ძებნის რეზულტატი:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 23 მლნ ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა
საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, რომელსაც 23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა. „საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის მიერ ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების აქტი. საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა და მასთან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშები გახსნეს, რის შემდგომაც ამ ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებებით და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხები ირიცხებოდა. შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა. საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო მსჯავრდებულთან დაკავშირებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებს, რითაც მას არ მიეცა მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული 8 მილიონ აშშ დოლარის განკარგვის შესაძლებლობა. სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთვა იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე არსებული 8 მილიონი აშშ დოლარი, რაც 23 მილიონი ლარის ეკვივალენტია. ასევე, მსჯავრდებულს ჯარიმის სახით დაეკისრა 300 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ფულის გათეთრების შედეგად 23 მილიონი ლარის ოდენობის დანაშაულებრივი თანხის კონფისკაციის ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკაში. აღნიშნული თანხა წარიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია
საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ორშაბათს უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტით ჩავიდა. კოლონა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მის კოლეგას დმიტრო კულებას კიევში შეხვდება. მხარეები უკრაინის მიმართ ყველა სფეროში საფრანგეთის მხარდაჭერას განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას დაეთმობა. ახლად დანიშნული მინისტრი ყველაზე მაღალი რანგის ფრანგი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევში ჩავიდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოლონას ვიზიტი არის საფრანგეთის სოლიდარობის დემონსტრირება უკრაინელი ხალხისადმი და მისი მხარდაჭერის გაძლიერება უკრაინის მიმართ როგორც ჰუმანიტარული, ისე ფინანსური თვალსაზრისით, ასევე, თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების თვალსაზრისით“. სამინისტროს ცნობით, კოლონა ასევე ეწვევა ქალაქ ბუჩას და სამოქალაქო უსაფრთხოების აღჭურვილობას, მათ შორის სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანას გადასცემს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრს, კატრინ კოლონას ტელეფონით პირველად 26 მაისს ესაუბრა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში - მირჩა ჯოანა
25 წლის წინ ხელმოწერილი NATO-რუსეთის შეთანხმება აღარ ავალდებულებს ალიანსს, რადგან თავად რუსეთმა დაარღვია შეთანხმება უკრაინაში შეჭრით, ამბობს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა, რომელიც ვილნიუსში იმყოფება. 1997 წლის NATO-რუსეთის ჩარჩო შეთანხმების მიხედვით, ალიანსმა პირობა დადო, რომ მუდმივად არ განათავსებს მნიშვნელოვან ძალებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამავე დროს, რუსეთი ვალდებულია, თავი შეიკავოს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიისგან, მაგრამ როგორც მირჩა ჯოანამ აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ დამფუძნებელი აქტის ყველა შინაარსი შეთანხმების დარღვევით ძირითადად გააუქმა. მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ ალიანსის ყოფნა რეგიონში გაძლიერდება, მაგრამ ძალების კონკრეტული რაოდენობა უცნობია. საბოლოო გადაწყვეტილებები მადრიდში NATO-ს სამიტზე მიიღება. „ჩვენ გვესმის რაოდენობის მიმართ ინტერესი, მაგრამ ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ ხარისხს. ჩვენ ველით ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი ლიდერებისგან მადრიდში“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ. ივნისში, მადრიდში,NATO-ს სამიტზე ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებენ.
ღარიბაშვილი ნატფალი ბენეტთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით
„ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან კარგი შეხვედრა მქონდა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში“, - ამ შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის პრემირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ, რათა სრულად იყოს ათვისებული არსებული პოტენციალი. „ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის პატივი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში. შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ბუქარესტი თბილისის დაძმობილებული ქალაქი გახდა
თბილისს 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად, ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა. „დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა ბუქარესტთან დაძმობილების მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: სპორტი, კულტურა, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი. არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ბუქარესტი წარმატებულია და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს ასევე, გვექნება შესაძლებლობა, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის. მერთან შევთანხმდით იმაზეც, რომ თბილისისა და ბუქარესტის სახელობის ქუჩები ან რეკრეაციული სივრცეები, სკვერები გაჩნდება, როგორც ბუქარესტში, ასევე თბილისში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ დაძმობილების ფარგლებში, გვაქვს იმის რესურსი, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და ის გამოცდილება, რომელიც ბუქარესტს გააჩნია, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, გაზიარებულ იქნას“, – განაცხადა კახა კალაძემ. ბუქარესტის მერმა იმედი გამოთქვა, რომ დაძმობილების ხელშეკრულების გაფორმება ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. „აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის. ბუქარესტსა და თბილისს აქვთ ძალიან ბევრი საერთო. არსებობს საერთო ინტერესები, როგორიც არის ურბანული განვითარება, კულტურა, ტრანსპორტი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობების გაღრმავება დაგვეხმარება ჩვენი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლასა და შემდგომ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა. ამასთან, კახა კალაძემ დაძმობილებული ქალაქის მერი, დელეგაციასთან ერთად, თბილისში მოიწვია. ბუქარესტის მერიაში გამართულ ღონისძიებას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
ლავროვმა პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ ხმები უარყო. „იცით, პრეზიდენტი პუტინი ყოველდღე ჩნდება საზოგადოებაში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ იგი ტელეეკრანებზე, წაიკითხოთ მისი გამოსვლები, მოუსმინოთ მის გამოსვლებს", - განუცხადა ლავროვმა ფრანგულ მაუწყებელ TF1-ს. ინტერვიუ კრემლმა თავისი არხებითაც გამოაქვეყნა. „არა მგონია, რომ რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანმა დაინახოს ამ ადამიანში რაიმე სახის ავადმყოფობის ნიშნები. მე ამას ვტოვებ მათ სინდისზე, ვინც ამგვარ ჭორებს ავრცელებს“, - ამბობს ლავროვი. პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო პერიოდში ცნობები აქტიურად ვრცელდება, კრემლი რუსეთის პრეზიდენტის ავადმყოფობას უარყოფს.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის დამცველებმა 30 350 -მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს. „შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1349 ტანკი, 3282 ჯავშანტექნიკა, 643 საარტილერო სისტემა, 203 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 207 საბრძოლო თვითმფრინავი, 174 ვერტმფრენი, 503 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 118 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2258 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, 48 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისთვის ბრძოლაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ - გენშტაბი
„ხერსონო, გაუძელი, ჩვენ ახლოს ვართ!", - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა შესაბამისი ტექსტი Twitter-ზე განათავსა. რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიის დაბრუნების მიზნით, უკრაინა ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. უკრაინის სამხედრო შტაბმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა რუსული თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ სამხრეთ უკრაინის საპორტო ქალაქი იყო პირველი დიდი ტერიტორია, რომელიც თებერვალში რუსული ძალების შეჭრის შემდეგ დაეცა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტელეგრამში კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსეი კულება წერს. „დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ბუჩაში ჩამოვიდა. ბუჩა – კაცობრიობის