ძებნის რეზულტატი:
კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ გაუგზავნოს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც შეუძლია რუსეთს მისწვდეს", აშშ-ის ყოფილმა ელჩმა NATO-ში, კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ მხარს უჭერს კიევს, მაგრამ ლიმიტის ხაზგასმას ცდილობს. კითხვას, თუ რატომ შეიძლება, ასე იყოს, შეერთებული შტატების ყოფილმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, უპასუხა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში ზოგიერთი ადამიანი შიშობს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო რაიმე ქმედებამ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის პროვოცირება არ მოახდინოს. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times „ვფიქრობ, არასწორად აღვიქვამთ რუსეთს. რუსეთი ახლა მთელი ძალით ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას და ბოლოს, რისი გაკეთებაც სურთ, სხვა ფრონტის გახსნაა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა „ყველაფერი გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინელებს რუსების დამარცხებასა და ქვეყნიდან მათ გაყვანაში“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლია, რუსეთამდე მიაღწიოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ავსტრიის კანცლერი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება
უკრაინული მედიის ცნობით, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში ბუნებრივ აირზე ემბარგო არ შევა. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ „გუშინ ნათელი გახდა და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში გაზის ემბარგოს თემა არ იქნება. ამის შესახებ ოლაფ შოლცმაც ნათლად განაცხადა. გაზი ძალიან განსხვავდება ნავთობისგან, როდესაც საქმე მიწოდების უსაფრთხოებას ეხება. რუსული ნავთობის კომპენსაცია ბევრად ადვილია. გაზი სულ სხვა თემაა, ამიტომ გაზის ემბარგო არ იქნება სანქციების შემდეგ პაკეტში“, – განაცხადა ნეჰამერმა. Bloomberg-ის გათვლებით, ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუს ჯარისკაცებს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ალექსანდრე ბობიკინმა და ალექსანდრე ივანოვმა ბრალდება აღიარეს. ორივე საარტილერიო ნაწილის წევრი იყო. მათ ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში სკოლა დაბომბეს. ომის დანაშაულის მეორე სასამართლო პროცესი უკრაინაში: რუსმა ჯარისკაცებმა ბრალი აღიარეს რუსი ჯარისკაცების ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ სამხედროები ბრძანებებს ასრულებდნენ და დანაშაულის ჩადენას აიძულებდნენ, მაგრამ სასამართლომ ეს არგუმენტი უარყო. ომის დანაშაულების სასამართლო პროცესი უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მეორედ გაიმართა. თავდაპირველად, რუს ჯარისკაცს, სერჟანტ ვადიმ შიშიმარინს მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთი და რუსეთი უკრაინის საექსპორტო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებას გამართავენ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 8 ივნისს თურქეთში ჩავა. მხარეები, უკრაინიდან სასურსათო პროდუქციის ექსპორტისა და საზღვაო დერეფნის შექმნის საკითხებს განიხილავენ. რდოღანმა პუტინთან საუბრის შემდეგ, მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა ერდოღანი პუტინს სტამბოლში უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრას სთავაზობს ერდოღანი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცახდებამდე, ერდოღანმა 30 მაისს პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები გამართა. ცნობილია, რომ უკრაინის პორტებში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მარცვლეულია დაბლოკილი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება
საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე, სადაც ასევე, გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა სპეციალური და ელექტრომობილების დასამუხტი ადგილები. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ შესაბამის მისამართებზე რეგისტრაციის გავლა რომ შეძლოს, პირველი ივნისიდან პარკირების ჯიხურები საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარედ), ანა კალანდაძის ქუჩა N3, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა N2, სიმონ კანდელაკის ქუჩა N7, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N22ა, სერგო ზაქარიაძის ქუჩა N8, ვაჟა-ფშაველას გამზირი N71ბ, მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპ. N5), ელიზბარ მინდელის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპ. N4). მათივე ცნობით, ისნის რაიონში, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე, ასევე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები დარეგისტრირებას მეველის ქუჩა N7/9-ში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურში შეძლებენ.
COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა
გასული ერთი კვირის (23.05- 29.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. "უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 104 996 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 95 506, „პისიარ“ ტესტით – 9 490. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.55%. წინა კვირის (16.05-22.05.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 პირი, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.
