ძებნის რეზულტატი:
ამერიკულმა როკ ჯგუფმა Metallica-მ უკრაინელების დასახმარებლად $1 მილიონი შეაგროვა
ამერიკულმა როკ ჯგუფმა Metallica-მ მილიონი დოლარი შეაგროვა World Central Kitchen-ისთვის , რომელიც მათი ინიციატივით, იმ ადამიანებს, ვინც უკრაინა რუსეთის შეჭრის გამო იძულებით დატოვა, საკვების ულუფების ნაკრებს უფასოდ გადასცემს. ამის შესახებ ჯგუფის პრესრელიზშია ნათქვამი. „სულ რაღაც სამ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც WCK-მა პირველად დაიწყო უკრაინის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ დევნილთა მხარდაჭერა ოჯახებისთვის კერძებისა და საკვების პაკეტების დარიგებით. ჩვენ მადლობას ვუხდით Metallica-ს, წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ნგრევა უზარმაზარია, მაგრამ WCK გააგრძელებს მუშაობას მათთვის, ვისაც ვჭირდებით“, - თქვა World Central Kitchen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. თავის მხრივ როკ ჯგუფი Metallica ორგანიზაცია World Central Kitchen-ს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. „WCK-მა შეძლო 31 მილიონზე მეტი კერძის მომზადება 230-ზე მეტ ქალაქში. მადლობა 4 300 თანამშრომელს, რომლებიც ამზადებენ საჭმელს რესტორნებში, ინახავენ მარაგს საწყობებში, აწვდიან კერძებს, მართავენ სატვირთო მანქანებს და დაუღალავად მუშაობენ გაჭირვებული მეზობლების გამოსაკვებად, მაშინაც კი, როცა თავდასხმის საფრთხე არსებობს. მათი ლოჯისტიკური მიწოდების ქსელი მოიცავს ფურგონებს, სატვირთო მანქანებს, მატარებლებსა და საწყობებს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე. WCK აწვდის 8 მილიონ ფუნტზე მეტ საკვებს ოჯახებს, ხანდახან ბრძოლების შედეგად მთლიანად მოწყვეტილ რაიონებში და რუსეთის საზღვრებთან ახლოს“, - ნათქვამია ჯგუფის პრესრელიზში. შეგახსენებთ, რომ მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა უკრაინელებისთვის $20 მილიონი შეაგროვეს.
მონასტირსკი: „აზოვის“ პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კავშირზე, უკრაინის დაზვერვის ოფიცრები არიან
„აზოვის პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაცია აქვთ უკრაინის დაზვერვის ოფიცრებს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეშვეობით, უკრაინული მხარე იგებს თუ რა პირობებში იმყოფებიან რუსული მხარის მიერ დატყვევებული აზოვის პოლკის მებრძოლები. „აზოვის“ პოლკის მეთაურმა განმარტა, რა პირობებით მოხდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალიდან“ რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ ლეონიდ სლუცკი: მოსკოვი შეისწავლის მედვედჩუკის აზოვის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას „დღეს აზოვის პოლკის დატყვევებულ ჯარისკაცებთან კომუნიკაციას ახორციელებენ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან. სწორედ მათი საშუალებით ვიგებთ მეტ ინფორმაციას: დაკავების პირობების, კვებისა და განთავისუფლების შესაძლებლობებზე. ვიცით, რომ ისინი ყველა აქ, კიევში აღმოჩნდებიან და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა შსს-ს ხელმძღვანელმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ სამხედრო ტყვეების გაცვლის ფუნქცია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ დირექტორატს გადასცა. ამიერიდან ტყვეების გაცვლის პროცედურაში ჩართულია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო, თავდაცვის სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია.
იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ერთწლიანი მუშაობის ანგარიში თბილისის შემდეგ ქუთაისში წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა. „იუსტიციის სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციიდან ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული: დაინერგა და შვიდ რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს ექვს დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა PROBBOX; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია; გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა ხუთ ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში; დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ (HeinOnline); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან; სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ადმინისტრაციულ ერთეულებში – საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. უწყების ცნობით, მნიშვნელოვანი რეფორმებია პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში. „გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება; რემონტდება მოედნები; მიმდინარეობს რეგულარული წვრთნები, პრობაციის ბიუროების გახსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისთვის“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, იმერეთის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპების თანამშრომლები და მიწვეული სტუმრები.
მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს
რუსულმა სტრატეგიულმა ავიაციამ ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონზე დღეს დილით სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. უკრაინული მედია ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერზე, სერგეი ბრაჩუკზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოკუპანტებმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც ცნობილია, დაშავდა 2 ადამიანი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს, აგრძელებენ სარაკეტო და ავიადარტყმებს
რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და კვლავ აგრძელებენ სარაკეტო და ავიადარტყმებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. "ბრძოლები მიმდინარეობს სლობოჟანსკის მიმართულებით. რუსული ძალების მხრიდან ამ ტერიტორიაზე ხდება ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის შეყვანა. ხარკოვში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე. დონეცკის მიმართულებით, რუსული ჯარები ნაღმმტყორცნებით, არტილერიითა და სარაკეტო დანადგარებით ზიანს აყენებენ უკრაინული ძალების პოზიციებს ფრონტის მთელ ხაზზე, მაგრამ აგრესორების წინსვლის ტემპები დაბალი მათი პერსონალის ფიზიკური დაღლილობისა და დაბალი მორალური მდგომარეობის გამო", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს
ემანუელ მაკრონი: ვლადიმერ პუტინის ინტერვენცია მეზობელ უკრაინაში არის ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა
"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერვენცია მეზობელ უკრაინაში არის „ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „მე ვფიქრობ და მას ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ხალხისთვის, საკუთარი თავისა და ისტორიისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს
BBC: გერმანიაში, მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა
გერმანიაში, ბავარიაში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც ცნობილია, მატარებელი, რომელსაც ძირითადად სტუდენტები გადაჰყავდა, მიუნხენისკენ მიემართებოდა, როდესაც 3 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ამ ეტაპზე, გამომძიებლები ავარიის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ.
ანტონიო გუტერეში: უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს
"ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, უკრაინაში დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, განხორციელდეს საბრძოლო ზონებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია", - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. „უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყოს. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, განხორციელდეს საბრძოლო ზონებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია, მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“, - განაცხადა გუტერეშმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მეორე მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, კეტრინ ინსლის, ასევე, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS)-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის და შესაძლებლობების გაცნობა, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა. შეხვედრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი – I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ხელმძღვანელი – II რანგის კაპიტანი შოთა მიროტაძე, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის სტრატეგიული დაგეგმვის უფროსი – ჯულია ჰერსონსკისი, ამავე პროგრამის კავკასიისა და თურქეთის პროექტების მენეჯერი – კელონ ჯეკლინი და საქართველოში ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ხელმძღვანელი – როზიცა პეტროვა ესწრებოდნენ. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ დელეგაციის წევრებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, ასევე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც (JMOC) ეწვივნენ. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, II რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
უცხოური მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს. როგორც სააგენტო თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ელჩი უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საბერძნეთის ხელისუფლებამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს ათენში თურქეთის საელჩოსთან დემონსტრაციის გამართვის ნებართვა მისცა. ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ანკარამ საბერძნეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.
სვეტიცხოვლში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს
სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი მიმდინარეობს. როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ერეკლე მეორის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია. "დროდადრო, ყველაზე უფრო სენსიტიურ თემებზე გაკეთებული მოუფრთხილებელი განცხადებები იწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას, ადამიანების წყენას. საჭიროა ერთსულოვნება იყოს და ლოცვით გადავლახოთ უკმაყოფილება. იცით, რომ ერეკლე მეორის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია ბევრ ადამიანში",-აღნიშნავს ჯაღმაიძე. ასევე წაიკითხეთ: საპატრიარქო ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის შესახებ ახალ განცხადებას აქვეყნებს
უკრაინის შს სამინისტრო: ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად სევეროდონეცკისა და სლავიანსკის მიმართულებები რჩება
ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად სევეროდონეცკისა და სლავიანსკის მიმართულებები რჩება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა. „რუსები ახლა იქ ძალების მაქსიმალურ მობილიზებას ახდენენ. ამ მიმართულებით უკვე კონცენტრირებულია 20-ზე მეტი ტაქტიკური ჯგუფი და ერთი ასეთი ჯგუფი 600-800 კაცისგან შედგება, ასევე არის 30-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი, 10 ტანკი", - აღნიშნა ვადიმ დენისენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს
უცხოური მედია: ერევანში აქციაზე შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
ქალაქ ერევნის პროშიან-დემირჭიანის ქუჩების კვეთაზე პოლიციასა და მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 60 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის 39 სამართალდამცველია. დილის მდგომარეობით, სამედიცინო დახმარება 50-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა ნაწილი უკვე გაწერეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ცნობისთვის, სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა, მართავს. ასევე წაიკითხეთ: ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთმა დონბასში ტაქტიკური საჰაერო საშუალებების გამოყენება გააძლიერა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მაღალი რჩება რუსეთის საჰაერო მოქმედება უკრაინის დონბასის რეგიონში, რუსეთის საჰაერო ძალები ახორციელებენ თავდასხმებს როგორც მიზანმიმართული, ისე განურჩეველი იარაღით. "რუსეთმა გააძლიერა ტაქტიკური საჰაერო საშუალებების გამოყენება თავის ეტაპობრივ წინსვლაში და ის კომბინირებულად მიმართავს საჰაერო დარტყმებსა და საარტილერიო შეტევებს დონბასში. განურჩეველი ტყვია-წამლის მზარდმა გამოყენებამ შედეგად მოიტანა დონბასის შენობებიანი ადგილების ფართომასშტაბიანი ნგრევა და თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გამოიწვია დიდი ირიბი ზარალი და მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს უკრაინის შს სამინისტრო: ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად სევეროდონეცკისა და სლავიანსკის მიმართულებები რჩება
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: უკრაინა და მისი მოკავშირეები ეძებენ გზებს ქვეყნიდან 22 მილიონი ტონა მარცვლეულის გასატანად
თუ რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირებას გააგრძელებს, მსოფლიოს სურსათის კრიტიკული დეფიციტი ემუქრება, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად "რუსეთის საზღვაო ფლოტი ახლა აკონტროლებს ძირითად სატრანსპორტო მარშრუტებს შავ ზღვაში, ბლოკავს უკრაინულ ტვირთებს და საფრთხეს უქმნის ათობით მილიონ ადამიანს, რომლებიც უკრაინის მარცვლეულზე არიან დამოკიდებულები. უკრაინა და მისი მოკავშირეები ეძებენ გზებს ქვეყნიდან 22 მილიონი ტონა მარცვლეულის გასატანად მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი დაიპყრო", - განაცხადა კუბრაკოვმა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
TOP 10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ყიდის
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ - აპრილში $ 1,111,267.3 შეადგინა. საქსტატის მიერ Europetime-სთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირში იანვარ-აპრილში $275,050.0 ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე $836,217.3 ღირებულების პროდუქტი იმპორტირდა. რას ყიდის საქართველო ევროკავშირში - TOP 10 პროდუქტი მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $119,479.1 (44,907.1 ტონა) თხილი და სხვა კაკალი $ 21,061.7 - (4,228.9 ტონა) ფეროშენადნობები $ 16,544.0 (9,574.2 ტონა); სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი- $14,455.9 (27,373.6 ტონა); მსუბუქი ავტომობილები (ცალი) $12,996.4 (272 ტონა); ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) $10,981.0 (3,554,933 ლიტრი); მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $ 7,555.7 (2,170.7 ტონა); ეთილის სპირტი არადენატურირებული - $ 7,342.9 (2,293,804 ტონა); ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონები -$ 4,993.8 (31.7 ტონა); ნარჩენები და ჯართი სპილენძის - $3,507.5 (393.8 ტონა); დანარჩენი საქონელი - $56,132.0 საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.
ვატიკანმა გამოუშვა ვერცხლის მონეტა, რომელიც უკრაინას მიუძღვნა
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის მე-100 დღეს, ვატიკანის ფილატელიისა და ნუმიზმატიკის ოფისმა უკრაინისადმი მიძღვნილი სპეციალური ვერცხლის მონეტა (23 გრამი) გამოუშვა, ამის შესახებ ვატიკანში უკრაინის ელჩმა, ანდრეი იურაშმა Facebook-ზე დაწერა. „ეს არ არის მხოლოდ სიმბოლო, ეს არის უკრაინის მხარდასაჭერად გამოხატული ნამდვილი ჟესტი“, - აღნიშნა იურაშმა. ვატიკანში უკრაინის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მონეტის გაყიდვიდან მიღებული მოგება (თითოეული მონეტის ფასი 50 ევროა) გამოიყენება უკრაინის დასახმარებლად. 2022 წლის 5 მაისს ესტონეთმა გამოაცხადა, რომ გამოუშვებს მონეტას "დიდება უკრაინას". ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესტონური მონეტის დიზაინში გამოყენებული იქნება უცხოური ტექსტი. 10 მაისს შეერთებულმა შტატებმა ვერცხლის საინვესტიციო მონეტები (ნომინალური ღირებულებით $1) უკრაინული სიმბოლოებით გამოუშვა.
რუმინეთის ინიციატივით შესაძლოა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტი შეიქმნას
რუმინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის გავლით სამხრეთ კავკასიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების განვითარებას. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს. უწყების ცნობით, ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს 2019 წელს წამოყენებულ ინიციატივას შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტის შექმნის შესახებ, რომელშიც მთავარი მოთამაშეები არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და თურქმენეთი. „ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ამ პროექტის განსახორციელებლად, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უფრო ფართო რეგიონულ კონტექსტში“, - აცხადებენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც დააკავშირებს რუმინეთს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან.
აზერბაიჯანი ირანის გავლით, თურქმენული გაზის იმპორტის მოცულობას ზრდის
2022 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანმა ირანის გავლით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი თურქმენული გაზის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ირანელი მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტისას შესაბამისი შეთანხმებები მიღწეულია. „ირანი გააგრძელებს მონაწილეობას ამ თანამშრომლობაში“, - განაცხადა შაჰბაზოვმა. მანამდე, ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოვჯიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ირანი ბუნებრივი აირის გაცვლების მოცულობას გააორმაგებენ, რაც 2021 წლის შეთანხმების ნაწილია. მან აღნიშნა, რომ სამი ქვეყანა ბუნებრივი აირის გაცვლის მოცულობის გაორმაგებაზე პრაქტიკულად შეთანხმდა. ამჟამად თურქმენეთი, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს დღეში 5-6 მლნ კუბურ მეტრ გაზს აწვდის, ირანი კი ამდენივე გაზს აწვდის აზერბაიჯანს მის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 28 ნოემბერს აშხაბადში, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) მე-15 სამიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას თურქმენული გაზის აზერბაიჯანისთვის ირანის ტერიტორიის გავლით გაცვლაზე. ხელშეკრულების განხორციელება 2022 წლის 1 იანვარს დაიწყო.
უკრაინის განათლების მინისტრი სერგეი შკარლოტი საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლების მინისტრი სერგეი შკარლოტი საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. სერგეი შკარლოტმა მედიასთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა უკრაინელი ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მოსწავლეების ხელშეწყობა თითოეული უკრაინელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. „ეს არის უდიდესი, ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისთვის ომის პირობებში. 100-ზე მეტმა ქვეყანამ გახსნა უკრაინული კლასები და გამოყო საგანმანათლებლო სივრცე ჩვენი ბავშვებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აღნიშნული სტრატეგია, რათა უკრაინელი ბავშვებისთვის განათლების მიღების პროცესი არ შეჩერდეს. ჩვენს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც მათი მომავლისთვის აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს, ჩვენს მეგობრებს ამ უმნიშვნელოვანესი და ძლიერი მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ გმადლობთ“, – განაცხადა სერგეი შკარლოტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო”. ამასთან, მათთვის იგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და არაფორმალური განათლების მიმართულებითაც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყო სწავლისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით. უკრაინელი მოსწავლეები, ქართველი თანატოლების მსგავსად, სარგებლობენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. მათ ასევე, შესაძლებლობა აქვთ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 1000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 400-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.