ძებნის რეზულტატი:
ზურაბ აზარაშვილი: სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა
სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას იმუნიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა. “სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების ფართო არჩევანი გვაქვს, ახალი „ფაიზერის“ მოლოდინი იყო და ჩამოვიტანეთ, აცრის მაჩვენებელი ყოველდღე რამდენიმე ასეულია. ვფიქრობ, კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო, კიდევ უფრო მეტად რომ გააქტიურდეს. როგორც ვნახეთ, ვაქცინა ნამდვილად იცავს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევებისგან. საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ“, - აღნიშნავს მინისტრი. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კოვიდინფიცირების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
ილია მეორე უკრაინაში ქართველ მებრძოლთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში ქართველ მებრძოლთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „უკრაინაში ომმა, სამწუხაროდ, კვლავ შეიწირა ჩვენი თანამემამულენი. აღვავლენთ ლოცვებს დავით მენაბდიშვილის, ნიკოლოზ შანავას, ალექსანდრე ცაავას, არკადი კასრაძის, ზაზა ბიწაძის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს
ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს. აღნიშნულის შესახებ მედვედჩუკმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს. „მსურს მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ გამცვალოს მარიუპოლის მცველებსა [უკრაინელ ჯარისკაცებში] და ქალაქში მყოფ მოქალაქეებში, რომელთაც არ აქვთ ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით ქალაქის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა“, - განაცხადა მედვედჩუკმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ გაიქცა. დაკავებამდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ლატვია NATO-ს მოკავშირეების მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს
ლატვიაში, საერთაშორისო წვრთნები, Namejs 2022 ეროვნული შეიარაღებული ძალებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყნის ქვედანაყოფების 3000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით ტარდება. „სამხედრო მომზადების ამოცანაა ეროვნული და მოკავშირე ძალების ურთიერთქმედების შემუშავება თავდაცვის პრობლემების გადასაჭრელად“, - იუწყება ლატვიური მხარე. სამხედრო შენაერთები დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, ჩეხეთიდან და ესტონეთიდან ლატვიაში, Namejs 2022-ში მონაწილეობის მისაღებად ჩადიან. იტალია, ისლანდია, ესპანეთი, კანადა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩერნოგორია და ჩეხეთი. მანევრებში ასევე ჩაერთვებიან ლატვიაში დისლოცირებული NATO-ს ნაწილები, რომლებიც მოიცავენ დანაყოფებს ალბანეთიდან, იტალიიდან, ისლანდიიდან, ესპანეთიდან, კანადადან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, მონტენეგროდან და ჩეხეთიდან. მოკავშირეთა სარდლობამ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნა მოტორიზებული და სადესანტო ნაწილები, არტილერია, ავიაცია, ასევე, ოპერატიული დაგეგმვისა და ლოგისტიკის წარმომადგენლები. Namejs 2022 რამდენიმე ეტაპად, 27 მაისამდე გაიმართება.
აღდგომის ღამეს მეტროს მუშაობის საათები გახანგრძლივდა
ღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქი მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას ინფორმაცია წარუდგინა 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ განმარტა 24, 25 აპრილს 08:00 საათიდან 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს. „აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას და ეს ყველაფერი ძალიან გვიან მთავრდება. შესაბამისად, ადამიანები საჭიროებენ სახლში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნეთ ჩვენს მოქალაქეებზე და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კერძოდ, 23 აპრილს, ღამის თორმეტი საათიდან 24 აპრილის, დილის 04:00 საათამდე მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. გარდა ამისა, 24, 25 აპრილს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ დიდუბიდან გაიყვანს. ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან იქნება ავტობუსები. საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე მეტროსადგურ დელისიდან იქნება ავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისში მცხოვრებ ადამიანს, ყველა იმ ადამიანს ვინც საჭიროებს გადაადგილებას. ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან გაემგზავრება ავტობუსები. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსები გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ. ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.