კვლევა: რუსული კომპანიების 86%-ი ამბობს, რომ სანქციების გავლენა იგრძნო
რუსეთის ფედერაციაში, ბიზნესკომპანიებმა აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციების გავლენა უკვე იგრძნეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული კომისრის ოფისის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სანქციები შეეხო რუსული კომპანიების 86%-ზე მეტს. კვლევის შესახებ, ინფორაციას რუსული მედია ავრცელებს. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ ამ დოკუმენტის საფუძველზე, დაწესებული სანქციებით დაზარალებული კომპანიების 77,4%-მა შეძლო ადაპტაცია, მაგრამ 11,7%-მა ეს ვერ მოახერხა და ბიზნესი მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერა. გამოკითხულთა 67,1%-მა განაცხადა, რომ გრძნობს ეკონომიკური ვარდნის შედეგებს. კვლევისთვის გამოკითხული მეწარმეების მხოლოდ 10.4%-მა განაცხადა, რომ მათი ბიზნესი კვლავ სტაბილური და მზარდია. იმ პრობლემებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესზე, გამოკითხულთა 62.2%-მა დაასახელა მოთხოვნის შემცირება, „შემდეგ მოდის საბრუნავი კაპიტალის დეფიციტი და ნაღდი ფულის ხარვეზები, მიწოდების ჯაჭვის მოშლა და იმპორტის მიწოდების სირთულეები“. კომპანიების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესმა სანქციების ქვეშ იმუშაოს, 35% კი ხელისუფლების ქმედებებს ეფექტურად მიიჩნევს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა
ლონდონის საფონდო ბირჟამ განაცხადა, რომ კომპანიის მოთხოვნით, რუსული ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომის“ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დაშვება გააუქმა. ამის შესახებ Reuters LSE-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს ყველა რუსულ კომპანიას ამოიღონ უცხოური ბირჟებიდან და განათავსონ თავიანთი აქციები რუსულზე. კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს - ქვეყნის მთავრობას კვლავ შეეძლო აქციების უცხოურ ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების მიმოქცევის დაშვება. ასეთი მოთხოვნით რუსეთის მთავრობას მიმართა „გაზპრომმა“, მაგრამ 28 აპრილს უარი მიიღო.
თეა ახვლედიანმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა განიხილა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრმა ლატვიელ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე- შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო უკანონო დაკავების ფაქტებს და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო მინისტრმა ლატვიელ პარლამენტარებს გააცნო საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგის, ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, საპარლამენტო დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც სამშვიდობო პროცესის მიმართ.
თბილისი ენერჯი: 1-ლი ივლისიდან კომპანიებისთვის გაზის ტარიფი 25 თეთრით ძვირდება
თბილისი ენერჯის ცნობით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2022 წლის პირველი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება 25 თეთრით ძვირდება. კომპანიებისთვის ახლანდელი ტარიფი 1.10 თეთრია (დღგ-ს ჩათვლით), პირველი ივლისიდან კი - 1.35 თეთრი გახდება (დღგ-ს ჩათვლით). თბილისი ენერჯი ემსახურება თითქმის ნახევარ მილიონ აბონენტს, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტარიფის ზრდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს არ შეეხება. "როგორც თქვენთვის ცნობილია, კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს. შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ფასის კორექტირება აუცილებლად ახდენს გავლენას ტარიფზე. ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, თბილისი ენერჯი დღემდე ცდილობდა, საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილი სხვაობა, რათა თავიდან აერიდებინა ტარიფის გაზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან თბილისი ენერჯისთვის კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება" - აცხადებს კომპანია.
