ძებნის რეზულტატი:

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა აშშ-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის არ გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოლოდიაკი აცხადებს, უკრაინა აშშ-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის არ გეგმავს. „უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და არ გეგმავს MLRS-ის გამოყენებას რუსეთის ობიექტებზე თავდასხმისთვის. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათი იარაღი. ნებისმიერი ბრალდება მსგავსი განზრახვების შესახებ, რუსეთის სპეცსამსახურების ფსიქოლოგიური ოპერაცია“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. პირველ ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად წარადგინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს. ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იმყოფება

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში, კეტრინ ინსლი საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შეხვდა, რათა საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის ერთგულება დაედასტურებინა. მისი შეფასებით, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს „ეს ვიზიტი საქართველოსა და შეერთებული შტატების მთავრობებს შორის არსებული მრავალწლიანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორობის დადასტურების შესაძლებლობაა. ეს პარტნიორობა ერთიორად მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომისა და რეგიონში გაზრდილი საომარი მოქმედებების ფონზე. ასევე, ეს არის შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მთავრობის ლიდერობისა და შესაძლებლობების პირადად ხილვის შანსი“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ამერიკის საელჩოს ცნობით.  

უკრაინის ელჩის განცხადებით, თურქეთი უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს

უკრაინის ელჩის განცხადებით, თურქეთი უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს. ელჩმა ვასილ ბოდნარმა აღნიშნა, რომ კიევი თურქეთთან და ინტერპოლთან თანამშრომლობს, რათა დადგინდეს, ვინ არის ჩართული მარცვლეულის გადაზიდვაში, რომელიც თურქეთის მიერ კონტროლირებად წყლებში გადის. ანკარაში უკრაინის საელჩომ მოგვიანებით განაცხადა, რომ შემდეგი გემები მონაწილეობდნენ მოპარული მარცვლეულის გადაზიდვაში: Nadezhda, Finikia, Sormivskiy, Vera, Mikhail Nenashev.  თურქეთის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. თურქული მედიის ცნობით, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გამოტანის მიზნით, „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა. როგორც მედია წერს, საგზაო რუკის შექმნა, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან თურქული მხარის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა. მანამდე მარცვლეულის დერეფნის საკითხი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის და უკრაინის პრეზიდნტებს შორის სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თურქეთის პრეზიდენტთან საუბარში პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინის პორტებიდან თურქ პარტნიორებთან კოორდინირებულად, საქონლის შეუფერხებელ საზღვაო ტრანზიტს, [მათ შორის მარცვლეულს] ხელი შეუწყოს. უკრაინა გაეროს ხელმძღვანელობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის „საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 22 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს, რუსეთის მიერ არის შეჩერებული, რაც გამოიხატება შავი ზღვისა და აზოვის ზღვების გავლით ძირითადი საექსპორტო გზების ბლოკადაში. კრემლმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ დაბლოკა მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან და დასავლეთი დაადანაშაულა ქმედებებში, რამაც მისივე მტკიცებით, ეს კრიზისი გამოიწვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ღარიბაშვილი სლოვაკეთის პრემიერთან შეხვედრაზე: საქართველოს აქვს საფუძველი, ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი ევროკომისიის დასკვნასთან მიმართებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ედუარდ ჰეგერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სექტორული კავშირების გაფართოების, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში განსახილველ მთავარ საკითხებს, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არამხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის არჩევანია და განხორციელებული რეფორმები, ასევე, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში შევსებული კითხვარი საქართველოს აძლევს საფუძველს, ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი ევროკომისიის დასკვნასთან მიმართებით. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვის პროცესში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის ფარგლებში (GLOBSEC 2022) დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან. ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლასთან ერთად, ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილეთ. ძალიან ვაფასებთ სლოვაკეთის რესპუბლიკის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აცხადებს თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას

ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და ბოლოს, ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს გახლავთ ისტორიული გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობ ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც გავდივართ ჩვენს ხალხთან ერთად, ეს გახლავთ ჩვენი ადამიანების გადაწყვეტილება, საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას. ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ. მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი უკვე შესრულდა, ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც ასევე სრულდება. საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან - დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს  

