მათ საცხოვრებელს. ან ვიდრე ხალხი კომპენსაციას არ მიიღებს. მეორე ეტაპზე ჩვენ აღვადგენთ ყველა ქალაქს, თემს, რომლის განადგურებასაც ოკუპანტები ცდილობდნენ. მესამე ეტაპზე კი ყველასთვის, ვინც იცავდა ჩვენს სახელმწიფოს, ვინც მუშაობდა ან მუშაობს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, მაგრამ არ ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი, საცხოვრებელს უზრუნველვყოფთ. არ შეიძლება, ადამიანი ყველაფერს, თავის სიცოცხლეს უთმობდეს სამხედრო სამსახურს და პენსიაზე გადიოდეს საკუთარი ბინის გარეშე. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ არამხოლოდ დანგრეულის აღდგენას, არამედ სამართლიანობის აღდგენას მათთვის, ვისი ცხოვრების უფლებაც დაირღვა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
საპარლამენტო ოპოზიცია ინიციატივით გამოდის, ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნოს
დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ „შრომის კოდექსში“ ცვლილებები მოამზადეს, რომლებიც უქმე დღედ, 8 მაისის გამოცხადებას გულისხმობს. „საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება", - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში. ცვლილებების პროექტში პარლამენტის ბიუროს 18 აპრილის სხდომაზე გავა.
ვაზიანში საარტილერიო წვრთნა ჩატარდა
ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. საველე წვრთნებში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51 -ე ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფები მონაწილეობდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა საველე პირობებში პრაქტიკულ მეცადინეობას დაეთმო, სადაც ბრძოლის წარმოებისას ბატარეაში შემავალი ელემენტების კოორდინირებული მოქმედება დაიხვეწა. მეორე ფაზა ბატარეის ტაქტიკურ მოქმედებაზე 48 საათიან დაკვირვებას მოიცავდა, ხოლო მესამე ფაზა კი, საცეცხლე პოზიციების დაკავებითა და საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლების დასკვნით ნაწილს სპეციალურად შერჩეული დამკვირვებელთა კომისია აფასებდა. წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტის კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა.
თეთრმა სახლმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტები გამოუშვა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით, საკოლექციო მონეტების გაყიდვა დაიწყო. მათი ყიდვა 100 დოლარად არის შესაძლებელი. მონეტის ერთ მხარეს ორი ქვეყნის დროშების ფონზე გამოსახული არიან შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი, მეორეზე კი, უკრაინის ლიდერი აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას. მონეტის ტირაჟი 2,5 ათასს შეადგენს და თითოეულ მათგანს ახლავს ავთენტურობის დამადასტურებელი მოწმობა. თეთრი სახლის ცნობით, მონეტების გაყიდვიდან მიღებული მოგება მთლიანად უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად დამატებით, €50 მილიონს გამოყოფს
ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის დამატებით, 50 მილიონ ევროს გამოყოფს. დახმარება მიემართება გადაუდებელ სამედიცინო სერვისებზე. ასევე, თანხა მოხმარდება უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას, ფულადი დახმარებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დაცვის უზრუნველყოფას. ჯამში ევროკავშირმა ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის უკრაინაში 143 მილიონი ევრო გამოყო. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
BBC: სანქცირებულ რუს ოლიგარქებს, დიდ ბრიტანეთში £800 მილიონის ღირებულების ქონებასთან აქვთ კავშირი