გერმანიაში გამარტივებული კოვიდრეგულაციებით შესვლას პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებიც შეძლებენ
გერმანიაში გამარტივებული კოვიდრეგულაციებით შესვლას პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებიც შეძლებენ. აღნიშნულის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „გერმანიაში შესვლის გამარტივებული კორონარეგულაციები პირველი ივნისიდან: გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა; გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან „ომიკრონი“ უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს; ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით. საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში. ამასთან, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა
ბულგარეთი რუსულ ნავთობზე EU-ს ემბარგოს 2024 წლამდე არ შეუერთდება
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბულგარეთი 2024 წლამდე ევროკავშირის ემბარგოს რუსულ ნავთობზე არ შეუერთდება. „გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება“, - თქვა პეტკოვმა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ქვეყანას რუსული ნავთობის ალტერნატივის მოსაძიებლად და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გადასაკეთებლად დამატებით დროს მისცემს. ასევე, პეტკოვი ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტს მიესალმება და დასძენს, რომ გამკაცრებული სანქციები რუსეთში ფინანსური ნაკადების შეჩერებას გამოიწვევს. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს. Bloomberg-ის გათვლებით, ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის სახალხო დამცველს რადამ უფლებამოსილება შეუჩერა
უკრაინის უმაღლესმა რადამ, სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას უფლებამოსილება შეუჩერა. Unian-ის ცნობით, გადაწყვეტილებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დენისოვა ამ თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებდა. მანამდე ის იყო სოციალური პოლიტიკის მინისტრი იულია ტიმოშენკოს (2007-2010) და არსენი იაცენიუკის (2014) მთავრობებში. 2022 წლის 27 აპრილს ყოფილმა ბავშვთა ომბუდსმენმა მიკოლა კულებამ დენისოვა ოკუპანტებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დენისოვამ ოკუპანტებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ სად იმალებოდა ხერსონში 58 ბავშვი და, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დამპყრობლებმა ისინი ყირიმში წაიყვანეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰანგ ხაჩატურიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. ამასთან, სომხეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამშვიდობო დიალოგის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. განიხილეს ვაჭრობის სფეროში არსებული თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 170.49 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა. ხაზი გაესვა, რომ სომხეთსა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრი რობერტ ხაჩატურიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ტატევიკ კარაპეტიანი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე.
ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა
ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა. დაშავებული კაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ილია დარჩიაშვილი ხვალ ბრიუსელს ეწვევა
საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ბელგიის სამეფოს, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას წარუდგენს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას.
1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს გადასცდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0249 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9546 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 7.03 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2466 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1833 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.33 თეთრი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. ნახეთ Europetime-ს სტატია, რატომ მყარდებოდა ლარი
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის შესაძლო ფიგურანტებს, ძმებ კაკულიებს პროკურატურამ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, დავით და გუგა კაკულიებს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ისინი 27 მაისს ვაკეში, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთაზე კაცის განზრახ მკვლელობას აპირებდნენ. "გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში", - განაცხადა საქმის პროკურორმა. ძმებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" და მეორე მუხლის "ე" ქვეპუნქტით (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ჯგუფურად შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წაუყენეს. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. „შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან მათი შესაძლო შემხებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან, ბრალდებულების მიერ სომხეთში დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 29 მაისს დილით ორთაჭალაში ძმები დავით და გუგა კაკულიები დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ისინი, შესაძლოა, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ. მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. მკვლელობაში დამნაშავედ სასამართლომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ცნო და მათ განაჩენი გამოუტანა. ძმები „კრიმინალური ავტორიტეტის“, მეტსახელად დათო ტბილისკის შვილები არიან, რომელიც მოსკოვში საკუთარ ავტომობილში დაახლოებით 20 წლის წინ ააფეთქეს.
შსს-მ პოლიციაზე ჰიმნის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ახალი სიმღერის, სახელწოდებით „ვემსახურები საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა. ვახტანგ გომელაური: აქტიურად ვმუშაობთ პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე სიმღერის მუსიკა რუსა მორჩილაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. სიმღერა „ქართულმა ხმებმა“ და ოთო ნემსაძემ შეასრულეს. 31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება.
„გაზპრომი“ გაზის მიწოდებას დანიასაც უჩერებს
რუსული გაზის გიგანტი, „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მიწოდებას დანიასაც უჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დანიურმა კომპანიებმა Ørsted-მა და Shell Energy Europe-მ გაზის საფასურის რუბლში დაფარვაზე უარი თქვეს. Ørsted-მა 30 მაისს განაცხადა, რომ „გაზპრომს“ გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდის. თანხის გადახდის ვადა 31 მაისს ამოიწურა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.