გაერო უკრაინაში ექსპერტებს გზავნის

გაერომ განაცხადა, რომ ამ თვის ბოლოს უკრაინაში ადამიანის უფლებათა სფეროს სამ ექსპერტს გაგზავნის, რათა სავარაუდო დარღვევები გამოიძიოს. კომისრები, რომლებიც გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის წევრები არიან  უკრაინაში, 7-დან 16 ივნისამდე ეწვევიან რამდენიმე ადგილს, მათ შორის ქალაქებს ლვოვს, კიევს, ხარკოვსა და სუმს. ისინი შეხვდებიან მოწმეებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე, მთავრობის წარმომადგენლებს.  როგორც ცნობილია, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აფრიკის კავშირის ხელმძღვანელი პუტინს უკრაინის ომის გავლენის შესახებ აფრთხილებს

სენეგალის პრეზიდენტმა და აფრიკის კავშირის ხელმძღვანელმა მაკი სალმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული საკვების დეფიციტის გავლენა მხედველობაში უნდა მიიღოს. მხარების შეხვედრა სოჭში შედგა.  კონფლიქტამდე აფრიკაში მოხმარებული ხორბლის 40%-ზე მეტი უკრაინიდან ან რუსეთიდან მიდიოდა. ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს შეხვედრის შემდეგ თავის საჯარო გამონათქვამში პუტინმა თქვა, რომ რუსეთი „ყოველთვის აფრიკის მხარესაა“.

არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გვიცავს - მაია სანდუ

„მოლდოვის საკონსტიტუციო ნეიტრალიტეტს რუსეთი არ სცემს პატივს, რადგან აქ რუსული ძალები უკანონოდ არიან განთავსებულნი. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გვიცავს“, – შესაბამისი განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა, ბრატისლავაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. სანდუს განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ სჯერა, რომ ნეიტრალურობა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს არსებულ რისკებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის წინაშეა. მოლდოვამ ევროკავშირიდან ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო მისივე თქმით, მოლდოვას სჭირდება ევროპის დიდი ოჯახის წევრობა, რომ უფრო დაცულად იგრძნოს თავი.  

ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო?! მხოლოდ რუსეთი

წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე განაცხადა. „წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას. რა გზავნილს უგზავნიან ისინი სხვა ქვეყნებს, ჩვენ სამეზობლო ქვეყნებს, რომ ესენი იყვნენ ლოიალური ქვეყნები უვიზო ხელშეკრულება გვქონდა, ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამჟამად ამას ყველაფერს ასრულებენ, შეიტანეს განაცხადი და ევროკავშირმა მიიღო უცბად გადაწყვეტილება, რომ არ მიანიჭოს სიმბოლური კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება შეცდომა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან - დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს  

სალომე ზურაბიშვილი: 100 დღე გავიდა, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ - 100 დღეა, ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე

100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა. 100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე", - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: ბრიტანეთის დაზვერვა: 100 დღის განმავლობაში რუსმა ჯარებმა უკრაინაში სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს  

რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები გაშიშვლდა. ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის კონფრონტაციამ, სავალუტო ბაზარზე რყევები, ხორბლის დეფიციტი და სურსათის გაძვირება გამოიწვია. ქვეყანა დიდწილადაა დამოკიდებული იმპორტზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სურსათის მიწოდების მოშლის ნეგატიური გავლენა აქაც იგრძნობა. სამი პროდუქტი, რომელიც ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება საქსტატის თანახმად, მაისის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 13,3%-ია, ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 22.0 პროცენტითაა გაზრდილი, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად ერთ წელიწადში ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტით), პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტით),ზეთი და ცხიმი (17.7 პროცენტით,) რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტით), შაქარი, (15.4 პროცენტით), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი) გაძვირდა. საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - 2020 წელი (IFAD მონაცემები) ხორბალი 15%; სიმინდი 68%; კარტოფილი 92%; ბოსტნეული 63%; ყურძენი 145%; ხორცი 49%; რძე და რძის პროდუქტები 81%; კვერცხი 97%.  ამ მონაცემების თანახმად, ქვეყანას მოსახლეობის გამოსაკვებად და დეფიციტის შესავსებად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების იმპორტირება სჭირდება. რა გავლენა ექნება საქართველოზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსოფლიოში მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს? რა ვითარებაა ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით და სად არის ამ მიმართულებით ყველაზე სუსტი რგოლი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-თან ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა ისაუბრა. ET: სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით ოთხი ძირითადი კომპონენტიდან - სურსათის არსებობა, სურსათზე ხელმისაწვდომობა, სურსათის გამოყენება და სტაბილურობა, რომელია საქართველოსთვის ყველაზე სუსტი რგოლი? საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც შესაძლოა მწვავედ დადგეს სასურსათო უსაფრთხოების საკითხი, რადგან წარმოება მცირეა და იმპორტი მზარდი. თვითუზრუნველყოფა სულ რამდენიმე მიმართულებაში გვაქვს სრულად, ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. იქაც კი, სადაც თვითკმარ პროდუქციას ვაწარმოებთ, ნედლეული შემოგვაქვს.საქართველოში აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტი წლების მანძილზე, სტაბილურად, ღირებულებითი მაჩვენებლით 3,5-ჯერ, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებლით 2,6-ჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს, რაც ძირითადად განპირობებულია ამ პროდუქტების წარმოების დაბალი მოცულობით და შესაბამისი სექტორის სუსტი კონკურენტუნარიანობით უცხოელ მწარმოებლებთან შედარებით. პროდუქტების ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე უკვე დავდექით და დაიწყო ალტერნატიული ბაზრების ძიება. სამწუხაროდ საქართველოში პრევენციულად არ არსებობს კრიზისის განეიტრალებისთვის საჭირო ალტერნატიული გეგმა და როდესაც ხელისუფლება ფაქტის წინაშე დგება იწყება ძიება. გარე სამეზობლო გვილაგებს სიტუაციას. როგორი ვითარებაც იქმნება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, იმ ვითარებას ვერგებით. ET: საქართველოში ხორბლის მარაგი თითქმის ამოიწურა. ეს რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებამაც დაადასტურა, თუმცა აცხადებენ, რომ ქვეყანაში ფქვილის და შესაბამისად პურ-პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნება. რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, როცა ქვეყანას ხორბლის მარაგები არ აქვს? სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გადაწყვეტა ხორბლის საკითხი. ფქვილი დიდწილად რუსეთიდან შემოგვაქვს. ხვალ, რომ პოლიტიკური ნიშნით რუსეთმა ფქვილის მოწოდება შეგვიწყვიტოს, რას ვიზამთ? სამწუხაროდ ახლა არ გვაქვს არანაირი ალტერნატივა. ამ ფაქტმა აჩვენა, რომ სახელმწიფო კრიზისების მართვის კუთხით უფრო მობილური უნდა გახდეს და სწრაფად მიღოს გადაწყვეტილებები. ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული (51,1%) გაძვირდა, ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის 63%-ს აკმაყოფილებს. რამდენად მოსალოდნელია რომ ამ მიმართულებით კრიზისი შეიქმნას? წელს თურქეთმა ამ მიმართულებით ჭარბწარმოების შესახებ განაცხადა. გარკვეულწილად გვიშველა იმან, რომ უკრაინის ომის გამო, იმპორტში შექმნილი დეფიციტის შევსებაში ჩაერთო თურქეთი. თუმცა ამ ფაქტმა ფასებზე გავლენა უკვე მოახდინა. არის სხვა საფრთხეებიც, რომ ამ ქვეყნიდან შემოსული სოფლის მეურნეობის იაფი პროდუქტი ბაზარს სრულად დაიკავებს და ადგილობრივი ფერმერების წილს შეამცირებს. ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა. ეს რით არის გამოწვეული? ეს გარკვეულწილად რუსეთში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. მაგალითად საქართველოდან რუსეთში გავიდა კარტოფილი და სხვა პროდუქტებიც. ამ მიმართულებით იქ გაჩენილი დეფიციტის შევსება დავიწყეთ. მაგრამ რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი და კონცენტრირება სხვა მიმართულებებზე გვჭირდება. ET: მსოფლიო მარცვლეულის ბაზარზე განვითარებული მოვლენები, საქართველოში რომელი დარგისთვის იქნება ყველაზე კრიზისული? ვფიქრობ მეცხოველეობისთვის....საძოვრები არაა საკმარისი. მარცვლეულის მოსაყვანად ტერიტორიები მცირეა და რაცაა ათვისებული იქ მოყვანილი მოსავალი, შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შინაური პირუტყვის გამოსაკვებად ძირითადად იმპორტირებული მარცვლეული გამოიყენებოდა, მათ შორის ხორბალიც, სოიო რომელიც 100% იმპორტირებულია, ასევე სილოსის მისაღები მასალა. ჯამში სოლიდურად გაძვირდა ერთი პირუტყვის შენახვაზე დანახარჯები. რძის ჩაბარების ფასი ოდნავ აწიეს გადამამუშავებელმა საწარმოებმა, მაგრამ როგორც ჩანს მეტის რესურსი არ აქვთ, რადგან მომხმარებლის გადახდისუნარიანობა დაბალია. სამწუხაროდ, დადგება დრო, როცა საწარმოები შეამცირებენ ნედლი რძის გამოყენებას და ნედლეულს ფხვნილით ჩაანაცვლებენ. ET: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ რომ ქვეყანაში სურსათისა და მარცვლეულის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზარდოს? არის დარგები, რაშიც შეგვიძლია ვიყოთ თვითკმარი, მაგრამ აქ მიზანმიმართული მოქმედებებია საჭირო. სახელმწიფომ უნდა შეამციროს უაზრო სუბსიდირება, მათ შორის სოციალური სუბსიდიები და მაქსიმალური დანახარჯები გაიღოს ტექნოლოგიებისთვის. რით შეგვიძლია ვაჯობოთ სხვებს? ტექნოლოგიებით, რომ ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა გავზარდოთ. სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი დარგია, მაგრამ არ შეიძლება მუდმივად პოლიტიკურ პოპულიზმზე იყოს მიბმული ხარჯები. ამიტომ ის კრიზისები, რის წინაშეც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები დგანან, ჩვენ უფრო მწვავედ შეგვეხება.  

ფასის ზრდის შესამცირებლად OPEC+ ნავთობის წარმოებას ზრდის

OPEC+-ის შეთანხმების მონაწილეებმა, წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის შემდეგ, გადაწყვიტეს ნავთობის მოპოვების კვოტა 2022 წლის ივლისისა და აგვისტოსთვის დღეში 648 000 ბარელამდე გაზარდონ. წინა გეგმა ითვალისწინებდა ყოველთვიურ ზრდას მაისიდან სექტემბრის ჩათვლით თვეში 432 000 ბარელით. თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნავთობის მოპოვება ივლისიდან დაჩქარდება, ნათქვამია OPEC-ის გზავნილში. WSJ: OPEC-ი რუსეთის ნავთობის შეთანხმებიდან გარიცხვას განიხილავს ამრიგად, ყოველთვიური წარმოების კვოტა გაიზარდა დაახლოებით 220 000 ბარელით დღეში. შეთანხმების თანახმად, რუსეთი და საუდის არაბეთი შეძლებენ ნავთობის მოპოვების გაზრდას ივლისში 170 000 ბარელით დღეში, ივნისის კვოტის წინააღმდეგ, 10,8 მილიონ ბარელამდე. OPEC+-ის წევრებმა ასევე გადაწყვიტეს გაახანგრძლივონ ადრე დაბალი წარმოების კომპენსაციის პერიოდი 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე, როგორც ამას მოითხოვდა ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც არასაკმარისი შედეგი ჰქონდა. ამ ქვეყნებმა ნედლეულის წარმოების გეგმები 17 ივნისამდე უნდა წარადგინონ. OPEC+-ის შემდეგი შეხვედრა 30 ივნისს არის დაგეგმილი. ნავთობის ერთი ბარელის ღირებულება $117-მდე გაიზრდება. ანალიტიკოსთა აზრით, წარმოების რეალური ზრდა უმნიშვნელო იქნება, რადგან ქვეყნები, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს გარდა, უკვე ამუშავებენ საკუთარი რესურსის მაქსიმუმს.  OPEC+-ის წევრია რუსეთიც, რომლის ყოველდღიური წარმოებაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო 1 მილიონამდე დაეცა.  

ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მხარს „ფასდაკლების“ გარეშე დაუჭერს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ იგი მომხრეა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების, მაგრამ „ფასდაკლებების“ გარეშე, როგორიცაა გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა, იუწყება Reuters. „ახლა ჩვენ არ შეგვიძლია კარი მივაჯახუნოთ უკრაინას. საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ „შენ ევროპის ნაწილი ხარ“, უნდა ვუთხრათ „შენ ევროკავშირის ნაწილი ხარ“, - თქვა ბერბოკმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ იქნება სწრაფი, თუმცა დასძინა, რომ ეს პროცესი არ უნდა გართულდეს. „ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ისტორიული მომენტი”, - თქვა ბერბოკმა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა უკვე დე ფაქტო გახდა ევროკავშირის ნაწილი. მისი თქმით, უკრაინა და ევროკავშირი თანამშრომლობენ იმ მასშტაბით, რომელიც შეესაბამება სრულ წევრობას. უფრო ადრე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამჟამად არაერთი სახელმწიფო ეწინააღმდეგება უკრაინას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.  

ჯო ბაიდენმა კონგრესს აშშ-ში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს თეთრი სახლიდან მიმართა და მოუწოდა, რომ ქვეყანაში საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღისა და მათთვის განკუთვნილი მჭიდების გაყიდვა აიკრძალოს და 18-დან 21-წლამდე გაიზარდოს იარაღის შეძენის ნებართვისათვის საჭირო მინიმალური ასაკი. პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით დააკავა კაცი, რომელიც ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ სროლაშია ეჭვმიტანილი ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა ჯო ბაიდენმა მოუწოდა, რომ გამკაცრდეს იარაღის მყიდველთა შემოწმების პროცესი. მისივე თქმით, ასევე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე აკრძალვა, რომელიც შეერთებულ შტატებში 2004 წლამდე მოქმედებდა. აშშ-ის პრეზიდენტის ამ მიმართვას წინ უძღოდა ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში მომხდარი სროლა, რასაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

სევეროდონეცკთან თავდასხმისას Reuters-ის 2 ჟურნალისტი დაშავდა და მძღოლი დაიღუპა

CNN-ის ცნობით, უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკთან თავდასხმისას შედეგად Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო ავტომობილის მძღოლი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ დაიღუპა. Reuters-ის წარმომადგენლის განცხადებით, რეპორტიორების გადაადგილების დროს გამოცემის ორმა ჟურნალისტმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, როდესაც სევეროდონეცკისკენ მიმავალ გზაზე მათ ცეცხლი გაუხსნეს. „ისინი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ მიწოდებული ავტომობილებით მოძრაობდნენ, რომელსაც სეპარატისტების მიერ დანიშნული პირი მართავდა. ავტომობილის მძღოლი დაიღუპა", – თქვა Reuters-ის წარმომადგენელმა. ლუგანსკის ოლქში სროლას ფრანგი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა  

უკრაინაში, მიმდინარე ბრძოლაში ფრანგი მოხალისე დაიღუპა

უკრაინაში, მიმდინარე ბრძოლაში ფრანგი მოხალისის დაღუპვის შესახებ, ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ მივიღეთ სამწუხარო ამბავი, რომ საფრანგეთის მოქალაქე სასიკვდილოდ დაიჭრა უკრაინაში მიმდინარე ბრძოლაში. თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს", - აცხადებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. გარდაცვლილის ვინაობის შესახებ სხვა დეტალები არ ზუსტდება. შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, ლუგანსკის რაიონში, რუსების მიერ ევაკუაციის ავტობუსების დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ფრანგული BFMTV-ის ჟურნალისტი, რომელიც ევაკუაციის შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ყირგიზეთში კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი დააკავეს

ყირგიზეთის გენერალურმა პროკურატურამ 2 ივნისს, კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი ალიმკადირ ბეიშენალიევი დააკავა. უწყებამ მომხდარზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. გენერალური პროკურატურის ცნობით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე ყირგიზეთმა 451 ათას 560 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დახმარების სახით საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და აზერბაიჯანიდან მიიღო. მოგვიანებით ყირგიზეთის პრეზიდენტმა მიაღწია შეთანხმებას ქვეყნის ხელმძღვანელებთან. ამასთან, ზედამხედველი ორგანოს თანახმად, მინისტრმა გასცა 1,5 მილიარდი სომის ღირებულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენის განკარგულება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით იყო სხვა სახელმწიფოების დახმარებით მიღებული წამლები. გამოძიების ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხები ოფშორულ ზონაშია გატანილი. შედეგად, ზედამხედველობის ორგანო აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული ვაქცინების და შეძენილი წამლის არსებობის გამო, წარმოიქმნა ჭარბი რაოდენობა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო 243 223 დოზა გამოუსადეგარი გახდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი მილიარდ 581 მილიონ 474 ათას სომად არის შეფასებული. სისხლის სამართლის საქმე „კორუფციის“ მუხლით აღიძრა. გარდა ამისა, ყირგიზეთის გენერალური პროკურატურა იტყობინება, რომ ბეიშენალიევისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარეობს კიდევ ხუთი სისხლის სამართლის საქმე. მინისტრ ალიმკადირ ბეიშენალიევის ადვოკატებს გენერალური პროკურატურის ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

სასტუმროების ქსელი Marriott-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

სასტუმროების საერთაშორისო ქსელი Marriott International რუსეთში მუშაობას აჩერებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები შეუძლებელს ხდის ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელებას. მარტის დასაწყისში Marriott-მა უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო, ის ხურავს თავის კორპორატიულ ოფისს მოსკოვში და აჩერებს ინვესტიციებს და აღარ გახსნის ახალ სასტუმროებს რუსეთში. ამასთან, კომპანიაში აღნიშნეს, რომ კვლავ ორიენტირებული არიან რუსეთში თანამშრომლებზე ზრუნვაზე. იელის მენეჯმენტის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000-მდე უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ დატოვებს რუსეთს ან ქვეყანაში საქმიანობას შეზღუდავს.   

მოლდოვა, უკრაინული „ენერგოატომისგან“ ელექტროენერგიის შესყიდვას იწყებს

უკრაინაში, ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი NNEGC "Energoatom"-ი, 4 ივნისიდან მოლდოვას ელექტროენერგიას მიაწვდის, რითაც ქვეყანა რუსული ენერგორესურსების ნაწილს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე კომპანიის პრეს-სამსახური იტყობინება. NNEGC Energoatom-მა საექსპორტო ხელშეკრულება მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-თან გააფორმა. ხელშეკრულებების თანახმად, „ენერგოტომი“ გეგმავს ივნისში მოლდოვისთვის 85,2 ათასი მეგავატ/სთ ელექტროენერგიის მიწოდებას 1 მგვტ/სთ-ზე 77 აშშ დოლარის ფასად“, - ნათქვამია ანგარიშში. ექსპორტის წყალობით „ენერგოტომი“ მიიღებს დამატებით წყაროს სპეციალური ვალდებულებების დაფინანსებისთვის (SSO), რომლის მეშვეობითაც უკრაინის მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება. პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ „ენერგოტომს“ აქვს ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის გაზრდის დიდი პოტენციალი, ამიტომ მისი ექსპორტი მოლდოვაში, შემდეგ კი ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, კომპანიის სავაჭრო საქმიანობას უაღრესად პერსპექტიულს გახდის.  

საპატრიარქო ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის შესახებ ახალ განცხადებას აქვეყნებს

სვეტიცხოველის ტაძარში 4 ივნისს დაგეგმილი ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვილის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს. საპატრიარქო ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის მივმართავთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს: რაც უნდა მიუღებლად ან პროვოკაციულად გვეჩვენოს სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გავცდეთ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს და ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ბოლო წლებში არაერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც დაუფიქრებელმა, მოუფრთხილებელმა სიტყვებმა, რომლებიც ეხებოდა რელიგიური თუ ეროვნული იდენტობის თემებს, საზოგადოებაში გულისწყრომა გამოიწვია. „ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დავდექით ისეთი ფაქტის წინაშე, როდესაც დაუფიქრებელმა, მოუფრთხილებელმა სიტყვებმა, რომლებიც ეხებოდა რელიგიური თუ ეროვნული იდენტობის თემებს, საზოგადოებაში გულისწყრომა გამოიწვია. შედეგად, ხშირად ასეთი გამონათქვამები საზოგადოებაში პროვოკაციად და დაპირისპირების საგნადაც ქცეულა. ეკლესიის წმინდანების, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება, რაც სულ რამდენიმე დღის წინაც მოვისმინეთ, ასეთივე პროვოკაციაა. გვინდა, მივმართოთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს: რაც უნდა მიუღებლად ან პროვოკაციულად გვეჩვენოს სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გავცდეთ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს, ლოცვით განწყობას და ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ერეკლე მეფესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის მიზეზი ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ მის შესახებ ნათქვამი ფრაზა გახდა. ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვენ აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის. შემდეგ კი თელავში საჯარო მოხელეების მონაწილეობით ერეკლე მეორეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.