BBC-ის ანალიზის თანახმად, სანქცირებული რუსები დაკავშირებული არიან დიდ ბრიტანეთში 800 მილიონი ფუნტის ღირებულების ქონებასთან. იმის გასაგებად, თუ ვინ რისი მფლობელია, BBC-მ დოკუმენტები მოიძია. დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა 1000-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირსა და ბიზნესს, მათ შორის მდიდარ ბიზნესმენებს დაუწესეს სანქციები. საუბარია ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინთან დაახლოებულ წრეს წარმოადგენენ. ქვემოთ ჩამოთვლილთა უმეტესობა სანქცირებული იყო რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვალში შეჭრის შემდეგ, თუმცა ზოგიერთი უკვე იყო სასანქციო სიაში: ჩელსის მფლობელის რომან აბრამოვიჩის 230 მილიონი ფუნტის (302 მილიონი დოლარი) ღირებულების ქონებ; 65 მილიონი ფუნტი ღირებულების ვიქტორიანული სასახლე ჩრდილოეთ ლონდონში სიგარის ოთახისა და ღვინის მარნის დაგეგმარების ნებართვით; მას აქვს უძრავი ქონების პორტფელი დიდ ბრიტანეთში, 50-ზე მეტი ძვირადღირებული რეზიდენციით, მათი უმეტესობა ლონდონის დასავლეთით მდებარეობს. გაერთაბრამოვიჩი ფლობს ათეულობით ბინას ჩელსის სოფელში, პლუს სასტუმროსა და საცხოვრებელ კომპლექსს ჩელსის „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონის გარშემო. მისი ყველაზე ძვირადღირებული, 15 საძინებლიანი ქონება, ლონდონში მდებარეობს. აქ ცხოვრობენ სამეფო ოჯახის წევრები და ელჩები, ისევე როგორც ოლიგარქები. კიდევ ერთ რუს მილიარდერს ალიშერ უსმანოვს, კრემლთან მჭიდრო კავშირების" მოტივით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 3 მარტს გაუყინა აქტივები და მოგზაურობა აუკრძალა. მისი ქონება 18,4 მილიარდ დოლარად (14 მილიარდი ფუნტი) არის შეფასებული. მათ შორის ბიჩვუდის სახლი ჰაიგეიტში [ჩრდილოეთ ლონდონში]… უსმანოვმა 2008 წელს, ოფშორული კომპანიის გამოყენებით, Beechwood House 48 მილიონ ფუნტად შეიძინა. BBC-ის თანახმად, არსებობს მტკიცებულება, რომ ბატონი დერიპასკა ფლობს შენობას ბუკინგემის სასახლიდან ხუთი წუთის სავალზე. კერძოდ, მე-17 საუკუნის ტერასული სახლი 2004 წელს 4,7 მილიონ ფუნტად, Astibe Limited-მა - ოფშორულმა კომპანია იყიდა. დერიპასკა ასევე ფლობს დიდ სახლს ბელგრავის მოედანზე, რომელიც დემონსტრანტების მიერ იყო დაკავებული. თუმცა, მაშინ, მილიარდერის სპიკერმა განაცხადა, რომ ქონება ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ. მარტის დასაწყისში, როდესაც სანქციები დაუწესეს, ცნობილი გახდა, რომ დერიპასკა ფლობს მრავალმილიონიან ქონებას დიდ ბრიტანეთში, მათ შორის სასახლე - Hamstone House-ს სარეიში. რვა ჰექტარ ფართობზე განთავსებული II კლასის ქონება კვიპროსში დაფუძნებულმა კომპანიამ, Edenfield Investments Limited, 2001 წელს 7,1 მილიონ ფუნტად შეიძინა. როგორც ცნობილია, სანქციები ასევე შეეხო დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მილიარდერ ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს. ფრიდმანმა BBC-ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების დაწესებამ ის „შოკში“ ჩააგდო და რომ პუტინთან მისი მჭიდრო კავშირების შესახებ ინფორმაცია არასწორია. ფრიდმანი, რომლის ქონებაც, სავარაუდოდ, დაახლოებით 12 მილიარდს შეადგენს, ფლობს უზარმაზარ ქონებას, ჩრდილოეთ ლონდონში (Athlone House), რისთვისაც მან 2016 წელს, 65 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარ არკადი როტენბერგს აშშ-მ და ევროკავშირმა სანქციები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესეს. ის სანქციების ქვეშაა დიდ ბრიტანეთშიც. სანქციების სიას გასულ თვეს დაემატნენ მისი ძმა ბორისი და ვაჟი იგორი. 2012 წელს, სოფელ ვინდლეშემში ვილა 27,5 მილიონ ფუნტად იყიდა Ravendark Holdings Limited-მა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზეა რეგისტრირებული. მან სესხის სახით მიიღო 30 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი სხვა კომპანიისგან, რომელიც, სავარაუდოდ, როტენბერგის საკუთრებაა.