დიმიტრი პესკოვი: უკრაინული მხარე შეთანხმებულ პუნქტებში დიდ თანმიმდევრულობას არ ავლენს
უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში მიღწეულ შეთანხმებებში მუდმივობას არ ავლენს და თავის პოზიციას ცვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, მოლაპარაკების პროცესში პროგრესის დინამიკა უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ სამხედრო ოპერაცია გრძელდება. "სპეცოპერაცია გრძელდება. მინდა გავიხსენო პრეზიდენტის სიტყვები, რომ სამწუხაროდ, უკრაინული მხარე დიდ თანმიმდევრულობას არ ავლენს შეთანხმებულ პუნქტებში. პოზიცია ხშირად იცვლება", – განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს
2021 წელს კრემლი ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას აქტიურად ცდილობდა - სუს-ის ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა, ნათქვამია, რომ 2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას. მისივე თანახმად, ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროში მსხვილი რუსული ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები“. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს რამდენჯერმე წამოიჭრა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური რუსების „პოლიტიკურ პროცესებში“ მონაწილეობის საჭიროების საკითხი, მათ შორის, „რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების“ კონსოლიდაციის გზითაც. „საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის კრიტიკულად შეზღუდვა განიზრახეს. აღნიშნული მიზნად ისახავდა ოკუპირებული რეგიონის იზოლაციას და ადგილზე ანექსიური პროცესების განხორციელების გამარტივებას. 2021 წელს კვლავ განიხილებოდა ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ აიბღას „რუსეთისთვის მიკუთვნების“ საკითხი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა აღნიშნული საკითხისთვის აქტუალობის დაკარგვას და კონკრეტიკის გარეშე აცხადებდა, რომ ხსენებულ მონაკვეთზე რუსეთის ფედერაციას „ტერიტორიული პრეტენზიები“ არ აქვს. მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის საკითხი, ვინაიდან ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო რეჟიმი კვლავ ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. საოკუპაციო ძალა ოკუპირებული ცხინვალის ანექსიის საფუძვლად „ერთიანი ოსეთის“ გამოგონილ ცნებას იყენებს, რაც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკასა და ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობის ე.წ. გაერთიანებას გულისხმობს“, - აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
შალვა პაპუაშვილი: რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, რაც საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინაში ნახა, ომის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ირპენსა და ბუჩაში ნანახი არის თუ არა გენოციდი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უნდა მოხდეს ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება. „რა თქმა უნდა, ის, რაც ვნახეთ საზარელია. მე იქაც აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, საზარელთან ერთად ქართველებისთვის ეს არ არის პირველი, როდესაც ჩვენ ასეთი სურათები ვნახეთ. ჩვენ, ეს სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, გვახსოვს 2008 წლიდან, ჩვენთვის ეს ნაცნობია და გარკვეულწილად, საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა. მე ჩემს კოლეგასთანაც მქონდა საუბარი, მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის განსაკუთრებული, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს. სამწუხაროდ, თავის დროზე, 1990-იან წლებში არ იყოს ამის საშუალება, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ამის სამართლებრივი დოკუმენტირება. როდესაც ვიყავით ბუჩაში, სადაც სამარხია იქ, უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, მათ შორის, ფრანგი კრიმინალისტები, რომლებიც ზოგადად, გარემოს ექსპერტიზას აკეთებენ. ახლა, ეს არის ყველაზე მთავარი. მთავარი ახლა არის არა განცხადებები, კომენტარები, პოლიტიკური შეფასებები, არამედ სამართლებრივი შეფასებები. ამიტომაც, კოლეგასთანაც მქონდა ამაზე საუბარი, რომ ჰააგის სასამართლო არის სწორედ ის ინსტანცია, სადაც ახლა უნდა მოხდეს ყველა დოკუმენტაციის დამაგრება, ამ დოკუმენტაციის სამართლებრივი შექმნა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ერთი დღით ადრე, სანამ ჩვენ ჩავიდოდით ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი იყო ჩასული. ამ კუთხითაც იცით, რომ ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს და ყველანაირად შეგვიძლია დავეხმაროთ. მოკლედ, მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ იქ ვხედავდით ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს. ფაქტია, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, დაწყებული სამოქალაქო შენობების დაზიანებით, სამოქალაქო პირებში ადამიანური მსხვერპლი, ყველაფერი ეს სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. აქ ყველა უნდა იყოს ჩართული, რომ მოხდეს ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. შალვა პაპუაშვილთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.
ჯუანშერ ბურჭულაძემ „ძლიერთა თამაშების“ ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა პრინც ჰარისთან განიხილა - თავდაცვის სამინისტრო
ჰააგაში მიმინარე „ძლიერთა თამაშების“ მიმდინარეობისას, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგს, პრინც ჰარის შეხვდა და სამომავლოდ ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰერცოგი ჰარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებს გაესაუბრა და მათი აზრი მოისმინა, თუ რა გავლენას ახდენს „ძლიერთა თამაშები“ დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესსა და მათ მოტივაციაზე. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა სამხედროებმა რამდენიმე მედალი უკვე მოიპოვეს. ალექსი ბერუაშვილმა 1500 მ სირბილში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ლენდროვერ ჩელენჯში კი, მურთაზ ოსეფაიშვილი და ონისე ჯუღელი მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მიიღეს. „ძლიერთა თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 16-აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. თავდაცვის სამინისტროს გუნდი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდ როვერის შეჯიბრი. სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება გაიარეს წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, თბილისის პარაგანვითარების ცენტრში, უწყების სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში. დაჭრილ-დაშავებულთა გუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია. 2014 წელს, ლონდონში, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი), უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, კანადასა და ავსტრალიაში, მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.
მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კრეისერი „მოსკვას“ ეკიპაჟი სრულად იყო ევაკუირებული. ამასთან სამგლოვიარო ცერემონიაზე მიიტანეს ყვავილების გვირგვინი წარწერით „კრეისერ „მოსკვას“ და მის მეზღვაურებს. მანამდე კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქების შემდეგ მეზღვაურების გაუჩინარების შესახებ. 17 აპრილს რუსული სოციალური ქსელის, VKontakte-ს მომხმარებელმა, დმიტრი შკრებეცმა დაწერა, რომ მისი ვაჟი, ეგორი, კრეისერ „მოსკვაზე“ მსახურობდა: „ჩემი წვევამდელი ვაჟი, როგორც კრეისერ „მოსკვას“ უშუალო მეთაურებმა შემატყობინეს, დაღუპულთა და დაჭრილთა შორის არ არის და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია შეყვანილი. წვევამდელი, რომელსაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, დაკარგულად ითვლება. ხალხნო, უგზო-უკვლოდ ღია ზღვაში დაიკარგა?!" მამა წერს, რომ შვილის შესახებ მონაცემების დაზუსტების მცდელობის შემდეგ კრეისერის მეთაურმა და მისმა მოადგილემ მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს: „პირდაპირ ვკითხე, რატომ ხართ ცოცხლები თქვენ, ოფიცრები, ხოლო ჩემი ვაჟი, წვევამდელი, დაღუპული?!” დმიტრი შკრებეცის ინფორმაციით, მისი ვაჟი ეგორ შკრებეცი გემზე კოკად (მზარეულად) მსახურობდა. რუსულ გამოცემა The Insider-თან საუბარში ეგორ შკრებეცის დედა ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ჰოსპიტალში, სადაც „მასკვაზე“ დაშავებულები გადაიყვანეს, თუმცა იქ მხოლოდ 200 ადამიანი იყო, მაშინ როდესაც ხომალდის ეკიპაჟი 500 მეზღვაურისგან შედგებოდა. „ყველა დამწვარ ბავშვს დავხედეთ. ვერ გეტყვით, როგორ მძიმე იყო, მაგრამ ჩემი ვერ ვიპოვე. მხოლოდ ორასი იყვნენ, როდესაც გემზე 500-ზე მეტი იყო. სად არიან დანარჩენები? ვეძებეთ კრასნოდარშიც და ყველგან, სადაც შეიძლება, ყველგან დავრეკეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ“, – ამბობს ირინა შკრებეცი. 17 აპრილს რუსულ მედიაში, სოცქსელებზე დაყრდნობით ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ მყოფი კიდევ ერთი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ. ყლიანა ტარასოვამ VKontakte-ში დაწერა, რომ მისი შვილი მარკ ტარასოვი კრეისერ „მოსკვაზე“ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათი ოჯახის ახლობელმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ მარკ ტარასოვი 2021 წლის დეკემბრიდან კრეისერზე მსახურობდა. 16 აპრილს უკრაინული პროექტის „სქემების“ ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია კრეისერ „მოსკვას“ მიჩმანის ივან ვახრუშევის დაღუპვის შესახებ. ინფორმაცია მედიას, მისმა ცოლმა დაუდასტურა. 17 აპრილს, პროექტმა „ნოვაია გაზეტა ევროპამ“ გაავრცელა ქალის მონოლოგი, რომლის შვილიც კრეისერზე მსახურობდა. ქალი წერს, რომ 15 აპრილს შვილთან დაკავშირება შეძლო, რომელმაც აცნობა, რომ „კრეისერზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ 40-მდე ადამიანი დაიღუპა“, არიან დაჭრილები, ხოლო რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პროექტი „ნოვაია გაზეტა ევროპა“ მონოლოგის ავტორი ქალის და მისი შვილის ვინაობას არ ასაჯაროებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა. რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა. ასევე წაიკითხეთ მედია: კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა
რას მოიცავს ევროკავშირის ანგარიში, რომლის საფუძველზეც, საფრანგეთის პროკურატურა პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ საქმეს იძიებს
საფრანგეთის პროკურატურა ევროკავშირის თანხების ბოროტად გამოყენებაში, პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენის სავარაუდო მონაწილეობას სწავლობს. Bloomberg-ის ცნობით, ლე პენის შესაძლო, უკანონო მოქმედების შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც საფრანგეთის პროკურატურამ ევროკავშირის თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოსგან, მარტში მიიღო. „ეროვნული გაერთიანების“ ლე პენი და მისი რამდენიმე თანაპარტიელი ეჭვმიტანილი არიან ევროპარლამენტისგან მიღებული დაფინანსების გამოყენებაში ეროვნული დონის პოლიტიკური მიზნებისა და პირადი ხარჯისთვის. ანგარიშის მიხედვით, 2004-2017 წლებში, ლე პენმა, როდესაც ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, დაახლოებით 137 ათასი ევრო მიითვისა. პრეზიდენტობის კანდიდატი ბრალდებებს უარყოფს. შეგახსენებთლ, 24 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი მონაწილეობენ. პირველ ტურში მაკრონს 27%-მა, ლე პენს კი, 24%-მა დაუჭირა მხარი.
საზღვაო ქვეითი რომის პაპს: დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ნახავდით, რაც ხდება მარიუპოლში - ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე
უკვე 50 დღეა, ვიმყოფები სრულ ალყაში და არც იმის დროს მაქვს, რამე წავიკითხო, ყოველდღიურად მიწევს ბრძოლა მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის ყოველი მეტრისთვის. თქვენ, ალბათ, სიცოხლის განმავლობაში ბევრი რამ გინახავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ნახავდით, რაც ხდება მარიუპოლში: ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვალინამ რომის პაპს. "მის უწმინდესობას, პაპა ფრაციკს! მე არ ვარ კათოლიკე, მართლმადიდებელი ვარ. მწამს ღმერთი და ვიცი, რომ ნათელი გაიმარჯვებს წყვდიადზე. არ მინახავს და არ წამიკითხავს თქვენი მოწოდება მსოფლიოს მიმართ. უკვე 50 დღეა, ვიმყოფები სრულ ალყაში და არც იმის დროს მაქვს, რამე წავიკითხო, ყოველდღიურად მიწევს ბრძოლა მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის ყოველი მეტრისთვის. თქვენ ალბათ სიცოხლის განმავლობაში ბევრი რამ გინახავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ნახავდით, რაც ხდება მარიუპოლში. - ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე. მიაწოდეთ მსოფლიოს სიმართლე, მოახდინეთ ხალხის ევაკუაცია და დაიხსენით ისინი სატანისგან, რომელსაც დედამიწაზე ყველა სულიერის დაწვა სურს! - წერს საზღვაო ქვეითი რომის პაპს", - ვკითხულობთ წერილში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს - სუს-ის ანგარიში
საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი. სუს-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა. „2021 წლის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურები - თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური. 2021 წელს მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა, არსებული მონაცემებით, სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის 125-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება. აღნიშნულის ფონზე, კვლავაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა“,-აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნიდა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას. უწყების შეფასებით, ანექსიის პოლიტიკის პრიზმაშია განსახილველი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე. ანგარიშში წერია, რომ არსებული მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 50%-ს (69 472 492 აშშ დოლარი), ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 83%-ს (84 898 637 აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაცია აფინანსებს. სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, დეზინფორმაციული კამპანიები და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა აქტივობები. „დე ფაქტო რეჟიმების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები რუსული ე.წ. საინფორმაციო ომის ნაწილია და ადგილობრივი მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. მათი ძირითადი მიზანი ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციაა“,-აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში. 2021 წელს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის 139 შემთხვევა დაფიქსირდა. 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 130 შემთხვევა დააფიქსირა. 2020 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, უკანონო ბორდერიზაციის 16, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი, 60 შემთხვევაა დაფიქსირებული.
თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო
ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში Pençe Kilit, ერაყის ჩრდილოეთით, ბოლო 24 საათში განეიტრალებულია ტერორისტული ორგანიზაციის 19 წევრი, - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის განცხადებით, თურქულმა თვითმფრინავებმა და არტილერიამ იერიში მიიტანეს ერაყის ჩრდილოეთში, მეთინაში, ზაპისა და ავაშინ-ბასიანის რეგიონებში ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციებზე, შემდეგ კი ტერიტორიაზე სახმელეთო ჯარებითაც შევიდნენ. „ჩვენი ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, ისე, როგორც დაგეგმილი იყო. მიზანი, რომელიც ოპერაციის პირველი ფაზის დროს დავისახეთ, განხორციელებულია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ქურთისტანის მუშათა პარტიასა (PKK) და თურქეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 1984 წელს დაიწყო და 2015 წელს განახლდა. ერაყის ჩრდილოეთის მდებარეობს ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზები, სადაც თურქეთი საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას ახორციელებს.
ვლადიმერ პუტინმა ქვეყნებთან ვაჭრობის რუბლებსა და ეროვნულ ვალუტებში გადაყვანის დაჩქარების ბრძანება გასცა
