ძებნის რეზულტატი:

ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ერთობლივ სარკინიგზო პროექტს განიხილავენ

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ვიდეოფორმატში გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჟანგ ძიანგხუა, ყირგიზეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე ალმაზ ტურგუნბაევი და უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე აბდუსამატ მუმინოვი. შეხვედრაზე განიხილეს რკინიგზის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავების დაჩქარების საკითხი. კერძოდ, აზრთა გაცვლა მოხდა ამ მიმართულებით ჩინეთის მიერ წარმოდგენილ სამუშაო გეგმაზე.  

თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი გახდა

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე 73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამასთან, შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ კენ ოიოშის შეხვდა და დამატებით დროში დაამარცხა. ცნობითვის, გუშინ, თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  

უკრაინა: რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სვიატოგორსკის ლავრა დაბომბეს

დონეცკის ოლქში რუსულმა სამხედრო ძალებმა სვიატოგორსკის ყოვლადწმინდის ლავრა დაბომბეს. „საომარი მოქმედებების შედეგად ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა სვიატოგორსკის ლავრის ერმიტაჟის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაში. „ცეცხლმა მოიცვა მონასტრის მთავარი სალოცავი“. უკრაინის არმიის ოფიცერმა იური კოჩევენკომ Facebook-ზე გამოაქვეყნა ცეცხლმოკიდებული მონასტრის ფოტო წარწერით: „რუსი ბარბაროსების კიდევ ერთი დანაშაული, ვისთვისაც არაფერია წმინდა“. BBC-ის ცნობით, მონასტერი კლდეებზე მდინარე სევერსკი დონეცის მახლობლად დგას. სვიატოგორსკი სლავიანსკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ. მონასტერი მე-20 საუკუნეში კომუნისტებმა დაკეტეს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1992 წელს კვლავ გაიხსნა. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

კულება: რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოწოდებას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონი: ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად „რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ, რადგან რუსეთი იმცირებს საკუთარ თავს. სჯობს, ჩვენ ყველამ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი - ეს მოიტანს სიმშვიდეს და გადაარჩენს უამრავ სიცოცხლეს“, - წერს კულება Twitter-ზე. ცნობისთვის, მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომების მიუხედავად, არ დაუშვას რუსეთის დამცირება, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს.  

ემანუელ მაკრონი: პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მედიასთან განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ დამცირდეს რუსეთი, რათა უკრაინაში ბრძოლების შეწყვეტის შემდეგ დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს. „ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ომი დასრულდება, გამოსავლის პოვნა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით შევძლოთ. მჯერა, რომ საფრანგეთი ამ პროცესში შუამავლის როლს შეასრულებს". - თქვა მაკრონმა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საუბრისას უთხრა, რომ იგი "ისტორიულ და ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საკუთარი თავისა და ისტორიის წინაშე". ომის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთი უკრაინას როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო გზით ეხმარება, თუმცა ამ დრომდე, პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენების მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში არ ჩასულა. მაკრონის თქმით, იგი კიევში ვიზიტს არ გამორიცხავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს სამხედროების ცხედრები პირველად გადასცეს

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები ერთმანეთს გადასცეს, იუწყება Hromadske უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: სიტუაცია ძალიან რთულია, უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა „განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისრის მონაწილეობით მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ცხედრების გაცვლაზე 160 160 ფორმულით“, - ნათქვამია რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაში. გაცვლა 2 ივნისს ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს რეგიონში შედგა. ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, SBU-ს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სხვა სამართალდამცავი უწყებების მონაწილეობით განხორციელდა. ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაღუპულთა ცხედრების გაცვლა ოფიციალურად გამოცხადდა. მანამდე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გადასატანად, მაგრამ გაცვლაზე ვერ შეთანხმდნენ. ცხედრების გაცვლაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას მათი შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ ივნისს ამერიკულ გამოცემა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად კარგავს 60-100 ჯარისკაცს. BBC-ის რუსული სამსახური 30 მაისს იტყობინებოდა, რომ ღია წყაროების მონაცემებით, შესაძლებელი გახდა უკრაინაში დაღუპული სულ მცირე 3052 რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სახელის დადგენა.  

მარიუპოლის მერის მრჩეველი: ლითონის მოსაპარად მარიუპოლის პორტში მეორე რუსული გემი შევიდა

ლითონის მოსაპარად მარიუპოლის პორტში მეორე რუსული გემი შევიდა, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ Telegram-ში დაწერა. რუსულ გემს მარიუპოლის პორტიდან ლითონი გააქვს მისივე თქმით, გემი მარიუპოლის პორტის აკვატორიაშია და ნაგლინი ლითონის ჩასატვირთად ემზადება. „მადა მოდის ჭამასთან ერთად. მაროდიორები - წერს ანდრიუშენკო. 29 მაისს უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ რუსული გემების მერ მარიუპოლის პორტიდან ლითონის გატანასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.  მანამდე, უკრაინის ფოლადის უმსხვილესმა მწარმოებელმა, „მეტინვესტმა“, ომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მარიუპოლის პორტში ხუთი გემია, რომლებიც უკვე დატვირთულია ათიათასობით ტონა ფოლადით. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, რუსეთმა სცადოს ამ გემების ჩამორთმევა და ტვირთთან ერთად პორტიდან მათი უკანონოდ გატანა. რუსული მედიის მტკიცებით, რუსულ გემს მარიუპოლის პორტიდან ლითონი „სპეცოპერაციის დაწყებამდე“ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად გამოაქვს. 26 მაისს რუსეთის სამხედრო სარდლობამ მარიუპოლის პორტის წყლის ტერიტორიის ნაღმებისა და ჩაძირული გემებისგან სრული გაწმენდის შესახებ განაცხადა.  

Reuters: სანქცირებულ რუსულ ნავთობთან აღრევის რისკის გამო, ყაზახეთმა ბრენდის სახელწოდება შეცვალა

სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზახეთმა ნავთობის ბრენდის სახელწოდება შეცალა, რათა რუსეთის საზღვაო პორტებიდან ექსპორტირებისას ყაზახური ნედლეულის, სანქცირებული რუსული წარმოშობის ნავთობთან აღრევა არ მოხდეს. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია „ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ვითარების გამო და იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტზე არსებული რისკები რუსეთის პორტების გავლით, 2022 წლის ივნისიდან ყაზახურ ნავთობზე გამოიყენება შემდეგი კლასის სახელწოდება - KEBCO (ყაზახეთის ნედლი ნავთობის საექსპორტო ნაზავი)“ - განმარტეს ყაზახური კომპანია SNPS - Aktobemunaigaz-ის წარმომადგენლებმა. ბრენდის სახელის შეცვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ყაზახეთის ნავთობკომპანიების ოთხმა წყარომ, რომლებიც ტრანზიტს რუსეთის საზღვაო პორტებში ახორციელებენ. ყაზახეთის ნავთობის მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მიაღწევენ თავიანთ ნავთობზე უფრო მაღალ ფასებს და გაუადვილდებათ ნედლეულის გაყიდვა, რადგან საბუთებით ოფიციალურად დადასტურდება, რომ ეს არ არის რუსული ნავთობი. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ცვლილებები ძალაში ორშაბათს, 6 ივნისს შევა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა. ცნობილია, რომ ყაზახური ნავთობის საექსპორტო ნაკადის 20% გადის რუსეთის საზღვაო პორტებზე. 2021 წელს ყაზახეთმა ამ გზით დაახლოებით 13,3 მილიონი ტონა საწვავი გადაზიდა. ყაზახეთში წარმოებული ნავთობი დასავლეთის სანქციებს არ ექვემდებარება, თუმცა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ყაზახეთიდან მიწოდებული ნავთობი არაერთხელ აურიეს რუსულთან. ბრენდის სახელის გადარქმევა მათი აზრით, ხელს შეუწყობს სანქციების რისკებისა და დაფინანსების პრობლემების თავიდან აცილებას. 3 ივნისს, ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა. კერძოდ, ახალი სანქციები ითვალისწინებს ნაწილობრივ ემბარგოს რუსულ ნავთობზე. მთლიანად აიკრძალება საზღვაო გადაზიდვები, რომლებიც ევროპაში რუსული ნავთობის ექსპორტის 75%-ს შეადგენს. გამონაკლისის სახით უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი ნავთობს „დრუჟბის“ მილსადენით მიიღებენ. 2022 წლის ბოლოსთვის, ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსული ნავთობის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 90%-ით შემცირდება.   

ბრიჯიტ ბრინკი ომით განადგურებულ ბოროდიანკას ეწვია

აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი ბოროდიანკას ეწვია, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის პირველ კვირებში ბრძოლების შედეგად ძლიერ დაზიანდა. აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი პირველი ვიზიტით ჰოსტომელს ეწვია „ქალაქი რუსეთის სასტიკი ომის დროს ჩადენილი სიმხეცის მოწმე გახდა, მათ შორის ოჯახები, რომლებიც საკუთარ სახლებში დახოცეს. ეს მხოლოდ ამტკიცებს ჩემს გადაწყვეტილებას, გავაკეთო ყველაფერი, რომ ჩადენილი სისასტიკისთვის დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, - დაწერა ბრინკმა Twitter-ზე. 30 მაისს, აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა. აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი კიევში ჩავიდა ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა. მანამდე, ელჩობის კანდიდატმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლიდან უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. 

უკრაინელი ბავშვი რომის პაპს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება?

რომის პაპი უკრაინაში ჩასასვლელად შესაფერის დროს ეძებს, ახლა შესაძლოა, მისმა ვიზიტმა მთელ მსოფლიოს უფრო მეტი ზიანი მოუტანოს ვიდრე სარგებელი, - ამის შესახებ Vatican News წერს. რომის პაპი: უკრაინელები იმსახურებენ მშვიდობას რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს შაბათს, რომის პაპმა ფრანცისკემ ბავშვებთან შეხვედრისას უკრაინელ ბავშვს უთხრა, რომ სურს უკრაინაში ჩასვლა და შესაძლო ვიზიტს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს. პაპი ფრანცისკეს პრეს-სამსახურის სტენოგრამის თანახმად, უკრაინელმა ბავშვმა, სახელად ზახარმა რომის პაპს უთხრა მას არ აქვს თხოვნა, მაგრამ აქვს კითხვა: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იტანჯება?  

მონასტირსკი: უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან სრულად გაწმენდას ხუთიდან ათ წლამდე დასჭირდება

უკრაინის შს მინისტრის დენის მონასტირსკის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიის ნაღმებისგან სრულად გაწმენდას ხუთიდან ათ წლამდე დასჭირდება. მისი თქმით, ახლა, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად, დაახლოებით 300 000 კვადრატული კილომეტრი - ქვეყნის ტერიტორიის ნახევარი, აუფეთქებელი ჭურვებით დანაღმული და დაბინძურებულია. მონასტირსკიმ აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა უკვე გაანეიტრალა თითქმის 130 000 საბრძოლო მასალა, მათ შორის 2000 ბომბი. ახლა თითქმის 30 000 კვადრატული კილომეტრის ფართობი გაწმენდილია. თუმცა, მინისტრი აღნიშნავს, რომ საუბარია სწრაფ განაღმვაზე და ტყეები და ტყის სარტყლები კვლავ შეიძლება საშიში იყოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აზერბაიჯანი „რია ნოვოსტის“ ინტერნეტ რესურსზე წვდომას ზღუდავს

აზერბაიჯანმა კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი „რია ნოვოსტის“ ონლაინ საინფორმაციო რესურსზე წვდომა შეზღუდა, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება „რია ნოვოსტის“ მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევას. „რია ნოვოსტის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ცილისმწამებლური და სეპარატისტულ ტენდენციებს უწყობს ხელს, წარმოადგენს „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევას და ამ კანონის საფუძველზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ამ სააგენტოს საინფორმაციო ინტერნეტ რესურსზე წვდომა შეზღუდულია“, - აღნიშნავს სააგენტო.  

რეზნიკოვი: ოპტიმისტური პროგნოზებით ომი შესაძლოა, წელსაც დასრულდეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულება წელსაც შესაძლებელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში GLOBSEC-2022 მონაწილეობისას განაცხადა. „რუსეთი განაგრძობს ძალისხმევას მთელი ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაციისთვის. ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩემი ოპტიმისტური პროგნოზებია, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია წელს მოხდეს", - თქვა რეზნიკოვმა. მან აღნიშნა, რომ კრემლის ხელისუფლების ოცნებაა შეაგროვოს ე.წ. მათი მიწები. „შემდეგი იქნება პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვები. ამიტომ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი და შევაკავოთ იგი მომავალშიც", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. გარდა ამისა, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია არაა რეგულარული და ცივილიზებული. მის რიგებში მკვლელები, მძარცველები და მოძალადეები არიან. „ეს არ არის მეორე არმია მსოფლიოში, ჩვენ მათ "ორკებს" ვუწოდებთ", - შეაჯამა რეზნიკოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ALDE-მ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას

ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის კონგრესი ევროპისთვის (ALDE) პარტიამ, რომელიც ევროპაში ლიბერალ პარტიებს აერთიანებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ინფორმაციას პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს, რომელიც სხვა ქართულ პარტიებთან ერთად, მათ შორის, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“, ALDE-ს წევრია. რეზოლუცია, სწორედ ამ ხუთი ქართული პარტიის მიერ იყო ინიცირებული. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უკვე ათწლეულებია იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ევროკავშირში გაწევრიანება ამ ხალხების ისტორიული არჩევანია. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის რეგიონების ოკუპაციას უკრაინაში, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციასა და მოლდოვაში მიმდინარე ოკუპაციას.მკაცრად გმობს: რეზოლუცია ხაზს უსვამს: სამივე ქვეყნაში კანონის უზენაესობის, ძალაუფლების განაწილების დემოკრატიული პრინციპის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლებისა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებზე უწყვეტი მუშაობის საჭიროებას და მნიშვნელობას; საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირის კანდიდატების სტატუსის მინიჭება იქნება დამატებითი გარღვევა ამ ქვეყნებში დემოკრატიის გასაძლიერებლად და რუსული გავლენისგან განთავისუფლებისთვის; ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, სამივე ქვეყნის მიერ კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების აუცილებლობას. რეზოლუციის ტექსტის ავტორები და მხარდამჭერები ევროპულ საბჭოში წარმოდგენილ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ მიანიჭონ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის საბჭოს მომავალ შეხვედრაზე 2022 წლის ივნისის ბოლოს. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.  

ილია მეორე ბრიტანეთის დედოფალს: ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს.  დიდ ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილეს“ აღნიშნავს „საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავს. დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი. თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს. შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობას და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს,“- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.  დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავად, დიდ ბრიტანეთში ოთხდღიანი სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.  

ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ სულ 2 500 რაკეტა გამოიყენეს

სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინის მიმართულებით 2 500-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „4 ივნისის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული სხვადასხვა რუსული რაკეტების საერთო რაოდენობა უკვე 2503-ია", - თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დღეების განმავლობაში რუსეთის ჯარებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს სუმის რეგიონის სასაზღვრო რაიონებსა და ნიკოლაევს. დაძაბული ვითარება რჩება სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ასევე, ძალიან რთულია ვითარება ლისიჩანსკში, მარინკაში, დონბასის სხვა ქალაქებსა და თემებში, რომლებიც მუდმივ საჰაერო დარტყმებს ექვემდებარება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სიევიეროდონეცკში, ლუგანსკის ოლქში, ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად ბრძოლა გრძელდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა. სტოლტენბერგმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარს კონსტრუქციული უწოდა. „თურქეთი ღირებული მოკავშირეა. ჩვენ ვისაუბრეთ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე და გავაგრძელებთ დიალოგს“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. სტოლტენბერგი, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე შეხვდა ფინეთის პრემიერ-მინისტრს. ინფორმაციისთვის, თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ექსტრადირებას იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცათ.  რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.  

კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში კვირას, გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიევში აფეთქება არ მომხდარა - როგორც ცნობილია, რუსეთმა თავისი ძალები დონბასის რეგიონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში გადაისროლა. რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია CNN-ის ჟურნალისტი იუწყება, რომ აფეთქებების შედეგად, კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცაში კვამლის სქელი წარმონაქმნი გაჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, ასევე გავრცელდა ცნობები სარაკეტო დარტყმების შესახებ საპორტო ქალაქ ოდესას მიდამოებში. „რამდენიმე აფეთქება იყო კიევის დარნუცკის და დნიპროვსკის რაიონებში. სამსახურები უკვე მუშაობენ ადგილზე. დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა თავის მხრივ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველ ივნისს ოფიციალურად წარადგინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უკრაინის საჰაერო ძალები: უკრაინის დამცველებმა მტრის ვერტმფრენი, ორი თვითმფრინავი, სამი დრონი და ოთხი რაკეტა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 4 ივნისს, მტრის ცხრა სამიზნე, მათ შორის სამი დრონი და ოთხი რაკეტა გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ინფორმაცია Facebook-ზე განათავსა. „4 ივნისს, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა აღმოსავლეთში გაანადგურეს მოწინააღმდეგის თვითმფრინავი (სავარაუდოდ, Su-34 გამანადგურებელი-ბომბდამშენი) და სამხრეთით, უპილოტო საფრენი აპარატი.გარდა ამისა, უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა გაანადგურეს მტრის ვერტმფრენი (Ka-52) და ორი (Orlan-10) თვითმფრინავი“, - ნათქვამია მოხსენებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის კონტრშეტევები სევეროდონეცკში რუსეთის თავდასხმებს ანელებს

უკრაინის კონტრშეტევები გასული 24 საათის განმავლობაში სევეროდონეცკში, რუსეთის იმპულსს როგორც ჩანს, ანელებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ კვირას დაზვერვის განახლებაში განაცხადა. „უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადავო ქალაქ სევეროდონეცკში, რამაც, როგორც ჩანს, შეანელა რუსული ძალების ოპერატიული იმპულსი, რომელიც მანამდე მოიპოვეს საბრძოლო დანაყოფებისა და ცეცხლსასროლი ძალების კონცენტრაციით“, - აცხადებენ სამინისტროში. „ქვეითთა მარიონეტული ძალების გამოყენება ურბანული გაწმენდის ოპერაციებისთვის რუსული ტაქტიკაა, რომელიც მანამდე შეინიშნებოდა სირიაში, სადაც რუსეთმა სირიის არმიის V კორპუსი ქალაქების ტერიტორიებზე თავდასხმისთვის გამოიყენა“, - აღნიშნავს სამინისტრო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.