ანა ნაცვლიშვილი: უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ გვთხოვა, საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საქართველო „შავი ხვრელი“ არ გახდება. ნაცვლშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან წინააღმდეგ ბრძოლა ითხოვა. „ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო „შავი ხვრელი“ არ გახდება. ბატონმა სტეფანჩუკმა ორი რამ გვთხოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მან გვთხოვა, რომ საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, მან გთხოვა, საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც უკრაინამ უკვე გადადგა, ეს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას ეხება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში იყვნენ ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.
რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგო შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში იყოს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ნავთობის ემბარგო შეიძლება იყოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი. „ევროკავშირი ასევე განიხილავს შეზღუდვებს საბანკო სექტორზე, განსაკუთრებით Sberbank-სა და რუსეთის ენერგეტიკაზე“, - განაცხადა ანდრეი იერმაკმა. ევროკავშირის ხელმძღვანელობა მუშაობს რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდა სანქციებით უკრაინაში კრემლის შეჭრის ომის გამო. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს
17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც მანამდე დაამტკიცა ევროკავშირმა. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
იტალიის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება მოსალოდნელზე სწრაფად შეუძლია
ევროპას რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირება უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ადრე ვარაუდობდა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ- მინისტრმა მარიო დრაგიმ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვაქვს ბუნებრივი აირის მარაგი და ასევე მივიღებთ გაზს სხვა მიმწოდებლებისგან", - განაცხადა დრაგიმ ალჟირიდან გაზის იმპორტის გაზრდის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ. ამ დროისთვის იტალია გაზის 40%-ს რუსეთიდან იღებს. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ექსკლუზივი: იტალიის ელჩი ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იტალიისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებაზე იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა
მარიო დრაგი: პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, დროის კარგვაა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და ეს უბრალოდ დროის კარგვაა. „ვიწყებ ფიქრს, რომ მართლები არიან ისინი, ვინც ამბობენ – მასთან [ვლადიმირ პუტინთან] ლაპარაკს აზრი არ აქვს, ეს უბრალოდ დროის კარგვაა. მე ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და ვაგრძელებ მტკიცებას, რომ როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ის მართალია, როცა ცდილობს დიალოგის ყველა შესაძლო გზის გამოყენებას. მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ომის საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ის, რაც ბავშვებსა და ქალებს გაუკეთეს, აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული სიტყვებსა და სატელეფონო ზარებზე“, - განაცახდა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. 10 მარტს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს. „რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი NATO-სთვის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ. ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა. სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს“, -განაცახდა მაკრონმა 18 მარტს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ემანუელ მაკრონი: სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ნიკოლოზ შანავა სამხედრო პატივით დაკრძალეს
ქალაქ იზიუმთან რუს ოკუპანტებთან შეტაკების დროს გარდაცვლილი 21 წლის ნიკოლოზ შანავა თბილისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მებრძოლის ხსოვნას რიგითმა მოქალაქეებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა მიაგეს პატივი. უკრაინაში სულ 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა. ნიკოლოზ შანავა საქართველოში 15 აპრილს ჩამოასვენეს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში 16 აპრილს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა, სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ასევე, ამ კვირაში პუტინი გააგრძელებს შეხვედრების სერიას ეკონომიკურ ვითარების განსახილველად“, - ციტირებს პესკოვს სომხური მედია.