ვლადიმერ პუტინმა ქვეყნებთან ვაჭრობის რუბლებსა და ეროვნულ ვალუტებში გადაყვანის დაჩქარების ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკური ბლიცკრიგის სანქციების პოლიტიკა ჩაიშალა. ამასთან, პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 17.5 პროცენტია. „ცხადია, ბოლო დროს ეკონომიკისთვის მთავარი ნეგატიური ფაქტორი იყო სანქციების ზეწოლა დასავლეთის ქვეყნებიდან. გათვლა იყო სწრაფად შეერყიათ ჩვენს ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, გამოეწვიათ პანიკა ბაზრებზე, კოლაფსი - საბანკო სისტემაში, საქონლის დიდი დეფიციტი მაღაზიებში. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა ჩავარდა. უფრო მეტიც, სანქციებმა უკვალოდ არ ჩაიარა თავად ინიციატორებისთვისაც, ვგულისხმობ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდას, ეკონომიკური დინამიკის გაუარესებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, ევროპელების ცხოვრების დონის შემცირებას, მათი დანაზოგების დევალვაციას. რუსეთმა, როგორც უკვე ვთქვი, გაუძლო ამ უპრეცედენტო წნეხს. ვითარება სტაბილიზირდება“,- განაცხადა პუტინმა. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ, დაუწესონ ანტირუსული შეზღუდვები რუსეთს, დასავლეთი უპრეცედენტო კრიზისამდე მიიყვანა
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ბოლო შეტევები სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული ტერორი
რუსეთის ბოლო შეტევები სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული ტერორი, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რუსეთის ბოლო შეტევები სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული ტერორი. წამების კამერებს აშენებენ. ისინი იტაცებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ნებისმიერს, ვინც ადგილობრივი თემებისთვის თვალსაჩინოა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ლვოვის სარკინიგზო სადგური დაბობმეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარი მოქმედებების შედეგად 205 ბავშვი დაიღუპა
ყაზახეთმა ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა
ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეიზღუდა. 2022 წლის 16 აპრილიდან ყაზახეთმა ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე კვოტები აამოქმედა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 15 ივნისიდან ხორბლისა და ფქვილის ექპორტზე შემდეგი კვოტები იმოქმედებს: ხორბალსა და მესლინზე - 1 მლნ ტონა; ხორბლის ფქვილზე - 300 ათასი ტონა; ამასთან, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრძანების ძალაში შესვლამდე საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ექსპორტზე გაშვებული საქონელი ექვემდებარება დაუბრკოლებელ ექსპორტს ყაზახეთის ტერიტორიიდან. 19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. 12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ზელენსკის მიერ ემანუელ მაკრონის უკრაინაში მიწვევას გამოეხმაურა
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტი არ აქვს დაგეგმილი, განაცხადა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საკითხებში კლემენტ ბონმა. მისივე თქმით, მაკრონი შესაძლოა, ჩავიდეს მოგვიანებით, მაგრამ ეს უნდა იყოს სასარგებლო ვიზიტი უკრაინისთვის. „სიტყვები ძალიან ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული. არავინ დაობს იმაზე, რომ უკრაინაში ხდებოდა მასობრივი მკვლელობები და სისასტიკე, რაც მეტყველებს ბარბაროსობაზე რუსეთის მხრიდან, მაგრამ გენოციდის ცნება მკაფიო საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგების მომტანია“, - განაცხადა კლემენტ ბონმა. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში გენოციდის მტკიცებულებების სანახავად მიიწვია.
ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ: ევროკავშირისგან უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის გაზრდას ველით
უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის გაზრდას ელის. ამასთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტს ესაუბრა. „გიტანას ნაუსედა ინფორმირებულია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, მარიუპოლის გმირული თავდაცვის შესახებ. მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ველოდებით უსაფრთხოების მხარდაჭერის ზრდას ევროკავშირის ფარგლებში. ჩვენ უნდა გავზარდოთ რუსეთისთვის აგრესიის ფასი, განვამტკიცოთ სანქციები“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. 17 აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინას იარაღი რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
მოსკოვის მერი: ადგილობრივი ბაზრიდან დასავლეთის კომპანიების გასვლის შემდეგ, საფრთხეშია 200 000 სამუშაო ადგილი
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 18 აპრილს საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ დედაქალაქის 200 000 მცხოვრები სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა, იმ ფონზე, როცა დასავლეთის კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ქვეყანა დატოვეს. მოსკოვის მერის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოდან დედაქალაქში 300-მდე კომპანია დაიხურა, რომელიც უცხოური კაპიტალის თანამონაწილეობით იყო შექმნილი. რუსეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას დაამტკიცა $41 მილიონის მოცულობის პროგრამა მოსკოვში დასაქმების მხარდასაჭერად, ტრენინგების და დროებითი, "სოციალურად მნიშვნელოვანი" სამუშაოს გამოყოფის გზით - წერს სობიანინი თავის ბლოგში. სობიანინის თქმით, დამტკიცებული პროგრამის მიზანია 58 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა, რომლებმაც უცხოურ კომპანიებში დაკარგეს სამუშაო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა