ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს ხვდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა, რის შემდეგაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. ასევე წაიკითხეთ: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ბუქარესტის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა
ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუმინელ კოლეგასთან, ნიკუშორ დანთან ერთად, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ბუქარესტის მერს დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ეროვნული ეპოსია, თუმცა, ამავდროულად მსოფლიო კულტურის საგანძურია, რომელსაც ნაციონალური საზღვრები არ გააჩნია. რუსთაველმა ევროპაში რენესანსის დადგომამდე ჩამოაყალიბა ევროპული ჰუმანიზმის პრინციპები და შექმნა ტექსტი, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზეა დაფუძნებული. „ვეფხისტყაოსანი“ დამსახურებულად ეწერება დასავლური სამყაროს საგანძურში, რუსთაველი კი ისეთი ავტორების გვერდით, რომლებმაც ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყვეს ხელი“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ თბილისსა და ბუქარესტს შორის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. „საქართველო, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკვე გააკეთა, რუმინეთის მსგავსად, წარმატებით გაივლის პროცესს და მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს. უახლოეს მომავალში საქართველო და რუმინეთი, როგორც მეგობარი ქვეყნები, უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტატუსით შეძლებენ მშვიდობისა და საერთო კეთილდღეობისთვის თანამშრომლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მერიის ცნობით. ბუქარესტის მერის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია, გაიხსნას ძეგლი, რომელიც ეპიკური პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის. „ჩვენთვის დიდი პატივია, გავხსნათ ძეგლი, რომელიც ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდებულ წარმომადგენელს, ეპიკური პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის. როდესაც ვსაუბრობთ წიგნზე, ლიტერატურის ნიმუშზე, ვაქცევთ ყურადღებას, რომ ის მისი დაწერიდან ბევრი წლის შემდეგ იკითხებოდეს, რაც ხაზს უსვამს პოეტის უნივერსალობას, რომელიც გადმოსცემს ერის ღირებულებებს და მის მიერ დაწერილი სიტყვებისთვის პატივისცემას იმსახურებს. ასევე, ხაზს უსვამს და ამტკიცებს, რომ ლიტერატურა და პოემა ეკუთვნის ყველას, მიუხედავად წარმომავლობისა და ეროვნებისა“, - აღნიშნა ბუქარესტის მერმა. ბუქარესტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ცერემონიას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანი: დღეიდან გელათის სახურავის ახალ პროექტზე მუშაობას ვიწყებთ
დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე, ადგილზე მონიტორინგი გრძელდება, - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსში პრესკონფერენცია გამართა. „დასავლეთ მკლავის გადახურვა, ჭიქური კრამიტის გადახურვის ნაწილი მოიხსნა. შესაბამისად, ნესტის აორთქლების პროცესი დაწყებულია. ნესტის სრულად აორთქლებასა და გამოშრობას დრო დასჭირდება – დღეიდან შემოდგომამდე პერიოდი. სახურავის გახსნის წყალობით, ვნახეთ, რა ხარვეზებია ადგილზე. გრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი. ასევე, დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე“, – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. დღეისათვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. ასევე წაიკითხეთ: გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას
ლუგანსკის ოლქში სროლას ფრანგი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა
ლუგანსკის ოლქში საარტილერიო ცეცხლს საევაკუაციო ავტომობილში მყოფი "BFM TV"-ის ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკი ემსხვერპლა. „ლუგანკის ოლქიდან ევაკუაციის პროცესი, ოფიალურად შეჩერებულია, „რაშისტებმა“ ხალხის წამოსაყვანად მიმავალ ავტომობილს ესროლეს. დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი“,- ინფორმაცია ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაიმ გაავრცელა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა
ევროკომისიის პრეზიდენტი რუსულ ნავთობემბარგოზე: ეს საკითხი მომდევნო 48 საათში ვერ გადაიჭრება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი ჯერ არ არის სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმების ეტაპზე, მათ შორის არც რუსული ნავთობის იმპორტის პოტენციური აკრძალვის მიმართულებით. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შესაძლოა, დღესვე დაამტკიცოს - იერმაკი „ეს არასოდეს ყოფილა ადვილი. იგივეა ახლა მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით", - განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სამიტის წინ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას მიმართ სამართლიანები ვიყოთ, საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ ვერ მივედით. ჩემი მოლოდინი დაბალია იმის შესახებ, რომ ეს მოგვარდება მომდევნო 48 საათში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე ვერ შეთანხმდა, თუმცა კონსენსუსის მიღწევას კვლავ შეეცდება - Reuters ევროკავშირი სანქციების შემოღებისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას მოითხოვს. უნგრეთი, რომელიც დიდწილად ეყრდნობა რუსულ ნავთობს, იმპორტის აკრძალვის მთავარი მოწინააღმდეგეა.
რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელში გამართულ შეხვედრებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს მიკი ლევის. ბენეტი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ ლავისთან საუბრის ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ხაზი გაესვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რომელიც პირველ ივნისს აღინიშნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფასებს ისრაელის სახელმწიფოს მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში შეხვედრის დაწყებამდე, მთავრობის მეთაურმა გვირგვინით შეამკო დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი, ასევე საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის პრემირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს ღარიბაშვილი ნატფალი ბენეტთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით პრემიერ-მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად „იად ვაშემ”-ში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა. იაირ ლაპიდთან შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა სამაგალითოა და 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები ამის ნათელი დადასტურებაა. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა და იაირ ლაპიდმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებაზე. ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით ისრაელის სახელმწიფოს ურყევი პოზიცია. ისრაელის სახელმწიფოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას შევხვდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. შევთანხმდით, რომ ერთობლივ მუშაობას გავაგრძელებთ ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად”, - აღნიშნავს იაირ ლაპიდი. აღნიშნულ ორ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ. საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
პრემიერ-მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად „იად ვაშემ”-ში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა მუზეუმი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ბაიდენის თქმით, აშშ არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლია, რუსეთამდე მიაღწიოს
შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times „ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში სარაკეტო სისტემების გაგზავნას, რომლებსაც შეუძლია, რუსეთს მისწვდეს“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს Reuters-ის ცნობით. აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა სახის შეიარაღებაზეა საუბარი. უკრაინის ოფიციალური პირები შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემის მიღებით არიან დაინტერესებულნი (Multiple Launch Rocket System, ან MLRS) რომელსაც შეუძლია, ასობით მილის დაშორებით რაკეტების სროლა. CNN-მა და The Washington Post-მა პარასკევს გაავრცელეს ინფორმცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, ეს და სხვა, მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) უკრაინას გაუგზავნოს. უკრაინის მთავრობამ დასავლეთს მოუწოდა, მიაწოდოს მეტი დისტანციური იარაღი, რათა ომში ვითარება რადიკალურად შეცვალოს. ამერიკის ოფიციალური პირის თქმით, სისტემები მიწოდების საკითხი აქტიურად განიხილება. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე
საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე გაზრდილი ინვესტიციების კვალდაკვალ, შემცირების ნაცვლად იზრდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად განხორციელებული პირდაპირო უცხოური ინვესტიციები, ავტომატურად ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და შემცირებულ სიღარიბეს. საქსტატიდან მიღებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემოსული კაპიტალი არ მოქმედებს უმუშევრობის დონესა და სიღარიბეზე. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს მოსახლეობის 17.5% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო, ხოლო უმუშევრობის დონე 18.5%-დან 20.6%-მდე გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით 2021 წელს გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ; ნიდერლანდები — $125,9 მლნ; ჩეხეთი — $81,8 მლნ; თურქეთი — $64,7 მლნ; რუსეთი — $58,6 მლნ; ლუქსემბურგი — $41 მლნ; არაბთა გაერთიანებული საამიროები — $34,8 მლნ; გერმანია — $31,6 მლნ; მარშალის კ-ები — $21,3 მლნ; სეიშელები — $19,8 მლნ; დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელს: საფინანსო სექტორი — $443,3 მლნ; გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება — $230,5 მლნ; ენერგეტიკა — $157 მლნ; დამამუშავებელი მრეწველობა — $143 მლნ; უძრავი ქონება — $84,1 მლნ; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — $28,2 მლნ; მშენებლობა — $27,6 მლნ; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა — $9 მლნ; სასტუმროები და რესტორნები — $7,7 მლნ; ტრანსპორტი — $4,7 მლნ; დანარჩენი სექტორები — $17,5 მლნ. რა როლი აქვს უცხოურ ინვესტიციებს ეკონომის განვითარებაში? როგორ აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-თან ანალიტიკოსმა და ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა ისაუბრა. ET: 2021 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა $1 მილიარდს გადააჭარბა. როგორ ფიქრობთ იგრძნობა ამ სოლიდური კაპიტალის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე? ვფიქრობ, ჩვენთან ძალიან დილეტანტურია ამ საკითხისადმი მიდგომა. აქ მთავარია, რომ ინვესტიცია შემოვიდეს და არ აქვს მნიშვნელობა სად, რომელ სექტორში განთავსდება, რა პასუხისმგებლობა ექნება ინვესტორს და რა შედეგი უნდა მოიტანოს. ინვესტორი იმიტომ არ შემოდის საქართველოში, რომ ფილანტროპია. ის ფულს დებს იმისთვის, რომ მოგება მიიღოს და კაპიტალი უკან გაიტანოს. საქართველოში არ არსებობს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად არ არის სტრატეგია, რა სფეროებშია საჭირო ინვესტირება. უნდა დაისვას კითხვები: ინვესტორი რომ შემოდის, რა კაპიტალი შემოაქვს? აქვს თუ არა მას ვალდებულება, რომ ადგილობრივები დაასაქმოს? ადგილობრივ ბიუჯეტს უნდა მისცეს თუ არა რამე სარგებელი? მაგალითად, თუ რომელიმე ოფშორიდან შემოდის ინვესტიცია და განთავსდება, რომელიმე ეკონომიკურ ზონაში, სადაც გადასახადები დაბალია - ჩვენ რა სარგებელს ვიღებთ? შეიძლება, ინვესტორებმა ადგილობრივი მუშა-ხელიც კი არ დაასაქმონ. ET: სხვა ქვეყნებში როგორია მიდგომა ამ საკითხთან მიმართებით? თუ გადავხედავთ იგივე განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ს, ევროპას თუ ჩინეთს, ყველგან აქვთ კონკრეტული სტრატეგია უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებით. განსაზღვრულია დარგები, სადაც ინვესტორის შესვლა პრიორიტეტულია და აქვთ დამატებითი ბონუსები. ამასთან ერთად, ქვეყანაში კაპიტალის შემომტანს აქვს დამატებითი ვალდებულებები. მაგალითად, თუ შემოდის მაღალტექნოლოგიური კომპანია, სთხოვენ რომ მაღალი ტექნოლოგიები შემოიტანოს და დანერგოს ადგილობრივ ბაზარზე. კადრები გადაამზადოს და თუნდაც დასაქმებულთა 80% მაინც იყოს ადგილობრივი. ET: ჩვენთაც ხომ აქვს უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები ინვესტორს. ეს ჩანაწერი გვხვდება საინვესტიციო შეთავაზებაში. ეს ჩანაწერი ხშირად ფორმალურია, ამის მაგალითებიც არსებობს. ჩვენ შემოსული კაპიტალის სტატისტიკას ვითვლით, მაგრამ სად მიდის ის ინვესტიციები, რა შედეგები მოაქვს და რამდენად სასარგებლოა ეკონომიკისთვის - ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ დონემდე არც კი მიდის შეფასება. ციფრს ვიგებთ, რომ ამდენი ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ სად და რა სარგებელი მოიტანა ამას არ ვიკვლევთ. ერთადერთი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო ინვესტიციებს. შიდა ინვესტიციებს თითქმის არცაა საუბარი. შესაძლოა, შიდა ინვესტიციები ბევრად უფრო სარგებლის მომტანი იყოს. ET : 2021 წელს, ყველაზე დიდი წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საფინანსო სექტორს აქვს. შემდეგ მოდის გართობა-დასვენება, სხვა სახის მომსახურება, ენერგეტიკა და დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა. რატომ არის წლებია საქართველოში საფინანსო სექტორი ინვესტორების სამიზნე? ყველაზე კარგი მაგალითია, რომ დავფიქრდეთ იმაზე თუ, რატომ დებენ ფინანსურ ინსტიტუტებში უცხოელები ფულს. იმიტომ, რომ საქართველოს ბანკების მომგებიანობის ეფექტურობა მსოფლიოში ტოპ ხუთეულშია. ანუ ფულს ჩადებენ, მოგებას მარტივად იღებენ და უკან გააქვთ კაპიტალი. ინვესტორებისთვის მიმზიდველია ის სექტორი, სადაც ფულს სწრაფად და მაღალი პროცენტით მოიგებენ. მაგალითად, რატომ არ შემოდის ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში? ინვესტორების პორტფელში ამ სექტორში შემოსული კაპიტალის 1%-იც კი არ არის. ეს ის სფეროა, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია დასაქმებული. ჩვენთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ჩაიდოს კაპიტალი, ვიდრე საფინანსო სექტორში, რადგან აქ უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული და ამ დარგს სჭირდება ტექნოლოგიური განვითარება. ET: 2021 წელს შემოსული $1 მილიარდზე მეტი კაპიტალიდან ინვესტორებმა $9 მილიონი თევზჭერის განვითარებაში ჩადეს. $9 მილიონის ინვესტირება ამ დარგში შემოსული $1 მილიარდიდან ძალიან მინიმალურია. სამწუხაროდ, არ გვაქვს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად, იგივე შიდა კაპიტალს საპარტნიორო ფონდი სასტუმროების განვითარებისკენ მიმართავს. ტურისტულ სექტორს არ სჭირდება ამ მოცულობის დახმარება. მაგალითად, თუ გვექნება სტრატეგია, რომ ვინც სოფლის მეურნეობაში ფულს ჩადებს, იქ რაღაც შეღავათს მიიღებს და საფინანსო სექტორში თუ ჩადებს პირიქით გადასახადი უნდა გადაიხადოს, მეტ ბიძგს მისცემს ინვესტორებს, რომ სოფლის მეურნეობისკენ წავიდეს ფინანსური ნაკადი. ET: საქართველოს მოსახლეობის განწყობა უცხოელ ინვესტორებთან მიმართებით უარყოფითია. ბოლო მაგალითია ნამახვან ჰესის ამბავი. როგორ ფიქრობთ ეს რამ გამოიწვია? რადგან არ გვაქვს არანაირი საინვესტიციო სტრატეგია, შესაბამისად ხდება კაპიტალის პოლარიზება კონკრეტული მიმართულებებით. საფინანსო სექტორი და ენერგეტიკა და აქ შემოსული ინვესტიციები სარგებელს არ აძლევს მოსახლეობას და შესაბამისად, ვიღებთ იმას, რომ ვერც ეკონომიკა და ვერც საზოგადოების ფართო ფენები ვერ გრძნობენ აქედან მიღებულ სარგებელს. გარკვეულწილად ამითაა გამოწვეული ხალხის პროტესტი ინვესტორებთან მიმართებით. მოსახლეობამ წლებია ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღო. ვერ ხვდება, რატომ უნდა გადასცეს იჯარით ინვესტორს მიწა? ხდება ამ ინვესტიციების მიმართვა იმ სექტორებში, სადაც მოგების მაღალი მაჩვენებელია და ის სექტორები, რაც რეალურად უნდა გვაინტერესებდეს კვლავ განვითარების დაბალ დონეზე რჩება. ადამიანმა თუ არ მიიღო სარგებელი, მაშინ რისთვის გვინდა ინვესტიცია? კაპიტალდაბანდების მიზანი და მნიშვნელობა ისაა, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, შემცირდეს უმუშევრობა და მოქალაქეების 17.5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იყოს. ამ პოლიტიკით, ინვესტიციების სარგებელი არ მიდის ინდივიდებამდე. ET: და მაინც, სად უშვებს სახელმწიფო შეცდომას? აი, მაგალითად ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დიმიტრი ქუმსიშვილი იყო მინისტრი, თავისი შენობა გაყიდა არაბ ინვესტორზე, რომელსაც იქ სასტუმრო უნდა აეშენებინა. უწყება გადავიდა ნაქირავებ შენობაში. 2015 წელს ეს შენობა $9 450 000 გაიყიდა. 7 წელი გავიდა და დღემდე არ აქვს ეკონომიკის სამინისტროს შენობა და იმ ფულიდან სოლიდური წილი ქირაში დახარჯეს. უწყების ძველ შენობაში დღესაც არაფერია. ინვესტორს პრობლემები შეექმნა და მისთვის ვადის გაჭიანურების გამო, ჯარიმებიც არ დაუწესებიათ. რა იყოს ამაში პოზიტიური? მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მონაცემებში აისახა. საბოლოოდ, სარგებელი კი არ მოიტანა ამ ინვესტიციამ, პირიქით - დაგვაზარალა.
სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტები: რა საკითხები განიხილეს სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მეტად გაფართოების ორმხრივად აღებული ვალდებულებები სრულდება. „კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთობები თანმიმდევრული მუშაობის შედეგად უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთობისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის. სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ეწოდება ურთიერთობები განსაკუთრებულად კეთილმეზობლური და ასეთი კვალიფიკაცია განაპირობებს უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობას, ასევე ხშირია უწყებათაშორისი კონტაქტები, თანამშრომლობა იზრდება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი ეფუძნება სრულ ურთიერთნდობას. დღეს, მე და ქალბატონ პრეზიდენტს მოკლე პერიოდში უამრავი საკითხი გვაქვს განხილული. ძირითადად, შევჯერდით ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. კერძოდ, განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობის მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება და რეგიონშიც მოგვცემს წარმატების საშუალებას. ასევე საჭიროა, ყველამ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მეზობელ სახელმწიფოს. ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა შესაძლებლობას მოგვცემს, გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები. ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეგიონულ და მშვიდობის საკითხებში ყველაფერი ეფუძნება ქართულ-სომხურ მეგობრობას“, - განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ხვდება თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროები დღეს ახალ დატვირთვას იძენენ. რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი ორივე ქვეყნის ინტერესშია. „ჩვენ ხაზი გავუსვით არსებული კავშირების და თანამშრომლობის ზრდის პოტენციალს, სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში. ეს არის სფეროები, რომლებიც დღეს ახალ დატვირთვას იძენენ და რომლის განვითარებაზეც შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი, ახალი იფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენი ორივე ქვეყნის მაღალ ინტერესს წარმოადგენს და ამისთვის ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მანამდე, ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სომხეთის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრი რობერტ ხაჩატურიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა: ,,მოხარული ვარ, რომ როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, პირველი ოფიციალური ვიზიტით ვეწვიე მეგობარ ქვეყანას - საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კარგი მეზობლური ურთიერთობების მქონე სახელმწიფოების პრეზიდენტებს, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრამვებაში“.
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება, სუვერენობის უგულვებელყოფა გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება, სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება. პრეზიდენტის განცხადებით, ამავე დროს, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ქვეყნისთვის და ასევე, რეგიონისთვის ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს. „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება. სუვერენობის უგულვებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მძიმდება, რასაც დღეს რეფერენდუმის სახით ახალი მუქარა ემატება, რომელიც გამოცხადებულია 17 ივლისისთვის. თუმცა, ამავე დროს, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს და ასევე, ამ რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ ყოველი მხრივ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი რეგიონის მომავალი ამავე დროს, მჭიდროდ დამოკიდებულია მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით ევროკავშირის ჩართულობას მივესალმებით. ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზე ამ რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება არის დამოკიდებული და ამ მშვიდობის დამყარებაზე დამოკიდებულია ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომელიც ამ რეგიონს ეხება და მას სამომავლოდ ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტები: რა საკითხები განიხილეს სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა
ალან გაგლოევი ე.წ. რეფერენდუმზე: თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში ჩვენს მისაღებად, რეფერენდუმისთვის ფულს ვისესხებთ
„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მედიასთან განმარტება გააკეთა. კერძოდ, აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული რეგიონის შეერთებისთვის მზად არის, მაშინ ე.წ. რეფერენდუმისთვის ფულს ისესხებენ. ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა "ჩვენ მის [რეფერენდუმის] ჩასატარებლად შეგვიძლია შესაძლებლობები გამოვნახოთ, ავიღოთ სესხი ბანკში, თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში მიგვიღოს", – თქვა გაგლოევმა. მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად 32.5 მილიონი რუბლია საჭირო, რაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
თბილისში, სამგორის რაიონში მოზარდი დაჭრეს
თბილისში, სამგორში არასრულწლოვანი დაჭრეს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი 74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. თვითმხილველების განცახდებით, ინციდენტი სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. მოზარდს დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
რობერტა მეცოლა: უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის, ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სატატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ. ჩვენთვის, როგორც ვთქვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვაგვარად რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ უპასუხა კითხვარს სინათლის სიჩქარით და სწორედ ამ სიჩქარით ველოდებით ევროკავშირისგან შემდგომ ნაბიჯებს. ევროპარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ჩვენი ინსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში. მე მაქვს სრული მანდატი ამის სათქმელად“,- განაცხადა რობერტა მეცოლამ. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. ევროკავშირის 30-31 მაისის სამიტის მთავარი საკითხია რუსეთის ნავთობემბარგო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ EU რუსეთის სრულ ნავთობემბარგოს მხარს არ დაუჭერს.
რუსეთი ნიდერლანდებს გაზის მიწოდებას უჩერებს
რუსეთი ნიდერლანდებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას 31 მაისიდან შეწყვეტს. მანამდე, კომპანია GasTerra-მ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარი თქვა. „GasTerra-მ მიიღო გადაწყვეტილება არ შეასრულოს „გაზპრომის“ ცალმხრივი მოთხოვნა გაზის საფასურის გადახდაზე. კერძოდ, ეს ეხება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ საფასურის გადახდა რუბლში განხორციელდეს. ამის გამო, „გაზპრომი“ გაზის მოწოდებას 2022 წლის 31 მაისს შეგვიჩერებს“, - ნათქვამია ჰოლანდიური კომპანიის განცხადებაში. კომპანია ცალსახად აცხადებს, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლში არ დაფარავს, რადგან ეს შეიცავს ამ ქვეყნისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის რისკებს. ნიდერლანდების მთლიან მოხმარებაში, რუსული გაზის წილი 15%-ია. გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ქვეყანა 2022 წლის 1 ოქტომბრამდე „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აღარ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი კიევში ჩავიდა
აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკი კიევშია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცნობა, სადაც დასტურდება, რომ ბრინკი კიევში 29 მაისს ჩავიდა. მანამდე ამის შესახებ The Guardian-მა დაწერა. ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის ბრიჯიტ ბრინკი კიევში საქმიანობას ოფიციალურად მას შემდეგ შეუდგება, როცა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკს რწმუნებათა სიგელს გადასცემს. სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა. მანამდე, ელჩობის კანდიდატმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლიდან უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Reuters: პუტინის მრჩეველმა ვალენტინ იუმაშევმა თანამდებობა დატოვა
Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა, ვალენტინ იუმაშევმა კრემლში 22 წლიანი საქმიანობის შემდეგ თანამდებობა დატოვა. გამოცემა ამის შესახებ 2 წყაროზე დაყრდნობით წერს. ვალენტინ იუმაშევი 1997-1998 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ელცინის შვილი ტატიანა მისი მეუღლეა. ვალენტინ იუმაშევი, რომ ვლადიმერ პუტინის მრჩეველია, ამის შესახებ 2018 წელს გახდა ცნობილი. მაშინ პესკოვმა განაცხადა, რომ იუმაშევი ამ თანამდებობაზე 18 წლის წინ დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში თანამდებობა დატოვა ელცინის ეპოქის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, ანატოლი ჩუბაისმა. მან დატოვა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა, რომელიც ნებაყოფლობით საფუძველზე ეკავა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტთან უთანხმოების მიზეზი უკრაინასთან ომი გახდა. ახლა ჩუბაისი საზღვარგარეთაა, რუსეთში კი მისი ანგარიშების შემოწმება დაიწყეს.
ზელენსკი: მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებას შეუძლია, შეაჩეროს რუსეთის მადა
„ის ფაქტი, რომ უკრაინა დღემდე რჩებოდა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ითამაშა როლი რუსეთის რევანშისტულ განწყობებში და ევროკავშირის გაფართოების გარეშე ეს სიტუაცია შეიძლება, განმეორდეს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერის სამიტისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ივნისში ევროკავშირი უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. "ევროპის სახლი არასოდეს იქნება სრულყოფილი უკრაინის გარეშე. არასოდეს იქნება სრულფასოვანი ევროპული ძალა უკრაინის გარეშე. ის ფაქტი, რომ უკრაინა დარჩა ევროპის ფრაგმენტად სადღაც იქ, თქვენი სახელმწიფოების საზღვრებს მიღმა, ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიულ მადას. მხოლოდ ევროპული ერთიანობის გაფართოებითა და გაძლიერებით არის შესაძლებელი იმის თავიდან აცილება, რაც ევროპამ 24 თებერვალს, 2014 წელს და 1968 წელსაც კი, 1956 წელს განიცადა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე თანხმობისთვის. "ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ევროპას ექნება კოორდინირებული რეაქცია და გამოვრიცხავთ უკრაინისთვის ზედმეტი ალტერნატივის, "რაღაცის" პოვნის ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ შევასრულეთ ყველა საჭირო კრიტერიუმი", - განაცხადა ზელენსკიმ. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ ეჭვი, გადაიფიქრებენ და მხარს დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას. „ახლა შეგიძლიათ დაადასტუროთ, რამდენად მართალია ყველაფერი, რასაც ევროკავშირი ამბობს თავის შესახებ: მრავალფეროვნებაზე, ერთიანობაზე, საერთო ღირებულებებზე და ევროპის ყველა დემოკრატიისადმი ერთნაირი მიდგომის შესახებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, გადალახონ უთანხმოება და დაამტკიცონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი - ნავთობის ემბარგო. ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის შიგნით განხეთქილების გაღრმავება სწორედ ისაა, რაც კრემლს სურს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. ევროპის საბჭოს 30-31 მაისის სამიტის მთავარი საკითხია რუსეთის ნავთობემბარგო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ EU რუსეთის სრულ ნავთობემბარგოს მხარს არ დაუჭერს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე ბიბილოვის განკარგულება შეაჩერა
„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეაჩერა ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ალან გაგლოევი ე.წ. რეფერენდუმზე: თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში ჩვენს მისაღებად, რეფერენდუმისთვის ფულს ვისესხებთ ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა შესაბამისი დადგენილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ბაბილოვის განკარგულება მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდეა შეჩერებული. პესკოვი ბიბილოვის განცხადებაზე: კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს „რუსულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ლიდერის განკარგულებაში. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
2008 წელს, უკრაინისა და საქართველოს MAP-ის გარეშე დატოვება უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო - რასა იუკნევიჩიენე NATO-ს გენმდივნის მოადგილეს
„2008 წელს, ბუქარესტში უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როცა უკრაინასა და საქართველოს MAP-ი არ მისცეს“, - ასე მიმართა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობის დელეგაციის წევრმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. მისივე თქმით, აშკარაა, რომ ეს მოხდა რუსეთის არასწორი ჩართულობის გამო, პოლიტიკის, რომელსაც NATO-ს ზოგიერთმა წევრმა შეუწყო ხელი. „ეს იყო პუტინისთვის მოქმედების ნიშანი - კრემლმა ეს გაიგო, როგორც ევროპის კონტინენტის [არაფორმალური] დაყოფა. ახლა, NATO-ში მიწვეული არ არის და უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის. მისი შეიარაღებული ძალები იქნება ერთ-ერთი უძლიერესი, ყველაზე ქმედუნარიანი ევროპულ კონტინენტზე მას შემდეგ, რაც რუსებს უკრაინის ტერიტორიიდან განდევნიან. ჩემი შეკითხვა ასეთია: როდის მოვა დრო, როცა NATO-ს წევრები მიხვდებიან, რომ ჩვენ, NATO-ს, ისევე გვჭირდება უკრაინა და საქართველო ალიანსში, როგორც მათ ჩვენ? აღიარა თუ არა NATO-მ მადრიდში ახალი სტრატეგიის მიღებამდე თავისი შეცდომები და ის აღარ განმეორდება? ხედავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ რუსული ფაქტორი ამიერიდან აღარ იყოს ნამდვილი მიზეზი უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის, რომ მათ აგრესიული რუსეთისგან დაცვის გზები ეძიონ“, - მიმართა იუკნევიჩიენემ მირჩა ჯოანას. თავის მხრივ, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალიანსის მიერ გადადგმულ საპასუხო ნაბიჯებსა და გაკვეთილის მიღების პროცესზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, მყისიერი პასუხი იყო აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების პირველად მობილიზება, რათა გაგვეაქტიურებინა რეაგირების გეგმები აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებისთვის, მათ შორის თურქეთისთვის პირველად და ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაკვეთილების პროცესია და ჩემთვის ეს პროცესი ალბათ მარტივი იქნება: ჩვენ ნამდვილად უნდა დავამტკიცოთ ის ფაქტი, რომ დემოკრატიაში ცხოვრება ბევრად უკეთესია ვიდრე - ავტოკრატიაში. მეორეც, მტკიცედ მჯერა... როგორც რუმინელმა, ჩემი ცხოვრების ნახევარი კომუნიზმში გავატარე. ზოგიერთი თქვენგანი ცხოვრობდა კომუნიზმში. მე ვერ ვიფიქრებ იმაზე, რომ უარვყო ევროპული სუვერენული ერის უფლება, წარმართონ თავისი ბედი, ოცნებები და მისწრაფებები. ეს ხან უფრო რთულია, ხან - ნაკლებად. მაგრამ მე ვიცი, რომ ერთ-ერთი გაკვეთილი ვისწავლეთ: უკრაინისადმი არამხოლოდ დღეს გვმართებს მხარდაჭერა. ეს იქნება მუდმივი მხარდაჭერა, არამხოლოდ ომის შემდეგ აღსადგენად, არამედ, იმისთვის, რომ ისინი გახდნენ აყვავებული, დემოკრატიული და ევროპული ერი ამ ტერმინის სრული გაგებით.ეს არის „გამოფხიზლების ზარი“ ყველა ჩვენგანისთვის და ვიცი, რომ ჩვენ, ყველა ერთად და ინდივიდუალურად, როგორც ლიდერები, მოვახერხეთ ამ დავალების შესრულებას. უკრაინა ასევე არის ქვეყანა, რომელიც ყველას გვაჩვენებს, თუ რას ნიშნავს სიმამაცე და თავგანწირვა საკუთარი ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შთაგონების წყარო იქნება მომავალში ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებისას“, - უპასუხა მირჩა ჯოანამ რასა იუკნევიჩიენეს.