ძებნის რეზულტატი:
ფართო დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა უკრაინისთვის, მაგრამ ასევე, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის - NATO-ს გენმდივნის მოადგილე
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ რიგ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და პარტნიორებთან ურთიერთობებს ეხებოდა. „ერების თავისუფალი სუვერენული უფლებაა, აირჩიონ თავიანთი ბედი, მომავალი და მათი ალიანსები, რაც განმტკიცებულია გაეროს წესდებაში, ეს არის ჰელსინკის დასკვნით აქტში. ეს ჯერ კიდევ NATO-რუსეთის დამფუძნებელ აქტშია, 1997 წელს მათ აღიარეს ეს უფლება. რასა იუკნევიჩიენე NATO-ს გენმდივნის მოადგილეს: 2008 წელს, უკრაინისა და საქართველოს MAP-ის გარეშე დატოვება უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო რა თქმა უნდა, ზოგჯერ საკითხები სტრატეგიულად, პოლიტიკურად რთულად გადასაწყვეტია, ალიანსში საჭიროა კონსენსუსი, ქვეყნების მხრიდან კი - რეფორმები და ტრანსფორმაციები. ეს ჩვენ მოვისმინეთ ომის შემდგომ, ბოლო ძალიან დრამატული სამი თვის განმავლობაში, რომ უკრაინა აგრძელებს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერას. NATO აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში - მირჩა ჯოანა ეს არის ის, რასაც ყველა ჩვენგანი მხარს ვუჭერთ. ამრიგად, მადრიდის (სამიტის) კონცეფცია და დისკუსიები მიუთითებს იმაზე, რომ NATO-ს კარი ღიაა და იმედია, რომ შვედეთის და ფინეთის შემოერთება ამ საკითხს გააძლიერებს. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები უფრო ფართო დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა უკრაინისთვის, მაგრამ ასევე, საქართველოსთვის, ან მოლდოვას რესპუბლიკისთვის, სადაც უნდა მოიძებნოს პასუხები თითოეული ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა მირჩა ჯოანამ.
ერდოღანი პუტინს სტამბოლში უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრას სთავაზობს
თურქეთი მზადაა, უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრის ორგანიზებასა და მონიტორინგის მექანიზმის შესაძლო ჩამოყალიბებაში თავისი როლი შეასრულოს. ეს თემა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრისას განიხილეს. საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ომის ნეგატიურ შედეგებს და გააძლიერებს ნდობას რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის საფუძვლების რაც შეიძლება მალე აღდგენით. ერდოღანი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს ლიდერებმა ასევე განიხილეს თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები და სირიაში არსებული ვითარება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ PKK/YPG ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმები თურქეთისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სირიაში გრძელდება და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომების გატარება. რამდენიმე დღის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებების მიუხედავად, მოლაპარაკებებისთვის რუსეთის მზადყოფნაზე არაფერი მიუთითებს და ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის გაგრძელება სურს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ერდოღანმა პუტინთან საუბრის შემდეგ, მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა განიხილეს. ერდოღანმა პუტინთან საუბრის შემდეგ, სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან გამართა. ერდოღანი პუტინს სტამბოლში უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრას სთავაზობს ერდოღანი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს „თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დიალოგი გრძელდება. აგრესორის მხრიდან სასურსათო უსაფრთხოებისადმი საფრთხეები და უკრაინის პორტების განბლოკვის გზები განვიხილეთ. გაიმართა დისკუსია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ერთხმად შევთანხმდით მშვიდობის აღდგენის აუცილებლობაზე. ჩვენ ვაფასებთ თურქეთის დახმარებას ამ პროცესში“, - აღნიშნავს ზელენსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქმა ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენით დააჯილდოვა
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, საპატრიარქოში უმასპინძლა. „წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ვანიჭებ ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენს და ჩვენი მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებულ ჯვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის საძმოს მეგობარსა და ქრისტეს აღდგომის ტაძრის მცველს“, – აღნიშნულია წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის თეოფილე მესამის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა წაიკითხა. იერუსალიმის პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულოა მართლმადიდებელი ქვეყნის ლიდერის სტუმრობა. „სიამოვნებას გვანიჭებს ის ფაქტი, რომ იესო ქრისტეს საფლავზე დასვენებულ წმინდა ჯვარს გადმოგცემთ, რათა მუდამ დაცული იყოთ და ამ მხსნელი, მართალი და სწორუპოვარი ჯვრით იყოთ მუდამ შთაგონებული“, – აღნიშნა პატრიარქმა თეოფილუს III-მ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატრიარქ თეოფილოს III-ს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და პერსონალური წვლილისთვის მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საქმეში, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ძლიერ ისტორიულ კავშირებს და პატრიარქ თეოფილოს III-ის საქართველოში ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული ძალები ლიმანზე შეტევისთვის ემზადებიან
რუსეთის ფედერაციის არმია სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებით შტურმს ახორციელებს. რუსული ძალები ლიმანზე შეტევისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. “ლიმანის მიმართულებით მტერი თავდასხმისთვის ემზადება. სევეროდონეცკის მიმართულებით, ოკუპანტები ახორციელებენ შტურმს სევეროდონეცკის და ტოშკოვკას დასახლებების რაიონებში, ბრძოლა გრძელდება,” - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენის თქმით, აშშ არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლია, რუსეთამდე მიაღწიოს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინაში დაბალი რანგის ოფიცრებს შორის დამანგრეველ ზარალს განიცდის
პოლიციამ თბილისში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე 15 წლის მოზარდი დააკავა
პოლიციამ თბილისში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე 15 წლის მოზარდი დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული გ.გ. თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა რომ, გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, სამგორის რაიონში მოზარდი დაჭრეს
მიხაილო პოდოლიაკი: ევროპა პირდაპირ ამბობს - ღმერთმა არ ქნას, რომელიმე უკრაინული ჭურვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს
რადგან ევროპა მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დღეს ვდგავართ. ისინი პირდაპირ ამბობენ, ღმერთმა არ ქნას, რომელიმე უკრაინული ჭურვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს. ანუ ევროპა თანდათან იწყებს უცნაური რაღაცების ლაპარაკს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უცხოურ მედიასთან ისაუბრა. "უკრაინა ვერ ისაუბრებს ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანამდე. რადგან ევროპა მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დღეს ვდგავართ. ისინი პირდაპირ ამბობენ, ღმერთმა არ ქნას, რომელიმე უკრაინული ჭურვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს. ანუ ევროპა თანდათან იწყებს უცნაური რაღაცების ლაპარაკს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, საფრანგეთი მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინასა და რუსეთს შორის ღია დიალოგის შემთხვევაში. ამის შესახებ 30 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენის თქმით, აშშ არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლია, რუსეთამდე მიაღწიოს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინაში დაბალი რანგის ოფიცრებს შორის დამანგრეველ ზარალს განიცდის
ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება
ევროპულმა საბჭომ სხდომის შემდეგ დასკვნითი განცახდება გამოაქვეყნა ევროპული საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის მიერ უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადებზე მოსაზრებების მომზადებას და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი. „ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ომს. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი განურჩეველი თავდასხმა მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა თავისი სამხედრო დანაყოფი და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეები, გამოწვეული ტანჯვა და ნგრევა აღუწერელია. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასასვლელი ყველა მოქალაქისთვის. ევროპული საბჭო ელოდება, რომ სრულად დაცული იქნება ჰუმანიტარული სამართალი, მათ შორის სამხედრო პატიმრებისადმი მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენცია. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას რუსეთის მიერ იძულებით გადაყვანილი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროპული საბჭო მხარდაჭერას უცხადებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მუშაობას სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად და მიესალმება ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელსაც „ევროჯასტი“ უწევს კოორდინაციას. „რუსეთი, ბელორუსი და ყველა პასუხისმგებელი პირი თავისი ქმედებებისთვის საერთაშორისო სამართლის მიხედვით პასუხს აგებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში. ევროპული საბჭო მზადყოფნას გამოთქვამს, გააძლიეროს რუსეთსა და ბელარუსზე ზეწოლა, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეაჩეროს. ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს. „სანქციების გვერდის ავლის ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს აღკვეთილი“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში. დასკვნით განცხადებაში ასევე საუბარია სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ნავთოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს და რომელიც დროებით არ ვრცელედება მილსადენით გადაზიდულ ნავთობზე. ევროპული საბჭო ასევე უკრაინის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების შესახებ აღნიშნავს და აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინას ახალი მაკროფინანსური დახმარების სახით 2022 წელს ცხრა მილიარდი ევრო გამოუყოს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბორჯომში „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები აქციას მართავენ
ქალაქ ბორჯომში, „ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები დილიდან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ და და პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდებათ. "რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს, ესენია: უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა; ხელფასების დარიცხვა; ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება; უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25 პროცენტით ზრდა; შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრა, ხოლო მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლება და პასუხისგებაში მიცემა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ვახტანგ გომელაური: აქტიურად ვმუშაობთ პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, აქტიური მუშაობა გრძელდება სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე. „რა თქმა უნდა, თავის მხრივ, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, სახელმწიფოს მეთაურს, კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს პოლიციელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე. ასევე, აქტიურ მუშაობას განვაგრძობთ სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე. ჩვენ გააზრებული გვაქვს და ძალიან კარგად გვესმის, რომ ევროპული სტანდარტიზაცია არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ევროპული პრინციპების დაცვა და განვითარების ძალა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობაა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას გუშინ გვიან ღამით მიაღწიეს. სანქციები ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ნაწილობრივ ნავთობემბარგოს და „სბერბანკის“SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას. „ევროკავშირში რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვაზე მიღწეული შეთანხმება, რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების წყაროს შეამცირებს. ომის შეჩერების მიზნით რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა უნდა განხორციელდეს“, - დაწერა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა Twitter-ზე. Bloomberg: ევროკომისიამ შესაძლოა, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესება გადადოს სანქცირებას ექვემდებარება რუსული ნავთობის ზღვით მიწოდება. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სანქციები არ შეეხება ნავთობსადენ „დრუჟბას“, რომელზეც დიდწილადაა დამოკიდებულია უნგრეთი. სწორდ ამ ნავთობსადენით მიეწოდება ქვეყანას ნედლი ნავთობი. ამასთან, ცნობილია, რომ უნგრეთმა გაუწია ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რუსეთისთვის სრული ნავთობემბარგოს დაწესებას. შარლ მიშელმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული ნავთობის მილსადენების გავლით იმპორტი დროებითია. „სანქციების პაკეტი მოიცავს სხვა მკაცრ ზომებს: რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის SWIFT-ისგან გამორთვას, კიდევ სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის საქმინობის აკრძალვას და სანქციების დაწესებს უკრაინაში ომის დანაშაულებში პასუხისმგებელი პირებისთვის“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების გამოყოფაზე, რაც ევროპელი ლიდერების თქმით, უკრაინის ხელახლა აშენებას მოხმარდება. „ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა და მივიღოთ ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსული არმიის დაფინანსების შეწყვეტას. ამის გაკეთება სანქციებითაა შესაძლებელი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ევროკავშირმა შეძლო მიეღწია შეთანმხებისთვის სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით. შეთანხმებული ზომები რუსულ ნავთობზე ემგარგოს დაწესების შესაძლებლობას გვაძლევს მილსადენით მიწოდებულ ნავთობზე დროებითი გამონაკლისის გათვალისწინებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროპა შეძლებს რუსული ნავთობის მიღება 90 %-ით შეამციროს. მინდა, ყველა ჩემს კოლეგას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვჭირდება დროულად გადაწყვეტილებების მიღება შექმნილ რთულ ვითარებაში. ვფიქრობ ძალიან სერიოზულ სიგნალს ვაგზავნით. ბოლო დღეებში იყო სპეკულაციები ერთიანობის დარღვევის რისკებთან დაკავშირებით. დღეს ერთიანობის დემონსტრირება აუცილებელია ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვართ ერთიანი. მტკიცედ ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ინტერესებს“, - განაცხადა შარლ მიშელმა. Bloomberg-ის ცნობით, რუსულ ნავთობზე არასრული ემბარგოს დაწესების შედეგად, უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვის წინააღმდეგია, მეტი დრო ექნება ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ევროკომისია ასევე ითვალისწინებს სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძირითადად რუსულ ნავთობზე არიან დამოკიდებულნი. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი: სამარცხვინოა, როდესაც დღეს საქართველოში ქალთა სასტიკი მკვლელობები კიდევ ხდება
სამარცხვინოა, როდესაც დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობები ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა– ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. მისივე თქმით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს. „მინდა, ერთი საკითხი ვახსენო, მართალია, ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინო არის დღეს, რომ საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა, ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი. ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით, თქვენც, მეც და ყველამ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რათა ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივაღწიოთ იმას, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
არესტოვიჩის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გამარჯვება „ნაკლებად სავარაუდოა", თუ აშშ კიევს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას არ მიაწვდის
რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გამარჯვება „ნაკლებად სავარაუდოა“, თუ შეერთებული შტატები შეაჩერებს შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის მიწოდებას, ამის შესახებ უკრაინის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ იარაღი აუცილებელია უკრაინის ბედისა და მისი დამოუკიდებლობისთვის. არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ იარაღის სისტემების მცირე რაოდენობაც კი შეცვლის ვითარებას რუსეთთან ომში, რადგან მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს უკრაინულ ჯარებს, დაიცვან თავი რუსეთის თავდასხმებისგან. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე, ჯო ბაიდენის ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ მისი ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. უკრაინის ოფიციალური პირები შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემის მიღებით არიან დაინტერესებულნი (Multiple Launch Rocket System, ან MLRS) რომელსაც შეუძლია, ასობით მილის დაშორებით რაკეტების სროლა. CNN-მა და The Washington Post-მა პარასკევს გაავრცელეს ინფორმცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, ეს და სხვა, მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) უკრაინას გაუგზავნოს. უკრაინის მთავრობამ დასავლეთს მოუწოდა, მიაწოდოს მეტი დისტანციური იარაღი, რათა ომში ვითარება რადიკალურად შეცვალოს. ამერიკის ოფიციალური პირის თქმით, სისტემები მიწოდების საკითხი აქტიურად განიხილება. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი: პოლიციელის მოვალეობა არის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, მშვიდობა, მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ
პოლიციელის მოვალეობა და ვალდებულება არის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა, მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ და სწირავთ, ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. "თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, მოქალაქეების უსაფრთხოება, თქვენზე დგას ნამდვილად ქვეყნის შიდა სტაბილურობა. ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში სულ უფრო მეტი გამოწვევაა. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პერიოდები და ბოლოს ცოტა სხვანაირად, მაგრამ გავიარეთ კოვიდის პანდემია. ყველა გამოწვევის წინაშე, რაც ქვეყნის შიგნით გამოჩნდება, თქვენ დგახართ პირველ რიგში. თქვენი მოვალეობა და ვალდებულება არის იმის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა. ეს არის ქვეყანა, სახელმწიფო, თუ ეს არა, მაშინ სახელმწიფო ვერ იარსებებს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ და სწირავთ. ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური. თქვენზე დგას მოქალაქეების უფლებების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე არ არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. თქვენზე დგას ასევე ყველა იმ უსაფრთხოების გაძლიერება, კიბერუსაფრთხოება, ორგანიზებული დანაშაული, თუ სხვა გამოწვევები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ესოდენ ძლიერად არის გავრცელებული. მინდა, განსაკუთრებულად თქვენ მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე თქვენ ხართ ის ერთ-ერთი ძლიერი ლოდი, რომელსაც ვაბიჯებთ და რომელიც გვაძლიერებს, გვაძლევს უფლებას, მოვითხოვოთ ჩვენი ადგილის დაკავება ევროპაში. თქვენი პროფესიონალიზმი უკვე აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ. თქვენი თანამშრომლობა ევროპოლთან არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. ჩვენი პოლიციის ატაშეები სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, რომ წარმოადგინონ იქ ჩვენი პოლიციის პროფესიონალიზმი. მინდა, ამისთვისაც დიდი მადლობა მოგახსენოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღეს აღნიშნავს.
Siemens ეგვიპტეში მაღალსიჩქარიან 2000 კილომეტრიან სარკინიგზო ქსელს ააშენებს
გერმანულმა Siemens Mobility-მა ეგვიპტის მთავრობასთან 2000 კილომეტრიანი ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის აშენებაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ DW წერს. Siemens-მა განაცხადა, რომ ქვეყანას 41 ჩქაროსნულ, 94 რეგიონულ და 41 სატვირთო ლოკომოტივს მიაწვდის. ხელშეკრულება ასევე რვა რკინიგზის სადგურის მშენებლობას და 15 წლის განმავლობაში ამ ინფრასტრუქტურის მოვლას ითვალისწინებს. „მოძრავი შემადგენლობის, სიგნალიზაციისა და ტექნიკური მომსახურებისთვის შემუშავებული ჩვენი უახლესი ტექნოლოგიებით, ეგვიპტეს ექნება მსოფლიოში სიდიდით მეექვსე და ყველაზე მოწინავე მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელი“, - თქვა კონგლომერატის Siemens AG აღმასრულებელმა დირექტორმა როლანდ ბუშმა. Siemens-ის შვილობილი კომპანიის წილი პროექტში შეადგენს 8,1 მილიარდ ევროს, რაც მოიცავს 2,7 მილიარდ ევროს ოდენობის თავდაპირველ კონტრაქტს პირველი ხაზისთვის, რომელიც გაფორმებულია 2021 წელს. ჩქაროსნული რკინიგზის თანამედროვე ქსელი, რომლის სიგრძე დაახლოებით 2000 კილომეტრია, ქვეყნის 60 ქალაქს დააკავშირებს. მატარებლები ამ ხაზით საათში 230 კილომეტრამდე სიჩქარით გადაადგილდებიან. Siemens Mobility-ის თანახმად, ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 90% შეძლებს ახალი სარკინიგზო ქსელით სარგებლობას. ახალი სარკინიგზო ქსელი სრულად იქნება ელექტრიფიცირებული, რაც CO2-ის გამოყოფას ავტობუსებთან ან საგზაო ტრანსპორტთან შედარებით 70%- მდე შეამცირებს, - აცხადებენ კომპანიაში. ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, რომელიც კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიას, განაცხადა, რომ ეგვიპტეში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში სარკინიგზო სისტემისთვის ახალი ერა დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დიდი სურვილია, ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში, პროექტი წელსვე დაიწყება
ჩემი დიდი სურვილია, ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში. პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მოქმედმა და მომავალმა პოლიციელებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ყოველთვის ეცდება, პოლიციელი ჰყავდეს დაფასებული. „პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ. ჩვენი ვალია, სათანადოდ დავაფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის და თავს წირავს, თავის ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში. ქვეყანაში, რომელიც ვითარდება, რომელშიც შენდება ახალ-ახალი საცხოვრებელი უბნები, სადაც ყოველწლიურად იზრდება უცხოელ ტურისტთა ნაკადი, ჩნდება ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროებაც. ჩვენ უკვე განვაცხადეთ და კიდევ გავიმეორებ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა თუ რაიონში უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული, აღჭურვილი და მოწყობილი. ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მლნ ლარს შეადგენს; აქვე განვმარტავ, რომ სამშენებლო პროცესი არ შეეხება მხოლოდ პოლიციის დანაყოფებს, ეს მშენებლობები იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. გვაქვს გეგმაში, რომ ეს პროცესი სამ წელიწადში დასრულდეს“, – აღნიშნა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: პოლიციელის მოვალეობა არის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, მშვიდობა, მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ
ბრიჯიტ ბრინკი: ჩვენი პრიორიტეტია, უკრაინას თავდაცვაში დავეხმაროთ
აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი, კიევში მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. ის უკრაინის დედაქალაქში დიპლომატიურ მისიას, აშშ-ის ელჩის სამწლიანი არყოფნის შემდეგ ხელმძღვანელობს. ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის ბრინკი კიევში 29 მაისს ჩავიდა. მან უკვე გადასცა რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კიევის ცენტრში პატივი მიაგო უკრაინის დასაცავად დაღუპულთა ხსოვნას. „ჩვენი პირველი პრიორიტეტია დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ხსოვნის დღეს [შეერთებულ შტატებში 30 მაისს აღინიშნა], პატივი მივაგეთ მათ, ვინც დაიღუპა თავსი ქვეყნის დასაცავად. წარვადგინე ჩემი რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და დავიწყე დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - დაწერა ბრინკმა Twitter-ზე. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელთა საამაყო საქმიანობას
კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელთა საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ოპონენტები ხშირად იმეორებენ. „პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომელზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ. ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, მეგობრებო, ჩვენი ხალხის, მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სამშობლოს ერთგული, თავდადებული მსახურებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და გმირობისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დიდი სურვილია, ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში, პროექტი წელსვე დაიწყება სალომე ზურაბიშვილი: პოლიციელის მოვალეობა არის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, მშვიდობა, მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ
Bloomberg: ნაწილობრივი ნავთობემბარგოს შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდს დაკარგავს
ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით წერს. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტში საზღვაო გადაზიდვები 2/3-ს შეადგენს. „როდესაც სანქცია ძალაში შევა, Bloomberg-ის გათვლებით, პუტინი წელიწადში ნედლი ნავთობის ექსპორტიდან $10 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს“, - წერს გამოცემა. სანქციების გამო, რუსეთი იძულებული იქნება ნედლი ნავთობი აზიაში ფასდაკლებით გაყიდოს. სადაც, ბარელი Uralsის მარკის რუსული ნავთობი ფასდაკლებით ფასდაკლებით $34 იყიდება. Bloomberg-ის ცნობით, რუსულ ნავთობზე არასრული ემბარგოს დაწესების შედეგად, უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვის წინააღმდეგია, მეტი დრო ექნება ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ევროკომისია ასევე ითვალისწინებს სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძირითადად რუსულ ნავთობზე არიან დამოკიდებულნი. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ხელფასის მატების მოთხოვნით მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს. „ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი, ხელფასების ზრდა და არა ის პილოტური მოდელი, რომელიც ადრეც იყო დანერგილი სასწრაფოში და არ გაამართლა. აქედან გამომდინარე დასაქმებულები დამსაქმებელს უხსნიან, რომ ეს მოდელი ადრეც იყო და მან არ გაამართლა. შესაბამისად, არ უნდა დაინერგოს და დრო ტყუილად არ უნდა დაიკარგოს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთი კვირა მოითხოვეს იმისათვის, რომ ახალი მოდელი შეემუშავებინათ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ მათ ხელფასების ზრდის მოდელი კი არ შემოგვთავაზეს, არამედ თორმეტ საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა შემოგვთავაზეს, რაც დასაქმებულებისთვის თითქმის ორმაგ სამუშაოს გულისხმობს. როცა 27 მაისს აქცია გავმართეთ, მათ დღევანდელ დღემდე მივეცით ვადა, რათა გადაწყვეტილება მიეღოთ, პროფკავშირებისთვის და სასწრაფოში დასაქმებულებისათვის დაეძახათ და ერთად რაიმე სახის მოდელი შეგვემუშავებინა. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს ეს საუბარი, შეხვედრა და მოთხოვნა ქუჩაში გადავიტანოთ, არამედ ჩვენ გვაქვს სურვილი ცივილურად შევხვდეთ სამინისტროში და გადავწყვიტოთ რა ტიპის გადაწყვეტილება მივიღოთ. სამწუხაროდ, სამინისტროს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და ჩვენ მათ შემოთავაზებას ველოდებით“, - განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ირაკლი ამირანაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აპრილის თვის ფულად დანამატს უახლოეს დღეებში მიიღებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს