ძებნის რეზულტატი:
„გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება
რუსული ტრანსნაციონალური კომპანია „გაზპრომი“ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 15 აპრილის პერიოდში გაზის ექსპორტის შემცირების შესახებ აცხადებს. კერძოდ, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიას გაზის ექსპორტი 26,4%-ით შეუმცირდა და 44,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. მონაცემი კომპანიის Telegram არხზეა ხელმისაწვდომი. ასევე შემცირებულია კომპანიის მიერ ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება 3,6%-ით (3,9 მილიარდი კუბური მეტრი). ამასთან გაზრდილია გაზის ექსპორტი ჩინეთში მილსადენით „სიბირის ძალა“. Gas Infrastructure Europe-ს მონაცემებით, 19 მარტს ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავების რუსული გაზით შევსების პროცესი დასრულდა. ამ დროისთვის გაზის მარაგები 51 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც 2021 წლის მონაცემებზე 5,5 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო
უზბეკეთის ხელისუფლება კომპანიებს ურჩევს, სანქცირებულ რუსულ ბანკებში უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორება არ განახორციელონ
უზბეკეთის ხელისუფლება კომპანიებს ურჩევს, უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორება დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ბანკებში არ მოახდინონ. ცენტრალური ბანკის ცნობით, აუცილებელია, რომ ყველა კლიენტმა განახორციელოს ანგარიშსწორება სხვა ბანკებში, რათა თავიდან აიცილონ სახსრების არასასურველი დაბლოკვა. „ცენტრალურ ბანკს და ბანკებს დაევალათ, იმუშაონ ადგილობრივ საწარმოებთან, რათა დაადგინონ, ექვემდებარებიან თუ არა უცხოელი პარტნიორები სანქციებს და ჩამოაყალიბონ საწარმოების ინფორმირების სისტემა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელებამდე“, - განაცხადა მარეგულირებელმა სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ. ასევე ცნობილია, რომ ერთი დღით ადრე უზბეკურმა ბანკმა Ipak Yuli-მ შეაჩერა საერთაშორისო გადახდები ყველა ვალუტაში, გარდა რუსული რუბლისა, ისეთი საკრედიტო ინსტიტუტებით, როგორიცაა, Sberbank, Novikombank, Promsvyazbank, VEB.RF, Tinkoff Bank და სხვა, მათ შორის არიან ინსტიტუტები აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების სიიდან. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. მათივე ცნობით, საუბრის დროს ბაიდენს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ვალდებულებები არ აუღია. აშშ-ს ამ სიაში ამჟამად ოთხი ქვეყანა ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ირანი და სირია ჰყავს შეყვანილი. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა ეუთო: რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს
ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებ საუბრობს. დარჩიაშვილის განცხადებით, დმიტრო კულებასთან მან კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას. „მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას. კიდევ ერთხელ გამოვუცხადე ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამ ძალიან რთულ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია ილია დარჩიაშვილის Twitter პოსტში. ამავე თემაზე დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან საუბრის შემდეგ: ილია დარჩიაშვილმა დამარწმუნა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ უწყვეტ მხარდაჭერაში
არგენტინის პროკურატურა, მკურნალ ექიმებს დიეგო მარადონას გაუფრთხილებლობით სიკვდილში ადანაშაულებს
არგენტინის პროკურატურამ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის დიეგო მარადონას 8 მკურნალი ექიმი, ფეხბურთელის გაუფრთხილებლობით სიკვდილში დაადანაშაულა. ამის შესახებ France24 წერს. დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, რამაც ფილტვების შეგუბება განაპირობა. არგენტინის პროკურატურა ექიმებს პროფესიულ გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავის ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის დროს, დიეგო მარადონა სახლში უყურადღებოდ დატოვეს. პროკურატურამ შესაბამისი განცხადებით სასამართლოს უკვე მიმართა. „დამნაშავეებმა პაციენტს სახლში უპრეცედენტოდ არაადეკვატური და დაუფიქრებელი მკურნალობა ჩაუტარეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურის მიერ ბრალდებულ 8 ექიმს შორისაა დიეგო მარადონას ოჯახის ექიმი, ნეიროქირურგი ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი და ფსიქოლოგი კარლოს დიასი, რომელთაც ფეხბურთელის მიმართ გულგრილობა და მისი გაუფრთხილებლობით სიკვდილი ჰბრალდებათ. თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში დიეგო მარადონამ ითამაშა „ნაპოლში“ „სევილიაში“, „ბარსელონაში“ დამდენიმე არგენტინულ კლუბსა და ქვეყნის ნაკრებში. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1986 წელს, მან მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი გოლი გაიტანა, რომელსაც მოგვიანებით „ღმერთის ხელი“ უწოდეს.
რუმინეთმა MIG-21-ის ფრენები შეაჩერა
NATO-ს წევრმა რუმინეთმა სამხედრო თვითმფრინავების - MiG 21 LanceR-ის ფლოტის მოქმედება გახშირებული ავარიების გათვალისწინებით შეაჩერა და ნორვეგიიდან F-16-ების შესყიდვას დააჩქარებს. ამის შესახებ Reuters-ი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი არ იყო დაკავშირებული რუსეთის შეჭრასთან უკრაინაში, რომელსაც რუმინეთთან აქვს საზღვარი. მოკავშირე ქვეყნებს ასევე ჰყავთ თვითმფრინავები განლაგებული ქვეყანაში გაძლიერებული საჰაერო მისიებისთვის, რაც აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერების ფარგლებში, NATO-ს ძალისხმევის ნაწილია, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუმინეთმა თავისი პირველი F-16 თვითმფრინავები პორტუგალიისგან 2016 წელს იყიდა, რადგან მუშაობს ძველი ეპოქის MiG-ების ეტაპობრივად გასხვისებაზე. სამინისტრომ განაცხადა, რომ დააჩქარებს პროცესს ნორვეგიიდან დამატებით, 32 F-16 თვითმფრინავის შესაძენად. ბოლო ავარია მარტის დასაწყისში მოხდა, როდესაც საჰაერო პატრულირების მონაწილე თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მფრინავი დაიღუპა. შვიდი ჯარისკაცი გაგზავნეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით, თუმცა ისინი ასევე ავარიის შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციისთვის, MiG 21 - ზებგერითი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელიც შეიქმნა მიქოიანის კონსტრუქტორთა ბიუროს მიერ, საბჭოთა კავშირში. F-16 მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-მა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის აწარმოა. დაპროექტებულია როგორც მცირეწონოსანი, დღის გამანადგურებელი და წარმატებულ მულტიფუნქციურ თვითმფრინავად ითვლება. ასევე წაიკითხეთ რუმინეთი F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვას გეგმავს
მედია: ინდოეთში რუსული S-400 ტიპის რაკეტების პარტია ჩავიდა, თუმცა რუსები სანქციების გამო, მიწოდების საფასურს ვერ იხდიან
ინდოეთში რუსული S-400 ტიპის რაკეტების პარტია ჩავიდა. India Today წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ S-400 რაკეტების ძირითადი ნაწილი ამჟამად ექსპლუატაციაშია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედროები აგროვებენ სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას, რომლებიც საჭიროა ფლოტის ფუნქციონირებისთვის. თუმცა, უახლოეს მომავალში შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ, რადგან რუსები საბანკო სისტემის შეზღუდვებისა და სანქციების გამო, მიწოდების საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ. იმავდროულად, ინდოეთის მთავრობა აქტიურად ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს და ამ მიმართულებით ძალისხმევას რეგულარულად მიმართავს.
რომან აბრამოვიჩს საფრანგეთის სანაპიროზე ძვირადღირებული ვილა ჩამოართვეს
რომან აბრამოვიჩს სასახლე საფრანგეთის პოლიციამ მილიარდერის აქტივების დაყადაღების ფარგლებში ჩამოართვა, იტყობინება Le Parisien-ი. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ დაყადაღებულია სანქცირებული ოლიგარქების საკუთრებაში არსებული ოთხი იახტა და ექვსი ვერტმფრენი. მათ შორის არის აბრამოვიჩის ქონებაც. ერთ-ერთია ფრანგულ რივიერაზე, კანსა და ნიცას შორის, კაპ დ'ანტიბში მდებარე სასახლე, რომლის აღსადგენად აბრამოვიჩმა 110 მლნ დოლარამდე დახარჯა. სასახლე 1920 წელს ბერძენმა მილიარდერმა, არისტოტელე ონასისმა ააშენა. 1970-იან წლებში ის ხანძრისას დაზარალდა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: ბაიდენის ადმინისტრაციას ვერაფერი შეუქმნის დაბრკოლებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „არაფერი გადაარწმუნებს“ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმისგან, რომ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ პრაისმა ნედ პრაისმა ისაუბრა, როდესაც ჰკითხეს შეერთებულ შტატების მიმართ რუსეთის გზავნილის შესახებ, არ გააგრძელოს უკრაინის შეიარაღება. ნედ პრაისის თქმით, კრემლს „არ უნდა გაუკვირდეს“ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ აიღო უკრაინის მხარდასაჭერად ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრის დაწყებამდე. „თუ კრემლის ბრალდება არის ის, რომ აშშ და ჩვენი პარტნიორები მთელ მსოფლიოში უწევენ მილიარდობით დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარებას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს, ზუსტად იმ დახმარებას, რასაც ჩვენი უკრაინელი პარტნიორები იყენებენ, მაშინ ჩვენ „დამნაშავეები“ ვართ. სწორედ უსაფრთხოების დახმარებამ აჩვენა არაჩვეულებრივი ეფექტი რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის შეიარაღების გაგრძელებას არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება. CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორი დღის წინ დაანონსებული ახალი 800 მილიონიანი დახმარების პაკეტიდან იარაღისა და აღჭურვილობის პირველი ტრანში უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა. აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 7 აპრილს განაცხადა. 30 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა - CNN
Reuters: გერმანია სამხედრო ბიუჯეტის €2 მილიარდით გაზრდას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სამხედრო ბიუჯეტის €2 მილიარდით გაზრდას გეგმავს, ძირითადად, უკრაინის დასახმარებლად, ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. წყარომ აღნიშნა, რომ ამ თანხიდან დაახლოებით 400 მილიონი ევრო განკუთვნილია ევროპის მშვიდობის ფონდისთვის, რომელიც იარაღს ყიდულობს უკრაინისთვის. ოთხშაბათს, შოლცმა რადიოსადგურ RBB-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაგრამ ამას პარტნიორებთან კოორდინაციით გააკეთებს. კანცლერმა განმარტა, რომ ის გულისხმობდა ისეთ იარაღს, რომელიც არ მოითხოვდა გერმანიის სამხედრო ძალების ყოფნას უკრაინაში და რისთვისაც არ იქნებოდა საჭირო იქ ჯარისკაცების გაგზავნა საბრძოლო მასალითა და სათადარიგო ნაწილებით. 26 თებერვალს, ბერლინმა გადაწყვიტა, კიევისთვის გაეგზავნა 1,000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემა Stinger-ი. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ ნება დართო ნიდერლანდებსა და ესტონეთს, უკრაინაში გერმანული წარმოების იარაღი გაეგზავნათ. NATO-ს სტატისტიკის მიხედვით, გერმანიამ 2021 წელს თავდაცვისთვის მშპ-ს 1,53% დახარჯა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ჯეიკ სალივანი: მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში
მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „ჩვენი ყურადღება უახლოეს დღეებში გამახვილდება თავის არიდებაზე. ვფიქრობ, რომ მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, როგორც რუსეთის ფედერაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ისინი გახდებიან ჩვენი სამიზნე“, – თქვა სალივანმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა - CNN
კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი: კიევის ოლქში სულ 900 მოკლული ადამიანი იპოვეს
კიევის ოლქში სულ 900 მოკლული ადამიანი იპოვეს, – ამის შესახებ კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა. „სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიპოვეთ 900 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი და გადავეცით სასამართლო ექსპერტებს“, – განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა. ამასთან, ნებიტოვის თქმით, 350-ზე მეტი ცხედარი ნაპოვნია ბუჩაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 198 ბავშვი დაიღუპა, 355-ზე მეტი კი დაიჭრა
ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე, 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული
ომის დაწყებიდან დღემდე 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენი ინფორმაციით, 2500-დან 3000-მდე სამხედრო დავკარგეთ. კიდევ 10 000 სამხედრო დაჭრილია და რთულია იმის თქვა, რამდენი მათგანი გადარჩება. შედარებისთვის, რუსეთმა ომში უკვე 19-20 ათასი სამხედრო დაკარგა“, - აცხადებს ზელენსკი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი: კიევის ოლქში სულ 900 მოკლული ადამიანი იპოვეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 198 ბავშვი დაიღუპა, 355-ზე მეტი კი დაიჭრა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 703 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 912 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.98%, ბოლო 14 დღის - 1.5% ხოლო 7 დღის - 1.25%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 346 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 684. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 789 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 222 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 119 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი -13, შიდა ქართლი - 15, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 430 საიდანაც, 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 183, აჭარაში - 18, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, აჭარაში - 13, იმერეთში - 7. 2 088 ადამიანი სახლში მკურნალობს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მომავალ კვირას ვაშინგტონში ჩავა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, შმიგალთან ერთად უკრაინის დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან ფინანსთან მინისტრი სერგი მარჩენკო და ცენტრალური ბანკის მმართველი კირილო შევჩენკო. "უკრიანული დელეგაცია ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: ბაიდენის ადმინისტრაციას ვერაფერი შეუქმნის დაბრკოლებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს
კიევის მერი: დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს, დაზარალებულთა შესახებ მონაცემები ზუსტდება
დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქებები ქალაქის გარეუბანში, დარნიცკის რაიონში მოხდა, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ გვერდზე დაწერა. "მეგობრებო! დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქებები ქალაქის გარეუბანში, დარნიცკის რაიონში მოხდა. ადგილზე ამ წუთებში მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. დაზარალებულთა შესახებ მონაცემები ზუსტდება“, - წერს კიევის მერი. კლიჩკომ მოუწოდა მოსახლეობას, რომ უყურადღებოდ არ დატოვონ საჰაერო სიგნალიზაცია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე, 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე: მაისიდან პურის ფასი დაახლოებით 20 თეთრით გაიზრდება
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, სავარაუდოდ, მაისიდან პურის ფასი გადაიხედება და დაახლოებით 20 თეთრით გაიზრდება. ამის შესახებ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, დოლიძის თქმით, თონეებში ქართული პურის ფასი უკვე გაიზარდა. „ფასის გადახედვა მოხდება. არ ვამბობ, რომ ისე მოემატება ფასი, როგორც შაქარს ან ცხიმს მოემატა - უსაშველოდ, მაგრამ ჩვენი გადაანგარიშებით ფასის მატება დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუ რუსეთიდან უფრო დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ 75 ლარზე დაფიქსირდება, ფასის ცვლილება საჭირო იქნება. ქვეყანაში ორთვიანი მარაგი ყოველთვის არის, მაგრამ საუბარია ფასზე - მარაგი არის, მაგრამ მაღალფასიანის. როდესაც წარმოებას მაღალფასიანი ფქვილი შემოუვა, წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს?! ამიტომ, ზუსტად რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, მაისის თვეში გადაიხედება ფასწარმოქმნა“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება. როგორც ცნობილია, დელეგაციის წევრები პირველ შეხვედრას რადაში გამართავენ. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთი ბომბავს ჩვენს ქალაქებს, კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები
რუსეთი ბომბავს ჩვენს ქალაქებს ყოველ ღამით, რათა დააშინოს და მოკლას. კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. „52 ღამე ასობით ათასი უკრაინელი ისმენს განაშისა და რაკეტების საშინელ ხმას. არავინ იცის სად დაეცემა ისინი და ვის მოკლავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ბომბავს ჩვენს ქალაქებს ყოველ ღამით, რათა დააშინოს და მოკლას. კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები“,- განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე, 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 004 ადამიანი აიცრა
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 004 ადამიანი აიცრა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 აპრილის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 872 301 აცრა, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 363 958 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47.5%. სრულად ვაქცინირებულია 1 260 891 ადამიანი , 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 43.9%. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 244 188 მოქალაქე. ამასთან, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 181 მოზარდი, 2.36%, სრულად აცრილია 3 313 ადამიანი, 1.87%. 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 649 მოზარდი, 15.60%. სრულად აცრილია 11 192 მოქალაქე, 13.80%. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი