ძებნის რეზულტატი:
შალვა პაპუაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრებ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით
"კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიულ პროცესში იმყოფება, მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება, განეხილა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადები. „წარმოგიდგენთ პარლამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს და 2022 წლის გეგმებს. დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეს საქართველოს ისტორიულ პროცესში ყოფნის დროს, როდესაც 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის განცხადების განხილვასა და პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველომ ერთ თვეში შეძლო 2669 კითხვაზე პასუხის გაცემა და ევროკომისიისთვის დაბრუნება, 3 600-გევრდიან ნაშრომზე, რომელიც 9 ტომისგან შედგება, რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე მუშაობდა. ამჟამად ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრებ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით. რეფორმების განხორციელებაში საქართველოს განვლილი წლებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი პოზიტიურად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას და ჩვენი ხალხის მტკიცე სურვილს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: დღეს პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება
სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩაატარეს
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცეულის დონის საველე სწავლება ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერები სწავლებას ორი კვირის განმავლობაში გადიოდნენ. საჩვენებელ სწავლებაზე ოცეულმა ჩასაფრების ოპერაცია ჩაატარა, რომელიც ჩასაფრების, რეიდისა და მოწინააღმდეგის განადგურების კომპონენტებს მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სწავლებებს ინსტრუქტაჟს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები უწევდნენ. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ინსტრუქტორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
შალვა პაპუაშვილი: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის გამოსახატად, საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენას საკანონმდებლო ორგანოში განცხადა. „უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის გამოსახატად, საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. კიდევ ერთხელ გამოვხატავ სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვებ მათ მშვიდობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან
ექსკლუზივი გზავნილები ევროპარლამენტიდან საქართველო ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში და ევროდეპუტატების მიმართვა საქართველოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime შეეცადა. ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ - პრეზიდენტი წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო?! მხოლოდ რუსეთი - პრემიერი საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ელჩი ჰარცელი ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებს, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება“, - აღნიშნავს კუბიულიუსი. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ექსკლუზიური ინტერვიუ მარინა კალიურანდთან: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში როგორც ცნობილია, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის უფლებებთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დღეს იმსჯელებენ. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატები 8 ივნისს იმართება. ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ
ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას თავდაპირველ გრაფიკზე ადრე პროგნოზირებენ. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მილსადენით გაზის გადაზიდვების სიმძლავრემ უკვე მიაღწია დაახლოებით 24 მილიონ კუბურ მეტრს დღეში, შესაძლებელია, რომ TAP-ის გაფართოება დაგეგმილზე ადრე მოხდეს“, - ამის შესახებ ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსი ნორვეგიის საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy -ის წარმომადგენელი ზუნციან ლოუ აცხადებს. „2021 წელს TAP მილსადენმა გადაიტანა დაახლოებით ექვსი მილიარდი კუბური მეტრი გაზი იტალიაში და კიდევ მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთსა და ბულგარეთში. ეს მოცულობები სავარაუდოდ გაიზრდება 7,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე. 2022 წელს ზრდა 1,7 მილიარდი იქნება. საგულისხმოა, რომ მილსადენის სიმძლავრე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ეს შესაძლებელი გახდა ორი საკომპრესორო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებით და არსებული საკომპრესორო სადგურების მოდიფიკაციით“, - განაცხადა ანალიტიკოსმა. ზუნციან ლოუ აცხადებს, რომ TAP-ი შესანიშნავი შესაძლებლობაა ბუნებრივი აირის სხვა წყაროებიდან მიწოდებისთვის. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება. რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს. „2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.