წინააღმდეგ რუსული ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმბოლოა“, – წერს ალექსეი კულება. ცნობისთვის, საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ორშაბათს უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტით ჩავიდა. კოლონა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მის კოლეგას დმიტრო კულებას კიევში შეხვდება. მხარეები უკრაინის მიმართ ყველა სფეროში საფრანგეთის მხარდაჭერას განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას დაეთმობა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი: მძიმე იარაღი ომში გადამწყვეტ როლს შეასრულებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი იური საკი დასავლეთიდან მძიმე შეიარაღებისა და მძიმე არტილერიის მიწოდების საკითხზე ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეული რაოდენობით ასეთი იარაღი ბოლო თვეს მიიღო, მაგრამ ჯერ კიდევ მეტია საჭირო. ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ საკის თქმით, ამჟამად ყველაზე აქტიური მოთხოვნაა ეგრეთ წოდებულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემებზე, (MLRS) რადგან მათ აქვთ უფრო დიდი სროლის დიაპაზონი, ვიდრე ამჟამად არსებულს. „ისინი საშუალებას მოგვცემს, გამოვასწოროთ დისბალანსი არტილერიაში. რა თქმა უნდა, ეს მთლიანად შეცვლის „თამაშის წესებს“, - ამბობს საკი. მისივე თქმით, უკრაინა არასოდეს დათანხმდება ამ ომის დასრულებას გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times „ჩვენ გვჭირდება სამხედრო მხარდაჭერა, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა სულ მცირე 24 თებერვლამდე არსებული სურათის მიხედვით“, - აღნიშნავს თავდაცვვის სამინისტროს მრჩეველი. გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შესაძლოა, დღესვე დაამტკიცოს - იერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი იერმაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შესაძლოა დღესვე დაამტკიცოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია, რადგან რუსეთის მთავარი მიზანი არის ერთიანობის გაყოფა და მისი გამოყენება ევროკავშირის სისუსტედ და ამის დაშვება შეუძლებელია. ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე ვერ შეთანხმდა, თუმცა კონსენსუსის მიღწევას კვლავ შეეცდება - Reuters „როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, იყო მკაცრი მოლაპარაკებები, მაგრამ აუცილებელია, მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას, მათ შორის რუსეთის ნავთობზე ემბარგოს“, - აღნიშნავს იერმაკი. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბენეტი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ნაფტალი ბენეტი აღნიშნავს, რომ მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი შედგა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა დღეს იერუსალიმში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვეწვია. მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ” , - აღნიშნავს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი. ღარიბაშვილი ნატფალი ბენეტთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის პრემირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.
უკრაინის შსს: 30 მაისის მდგომარეობით, ლტოლვილთა 60% უკრაინაში უკან დაბრუნდა
უკრაინელები, რომლებიც იძულებულები გახდნენ ომის გამო ევროპის ქვეყნებისთვის შეეფარებინათ თავი, სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან. 30 მაისის მდგომარეობით, ლტოლვილთა 60% უკვე დაბრუნდა უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა. „ჩვენ ახლა ვხედავთ უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების სტაბილურ ტენდენციას. უკვე 4.8 მილიონი დაბრუნებული გვყავს, რაც ლტოლვილთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 60%-ია“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
ავიაკომპანია „ვიზეარი“ დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავიაკომპანია „ვიზეარი“ დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს, 30 მაისს, გაუქმდა ფრენები ქუთაისი-ბარსელონა და ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით. ფრენების გაუქმების მიზეზი, თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზი გახდა. ყველა მგზავრმა ადგილზევე მიიღო საჭირო დახმარება და უფასო განთავსება. მეტი კომფორტისთვის, მგზავრებს ასევე საშუალება მიეცათ ბილეთები, სასურველ მიმართულებაზე და სასურველ ფრენაზე გადაეცვალათ. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ავიაკომპანიისთვის უმთავრესი მგზავრების უსაფრთხოებაა“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში. ავიაკომპანია „ვიზეარი“ აცხადებს, რომ მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევის მიუხედავად, ყველა მგზავრმა მიიღო დროული, სწრაფი დახმარება და ზარალის კომპენსაცია. ასევე წაიკითხეთ: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონის მიმართულებით ფრენა გაუქმდა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინაში დაბალი რანგის ოფიცრებს შორის დამანგრეველ ზარალს განიცდის
როგორც ჩანს, რუსეთმა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის უკრაინასთან კონფლიქტში დამანგრეველი ზარალი განიცადა, რაც სამომავლოდ, სამხედრო ეფექტიანობის შესუსტების პერსპექტივას ზრდის, განაცხადა ორშაბათს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ. ბრიგადისა და ბატალიონის მეთაურები, ალბათ, ყველაზე საშიშ პოზიციებზე განლაგდნენ, ხოლო უმცროს ოფიცრებს დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა უწევდათ, განაცხადა სამინისტრომ დაზვერვის ბოლო განახლებაში. მისივე თანახმად, უკრაინაში რუსეთის ჯარებს შორის გამოცდილი და სანდო ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, სავარაუდოდ, დისციპლინაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, უმცროსი ოფიცრების დაკარგვამ შესაძლოა, სამხედრო სარდლობისა და კონტროლის მოდერნიზებაში რუსეთის პრობლემები გააძლიეროს. ორშაბათს, რუსულმა ძალებმა სიევიეროდონეცკის, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის საკვანძო ქალაქის დასაკავებლად თავდასხმები გააძლიერეს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუჩაში ვიზიტისას რუსეთის აგრესია დაგმო
უკრაინაში პირველი ვიზიტის დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა კიევის რეგიონში, ბუჩას ეწვია. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება. „ბუჩა არის რუსული არმიის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სიმბოლო. ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეები, რუსების მიერ საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განადგურებისა და ძარცვის მრავალი შემთხვევა არის ის, რაც მსოფლიომ არასოდეს უნდა დაივიწყოს", - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, მინისტრმა განაცხადა, რომ საფრანგეთის სახელით გმობს რუსეთის მიერ ჩადენილ საშინელ ძალადობას. „პატივი მივაგოთ მსხვერპლს და მხარი დავუჭიროთ დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ორშაბათს უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტით ჩავიდა. კოლონა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მის კოლეგას დმიტრო კულებას კიევში შეხვდება. მხარეები უკრაინის მიმართ ყველა სფეროში საფრანგეთის მხარდაჭერას განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას დაეთმობა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოროშენკომ მესამე მცდელობის შემდეგ უკრაინა დატოვა
უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უკრაინის დატოვების უფლება მისცეს. პოროშენკო პოლონეთის საზღვრის გავლით პოლიტიკურ შეხვედრაზე დასასწრებად გაემგზავრა. პოროშენკომ განაცხადა, რომ აპირებს, დაესწროს ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ჰოლანდიაში, როტერდამში. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. თავად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს. პოროშენკო ამჟამად პარლამენტის წევრი და ოპოზიციური პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერია. პოროშენკოს მანამდე ორჯერ ჰქონდა ქვეყნის დატოვების მცდელობა.
საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი
საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს, ვინაიდან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშფოთებს ქვეყნის განვითარების დღევანდელი ტრაქტორია. უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელების შემდეგ - ნაწილობრივ ხშირი პოლიტიკური კრიზისების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ყველა მხარეს ეკისრება - ბოლო თვეებში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის საქართველო. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კონფერენციაზე - „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ განაცხადა. კარლ ჰარცელის მიმართვის ტექსტის თარგმანი ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როგორიც არ უნდა იყოს მისი შედეგები, ცხადია, რომ ევროპა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მე მოვერიდები საკუთარი ვარაუდების გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება კომისიის საბოლოო შეფასება, ან როგორი იქნება წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება შედეგი - მოსალოდნელზე ნაკლები, მოსალოდნელზე მეტი, კონკრეტული პირობებით თუ მათ გარეშე - დასკვნა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ ახლა საქართველო მუშაობას უნდა შეუდგეს! მიუხედავად იმისა ეს სამუშაო სადგურიდან უკვე დაძრული მატარებლის დაწევა იქნება თუ იმაში დარწმუნება, რომ აღებული ბილეთი შემდეგ სადგურამდე მიგიყვანთ, საქართველომ უნდა გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა იმ ყველაფრის სერიოზულად და მდგრადად შესასრულებლად, რაც აუცილებელია ევროკავშირის სამომავლო წევრობაზე სანდო განაცხადის გასაკეთებლად. მე არ ვარ გულუბრყვილო და არ ვფიქრობ, რომ მარტივად შეიძლება დამყარება პოლიტიკური კულტურისა, სადაც ერთმანეთს უსმენენ ნაცვლად ერთმანეთისთვის მონების, ომის მომხრეების, პუტინისტების, მოღალატეების ან ე.წ. „უინტერესოს“ წამოძახებისა. თუმცა, ეს გამოწვევა როგორმე უნდა დაიძლიოს. ახლა არ არის შესაძლო დამნაშავის ძიების დრო – ახლა ხანგრძლივი თამაშისთვის მზადების დროა. ევროკავშირის გაფართოება არ არის კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის განწყობის საზომი. ეს არის ევროპულ გზაზე კანდიდატი ქვეყნის მტიცე და შეუქცევადი წინსვლისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეფორმების განხორციელების მონდომებისა და უნარის საზომი. რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველოს ლიდერებს აქვთ ყველა მიზეზი იმისათვის, რომ იამაყონ იმ მიღწევებით, რომელთა გამოც თქვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ „აღმოსავლეთისპარტნიორობის ლიდერი ქვეყნის“ არაფორმალური საპატიო წოდება მიენიჭა. პოლიტიკა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით გაფორმება და საქართველო-ევროკავშირს შორის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის დამყარება - ეს არის მიღწევები, რომლებიც თქვენ მომავალშიც გამოგადგებათ. ამავე დროს, საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს, ვინაიდან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშფოთებს ქვეყნის განვითარების დღევანდელი ტრაქტორია. უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელების შემდეგ - ნაწილობრივ ხშირი პოლიტიკური კრიზისების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ყველა მხარეს ეკისრება - ბოლო თვეებში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის საქართველო. საიდუმლოს არ გავამხელ, რადგან თქვენ ყველამ ნახეთ და მოისმინეთ ევროკავშირის საზოგადოების რეაქცია გასული წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე და მათი შეკითხვები ისეთ საკითებთან დაკავშირებით, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ტენდენცია; 5 ივლისის ძალადობა და მისი შედეგები, რამაც გავლენა იქონია უმცირესობების უფლებებსა და ჟურნალისტების დაცვაზე; ფაქტები, რომლებიც ხელს უშლიან სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას; ფარული მოსმენების პრაქტიკა ადამიანის უფლებების, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევით; და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების მიმართ პატივისცემას. მნიშვნელობა აქვს აღქმას, მნიშვნელობა აქვს ტენდენციებს და საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონში საუკეთესო აქტორის და საუკეთესო რეფორმატორის სახელი, რისთვისაც მას ყველა შესაძლებლობა და გამოცდილებაც კი აქვს. ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია. საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე დიდი დახმარება მიიღეს. ჩვენ გეხმარებით ეკონომიკის მოდერნიზებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ვაჭრობისა და კავშირების გაძლიერებაში, საგანმანათლებლო სტანდარტების ამაღლებაში, ენერგოეფექტურობის გაზრდაში, გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევასა და თქვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში. თუ გნებავთ, ეს ქმედებები საქართველოს მიმართ ჩვენი სიყვარულისა და პატივისცემის საზომად ჩავთვალოთ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ როლის შესრულება. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენი ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უახლოეს კვირებში. იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობის და პარტნიორობის და მზად ვართ, მეტი გავაკეთოთ ამ კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ იპოვოს თავისი ღირსეული ადგილი ევროპასა და მსოფლიოში. ასე რომ, უბრალოდ, დაგვეხმარეთ რომ დაგეხმაროთ!", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
უნგრეთის პრეზიდენტი: მოვითხოვთ უკრაინაში ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას
უნგრეთი ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის აგრესიას და შეიარაღებულ შეჭრას უკრაინაში. ჩვენ მოვითხოვთ ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას , - უნგრეთის პრეზიდენტი კატალინა ნოვაკი უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „უნგრეთი ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის აგრესიას და შეიარაღებულ შეჭრას უკრაინაში. ჩვენ მოვითხოვთ ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას და მათ დასჯას, ვინც ჩაიდინა ეს ბარბაროსული ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნოვაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შსს: 30 მაისის მდგომარეობით, ლტოლვილთა 60% უკრაინაში უკან დაბრუნდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუჩაში ვიზიტისას რუსეთის აგრესია დაგმო