ძებნის რეზულტატი:
აზოვის პოლკის დამფუძნებელი: მარიუპოლს გიორგი ქუფარაშვილის შედგენილი გეგმის მიხედვით ვიცავთ
აზოვის პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგეი კოროტკიხი, მეტსახელად „ბოცმანი“ kievvlast-თან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლკი ქართველ მოხალისე მებრძოლებთან, ბახვა ჩიქობავასა და გიორგი ქუფარაშვილთან ერთად 2014 წელს დააფუძნა. „ფაქტია, „აზოვი“ შექმნა ორმა ქართველმა მოხალისემ 2014 წელს. ბახვა ჩიქობავამ [დაიღუპა მარიუპოლის დაცვისას] და გიორგი ქუფარაშვილმა, რომელიც მარიუპოლის დაცვისას მძიმედ დაიჭრა და ვინიცეში გადის მკურნალობის კურსს“, - განაცხადა სერგეი კოროტკიხმა. „ჩვენ ვიყავით ერთად და ახლა აღმოჩნდა, რომ მომზადების ამ სისტემას და მოტივაციას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. 7 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ გვდევნიდნენ, გვეძახდნენ „ნაცისტებს“, კერძო არმიას, მაგრამ ახლა რასაც „აზოვი“ აჩვენებს მარიუპოლში, მსოფლიოში არცერთ არმიას არ შეუძლია ასეთი შედეგის დადება, - აცხადებს „აზოვის“ პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი თქმით, როცა საუბრობენ დასავლელ ინსტრუქტორებზე, რომლებიც თითქოს „აზოვის“ ბატალიონს წვრთნიდნენ, - „ეს სისულელეა“. „აზოვის“ პოლკი NATO-ს ინსტრუქტორებს არასდროს გაუწვრთნიათ. ჩვენ ვიყავით სანქციების ქვეშ, ჩვენგან ქმნიდნენ „ბუას“, რა NATO? ჩვენ თავად შევქმენით სერჟანტებისა და ოფიცრების სკოლა, რაც 90%, გიორგის დამსახურებაა. ის 7 წელი წვრთნიდა პოლკს და მარიუპოლის დაცვისთვის გეგმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ვიცავთ ამ ქალაქს“, - აღნიშნა „აზოვის“ ბატალიონის დამფუძნებელმა. ამასთან, ამბობს, რომ პოლკის „სამეულის“ განადგურებისთვის ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში ერთ მილიონ დოლარს იხდიდნენ. „ახლა კი, მხოლოდ ჩემი მოკვლისთვის ჯილდოდ $500 ათასია დაწესებული... ახლა გიორგის იშვიათად ახსენებენ, რაც უსამართლობაა, იმიტომ, რომ სადაც ახლა „აზოველები“ არიან [მარიუპოლი, ხარკოვი, სუმი, ჩერნიგოვი, დნეპრი, ოდესა, ნიკოლაევი]ჩვენ ვდებთ შედეგს.“ მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია. მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის. 36-ე ბრიგადა აზოვის ბატალიონს 13 აპრილს შეუერთდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მარიუპოლის დამცველების განადგურების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილი დაესვას. „მარიუპოლი - ეს შესაძლოა, იქცეს ათ ბოროდიანკად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების განადგურების შემთხვევაში, შესაძლოა ყველა მოლაპარაკებებს წერტილი დაესვას. ეს ყრუ კედელია...იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ჩვენი ადამიანებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 12 აპრილს, შტაინმაიერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაუშვას. "ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა", - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინის პრეზიდენტი: რუსეთისთვის მარიუპოლი არის მედალი, რომელიც უნდათ მკერდზე ჩამოიკიდონ მარიუპოლის მერი: ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი მარიუპოლიდან: დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაცა მარიუპოლის მერის მრჩეველი: ინფორმაცია, რომ თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა
მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს - CNN-ის ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას არ სურს, დათმოს ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორია, რათა რუსეთთან ომი დაასრულოს და რომ უკრაინელი სამხედროები მზად არიან დონბასში რუსეთთან ბრძოლისთვის. ზელენსკის თქმით, დონბასში ბრძოლას შეუძლია, გავლენა მოახდიონოს მთლიანად ომის მიმდინარეობაზე. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას არ აქვს გარანტია, რომ მოსკოვი კვლავ აღარ შეეცდება კიევის აღებას, თუ რუსეთი დონბასს დაიკავებს. „ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი არდაშვება ჩვენ მიწაზე, რადგან ეს არის ბრძოლა... მას შეუძლია გავლენის მოხდენა მთლიანად ომზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში. იქნება თუ არა უკრაინა გამარჯვებული კონფლიქტში, ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა, იქნება“. ზელენსკის თქმით, მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინი გამოიყენებს ტაქტიკურ, ბირთვულ იარაღს, რადგან ის არ აფასებს უკრაინელთა სიცოცხლეს. „მე იგივე აზრი მაქვს, რაც პრეზიდენტ ბაიდენს. შეხედეთ, რა მოხდა ბუჩაში. გასაგებია, რომ ეს ომი კი არა, გენოციდია. მათ უბრალოდ ხალხი დახოცეს, ჯარისკაცები კი არა, ხალხი. უბრალოდ ხალხს ესროდნენ ქუჩებში. ხალხი ველოსიპედით დადიოდა, ავტობუსით ან უბრალოდ, დადიოდა. ქუჩა... ქუჩებში გვამები ეყარა“. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გენოციდზე ბაიდენის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ტერმინ გენოციდთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“. CNN ზელენსკის ამ საკითხზეც ესაუბრა. ზელენსკის თქმით, ის გასულ კვირას ესაუბრა მაკრონს და სურს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვიოს უკრაინას, რათა უშუალოდ ნახოს სისასტიკე. უკრაინის პრეზიდენტს ასევე სურს, რომ ბაიდენი ჩავიდეს უკრაინაში. ზელენსკის ჰკითხეს, რას ფიქრობს მთელ მსოფლიოში პოლიტიკოსებზე, რომლებიც ამბობდნენ - „აღარასდროს ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე“, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება მის ქვეყანაში. „მე არ მჯერა მსოფლიოსი, ჩვენ არ გვჯერა სიტყვების. რუსეთის ესკალაციის შემდეგ ჩვენ არ გვჯერა მეზობლების. ჩვენ არ გვჯერა ამ ყველაფრის. ერთადერთი საკუთარი თავის რწმენაა, ჩვენი ხალხის რწმენა, ჩვენი შეიარაღებული ძალების რწმენა და რწმენა იმისა, რომ ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ დაამატა, რომ მზად არის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისთვის, რათა სცადოს ომის დასრულება, მაგრამ რუსეთის თავდასხმები უკრაინელებზე ართულებს ამის გაკეთებას. „თუ საუბრის შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ვისაუბრებთ. მაგრამ საუბარი მხოლოდ რუსული ულტიმატუმის ქვეშ? ეს არის კითხვა ჩვენ მიმართ და არა იმაზე, არის თუ არა დიალოგი კარგი თუ ცუდი. ეს შეუძლებელია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ითხვისის მაღაროში თანამშრომელი დაიღუპა
„ითხვისის მაღაროში“ უბნის უფროსი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მხოლოდ გარდაცვალების შესახებ იუწყება, თუმცა დეტალები ცნობილი არ არის. გარდაცვლილი თანამშრომელი 30 წლის არის. „შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებენ სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად", - აცხადებენ კომპანიაში. რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, უცნობია. რადიო თავისუფლების ცნობით, „ითხვისის მაღაროში" მიმდინარე სამუშაოს გამო ადგილობრივები „ჯორჯიან მანგანეზს" აკრიტიკებენ. ადგილობრივების თქმით, მიმდინარე სამუშაოს გამო მათი სახლები ინგრევა.
ევროკომისიის პრეზიდენტი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინას იარაღი რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა საომარი მოქმედებები შეიძლება „ყველაზე უარეს შემთხვევაში, თვეები ან წლებიც კი გაგრძელდეს". „ყველა წევრმა სახელმწიფომ, ვისაც უკრაინისთვის იარაღის სწრაფად მიწოდება შეუძლია, ეს უნდა გააკეთოს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება, გადარჩეს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი Bild am Sonntag-თან ინტერვიუში. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ გადადონ გადაწყვეტილებების მიღება იარაღის ტიპს შორის სხვაობის გამო. „მე არ განვასხვავებ მძიმე და მსუბუქ იარაღს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად და რისი გაკეთებაც შესაძლებელია. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა 14 აპრილს გაიმეორა მოწოდება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ და განაცხადა, რომ ისინი არ იღებენ მარაგს საკმარისად სწრაფად, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის თავდასხმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში მიიწვია: უბრალოდ ვუთხარი, მინდა, გაიგოს, ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგას ქალაქ ბუჩაში იწვევს. ზელენსკის თქმით, მას სურს, ემანუელ მაკრონმა უშუალოდ ნახოს ის სისასტიკე, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში ჩაიდინეს. ზელენსკი ამბობს, რომ ემანულ მაკრონს გასულ კვირას ესაუბრა. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა გენოციდზე ბაიდენის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ტერმინ გენოციდთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“. ამ საკითხთან დაკავშირებით, CNN-თან ზელენსკიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სურს, რომ რუსეთთან დიალოგი უზრუნველყოს. უბრალოდ ვუთხარი, მინდა გაიგოს, რომ ეს არ არის ომი, ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე მას ვუთხარი, ჩამოვიდეს, როცა ამის შესაძლებლობა ექნება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს - CNN-ის ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან
უკრაინამ ევროკავშირის კითხვარი შეავსო
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვარი, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დელ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის 9 აპრილს კიევში ვიზიტისას გადასცა, შევსებულია, ამის შესახებ ინფორმაციას უკრანული მედია ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ კითხვარის შევსების შემდეგ, ევროკომისია მოამზადებს რეკომენდაციას უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების შესახებ. უკრაინა თავის მხრივ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიმდინარე წლის ივნისში ელის. „როგორც პრეზიდენტი ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაჰპირდა, უკრაინული მხარე შეავსებდა კითხვარს. დღეს გავიდა ერთი კვირა. დღეს კი, შემიძლია განვაცხადო, რომ დოკუმენტზე მუშაობდა დასრულდა“,- განაცხადა იჰორ ჟოვკვამ. ველით დადებით რეკომენდაციას და შემდეგ ბურთი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარეს. ივნისში გაიმართება ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ველით, რომ უკრაინას მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. შემდეგ უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები და როცა ჩვენ გავმართავთ ასეთ მოლაპარაკებებს, შესაძლებელი იქნება უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე საუბარი. საქმე ეხება დაჩქარებულ პროცედურას. ჩვენ არ შეგვიძლია, 10-15-20 წლით ასეთი მოლაპარაკებების გაგრძელება. მოლაპარაკებები სწრაფად უნდა წარიმართოს. უკრაინა ამას იმსახურებს და ამაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს გვიჭერს", - დაამატა ჟოვკვამ. ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო ივნისში დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში
უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტები ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას აგრძელებენ
ოკუპანტები ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას აგრძელებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, ოკუპანტები ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას აგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ასევე სცადეს ჯარის განლაგება ზავოდის, დმიტროვკასა და დიბროვნის სოფლებში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს "რუსების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ლიმანის, კრემენნაის, პაპასნაისა და რუბეჟნოეს დასახლებულ პუნქტებზე, თუმცა რუსების ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტის 12 შეტევა მოიგერიეს, განადაგურებულია ათი ტანკი, 15 ჯავშანტექნიკა და ხუთი საარტილერიო სისტემა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ იტყობინება
19 აპრილს დღის ბოლოდან 21 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვის სანაპირო რაიონებში, 18 აპრილს საღამოს საათებში, ელჭექის დროს, შეიძლება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხანმოკლე ძლიერი ქარი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. 16 აპრილს საქართველოში გამოიდარებს და 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ლვოვის სარკინიგზო სადგური დაბობმეს
საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ლვოვის სარკინიგზო სადგური დაბობმეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა სადგურის ტერიტორიაზე 5 რაკეტა ჩააგდეს. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს
უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარი მოქმედებების შედეგად 205 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარი მოქმედებების შედეგად 205 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჭრილია 362 ბავშვი. გენერალური პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ციფრები ზუსტი არ არის, რადგან იმ რეგიონებში, სადაც საომარი მოქმქედებები აქტიურად მიმდინარეობს, მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს
უკრაინის მთავრობა ლუგანსკის მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებს
უკრაინის მთავრობა ლუგანსკის მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებს. „შესაძლოა, ეს იყოს ბოლო შანსი, როცა თქვენი გადარჩენა ჯერ კიდევ შეგვიძლია. თქვენგან მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ცოცხლად გადარჩეთ“,- აცხადებს ოლქის ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს
წინა წელთან შედარებით, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტის თვის შემოსავლების სტატისტიკად ავრცელებს. მათივე ცნობით, 2022 წლის მარტში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174,466,980 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71.3% აღდგენაა. "2021 წლის მარტის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 144,924,836 (+490.6%) აშშ დოლარით. იანვარ-მარტში, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 393,708,363 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.1% აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 340,157,176 (+635.2%) აშშ დოლარით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
საქართველოში კოვიდინფიცირების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 357 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 970 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 436 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 534 PCR ტესტით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება. „ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. 1-ლი ივნისიდან, თითო ბავშვზე, აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ლვოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა
ქალაქ ლვოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაკსიმ კოზიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები და დაშავებულები. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა ექვსი და დაშავდა რვა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. ცნობები ზუსტდება“, – წერს კოზიცკი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ლვოვის სარკინიგზო სადგური დაბობმეს
ირაკლი ღარიბაშვილი: ორთაჭალაში აშენდება ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა
ეკონომიკის სამინისტროს, მაგალითად, 7 წელია არ აქვს თავისი შენობა, რაც რა თქმა უნდა, სირცხვილია. გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც მთელი თავისი სსიპ-ებით, ყველაფრით განთავსდება თანამედროვე შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შენობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აგრეთვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას. „საგარეო საქმეთა სამინისტროზე მინდა ვთქვა, ასევე დიდი გამოწვევა არის არსებული შენობის მდგრადობა და აუცილებელია რეაბილიტაციის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ ეს პროექტი დავიწყოთ, ამას ბატონი ილია განახორციელებს. ამის თაობაზე მინდოდა რამდენიმე სიტყვით მომეხსენებინა თქვენთვის. ჩვენ უდნა დავიწყოთ ძალიან აქტიური მუშაობა, გვჭირდება 24 -საათიანი მუშაობა, დასაქმდება ათასობით ადამიანი და სიკეთე შეეხება ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ყველაზე მეტად მახარებს ჩვენი განათლების პროექტი - 800 სკოლა უნდა იყოს ევროპული სტანდარტის მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებული. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, ბატონებო და ქალბატონებო, აქტიური მუშაობისკენ, ჩვენ ახლა გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, იმისათვის, რომ ყველა ეს პროექტი, ამბიციური გეგმა ძალიან მოკლე ვადებში შევასრულოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს
„რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს“, - ამის შესახებ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი. „მარიუპოლში დასახლებული რაიონების დაბომბვა 1999 წელს ჩეჩნეთში და 2016 წელს სირიაში რუსეთის მიერ გამოყენებული მიდგომის მსგავსია. ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი არც ქალაქებზე განახორციელებს დარტყმებს და არც უკრაინის მოსახლეობის სიცოცხლეს დაემუქრება“, – ნათქვამია ანგარიშში. მისივე თანახმად, მარიუპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეთანხმებული წინააღმდეგობა რუსი სამხედროებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა და რუსეთის წინსვლა შეანელა. ამავე ცნობებით, რუსების მიერ მარიუპოლის აღების მცდელობამ ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა. განადგურდა დიდი ოდენობის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაცია რუსეთის მიზნებზე უკრაინაში
ავსტრიის კანცლერი: ავსტრიამ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეძლოს
ავსტრიამ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეძლოს, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა. „ავსტრია 80%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ეს დღეს ან ხვალ მოხდეს“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარე: მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს
მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს გამოვლილი აქვს სამი ომი რუსეთთან, ამიტომ განსაკუთრებული მგრძნობიარობა გვაქვს რაიმე პრეტენზიაზე, სადაც იქნება მინიშნება, თითქოს რუსეთთან გვერდითი მოლაპარაკებები არსებობს. „საქართველოს გამოვლილი აქვს სამი ომი რუსეთთან, ამიტომ განსაკუთრებული მგრძნობიარობა გვაქვს რაიმე პრეტენზიაზე, სადაც იქნება მინიშნება, თითქოს რუსეთთან გვერდითი მოლაპარაკებები არსებობს. ჩვენ სანქციებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, სხვათა შორის, კარგია, რომ ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმაც ის ფორმულირება ზუსტად გამოიტანეს, რომელიც იქ ითქვა თავმჯდომარის მხრიდან, რომ საქართველოს იქნებ ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები განეხილა. ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი. ჩვენ რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, რომ უკვე პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილებებზე რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, მაგრამ მთავარი ამ კუთხით, უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს და ეს არის მთავარი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი: ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება
ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი და დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს პოლიციელებისთვის. „რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემი და ბატონი მინისტრის დიდი სურვილია და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000 ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი ჯიქიას ქუჩაზე განხორციელდეს, სადაც განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნულ ბაზას სხვა ადგილზე გადავიტანთ და ამ ადგილზე 1000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, რომ 1000 ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს, სექტემბერში ჩაბარდებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს. ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი, ეს უნდა გაგრძელდეს ,დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის და ისევ და ისევ მინდა ვთქავა, რომ ჩვენი ვალია შესაბამისად, ღირსეულად დავუფასოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს წირავენ ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.