GWP-ის გენერალური დირექტორი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბაბუხადიას სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მისი განცხადებით, 7 ივნისს მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია. მათ შორის, დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე. „უპრეცედენტო სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, შეგვეზღუდა წყალმომარაგება, რათა რისკის ქვეშ არ დამდგარიყო სასმელი წყლის ხარისხი. წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, გუშინდელი დღიდან კომპანიის მიერ ჩატარდა ყველა აუცილებელი სამუშაო. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა საგურამოს სათავე ნაგებობაზე. გაირეცხა წყალმომარაგების სისტემა და ქსელი, წყლის ხარისხი შემოწმდა ლაბორატორიულად. ამ ეტაპზე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება. კომპანია აგრძელებს აუცილებელ სამუშაოებს სტაბილური წყალმომარაგების აღდგენის მიზნით“, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბაბუხადიამ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს უპრეცედენტო სტიქიით გამოწვეული წყალმომარაგების შეზღუდვის გამო შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში. ასევე წაიკითხეთ: საგურამოში უხვი ნალექის გამო თბილისის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება
სერბეთი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
სერბეთი ინახავს სიმძლავრეს აზერბაიჯანიდან გაზის მისაღებად, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა. გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ მისი თქმით, რუსეთი სერბეთს ყოველწლიურად აწვდის 2,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ხოლო ქვეყნის გაზის მოხმარება წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. „განსხვავება ნაწილობრივ უზრუნველყოფილი იქნება უნგრეთის გაზის საწყობიდან, ნაწილობრივ ბანაცკი დვორის გაზსაცავიდან და მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ ნის-დიმიტროვგრადის გაზსადენით მივიღოთ გაზის დაახლოებით 40 პროცენტი. ძირითადად გაზი აზერბაიჯანიდან უნდა მივიღოთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სიმძლავრეების რეზერვის შესახებ იმ მომენტისთვის, როდესაც დასრულდება ამ გაზსადენის მშენებლობა“, - განაცხადა მიხაილოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის.
კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება. სასმელ წყალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები უხვი ნალექის გამო შეიქმნა. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ არის ოპერატორი კომპანია და ეს არის მისი საკუთარი ქსელი. უხვი ნალექის გამო შეიქმნა გარკვეული პრობლემები სასმელ წყალთან დაკავშირებით, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდათ, რათა მოსახლეობამ სუფთა წყალი მიიღოს და რამდენიმე საათში წყლის მიწოდება უკვე აღდგება“, – განაცხადა კახა კალაძემ. ასევე წაიკითხეთ: GWP-ის გენერალური დირექტორი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საგურამოში უხვი ნალექის გამო თბილისის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომელ ელჩს ვინ სად დანიშნავს
„ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომელ ელჩს ვინ სად დანიშნავს“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას. ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა „ევროპის ისტორიულ ცენტრში, სადაც გადაწყდა ევროპის იდეა და ევროკავშირის შექმნა, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომელ ელჩს ვინ სად დანიშნავს. ამ ყველაფერზე კომენტარებს უთუოდ გავაკეთებ, როდესაც თბილისში ვიქნები და არა მაშინ - როდესაც ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს გზა გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშილმა. პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
მამუკა მდინარაძე: ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხოდ დამცველად გადაიქცა
ნინო ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, „ნაცების“ სახალხოდ დამცველად გადაიქცა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტისგან ნიკა გვარამიას შეწყალების მოლოდინი მთლად ლოგიკური არ არის. „ჩვენი არჩეულია, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის" და მისი განშტოებები ძალიან ლობირებდნენ, ვიფიქრეთ, რომ კარგი, დავუშვათ ეს ე.წ. კვოტა და ეს ადამიანი თავს ზევით ძალას იპოვის და შეეცდება იყოს ნეიტრალური. მაგრამ ვერ ქნა. რაც შეეხება შეწყალებას, არ შეიძლება ამის მოლოდინზე ვისაუბრო, წარმოუდგენელია. ადამიანი უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტს რომ პირადად აყენებდა, ეს კიდევ მეორე საკითხია, ამიტომ პრეზიდენტის ინსტიტუტიდან შეწყალების მოლოდინი მთლად ლოგიკური არ მგონია. მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჯერ უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც არა მილიონებისთვის, არამედ რამდენიმე ათასის ლარის ზიანისთვის სხედან ციხეში, თუ შესაწყალებელია, დაიწყოს იქიდან და მერე გადავიდეს მილიონების გამფლანგველზე, მიმთვისებელზე, არასწორად განმკარგავზე თუ მილიონებით დამზიანებელზე,"- განაცხადა მდინარაძემ. ასევე წაიკითხეთ: ნინო ლომჯარია: ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია
NATO-ს 14 მოკავშირის და ორი პარტნიორის მონაწილეობით, ბალტიის ზღვაში წვრთნები მიმდინარეობს
NATO-ს თოთხმეტი მოკავშირე ორ პარტნიორ ქვეყანასთან, ფინეთთან და შვედეთთან ერთად მონაწილეობს სწავლებაში - Baltic Operations (BALTOPS 22), რომელშიც 45-ზე მეტი ხომალდი, 75-ზე მეტი თვითმფრინავი და 7500 პერსონალია ჩართული. ყოველწლიური წვრთნები დაიწყო შვედეთში, ტოკჰოლმში 5 ივნისს დაიწყო. ეს არის 51-ე სწავლება, რომელიც 1972 წელს დაიწყო. მონაწილე ქვეყნებია არიან ბელგია, ბულგარეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. ეს ქვეყნები გამოიყენებენ მთელ რიგ შესაძლებლობებს, რაც ადასტურებს საზღვაო ძალების მოქნილობას. სწავლების სცენარები მოიცავს ამფიბიურ ოპერაციებს, ტყვიამფრქვევს, წყალქვეშა ნავს, საჰაერო თავდაცვას, ნაღმების გაწმენდის ოპერაციებს, ფეთქებადი საბრძოლო მასალის განადგურებას, უპილოტო წყალქვეშა მანქანებს და სამედიცინო რეაგირებას. BALTOPS 22 შვედეთის საზღვაო ძალების 500 წლის იუბილეს ემთხვევა. NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო
რობერტა მეცოლა: ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს, ეს ეხება ყველას, ვინც განაცხადი გააკეთა
ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის პოზიციაა, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს. რობერტა მეცოლამ აღნიშნული კომენტარით ევროპარლამენტში რუსლან სტეფანჩუკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას: „რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი ქართველებისა და მოლდოველებისადმი? უნდა ველოდოთ თუ არა ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერას ამ სამი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით?“. რობერტა მეცოლას თქმით, ეს გზავნილი ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი წევრობაზე. „დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს უკრაინის რადას სპიკერთან, ისევე, როგორც ჩემს კოლეგებთან მოლდოვიდან და საქართველოდან. ევროპარლამენტი აცხადებს უკიდურესად მკაფიოდ, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი და სურს, ევროპულ ოჯახს შეუერთდეს. ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს თუ ჰკითხავთ, ისინი ახსენებენ ქვეყნებს, რომლებიც ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩემთვის ეს პოზიცია არის მკაფიო. ამ თვეში, მოგვიანებით ევროპული საბჭოს სხდომაზე წავიღებ ევროპარლამენტის ურყევ გზავნილს. დღეს მე დავადასტურე, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ჩვენ მას მივესალმებით, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე პაველ ჰერჩინსკი წარადგინა. პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. ასევე მსახურობდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩად. ევროკავშირის ელჩის თანამდებობა საქართველოში ამჟამად კარლ ჰარცელს უკავია. მას ვადა ეწურება.
ჯოზეფ ბორელი: უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს
უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ევროკავშირი მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ამ ომის მოსაგებად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას,“- აღნიშნა ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე. ასევე წაიკითხეთ: რობერტა მეცოლა: ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს, ეს ეხება ყველას, ვინც განაცხადი გააკეთა ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა
ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დაამატა, რომ უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. „ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას“, - აღნიშნა ვალდის დომბროვსკისმა მისივე თქმით, რუსეთის არაპროვოცირებულმა და გაუმართლებელმა აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა უსაფრთხოების ლანდშაფტი ევროპაში. „ეს არის გამოსაფხიზლებელი ზარი ევროკავშირისთვის. ეს არის ასევე თავდასხმა ევროპასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროზე. რუსეთი ცდილობს, მოგუდოს უკრაინის ეკონომიკა ხანგრძლივი ომის და შავი ზღვის ბლოკადის გზით. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უპრეცედენტოა, ყველა ინსტრუმენტის მობილიზება ხდება: პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული და ეს გაგრძელდება. ჩვენ ასევე მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა [მოლდოვას რესპუბლიკის] უკრაინის ყველაზე დაზარალებული მეზობლის მიმართ. ევროკავშირი სამხედრო დახმარებას სწრაფი ტემპით განაგრძობს. ჩვენი უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი 2 მილიარდი ევროს ფარგლებში, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში ეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი მოსახლეობა და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდის შეთავაზებით გამოვედით. ეს მხარს დაუჭერს ლოგისტიკას, კიბერთავდაცვას, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ჩვენ ამ ზომებს ივნისში წარვადგენთ და მათი მიღება საბჭოს მიერ ივლისში იგეგმება“, – განაცხადა დომბროვსკისმა. მისივე თქმით, ომი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებით და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჯოზეფ ბორელი: უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს
დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო. ამასთან, პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის ბრალდებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ასევე წაკითხეთ: ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
სალომე ზურაბიშვილი: იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
"იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. იტალიის ოფიციალური პირების მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესის დასაჩქარებლად, კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. “ყველამ გაგვიმეორა, ჩვენ ვიდექით და ვიდგებით მუდამ საქართველოს გვერდითო. ძალიან კარგად ინფორმირებული არიან. მთელი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა კარგად ვიცითო. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარეს და ეს არის ჩვენი ურყევი პოზიციაო. ასეთი მკაფიო განცხადებები დიდი ხანია არ მომისმენია, მითუმეტეს იტალიისგან. როგორც ვიცით, ეს იტალიის ტრადიციული პოზიცია არ არის, დღევანდელი პოზიციაა იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გაანალიზეს. უყურებენ გეოპოლიტიკურ ვითარებას, უკრაინაში გაჩაღებულ ომს და ესაა მათი გზავნილი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
რასმუსენი: უკრაინამ უნდა მოიგოს ომი, პუტინი თუ წარმატებას მიაღწევს არ გაჩერდება, განაგრძობს თავის ქმედებებს მოლდოვაში, საქართველოში
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ვლადიმერ პუტინის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონი: პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა კულება: რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ „უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ გაჩერდება. ის განაგრძობს თავის ქმედებებს მოლდოვაში, საქართველოში და საბოლოოდ ზეწოლას მოახდენს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაზე. ამიტომ, უკრაინელებმა უნდა გაიმარჯვონ და მათ აქვთ ბრძოლის ნება. ჩვენი ვალია მივცეთ მათ ბრძოლის საშუალებები“, - განაცხადა რასმუსენმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პუტინს სახის შესანარჩუნებლად მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. „ჩვენ ვერ გადავარჩენთ პუტინს დამცირებისგან. ბატონი პუტინისთვის სახის გადარჩენის ღირებულება გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე რუსული ჯარების აშკარა დამარცხება უკრაინაში“, - აღნიშნა რასმუსენმა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კარლ ჰარცელის შემცვლელის, პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური კარიერა
ჯოზეფ ბორელმა 8 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელების კანდიდატურები დაასახელა, მათ შორის არის კარლ ჰარცელის შემცვლელი პაველ ჰერჩინსკიც. მომავალი ელჩი ახლა ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. რა პოზიციები ეკავა მანამდე, ამის გასარკვევად Europetime-მა პაველ ჰერჩინსკის შესახებ ცნობები მოიძია და მომავალ ელჩს უფრო ახლოს გაგაცნობთ. პოლონელი პაველ ჰერჩინსკი მაგისტრის ხარისხს ფლობს ეკონომიკის მიმართულებით (1987 | 1993 წლები - ვარშავა, ეკონომიკის სკოლა). ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა 2013 | 2017 წლები - პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩი, ბრიუსელი, ბელგია. 2008 | 2013 წლები - პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, აშშ. 2006 | 2008 წლები - დირექტორის მოადგილე, ევროკავშირის დეპარტამენტი. 2003 | 2006 წლები - აფრიკისა და MENA-ს (ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ერაყის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო; ვარშავა, პოლონეთი. 1999 | 2003 წლები - NATO-ში პოლონეთის წარმომადგენლის მოადგილე, პოლიტიკური კომიტეტი; ბრიუსელი, ბელგია. 1996 | 1999 წლები - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პაველ ჰერჩინსკი ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ელჩის თანამდებობა საქართველოში ამჟამად კარლ ჰარცელს უკავია. მას ოთხწლიანი ვადა სექტემბერში ეწურება. ახალი ელჩები თანამდებობაზე მასპინძელი ქვეყნებიდან მიღებული შესაბამისი ოფიციალური შეთანხმებების შემდეგ დაინიშნებიან.
რასმუსენი: NATO-ს გაყოფამ პუტინს არასწორი მესიჯი გაუგზავნა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა
NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე NATO-მ შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინასა და საქართველოს ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმა არ მიანიჭა. მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება „ჩვენ შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. პირველი შეცდომა იყო 2008 წელს, როდესაც NATO-ს სამიტი გვქონდა ბუქარესტში, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით მათთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. NATO-ს გაყოფამ პუტინს არასწორი გზავნილი გაუგზავნა, რომელიც რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავს დაესხა“, -აღნიშნა რასმუსენმა.